განაჩენი

სისხლის სამართლის 07.10.2019
საქმის ნომერი
330100115001122014
ინსტანცია
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100115001122014

საქმე №1/ბ 205-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თ---–---- სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მ--------–-------

მსჯავრდებულის: მ-----------------–---–--

ადვოკატის: მ---------–------------–---–--

მონაწილეობით,თ---–---- პროკურატურის განყოფილების პროკურორის მ--------–-------, ასევე მსჯავრდებულ მ-----------------–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----------------–---–-- მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პ/N 3----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ----------------–-----–---–------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით(2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით მ-----------------–---–- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

მანვე ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 15 იანვარს, თ---–--–---------------------------ში არსებულ ავტოსამრეცხაო ,----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----------------–---–--- რეზინის ხელკეტის რამდენჯერმე დარტყმით, განზრახ დააზიანა მ-----–---------–---–-- კუთვნილი ავტომანქანა ,-------------- სარეგისტრაციო ნომრით X------- ძრავის ხუფი, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი 700 ლარის ოდენობით.

სასაქონლო ექსპერტიზის #------ დასკვნით, ავტომანქანა ,---------------------------------- სარეგისტრაციო ნომრით X------- ძრავის სახურავის საორიენტაციო ღირებულება, დაზიანებამდე მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 700 ლარს.

იმავე დღეს, 2015 წლის 15 იანვარს, თბილისში, უ---------------------ში არსებულ ავტოსამრეცხაო ,----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----------------–---–--- ურთიერთშელაპარაკებისას, მ-----–---------–---–- ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე, რეზინის ხელკეტი ჩაარტყა თავის არეში და მიაყენა დაზიანება, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნულმა გამოიწვია მ-----–---------–---–-- ფიზიკური ტკივილი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, მ-----–---------–---–- აღენიშნებოდა ზურგზე და სახეზე ნაკაწრი. მარცხნივ თვალბუდის არეში ექსკორიაციები, წელის არეში ექსკორიაცია, სისხლნაჟღენთი. დაზიანებები, ექსკორიაციებისა და სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

თ---–---- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, მ-----------------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

მ-----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასაჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით.

მ-----------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 15 იანვარს, თბილისში, უ----------------------ში არსებულ ავტოსამრეცხაო ,----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----------------–---–--- ურთიერთშელაპარაკებისას, მ-----–---------–---–- ხელით, ასევე, ხელკეტის გამოყენებით, მიაყენა დაზიანებები, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–---- პროკურატურის განყოფილების პროკურორმა მ--------–-------- ასევე მსჯავრდებულ მ-----------------–---–-- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა მ-----------------–---–-- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის დამძიმება.

დაცვის მხარემ მოითხოვა მ-----------------–---–-- გამართლება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქრთველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით მ-----------------–---–-- გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების ფაქტს. ამასთან, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებს და უპირობოდ გაიზიარა მსჯავრდებულის ჩვენება, თითქოსდა მან ხელკეტი შემთხვევით მოარტყა დაზარალებულის ავტომანქანას.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებეიდან.

პალატას ეჭვი არ შეაქვს და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უდაოდ დგინდება მ-----–---------–---–-- ავტომანქანის დაზიანების ფაქტი, თუმცა მხოლოდ ფაქტის არსებობა არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ მ-----------------–---–-- განზრახ დააზიანა აღნიშნული ავტომანქანა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული, ფაქტის შემსწრე არც ერთი მოწმე არ არის მ-----------------–---–-- მიერ მანქანაზე დარტყმის თვითმხილველი. შ-----------–---–-- და გ--------------- ფაქტის შემდეგ შეიტყვეს აღნიშნულის თაობაზე, კ-----------–---–- და ა-–---------------------–- კი არ დაუნახავთ აღნიშნული ფაქტი, ისევე, როგორც ამის თაობაზე არაფერი განუცხადებიათ როგორც ბრალდების სხვა, ისე, დაცვის სხვა მოწმეებს. ერთადერთი, დაცვის მხარის მოწმე, მ---------------–--------- მიუთითებს, რომ მ-----------------–---–-- კიდევ ერთხელ მოუქნია ხელკეტი მ-----–---------–---–- იმ დროს, როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა და მოხვდა მანქანის კაპოტს, რაც შესაბამისობაში მოდის თავად მ-----------------–---–-- ჩვენებასთან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სუბიექტური მხარის-განზრახვის არსებობა გამორიცხა მსჯავრდებულის ქმედებაში და განმარტა, რომ ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში მ-----------------–---–- კიდევ რამდენიმე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდა, რაც არ გააკეთა, რასაც პალატა ეთანხმება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ-----------------–---–-- პირდაპირ განზრახვას სხვისი ნივთის დაზიანებაში, არ გამოკვლეულა და ბრალდების მხარეს არც სააპელაციო ინსტანციაში წარმოუდგენია რაიმე დამატებით, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ნაწილში.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ-----------------–---–-- ქმედებას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

2. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, მ-----------------–---–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ ბრალდების ამ ნაწილში არასწორად შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც მ-----------------–---–-- დამნაშავედ ცნობის საფუძველს არ იძლეოდა.

პალატა უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს წარდგენილი ბრალდების ფორმულირებაზე, რომ მ-----------------–---–-- ჩაიდინა ცემა ან სხაგვარი ძალადობა. ასევე წარდგენილი ბრალდების მიხედვით დადგენილ და სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ განმარტა, რომ მ-----------------–---–-- ჩაიდინა, როგორც ცემა, ისე სხვაგვარი ძალადობა. ის მოქმედებდა ერთიანი განზრახვით, ცემა დაიწყო ოთახში და გაგრძელდა ეზოში, რაც ასევე თავის თავში მოიცავდა სხვაგვარ ძალადობას (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 24.09.19; 11:11:59-11:15:31).

პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის ამ განმარტებას, რადგანაც სსკ-ის 125-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე მართალია, ორივე ქმედება ერთი ნორმის შემადგენელი ნაწილია, თუმცა სამართლებრივი არსით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. კერძოდ, ცემაში მოიაზრება პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხოლო სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი გულისხმობს ერთჯერად ძალმომრეობით აქტს, მაგალითად, ერთჯერ სახეში ხელის გარტყმაა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული არც ერთი მოწმის და დაზარალებულის ჩვენებითაც არ დგინდება, მ-----------------–---–-- მხრიდან დაზარალებულ მ-----–---------–---–--- ოთახში ხელის რამდენჯერმე გარტყმის ფაქტი. ასევე, მსჯავრდებულის მხრიდან ხელის დარტყმის ფაქტი არც ოთახის გარეთ არ დასტურდება. წარდგენილ ბრალდებაშიც კი მითითებულია, რომ მ-----------------–---–-- მ-----–---------–---–- სახეში ხელი ერთხელ გაარტყა. რაც შეეხება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, იქ საერთოდ არ ფიგურირებს დარტყმის რაოდენობა.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში მსჯავრდებულის ქმედებაში ცემის, როგორც დანაშაულის ნიშნების არსებობაზე მსჯელობა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და შესაბამისად, შესაფასებელი რჩება რამდენად მოიცავს მსჯავრდებულის ქმედება სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, ბრალდების ამ ნაწილში, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო დაზარალებულ მ-----–---------–---–--, ასევე მოწმეების: შ-----------–---–------------------------ ჩვენებები.

მსჯავრდებულმა მ-----------------–---–--- როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ბრალდებებში თავი არ სცნო დამანაშავედ და განმარტა, რომ ახალი წლის დღეებში სამსახურში დაადგინეს მორიგეობა, 1 იანვარს უნდა დარჩენილიყვნენ მრეცხავი და ღამის მენეჯერი - მ-----–---------–---–-- 4 იანვარს დაბრუნებულებმა შეიტყვეს, რომ ვიღაცას ჯიბიდან 55 ლარი ამოაცალეს და ამაზე ჰქონდათ სიტყვიერი კამათი, მრეცხავი შ-----------–---–- ეუბნებოდა მ-------–---–-, რომ იმ დღეებში მომხდარზე პასუხისმგებელი მენეჯერი იყო. მ-----------------–---–- 14 იანვარს შემოესმა ხმაური, გავიდა და ნახა, რომ შ-----------–---–- და მ-----–---------–---–-- მეგობარი ბ--- ჩხუბობდნენ ისევ იმ თანხასთან დაკავშირებით. ისინიც დაშალა. საღამოს, დაახლოებით 8 საათზე, მ-------–---–- მივიდა ბ---სთან ერთად, თავისი ,,------------ მარკის ავტომანქანით, ნასვამები იყვნენ. ჩვეულებრივ ისხდნენ კაფეში, მაგრამ რამდენიმე ხანში დამლაგებელმა ე----------- დაუძახა, რომ ბიჭები ჩხუბობდნენ და ოთახში, ლოგინზე, ნახა უმოწყალოდ ნაცემი, გათიშული შ-----------–---–-. მ-------–---–- პოლიციაში დარეკვით დაემუქრა და მათაც დატოვეს ტერიტორია, შ-----------–---–- კი წაიყვანეს ბიჭებმა. სახლში მისულს დაურეკა ბარმენმა, უთხრა, რომ მ-------–---–- მიბრუნდა და ილანძღებოდა. დაურეკა მას, სთხოვა, წასულიყო და მომდევნო დღეს ფხიზელს დაელაპარაკებოდა. დაურეკა დირექტორსაც. შ------ უნდოდა, მეორე დღეს ბიჭებთან ერთად დალაპარაკებოდა მ-------–---–- სადმე ქუჩაში და ამის თავიდან ასაცილებლად უნდოდა, შეერიგებინა ისინი. დაურეკა მ-------–---–- და დაიბარა, რომ მარტო მისულიყო. მ-------–---–- მისვლისას მიუთითა შ--------- რომ დაენახა, რა მდგომარეობაში ჩააგდო. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, მან ხელი გაუქნია, დაარტყა, ლოგინზე წააქცია, თან ხელს ყელში ისე უჭერდა, შეეშინდა, არ გაგუდულიყო, წამოდგომა დააპირა, მაგრამ ისევ ყელში უჭერდა და ბოლოს უკვე ძალიან ცუდად რომ შეიქმნა, გაანება თავი, გარეთ გავიდა, თან იგინებოდა და იმუქრებოდა. შემდგომში პ------ უთხრა, რომ მისთვის ხელის გასაშვებად მავთულისგან გაკეთებული საკიდი ჩაარტყა თავში მ-------–---–-. თვითონ ხელს ვერ დაარტყამდა, რადგან თვალები დაბუჟებული ჰქონდა და ვერ ხედავდა. როცა დაეცა, მაშინ მოუჭირა ხელი წამოდგომისას, უნდოდა ეკბინა მაინც, მაგრამ ვერ შეძლო, ბიჭებს რომ არ დაეცვათ, გაიგუდებოდა. ლ---------------–- სთხოვა, ტერიტორიიდან გაეშვა, მაგრამ მ-------–---–-- გაიხადა ქურთუკი, მანქანაში შეაგდო, იქიდან დანა ამოიღო, გაშალა და დაიწყო დანის ქნევა. კ---- უკნიდან მიეპარა შესაბოჭად, რა დროსაც მ-------–---–-- დაჭრა. მ---------–- აფრთხილებდა, არ მიხვიდე, დანა უჭირავსო. რეზინის ხელკეტის ამოღება უნდოდა მანქანიდან და მოტრიალების დროს თვალში სამ ადგილას მიიღო დაზიანება. ამოიღო მანქანიდან ხელკეტი, ტილო მიიფარა თვალზე და ისე წავიდა მ-------–---–-სკენ. სხვანაირად თავს ვერ დაიცავდა. ის ისევ იქნევდა დანას, თვითონაც მოუქნია ხელკეტი, რაც ხელში მწარედ მოხვდა, დაარტყა, რათა ვინმესთვის ზიანი არ მიეყენებინა, თუმცა მ-------–---–- დანა მაინც არ დაუგდია. ისევ მოუქნია ხელკეტი, რა დროსაც მ-------–---–- მიტრიალდა და რადგან თავისი მანქანის წინ იდგა, ინერციით მოხვდა მანქანის ე.წ. კაპოტს. მ-------–---–- ჩაჯდა მანქანაში, დაქოქა და დატოვა იქაურობა, ისე, რომ მისთვის არავის გზა არ გადაუღობია. ხელკეტი ისევ ხელში ეჭირა, რაც ადგილზე მისულ გამომძიებელს გადასცა. კ---- წაიყვანეს სასწრაფოთი, რომელმაც პირადად მასაც გაუწია დახმარება, დაადეს საფენები, შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანაც, მაგრამ არ გაჰყვა, დღემდე შრამი აქვს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა მ-----– მ-------–---–-- განაცხადა, რომ იყო ავტოსამრეცხაო ,----------------- ღამის ცვლის მენეჯერი. 2015 წლის 1 იანვარს, თანამშრომლებთან ერთად, დალია. დილას ერთ-ერთმა თანამშრომელმა არველაძემ განაცხადა, რომ დაეკარგა 55 ლარი. არ იცოდნენ, ვინ აიღო. 14 იანვარს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა საუბარი თანამშრომლებს შორის, კერძოდ, შ-----------–---–-- მას უთხრა, რომ სამ ადამიანში ფული არ უნდა იკარგებოდეს, ამის გამო თქვენ ორს თავი გაქვთ გასატეხიო, რაც მან შეურაცხყოფად მიიღო და შ-----------–---–- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტის გამო უფროსმა მ-----------------–---–-- დაითხოვა სამსახურიდან. საღამოს, სახლში მყოფს, დაურეკა მ-----------------–---–-- და დაიბარა მეორე დილისთვის. როდესაც მივიდა, მ-------- ჰკითხა, თუ რატომ სცემა შ-----------–---–-, რაზეც მიუგო, რომ იმსახურებდა, რადგან ის ეუბნებოდა, რომ ბიჭები უნდა გაეჩხრიკა, რაზეც მ-------- მიუგო, რომ ეგრე შენც საცემი იყავიო და „სილა გააწნა“. ეტკინა, მანაც დარტყმით უპასუხა. მ------- ბიჭებიც დაეხმარნენ. გაიქცა და სავალ ნაწილთან მდგარ თავის მანქანაში ჩაჯდა, მაგრამ მ-------- თავისი მანქანა გადაუყენა და ვეღარ დაძრა. მ-----------------–---–-- მანქანიდან ხელკეტი გადაიტანა, თავის მხრივ, მანაც მანქანიდან სახრახნისი გადაიტანა და დაიწყო მისი ქნევა ბიჭების მოსაგერიებლად. ხელჩართული ჩხუბი იყო, რამდენი ურტყამდა, ზუსტად არ იცის. დაზარალებულმა რამდენჯერმე განმატა, რომ მ-----------------–---–-- დაარტყა კეტი, მაგრამ სად მოხვდა, არ ახსოვს, არ იცის, თუმცა ეტკინა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 02.05.2017; 17:41:24). სახრახნისი ვინმეს მოხვდა თუ არა, არ დაუნახავს. შემდეგ მოსცილდნენ, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. დაძვრის დროს მ-------- მანქანის ე.წ. კაპოტზე დაარტყა ხელკეტი ერთხელ და დაზიანდა მანქანა. გზაში, წყაროსთან, გარეცხა სახრახნისი, ხელ-პირიც დაიბანა. სანაპიროსთან საპატრულო პოლიციამ გააჩერა და დააკავეს, მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს. ექსპერტიზამ დაადგინა 700 ლარის ზიანი. ამ ფაქტის შემდეგ შეხვდა მ------- და შერიგდნენ, მის მიმართ არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა არ აქვს.

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის აღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სხვა მოწმეების ჩვენებებთან, როგორც ოთახში, ისე მის გარეთ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მ-----– მ-------–---–- მიუთითებს, რომ მ-----------------–---–-- პირველად დაარტყა ხელი და მანაც საპასუხოდ დაარტყა. აღნიშნულ ფაქტს არ ადასატურებს არც ერთი მოწმე. პირიქით, საპირისპიროს ადასტურებენ შ------------–---–- და გ--------------- რომლებიც უთითებენ, რომ პირველი დაარტყა მ-----– მ-------–---–--, რაზედაც მ-----------------–---–--ც უპასუხა.

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების საბოლოოდ შეფასებისათვის დარტყმების თანმიდევრობას შეიძლება არსებითი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თუმცა აღნიშნული ეჭვქვეშ აყენებს ჩვენების, როგორც მტკიცებულების სანდოობას, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის ჩვენება სხვა ნაწილშიც წინააღმდეგობაში მოდის სხვა ჩვენებებთან. კერძოდ, შემთხვევის შემსწრე მოწმეები არ ადასტურებენ, რომ დაზარალებულს ოთახის გარეთ ვინმე ქვებს ესროდა, რაზედაც აპელირებს დაზარალებული. ასევე არ დასტურდება მ-----–---------–---–-- ოთახის გარე ცემის ფაქტი. ასევე არ დასტურდება მ-----------------–---–-- მხრიდან მისივე ავტომანქანით დაზარალებულის ავტომანქანისათვის გზის გადაკეტვის ფაქტი. პირიქით, მოწმე მ--------------–---------- ჩვენებით დასტურდება, რომ მ-----------------–---–-- მანქანა „პარკინგზე“ იდგა, ხოლო მ-----– მ-------–---–-ს მანქანა მის უკან და თავისუფლად შეეძლო მისი გაყვანა.

პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი წინააღმდეგობების ფონზე, მ-----–---------–---–-- ჩვენების, როგორც ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულების გაზიარება, საფუძველს მოკლებულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე შ-----------–---–-- დაადასტურა მ-----–---------–---–-- მიერ მისი ცემის ფაქტი და განმარტა, რომ მეორე დღეს მენეჯერმა მ-----------------–---–-- სთხოვა, შერიგებულიყვნენ, რასაც დათანხმდა. მ-----------------–---–-- დაურეკა მ-----–---------–---–- და სამასახურში მისვლა სთხოვა. ოთახში სადაც თანამშრომლები იცვლიდნენ ტანსაცმელს, მასთან ერთად იმყოფებოდნენ მ-----------------–---–-, მ-----– მ-------–---–-, კ---- რ---–---–-- გ--------------- ლ---- მ---------–-, გ--------------–--- და სხვა თანამშრომლები. მ-----------------–---–- მ-----–---------–---–- შეეკითხა, თუ რა მიზეზით სცემა შ-----------–---–-, რაზედაც მ-------–---–-- უპასუხა „საცემი იყო და ვცემეო“. მ-----------------–---–-- კი უთხრა „მასე ამის გულისთვის შენც ხარ საცემი, მაგრამ არავინ გცემსო“, რაზედაც მ-----– მ-------–---–-- უთხრა „მაგის გულისთვის თავი გაქვს გასატეხიო“ და მ-----------------–---–- სახეში ხელი გაარტყა. მ--------ც საპასუხოდ დაარტყა და თვითონაც დაარტყა. იქ მყოფი თანამშრომლები კი აშველებდნენ. ერთმანეთს ურტყამდნენ მ-----–ი, მ------- და თვითონ, თუმცა ვინ რამდენჯერ დაარტყა, არ იცის. შემდეგ მ-–- მ-------–---–- გავიდა გარეთ, გადავიდა გზის მეორე მხარეს და იქიდან გინების ხმა ისმოდა. სახე მოიბანა და მ-------–---–-ს გასვლიდან 2 წუთში გავიდა გარეთ, თუმცა ჩხუბი აღარ მიმდინარეობდა, ხოლო მ-----– მ-------–---–- ავტომანქანით უკვე წასული იყო. მივიდა მ----------- რომელსაც ე.წ. ,,დუბინკა,'' ეჭირა ხელში. მ-------სთვის, მაშინვე დაზიანება არ შეუნიშნავს, მერე გაიგო, რომ თვალი ჰქონდა ნატკენი. შემდეგ გაიგო მანქანისთვის ხელკეტის დარტყმის შესახებაც, მაგრამ დარტყმის მომენტი არ უნახავს. ნახა, რომ კ---- რ---–---–- ფეხში იყო დაჭრილი და უხვევდნენ,სასწრაფოც მივიდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ--------------- ოთახში და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანალოგიური ჩვენება მისცა, თუმცა მანვე ჩვენებაში მიუთითა, რომ როდესაც მ-----------------–---–-- მშვიდად უთხრა მ-----–---------–---–- რატომ დაარტყი შ-----------–---–-ო, „მ-–-მ ეგრევე დაარტყა“ და მ------- რაღაცნაირად ჰყავდა თავით დაჭერილი და ამის შემდეგ ჩაერთო ჩხუბში ჯ---–---–-- ხოლო დანარჩენებმა დაუწყეს გაშველება. გაშველების დროს კი ისინი ვეღარ ახერხებდნენ ერთმანეთისთვის დარტყმების მიყენებას(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 28.09.17; 17:23:58 – 17:26:53). მიუხედავად იმისა, რომ მოწმემ სასამართლოში დაადასტურა, მ-----------------–---–-- მხრიდან მ-----–---------–---–--- საპასუხოდ ერთხელ დარტყმის ფაქტი, არც ერთ მხარეს და არც სასამართლოს არ დაუზუსტებია მოწმესთან მ-----------------–---–-- როდის დაარტყა დაზარალებულს, სანამ ეს უკანასკნელი მ-----------------–---–- თავით დაიჭერდა, თუ მის შემდეგ.

პალატის აზრით, ამ ფაქტის დადგენას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის, ვინაიდან ანალოგიურ ფაქტზე მიუთითებს სასამართლოში დაკითხული მოწმე მ--------------–---------- რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა მ-----------------–---–-- მხრიდან მ-----–---------–---–--- ხელის დარტყმის ფაქტი, თუმცა სასამართლომ მოწმის ჩვენების ეს ნაწილი შეფასების გარეშე დატოვა.

მოწმე მ--------------–---------- ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 15 იანვარს მ-----------------–---–-- შ-----------–---–---- შერიგების მიზნით დაურეკა მ-----– მ-------–---–- და სამსხურში მისვლა სთხოვა, რაზედაც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. როდესაც მ-----– მ-------–---–- სამსახურში მივიდა, მ-----------------–---–-- ის ოთახში შეიყვანა, სადაც მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ კ---- რ---–---–-- გ--------------- ლ---- მ---------–-, გ--------------–---. მ-----------------–---–- მ-----–---------–---–- შეეკითხა, თუ რა მიზეზით სცემა შ-----------–---–-, რაზედაც მ-------–---–-- უპასუხა: „საცემი იყო და ვცემეო“. მ-----------------–---–-- კი უთხრა: „მასე ამის გულისთვის შენც ხარ საცემი, მაგრამ არავინ გცემსო“, რაზედაც მ-----– მ-------–---–-- უთხრა: „მაგის გულისთვის თავი გაქვს გასატეხიო“ და მ-----------------–---–- სახეში მოულოდნელად ხელი გაარტყა. მ-----------------–---–- წაიქცა, ხოლო მ-----– მ-------–---–- იმდენად ძლიერად უჭერდა თავში ხელს, რომ მ-----------------–---–- ყვიროდა „კისერზე ხელი გააშვებინეთ, თვალებში მიბნელდებაო“. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს თანამშრომლებმა მათი გაშველება, ზოგი გაშველების მიზნით რაღაცას ისროდა, ზოგი ხელით ექაჩებოდა. მოწმემ, როგორც თავისუფალი თხრობისას, ისე პროკურორის დამაზუსტებელ შეკითხვაზე კატეგორიულად გამორიცხა მ-----------------–---–-- მხრიდან დაზარალებულზე სახეში ხელის გარტყმის ფაქტი და უჩვენა: ოთახში მ------- ხელი არ დაურტყამს, რადგანაც მაგის საშუალება არ ჰქონდა..... ზუსტად ვიცი, არ დაურტყამს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 23.10.18; 18:19:44; 18:22:18-18).

პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე მოწმის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ის მიუთითებს, რომ გაშველების მიზნით ზოგი რაღაც საგნებს ისროდა, ზოგი კი მ-------–---–- ექაჩებოდა. აღნიშნული შესაბამისობაში მოდის მ-----------------–---–-- ჩვენებასთან, რომლის მიხედვითაც კონფლიქტის მეორე დღეს ოთახში მყოფი პირებისგან გაიგო, რომ ვინაიდან მ-----– მ-------–---–- ფიზიკურად ძლიერი იყო, გაშველების მიზნით ზოგმა სკამი ჩაარტყა, ზოგმა საფერფლე და საკიდარიც კი.

ეს ჩვენებები ასევე შესაბამისობაში მოდის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის მიხედვითაც მ-----–---------–---–-, სამედიცინო ბარათის ჩანაწერის მიხედვით გარდა თვალბუდის არეში არსებული დაზიანებისა, აღენიშნება ზურგზე და სახეზე ნაკაწრი, წელის არეში - ექსკორიაცია, სისხლნაჟღენთი. დაზიანებები, ექსკორიაციების და სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში არ არის მითითებული დაზიანებების სრული მორფოლოგიური სურათი.

ცხადია იმ მდგომარეობაში, როგორც მოწმე მ--------------–--------- აღწერს მ-----------------–---–-- მდგომარებას, ეს უკანასკნელი ასეთი სახის დაზიანებებს დაზარალებულს ვერ მიაყენებდა.

ამდენად, ოთახში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ მხარეს არის დაზარალებულის ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სხვა ყველა მოწმის ჩვენებასთან და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების სანდოობის მაღალ ხარისხს. ასევე, მოწმე შ-----------–---–-ს ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ მ-----------------–---–--ც დაარტყა მ-----–---------–---–-, თუმცა პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების სარწმუნეობაზე, ვინაიდან მოწმის ჩვენება მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებითაც კი წინააღმდეგობაში მოდის მ-----–---------–---–-- ჩვენებასთან, ვინაიდან მოწმის ჩვენების თანახმად, მას მ-----– მ-------–---–-- მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ ორჯერ ან მეტჯერ დაარტყა ხელი, ასევე მოწმეთა ჩვენებებითაც დგინდება, რომ შ-----------–---–- სახეზე აღენიშნებოდა სილურჯეები, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გარდა თვალბუდის არისა, დაზიანებები აღენიშნებოდა შუბლის არეში, რაც გამორიცხავს მის მიმართ ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. შ-----------–---–- ჩვენებაში მიუთითებს, რომ დაზარალებული და მსჯავრდებული ოთახის გარეთაც განაგრძობდნენ ერთმანეთზე ფიზიკურ ზემოქმედებას და მეორეს მხრივ, იმავე ჩვენებაში განმარტავს, რომ მ-----–---------–---–-- ოთახიდან გასვლიდან 2 წუთის შემდეგ ოთახიდან თავად გავიდა და ეზოში უკვე ჩხუბი აღარ მიმდინარეობდა.

მეორე მხარეს არის გ--------------- გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი ჩვენება, რომელიც ერთის მხრივ ადასტურებს, რომ მ-----------------–---–-- მ-----–---------–---–- საპასუხოდ სახის არეში ხელი დაარტყა, მაგრამ ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მ-----– მ-------–---–-- მოულოდნელად დაარტყა ხელი მ-----------------–---–- და კისრის არეში უჭერდა ხელს. ჩვენების მიხედვით არ დგინდება, როდის დაარტყა მ-----------------–---–-- ხელი დაზარალებულს აღნიშნულ ფაქტამდე, თუ ამ ფაქტის შემდეგ.

ასევე მოწმე მ--------------–---------- და მ-----------------–---–-- ჩვენებები, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავენ ამ უკანასკნელის მხრიდან მ-----–---------–---–--- ხელის დარტყმის ფაქტს.

პალატა განმარტავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ მოწმე შ-----------–---–-ს ჩვენება, როგორც მტკიცებულება აკმაყოფილებს სანდოობისა და უტყუარობის მაღალ სტანდარტს, ის როგორც ცალკე აღებული, ერთი პირდაპირი მტკიცებულება, პირის მსჯავრდებას საფუძვლად ვერ დაედება.

გარდა ამისა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 15 იანვარს მ-----------------–---–-- მიერ მ-----–---------–---–-- სასმსახურში გამოძახების ძირითად მიზანს მისთვის ხელფასის დაანგარიშებასთან ერთად წარმოადგენდა მისი შ-----------–---–---- შერიგება და სხვა განზრახვა არ გააჩნდა, რასაც სხვა მოწმეებთან ერთად ადასტურებს მოწმე ა-–---------- მ---------–-ც.

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებების შინაარსიდან და საკმარისობიდან გამომდინარე, პალატა მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს, ოთახში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უტყუარად და ეჭვის გამომრიცხადვად დაასაბუთოს მ-----------------–---–-- მხრიდანის მ-----–---------–---–--- სხვაგვარი ძალადობის განხორციელების ფაქტი.

მ-----------------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, 2015 წლის 15 იანვარს, თბილისში, უ---------------------ში არსებულ ავტოსამრეცხაო ,----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----------------–---–--- ურთიერთშელაპარაკებისას, მ-----–---------–---–- რეზინის ხელკეტი ჩაარტყა თავის არეში და დაზიანება მიაყენა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. თავად დაზარალებული მიუთითებს, რომ მ-----------------–---–-- მას ჩაარტყა ხელკეტი, მაგრამ კონკრეტულად არ იცის სად, თუმცა ეტკინა. გარდა იმისა, რომ ამ ჩვენებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მხრიდან რეზინის ხელკეტის თავში ჩარტყმის ფაქტი, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ დაზარალებულმა არ იცის ან არ ახსოვს, კონკრეტულად სად მოხვდა ხელკეტი, ასეთ შემთხვევაში სხეულის რომელ ნაწილში განიცადა ტკივილი?

პირველი ინსტანციის სასმართლოს მტკიცებით, ავტოსამრეცხაო ,----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობრივი მოქმედება გამოიხატა მასში, რომ მან ხელკეტი ჩაარტყა ხელში მ-----–---------–---–- და ამის დასადასტურებლად მოჰყავს დაცვის მხარის მოწმის ა-–---------- ჭ------- ჩვენება. ამასთან, განაჩენში მითითებულია, რომ დაზარალებულის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე დასჭირდა მ-----------------–---–- ხელკეტის გამოყენება.

პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ასეთ შეფასებას, ვინაიდან თავად მსჯავრდებული არ უარყოფს დაზარალებულისათვის ხელში ხელკეტის ჩარტყმის ფაქტს, შესაბამისად, მოწმე ა-–---------- ჭ------- ჩვენებას ქმედების შეფასებისათვის, არსებითად გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება.

მოცემულ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ობიექტური შეფასება უნდა მიეცეს იმ ვითარებას, რომელშიც კონფლიქტის დროს იმყოფებოდნენ დაზარალებული და მსჯავრდებული.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ როდესაც მ-----– მ-------–---–- გადავიდა გზის მეორე მხარეს, მანქანის კარიდან ამოიღო რაღაც საგანი და ყველას მიმართ იგინებოდა. მოწმე მ--------------–---------- თქმით, ლ---- მ---------–- და კ---- რ---–---–- ცდილობდნენ მის დაწყნარებას, ხოლო თვითონ უკნიდან უახლოვდებოდა, რათა დანა წაერთმია, მაგრამ ვერ მიეკარა, რადგანაც ფიზიკურად ძლიერი იყო.

ასევე დადგენილი ფაქტია, რომ მ-----------------–---–-- მას შემდეგ ამოიღო მანქანიდან ხელკეტი, როდესაც უკვე კ---- რ---–---–- დაჭრილი იყო და მასაც, დაზარალებულმა თვალის არეში დანით თუ სახრახნისით(რასაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) დაზიანება მიაყენა. მან, იმ მიზნით, რომ მ-----–---------–---–--ათვის სახრახნისი (ან თუნდაც დანა) გაეგდებინებინა ხელიდან, ხელკეტი ჩაარტყა ხელში, ხოლო ხელკეტის მეორე მოქნევისას, დაზარალებული მანქანაში ჩაჯდა და ხელკეტი მანქანას მოხვდა.

სასამართლომ ერთი მხრივ, მანქანის დაზიანების ეპიზოდში გაიზიარა მ-----------------–---–-- ჩვენება და სამართლიანად გამორიცხა მის ქმედებაში განზრახვის არსებობა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მისი ქმედება იყო მ-----–---------–---–-- მიმართ განხორციელებული ძალადობრივი აქტის შემადგენელი ნაწილი, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შეფასება უნდა მისცემოდა იმ ფაქტს, თუ რამ განაპირობა მსჯავრდებულის მხრიდან ხელკეტის გამოყენება.

პალატა მიიჩნევს, რომ მ-----------------–---–-- მხრიდან ხელკეტის გამოყენება მიმართული იყო არა მ-----–---------–---–-- მიმართ განხრახ ძალადობრივი აქტის ჩასადენად, არამედ, რათა თავიდან აცილებული ყოფილიყო მ-----–---------–---–-- მხრიდან განმეორებით სახრახნისის(ან დანის) გამოყენების და სხვისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მ-----------------–---–-- ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას.

ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ მ-----------------–---–-- ბრალეულობას და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo - რაც გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (Barbera, Messegie and jJabardo v. Spain) პარ 77; (Lavents v. Latvia) პარ 125 და (Melich and Beck v. Gzech Republic) პარ.49.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

თ---–---- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მ-----------------–---–-- მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. დაცვის მხარის საპელაციო საჩივრიოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

3. თ---–---- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი, მ-----------------–---–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით(2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდების ეპიზოდში გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დარჩეს უცვლელად.

4. მ-----------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

მ-----------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით(2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პირადი თავდებობა გაუქმებულია.

6. გამართლებულ მ-----------------–---–- განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

7. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო ხელკეტი განადგურდეს.

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---- სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი