განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
330100118002789825
ინსტანცია
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002789825

საქმე №1ბ/1152-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ბესიკ ბუგიანიშვილი

მანუჩარ კაპანაძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ვ----–------------

ადვოკატების: მ--------------–-------------------–---–----------------------

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის პროკურორის ვ----–------------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-----------–----------------------–----- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს--------------------–-----–------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–------------------------------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

გ--------------------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–-------------------------–--------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ზ------------------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–-------------------------–---------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

გ--------–-----------------–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა---––---------------–---–------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

დ----------–------ მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ------------------–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით, ვ-----------------–---- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გ------------------ ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ზ---------------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გ------------–---–- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

დ----------–----- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

ვ-----------------–---------------------------- ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაგეგმილი თავდასხმის მომზადება, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად,;

ზ----------------- გ------------–---–- და დ----------–------ ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაგეგმილი თავდასხმის მომზადება, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის;

წარდგენილი ბრალდების თანახმად, მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2008 წლის 24 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ზ---------------- არის ყაჩაღობისათვის ნასამართლობის მქონე პირი. 2013 წლის 19 დეკემბრის ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გ------------–---–- არის ქურდობისათვის ნასამართლობის მქონე პირი. 2006 წლის 29 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დ----------–----- არის ყაჩაღობისთვის ნასამართლობის მქონე პირი. 2018 წლის ნოემბერში ზ----------------სთვის, გ------------------სთვის, დ----------–------თვის, ვ-----------------–-----ა და გ------------–---–--ათვის ცნობილი გახდა, რომ თ------–------- რაიონის სოფელ ნ-------–- მცხოვრებ ტ---------------–---- გააჩნდა მნიშვნელოვანი ოდენობის ფულადი დანაზოგი, რასაც იგი ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში. ზ-----------------, გ-------------------- დ----------–-----მ, ვ-----------------–----- და გ------------–---–-- განიზრახეს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დასხმოდნენ ტ---------------–----- ოჯახს და ამ გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ მისი კუთვნილი ფულადი თანხა. ამ მიზნით მათ დაიწყეს დანაშაულის ჩასადენად პირობების განზრახ შექმნა, მოიძიეს ყაჩაღობის ჩასადენად განკუთვნილი სხვადასხვა ნივთები, რომელთა შორის აღსანიშნავია მცირე ზომისა და ფორმის დანები, წებოვანი ლენტი, დამატებით სხვა ტანსაცმელი, ხელთათმანები და კუსტარულად დამზადებული ნიღბები, რათა მაქსიმალურად შეემცირებინათ მომავალში თავიანთი მხილების რისკი. ამავდროულად, თანამზრახველებმა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მოიპოვეს ხორცი და ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებითაც აპირებდნენ ტ---------------–----- ეზოში არსებული ძაღლის მოწამვლას და გაუვნებელყოფას. აღნიშნული ნივთები ზემოხსენებულმა თანაამსრულებლებმა მოათავსეს „მ-–----–--- მარკის „----------- მოდელის ავტომანქანაში (სახ. #---------- და 2018 წლის 20 ნოემბერს, ერთობლივად გაემართნენ თ------–------- რაიონის სოფელ ნ--------- მიმართულებით, თუმცა მათი დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელება მომზადების ეტაპზე იქნა აღკვეთილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელთა მიერ თ------–------- რაიონში, კ------–--–--------–------- გზატკეცილის პირველი კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ვ----–------------- რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ვ-----------------–----- და გ------------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ზ----------------ს, გ------------–---–-- და დ----------–------ დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლის ე-–---------------–---–-- მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ზ----------------, გ------------------, დ----------–-----, ვ-----------------–---- და გ------------–---–- დანაშაულებრივად იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან და განზრახული ჰქონდათ ყაჩაღური თავდასხმა თ------–------- რაიონის სოფელ ნ-------–- მცხოვრებ ტ---------------–----- ოჯახზე. მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად გაემართა გამომძიებელთა ჯგუფი ქ-------------–-- მიმართულებით, რომლებმაც შეაჩერეს „მ-–----–--- მარკის „----------- მოდელის ავტომანქანა (სახ. N-----------, სადაც ნამდვილად ისხდნენ ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული პირები. 2018 წლის 20 ნოემბერს თ------–------- რაიონი, კ------–--–--------–----- გზატკეცილის პირველ კილომეტრზე ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა დანები, ე.წ. „ხამუტები“, ნიღბები, ქუდები, ხორცი, ფანრები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ზურგჩანთები, წებოვანი ლენტი, მხოლოდ ერთი დაშლილ მდგომარეობაში მყოფი ტელეფონი და სხვა ნივთები. გასათვალისწინებელია, რომ ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე დანიშნულ იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ გ------------–---–--, დ----------–------, ვ-----------------–-----, ზ----------------ს და გ------------------ შემხებლობა ჰქონდათ მოცემულ ნივთებთან. ასევე, ამოღებული ხორცის მასა არის დაახლოებით 700 გრამი, რაც თავისთავად ხუთი კაცის საკვებად საკმარისი არ არის. მითუმეტეს, ხორცის ჭრილებში მოთავსებული იყო „იზონიაზიდის“ შემცველი ტაბლეტის ნატეხები, რაც მოწმე ნ---------–------–---–-- განმარტებით, გამოიყენება ძაღლის მოსაწამლად. ამდენად, ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზით ნათლად ჩანს, რომ გ------------–---–-, დ----------–------, ვ-----------------–------------------------ და გ------------------ ჰქონდათ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მსჯელობა აშკარად არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებებიდან და წინააღმდეგობაში მოდის მათთან. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოწმეთა ჩვენებები არ არის შესაბამისობაში ერთმანეთთან და ვერ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას ვ-----------------–-----, გ------------------ს, ზ----------------ს, გ------------–---–-- და დ----------–------ მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.

შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პ------–------------–---- დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ე-–---------------–---–-- მიერ, 2018 წლის 20 ნოემბერს შედგენილი პატაკის თანახმად, ამ უკანასკნელმა მიიღო ინფორმაცია, რომ ზ----------------, გ------------------, დ----------–-----, გ------------–---–- და ვ-----------------–----, „--–----–------------- მარკის ავტომანქანით მიემართებოდნენ ქ-------------–-- მიმართულებით და განზრახული ჰქონდათ თ------–------- რაიონის სოფელ ნ-------–- მცხოვრები ტ---------------–----- ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა. პატაკში მითითებულია ხსენებულ პირთა დემოგრაფიული მონაცემები და საცხოვრებელი მისამართები. ასევე აღნიშნულია, რომ მათ თან უნდა ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღები, დანები და ყაჩაღობის ჩასადენად საჭირო ნივთები. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ოჯახში ძაღლის ყოლის შემთხვევაში, თავდამსხმელები აპირებდნენ მოწამლული საკვების გამოყენებით, მის მოწამვლას. პატაკის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა მოწმე ე-–---------------–---–-- და დამატებით განმარტა, რომ მან ინფორმაცია მიიღო დაახლოებით 5 საათზე, რის შემდეგაც საინფორმაციო ბაზაში ბრალდებულების შესახებ ცნობების მოძიებას, პატაკის შედგენას და ხელმძღვანელისთვის გადაცემას დაახლოებით 15 წუთი მოანდომა.

2018 წლის 20 ნოემბრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პ------–------------–---- დეტექტივ-გამომძიებელ ი-----–--–--------- მიერ, თ------–------- რაიონი, კ------–--–--------–------- გზატკეცილის პირველ კილომეტრზე, ვ-----------------–----- თანდასწრებით, ს----–---------–--------------------–---–------ მონაწილეობით, გაჩხრეკილ იქნა „--–----–------------- მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით - O--------- რა დროსაც ამოღებულ იქნა მცირე ზომის დანა შავი ტარითა და თეთრი ხაზებით, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული მ-----–------------- სახელზე, ორი წყვილი ხელთათმანი, წითელი და შავი ფერის წებოვანი ლენტის რულონი, პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული შავი ფერის ნაჭრის კაპიშონიანი ქურთუკი, ერთი წყვილი ნაცრისფერი წინდა, შავი ფერის ნაჭრის კეპიანი ქუდი, მუქი ფერის ნაჭრის ნაგლეჯი. ავტომანქანიდან ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის კეპი თეთრი ფერის ზოლებით, შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა, რომელშიც დევს ხორცის ნაჭერი მოთავსებული პოლიეთილენის პარკში, დადებული ერთჯერად თეფშზე. ზურგჩანთიდან ასევე ამოღებულ იქნა ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში, შავი ფერის სანთებელა. თერთმეტი ცალი თეთრი ფერის ე.წ. ხამუტი, ერთი ცალი ნაჭრის შავი ქუდი კუსტარულად ამოჭრილი წრით, ორი წყვილი ხელთათმანი ნაცრისფერი და შავი ფერის, ორი ცალი დასაკეცი დანა - შავი და თეთრი ფერის ტარით, ყელსახვევი და „ადიდასის“ ფირმის მუქი ფერის სპორტული ზედატანი კაპიუშონით. ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულიდან ასევე ამოღებულ იქნა კომუფლირებული ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებულია შაფი ფერის სპორტული ქურთუკი, შაფი ფერის გრძელმკლავიანი ზედატანი, ჭრელი ცხვირსახოცი, ნაცრისფერი სპორტული შარვალი, დანა ღია ფერის ტარით და შავი ფერის შალითით, ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, სამი ცალი შავი ფერის ქუდი, რომლებსაც აღენიშნებათ კუსტარულად ამოჭრილი წრეები. ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მწვანე ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ნაცრისფერი სპორტული ფეხსაცმელი თეთრი ძირით. ამოღებული ნივთები დაილუქა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლების მიერ.

2018 წლის 20 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მ--------------–---- გამომძიებელ გ---------------- მიერ, ი-----–-----–-–---–---------------------–--–---–-- მონაწილეობით, კ------–--–--------–------- გზატკეცილის პირველი კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩხრეკილ იქნა გ------------------, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა შავი ფერის მაჯის საათი და შავი ფერის ხელთათმანი.

2018 წლის 20 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მ--------------–---- გამომძიებელ ზ--------------–---–-- მიერ, გ--–-----–-------------------------------–-------- მონაწილეობით, კ------–--–--------–------- გზატკეცილის პირველი კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩხრეკილ იქნა ზ----------------, რა დროსაც ამოღებულ იქნა შავი ფერის მაშუქი საშუალება და მაჯის საათი.

2018 წლის 20 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პ------–------------–---- დეტექტივ-გამომძიებელ ა--------–------–---–-- მიერ, ქ------–--------------------------–-------------–---–-- მონაწილეობით, კ------–--–--------–------- გზატკეცილის პირველი კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩხრეკილ იქნა გ------------–---–-, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა გასაშლელი დანა მოყვითალო ფერის ტარით, რომელსაც ახატია რვაქიმიანი ვარსკვლავი.

2019 წლის 21 თებერვლის #--------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში წარწერით: „ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი დანა...“ მოთავსებულ: ერთ-ერთი მოვერცხლისფრო მეტალის დანისპირზე (რომელზეც აღინიშნება წარწერები) არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ზ----------------სა და გ------------------ს გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გ------------------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია; მეორე მოვერცხლისფრო მეტალის დანის პირზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ზ----------------ს და გ------------------ს გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. ამავე დანის პირზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ----------------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია.

2019 წლის 18 მარტის #--------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: „...ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნაჭრის ქუდი (N2)..“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. #2) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ----------------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში, წარწერით: „ა/მანქანის ჩხრეკისას კომუფლირებული ჩანთიდან ამოღებული ერთი წყვილი ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ ფეხსაცმელებზე არსებული ბიომასალის (ობ. #4) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ----------------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში წარწერით: „...ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ორი წყვილი ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ მონაცრისფრო ფეხსაცმელებზე არსებული ბიომასალის (ობ. #7) გენეტიკური პროფილი და ვ-----------------–----- გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში, წარწერით: „...ა/ მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ქუდი და ორი წყვილი ხელთათმანი...“ მოთავსებულ შავი ფერისა (ობ.#10) და მონაცრისფრო (ობ. N11) ხელთათმანებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ----------------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში წარწერით: „...ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული კეპიანი ქუდი, ნაჭრის ნაგლეჯი, შავი კეპი...“ მოთავსებული: შავი ფერის ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ.N14) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ვ-----------------–----- გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში წარწერით: „...ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნაჭრის ქუდი (N3)..“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. #17) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ექსპერტის N--------- დასკვნაში წარდგენილი ზ----------------ს, ვ-----------------–-----, დ----------–------, გ------------–---–--ა და გ------------------ს გენეტიკური პროფილებისაგან; პაკეტში, წარწერით: „...ა/ჩხრეკისას ამოღებული ნაჭრის ქუდი (N1)..“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ.N19) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ექსპერტის N--------- დასკვნაში წარმოდგენილი ზ----------------ს, ვ-----------------–-----, დ----------–------, გ------------–---–--ა და გ------------------ს გენეტიკური პროფილებისაგან; პაკეტში, წარწერით: „...ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული წებოვანი ლენტი“ მოთავსებულ წებოვანი ლენტის ხვიაზე არსებული ბიომასალის (ობ.N21) გენეტიკური პროფილი და გ------------–---–-- გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში, წარწერით: „ა/ჩხრეკისას ამოღებული 11(თერთმეტი)ცალი ე.წ. „ხამუტი“...“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის ლენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N22) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ზ----------------ს, ხოლო მეორე წილი გ------------------ს გენეტიკური პროფილები იდენტურია; პაკეტში წარწერით: „ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული კომუფლირებული ზურგჩანთა მასში არსებული ტანსაცმელი..“ მოთავსებული ზურგჩანთის ელვაშესაკრავებზე არსებული ბიომასალის (ობ. #34) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ----------------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. მონაცრისფრო ქსოვილის შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ. #37) გენეტიკური პროფილი და ზ----------------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. შავი ფერის მაისურის სახელოებზე არსებული ბიომასალის (ობ. #38) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ზ----------------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. ჩანთაში მოთავსებულ დანარჩენ ნივთებზე არსებული ბიომასალის (ობ. #40-43) შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და ზ----------------ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ექსპერტმა შ-----------–------- დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების სისწორე.

პალატის შეფასებით, მოწმე ე-–---------------–---–-- ჩვენებისა და მის მიერ შედგენილი ინფორმაციული პატაკის, გ------------------ს, ზ----------------ს და გ------------–---–-- პირადი ჩხრეკის ოქმებით, ვ-----------------–----- მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთებით, ერთი შეხედვით ნამდვილად იკვეთება ბრალდებულების შემხებლობა იმ გარემოებასთან, რაც ასახულია მათი ბრალდების შესახებ დადგენილებებში, ვინაიდან მათგან ამოღებული ნივთებით ნაწილობრივ დადასტურდა ე-–---------------–---–-- პატაკში ასახული ინფორმაცია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ვ-----------------–----- გ------------------, ზ----------------- გ------------–---–- და დ----------–------ ბრალი ედებათ დანაშაულებრივი ქმედების - ყაჩაღობის მომზადებაში და მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რას გულისხმობს დანაშაულის მომზადების სტადია, რა გარემოებებს უნდა ჰქონდეს ადგილი, რათა დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ ბრალდებული პირები ემზადებოდნენ დანაშაულის ჩასადენად.

საქართველოს სსკ-ის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა. დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნაში მოიაზრება იარაღის ან სხვა საშუალების გამონახვა ან/და მომარჯვება, დანაშაულის ჩასადენად პირობების სხვაგვარი შექმნა.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ვ-----------------–-----, გ-------------------- ზ-----------------, გ------------–---–-- და დ----------–-----მ შექმნეს ყველა პირობა ყაჩაღობის ჩასადენად, რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატა. სასამართლომ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო რამდენიმე საეჭვო და დაუდასტურებელი გარემოების არსებობა, რომლებიც ქმნიდნენ ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენაში აშკარა ეჭვის შეტანის საფუძველს. ბრალდების მხარემ კი ვერც სააპელაციო პალატის წინაშე შეძლო სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით გაებათილებინა შექმნილი ეჭვები და უტყუარად დაედასტურებინა საკუთარი პოზიცია პირთა ბრალეულობის შესახებ.

აპელანტი მიუთითებს ბრალდებულ ვ-----------------–----- მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე, როგორც დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად განკუთვნილ საგნებზე, თუმცა თავად ამ ნივთების დანიშნულებიდან გამომდინარე შეუძლებელია უტყუარად იმის მტკიცება, რომ მათი გამოყენებით ვ-----------------–----, გ--------------------------------, გ------------–---–- და დ----------–----- აპირებდნენ ყაჩაღობის ჩადენას. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა ბრალდებულების შემხებლობა ავტომანქანიდან ამოღებულ ნივთებზე, აღნიშნული არ ქმნის დანაშაულებრივი მიზნებისათვის მათი გამოყენების უტყუარ საფუძველს. ისინი ამოღებული იქნა ავტომანქანიდან, რომელშიც ისხდნენ და მგზავრობდნენ ბრალდებულები, ამასთან, ნივთების უმრავლესობის, მათ შორის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მათდამი კუთვნილება არ იქნა უარყოფილი თავად ბრალდებულთა მხრიდან. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ თითოეულ ნივთს გააჩნია საყოფაცხოვრებო დანიშნულება, შესაძლებელია ისინი გამოყენებული იქნეს არაერთი მიზნით და არც ერთი ნივთი არათუ ცალკე აღებული, ერთობლიობაშიც არ იძლევა დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ისინი ბრალდებულების მიერ მხოლოდ დანაშაულის ჩასადენად შეიძლება ყოფილიყო მოძიებული და თავმოყრილი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ აღნიშნული ნივთები ბრალდებულების მიერ შეძენილი იქნა სწორედ სავარაუდო შემთხვევის ადგილისკენ გამგზავრებამდე; ასევე, ისინი აღნიშნულ ნივთებთან ერთად არ უნახავთ იმ ადგილას, სადაც ოპერატიული პატაკის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო ყაჩაღური თავდასხმა; ბრალდებულები დაკავებულები იქნენ სავარაუდო შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ დაშორებულ მანძილზე.

პალატა ასევე, ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალდებულების გადაადგილება სწორედ სოფელ ნ---------კენ, სადაც მდებარეობდა დაზარალებულ ტ---------------–----- საცხოვრებელი სახლი. „--–----–------------- მარკის ავტომანქანა სახ. NO--------- რომლითაც გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები, პოლიციის თანამშრომლების მიერ გაჩერებული და გაჩხრეკილი იქნა თ------–------- რაიონში, კ------–--–--------–------- გზატკეცილის პირველ კილომეტრზე, კერძოდ, სოფელ კ----------- როგორც საქმის მასალებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, აღნიშნული ადგილიდან სოფელ ნ------------ მდებარეობს რამდენიმე სოფელი და მათ შორის ჯ------ რომელიც არის ზ-------------------------------- საცხოვრებელი სოფელი. დაცვის მხარის ვერსიით, სწორედ ჯ-----–---------------- ოჯახში მიდიოდნენ ბრალდებულები 2018 წლის 20 ნოემბრის საღამოს.

ვ-----------------–-----, გ-------------------- ზ-----------------, გ------------–---–-- და დ----------–-----მ მათთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნეს დამნაშავედ და განმარტეს, რომ 2018 წლის 24 ნოემბერს, სოფელ ჯ-----–- დანიშნული იყო ზ-------------------------------- ძმის - ჩი--------------- ქორწილი და ბავშვის ნათლობა. ვინაიდან სოფელში ცოტა რაოდენობით ახალგაზრდა ცხოვრობს, გ------------ მეგობრებს სთხოვეს ქორწილის სამზადისში დახმარება. სწორედ ამ მიზნით მიდიოდა ხუთივე მათგანი 2018 წლის 20 ნოემბერს თ------–------- რაიონის სოფელ ჯ-----–-, რა დროსაც სოფელ კ---------- ისინი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მათ ავტომანქანა „----- არასოდეს ჰყოლიათ; არ იცნობენ დაზარალებულ ტ---------------–----; ავტომანქანაში ჰქონდათ გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ხოლო ამოჭრილი ქუდები და ხორცი პოლიციელებმა ჩაუდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებმა ეკ---------–---–-------------------------------------------------------------------------------–------------------------------------–----------------------–--–---- ასევე დაადასტურეს, რომ 2018 წლის 24 ნოემბერს, სოფელ ჯ-----–- დაგეგმილი იყო ზ-------------------------------- ძმის - ჩი--------------- ჯვრისწერა და ბავშვის ნათლობა, რისთვისაც გ------------ ოჯახში სამზადისი რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. ყოველივე აღნიშნულში კი მათ უნდა დახმარებოდნენ ზ-------------------------------- მეგობრები ვ-----------------–----, გ------------–---–- და დ----------–-----. მოწმე ჩ---- გ---------- დამატებით განმარტა, რომ ძმების დაკავების გამო იძულებული გახდა სუფრა ზ----------–-- მეუღლის სახლში ვიწრო წრეში გაეკეთებინა.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, ჯვრისწერის მოწმობის მიხედვით, 2018 წლის 24 ნოემბერს, ზ----------–-- ჯვარი დაიწერეს დ----- გ---------- და მ----------------–----- ნათლობის მოწმობით დგინდება, რომ 2018 წლის 24 ნოემბერს, მოინათლა ქ------------------- დაბადების მოწმობის მიხედვით, ქ-------------------- დაბადებული 2----–-–----------------- მშობლებად მითითებულია ჩ---- გ--------- და მ----------------–----

დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსიის და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების საპირისპიროდ, ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო წესით დაესაბუთებინა ბრალდებულებისა და ზემოაღნიშნული მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები და უტყუარად დაედგინა, რომ ვ-----------------–----, გ------------------, ზ----------------, გ------------–---–- და დ----------–----- მიდიოდნენ არა სოფელ ჯ-----–-, არამედ სწორედ ნ-------–-.

2018 წლის 21 ნოემბრის #------------------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი: მოთეთრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 2.3157 გრამი, შეიცავს იზონიაზიდს, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას (ობ. #1); ორი ცალი მთლიანობადარღვეული კაფსულის შიგთავსი, თეთრი ფერის ფხვნილი, გაშრობის შემდეგ საერთო წონით - 0.2037 გრამი, შეიცავს მელატონინს, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას (ობ. #2-3). ობიექტის #1-3 გარეგნული მახასიათებლებიდან (ფორმა, კონსისტენცია) გამომდინარე, ვერ დადგინდა ქარხნული დამზადების ნიშნების არსებობა; ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ნიმუშები არ შეიცავს არაორგანული წარმოშობის მომწამლავ ნივთიერებას. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ნ----------–---–------------–--–---–--------------------------- მათი განმარტებით, ხსენებული პრეპარატები საძილე ან მომწამვლელ ნივთიერებებს მიეკუთვნება თუ არა, ამ საკითხის განსაზღვრა სხვა ექსპერტიზის კომპეტენციას განეკუთვნება, ნივთიერების ტოქსიკურობაზე მათი დეპარტამენტი არ მსჯელობს, აღნიშნულს იკვლევს ტოქსიკოლოგი.

2019 წლის 12 თებერვლის N--------- დასკვნის თანახმად, ბიოლოგიური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით - „-------------------------- ხორცისმაგვარი ნაჭრები, მოთავსებული კონტეინერზე და ცელოფნებში... ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ხორცი, სს. #------------------------------ მოთავსებული ხორცის მასა წარმოადგენს ღორის ხორცს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-----------–-----

2019 წლის 15 თებერვლის N--------- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილ ხორცის მასაში არსებულ მოთეთრო ფერის ფხვნილოვან-ჟელატინის მაგვარ ჩანართში აღმოჩნდა ანტიტუბერკულოზური საშუალება - იზონიაზიდი, ხოლო მოთეთრო-მოცისფრო კაფსულის შიგთავსში აღმოჩნდა არანარკოტიკული/არაფსიქოტროპული საშუალება-მელატონინი. იზონიაზიდი და მელატონინი გამოიწვევდა თუ არა ძაღლის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში, მის დაძინებას, დროებით გათიშვას, ან სიკვდილს, არ შედის ექსპერტ-ქიმიკოსის კომპეტენციაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - მ-----------–---–---

სსიპ - წამლის სააგენტოს 2019 წლის 8 იანვრის წერილისა და პრეპარატ იზონიაზიდის გამოყენების ინსტუქციით დასტურდება, რომ პრეპარატი იზონიაზიდი, სიროფის, საინექციო სხნარისა და ტაბლეტის სახით იწარმოება უ-------–-- პრეპარატი გაიცემა №- რეცეპტით; აღნიშნული რეცეპტი არც ელექტრონული და არც მატერიალური სახით არ არის გაცემული ბრალდებულთა სახელზე.

ბრალდების მხარის განმარტებით, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 700 გრამი ხორცი შეუძლებელია განკუთვნილი ყოფილიყო ადამიანების გამოსაკვებად და ის გამიზნული იყო მხოლოდდამხოლოდ ძაღლის მოსაწამლად. აპელანტი აღნიშნულ ვერსიას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხორცის ნაჭერში აღმოჩნდა პრეპარატი „იზონიაზიდი“. თუმცა ამ ნივთიერების, როგორც ძაღლის მოსაწამლად გამოსაყენებელი საშუალების დადასტურებულად მიჩნევისათვის წარმოდგენილია მხოლოდ ვეტექიმის და შს სამინისტროს კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლის - მოწმე ნ---------–------–---–-- ჩვენება, რომელიც არ არის კატეგორიული ხასიათის. მოწმის განმარტებით, პრეპარატი იზონიაზიდი განკუთვნილია ადამიანებისთვის და ძაღლებში აქვს უკუჩვენება, კერძოდ, მოქმედებს თავის ტვინზე, იწვევს მკვებავი ნივთიერების მიწოდების ნაკლებობას, რის გამოც მიღებიდან 15 წუთში ძაღლი კვდება. აღნიშნულ პრეპარატს ახასიათებს კურნჩხვები და დორბლიანობა სისხლთან ერთად, საბოლოო ჯამში კი დგება სიკვდილი. პრეპარატ იზონიაზიდს, საზღვარგარეთ, ე.წ. „დოგჰანტერები“ იყენებენ ძაღლების დასაძინებლად. თუმცა მოწმემ ნათლად განმარტა, რომ მან ყოველივე აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტში; პრეპარატის ოფიციალური ანოტაცია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში არ მოუძიებია, აღნიშნული მედიკამენტის მოქმედების თაობაზე პროფესიული კვლევა და ცდები არ ჩაუტარებია.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა პრეპარატ იზონიაზიდის ტოქსიკური თვისებების შესახებ, მხოლოდ მოწმე ნ---------–------–---–-- მიერ მოწოდებული, ინტერნეტმასალაზე დაფუძნებული ინფორმაცია ვერ გახდება უტყუარად მიჩნევის საფუძველი იმისა, რომ ავტომანქანიდან ამოღებულ ხორცის ნაჭერში აღმოჩენილი ნივთიერება ძაღლისათვის არის მომწამვლელი.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გამოძიებით არც ის ფაქტია დადგენილი, ტ---------------–---- რეალურად ჰყავდა თუ არა ძაღლი, რომლის მოწამვლასაც აპირებდნენ აღნიშნული პირები, რაც ბრალდების მხარის პოზიციის დაუსაბუთებელობაზე მეტყველებს.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ არცერთ ბრალდებულს თან არ ჰქონდა აქტიურ მდგომარეობაში არსებული მობილური ტელეფონი, აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ბრალდების მხარის ვერსია, თითქოს ბრალდებულებმა მობილური ტელეფონები არ წაიღეს თან, რადგან სამართალდამცავების მხრიდან არ მომხდარიყო მათი დემოგრაფიული მონაცემების დადგენა. მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონი დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური მოხმარების საგანს, მისი არქონა ავტომატურად საეჭვო გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული. იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდებულებმა დემოგრაფიული მონაცემების დამალვის მიზნით დატოვეს მობილური ტელეფონები სახლებში, საჭიროა არსებობდეს მტკიცების საკმაოდ მაღალი სტანდარტი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას იმ გარემოებაზეც, რომ ვერ იქნა დადგენილი ნამდვილად გააჩნდა თუ არა ის ფულადი თანხა და ძვირფასეულობა დაზარალებულს, რის დაუფლებასაც აპირებდნენ ბრალდებულები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ტ---------------–----- განაცხადა, რომ სახლში ფულადი თანხა ან ძვირფასეულობა არ გააჩნია. მან პირუტყვი ზაფხულის პერიოდში გაყიდა და აღებული თანხა - დაახლოებით 9000 ლარამდე სახლის მშენებლობას მოახმარა. სარემონტო სამუშაოები დღეის მდგომარეობითაც არ აქვს დასრულებული და პირუტყვის გაყიდვიდან მიღებულ თანხაზე პენსიის დამატებაც მოუწია.

ბრალდების მხარის ვერსიით, ბრალდებულებმა მოიძიეს ყაჩაღობის ჩასადენად განკუთვნილი სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ისინი, რომელთა გამოყენებითაც მაქსიმალურად შეამცირებდნენ მომავალში თავიანთი მხილების რისკს, მობილური ტელეფონებიც კი არ წაიღეს თან, ამავდროულად, მოიპოვეს ხორცი და ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებითაც არსებობის შემთხვევაში მოწამლავდნენ ძაღლს. ამ პირობებში კი პალატის შეფასებით, დამაჯერებლობას მოკლებულია, რომ მათ მაქსიმალური სიზუსტით არ ჰქონოდათ დადგენილი ტ---------------–----- მიერ საქონლის ზაფუხლში გაყიდვის, თვეების განმავლობაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოების და 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით სახლში მნიშვნელოვანი ოდენობის დანაზოგის არქონის ფაქტები.

მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე სავალდებულოა არსებობდეს მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელთა საფუძველზეც შეფასდება პირის ბრალეულობა. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ საქმეზე რეალურად წარმოდეგნილია მტკციებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, ისინი არ არის ურთიერთშეთანხმებული და მათი ანალიზის საფუძველზე ვერ იქმნება ერთიანი ლოგიკური ჯაჭვი, რომ ზ-----------------, გ-------------------- დ----------–-----მ, ვ-----------------–----- და გ------------–---–-- განიზრახეს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით თავს დასხმოდნენ ტ---------------–----- ოჯახს, რა მიზნითაც ისინი 2018 წლის 20 ნოემბერს შესაბამისი ნივთებით აღჭურვილნი მიერმართებოდნენ სოფელ ნ---------კენ.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ-----------------–-----, გ------------------ს, ზ----------------ს, გ------------–---–-- და დ----------–------ ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად აშკარაა, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის დამაჯერებელ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მათ ბრალებულობას და დააკამყოფილებდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი და საეჭვოდ დარჩა არაერთი ფაქტობრივი გარემოება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ვ-----------------–---- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვ-----------------–----- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია.

5. გ------------------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

6.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მის გ------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია.

7. ზ---------------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

8.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზ----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია.

9. გ------------–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

10. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია.

11. დ----------–----- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

12.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია.

13. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ვ-----------------–----- გ------------------, ზ----------------- გ------------–---–- და დ----------–------ უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

14. ნივთიერი მტკიცებულებები:

- 2018 წლის 20 ნოემბერს, თ------–------- რაიონში, კ------–--–--------–------- გზატკეცილის I კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------------–---–-- პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი დასაკეცი დანის მაგვარი საგანი; „მ-–----–--- მარკის „----------- მოდელის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით O------- ამოღებული 4(ოთხი)ცალი დანისმაგვარი საგანი; „მ-–----–--- მარკის „----------- მოდელის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით O------- ამოღებული ხორცი და ხორციდან აღებული ნიმუშები, 3(სამი)ქუდი ამოჭრილი, დ----------–------, ვ-----------------–-----, გ------------–---–--, გ------------------ს და ზ----------------ს ნიმუშები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- 2018 წლის 20 ნოემბერს, თ------–------- რაიონში, კ------–--–--------–------- გზატკეცილის I კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ----------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი და ფანარი; 2018 წლის 20 ნოემბერს, თ------–------- რაიონში, კ------–--–--------–------- გზატკეცილის I კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი და ფანარი; 2018 წლის 20 ნოემბერს, გ------------–---–-- საცხოვრებელი სახლის (ა-------- რაიონის სოფელი უ---- ჩხრეკისას ამოღებული: 5(ხუთი)ცალი სხვადასხვა ფირმის მობილური ტელეფონი; ასევე 2018 წლის 20 ნოემბერს ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით O------ ჩხრეკისას (თ------–------- რაიონი, კ------–--–--------–------- გზატკეცილის I კილომეტრი) ამოღებული 1(ერთი)ცალი ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი; ასევე, 2018 წლის 20 ნოემბერს, ზ----------------ს და გ------------------ს საცხოვრებელი სახლის (ქ. თ---–---------–---------------------------- ჩხრეკისას ამოღებული: 4(ოთხი)ცალი მობილური ტელეფონი, კერძოდ 2(ორი)ცალი ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებსაც კვების წყარო არ აქვთ, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც არ აქვს კვების ელემენტი; მონაცრისფრო სპორტული ზურგჩანთიდან ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი; ასევე, 2018 წლის 20 ნოემბერს ვ-----------------–----- საცხოვრებელი სახლის (ქ. თ---–---------------–------------------------------------------------) ჩხრეკისას ამოღებული 7(შვიდი)ცალი სხვადასხვა ფირმის მობილური ტელეფონი, კერძოდ: შავი ფერის სონი-ერიქსონის ფირმის მობილური ტელეფონი იმეიკოდით - 3----------------- შავი ფერის, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი იმეიკოდებით - 3------------------------------------ ვერცხლისფერი 2 (ორი) ცალი მობილური ტელეფონი, აიფონ 4 ფირმის მობილური ტელეფონი; სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, იმეიკოდებით - 3-------------------------------- რუხი ფერის ლეპტოპი M----- ფირმის; „მ-–----–--- მარკის „----------- მოდელის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით O------- ამოღებული ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, 1(ერთი)ცალი „შალითა“ და ხელთათმანები, მოშავო და მოწითალო ფერის 2(ორი)წყვილი ხელთათმანი, წებოვანი ლენტი (სკოჩის რულონი), ქურთუკი, წინდა, მუქი ფერის კეპი, მუქი ფერის ნაჭრის ნაგლეჯი, კეპი მოთეთრო ზოლებით, მოშავო ფერის ზურგჩანთა, მოშავო ფერის ფეხსაცმელი 1(ერთი)წყვილი, 11(თერთმეტი)ცალი ხამუთი, 2(ორი)ხელთათმანი, ყელსახვევი, ზურგჩანთა, სპორტული ზედა, კომუფლირებული ზურგჩანთა, მოშავო ქურთუკი, გრძელმკლავიანი ზედა სამოსი, ზოლებიანი გრძელმკლავიანი ზედა სამოსი, ცხვირსახოცი, სპორტული შარვალი, მოშავო 1(ერთი)წყვილი ფეხსაცმელი, მომწვანო ფერის სპორტული ფეხსაცმელი და მონაცრისფრო თეთრი ძირის ფეხსაცმელი; ამოღებული ავტომობილი სახელმწიფო ნომრით O------, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს I-----------–---- ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

- ნიმუშის აღების ფოტომასალა - 1(ერთი)ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

15.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

16.პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ბ. ბუგიანიშვილი

 

მ. კაპანაძე