განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010142219700085592-1აგ/83-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
07 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორები: გ---------------–---–----------------–---–-
დაცვის მხარე:
სასჯელმოხდილი: რ-----------–-----------ე, დაბადების თარიღი 1----–-–----- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ.-----–-----------–---–---------------–------------------ (ამჟამად გარდაცვლილია);
სასჯელმოხდილი: გ-----------------------–--–---–ი, დაბადების თარიღი 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ------–-----------------------------------
ადვოკატი: გ---–-----------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განაჩენით:
გ---------–--–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
რომ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
2019 წლის 13 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ა------------–---–--- რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ზ1 ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის N1/1040-12 განაჩენის გადასინჯვა.
შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2015 წლის 27 ივლისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №074270715801 საქმეზე, ცალკეული საჯარო მოხელეების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
შუამდგომლობაში ბრალდების მხარე უთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რ-------------- (ამჟამად გარდაცვლილი) და გ---------–--–---–-ს უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტი არ იყო ცნობილი გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს. აღნიშნული უფლებების დარღვევის ფაქტი დადგენილი იქნა მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით, რაც ამტკიცებს რ------------- (ამჟამად გარდაცვლილი) და გ---------–--–---–-ს უდანაშაულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ზ1 ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
შუამდგომლობის, დადგენილების და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
პალატის მიერ შესწავლილი იქნა ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რა დროსაც გამოიკვეთა გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამოტანის დროს, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი რ-------------- (ამჟამად გარდაცვლილი) და გ---------–--–---–-ს მიმართ.
პალატა პირველ რიგში მიუთითებს ბრალდების მხარის პოზიციაზე, რომლითაც რ------------- (ამჟამად გარდაცვლილი) და გ---------–--–---–- უდანაშაულოა იმ ბრალდებებში, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განაჩენით დაედოთ მსჯავრი. ბრალდების მხარემ, ხსენებული პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე.
შუამდგომლობის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოში დაკითხულმა ვ----–-------- განმარტა, რომ იგი არის აწ გარდაცვლილი რ------------- შვილი, ხოლო რაც შეეხება გ---------–--–---–ს მასთან რაიმე ნათესაური კავშირი არ გააჩნია. რ------------- დაქვემდებარებაში იყო 50 კვადრატული მიწის ნაკვეთი, რომელსაც იყენებდა პირადი მოხმარებისათვის, შემდეგ დროთა განმავლობაში იქვე ახლოს ნაგავსაყრელი იყო, რომელიც გაასუფთავა სულ გამოვიდა დაახლოებით 70 კვადრატული. რომ---------მ 1993-1994 წლებში გააფორმა იჯარის ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზასთან, რათა წყალი და კანალიზაცია მოეხმარა. ამის შემდეგ რომ---------მ 2004 წელს სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რათა დაემტკიცებინათ საკუთრებაში მიწის ნაკვეთი, სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი აღიარებული იქნა მესაკუთრედ. აღნიშნულის შემდეგ რომ--------- პროკურატურაში იქნა დაბარებული, სადაც განუმარტეს რომ უნდა მიეტოვებინა აღნიშნული ტერიტორია, ვინაიდან მიწის ნაკვეთი რკინიგზის საკუთრება იყო, თუმცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი რკინიგზის საკუთრება არასოდეს ყოფილა. თავადაც დაიბარეს პროკურატურაში, უთხრეს რომ მიწის ნაკვეთი რკინიგზას ეკუთვნოდა და არასწორად ჰქონდათ საკუთრებაში რეგისტრირებული. 2012 წელს დაიბარეს რომ--------- და უთხრეს რომ საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო, ხოლო თუ არ დათმობდა მიწის ნაკვეთს თანხაც გაიზრდებოდა, დაჭერითაც ემუქრებოდნენ, საბოლოოდ რომ--------- დათანხმდა პროკურატურას გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება.
მოწმე ნ----------–--–---–----ასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რ------------- შესახებ არაფერი არ იცის. იცნობს გ---------–--–---–ს რომელსაც ჰქონდა მიწა საკუთრებაში, მის საკუთრებაში იყო ე.წ. ,,პროფილაქტიკაც’’ და მუშაობდა მასთან ხელოსნად. მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებულ ,,პროფილაქტიკას’’ ფლობდა გია და ბაღიც ჰქონდა უკან. იგი დაკითხეს პროკურატურაში, ხელიც მოაწერინეს, როგორც ახსოვს ასევე იმყოფებოდა სასამართლოშიც.
მოწმე გ---------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის მიერ ქ. თბილისში 80-იან წლებში დაკავებული იქნა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობდა, შემდეგ საჭირო გახდა შენობა-ნაგებობა აეშენებინა, კერძოდ ეს შენობა იყო ე.წ. ,,ავტოპროფილაქტიკა’’. მშენებლობის პერიოდში გაჭირდა მასზე კომუნიკაციების მიბმა შესაბამისად მოხდა მიერთება რკინიგზის კომუნიკაციებთან, რომლის საფუძველზე დაიდო იჯარის ხელშეკრულება. რკინიგზამ მოგვიანებით ააშენა გამყოფი ღობე მის ტერიტორიასა და თავის ტერიტორიას შორის. ამის შემდეგ ქალაქში უკვე შეიქმნა ისეთი სამსახურები, რომლებმაც უზრუნველყვეს ახალი კომუნიკაციების გაკეთება, შესაბამისად შეწყდა რკინიგზასთან ყოველგვარი ურთიერთობა. 450 კვადრატამდე იყო მიწის შემოსაზღვრული ნაწილი, აშენებული იქნა ,,პროფილაქტიკის’’ ნაწილი რომელიც გადავიდა მის საკუთრებაში დადგენილი წესით. 2011 წელს წამოიჭრა საკითხი, რომ მან მიიტაცა რკინიგზის ტერიტორია და რომ იყო თაღლითი, დაიბარეს პროკურატურაში და უთხრეს, რომ მას შეექმნებოდა პრობლემები, გაურთულდებოდა ცხოვრება თუ არ დათმობდა ამ ტერიტორიას. 450 კვადრატიდან 75 კვადრატი დაზე ჰქონდა ჩუქებით გაფორმებული, ისიც დაიბარეს და მასაც დაათმობინეს ტერიტორია. დაემუქრნენ დაჭერით და საბოლოოდ დათანხმდა გაფორმებოდა საპროცესო შეთანხმება. აღნიშნული ტერიტორია რკინიგზის საკუთრებაში არასოდეს არ ყოფილა. რაც შეეხება რ------------- მიწის ნაკვეთს, რომ--------- ფლობდა მიწის ნაკვეთს, იდენტურ მდგომარეობაში იყვნენ ორივე. რკინიგზასა და მის ნაკვეთს შორის ღობე აშენდა დაახლოებით 2000 წელს. რკინიგზასთან საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ცნობილი იყო რკინიგზისათვის.
მოწმე მ----------–--–---–-ა განმარტა, რომ 1987 წელს მისი ძმა გ---------–--–---–- ფლობდა ძალიან მცირე ფართის ,,პროფილაქტიკას’’, დადებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულება რკინიგზასთან. საბოლოოდ, გ---------–--–---–-ს საკუთრებას წარმოადგენდა 450 კვადრატი მიწის ფართობი, მოგვიანებით რკინიგზასთან შეწყვეტილი იქნა საიჯარო ხელშეკრულება. მას 2005 წელს ნოტარიულად გადმოუფორმა ძმამ გ---------–--–---–მა 75 კვადრატული ფართი. 2011 წელს მოხდა მისი ძმის დაბარება პროკურატურაში უთხრეს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი კანონიერად არ ჰქონდა გაფორმებული, საბოლოოდ ზეწოლის შედეგად გ---------–--–---–მა დათმო ფართი, მიუხედავად იმისა რომ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება მიწის კანონიერების თაობაზე გ---------–--–---–ს ზეწოლის შედეგად ჯერ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო შემდეგ მიწის ნაკვეთის გადაფორმება მოხდა.
მოწმე რ-–-------------–---- განმარტა, რომ იცნობდა როგორც რომ---------ს, ისე გ---------–--–---–ს. მათ გაასუფთავეს ადგილი და გ----------–--–---–-- ააშენა ,,ვულკანიზაცია’’ მერე ეტაპობრივად მიუმატა კიდე. 2002 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა გ---------–--–---–თან, მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ არაფერი არ იცის, თუმცა იცოდა რომ ეს ტერიტორია მათი იყო. რკინიგზასთან არსებული საიჯარო ხელშეკრულების შესახებ მისთვის უცნობია. ეს ,,პროფილაქტიკა’’ ფუნქციონირებდა 80-იანი წლებიდან. იგი 2011 წელს დაიბარეს პროკურატურაში გ---------–--–---–ზე მიმდინარეობდა ზეწოლები, გიამ მას უთხრა რასაც გეტყვიან დაუდასტურეო, ისიც უთხრა რომ მიწის ნაკვეთს ედავებოდნენ. გ---------–--–---–- აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა 80-იანი წლების ბოლოდან. გ---------–--–---–-ს გვერძე მიწის ნაკვეთს ფლობდა რომ---------ც. რკინიგზასთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ საერთო ბეტონის ღობე ყოფდა მიწის ნაკვეთს რკინიგზიდან.
მოწმე გ-------------------–---–----ანმარტა, რომ 2005-2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში იყო იურიდიული განყოფილების სპეციალისტი. რკინიგზის მიწების საკუთრებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო, როდესაც რკინიგზაზე მიწები აღირიცხა იყო გარკვეული ცდომილებები ბევრი მიწა საერთოდ საზღვრის მიღმა დარჩა. ანალოგიური შემთხვევა იყო აქაც, როდესაც კონკრეტულ პირებთან მივიდნენ და გაფრთხილებები წარუდგინეს, მათ განაცხადეს რომ აღნიშნული მიწა მათ საკუთრებას წარმოადგენდა, მისმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდებარე ობიექტებზე, მიმდებარე ტერიტორიაზე თუ არსებობდა რაიმე გადაცდომა ემსჯელა პროკურატურას. აღნიშნული მიწა რკინიგზის საკუთრებაში არასოდეს არ ყოფილა, ეს იყო უბრალოდ მართლზომიერ მფლობელობაში. ჰქონდათ სარკინიგზო კოდექსი და იქ იყო განსაზღვრული 20 მეტრი, ეს იყო გასხვისების ზოლი და იგულისხმებოდა რკინიგზის საკუთრებად, მაგრამ ამ შემთხვევაში ობიექტი მდებარეობს სავაგონე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუსტად საზღვარი გატარებული იყო მათსა და ობიექტს შორის, მესაკუთრეებს რეალურად საკუთრება დარეგისტრირებული ჰქონდათ.
მოწმე გ-------------–-–---–-- განმარტა,რომ არის საქართველოს რკინიგზის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამსახურის უფროსი. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივი საფუძვლები ვერ იქნა მოძიებული. მიწის ნაკვეთები რკინიგზის საკუთრებაში არასოდეს არ იყო, ეს ქონება არასოდეს ჰქონიათ ბალანსზე აღრიცხული. რკინიგზის კოდექსის (ძველი რედაქციით) მიხედვით გასხვისების ზოლად ითვლებოდა განაპირა ლიანდაგიდან მინიმუმ 20 მეტრი, თუმცა მფლობელობაში უნდა ყოფილიყო მიწის ნაკვეთი და არა საკუთრებაში. გასხვისების ზოლში აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვერ იქნებოდა, რადგან უკვე რეგისტრირებული იყო, კერძო პირების საკუთრებაში.
პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ეჭვი შექმნა იმ ბრალდების საფუძვლიანობაში, რაშიც გ---------–--–---–- და რომ--------- დამნაშავედ იქნენ ცნობილი. განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების გი---------–--–---–---------–-----------------------–--–---–---------------–--–---–-------–------------–--------------------------–---–------------------–-–---–-- სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ გ---------–--–---–- 1987 წლიდან თვითნებურად ფლობდა 40 კვ.მ მიწის ნაკვეთს ქ. თ---–--–--–----------------- N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარკვეული ხნის შემდეგ აითვისა მიმდებარე ტერიტორია, რასაც ფაქტობრივად ფლობდა და ამუშავებდა წლების განმავლობაში. 1998 წელს გაფორმებული იქნა იჯარის ხელშეკრულება, რის შემდგომაც დაკავებულ ტეროტორიაზე ააშენა მინი ავტოსერვისი. მას ესაჭიროებოდა რა უფრო დიდი ტერიტორია ავტოსერვისის გასაფართოებლად 2003 წელს გააფორმა ახალი იჯარის ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზასთან, აღნიშნულ პერიოდში იგი რეალურად ფლობდა 450 კვ/მ მიწის ნაკვეთს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იჯარით აღებული უძრავი ქონება არ ეკუთვნოდა საქართველოს რკინიგზას და შეწყვიტა საქართველოს რკინიგზისათვის საიჯარო თანხის გადახდა. 2004 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით საკუთრებაში დაიკანონა მის სარგებლობაში არსებული 450 კვ. მიწის ნაკვეთი, რაზეც საკუთრების უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. 2011 წელს გ. ჭ-----–--–---–- დაბარებული იქნა მთავარ პროკურატურაში მიწის ნაკვეთების ჩამორთმევისა და საქართველოს რკინიგზისათვის დაბრუნების მოთხოვნით, თითქოს აღნიშნული მიწის ნაკვეთებს იგი თაღლითური გზით დაეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ გ-------–--–---–-- მათ აუხსნა უძრავი ქონების კანონიერების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, მას მოსთხოვეს ეღიარებინა ბრალი, დაეთმო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევდა ციხეში ყოფნა.
რაც შეეხება რომ---------ს იგი 1993-1994 წლებიდან იჯარით ფლობდა მიწის ნაკვეთს, ფართით 50 კვ.მ ქ. თ---–--–--–----------------- N2-ის მიმდებარედ. მიწის ნაკვეთი მას მიღებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებული იყო ,,საქართველოს რკინიგზასთან’’ 2000 წელს. ,,საქართველოს რკინიგზასთან’’ გაფორმებული ახალი საიჯარო ხელშეკრულებით, რომ---------ს დამატებით სარგებლობაში გადაეცა მომიჯნავედ მდებარე 70 კვ.მ ნაკვეთი, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რომ---------მ ააშენა შენობა ნაგებობა. 2002 წელს რომ---------მ ,,საქართველოს რკინიგზის’’ ფილიალ თბილისის სავაგონო უბანთან კვლავ გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება 70 კვ.მ მიწის ნაკვეთზე იჯარით გადაცემის შესახებ 5 წლის ვადით. რომ---------მ მიმართა სასამართლოს მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მიწის ფართი გადაეცა საკუთრებაში. 2011 წელს რომ---------, მისი შვილის ვასილ ჩხაიძის განმარტებით დაბარებული იქნა მთავარ პროკურატურაში მიწის ნაკვეთების ჩამორთმევისა და საქართველოს რკინიგზისათვის დაბრუნების მოთხოვნით, ვინაიდან თითქოსდა აღნიშნული მიწის ნაკვეთებს იგი თაღლითური გზით დაეუფლა.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც გ---------–--–---–-ს ასევე რ------------- მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. გ---------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; რომ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ამასთან, პალატა მიუთითებს რომ საქართველოს კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის N13/41715 წერილით დგინდება, რომ მათ მიერ ვერ მოიძებნა რ-------------- და გ---------–--–---–სა და რკინიგზას შორის დადებული ხელშეკრულებების სამართლებრივი საფუძველი, თუმცა წერილიდან ირკვევა რომ ხსენებული ქონება არასდროს ყოფილა საქართველოს რკინიგზის ბალანსზე და არც გასხვისების ზოლში.
პალატა ყურადღებას ამახვილებს რკინიგზის კონტროლის, მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის წერილზე, რომელსაც დანართის სახით დართული აქვს საქართველოს სარკინიგზო კანონი და ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის თე------------------ის N0028793 მიმართვა. გ---------–--–---–სა და სავაგონო უბანს შორის გაფორმებული 2002 წლის 05 აგვისტოს, რომ---------სა და სავაგონო უბანს შორის გაფორმებული 1998 წლის 22 ივლისისა და 2003 წლის 13 მაისს იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით დგინდება, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 27 მარტის N1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის’’ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების იჯარით, ქირავნობით და სასყიდლიანი უზურფრუქტის გაცემა ხორციელდებოდა კონკურსის ან აუქციონის წესით, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. ამ ინფორმაციით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები არ არის სამართლებრივი ძალის მქონე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე, მოწმე გ-------------–-–---–-- ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივი საფუძვლები ვერ იქნა მოძიებული, ასევე მიუთითა რომ მიწის ნაკვეთები რკინიგზის საკუთრებაში არასოდეს არ ყოფილა. იგივე მიუთითა მოწმე გ-------------------–---–-ა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები რკინიგზის საკუთრებაში არასოდეს არ ყოფილა. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამდენად გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ გ---------–--–---–სა და რომ---------ს არ ჩაუდენიათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით);
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზით, პალატა დადასტურებულად არ მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა თვლის, რომ განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში გამოიკვეთა გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამოტანის დროს და დადგენილ გარემოებებთან ერთად ეჭვს ბადებს გ---------–--–---–-ს და რ------------- ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების უტყუარობაში. რის გამოც, უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი გ---------–--–---–-სა და რ------------- მიმართ.
პალატა მიუთითებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომლის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებული) სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ’’. აღნიშნული ნორმა მოიცავს მტკიცებულებების აუთენტურობის შემოწმების მოთხოვნას (ვალდებულება). მისი მიზანია, ის რომ გამოირიცხოს ყალბი, სახეშეცვლილი, არასანდო მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობა.
პალატა მიუთითებს, რომ გ---------–--–---–-სა და რ------------- მსჯავრდების საქმეში ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებები ეჭქვეშ აყენებს მსჯავრდების საქმის გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებების უტყუარობას, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განაჩენი გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად გ---------–--–---–-ს და რ------------- მიმართ დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ა------------–---–-- შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განაჩენის გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი გია ჭ-----–--–---–-ს და რ------------- მიმართ;
გ---------–--–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
გ---------–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;
რომ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
რ------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;
გამართლებულ გ---------–--–---–ს და რომ---------ს უფლება აქვთ დადგენილი წესით, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ვახტანგ მრელაშვილი