განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2046-19, 330310018002774121
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი
02 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ნანა ზა-----ა, დი------- ხა-----–--ა
წარმომადგენლები -დავით ჩქ------ა, შორენა რო---ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით, ნანა ზა-----ას და დი------- ხა-----–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის №01/3318-ს გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არსებითად განიხილოს ნანა ზა-----ასა და დი------- ხა-----–--ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ნანა ენ------ს ასული ზა-----ა დაიბადა 1968 წლის 21 თებერვალს; დაბადების ადგილი - ქ. ლენინგრადი.
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქის პასპორტის თანახმად, ნანა ზა-----ა ენ------ს ასული დაიბადა 1968 წლის 21 თებერვალს; დაბადების ადგილი - ქალაქი ლენინგრადი; პასპორტრი გაცემულია საქართველოს სსრ, ზუგდიდის ქალაქის აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ; 1985 წლის 30 მაისს ჩაეწერა ზუგდიდში, საბჭოს ქუჩა 71, საიდანაც ამოეწერა 1985 წლის 30 აგვისტოს; 1985 წლის 27 დეკემბერს ჩაეწერა გაგრაში, აგრბას ქუჩა, სახლი 9, ბინა N8.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, ნანა ზა-----ას დაბადების თარიღია 1968 წლის 21 თებერვალი, დაბადების ადგილი რუსეთი, მოქალაქეობა - საქართველო, რეგისტრაციის ადგილი - გაგრა, დ. ბიჭვინთა აგრბას ქ. N3/8, რეგისტრაციის თარიღი - 28.09.2001 წელი ( ს.ფ. 192, 195-196, 203-205);
საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკის (ზტ-I N0711871) თანახმად, ნანა ზა-----ა 1985 წლის 1 ივლისის N62 ბრძანების საფუძველზე, 1985 წლის 1 ივლისიდან მიღებული იქნა პიცუნდის სასოფლო საავადმყოფოში სტაციონარის სანიტრად; 1989 წლის 1 დეკემბრის N96 ბრძანების საფუძველზე, 1989 წლის 1 დეკემბრიდან გათავისუფლდა სამსახურიდან გაგრის თევზის მრეწველობის გაერთიანებაში გადასვლასთან დაკავშირებით; 1989 წლის 1 დეკემბრის N46 ბრძანების საფუძველზე, 1989 წლის 1 დეკემბრიდან გაგრის თევზის მრეწველობის გაერთიანებაში მიღებულ იქნა სანიტრად; 1989 წლის 25 დეკემბრის N58 ბრძანების საფუძველზე, 1989 წლის 25 დეკემბრიდან გათავისუფლდა სამსახურიდან უმაღლესში ჩარიცხვასთან დაკავშირებით; 1990-1993 წლებში სწავლობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე; 1993 წლის 8 თებერვლის ბრძანების შესაბამისად, სწავლა განაგრძო თბილისის სამედიცინო აკადემიაში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1996 წელს დაამთავრა; 1997-2007 წლებში მუშაობდა აფხაზეთიდან დევნილთა სპეციალიზირებულ კლინიკებში (ს.ფ. 199-200; ს.ფ. 48-53).
დი------- ხა-----–--ა დაიბადა 2001 წლის 18 ივნისს, დაბადების ადგილი ზუგდიდი; მშობლები: მამა - ედიშერ ხა-----–--ა, დედა - ნანა ზა-----ა (ს.ფ. 207-208);
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 4 მაისის წერილით (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 07.05.2014წ.; რეგისტრაციის N21786/01) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ ნანა ზა-----ა (დაბ. 21.02.1968წ.) 1992 წლის ოქტომბრამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა 8. ჰყავს შვილები - ელგუჯა ხა-----–--ა (დაბ. 22.12.1995წ.) და დი------- ხა-----–--ა (დაბ. 18.06.2001წ.) (ს.ფ. 177).
ნანა ზა-----ას მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი; მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა N8.
დი------- ხა-----–--ას მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი; მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა N8 (ს.ფ. 132, 164).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 აპრილის N654 და N655 ბრძანებების საფუძველზე, ნანა ზა-----ას და დი------- ხა-----–--ას ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2015 წლის 13 მარტის №01-01/06-3022 მოხსენებითი ბარათი და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნა.
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის თანახმად, 2013 წლის დეკემბერში დევნილთა რეგისტრაცია გაიარა ნანა ზა-----ამ, რომელიც დევნილად რეგისტრირებული იყო 1996 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ქ. გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. 3/8. სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ნანა ზა-----ას დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის „იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის ქონის კანონიერების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ N434 ბრძანების შესაბამისად, ამავე ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ, ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში, 04.12.2014 წელს ნანა ზა-----ას ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის „იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გასაუბრებაზე და კითხვარის შევსებაზე, ასევე დევნილის მოწმობის გაცემაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა განსაზღვრის შესახებ“ 2014 წლის 16 მაისის N826 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული კითხვარი.
გასაუბრების დროს ნანა ზა-----ამ აღნიშნა, რომ დაიბადა 1968 წელს რუსეთში; სწავლა დაიწყო ბიჭვინთის საშუალო სკოლაში, 1980 წელს გააგრძელა ზუგდიდში და დაამთავრა 1985 წელს;
1985-1989 წლებში მუშაობდა ბიჭვინთის საავადმყოფოში სანიტრად; 1988-1989 წლებში მუშაობდა ბიჭვინთის თევზის მეურნეობაში; 1989 წლიდან 1995 წლამდე სწავლობდა ქ. თბილისის სამედიცინო აკადემიაში; მამა ენ------ ზა-----ა გარდაიცვალა 1984 წელს ქ. გაგრაში; დედა მედეა მოლაშხია 1972-1992 წლებში მუშაობდა ქ. გაგრის საავადმყოფოში მთავარ ონკოლოგად; მის მიერ დასახელებული ოთხი მეზობლიდან ორი არ იძებნება დევნილთა მონაცემთა ბაზაში. დებმა - ნინო და ნონა ზა-----ებმა სწავლა დაამთავრეს ზუგდიდის საშუალო სკოლაში; ისინი არ სარგებლობენ დევნილის სტატუსით, ცხოვრობენ რუსეთში და არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა; როგორც თავად აღნიშნავს, დევნილობამდე ცხოვრობდა დედასთან მედეა მოლაშხიასთან, მამასთან ენ------ ზა-----ასთან, დებთან ნინო და ნონა ზა-----ებთან ერთად მისამართზე: ქ. გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3/8. გაგრა დატოვა 1992 წელს; დაოჯახდა 1995 წელს ქ. თბილისში და განქორწინდა 2013 წელს; ამჟამად, ცხოვრობს შვილებთან - დი------- და ელგუჯა ხა-----–--ებთან ერთად მისამართზე: ქ. ზუგდიდი, საბჭოს ქ. N79.
ნანა ზა-----ას საოჯახო ნომერზე რეგისტრირებულია შვილი დი------- ხა-----–--ა, რომელსაც დევნილის სტატუსი მიღებული აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. ნანა ზა-----ას და დი------- ხა-----–--ას „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, N05/01-11-3070 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შეჩერებული აქვთ დევნილის შემწეობა.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან მიღებული N21786/01 წერილის შინაარსის მიუხედავად, სადაც განმარტებულია, რომ ნანა ზა-----ა მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა 8, გასაუბრების მასალების გათვალისწინებით სამინისტრომ მიიჩნია, რომ ნანა ზა-----ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აფხაზეთი არ ყოფილა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: 1980 წლიდან 1985 წლამდე სწავლობდა ზუგდიდის საშუალო სკოლაში. 1989 წლიდან 1995 წლამდე სწავლობდა თბილისში სამედიცინო სასწავლებელში. მის მიერ დასახელებული ოთხი მეზობლიდან ორი არ იძებნება დევნილთა მონაცემთა ბაზაში. დებმა ნინო და ნონა ზა-----ებმა სწავლა დაამთავრეს ზუგდიდის საშუალო სკოლაში. ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დადასტურდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის გამოც იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნულ პირებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა (ს.ფ. 30-36, 44-45, 178-183);
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 30 აპრილის N01-01/07/11442 წერილით ნანა ზა-----ას ეცნობა, რომ მას და მის შვილს ჩამოერთვათ (შეუწყდათ) დევნილის სტატუსი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. განმცხადებელს გაეგზავნა სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 აპრილის N654 და N655 ბრძანებების ასლები და განემარტა მათი გასაჩივრების ვადა და წესით (ს.ფ. 142).
ნანა ზა-----ას წარმომადგენლებმა - დავით ჩხოტუამ და შორენა რო---ამ 2018 წლის 29 აგვისტოს N84919 განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და განმარტეს, რომ 1993 წლამდე, აფხაზეთის ოკუპაციამდე, ნანა ზა-----ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო: აფხაზეთის ა/რ, გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა N8. 1992 წელს გაგრის დაცემის შემდეგ, ნანა ზა-----ა დედასთან ერთად საცხოვრებლად ქ. თბილისში გადავიდა. აღნიშნულს ადასტურებდნენ მეზობლები და ნაცნობები აფხაზეთიდან: ნა------ა ხა------ა, ნინა ხა------ა და ზურაბ ლო---ა. ასევე, იგივე ფაქტი დასტურდებოდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობით. ამდენად, განმცხადებლებმა წარდგენილი წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ნანა ზა-----ასა და მისი არასრულწლოვანი შვილისთვის - დი------- ხა-----–--ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.
ნანა ზა-----ამ სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა, ნა------ა ხა------ას, ნინა ხა------ას და ზურაბ ლო---ას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (დასტური), რომლის თანახმად, ნა------ა ხა------ა (დაბ. 30.09.1956წ. პ/ნ 62007007297, მისამართი: ქ. გაგრა, სოფელი ალახაძე, შ. რუსთაველის ქ. N72, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ტოლსტოის ქ. N30), ნინა ხა------ა (დაბ. 06.05.1955წ. პ/ნ 62007011723, მისამართი: გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა 24, ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანი, აღმაშენებლის ქ. N90), ზურაბ ლო---ა (დაბ. 05.03.1956წ. პ/ნ 62007003830, მისამართი: გაგრა, სოფელი ალახაძე, რუსთაველის ქ. N72, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ტოლსტოის ქ. N30) ადასტურებენ, რომ ნანა ენ------ს ასული ზა-----ა (დაბ. 21.02.1968 წ. პ/ნ 62007010571) 1985 წლიდან 1992 წლის ჩათვლით, ქალაქ გაგრის დაცემამდე, მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა N8 ოჯახთან ერთად. მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია დატოვეს 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შემდეგ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის N01/3318-ს გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებლებს უარი ეთქვა საკითხის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი საკითხი ერთხელ უკვე განხილულ იყო სამინისტროს მიერ და უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განმცხადებლის მიერ ახალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა (ს.ფ. 27, 43, 189-190);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, მე-20 პუნქტის თანახმად დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 აპრილის №654 და №655 ბრძანებების საფუძველზე, ნანა ზა-----ას და დი------- ხა-----–--ას ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 13 მარტის №01-01/06-3022 მოხსენებითი ბარათი და დასკვნა. დასკვნის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების კითხვარის საფუძველზე არ დადასტურდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის გამოც იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნულ პირებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წლის 2015 წლის 30 აპრილის N01-01/07/11442 წერილით ნანა ზა-----ას ეცნობა, რომ მას და მის არასრულწლოვან შვილს - დი------- ხა-----–--ას ჩამოერთვათ (შეუწყდათ) დევნილის სტატუსი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. განმცხადებელს გაეგზავნა სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 აპრილის N654 და N655 ბრძანებების ასლები და განემარტა მათი გასაჩივრების ვადა და წესით.
საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 20 აპრილის №654 და №655 ბრძანებები მოსარჩელეებს - ნანა ზა-----ასა და დი------- ხა-----–--ას სადავოდ არ გაუხდიათ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნანა ზა-----ას წარმომადგენლებმა - დავით ჩხოტუამ და შორენა რო---ამ 2018 წლის 29 აგვისტოს N84919 განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მიუთითეს, რომ 1993 წლამდე, აფხაზეთის ოკუპაციამდე, ნანა ზა-----ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო: აფხაზეთის ა/რ, გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა N8. 1992 წელს გაგრის დაცემის შემდეგ, ნანა ზა-----ა დედასთან ერთად, საცხოვრებლად ქ. თბილისში გადავიდა. აღნიშნულს ადასტურებდნენ მეზობლები და ნაცნობები აფხაზეთიდან: ნა------ა ხა------ა, ნინა ხა------ა და ზურაბ ლო---ა. ასევე, იგივე ფაქტი დასტურდებოდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობით. შესაბამისად, განმცხადებლებმა წარდგენილი წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ნანა ზა-----ასა და მისი არასრულწლოვანი შვილისათვის - დი------- ხა-----–--ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს.
ნანა ზა-----ამ სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა, ნა------ა ხა------ას, ნინა ხა------ას და ზურაბ ლო---ას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (დასტური), რომლის თანახმად, ნა------ა ხა------ა (დაბ. 30.09.1956წ. პ/ნ 62007007297, მისამართი: ქ. გაგრა, სოფელი ალახაძე, შ. რუსთაველის ქ. N72, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ტოლსტოის ქ. N30), ნინა ხა------ა (დაბ. 06.05.1955წ. პ/ნ 62007011723, მისამართი: გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა 24, ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანი, აღმაშენებლის ქ. N90), ზურაბ ლო---ა (დაბ. 05.03.1956წ. პ/ნ 62007003830, მისამართი: გაგრა, სოფელი ალახაძე, რუსთაველის ქ. N72, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ტოლსტოის ქ. N30) ადასტურებენ, რომ ნანა ენ------ს ასული ზა-----ა (დაბ. 21.02.1968 წ. პ/ნ 62007010571) 1985 წლიდან 1992 წლის ჩათვლით, ქალაქ გაგრის დაცემამდე, მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა N8 ოჯახთან ერთად. მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია დატოვეს 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შემდეგ.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 5 მაისის წერილის თანახმად, ნანა ენ------ს ასული ზა-----ა 1992 წლის ოქტომბრამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა 8. ჰყავს შვილები: ხა-----–--ა ელგუჯა ედიშერის ძე და ხა-----–--ა დი------- ედიშერის ძე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის N01/3318-ს გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებლებს უარი ეთქვათ საკითხის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი საკითხი ერთხელ უკვე განხილულ იყო სამინისტროს მიერ და უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განმცხადებლის მიერ ახალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების ან ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, 102-ე მუხლზე მითითებით, არსებითი განხილვის გარეშე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ არ იქნა მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, „არ იქნა მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება’’ გულისხმობს არა იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებას არ აფასებს ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებად, არამედ იმას, რომ განცხადება არ შეიცავს მითითებას ამგვარ გარემოებაზე. ამდენად, ერთსა და იმავე საკითხზე წარდგენილი განცხადების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად განხილვისთვის საკმარისია განცხადება, თუნდაც ფორმალურად, შეიცავდეს მითითებას ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებაზე, ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს.
სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნანა ზა-----ას და მის არასრულწლოვან შვილს - დი------- ხა-----–--ას ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებით შეუწყდათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. 2018 წლის 29 აგვისტოს განცხადებით ნანა ზა-----ამ კვლავ მიმართა უფლებამოსილ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა ახალ მტკიცებულებაზე - მოწმეებზე, რომლებიც ნანა ზა-----ას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრებისა და აფხაზეთის ტერიტორიის 1992-1993 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დატოვების ფაქტს დაადასტურებდნენ.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, განცხადება შეიცავს მითითებას სხვა (ახალ) მტკიცებულებებზე (მოწმეებზე), რომლებსაც შეუძლიათ განმცხადებელთა სასარგებლოდ ახალი გარემოებების დადასტურება.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება შეიცავდა მითითებას ახალ გარემოებზე (მტკიცებულებებზე), ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული გარემოება (მტკიცებულება) ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და მიაჩნია, რომ განცხადების განმხილველ ორგანოს არსებითად უნდა ემსჯელა 2018 წლის 19 აგვისტოს განცხადებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, „განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.“ ანუ, კანონმდებელმა ცალსახად და ნათლად, ყოველგვარი სავარაუდო დაშვებების და ალტერნატივების გარეშე დაადგინა, რომ ადმინისტრაციული წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ახალი მტკიცებულება (გარემოება) პირველი ადმინისტრაციული წარმოების დროს ვერ იქნა წარდგენილი განმცხადებლის ბრალისაგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, გონივრული განსჯის ფარგლებში თუკი არ იქნება უარყოფილი ვარაუდი, რომ განმცხადებელს შეეძლო ამგვარი მტკიცებულებების მოპოვება პირველ ჯერზე, ხელახალი განხილვა არ ხდება, რაგვარიც არ უნდა იყოს მის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებაც.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველ შემთხვევაში ამგვარ „ახალ“ მტკიცებულებად მიჩნეული აქვს სამი მეზობლის (მოწმის) ჩვენება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაცემული ცნობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსარჩელის მუდმივი ცხოვრების შესახებ. აპელანტი განმარტავს, რომ ამგვარი ცნობა ასევე წარდგენილი იყო პირველი წარმოების დროს და ის ვერანაირად ვერ ჩაითვლება ახალ მტკიცებულებად ან გარემოებად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეს პოზიცია პირველი წარმოების დროს შესწავლილ და შეფასებულ იქნა და არ იქნა გაზირებული, რამდენადაც ვერანაირად ვერ იქნებოდა სარწმუნო და დამაჯერებელი. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მცდელობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობა წარმოჩენილ იქნას ახალ მტკიცებულებად - ვერ უძლებს კრიტიკას.
რაც შეეხება მეზობლების ჩვენებებს, აპელანტის მითითებით, ეს შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო ახალ მტკიცებულებად, რომ არ არსებობდეს სზაკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ცხადია მოსარჩელისათვის ცნობილი იქნებოდა ის გარემოება, რომ მას აფხაზეთში ჰყავდა მეზობელები. ასევე ცხადია, რომ მას ეცოდინებოდა ამ პირთა არსებობის თაობაზე (კონკრეტული გვარები და სახელები - თუკი თავად ნამდვილად ცხოვრობდა იქ). შესაბამისად, აუხსნელი და დაუსაბუთებელი რჩება გარემოება, რატომ არ იცოდა და არ წარმოადგინა მან მათი ჩვენებები. აპელანტის მითითებით, თუ მოხდება ვარაუდის დაშვება, რომ მან არ იცოდა მათი ეხლანდელი ადგილსამყოფელი, ვერც ეს იქნება გასაზიარებელი, რამდენადაც მას შეეძლო ამის თაობაზე განეცხადებინა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და სამინისტროში დაცული მონაცემები ადმინისტრაციულ ორგანოს საშუალებას მისცემდა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ერთი რომელიმე ნებისმიერი მონაცემის საფუძველზე, ბაზიდან ამოეღო მათი მისამართი და კანონით დადგენილი წესით მიეწვია წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, მე-20 პუნქტის თანახმად დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 აპრილის №654 და №655 ბრძანებების საფუძველზე, ნანა ზა-----ას და დი------- ხა-----–--ას ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 13 მარტის №01-01/06-3022 მოხსენებითი ბარათი და დასკვნა. დასკვნის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების კითხვარის საფუძველზე არ დადასტურდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის გამოც იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნულ პირებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წლის 2015 წლის 30 აპრილის N01-01/07/11442 წერილით ნანა ზა-----ას ეცნობა, რომ მას და მის არასრულწლოვან შვილს - დი------- ხა-----–--ას ჩამოერთვათ (შეუწყდათ) დევნილის სტატუსი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. განმცხადებელს გაეგზავნა სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 აპრილის N654 და N655 ბრძანებების ასლები და განემარტა მათი გასაჩივრების ვადა და წესით.
საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 20 აპრილის №654 და №655 ბრძანებები მოსარჩელეებს - ნანა ზა-----ასა და დი------- ხა-----–--ას სადავოდ არ გაუხდიათ.
დადგენილია, რომ ნანა ზა-----ას წარმომადგენლებმა - დავით ჩხოტუამ და შორენა რო---ამ 2018 წლის 29 აგვისტოს N84919 განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მიუთითეს, რომ 1993 წლამდე, აფხაზეთის ოკუპაციამდე, ნანა ზა-----ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო: აფხაზეთის ა/რ, გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა N8. 1992 წელს გაგრის დაცემის შემდეგ, ნანა ზა-----ა დედასთან ერთად, საცხოვრებლად ქ. თბილისში გადავიდა. აღნიშნულს ადასტურებდნენ მეზობლები და ნაცნობები აფხაზეთიდან: ნა------ა ხა------ა, ნინა ხა------ა და ზურაბ ლო---ა. ასევე, იგივე ფაქტი დასტურდებოდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობით. შესაბამისად, განმცხადებლებმა წარდგენილი წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ნანა ზა-----ასა და მისი არასრულწლოვანი შვილისათვის - დი------- ხა-----–--ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს.
ნანა ზა-----ამ სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა, ნა------ა ხა------ას, ნინა ხა------ას და ზურაბ ლო---ას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (დასტური), რომლის თანახმად, ნა------ა ხა------ა (დაბ. 30.09.1956წ. პ/ნ 62007007297, მისამართი: ქ. გაგრა, სოფელი ალახაძე, შ. რუსთაველის ქ. N72, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ტოლსტოის ქ. N30), ნინა ხა------ა (დაბ. 06.05.1955წ. პ/ნ 62007011723, მისამართი: გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა 24, ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანი, აღმაშენებლის ქ. N90), ზურაბ ლო---ა (დაბ. 05.03.1956წ. პ/ნ 62007003830, მისამართი: გაგრა, სოფელი ალახაძე, რუსთაველის ქ. N72, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ტოლსტოის ქ. N30) ადასტურებენ, რომ ნანა ენ------ს ასული ზა-----ა (დაბ. 21.02.1968 წ. პ/ნ 62007010571) 1985 წლიდან 1992 წლის ჩათვლით, ქალაქ გაგრის დაცემამდე, მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა N8 ოჯახთან ერთად. მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია დატოვეს 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შემდეგ.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 5 მაისის წერილის თანახმად, ნანა ენ------ს ასული ზა-----ა 1992 წლის ოქტომბრამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. გაგრა, დაბა ბიჭვინთა, აგრბას ქ. N3, ბინა 8. ჰყავს შვილები: ხა-----–--ა ელგუჯა ედიშერის ძე და ხა-----–--ა დი------- ედიშერის ძე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის N01/3318-ს გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებლებს უარი ეთქვათ საკითხის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი საკითხი ერთხელ უკვე განხილულ იყო სამინისტროს მიერ და უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განმცხადებლის მიერ ახალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების ან ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ 102-ე მუხლზე მითითებით არსებითი განხილვის გარეშე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ არ იქნა მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, ეს გულისხმობს არა იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებას არ აფასებს ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებად, არამედ იმას, რომ განცხადება არ შეიცავს მითითებას ამგვარ გარემოებაზე. ამდენად, ერთსა და იმავე საკითხზე წარდგენილი განცხადების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად განხილვისთვის საკმარისია, განცხადება თუნდაც ფორმალურად შეიცავდეს მითითებას ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებაზე, ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნანა ზა-----ას და მის არასრულწლოვან შვილს - დი------- ხა-----–--ას ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებით შეუწყდათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. 2018 წლის 29 აგვისტოს განცხადებით ნანა ზა-----ამ კვლავ მიმართა უფლებამოსილ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა ახალ მტკიცებულებაზე - მოწმეებზე, რომლებიც ნანა ზა-----ას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრებისა და აფხაზეთის ტერიტორიის 1992-1993 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დატოვების ფაქტს დაადასტურებდნენ.
ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ მოსარჩელის განცხადება შეიცავდა მითითებას ახალ გარემოებზე (მტკიცებულებებზე), ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული გარემოება (მტკიცებულება) ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ნანა ზა-----ასა და დი------- ხა-----–--ას სარჩელი და მართებულად სცნო ბათილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 3 სექტემბრის №01/3318-ს გადაწყვეტილება და დაავალა მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნანა ზა-----ასა და დი------- ხა-----–--ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების არსებითად განხილვა.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გა------ი №7ა).
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი