განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.06.2019
საქმის ნომერი
130310018002569825
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130310018002569825

საქმე №3ბ/2967-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

18 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ-----–ი ჩ------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები - თ------------–--------------------

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სააპელაციო საჩივარს არ დაეთანხმნენ და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ-----–ი ჩ------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ნ-----–ი ჩ------–ის სასარგებლოდ 600 (ექვსასი) ლარის გადახდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ნ-----–ი ჩ------–ი 1991 წლის 1-----------დან არის პირველი ჯგუფის ინვალიდი (უვადოდ), რ--------------–-----------------------------–-, შრომისუნარდაკარგული, საჭიროებს მომვლელს და დანიშნული აქვს პენსია.

 

ნ-----–ი ჩ------–ი 1984 წლის 2--------–-დან რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ. თ---–---, თ--------ე მ------–ის ქ. მ-------ი N-. იგი 2015 წლის 7------------დან რეგისტრირებულია მისამართზე: ხ-–----ი, დ---------ი, ი---------–ის ქ. N1-- მოსარჩელის განმ-----ებით, იგი 2007 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

 

ნ-----–ი ჩ------–ის ოჯახს 2006 წლის ა--------დან დაენიშნა სოციალური დახმარება - სარეიტინგო ქულა 2----. 2007 წელს ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 6----, 2008 წელს - 4----, 2012 წელს - 2----, 2014 წელს - 3----, 2015 წელს - 4----, 2016 წელს - 6---- (რაც გაბათილდა სააგენტოს მიერვე), 2017 წელს - 6----.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2------------ს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ-----–ი ჩ------–ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-–----ის რაიონული განყოფილების 2015 წლის 3---------ის ოქმი ნ-----–ი ჩ------–ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ და დაევალა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-–----ის რაიონულ განყოფილებას აუნაზღაუროს ნ-----–ი ჩ------–ს სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) 2015 წლის ო---------ის თვიდან მდგომარეობის შეცვლამდე - ხელახალი გადამოწმების შედეგებამდე, თვეში 50 ლარის ოდენობით. ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და 2017 წლის 2------------რს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

 

ნ-----–ი ჩ------–მა 2017 წლის 1--------ს მიმართა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2012-2016 წლების ერთჯერადი სოციალური დახმარების 1500 ლარის გაცემის თაობაზე. გამგეობამ 2017 წლის 2--------ს აცნობა, რომ 5 დღის ვადაში უნდა წარედგინა საინფორმაციო ბარათი მოცემულ წლებში რეგისტრაციის (საცხოვრებელი) ადგილის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება განუხილველად დარჩებოდა.

 

ნ-----–ი ჩ------–მა 2017 წლის 2------------რს მიმართა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2012-2016 წლების თანხის ჩარიცხვის თაობაზე. განცხადებას დაურთო ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 2------------რს გაცემული N3--------- სააღსრულებო ფურცელი. გამგეობამ 2017 წლის 2--------------ს აცნობა, რომ ვინაიდან მოვალე მხარეს წარმოადგენდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-–----ის რაიონული განყოფილება და არა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უნდა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-–----ის რაიონული განყოფილებისათვის ან სააღსრულებო ბიუროსათვის.

 

ნ-----–ი ჩ------–მა 2017 წლის 6----------ს მიმართა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას და განუმ-----ა, რომ მას სოციალური დახმარება უნდა მიეღო სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ხოლო ერთჯერადი დახმარება ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წელიწადში 300 ლარის ოდენობით, მათ შორის, 200 ლარის ოდენობის დახმარება, ხოლო 100 ლარი მედიკამენტების თანხა და ითხოვა 2012-2016 წლების თანხის - 1500 ლარის ჩარიცხვა ანგარიშზე. გამგეობამ 2017 წლის 8----------ს აცნობა, რომ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2------------ს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უნდა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-–----ის რაიონული განყოფილებისათვის და არა ხ-–----ის მუნიციპალიტეტისათვის.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განახორციელოს ღონისძიებები სოციალური დახმარების მიზნით. იმავე კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება.

 

ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი (2017 წლის 26 ივლისის ცვლილებების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქციით - გამგებელი). მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად, ხოლოს 50-ე მუხლის თანახმად, მერია (2017 წლის 26 ივლისის ცვლილებების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქციით - გამგეობა) არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.

 

ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას, ხოლო „ე.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ანალოგიურად არეგულირებდა ურთიერთობებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მოქმედი საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, კერძოდ, ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები, მე-19 მუხლი, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის პირველი პუნქტი.

 

ხ-–----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 დეკემბრის N179 განკარგულებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის“ დანართი N1-ის მე-2 გრაფის თანახმად, პროგრამის მიზანია ხ-–----ის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. განკარგულების N- დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ და/ან საჭიროებენ მომვლელს და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1------ს იღებენ დახმარებას 300 ლარის ოდენობით, საიდანაც 100 ლარი არის მედიკამენტების ღირებულება. ანალოგიურია გათვალისწინებული ხ-–----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის N152 განკარგულებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების 2016 წლის მუნიციპალური პროგრამით“.

 

სასამართლომ დაადგინა, ნ-----–ი ჩ------–ი 2015 წლიდან რეგისტრირებულია (ფაქტობრივად ცხოვრობს 2007 წლიდან) ხ-–----ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არასოდეს ყოფილა 1------ზე მაღალი. იგი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე), საჭიროებს მომვლელს. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2015-2016 წლების სოციალური პროგრამების მიხედვით, მას უფლება ჰქონდა მიეღო ერთჯერადი დახმარება 300-300 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება 2012-2014 წლებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ პერიოდში ნ-----–ი ჩ------–ი არ იყო სოციალური პროგრამების ბენეფიციარი. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „ხ-–----ის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-3 მუხლის მიხედვით, მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში უფინანსდებოდათ ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს და ონკოლოგიურ ავადმყოფებს, მე-5 მუხლის მიხედვით კი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლოებს და ასევე, იმ პირებს, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ნ-----–ი ჩ------–ის განმ-----ებით, ასეთ კატეგორიას იგი არ მიეკუთვნება. პროგრამის მე-8 მუხლის მიხედვით, (რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად), ანაზღაურებას ექვემდებარება რ----------–ი დაავადების მქონე პირის სტაციონარული მკურნალობის ღირებულების 50%, არაუმეტეს 800 ლარისა. ნ-----–ი ჩ------–ი კი არის რ----------–ი დაავადების მქონე, თუმცა მისივე განმ-----ებით, მას ამ პერიოდში სტაციონარული მკურნალობა არ გაუვლია. პროგრამის სხვა მუხლები ნ-----–ი ჩ------–ის მსგავსი ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის მქონე პირის მიმართ რაიმე გასაცემელს არ ითვალისწინებს.

 

ანალოგიურად აწესრიგებს მოცემულ ურთიერთობებს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2------------ს N53 დადგენილებით დამტკიცებული „ხ-–----ის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“, მათ შორის, წესის მე-3, მე-5 და მე-8 მუხლები.

 

ხ-–----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის N181 განკარგულებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების 2014 წლის მუნიციპალური პროგრამის“ დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ და/ან საჭიროებენ მომვლელს და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1------ს იღებენ დახმარებას 500 ლარის ოდენობით, საიდანაც 100 ლარი არის მედიკამენტების ღირებულება. მართალია ნ-----–ი ჩ------–ი ამ პირობებს აკმაყოფილებს, თუმცა დადგენილების დანართში აღნიშნულია, რომ პროგრამის მიზანია ხ-–----ის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ანუ მოცემული პროგრამა მოითხოვდა, რომ პირი არამ-----ო ფაქტობრივად უნდა ყოფილიყო ხ-–----ის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, არამედ - რეგისტრირებულიც. 2014 წელს ნ-----–ი ჩ------–ი არ იყო რეგისტრირებული ხ-–----ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შესაბამისად, იგი ვერ ჩაითვლება ამ პროგრამის ბენეფიციარად.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ პროგრამა მოქმედებდა მხოლოდ მოცემულ კალენდარულ წელს და ამიტომ ნ-----–ი ჩ------–ზე აღარ უნდა მოხდეს თანხის გაცემა. დადგენილია, რომ ნ-----–ი ჩ------–ი 2015-2016 წლების სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენდა. როდესაც მან მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წლის მ-----ში და მოითხოვა 2012-2016 წლების ერთჯერადი დახმარების გაცემა, გამგეობამ მისგან მოითხოვა მხოლოდ საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდებოდა მისი ხ-–----ის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებას განუხილველად დატოვებდა. ანუ გამგეობამ ჩათვალა, რომ ნ-----–ი ჩ------–ი აკმაყოფილებდა სხვა დანარჩენ პირობებს და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დადასტურების შემთხვევაში გასცემდა თანხას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ნ-----–ი ჩ------–ი არის 8--–-–ის, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, საჭიროებს მომვლელს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ და სოციალური კუთხით მოწყვლად ადამიანს, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობა მომეტებული ვალდებულება მაქსიმალურად უზრუნველყოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, კერძოდ, თვითონ გამოიკვლიოს გარემოებები, მოიპოვოს საჭირო მტკიცებულებები, არ გამოიყენოს კოდექსის 83-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულად (განმცხადებლის მიერ საკმარისი საბუთების წარუდგენლობისას განცხადების განუხილველად დატოვება მისი უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება) და არ დააკისროს დაინტერესებულ პირს იმაზე მეტი ტვირთი, რისი ფაქტობრივი შესრულების საშუალება მას აქვს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სარჩელზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ ნ-----–ი ჩ------–ი თავისი განცხადებებით ითხოვდა ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2------------ს გადაწყვეტილების აღსრულებას და ამიტომ განემ-----ა, რომ მას უნდა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ან სააღსრულებო ბუროსათვის. მართალია, ნ-----–ი ჩ------–ის 2017 წლის 25 ო---------ის განცხადება ამგვარად შეიძლება გაიგოს ადრესატმა, თუმცა მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა მოპასუხისათვის, ასევე, 2017 წლის მ-----ში და ითხოვდა ერთჯერად დახმარებას პროგრამის მიხედვით (რაც მოპასუხემაც ამგვარად გაიგო მისი 2017 წლის 2--------ის წერილიდან გამომდინარე), ასევე, 2017 წლის 6---------ის განცხადებაში ნ-----–ი ჩ------–ი განმ-----ავდა, რომ იგი ითხოვდა ერთჯერად დახმარებას მუნიციპალური პროგრამის მიხედვით წელიწადში 300-300 ლარის ოდენობით. ამ განცხადებიდან ერთმნიშვნელოვნად იკვეთებოდა, თუ რას შეეხებოდა მოთხოვნა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი განმცხადებელი კვლავ გადაამისამართა სოციალური მომსახურების სააგენტოში და სააღსრულებო ბუროში. არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მუნიციპალური დახმარება არ გაცემულა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამდენად, ნ-----–ი ჩ------–ს ჰქონდა უფლება 2015-2016 წლების მუნიციპალური პროგრამის მიხედვით 300 ლარის მოთხოვნაზე, დანარჩენ (2012-2014) წლებში იგი არ წარმოადგენდა სოციალური პროგრამის ბენეფიციარს. სარჩელი უნდა დაკმაყოფიოლდეს ორი წლის თანხის - 600 ლარის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ დაბა სურამში ფაქტობრივად ცხოვრობს 2007 წლიდან და ამ პერიოდიდან დღემდე არის საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აპელანტი მიიჩნევს, რომ უფლება ჰქონდა, ესარგებლა ყველა იმ შეღავათითა და სოციალური პროგრამით, რასაც ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებდა. რაც შეეხება ერთჯერად დახმარებას, იგი უნდა მიეღო ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამებიდან. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მერია უარს ეუბნებოდა კომპენსაციის მიცემაზე იმ მიზეზით, რომ მერიაში გაყალბებული იყო მისი პირადი საქმე, არ იყო ინვალიდობის მოწმობა. აპელანტის მოსაზრებით, მისი მოთხოვნა 2012–2014 წლებშიც არის კანონიერი და უნდა აუნაზღაურდეს სამი წლის ერთჯერადი დახმარება 300-300 ლარის ოდენობით, ჯამში - 900 ლარის ოდენობით. აპელანტი თვლის, რომ მოთხოვნის მოცემული ნაწილის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. შესაბამისად, აპელანტი ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება და არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ნ-----–ი ჩ------–ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრება. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე კომპენსაციას ითხოვდა 2012-2016 წლებისთვის, ხოლო სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ნაწილობრივ - 2015-2016 წლების ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ დაუკმაყოფილებელ - 2012-2014 წლების ნაწილში. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რამდენად ეკუთვნოდა მოსარჩელეს 2012, 2013 და 2014 წლებში ერთჯერადი დახმარება და მედიკამენტების ღირებულება.

 

2012 წელს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენ დოკუმენტებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას განსაზღვრავდა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „ხ-–----ის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“. მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 0 – 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლო პირები; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე). ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს ერთჯერადად დაუფინანსდებოდათ ექიმის დანიშნულებით მისაღები მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში. იმავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, სოციალური დახმარება ვრცელდებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ რ----------–ი დაავადებების (რეაქტიული ართრიტის მწვავე ფორმა; რევმატოიდული პოლიართრიტის ქრონიკული ფორმის გამწვავება; ჰემორაგიული ვასკულიტი; სისტემური წითელი მგლურა) მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-100 000 ქულის ფარგლებშია. მოცემული საფუძვლით პირის ბენეფიციარად მიჩნევის შემთხვევაში, ბენეფიციარს დახმარება გაეწეოდა ერთჯერადად, სტაციონარული მკურნალობის ღირებულების 50%-ით თანადაფინანსების სახით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.

 

ამდენად, მოსარჩელე 2012 წლისთვის სოციალური დახმარების მიღების წინაპირობებს არ აკმაყოფილებდა, რადგან კომპენსაცია გათვალისწინებული იყო მხოლოდ I და II ჯგუფის უსინათლო პირისთვის ან ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე პირისთვის, რომლებიც სოციალური დახმარების სახით იღებდნენ მედიკამენტების შესაძენად 100 ლარს. ნ-----–ი ჩ------–ი კი არ წარმოადგენდა მოცემული საფუძვლით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, არამედ 1991 წლის 1-----------დან არის პირველი ჯგუფის ინვალიდი (უვადოდ), როგორც რ--------------–-----------------------------–-, შრომისუნარდაკარგული. ამასთან, რ----------–ი დაავადებების მქონე ავადმყოფებზე ვრცელდებოდა სოციალური დახმარების მიღება იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იყო 70 000-100 000 ქულის ფარგლებში და ამასთან, სოციალური დახმარების სახით ანაზღაურდებოდა სტაციონალური მკურნალობის ღირებულების ნაწილი. დადგენილია, რომ 2012 წელს ნ-----–ი ჩ------–ის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 2---- ერთეულს. (ს.ფ. 44-46). ამასთან, მას ამ პერიოდში არ გასწევია სტაციონალური მკურნალობა. პროგრამის სხვა მუხლები კი ნ-----–ი ჩ------–ის მსგავსი ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის მქონე პირის მიმართ რაიმე გასაცემელს არ ითვალისწინებს. ამდენად, ნ-----–ი ჩ------–ი 2012 წლისთვის არ წარმოადგენდა სოციალური დახმარებით მოსარგებლე პირს.

 

2013 წელს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენ დოკუმენტებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას განსაზღვრავდა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2------------ს N53 დადგენილებით დამტკიცებული „ხ-–----ის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი.“ მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იყო 2012 წლის პროგრამის იმავე მუხლებით დადგენილი ნორმები. შესაბამისად, მოცემული პერიოდისთვის ნ-----–ი ჩ------–ი ასევე არ აკმაყოფილებდა სოციალური დახმარების მიღებისთვის აუცილებელ პირობებს, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არის პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საფუძვლით, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტით ვერ მიიღებდა დახმარებას, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი სარეიტინგო ქულა. ამდენად, ნ-----–ი ჩ------–ი არ იყო 2013 წლის სოციალური პროგრამის ბენეფიციარი.

 

რაც შეეხება 2014 წელს, ხ-–----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის N181 განკარგულებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების 2014 წლის მუნიციპალური პროგრამის“ დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ და/ან საჭიროებენ მომვლელს და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1------ს იღებენ დახმარებას 500 ლარის ოდენობით, საიდანაც 100 ლარი არის მედიკამენტების ღირებულება. დადგენილების დანართში აღნიშნულია, რომ პროგრამის მიზანია ხ-–----ის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამრიგად, მოცემული პროგრამის მოსარგებლეობისთვის აუცილებელი იყო კუმულატიურად რამდენიმე პირობის არსებობა, მათ შორის, უნდა ყოფილიყო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც საჭიროებს მომვლელის დახმარებას, შესაბამისი სარეიტინგო ქულის ქონა და რეგისტრაციის ადგილი. სადავო არ არის, რომ მოსარჩელე შესაძლებელია მიჩნეულიყო ისეთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, რომელიც საჭიროებს მომვლელის დახმარებას. ასევე, მისი სარეიტინგო ქულა - 3---- ერთეული საკმარისი იყო დახმარების მისაღებად. (ს.ფ. 25-27). თუმცაღა, სოციალური დახმარების მიღებისთვის დამატებით აუცილებელი იყო, რომ ნ-----–ი ჩ------–ი ყოფილიყო არა მხოლოდ ხ-–----ის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები, არამედ რეგისტრირებული პირი. 2014 წელს კი ნ-----–ი ჩ------–ი არ იყო რეგისტრირებული ხ-–----ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დარეგისტრირდა აქ მხოლოდ 2015 წლის 7------------ს (ს.ფ. 22). შესაბამისად, იგი ვერ ჩაითვლება ამ პროგრამის ბენეფიციარად.

 

სააპელაციო პალატა დამატებით განმ-----ავს, რომ მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დაცვით. სააპელაციო სასამართლო სარჩელის ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, რომლის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს 2012-2014 წლებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარების ანაზღაურებას, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს მოცემული პერიოდის კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით მიმართა მხოლოდ 2017 წელს, ე.ი. ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით, რაც ასევე ქმნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ-----–ი ჩ------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თ---–---, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თ---–---, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე მანანა ჩოხელი