განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100117002225560
საქმე №1/ბ-461-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ა---- მ--------ს, რ----- შ----ის
მსჯავრდებულების _ კ---- ჭ---------ის, ი-----–- კ---–--–--ის, რ----– ბ-----ის
ადვოკატების _ ნ-------- მ----–--ის, პ----- ბ---–----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------):
კ---- ჭ---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------- ქ.ბათუმში, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ--------–-------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ--------–---------------------------–--–-------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ი-----–- კ---–--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------------------–---–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №6----------), ტექნიკური განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ------–-----------–----–----------------–----------–----------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
რ----– ბ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------- ქედაში, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ-----------–----–----------------–----------–--------–------------–-, მცხოვრების ქ--------–--------------------–------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, რ----– ბ-----ეს, კ---- ჭ---------ეს და ი-----–- კ---–--–--ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 08 ოქტომბერს, ქ.ბათუმში, გ------ს დასახლებაში, ა----------ს გზატკეცილი №--–- განთავსებულ კლუბ „------–-- იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ა-–-----------------------–ი, ნ-----------–---, ჰ-------------------–--- და ს--–-----------–-, რა დროსაც კლუბ „------ს” ადმინისტრაციის მუშაკები ი-----–- კ---–--–--ე, რ----– ბ-----ე და კ---- ჭ---------ე, ჯგუფურად, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და გაუპატიურების, აგრეთვე სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების მუქარით, ა-–------- ბ------------–ის, ნ---- ს----–--ის, ჰ------- ე---- ა--–--ის და ს--–-----------–-საგან მოითხოვდნენ 2160 ლარს.
ზემოაღნიშნულის გამო კ---- ჭ---------ეს, ი-----–- კ---–--–--ეს და რ----– ბ-----ეს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენით:
კ---- ჭ---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.
კ---- ჭ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
კ---- ჭ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა გ---–----- ა--–---ს (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ, 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ--------–----------------------------–- (საკადასტრო კოდი №0------------------).
კ---- ჭ---------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 05 ნოემბრიდან 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.
ი-----–- კ---–--–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.
ი-----–- კ---–--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ი-----–- კ---–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ნ------- კ---–--–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ, 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ------–--------------------------–-----–------–----------------------------- (საკადასტრო კოდი №2-----------).
ი-----–- კ---–--–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 05 ნოემბრიდან 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.
რ----– ბ-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.
რ----– ბ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ 4 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ 4 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
რ----– ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2019 წლის 02 მაისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 05 ნოემბრიდან 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.
რ----– ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ნ------- მ----–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ, 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ--------–--------------------–------------------–- (საკადასტრო კოდი №0------------------).
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: დივიარი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გ------ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო 10 ცალი კომპაქტ დისკი, რომლებიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გ------ს პოლიციის განყოფილებაში, ასევე სალარო აპარატის ქვითარი, ორი ცალი ჩეკი და დაკითხვის ოქმები 3 ცალ დისკზე _ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, კ---- ჭ---------ის, ი-----–- კ---–--–--ის და რ----– ბ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 08 ოქტომბერს, ქ.ბათუმში, გ------ს დასახლება, ა----------ს გზატკეცილი №--–- განთავსებულ კლუბ „------–-- იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ა-–------- ბ------------–ი, ნ---- სიღლამი, ჰ-------------------–--- და ს--–-----------–-. კლუბ „------ს” ადმინისტრაციის მუშაკებმა ი-----–- კ---–--–--ემ, რ----– ბ-----ემ და კ---- ჭ---------ემ ხსენებულ პირებს მოსთხოვეს 2160 ლარის გადახდა გაწეული მომსახურების საფასურად. ა-–------- ბ------------–იმ, ნ---- სიღლამიმ, ჰ------- ე---- ა--–--მა და ს--–-----------–-მ მიიჩნიეს, რომ მოთხოვნილი თანხა რეალურად შეკვეთილ მომსახურებაზე ბევრად მეტი იყო, ამიტომ თანხის გადახდაზე განაცხადეს უარი, რის შემდეგაც კლუბ „------ს” ადმინისტრაციის წევრები ი-----–- კ---–--–--ე, რ----– ბ-----ე და კ---- ჭ---------ე აიძულებდნენ მათ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ 2160 ლარი.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ხელვაჩურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულების _ კ---- ჭ---------ის, ი-----–- კ---–--–--ის და რ----– ბ-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის სანქციის ფარგლებში უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ის არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულთა ქმედებები გადააკვალიფიცრა იძულებაზე. ამასთან, სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების _ კ---- ჭ---------ის, ი-----–- კ---–--–--ის და რ----– ბ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, მსჯავრდებულების პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და მათ განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელები, რითაც ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომელთა უმრავლესობა დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, უტყუარად დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა _ კ---- ჭ---------ემ, ი-----–- კ---–--–--ემ და რ----– ბ-----ემ ნამდვილად ჩაიდინეს გამოძალვა ჯგუფურად. მსჯავრდებულთა მხრიდან დაზარალებულების მიმართ წარდგენილი მოთხოვნა არ გამომდინარეობდა მათი უფლებიდან, მიეღოთ მომსახურების ღირებულება, ვინაიდან, ამ ოდენობის შეკვეთა დაზარალებულების მხრიდან არ განხორციელებულა. შეკვეთა განახორციელეს მათმა თანმხლებმა ქალბატონებმა, რომლებმაც მიიპატიჟეს დაზარალებულები და რომელთა ყველა ქმედება შეთანხმებული იყო კლუბის ადმინისტრაციასთან. ამის შემდეგ მსჯავრდებულებმა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს დაზარალებულები, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში სიცოცხლის მოსპობის მუქარის ქვეშ მყოფები დასთანხმდნენ თანხის გადახდას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ა---- მ--------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულებმა კ---- ჭ---------ემ, ი-----–- კ---–--–--ემ, რ----– ბ-----ემ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა პ----- ბ---–----ემ და ნ-------- მ----–--ემ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთა მათ და მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება მსჯავრდებულების მიერ გამოძალვის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას კ---- ჭ---------ის, ი-----–- კ---–--–--ის და რ----– ბ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს იძულება ჯგუფურად, ე.ი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, კერძოდ:
დაზარალებულების - ა-–------- ბ------------–ის, ნ---- სიღლამის, ჰ------- ე---- ა--–--ის და ს--–-----------–-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 08 ოქტომბერს, ისინი იმყოფებოდნენ ქ.ბათუმში, გ------ს დასახლებაში, ა----------ს გზატკეცილი №--–- განთავსებულ კლუბ „------–--, რა დროსაც შეუკვეთეს ლუდი და ხილი, თუმცა მომსახურების საფასურად ბარში მომუშავე პირებმა მოსთხოვეს 2160 ლარის გადახდა, რაც არ შეესაბამებოდა მათი შეკვეთის რეალურ ღირებულებას, რის გამოც თანხის გადახდაზე უარი განაცხადეს. ამის შემდეგ კლუბ „------ს” თანამშრომლები ი-----–- კ---–--–--ე, რ----– ბ-----ე და კ---- ჭ---------ე, ჯგუფურად, ძალადობით და მუქარით აიძულებდნენ გადაეხადათ მათ მიერ მოთხოვნილი თანხა.
დაზარალებულების ჩვენებებში მითითებული გარემოებები დასტურდება ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეების - შ------- ქ-----ის, ო----- ს--------ს, გ---–-------ის, ს----------ის, ლ-----------ის, ჯ------–-------ის და ი-----–- კახიძის გამოკითხვის ოქმებით; ამოცნობის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; სალარო აპარატის ქვითრის დათვალიერების ოქმით; ამოღებული სალარო აპარატის ქვითრით; ჩეკების დათვალიერების ოქმებით და სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან არასწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, როგორც იძულება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით გამოძალვა განმარტებულია, როგორც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. ამდენად, ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან ქონებრივი უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამასთან, ამ მოთხოვნას თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა. გამოძალვისას დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართული მოთხოვნა გულისხმობს დამნაშავის მხრიდან პირისათვის ულტიმატური ხასიათის კატეგორიულ შეთავაზებას, უსასყიდლოდ გადასცეს გამომძალველს ნივთი ან ქონებრივი უფლება. დამნაშვის სასარგებლოდ ქონებრივი ხასიათის მოქმედება უნდა იყოს წინასწარი შეცნობით მართლსაწინააღმდეგო, ანუ არ უნდა არსებობდეს ქონების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა კ---- ჭ---------ემ, ი-----–- კ---–--–--ემ და რ----– ბ-----ემ ნამდვილად განახორციელეს ძალადობის გამოყენების მუქარა დაზარალებულების – ა-–------- ბ------------–ის, ნ-----------–---ს, ჰ-------------------–---ს და ს--–-----------–-ს მიმართ, იმ მიზნით, რომ ეიძულებინათ ისინი გადაეხადათ კლუბ „------–-- მათთვის გაწეული მომსახურების საფასური, რაც გამორიცხავს ყოველგვარ დასაბუთებულ საფუძველს იმისათვის, რათა მსჯავრდებულების ქმედება შეფასდეს როგორც გამოძალვა, რომლის დროსაც დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი განხორციელებული მუქარის მიზანია სხვისი ნივთის, ქონებრივი უფლების ან ქონებრივი სარგებლობის მიღება, რომლის მოთხოვნის კანონიერი საფუძველი მას არ გააჩნია.
ამავე დროს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – კ---- ჭ---------ის, ი-----–- კ---–--–--ის და რ----– ბ-----ის მიერ დაზარალებულების – ა-–-----------------------–ის, ნ-----------–---ს, ჰ-------------------–---ს და ს--–-----------–-ს მიმართ ჩადენილი ქმედება შეიცავს ისეთი დანაშაულის შემადგენლობას, როგორიცაა იძულება, ჩადენილი ჯგუფურად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული დანაშაული გამოიხატა დაზარალებულების იძულებაში შეესრულებინათ ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მათ უფლებას წარმოადგენდა _ გადაეხადათ მომსახურების თანხა მსჯავრდებულების მიერ მოთხოვნილი ოდენობით, რომლის გადახდაზეც ისინი უარს აცხადებდნენ იმ მოტივით, რომ იგი ბევრად აღემატებოდა მათთვის გაწეული მომსახურების რეალურ ღირებულებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ---- ჭ---------ის, ი-----–- კ---–--–--ის და რ----– ბ-----ის ქმედება სწორად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად) იმავე კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი იძულებისათვის. აქედან გამომდინარე, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა კ---- ჭ---------ის, ი-----–- კ---–--–--ის და რ----– ბ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სასჯელებს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი კ---- ჭ---------ის, ი-----–- კ---–--–--ის და რ----– ბ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3.კ---- ჭ---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.
4.კ---- ჭ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.მსჯავრდებულ კ---- ჭ---------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 05 ნოემბრიდან 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ კ---- ჭ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გ---–----- ა--–---ს (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ--------–----------------------------------–- (საკადასტრო კოდი №0------------------.), 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
7.ი-----–- კ---–--–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.
8.ი-----–- კ---–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
9.მსჯავრდებულ ი-----–- კ---–--–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 05 ნოემბრიდან 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.
10.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–- კ---–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ნ------- კ---–--–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავ ქონების, მდებარე ქ------–--------------------------–-----–------–---------------------------- (საკადასტრო კოდი №2-----------.), 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
11.რ----– ბ-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.
12.რ----– ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
13.მსჯავრდებულ რ----– ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2019 წლის 02 მაისიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 05 ნოემბრიდან 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.
14.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ----– ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ნ------- მ----–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავ ქონების, მდებარე ქ--------–--------------------–------------------–- (საკადასტრო კოდი №0------------------.), 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
15.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: დივიარი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გ------ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო 10 ცალი კომპაქტ დისკი, რომლებიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გ------ს პოლიციის განყოფილებაში, ასევე სალარო აპარატის ქვითარი, ორი ცალი ჩეკი და დაკითხვის ოქმები 3 ცალ დისკზე _ დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.
16.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსაჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულების _ კ---- ჭ---------ის, ი-----–- კ---–--–--ის და რ----– ბ-----ის ყოფაქცევის კონტროლისა და მათი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
17.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
18.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/მ.იმერლიშვილი/