განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-600-2019 წელი
№010100119003030720
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
3 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე-–--- პ----------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ე-–--- პ----------, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ------–---------–-----------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმ-წიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
aRwerilobiTi nawili:
ე-–--- პ----------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუ-ქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 02 მაისს, დღის საათებში, ქ. ქ------–---–------–-------------ში მდებარე საც-ხოვრებელ სახლში ე-–--- პ----------მ თავისი ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ, დედას, ნ--–- პ----------ს და დეიდას ლ------ ო--------ს, ვისთან ერთა-დაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მო-სპობით, რის გამოც ნ--–- პ----------ს და ლ------ ო--------ს გაუჩნდათ მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელიც ითხოვს ე-–--- პ----------ს მი-მართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ე-–--- პ----------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის გაცილებით მსუბუქი და შეუ-საბამო მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
საპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ე-–--- პ----------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ე-–--- პ----------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორცი-ელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშა-ულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; სასამართლომ ამომწურავად გაითვალისწინა ე-–--- პ----------ს პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი გარე-მოებები – დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, იარაღის გამოყენების მუქარით, ისე შემამსუბუქებელი გარემოებები – მსჯავრებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან და ე-–--- პ----------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხა-სიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა სასჯელი – ჯარიმა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირა და განუსაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი ე-–--- პ----------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ე-–--- პ----------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ე-–--- პ---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს ჯარიმა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ე-–--- პ----------ს შეუმცირდეს დანიშ-ნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განჩინებით ე-–--- პ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარი (დასტური №-------) დაუბრუნდეს მის შემტანს დ----- ს--------ეს (პ/ნ 6----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება – საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული დანა, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili