განაჩენი

სისხლის სამართლის 07.10.2019
საქმის ნომერი
330100119003012234
ინსტანცია
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100119003012234

საქმე №1ბ/1237-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ლ-–----------–----

მსჯავრდებულების: ა-------------–---–-- და ნ-----------–---–--

ადვოკატების: ს---------–-–--- და ნ-----------------

მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ა-------------–---–-- მიმართ, დაბადებული 2------–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: კ----------------------–--------–------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–------------–-----------------------------------ში, დ/გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით;

ნ-----------–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–------------–---------------------------------------ში, დ/გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით, ა-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით

ნ-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ა-------------–---–- და ნ-----------–---–- მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის და გამფლანგავის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 31 მარტიდან 2019 წლის 6 აპრილის ჩათვლით, ქ------–--–-------------–---------------–----------------------- მიმდებარედ განთავსებულ შპს „--------–----- კუთვნილ სუპერმარკეტ „------------------- თანამშრომლებმა ა-------------–---–-- და ნ-----------–---–-- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს და გაფლანგეს თანხა და სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, კერძოდ: ა-------------–---–- ნ-----------–---–---- შეთანხმებით მოქალაქეების მიერ სხვადასხვა პროდუქციის შეძენის დროს ხშირ შემთხვევაში არ ახდენდა გაყიდული პროდუქციის აღრიცხვას და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გამოწერას, რის საფუძველზე სალაროდან იღებდა თანხას და ნ-----------–---–- უყოფდა. ასევე, აღნიშნული პირები სუპერმარკეტიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტს თანხის გადახდისა და აღრიცხვის გარეშე იღებდნენ და ითვისებდნენ, მათ შორის, ფლანგავდნენ ფულს და პროდუქტს, კერძოდ: ნ-----------–---–-- ოჯახის წევრს სალაროში არსებული ნავაჭრი თანხიდან მისცეს თანხა და საფასურის გადახდის გარეშე გაატანეს სხვადასხვა პროდუქტი. ა-------------–---–-- და ნ-----------–---–-- ქმედებით შპს „---------–---- ჯამში მიადგა 905 ლარის და 15 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება და მსჯავრდებულებისთვის ა-------------–---–--თვის და ნ-----------–---–--თვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ა-------------–---–-- და ნ-----------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: რ--------------------------–--–------–-–---–-----–--------–------–---–---------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებით, ვიდეოჩანაწერით და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულებმა: ა-------------–---–-- და ნ-----------–---–-- აღიარეს და მოინანიეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევები; ორივე დასაქმებულია და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ. ამასთან, დამდგარი შედეგისა და განსაკუთრებით მსჯავრდებულების ასაკის გათვალისწინებით, საზოგადოებისაგან მათი იზოლირება მიზანშეუწონელია და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ა-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

4. ა-------------–---–- 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო და მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება.

5. ნ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და

ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

6.ნ-----------–---–- 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო და მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება;

7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა--------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ-----------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;

9. ნივთმტკიცება:

- შპს „--------–----- კუთვნილი სუპერმარკეტ „------------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ხუთ ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, ხუთ პაკეტად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

-ბრალდებულ ა-------------–---–----- ამოღებული თანხა 160(ას სამოცი)ლარის ოდენობით, რომელიც დალუქული სახით, ერთ პაკეტად ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- ბრალდებულ ნ-----------–---–----- ამოღებული თანხა 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისა--------------- სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

10. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

11. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი