განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
330100118002560186
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100118002560186

საქმე №1ბ/392-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

სოფიკო კაპანაძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ლ-----–----–---–------------------------–--

ადვოკატის: თ-----------------–----

მსჯავრდებულის: დ--–--–--–----

მონაწილეობით,ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-----–---–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ--–-----------------–-–--–---- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.-----–-------–------------------------------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით, დ--–--–--–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

დ--–--–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

დ--–--–--–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 6 მაისს, 21:00 საათიდან - 21:30 საათამდე დროის პერიოდში, თბილისში, ხ------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--–--–--–---მ მისი მეგობრის ი-------------–--------–-–---–-- ყოფილ მეუღლეს - ლ--------–-–---–- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ორჯერ ესროლა ქვისმაგვარი საგანი სხეულის სხვადასხვა მიდამოში და ხელის კვრით წააქცია ძირს. თითოეული განხორციელებული ქმედების შედეგად ლ--------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური და ფიზიკური ზიანი.

გარდა აღნიშნულისა, დ--–--–--–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 6 მაისს, 21:00 საათიდან - 21:30 საათამდე დროის პერიოდში, თბილისში, ხ------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--–--–--–---მ მისი მეგობრის ი-------------–--------–-–---–-- ყოფილ მეუღლეს - ლ--------–-–---–- ხელიდან გამოგლიჯა მისი კუთვნილი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და გადაუგდო ძირს, რის გამოც დაზიანდა ლ--------–-–---–-- კუთვნილი მობილური ტელეფონი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----–---–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და დ--–--–--–---- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დ--–--–--–---- უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ორი პირდაპირი ჩვენება, კონკრეტულად კი დაზარალებულ ლ--------–-–---–-- და ი-------------–--------–-–---–-- ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ დ--–--–--–---მ ლ--------–-–---–- ხელიდან გამოართვა ტელეფონი და გადაუგდო ძირს. ასევე, სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოწმე ი-----–--------–----- რომლის ჩვენებითაც ლ--------–-–---–-- დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც იყო დაზიანებული და ლ--------–-–---–-- განმარტებით, აღნიშნული მობილური ტელეფონი კონფლიქტისას განზრახ დაუზიანა დ--–--–--–---მ. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს როგორ უახლოვდება დ--–--–--–--- ლ--------–-–---–-, ჰკრავს ხელს და აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც ვარდება მობილური ტელეფონი. ვიდეოჩანაწერი არათუ წინააღმდეგობაშია ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან, არამედ ერთობლიობაში ამყარებს იმ ფაქტს, რომ დ--–--–--–---- აქტიური ქმედებით დაზიანდა ლ--------–-–---–-- კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლის ღირებულებაც სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით არის 180 (ასოთხმოცი) ლარი.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების აღნიშნულ არგუმენტაციებს, ვინაიდან ისინი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, ვიდეოჩანაწერით და მისი დათვალიერების ოქმით, მოწმეების: ი-----–--------–------ ი-------------–--------–-–---–--, გ------------------ დაზარალებულ ლ--------–-–---–--, ბრალდებულ დ--–--–--–---- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ 2018 წლის 6 მაისს, თბილისში, ხ------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--–--–--–---მ ლ--------–-–---–- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ლ--------–-–---–-- განიცადა ტკივილი. რაც შეეხება დ--–--–--–---- ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით სასხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი, რის გამოც ვერ ქმნიან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო მტკიცების მაღალ სტანდარტს.

შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ 2018 წლის 6 მაისს, 21:15 საათზე, ვიდეოკამერის ხედვის არეალში შემოდის ორი ქალბატონი, რომელთაგან ერთ-ერთს აცვია თეთრი პიჯაკი, ხოლო მეორეს მუქი პიჯაკი. თეთრპიჯაკიანი ქალბატონი მისვლის შემდგომ, ხელჩანთას აწვდის მუქპიჯაკიან ქალბატონს და თვითონ მოძრაობას აგრძელებს წინ მდგარი ერთ-ერთი ხის უკან, რის შემდგომაც იგი ეფარება ხეს და უჩინარდება. რაც შეეხება მეორე ქალბატონს, იგი დგება მაღაზიის (სამკერვალოს) წინ და ხელით ელაპარაკება ხის მიმართულებით ვიღაცას. მალევე ისიც მოძრაობას იწყებს ხის მიმართულებით და ხის უკან უჩინარდება. პერიოდულად, კამერის ხედვის არეალში ჩნდება ორივე ქალბატონი, რომლებიდანაც ერთ-ერთი ცდილობს მეორეს წამოყვანას. მალევე კადრში ჩნდება მუქპიჯაკიანი ქალბატონი, რომელიც ბრუნდება მაღაზიისკენ და თან საუბრობს ტელეფონზე. 21:18:36 საათზე, მაღაზიიდან გამოდის მუქპიჯაკიანი ქალბატონი, რომელიც მარჯვენა ხელს იქნევს ხის მიმართულებით და გაურკვეველ ნივთს ისვრის, რომელიც ვარდება ხის გვერდით კიბეებზე. აღნიშნულის შემდგომ, იგი ბრუნდება მაღაზიაში. 21:19:37 საათზე, ხის უკნიდან გამოდიან თეთრპიჯაკიანი ქალბატონი და მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოკლესახელოებიანი მაისური. ისინი ერთად შედიან მაღაზიაში, სადაც მანამდე მუქპიჯაკიანი ქალბატონი შევიდა. შესვლიდან, დაახლოებით ერთ წუთში, მაღაზიიდან გამოდის მოკლესახელოებიანი მაისურით მამაკაცი, რომელსაც ხელში უჭირავს თეთრი მოზრდილი ნივთი, რომელსაც მაღაზიიდან გარეთ გამოსვლის შემდგომ აგდებს ძლიერად კიბეზე და ამტვრევს. შემდგომ იგი ხელში იღებს დამტვრეულ ნივთს და მიაქვს ხის უკან. მას უახლოვდება მოთეთრო ფერის მაისურში გამოწყობილი მამაკაცი და იგი გაჰყავს კამერის ხედვის არეალიდან. რაც შეეხება ქალბატონებს, ორივე რჩება მაღაზიის კარის შესასვლელთან. მეორე ვიდეოჩანაწერში ჩანს საავტომობილო გზის ნაწილი და სავალუტო პუნქტის წინ არსებული ეზოს ნაწილი. ვიდეოჩანაწერის დასაწყისში ჩანს, თუ როგორ ცდილობს მოკლესახელოებიანი მამაკაცის დაწყნარებას და გაყვანას მუქმაისურიანი მამაკაცი, რომელსაც მოკლესახელოებიან მაისურში ჩაცმული მამაკაცი მიჰყავს ავტომობილთან და ორივე აპირებს შიგ ჩასხდომას. სწორედ ამ დროს, კამერის ხედვის არეალში ჩნდება მუქპიჯაკიანი ქალბატონი, რომელიც სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება ავტომობილს, მიდის მოკლემკლავიან მაისურში ჩაცმულ მამაკაცთან და უწყებს საუბარს, თან მისი მისამართით იქნევს ხელს. ამ დროს, მათთან მიდიან თეთრპიჯაკიანი ქალბატონი და მუქმაისურიანი მამაკაცი, რომლებიც ცდილობენ მათ დაწყნარებას. მოკლესახელოებიანი მამაკაცი ქალბატონების მისამართით იქნევს ხელს ისე, რომ მათ ფიზიკურად არ ეხება. სწორედ ამ დროს, ძირს იხრება მუქპიჯაკიანი ქალბატონი და წამოდგომის შემდგომ მარჯვენა ხელს იქნევს მამაკაცის მიმართულებით. ასევე ძირს იხრება მოკლესახელოებიანი მაისურით მამაკაცი, რომელიც წამოდგომის შემდგომ ქალბატონისაკენ იწევს, მაგრამ მას შუაში უდგება თეთრპიჯაკიანი ქალბატონი და მოკლესახელოებიან მაისურში ჩაცმულ მამაკაცს და მუქპიჯაკიან ქალბატონს ერთმანეთს აშორებს. მალევე, ორივე იწევენ ერთმანეთისაკენ და ერთმანეთს ხელებს ურტყამენ. თეთრპიჯაკიანი ქალბატონი კვლავ დგება მათ შორის. აღნიშნულის შემდგომ, მოკლემკლავიანი მამაკაცი და თეთრპიჯაკიანი ქალბატონი უახლოვდებიან ერთმანეთს, რა დროსაც, მამაკაცი ქალბატონს ხელს კრავს და უკან აგდებს. შემდეგ იგი კვლავ უახლოვდება თეთრპიჯაკიან ქალბატონს, რა დროსაც იგი ქალბატონს სახეში ურტყამს ხელს და ქალბატონი დარტყმის შედეგად უკან ვარდება, მაგრამ არ ეცემა ძირს. მამაკაცი კვლავ უახლოვდება ქალბატონს და რამოდენიმეჯერ ხელს კლავს და ხელის მოკიდებით აჯანჯღარებს. ამის შემდგომ მამაკაცი მიდის ავტომობილის მხარეს, რა დროსაც, მას რამოდენიმეჯერ ხელს ურტყამს მუქპიჯაკიანი ქალბატონი. სწორედ ამ დროს ქალბატონთან მიდის მუქმაისურიანი მამაკაცი და იგი გამოჰყავს მამაკაცისგან მოშორებით, მაგრამ მუქპიჯაკიანი ქალბატონი უკან ბრუნდება, იხრება ძირს და კვლავ აგრძელებს მოკლესახელოებიანი მამაკაცისკენ მოძრაობას, რა დროსაც, იგი მამაკაცთან მიახლოებისას ხელს იქნევს და შემდგომ ხელის კვრით უკან აგდებს მოკლესახელოებიან მამაკაცს, რომელიც ხელებს იქნევს ქალბატონის მისამართით, მაგრამ ფიზიკურად არ ეხება. მამაკაცის ხელების ქნევისას ქალბატონი კვლავ იწევს მამაკაცისკენ, რა დროსაც, მათთან მიდის მუქმაისურიანი მამაკაცი და ქალბატონი მიჰყავს მაღაზიისკენ.

ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერები, სადაც ფიქსირდება, რომ მოკლემკლავიან მაისურში ჩაცმულ მამაკაცსა და მუქპიჯაკიან ქალბატონს შორის ურთიერთდაპირისპირებისას გარკვეულ მომენტში მამაკაცს ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი, ხოლო მას შემდეგ, რაც ქალბატონი ხელს კრავს მას, ეს უკანასკნელი წაბორძიკდება, ისე რომ, არ ეცემა, თუმცა ტელეფონი უვარდება ხელიდან.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ უდავოდ ცნო გამოძიების ეტაპზე მოწმეების ი-------------–--------–-–---–-- და ლ--------–-–---–-- ჩვენებები, რომელთა თანახმადაც, დ--–--–--–---მ ლ--------–-–---–- ხელიდან გამოართვა მობილური ტელეფონი და დაუგდო ძირს, პალატა ვერ გაითვალისწინებს მოცემულ ინფორმაციას, როგორც დ--–--–--–---- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვინაიდან ის სრულ წინააღმდეგობაშია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერთან, საიდანაც ნათლად დასტურდება, რომ დ--–--–--–--- ლ--------–-–---–-- ტელეფონს არ შეხებია, ამ უკანასკნელს თავად დაუვარდა ხელიდან მობილური ტელეფონი.

ბრალდების მხარე მოწმეთა ჩვენებებსა და წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს მიიჩნევს ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობად, თუმცა თავად ჩანაწერის შინაარსი ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს არ იძლევა. იმ გარემოების დასადასტურებლად, თუ რა ვითარებაში დაზიანდა ლ--------–-–---–-- მობილური ტელეფონი, წარმოდგენილია სრულიად განსხვავებული შინაარსის მატარებელი მტკიცებულებები. შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, მოწმეთა ჩვენებებისაგან განსხვავებით, უტყუარად ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ დ--–--–--–---მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა ლ--------–-–---–-- მიმართ, მათ შორის რამდენჯერმე ჰკრა ხელი, რა დროსაც ლ--------–-–---–- ძირს დაუვარდა ხელში არსებული ტელეფონი და ის დ--–--–--–---ს არ გამოურთმევია მისთვის.

ვიდეოჩანაწერში ასახული გარემოება გარდა ლ--------–-–---–--ა და ი-------------–--------–-–---–-- ჩვენებებისა, წინააღმდეგობაშია ასევე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ ვითარებასთან. იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე დ--–--–--–---ს ედავება, რომ მან ლ--------–-–---–- ხელიდან გამოგლიჯა მისი კუთვნილი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და გადაუგდო ძირს.

პალატისათვის გაურკვეველია სააპელაციო საჩივარში ასახული პოზიცია. კერძოდ, აპელანტი ერთ შემთხვევაში წარმოადგენს ბრალდების ფორმულირებას, ადასტურებს, რომ დ--–--–--–---მ ჩაიდინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. თუმცა, როდესაც საუბრობს მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ დ--–--–--–---- ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ლ--------–-–---–-- კუთვნილი მობილური ტელეფონის დაზიანების ფაქტს, რაც სრულიად ცდება პირის ბრალდების ფორმულირებას - ინკრიმინირებული ქმედების და მისი ჩადენის ხერხის აღწერას.

რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას მოწმე ი-----–--------–----- ჩვენებაზე, იგი დ--–--–--–---სა და ლ--------–-–---–- შორის დაპირისპირების ფაქტს არ შესწრებია და დ--–--–--–---- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების დადასტურების თვალსაზრისით წარმოადგენს ირიბ მოწმეს, შესაბამისად, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ძირითად საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

ამდენად, პალატის შეფასებით, დ--–--–--–---- სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში არ იძლევიან დასკვნის გამოტანის საფუძველს, თუ რა გახდა ლ--------–-–---–-- კუთვნილი მობილური ტელეფონის დაზიანების მიზეზი. სახეზეა მხოლოდ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებიდან შექმნილი ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში დ--–--–--–---- განმარტება, რომ იგი ლ--------–-–---–-- ტელეფონს არ შეხებია, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასაბუთებულად ვერ იქნა უარყოფილი.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დ--–--–--–---- ქმედებას, როგორც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდეგნილ ბრალდებებში მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. დ--–---–--–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

დ--–---–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი)ლარის ოდენობით.

4. დ--–--–--–---- მიმართ დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ დ--–--–--–---ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

6. ნივთიერი მტკიცებულებები: ლ--------–-–---–-- მობილური ტელეფონი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------- ს-----------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი ელექტრონულ დისკზე და ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ელექტრონულ დისკზე ერთვის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი