განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
160100119002892354
ინსტანცია
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002892354

საქმე №1ბ/959-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ს--–---------–---–ის,მსჯავრდებულ: ი-–--------------ის,ადვოკატ: ს-----------–----–--ის,თარჯიმან: ა---------–--------ის

 

მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–--------------ის მიმართ დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ბ---–-------------–------------, ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–-------–-------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენით ი-–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი-–--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 9 მარტიდან 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით 3 (სამი) დღე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 285 (ორას ოთხოცდახუთი) საათის ხანგრძლივობით.

 

ი-–--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ-----------––-------–----------------–-----------–-------------------ში მდებარე გ-------------–----სა და ი-–--------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი-–--------------მა მუშტის მარცხენა თვალის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის გ-------------–----ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ი-–--------------ის მიერ გ-------------–----ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილები ფ----- და მ----------------ები.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და ი-–--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებისთვის, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილი არაა სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი-–--------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ი-–--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ გ-------------–----ს გამოკითხვის ოქმებით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ვითარების აღდგენის ოქმით და ფოტოსურათებით, ასევე ბრალდებულ ი-–--------------ის ჩვენებით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს, პასუხისმგებლობის დამამძმებელი გარემოება არ გააჩნია, ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულთან დღეისათვის შერიგებულია, ყავთ არასრულწლოვანი შვილები, მსჯავრდებული არის ოჯახში ერთად ერთი მარჩენალი და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ი-–--------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ი-–--------------ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-–--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი-–--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 9 მარტიდან 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით 3 (სამი) დღე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 285 (ორას ოთხოცდახუთი) საათის ხანგრძლივობით".

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ ი-–--------------ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განუსაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ ი-–--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი