განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
330100119002935570
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002935570

საქმე №1ბ/1179-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ---------------ის,გამართლებულ: თ-----------------ის,ადვოკატ: ბ--------------–---–ის

 

მონაწილეობით,თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------------------------------ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ დაბადებულის 1----–-–------------ს, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ. გორში, ბ-----------------–-----------–---ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ა----–-----------------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ-----------------ეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ორი ეპიზოდი.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის მარტის დასაწყისში, ზუსტი თარიღი უცნობია, თბილისში, ბ--------------------------–- მდებარე ნაქირავებ ბინაში თ-----------------ემ მეგობარ ქალს - მ---------------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელი გაარტყა სახეში, რითაც მ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის მარტის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი უცნობია, თბილისში, ბ--------------------------–- მდებარე ნაქირავებ ბინაში თ-----------------ემ მეგობარ ქალს - მ---------------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელი გაარტყა სახეში, რითაც მ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით თ-----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მარტის დასაწყისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მარტის შუა რიცხვების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ---------------მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, კერძოდ თ-----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთის და მისთვის კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საქმეში ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის შესაბამისად არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებულ, ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თბილისის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 6 ივნისის განაჩენის გამოტანისას არ დაეყრდნო კანონისა და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულბებით ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნებს და დაუსაბუთებლად გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ-----------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

2019 წლის 25 მარტს, სსიპ ,,112-ში“ შევიდა შემდეგი შინაარსის შეტყობინება (რეგისტრაციის #762005): მოქალაქე მ---------------–---–ის საცხოვრებელ სახლში 6 თვეა ცხოვრობს მამაკაცი, რომელიც უქმნის პრობლემებს და ძალადობს მასზე, ამჟამად ფაქტი არ ხდება, თუმცა პოლიციისგან ითხოვს, რომ მამაკაცმა გაწყვიტოს მასთან ურთიერთობა და თავი დაანებოს.

 

დასახელებული შეტყობინების საფუძველზე 2019 წლის 25 მარტს დაიწყო გამოძიება მ---------------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

მოწმე თ--------------ის ჩვენებით, მის მეზობლად ცხოვრობენ ცოლ - ქმარი მ----------------–---–ი და თ-----------------ე. წყვილს შორის კონფლიქტს არ შესწრებია. 25 მარტს მათი სახლიდან გაიგონა მხოლოდ გოგონას ხმამაღალი საუბარი, სიტყვები ვერ გაარკვია.

 

მოწმე ნ------------ის ჩვენებით, ცოლ-ქმარი მ---------------–---–ი და თ-----------------ე არიან მისი მდგმურები. 22 ან 23 მარტს მათთან იმყოფებოდა ქირის ფულის გამოსართმევად, რა დროსაც სახლში მარტო მყოფ მ---------------–---–ს თვალები ქონდა აცრემლებული და იყო აღელვებული. მ----------–---–მა უთხრა, რომ მეუღლესთან იყო ნაჩხუბარი, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრიათ და სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ არაფერი უთქვას. 2-3 დღეში გაიგო, რომ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მოწმემ განმარტა, რომ მომხდარის გამო გაკვირვებულია, რადგან მის თვალსაწიერში წყვილი ძალიან თბილად ურთიერთობდა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 მარტს, მ---------------–---–ის შეტყობინების საფუძველზე თბილისში, ბ---------------------------–- ორი პატრულ - ინსპექტორი გ-----------------–---–----------------------------- გამოცხადდა. პატრულ-ინსპექტორ გ-----------------–---–ის ჩვენებით, რადიოსადგურ ,,112-ის“ შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან თ--------------------ესთან ერთად მივიდა მისამართზე, სადაც დახვდათ მ---------------–---–ი, რომელმაც პოლიციელებს განუცხადა, რომ თ-----------------ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ერთი კვირის წინ კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს ზედაპირულად დაზიანება არ აღენიშნებოდა, იყო აღელვებული და შეშინებული, მას აღარ სურდა თ-----------------ესთან ერთად ცხოვრება. მ---------------–---–ის მიერ გაკეთებული განმარტებები გადატანილი იქნა რეაგირების ოქმში, რაც ხელმოწერით დაადასტურა დაზარალებულმა. თ-----------------ე არ იმყოფებოდა მისამართზე, ინიციატორის განმარტებით ბრალდებულს 2019 წლის 25 მარტს ჰქონდა დაბადების დღე და აღნიშნულ დღეს სახლში არ მისულა.

 

თ--------------------ემ მსგავსად გ-----------------–---–ისა დაადასტურა, რომ შეტყობინების ინიციატორს სხეულზე გარეგნულად დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, თუმცა იყო აღელვებული. მოწმის ჩვენებით, მ---------------–---–მა მას განუცხადა, რომ თ-----------------ე აღნიშნულ დღეს - 25 მარტს იმყოფებოდა მისამართზე, იჩხუბეს და წავიდა სახლიდან.

 

2019 წლის 25 მარტის რეაგირების ოქმის თანახმად, თბილისში, ზ--------------–-----------------------–ი შეტყობინების ინიციატორმა მ---------------–---–მა განაცხადა, რომ მეგობარი მამაკაცი რომელთან ერთადაც ცხოვრობს, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აღნიშნული ფაქტი კი არის ხშირი.

 

დაზარალებულ მ---------------–---–ის განმარტებით, რომელიც გაკეთდა სასამართლო სხდომაზე, თ-----------------ე არის მისი არარეგისტრირებული მეუღლე, იმყოფებოდნენ არაოფიციალურ ქორწინებაში. მ---------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა თ-----------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმეების თ--------------------------------------ის ჩვენებებით, მ---------------–---–ი და თ-----------------ე მათ გაეცნენ, როგორც მეუღლეები, გარდა ამისა, პროკურორმა მ---------------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მ---------------–---–ის და თ-----------------ის ოჯახური სტატუსი - არარეგისტრირებული მეუღლეები. დასახელებული სტატუსიდან გამომდინარე, როგორც ზემოთ აღინიშნა დაზარალებულმა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

თ-----------------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო და ჩვენებაში განმარტა, რომ დაახლეობით ერთი წელია, რაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ---------------–---–თან, თანაცხოვრების პერიოდში ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მხოლოდ პერიოდულად მ---------------–---–ი ცალმხრივად ეჭვიანობდა, თუმცა ამას არასდროს მოჰყოლია ფიზიკური შეურაცხყოფა, ისინი მხოლოდ სიტყვიერად კამათობდნენ. თ-----------------ემ განმარტა, რომ 1 მარტს არის თ-----------------ის მამის, ხოლო 8 მარტს ძმის დაბადების დღე, რის გამოც მარტის დასაწყისი გაატარა გორში, ბ-----------–-----–---–-----------–---ში, რაც არ სიამოვნებდა მ---------------–---–ს და საყვედურობდა. ასევე 24 მარტს, საღამოს, მეგობარ ა-–-----------ესთან ერთად ჩავიდა ქ-----–--------------------–-------------ში ნათესავთან ბ-------------–---–--ან, 25 მარტს კი წავიდა მშობლებთან, სადაც აღნიშნეს მისი დაბადების დღე. სწორედ 25 მარტის დილას დაურეკა მ----------------–---–მა პრეტენზიით, რომ მთელი თვე არ იყო მასთან ერთად და დაბადების დღესაც მის გარეშე ატარებდა, ქალაქგარეთ ხშირად გასვლის გამო გაბრაზებული დაემუქრა, რომ გამოიძახებდა საპატრულო პოლიციას და აუკრძალავდა მასთან მიახლოებას. თ-----------------ემ განმარტა, რომ საუბრისას მ------ს შეამჩნია, რომ იყო ნასვამი.

 

26 მარტს გამთენიისას დაბრუნდა სახლში, მ---------------–---–ი იყო ძალიან მთვრალი და ეძინა. დილით დააკავეს. თ-----------------ის ჩვენებით იგი დიდ დროს ატარებდა სახლის გარეთ, რადგან სწავლობს და მუშაობს, მარტის თვეში ოჯახის წევრების დაბადების დღეების გამო რამდენჯერმე რაიონში დარჩა და საკუთარი დაბადების დღეც კი მეუღლის გარეშე გაატარა, აღნიშნულის გამო მ---------------–---–ი ეჭვიანობა, ეჭვიანობის საფუძველი ასევე იყო მათ შორის არსებული დიდი ასაკობრივი სხვაობა - მ------ი 12 წლით უფროსია. 1 თვიანი შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლის შემდეგ შერიგდნენ, რადგან იცის, რომ მ------ი მსგავს საქციელს ფხიზელი არ ჩაიდენდა და ეს სიმთვრალის გამო მოუვიდა.

 

მოწმე ა-–-----------ის ჩვენებით თ-----------------ე და მ---------------–---–ი არიან მეუღლეები და მისი მეგობრები, რამდენადაც მათი ურთიერთობიდან იკვეთებოდა, ჰქონდათ კარგი ოჯახური ურთიერთობა და მათ შორის დაძაბულობა ან კონფლიქტი არ შეუმჩნევია. მხოლოდ პერიოდულად, მ---------------–---–ი ეჭვიანობდა თ-----------------ეზე, არ სურდა რომ იგი წასულიყო რაიონში. მოწმის ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტიდან - 26 მარტის გამთენიამდე თ-----------------ესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ჯერ ქ-----–--------------------–-------------ში ბ-------------–---–ის ოჯახში, ხოლო შემდეგ გ----–--------------–-----–-------------–---ში, სადაც 25 მარტს აღნიშნეს თ-----------------ის დაბადების დღე. 26 მარტს, გამთენიისას დაბრუნდნენ თბილისში. გორის რაიონში ყოფნის დროს 24-25 მარტს, მ---------------–---–ი ხშირად ურეკავდა თ-----------------ეს და მათ ქონდათ დაძაბული საუბარი, თუმცა რა საკითხზე მოწმისთვის უცნობია.

 

მოწმე ბ-------------–---–მა ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2019 წლის 24 მარტს თ-----------------ძე მეგობართან ა-–------------ესთან ერთად იმყოფებოდა მასთან რაიონში - ს------–-------------ში, 25 მარტს თ-----------------ე თანმხლებ მეგობართან ერთად წავიდა მშობლების სახლში გ----–--------------–-----–-------------–---ში.

 

თ-----------------ის ძმის მოწმე კ---------------ის ჩვენებით, 2019 წლის 25 მარტს, გამთენიისას გორში ბ-----------–-----–---–-----------–---ში მივიდა თ-----------------ე მეგობართან ერთად. იმ დღეს აღნიშნეს თ-----------------ის დაბადების დღე, ეს უკანასკნელი ღამით წავიდა თბილისში.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ-----------------ის დაბადების დღეა 25 მარტი, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით კ---------------ის დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ თ-----------------ის ძმა კ---------------ე დაბადებულია 8 მარტს, თ-----------------ის ჩვენებით მამა თ----------------- ასევე დაბადებულია მარტის თვეში - 1 მარტს. აღნიშნული თარიღები მოწმობს, რომ თ-----------------ის ჩვენება მისი და მისი ოჯახის წევრების დაბადების დღეებიდან გამომდინარე გორში მის ხშირ ყოფნასთან დაკავშირებით, რაც გახდა მ---------------–---–ის განრისხების მიზეზი არის სანდო და სარწმუნო.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, განაჩენის გამოტანისას არ დაეყრდნო კანონისა და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულბებით ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნებს და დაუსაბუთებლად გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება თ-----------------ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ თ-----------------ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება.

 

დაზარალებულმა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა თ-----------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და მოწმეთა ჩვენებებით ვერ ირკვევა ძალადობის ჩადენის კონკრეტული თარიღი, არცერთი მოწმე არ არის მხილველი ფიზიკური ძალადობის, არც ექსპერტიზის დასკვნა ან/და პაციენტის სამედიცინო ბარათი არ არსებობს ფიზიკურ დაზიანებასთან დაკავშირებით. ძალადობის დღეს შემთხვევის ადგილზე პოლიციელები არ გამოცხადებულან, გამომდინარე იქედან, რომ დაზარალებულს დაუყოვნებლივ არ მოუხდენია დანაშაულის გამოაშკარავება (მ----------–---–ი ძალადობის დღეებში, თუკი ასეთს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, არ რეკავდა პოლიციაში). მხოლოდ და მხოლოდ მოწმე თ--------------ის ჩვენება, რომელმაც სავარაუდოდ 25 მარტს გაიგონა გოგონას ხმამაღალი საუბარი, მაგრამ ვიზუალური კონტაქტი არ დაუმყარებია და არც საუბრის შინაარსი ესმოდა, ვერ გახდება ფიზიკური ძალადობის მამხილებელი მტკიცებულება, ვინაიდან ხმამაღალი საუბარი აპრიორი არ გულისხმობს ფიზიკურ ძალადობას, ასევე არ არის დადგენილი გოგონა ხმამაღლა ვის ესაუბრებოდა და არც ის არის გამორიცხული, რომ ხმამაღალი საუბარი უკავშირდებოდა ამ ფორმით სატელეფონო კომუნიკაციას. მოწმე ნ------------ის ჩვენებით, 22 ან 23 მარტს სახლში ნახა მ---------------–---–ი თვალებ აცრემლებული და აღელვებული. დაზარალებულმა უთხრა, რომ მეუღლესთან იყო ნაჩხუბარი, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრიათ და მას სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ არაფერი უთქვამს. ირიბი მოწმის ნ------------ის ჩვენებაში დასახელებული თარიღები 22 ან 23 მარტი დროში აცდენილია პოლიციელების ჩვენებებთან, ამ უკანასკნელთა განმარტებით 2019 წლის 25 მარტს შეტყობინების ინიციატორმა მათ განუცხადა, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა 1 კვირის და არა 2-3 დღის წინ, რაც გამორიცხავს 22-23 მარტს ძალადობის ჩადენის ფაქტს. ნიშანდობლივია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც, შეტყობინების საფუძველზე მისამართზე მისულ პოლიციელებს მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მათი ჩვენებებით იყო აღელვებული, არ გამოუვლენიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევის საჭიროება. პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებში გამოიკვეთა უზუსტობები, რამაც დაზარალებულის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა, მოწმე თ--------------------ის ჩვენებით, შეტყობინების ინიციატორმა მას განუცხადა, რომ თ-----------------ე 25 მარტს იმყოფებოდა სახლში, იჩხუბეს და წავიდა სახლიდან, თ-----------------ის და დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით კი, 2019 წლის 25 მარტს, თ-----------------ე თბილისში ფიზიკურად არ იმყოფებოდა, რაც შეეხება მეორე მოწმეს გ-----------------–---–ს, მას დაზარალებულმა განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა, კერძოდ, განუცხადა, რომ თ-----------------ეს 2019 წლის 25 მარტს ჰქონდა დაბადების დღე და აღნიშნულ დღეს სახლში არ მისულა. დასკვნა: შეტყობინების ინიციატორი გამოძახების ადგილზე მისულ პოლიციელებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის 25 მარტს თ-----------------ის სახლში ყოფნა-არყოფნასთან მიმართებაში. ცხადია, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციელთა ჩვენებებში, თუმცა საეჭვოა ინფორმაციის მიმწოდებული პირის კეთილსინდისეირება. გარდა ამისა, საეჭვოა ის გარემოებაც, რომ შეტყობინების ინიციატორს არ ახსოვდა ძალადობის ორი ფაქტიდან დანაშაულის ჩადენის არცერთი თარიღი, აღნიშნული კატეგორიის საქმეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მსხვერპლებს არცთუ იშვიათად არ ახსოვთ ყველა ძალადობის თარიღი, თუმცა ასეთ შემთხვევებში მეხსიერების ნაკლოვანებას ორი გონივრული მიზეზი აქვს: პირველი - ძალადობის მასშტაბი და ამ ფონზე გამოვლენილი ფსიქოლოგიური ტანჯვა, რაც აისახება პირის მეხსიერებაზე და კონკრეტული თარიღების დავიწყებაზე, მეორე - ძალადობა რუტინულ, თითქმის ყოველდღიურ ხასიათს ატარებს, თვეების განმავლობაში გრძელდება და ამ მიზეზით მსხვერპლებს უჭირთ თარიღების აღდგენა. განსახილველი საქმე დასახელებული მაგალითებიდან მნიშვნელოვნად განსხვავდება, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ-----------------ეს დროის მცირე ინტერვალში განხორციელებულ ორ ეპიზოდში ედება ბრალი და არა სისტემატურ, დროში გაწელილ ძალადობაში, შესაძლოა, მ---------------–---–ს ვერ აღედგინა მარტის დასაწყისში მომხდარი ძალადობის თარიღი, თუმცა გონივრულად უნდა ხსომებოდა იმ ძალადობის თარიღი, რაც გახდა საფუძველი პოლიციის გამოძახების. ამდენად მ---------------–---–ის მიერ შეტყობინებაში და პოლიციელებთან კომუნიკაციის დროს გაკეთებული განცხადებები მოკლებული იყო არსებით და მნიშვნელოვან სიზუსტეს, შესაბამისად ირიბი მოწმეებისთვის მიწოდებული ინფორმაციის გაზიარება ვერ მოხდა. სასამართლო განმარტავს, მართალია, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის და ირიბი მოწმეებისთვის პირველი წყაროდან მიწოდებული ინფორმაცია გონივრულ ეჭვს არ უნდა ბადებდეს ინფორმაციის ნამდვილობაში. მოწმეების - გ-----------------–---–ის და თ--------------------ის ზეპირი ჩვენებები მათი შინაარსიდან გამომდინარე ერთი მხრივ წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებას და მეორე მხრივ ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროც საეჭვოა. რაც შეეხება სხვა მოწმეებს თ--------------ეს, ა-–-----------ეს, ბ-------------–---–ს, კ---------------ეს ისინი წყვილის ურთიერთობებს ძირითად შემთხვევაში ახასიათებენ თბილად, მათ შორის ნეიტრალური მოწმე ნ------------ე განმარტავს, რომ მომხდარის გამო არის გაკვირვებული, რადგან წყვილი მის თვალსაწიერში ძალიან თბილად ურთიერთობდა.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განსხვავებით 2019 წლის მარტის შუა რიცხვების ეპიზოდისა, სადაც სასამართლომ ირიბ მოწმეებს მოუსმინა, 2019 წლის მარტის დასაწყისის ეპიზოდთან მიმართებაში არ გამოკვლეულა არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ თ-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება თ-----------------ის მიერ მ---------------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედებისა და მუქარის ჩადენის ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ თ-----------------ემ ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა თ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი თ-----------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი თ-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

თ-----------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მარტის დასაწყისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მარტის შუა რიცხვების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განჩინებით თ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

თ-----------------ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი