განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
190100119002798304
ინსტანცია
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119002798304

საქმე №1ბ/1393-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჰ------------ის მიმართ, (პასპორტის მიხედვით - H------------), დაბადებულის 1----–-–--------–--ს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: აზ----------------------–---------–-----------------------–-----–-----, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჰ------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ჰ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით.

 

ჰ------------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 17 აგვისტოს.

 

2018 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 10:15 საათზე, რ-------–--------–-----–--------ს მიმდებარედ, ჰ------------ი შეხვდა ყოფილ მეუღლეს - ნ-----–------------ს და მოსთხოვა მასთან დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა. ასევე ნ-----–------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ორივე ხელი მოჰკიდა მხრებზე და შეანჯღრია, შემდეგ ერთი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში, რის შედეგადაც ნ-----–------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 10:15 საათზე, ქ. რ-------–--------–-----–--------ს მიმდებარედ, ჰ-------------ი შეხვდა ყოფილ მეუღლეს - ნ-----–------------ს და დაემუქრა, რომ მასთან დაბრუნებულიყო, თორემ მოკლავდა. ამის შემდეგ, ჰ-------------მა ნ-----–------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და კვლავ დაემუქრა, რომ აუცილებლად მოკლავდა - თავს მოაჭრიდა, რის შედეგადაც ნ-----–------------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ჰ------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ჰ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7 700 (შვიდი ათას შვიდასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჰ------------ი სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (154 დღე) მთლიანად გათავისუფლდა მისი მოხდისაგან და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------–---–მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და ჰ------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება, მაშინ როდესაც არ არსებობდა მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჰ------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

მსჯავრდებულმა ჰ------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნასამართლევია ნ-----–------------ის მიმართ ძალადობისთვის, რასაც მიუხედავად სასჯელის მოხდისა, მიიჩნევს უსაფუძვლოდ. დანაშაული მას არ ჩაუდენია და ითხოვს ამ საქმეზე გამოძიებას. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა იგი შემთხვევის დროისთვის საქართველოში, სურდა გაერკვია რა ეტაპზე იყო გამოძიება და მიეცა ჩვენება. ამ პერიოდში ცხოვრობდა სასტუმროში და ნ-----–------------ს შემთხვევით შეხვდა ქუჩაში. თავად იდგა გაჩერებაზე, ხოლო ის მოდიოდა ბაზრიდან. მის დანახვაზე ნ-----–-მ უთხრა, რომ რაც იჯდა ციხეში იყო თუ არა საკმარისი, თუმცა მას ხმა არ გაუცია და მითუფრო შეურაცხყოფა არ მიუყენებია. იგი ნ-----–-ს გამო ათი თვე იხდიდა სასჯელს და მისთვის ცნობილი იყო რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მასთან კამათს, ამიტომ გზა გააგრძელა. ამ შეხვედრის შემდეგ იგი კვლავ დააკავეს ნ-----–-ს განცხადების საფუძველზე და მიიჩნევს, რომ ნ-----–------------ი მის წინააღმდეგ განზრახ მოქმედებს. მან სასამართლოს მისცა არასწორი ჩვენება და არცერთი დანაშაული, რაშიც ის ბრალს დებს, არ ჩაუდენია.

 

დაზარალებულმა ნ-----–------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჰ------------თან ერთად საერთო მეურნეობას ეწეოდა და ცხოვრობდნენ ერთად 2015-2017 წლებში. ჰ----- მასზე ძალადობისთვის ნასამართლევია და იცოდა, რომ როდესაც გათავისუფლდებოდა, ის კვლავ მოსთხოვდა მასთან ერთად ცხოვრებას. შემთხვევის დღეს პროდუქტების საყიდლად ბაზარში იყო და ქუჩაში ჰ----- შეხვდა, გზაზე გადაეღობა და ხელები მოუჭირა, ეუბნებოდა,რომ თავს მოაჭრიდა და ისევ წავიდოდა ციხეში თუ არ დაუბრუნდებოდა. მან თავის დანებება სთხოვა, თუმცა ჰ----მა სილა გაარტყა სახეში, ამის გამო

შეშინდა, ჰ----- აგრესიული პიროვნებაა, პირველ მეუღლესაც დანით მიაყენა დაზიანებები და იმის გამო, რომ მის სიცოცხლესაც საფრთხე არ შექმნოდა, დასახმარებლად მიმართა პოლიციას.

 

2018 წლის 11 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ქ------------------–-----–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნ-----–------------ის მითითებით მივიდნენ იმ ადგილას, როდესაც ყოფილმა მეუღლემ ჰ------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, კერძოდ ორივე ხელი ძლიერად მოკიდა მხრებზე და შეაჯანჯღარა, თან უყვიროდა და ეუბნებოდა დამამცირებელ სიტყვებს და ემუქრებოდა მოკვლით, ნ-----–------------ამ მიუთითა კონკრეტულად ის ადგილი, სადაც ჰ----მა მარჯვენა ხელი შემოარტყა ძლიერად მარცხენა ლოყაში, რა დროსაც ნ-----–------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გამომძიებლებმა რ----–------------მა და ნ---------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედეები, ხოლო თარჯიმნებმა ა----------------მ და ქ--------------–--ემ ჩატარებულ საგამოძიებოს მოქმედებებში მონაწილეობა.

 

მოწმე რ----–------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ნ-----–------------ი თავად მივიდა განყოფილებაში და შეატყობინა მათ, რომ ყოფილი მეუღლე ემუქრებოდა მოკვლით. ჰ------------ის მიმალვის თავიდან ასაცილებლად, იგი დააკავეს, რა დროსაც გაუწია წინააღმდეგობა და იყო აგრესიული, ამბობდა, რომ უსაფუძვლოდ აკავებდნენ და ოქმებზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

 

მოწმე ნ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა ნ-----–------------ი და განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე ჰ------------ი დაემუქრა მოკვლით. მანვე გამოკითხა დაზარალებული და მსჯავრდებული და ადასტურებს მის მიერ ჩატარებული ს/მოქმედების სისწორეს. მოწმემ აღნიშნა, რომ ჰ------------ს პრეტენზია ჰქონდა პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელთან და საუბრობდა მასზე, თუმცა რადგან აღნიშნული არ იყო საქმესთან კავშირში, ოქმში არ დააფიქსირა. დაზარალებულს დაკითხვისას სახეზე ეტყობოდა სიწითლე.

 

მოწმე ა-----------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე თარჯიმნად მონაწილეობდა მსჯავრდებულის დაკავებაში. როგორც მისთვის არის ცნობილი, დაზარალებული უთითებდა, რომ ჰ------------ი მას დაემუქრა მოკვლით. დაკავებისას მსჯავრდებული ძალიან აგრესიული იყო.

 

მოწმე ქ--------------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მან როგორც თარჯიმანმა მონაწილეობა მიიღო ნ-----–------------თან ჩატარებულ ს/მოქმედებებში და ოქმში დაფიქსირების მიზნით, თარგმნა მის მიერ მიცემული ჩვენება.

 

2018 წლის 20 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ-----–------------ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ჰ------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ჰ------------ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენა. 2018 წლის 10 დეკემბერს ჰ------------ი იმყოფებოდა საქართველოში იმ სისხლის სამართლის საქმეზე გასარკვევი საკითხების ირგვლივ, რისთვისაც მოიხადა სასჯელი (მხარეებმა დაადასტურეს, რომ წინა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნამდვილად მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე). მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობდა სასტუმროში, რაც ფაქტობრივად დაადასტურა კიდეც დაზარალებულმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჰ----ს შეხვდა ქუჩაში. სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში და მიაჩნია, რომ რეალურად ჰ------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნ-----–------------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რაც გახდა შემდგომში დაზარალებულისთვის პოლიციაში მიმართვის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ნ-----–------------ი ჰ------------ის მხრიდან მასზე ძალადობის მიზეზად ასახელებს მასთან ერთად ცხოვრების სურვილს, რაც არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ჰ------------ი იმდენად იყო მასზე განაწყენებული, რომ აზერბაიჯანიდან დროებით ჩამოვიდა საქართველოში და დაინტერესებული იყო მის საქმეზე სავარაუდოდ დაშვებული ხარვეზების დადგენით. ჰ------------ი ნ-----–------------ის ნახვისა და მასთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ჩამოსვლისთანავე შეეცდებოდა მასთან კომუნიკაციას და სთხოვდა შერიგებას, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ პოლიციის ის თანამშრომლები,რომლებსაც შეხება ჰქონდათ დაზარალებულთან, თავიანთ ჩვენებეში უთითებენ, რომ ნ-----–------------ის განმარტებით მეუღლე ემუქრებოდა. წინააღმდეგობრივია დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები, რომლის მიხედვით მას დაზიანების კვალი არ

აღენიშნება, მაშინ როდესაც ხელების ძლიერ მოჭერით, შენჯღრევით და სახეში ხელის გარტყმით, მაღალია ალბათობა, რომ დაზიანების რაიმე ფორმა უნდა გამოვლენილიყო. სასამართლოს შეფასებით, იმის გამო, რომ ჰ------------მა ნ-----–------------ის მიმართ ძალადობისთვის მოიხადა სასჯელი და თავად ჰ------------ი არის ზედმეტად ემოციური პიროვნება, რაც გამოვლინდა კიდეც საქმის განხილვის დროს და მიუხედავად არაერთგზის შენიშვნისა, იგი დაზარალებულის დაკითხვისას ასევე გამოხატავდა მის მიმართ აგრესიას, მისი მხრიდან ნ-----–------------ის მიმართ დამოკიდებულება, ვინაიდან მოიხსენიებდა მას უწესო ქალად და უარყოფდა მასთან ოჯახურ ურთიერთობას, შემთხვევითმა შეხვედრამ და ჰ------------ის მხრიდან კვლავ აგრესიულმა მიმართვამ, დაზარალებული ჩააყენა საფრთხის ქვეშ და სიცოცხლის მოსპობის შემცველი სიტყვებით მიმართვის შედეგად, გაუჩინა მას მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში და აიძულა თავი დაეხსნა ჰ------------ისგან. შესაბამისად პოლიციის განყოფილებაში იგი გამოცხადდა სწორედ ამ საფრთხის თავიდან არიდების მიზნით და ამხილა იგი დანაშაულის ჩადენაში.

 

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ვინაიდან დანაშაულის ჩადენას ადგილი ჰქონდა ღია სივრცეში და დროის იმ მონაკვეთში დიდია მოლოდინი, რომ შემთხვევის ადგილზე სხვა ადამიანებიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, ბრალდების მხარეს ძალადობის ეპიზოდის დასადასტურებლად, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სხვა მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენია, ხოლო მხოლოდ დაზრალებულის ჩვენება, რომელიც ამ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწიებით არის მეტწილად მიკერძოებული და არადამაჯერებელი, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებთან ერთად, სასამართლოს შეფასებით არ ქმნის იმ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ძალადობის ეპიზოდში გამამტყუებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ჰ------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, კერძოდ, მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ჰ------------ის მიერ ნ-----–------------ას მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

რაც შეეხება ჰ------------ის მსჯავდებას 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით და აღნიშნული მსჯავრდების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ჰ------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას

 

ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ჰ------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

]

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და

 

უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი ჰ------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი ჰ------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ჰ------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ჰ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 700 (შვიდი ათას შვიდასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჰ------------ი სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (154 დღე) მთლიანად გათავისუფლდა მისი მოხდისაგან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ჰ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ჰ------------ს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, დადგენიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი