განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210017001979477
საქმე № 2ბ/2574-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - ჩ----- გ-----ა, ტ------– გ-----ი (მოსარჩელე)
წარმომადგენლები - ა-- ნ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - დ------- რ------–---–ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა-–---------- ც-–---ე
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტის დადგენა, მოპასუხის თანხმობის გარეშე საკითხზე მსჯელობის უფლების დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელე დ------- რ------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ჩ----- გ-----ას (ტ------– გ-----ი მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნია გარეშე) მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა აღკვეთილ იქნეს მისამართზე ქ. თბილისი, თ-------------–--ა, X------, მ-------------–ი, 5-------------ი, ბ--------ის თანამოსარგებლე ჩ----- გ-----ას მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას მიეცეს უფლება, ჩ----- გ-----ას თანხმობის გარეშე იმსჯელოს ზემოაღნიშნულ მისამრთზე არსებული ქონების დ------- რ------–---–ისა და ჩ----- გ-----ას სასარგებლოდ პრივატიზაციის შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო განმარტა, რომ მოსარჩელეს სადავო ბინაზე არანაირი უფლება არა აქვს. ბინის ორდერში მითითებულნი არიან მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები და არა - მოსარჩელე. მოპასუხის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არა აქვს იურიდიული ინტერესი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ და სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე. ხოლო მესამე პირმა ტ------– გ-----მა განმარტა, რომ ტ------– გ-----ი არის ჩ----- გ-----ას შვილი და ცხოვრობს სადავო ბინაში. მესამე პირის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი არა აქვს სარჩელის მიმართ და სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, რადგან მოსარჩელე მართალია არის ორდერში მითითებული გ------ გ-----ის მემკვიდრე, თუმცა, ამას საქმისთვის მნიშვნელობა არა აქვს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და აღკვეთილ იქნა მისამართზე ქ. თბილისი, თ-------------–--ა, X------, მ-------------–ი, 5-------------ი, ბ--------ის თანამოსარგებლე ჩ----- გ-----ას მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას მიეცეს უფლება, ჩ----- გ-----ას თანხმობის გარეშე იმსჯელოს ზემოაღნიშნულ მისამრთზე არსებული ქონების დ------- რ------–---–ისა და ჩ----- გ-----ას სასარგებლოდ პრივატიზაციის შესახებ. ჩ----- გ-----ას დ------- რ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა დ------- რ------–---–ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩ----- გ-----ამ და ტ------– გ-----მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო საჩვარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:
წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებას და მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აპელანტი უთითებს, ,,კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისაათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის 189-ე დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ინტერპრეტირებული თავად გამგეობების მიერ და დღეს დადგენილი პრაქტიკით აღარ არის საჭირო ყველა თანამოსარგებლის თანხმობა, რათა გამგეობამ იმსჯელოს ფართის პრივატიზებასთან დაკავშირებით. პრივატიზაციის მსურველ მხარეს შეუძლია მიმართოს გამგეობას, და მხოლოდ მის ნაწილში იმსჯელებს გამგეობა ბინის პრივატიზაციასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჩ----- გ-----ასა და ტ------– გ-----ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთა და მოპასუხის თანხმობის გარეშე პრივატიზაციის მიცემის უფლების მოთხოვნა, სსკ-ის 115-ე (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას), "კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის 189-ე დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი(თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე) მუხლებიდან გამომდინარეობს.
7. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა). საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირვებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
ამდენად, მითითებული დადგენილების საფუძველზე, უდავოდ გამოხატულია სახელმწიფოს ნება, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადასცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროისათვის ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. სახელმწიფომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით იყო ჩასახლებული ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩათვლილიყო ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდებოდა ბინის პრივატიზაცია, ვინაიდან პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს და ოჯახის წევრს. თუ ამ უკანასკნელებს კანონით დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ამ ფართზე უფლებადაკარგულად იქნებოდა ცნობილი ან პრივატიზაციის პერიოდისათვის ამოწერილ იქნებოდა სადავო ბინიდან.
8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეეები წარმოადგენენ პრივატიზაციის დროისათვის, სადავო საცხოვრებელ ბინაში რეგისტრირებულ პირებს და სადავო ფართზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვთ ნორმატიული აქტის საფუძველზე. საქმეში წაარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ------- მ-----ეს ძე გ-----ზე 1972 წლის 31 მაისს გაცემული ორდერით, თ------- გ-----ის ოჯახის წევრები, რომელიც თ------- გ-----თან ერთად ცხოვრებდნენ მისამართზე ქ. თბილისი, თ-------------–--ა, X------, მ-------------–ი, 5-------------ი, ბ-------, ორდერის გაცემის მომენტისთვის იყვნენ თ------- გ-----ის მეუღლე, ს------ გ-----ა, და მათი შვილები - გ------, ნ------- და ც----- გ-----ები (ს.ფ. 138-139). ხოლო, ქორწინების მოწმობით, გარდაცვალების მოწმობითა და სამკვიდრო მოწმობით დადგენილია და აღნიშნული გარემოებას მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ დ------- რ------–---–ი, თავის სამ შვილთან ერთად, არის სადავო ბინის ორდერში მითითებული გ------ გ-----ის მეუღლე და პირველი რიგის მემკვიდრე (ს.ფ. 141, 157, 160).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგებლის 2015 წლის 10 დეკემბრის N01-6-868 ბრანებით დადგენილია, რომ მისამართზე ქ. თბილისი, თ-------------–--ა, X------, მ-------------–ი, 5-------------ი, ბ--------ში მდებარე ბინის საპრივატიზაციო ფართის კანონიერ მოსარგებლედ საბინაო ბარათში მითითებულია 18 პიროვნება, თუმცა, აქედან 11 პიროვნება სხვადასხვა დროს ამოწერილია საპრივატიზაციო ფართიდან. დარჩენილ (ჩაწერილ) კანონიერ მოსარგებლეებს შორის არიან ნ------- გ-----ის მეუღლე, ჩ----- გ-----ა, (ჩაწერის თარიღი 1985 წელი) და გ------ გ-----ის მეუღლე, დ------- რ------–---–ი (ჩაწერის თარიღი 1990 წელი) (იხ. ს.ფ. 20).
საკუთრების უფლება განსაკუთრებული უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრების უფლების გამოყენებას არ ახლავს შეზღუდვები. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კრძალავს უფლების ბოროტად გამოყენებას. ეს აზრი კიდევ უფრო მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლში. საკუთრების უფლების დაცვა არ შეიძლება გადაიზარდოს უფლების ბოროტად გამოყენებაში. მოსარჩელის მოთხოვნა კი სწორედ უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს, რადგან აღნიშნულის შედეგად, მოსარჩელე ვერ ახდენს თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზებას - მას ხელი ეშლება როგორც მემკვიდრეობის უფლების, ასევე საკუთრების უფლების რეალიზებაში. აღნიშნულის გათვალიწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს სამოქალაქო უფლების ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგებლის N01-6-868 ბრანებით, რომ სადავო საპრივატიზაციო ფართის ერთ-ერთი კანონიერი მოსარგებლის, ჩ----- გ-----ას, ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის გარეშე, გამგეობა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს საპრივატიზაციო ფართის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 22).
"კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის 189-ე დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. უდავოა, რომ მხარეები საპრივცატიზაციო სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლეებად მიჩნეული პირები არიან და ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფელბამოსილი, იმსჯელოს სადავო საპრივატიზაციო ფართის მხარეებისთვის საკუთრებაში გადაცემაზე, თუ საამისოდ არ დადასტურდება ორივე კანონიერი მოსარგებლის შესაბამისი ნების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის თანხმობის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვერ იმსჯელებს სადავო საპრივატიზაციო ფართის მხარეებისათვის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრების უფლების რეალიზებაში.
9. სამოქალაქო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებაზე და ხელშეშლაზე მიუთითებს, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც სარჩელში მითითებულ გარემოებებს გააქარწყლებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ჩ----- გ-----ასა და ტ------– გ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მან ვერ გასწია.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით და
დაადგინა
1. ჩ----- გ-----ასა და ტ------– გ-----ი (მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი