განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002628520
საქმე №1ბ/1208-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: დ------–----–---–--
ადვოკატის: ი--------------–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ---------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ნ---------------- მიმართ, დაბადებული 1-----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------–------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (რვა ეპიზოდი);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით, ნ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ’ პუნქტებით (8 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (მ--------------–---–-- ეპიზოდი) -(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოსსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (-----–----------–-------- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ს---------------- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ი--------------- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ლ--–--------–---–-- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ზ------------–---–-- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული (ლ--–---–----------- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (გ--------------–-–---–-- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ნ---------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 ივნისიდან.
ნ---------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2006 წელს ნ---------------მ სხვა პირებთან ერთად დააფუძნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „------------- რომლის თავმჯდომარე იყო თვითონ. ამხანაგობის დებულებიდან გამომდინარე ნ--------------- კისრულობდა ქ.თბილისში ფ----------------ში აეშენებინა თორმეტსართულიანი კორპუსი, რომლის ექსპლუატაციაში მიღებას, შემდგომში ფართების განშლასა და საჯარო რეესტრში ბინების რეგისტრაციას ამხანაგობის წევრებზე კისრულობდა თავად, ხოლო ამხანაგობის წევრები ვალდებულნი იყვნენ მათ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად გაწერილი გრაფიკით შეეტანათ ფულადი თანხა, რომლის ოდენობაც განსაზღვრული იყო მათ მიერ შესასყიდი საცხოვრებელი ფართების ოდენობაზე. ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, ნ---------------- მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება ყველა სახის იურიდიული მოქმედება ჩაეტარებინა ერთპიროვნულად, ამხანაგობის სახელით.
2008 წლის მარტის თვეში მ--------------–---–-- წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,---------------ის თავმჯდომარე ნ----------------გან 52000 აშშ დოლარად შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 100 კვადრატული მეტრი, საიდენტიფიკაციო კოდით N------------------------------ ხელშეკრულების მიხედვით ბინა მდებარეობდა კორპუსის მესამე სადარბაზოს, მესამე სართულზე. მ--------------–---–-- იმავე დღეს ნ---------------- მითითებით ,-----------’ ბანკის წ--------–-------------- არსებულ ფილიალში, ნ---------------- ვაჟის მ-------------- ანგარიშზე შეიტანა თანხა 15 000 აშშ დოლარის ოდენობით. დანარჩენი თანხა 24 500 აშშ დოლარი გადასცა პირადად, რაზეც ნ----------------- გამოწერა სალაროს შემოსავლების ორდერი და დაამოწმა თავისივე ხელმოწერით და ამხანაგობის ბეჭდით. მ----------------–---–-- კორპუსის შენების შემდგომ რამდენჯერმე სთხოვა ნ---------------- დაერეგისტრირებინა მის სახელზე ფართი საჯარო რეესტრში, მაგრამ ნ--------------- ატყუებდა, ვინაიდან კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული, ფართს ვერ დაარეგისტრირებდა. 2016 წლის 6 აპრილს ნ---------------მ ისარგებლა რა მ--------------–---–-- ნდობითა და იმ გარემოებით, რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა დარეგისტრირებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, განიზრახა მ--------------–---–-- ფართის მართლსაწინააღმდეგო გზით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ნ----------------- აღნიშნული ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა კორპუსის მშენებლობის ზედამხედველს ბ--------------------- რომელმაც იმავე დღეს ბინა დატვირთა იპოთეკით ხ---------------–---–-- სასარგებლოდ 15 000 აშშ დოლარად, მიღებული თანხა კი გადასცა ნ----------------. 09.03.2017 წელს თბილისის იუსტიციის სახლში ბინა დარეგისტრირდა ა--------------- სახელზე, რომელმაც, თავის მხრივ, სადაო ფართი გადააფორმა გ--------------–-–---–---. ვინაიდან ნ---------------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები, მ--------------–---–-- საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით. ნ---------------- დანაშაულებრივი ქმედებით მ--------------–---–- მიადგა 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.
- 2007 წლის 9 აგვისტოს უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, ა----–----------–-------- ინდ.მენაშენეთა ამხანაგობა ,---------------ის თავმჯდომარე ნ----------------გან შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 75 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდით N----------------------------- აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუს ნ--------------------- ქ. თბილისში, კ----------------------ში. 2016 წლის ზაფხულის პერიოდში ნ---------------მ ისარგებლა რა იმ გარემოებით, რომ ა----–----------–-------- არ ჰქონდა დარეგისტრირებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, განიზრახა მისი ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მოატყუა მას, რომ ვინაიდან კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული, ფართს ვერ დაარეგისტრირებდა, თუმცა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ნ---------------მ ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილს - მ--------------, რომელმაც იმავე დღეს ბინა დატვირთა იპოთეკით გ--–--------–---–-------------------------- სასარგებლოდ 16 000 აშშ დოლარად. ვინაიდან, ნ---------------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები, ა----–----------–-------- საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აუქციონზე გატანის მიზნით, რითაც ა----–----------–-------- მიადგა 82 000 (ოთხმოცდაორი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
- 2012 წლის 14 თებერვალს, ს---------------- წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,----------------ის თავმჯდომარე ნ-------------------- 40 000 აშშ დოლარად შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 80 კვადრატული მეტრი, (ს/კ N------------------------------ ხელშეკრულების მიხედვით, ბინა მდებარეობდა კორპუსის მესამე სადარბაზოს, მეათე სართულზე. ნ---------------მ ისარგებლა რა იმ გარემოებით, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, 2016 წლის 5 სექტემბერს განიზრახა ს---------------- ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ატყუებდა მას, რომ ვინაიდან კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული, ფართს ვერ დაარეგისტრირებდა, თუმცა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ნ---------------მ ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილიშვილის - გ----------------- რომელმაც იმავე დღეს ბინა დატვირთა იპოთეკით გ--------------–-–---–------------------------------- სასარგებლოდ 16 000 აშშ დოლარად. ვინაიდან ნ---------------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები, ს---------------- საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით, რითაც ს----------------- მიადგა 119 000 (ას ცხრამეტი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
2009 წლის 24 თებერვალს ფ-------–-----------ს და ამხანაგობა ,---------------ის თავმჯდომარე ნ---------------- შორის გაფორმებული იქნა უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ნ--------------- იღებდა ვალდებულებას ფ-------–------------------- როგორც მიწის მესაკუთრისათვის, მის მიერ აშენებული კორპუსის პირველ სადარბაზოში მ-------------–--------------ში განთავსებული 80 კვ. მეტრის საცხოვრებელი ფართის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემას, საკადასტრო კოდით N--------------------------- 2016 წლის 6 იანვარს ნ---------------მ ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, განიზრახა ფ-------–------------ ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ნ---------------მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფ-------–------------ათვის ხელშეკრულებით გადაცემული საცხოვრებელი ბინა გადააფორმა მისი შვილიშვილის გ---------------- სახელზე, რის შემდგომაც იმავე დღეს კერძო იპოთეკარებთან ნ-----------–---–-------------------------------- გააფორმა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება და ფ--------------ში არსებული მშენებარე კორპუსის პირველ სადარბაზოში, მ-------------–------------ში დატვირთა იპოთეკით, რის სანაცვლოდაც გ---------------- გადაუხადეს 18 000 აშშ დოლარი. 2017 წლის აგვისტოს თვეში ფ-------–------------------ ცნობილი გახდა, რომ მისი ბინა იყო იპოთეკით დატვირთული, ხოლო კერძო იპოთეკარები ახდენდნენ ხსენებული ბინის აუქციონის წესით გაყიდვას, რადგან გ--------------- ვერ ასრულებდა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. 2017 წლის აგვისტოს ფ-------–----------- გარდაიცვალა. მისმა ძმისშვილმა, ი--------------- აღნიშნული ბინის გადაფორმების შემდეგ დააგირავა იგი კერძო პირზე 20 000 აშშ დოლარად და კერძო იპოთეკარებს ნ-----------–---–------------------------- გადაუხადა 18 000 აშშ დოლარი, რომლებმაც, თავის მხრივ, გააუქმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც ი--------------- მიადგა 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
- 2008 წლის 1 მაისს, ქ. თ---–--–------------------------ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ამხანაგობის თავმჯდომარე ნ----------------თან ლ--–--------–---–-- სანოტარო წესით გააფორმა სამი ხელშეკრულება, უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, კერძოდ: 1) N------ სანოტარო აქტის საფუძველზე, ამხანაგობას გადასცა თავისი საცხოვრებელი ფართი, რის სანაცვლოდაც ხელშეკრულების საფუძველზე, ასაშენებელი სახლის მ-------------------------- სართულზე უნდა მიეღო 180 კვ.მ საერთო ფართის გარემონტებული ბინა -1) საკადასტრო კოდით 0----------------------------------------------------------------------------------------------- ასევე, თბილისში, ფ-------------------- საკადასტრო კოდით 0-------------------------. 2015 წლის 19 აგვისტოს ნ---------------მ ისარგებლა რა იმ გარემოებით, რომ ლ--–--------–---–- არ ჰქონდა დარეგისტრირებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, განიზრახა ლ--–---------–---–-- ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ნ---------------მ ფართი 186 კვ.მ. ოდენობით 2015 წლის 19 აგვისტოს საკუთარ თავთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე საკუთრების უფლებით, რომელიც შემდგომ გაყიდა დ-------------–---–---- ამ უკანასკნელმა აღნიშნული ფართი დააიპოთეკა ლ--------–---–-–---–-- სასარგებლოდ 18 000 აშშ დოლარად. ვინაიდან ნ---------------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები ლ--–--------–---–-- საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აუქციონზე გატანის მიზნით, რითაც ლ--–----------–---–- მიადგა 303 000 (სამას სამიათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
- 2011 წლის 12 იანვარს ამხანაგობა ,---------------ის თავმჯდომარე ნ----------------ა და ზ------------–---–- შორის გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც ზ--------------–---–-- 30 000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა მდებარე ქ. თ---–--–----------------------------ში არსებულ მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულზე განთავსებული 75 კვ.მ შავი კარკასის მდგომარეობაში. საკადასტრო კოდით 0-------------------------- 2016 წელს ამხანაგობა ,---------------ის თავმჯდომარემ ნ---------------მ ზ------------–---–--ათვის მიყიდული ბინა დატვირთა იპოთეკით კერძო იპოთეკარ ლ------–---–-–---–----- რის სანაცვლოდაც მიიღო 18 000 აშშ დოლარი, რის შემდგომაც ნ---------------მ არ შეასრულა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2018 წლის 9 იანვარს აღნიშნული ბინა გაყიდა თ---------–-------- 32 000 აშშ დოლარად, საიდანაც 21 000 დოლარი თ----------–------ გადაუხადა კერძო იპოთეკარ ლ-------–---–-–---–-- ხოლო 11 000 აშშ დოლარი გადაუხადა ნ----------------. აღნიშნული ქმედებით ზ------------–---–- მიადგა 116 000 (ას თექვსმეტი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
- 2013 წლის 4 ივლისს ლ--–---–----------- წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდ.მენაშენეთა ამხანაგობა ,---------------ის თავმჯომარე ნ----------------გან 35 000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა მდებარე ქ. თ---–------------------------–-------------------------------------–------------ საკადასტრო კოდით 0-------------------------- 2016 წლის 13 სექტემბერს ნ---------------მ ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ ლ--–---–----------- არ ჰქონდა დარეგისტრირებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში განიზრახა ლ--–---–----------- ფართის მოტყუების გზით დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ნ---------------მ ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავის შვილიშვილს გ----------------- რომელმაც ნ---------------- მოთხოვნით 2016 წლის 15 სექტემბერს ბინა დატვირთა იპოთეკით ბ--–---------–-–---–-- სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარად. ამ დროს კი ლ--–----–----------- ატყუებდა, რომ ვინაიდან კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული, ფართს ვერ დაარეგისტრირებდა მის სახელზე. ვინაიდან ნ---------------მ არ გაისტუმრა კერძო იპოთეკარები, ლ--–---–----------- საცხოვრებელი ფართი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით. აღნიშნული ქმედებით ლ--–---–----------- მიადგა 127 000 (ასოცდაშვიდი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
-----------------–-–---–-- ინდმენაშენეთა ამხანაგობა ,---------------ის თავმჯდომარე ნ----------------გან შეიძინა მშენებარე ბინა, რომლის ფართიც აშენების შემდეგ უნდა ყოფილიყო 105 კვადრატული მეტრი (საკადასტრო კოდით 0-------------------------), თუმცა მხარეთა შორის წერილობით ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ არ გაფორმებულა. გ--------------–-–---–-- 2009 წლის 17 აგვისტოს ნ---------------- გადასცა თანხა 7000 აშშ დოლარის ოდენობით და შეთანხმებისამებრ წლების განმავლობაში უხდიდა თანხებს. საბოლოოდ, ნ----------------თვის გადაცემული თანხის ოდენობამ შეადგინა 38 000 აშშ დოლარი. ნ---------------მ ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ გ--------------–-–---–---- არ აკავშირებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და არც უძრავი ქონება იყო დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში მის სახელზე, მოატყუა გ--------------–-–---–-, რომ ბინას გადაუფორმებდა მას შემდეგ, რაც დასრულდებოდა იმ სართულის მშენებლობა, რომელზედაც განთავსებული იქნებოდა მისი კუთვნილი ბინა. თუმცა, მოგვიანებით, გ---------------–-–---–-- კუთვნილი ფართი გადააფორმა კორპუსის მშენებლობის ზედამხედველ ბ--------------------- სახელზე და დატვირთა იპოთეკით, რის საფუძველზეც მიიღო სესხი 16 000 აშშ დოლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით იპოთეკარის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გ--------------–-–---–-- კუთვნილ ბინაზე მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება ქონების რეალიზაციის მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ---------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა მიუთითა, თუ სასამართლო არ გაიზიარებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მომხდარიყო დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება ან ჯარიმის დანიშვნა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ნ---------------- არ ჰქონია განზრახვა მიესაკუთრებინა დაზარალებულთა კუთვნილი ბინები და მის მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართული იყო მხოლოდ ამხანაგობის ინტერესების საკეთილდღეოდ, რის გამოც დატვირთა ამხანაგობის კუთვნილი ბინები და რისი უფლებაც მას ჰქონდა.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და არსებითად სცდება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აპელანტი მსჯავრდებულ ნ---------------- უდანაშაულობას ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ მას გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა სხვა საამშენებლო ობიექტზე, კერძოდ, ამხანაგობა „------------------თან მიმართებაში, რის გამოც იძულებული გახდა ამხანაგობა „---------------ის კუთვნილი ზოგიერთი ბინა იპოთეკით დაეტვირთა.
პალატა მიიჩნევს, რომ „------------------ში შექმნილ ფინანსურ პრობლემებს არსებითად არანაირი კავშირი არ აქვს ნ---------------- წარდგენილ ბრალდებასთან, ვინაიდან მას, როგორც ამხანაგობა „---------------ის თავჯდომარეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, არ მისცა დაზარალებულებს საშუალება კუთვნილი საცხოვრებელი ფართების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების საშუალება, ატყუებდა დაზარალებულებს, რომ კორპუსი არ იყო ექსპლუატაციაში შესული და ამიტომ საჯარო რეესტრში ფართს ვერ დაირეგისტრირებდნენ ან უარს ეუბნებოდა იმ საფუძვლით, რომ თანხა არ ჰქონდათ სრულად დაფარული. ამავე დროს, მსჯავრდებული თავად ახდენდა დაზარალებულების კუთვნილი ფართების საჯარო რეესტრში საკუთარი ან მისი შვილების სახელზე დარეგისტრირებას, უკვე თავიანთ სახელზე აღრიცხული ფართების (რეალურად სხვისი ფართების) კერძო იპოთეკარებთან იპოთეკით დატვირთვას და სესხის სახით აღებული თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას, ნ---------------- ამგვარი ქმედებების შედეგად დაზარალებულების საცხოვრებელი ფართები გადაეცა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გატანის მიზნით.
სააპელაციო სასამართლოში პალატამ, აპელანტისგან ვერ მოისმინა პასუხი იმაზე, თუ ნ--------------- რატომ არ არეგისტრირებდა გაფორმებულ ხელშეკრულებებს საჯარო რეესტრში ან იმავე საფუძვლის არსებობის პირობებში, რა საფუძვლითაც ეუბნებოდა ფართის მეპატრონეებს უარს საჯარო რეესტრში ბინების რეგისტრაციაზე, როგორ ხდებოდა ამ ფართების აღრიცხვა მისი ნათესავების სახელზე.
გარდა აღნიშნულისა, აპელანტმა ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი მტკიცებულება და ვერ დაასახელა რაიმე ახალი ხელშესახები გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაზარალებულთა ჩვენებებს, რომელიც სრულყოფილად არის მოყვანილი პირველი ინსტანციის განაჩენში და პალატა ხელმეორედ მათ დამატებით არა შეეხება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულების: მ--------------–---–--, ა----–----------–--------, ს----------------, ი----------------- ლ--–---------–---–--, ზ------------–---–--, ლ--–---–----------- და გ--------------–-–---–-- ჩვენებებით, ასევე წერილობითი მტტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართით დასტურდება, რომ ნ---------------მ ჩაიდაინა ბრალად შერაცხული ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან და მით უმეტეს, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასჯელის დანიშვნის დროს მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს მსჯავრდებულის მიერ ქმედებაში გამოვლენილ აშკარა მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, დანაშაულის მოტივზე, მიზანზე და განსაკუთრებით დამდგარ შედეგზე, რომელიც დღეის მდგომარეობითაც აღმოფხვრილი არ არის.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ---------------- ქმედებას, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალურ ზღვართან მიახლოვებული სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ნ---------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ნ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ’ პუნქტებით (8 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (მ--------------–---–-- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
-საქართველოსსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (-----–----------–-------- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
-საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ს---------------- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
-საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ი--------------- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
-საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ლ--–--------–---–-- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
-საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ზ------------–---–-- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
-საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ლ--–---–----------- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
-საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (გ--------------–-–---–-- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
-საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ნ----------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 ივნისიდან.
5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს, გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს.
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი