განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100115001069415
საქმე №1ბ/1226-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
სოფიკო კაპანაძის, ვახტანგ ლობჟანიძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: მ---------------–---–----------------–---–--
ადვოკატების: ც------------------------------–-–---–---
მსჯავრდებულის: გ---------------–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ---------------–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ც------------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------------------–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ქ------–---------------------–------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით, გ---------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ----------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 30 აგვისტოდან.
გ---------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 22 მარტს ნ-----–-----------–----ა და შპს „---------------- წარმომადგენელ გ---------------–---–- შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად გ---------------–---–- სარგებლობაში გადაეცა ოთხი ავტომობილი. აქედან ერთ-ერთი „------------------------------ რომელიც იყო ნ-----–-----------–---- მეუღლის - თ------------------ საკუთრება. ხელშეკრულების პირობების თანახმად, გ---------------–---–-- საკუთრებაში იმ შემთხვევაში გადავიდოდა ოთხივე ავტომობილი, თუ ის სრულად, დადგენილ ვადაში გადაუხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ნ-----–-----------–----. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გ---------------–---–- აღნიშნულის უფლება არ ჰქონდა, 2015 წლის 22 მარტს მან განიზრახა გაესხვისებინა ავტომანქანა „----------------------------- 2015 წლის 22 მარტს გ---------------–---–- შეხვდა ზ-----------–---–- და უთხრა, რომ აღნიშნული ავტომანქანა იყო თ------------------ საკუთრება. მოატყუა დაზარალებული, რომ თ----------------- იყო მისი ნათესავი, მასთან შეთანხმებით ყიდიდა ავტომანქანას და გადაფორმებაზე პრობლემა არ შეექმნებოდა. ზ-----------–---–- ენდო გ---------------–---–- და ჯამში გადაუხადა 4700 აშშ დოლარი, თუმცა ავტომობილი ვერ გადაიფორმა. ამრიგად, გ---------------–---–- მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა ზ-----------–---–-ს კუთვნილ ფულად თანხას 4700 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ---------------–---–-- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც-------------------- რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოში ბალდების მხარემ მოითხოვა გ---------------–---–-- მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მოცემული საკითხი არ გახლავთ სისხლის სამართლის კუთხით განსახილველი, ვინაიდან სახეზე გვაქვს წმინდა სამოქალაქო სამართლებრივი დავა, არსებობს მხოლოდ ხელშეკრულება და ხელშეკრულებაში მითითებული პირობების დარღვევა. ამასთან, ხსენებული ხელშეკრულება არის ყალბი, ვინაიდან მასზე ნ-----–-----------–---- ნაცვლად ყოველგვარი მინდობილობის გარეშე ხელი მოაწერა მისმა შვილმა ი------------–----- სწორედ ასეთი ხელშეკრულების საფუძველზე დაეუფლნენ ისინი გ---------------–---–--აგან ფულად თანხას. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა დარღვევებს, როგორც მასალებიდან ჩანს, მერსედესის მარკის სადავო ავტომანქანაზე დადებულია ყადაღა, თუმცა საქმის არსებითი განხილვის დროს მისი დათვალიერებისას იქ მდგომმა, საერთოდ ამ საქმესთან შემხებლობაში არ მყოფმა პირმა განაცხადა, რომ იგი იყო მანქანის ახალი მფლობელი. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ყადაღადადებული ქონების გასხვისება კი წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების უხეშ დარღვევას. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, ისინი არ შეიძლება იყოს ავთენტური, რადგან არ არის წარმოდგენილი ის ობიექტი, საიდანაც მოხდა მესიჯების ამოღება და ასევე გაურკვეველია, როდის იქნა იგი გამოკლეული პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე. ამ საქმეში ერთადერთი დაზარალებული და მოტყუებული სწორედ გ---------------–---–-ა. მამა-შვილმა კ-----–------ არასამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე გამოართვეს ფული გ---------------–---–-, ასევე არ უთხრეს, რომ ავტომანქანები დალომბარდებული იყო, ხოლო მოწმე გ---–---–-- არ შეასრულა თავისი ვალდებულება და პირობა დაურღვია ღ-----–---–-- ამ უკანასკნელის მხრიდან არ მომხდარა არავის მოტყუება. მან ზ-----------–---–- უთხრა, თუ ვისი იყო ავტომანქანა, გადასცა მანქანის პასპორტი, ასევე გ---–---–- დააკავშირა ნ-----–-----------–----თან. ხოლო, როდესაც კ-----–---მ უთხრა გ---------------–---–- დაებრუნებინა ავტომობილები, რადგან ჩაშლილად გამოცხადდა ხელშეკრულება, ღ-----–---–-- მართლაც დაუბრუნა ყველა ავტომობილი. ამდენად, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ---------------–---–-- მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოცემულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ზ------ გ---–---–-- განმარტა, რომ ბრალდებული გ---------------–---–- გაიცნო მისი მეგობრის დ----------------–------ კერძოდ, დ----------------–------- ცნობილი იყო, რომ მოწმეს სურდა ავტომანქანის შეძენა და შესთავაზა „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, რის სანაცვლოდ წინასწარ გამოართვა 300 აშშ დოლარი. თუმცა 2015 წლის 22 მარტს დაუკავშირდა დ----------------–- და განუცხადა, რომ „BMW“-ს მარკის ავტომანქანის ჩამოყვანას ვერ ახერხებდა და შესთავაზა მისი ნათესავის საკუთრებაში არსებული „------------- მარკის ავტომანქანის შეძენა. შეთანხმდნენ, რომ დაათვალიერებდა ავტომანქანას და თუკი მოეწონებოდა შეიძენდა. 2015 წლის 22 მარტს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში, დაუკავშირდა დ----------------–-, რომელმაც აცნობა, რომ ავტომანქანა ჩაყვანილი ჰყავდათ სოფელ ს---------–-ში და შეეძლო ენახა. დ----------------–---- ერთად მივიდა ავტომანქანის დასათვალიერებლად, სადაც გაიცნო გ---------------–---–-. ამ უკანასკნელმა წარუდგინა ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, განუმარტა, რომ ავტომანქანა იყო მისი ნათესავის - თ------------------ საკუთრება და მის გაფორმებაზე არ შეექმნებოდა პრობლემა. შეთანხმდნენ, რომ ავტომანქანას შეიძენდა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარად, რომელსაც გადაიხდიდა ნაწილ-ნაწილ. ისინი მეორე დღეს შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში, ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გ---------------–---–- ავტომანქანის და მისი ტექნიკური პასპორტის სანაცვლოდ გადასცა 3700 (სამი ათას შვიდასი) აშშ დოლარი. 2015 წლის 25 აპრილს ბრალდებულს კიდევ 1000 (ათასი) აშშ დოლარი მისცა, დარჩენილი 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი კი უნდა მიეცა იმავე წლის 5 მაისს. როდესაც ხუთ მაისს შედგა მასსა და გ---------------–---–- შორის კომინიკაცია, მას კვლავ არ ჰქონდა დარჩენილი თანხის გადახდის შესაძლებლობა, რის გამოც გ---------------–---–- სთხოვა, რომ ავტომანქანა მის სახელზე გაეფორმებინა, დაალომბარდებდა და სრულად მისცემდა თანხას, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო. ორი-სამი დღის შემდეგ დაზარალებული კვლავ დაუკავშირდა გ---------------–---–- იგივე პირობის შეთავაზებით, რომელმაც განუმარტა, რომ თ------------------თვის გადასახდელი ჰქონდა 800 (რვაასი) აშშ დოლარი და თუ შეეძლო ამ თანხის გადახდა, იმ შემთხვევაში გაუფორმებდა ავტომანქანას. ამასთან ბრალდებულმა უთხრა, რომ ქალაქიდან გადიოდა, გადასცა ავტომანქანის მეპატრონის ტელეფონის ნომერი და სთხოვა თავად დაკავშირებოდა 800 (რვაასი) აშშ დოლარის მიცემის მიზნით. ზ-----------–---–- გ---------------–---–-- მიერ მიწოდებულ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა თ------------------ მეუღლეს - ნ-----–-----------–----, რომელსაც განუმარტა, რომ გ---------------–---–--გან შეიძინა ავტომანქანა „მერსედესი“, მზად იყო გადაეხადა დარჩენილი 800 (რვაასი) აშშ დოლარი და სთხოვა ავტომანქანის გადაფორმება, რაზედაც ნ-----–-----------–---- უპასუხა, რომ გ---------------–---–- დიდი თანხა ჰქონდა გადასახდელი და სანამ თანხას სრულად არ გადაუხდიდა ავტომანქანას არავის გადაუფორმებდა. დაზარალებულს ამის შემდეგ გ---------------–---–---- კომუნიკაცია არ ჰქონია. არც ის უთქვამს ღ-----–---–- მისთვის, რომ ავტომანქანა მომიყვანე და ფულს უკან მოგცემო. მთლიანობაში მიადგა 5000 აშშ დოლარის ოდენობის, ბრალდებულის უშუალო ქმედებით კი 4700 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–-----------–---- განაცხადა, რომ ინტერნეტ საიტ m---------ზე განათავსა განცხადება მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების გასხვისების თაობაზე. 2015 წლის თებერვალის თვეში დაუკავშირდა გ---------------–---–-, რომელსაც უნდოდა მწვანე ფერის „ო---–---------- ფირმის ავტომანქანის შეძენა. მოგვიანებით, 2015 წლის 22 მარტს გ---------------–---–- ცოლის ძმასთან ერთად მივიდა მასთან და განუმარტა, რომ უნდოდა ოთხივე ავტომანქანის შეძენა, თუმცა არ ჰქონდა მთლიანი თანხა და შესთავაზა ეტაპობრივად გადახდა, რაზეც მოწმე დათანხმდა. შეთანხმდნენ ოთხივე ავტომანქანის, კერძოდ: „--------------–--------- ორი „ო---–---------- და „-------“ შეძენაზე, რომლებშიც სულ უნდა გადაეხადა 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარი. კერძოდ: ავტომანქანების გადაცემის დროს გ---------------–---–- უნდა გადაეხადა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, 2015 წლის მარტის ბოლომდე უნდა გადაეხადა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის მაისის ბოლომდე უნდა გადაეხადა დარჩენილი თანხა - 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარი. ვინაიდან მოწმეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და უჭირდა გადაადგილება, მან მეორე დღეს სახლში შეადგინა ხელშეკრულება, თუმცა პრინტერის არქონის გამო იგი შვილს - ი------------–---- გადაუგზავნა ოფისში და სთხოვა ამობეჭდვა. ი------------–---- ოფისში მიაკითხა გ---------------–---–-- და ხელშეკრულებასთან ერთად მივიდნენ მასთან სახლში, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაში ვინ კოდები იყო არასწორად მითითებული და საჭირო გახდა მისი შესწორება. აღნიშნული მიზნით, ი------------–--- და გ---------------–---–- კვლავ წავიდნენ ოფისში და ჩაასწორეს ხელშეკრულება, რომელსაც ნ-----–-----------–---- თანხმობით მისმა შვილმა მოაწერა ხელი. მოწმის ჩვენებით, გ---------------–---–-ა და ი------------–---- შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ---------------–---–- გადაეცა ავტომანქანებით სარგებლობის უფლება, განკარგვის უფლების გარეშე, ხოლო განკარგვის უფლებას მოიპოვებდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარს მთლიანად გადაიხდიდა. გ---------------–---–-- იმავე საღამოს გადასცა 2500 (ორი ათასხუთასი) აშშ დოლარი და განუმარტა, რომ მეორე დილით გადასცემდა 1500 (ათასხუთას) აშშ დოლარს, თუმცა მეორე დღეს თანხა არ მიუტანა. მოწმე მთელი დღის განმავლობაში და მომდევნო დღეებშიც უკავშირდებოდა თანხის მოთხოვნის მიზნით, მაგრამ იგი სხვადასხვა მიზეზს იგონებდა გადახდისაგან თავის ასარიდებლად. შემდეგ მასთან სახლში შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ვარიენტებზე. საბოლოოდ კი შეთანხმდნენ, რომ ბრალდებული ავტომანქანებს დაუბრუნებდა, თავად კი 2500 (ორი ათასხუთას) აშშ დოლარს და დაემთავრებინათ ურთიერთობა, ამის შემდეგ ღ-----–---–- მანქანების მიყვანასაც არიდებდა თავს. 2015 წლის 07 აპრილს მოწემს დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, როგორც მოგვიანებით გაიგო ზ-----------–---–-, რომელმაც უთხრა, რომ გ---------------–---–--გან შეიძინა „------------- მარკის ავტომანქანა და სთხოვა გაყოლოდა ავტომანქანის გაფორმების მიზნით. ზ-----------–---–- მან განუმარტა, რომ გ---------------–---–- თანხა ჰქონდა გადასახდელი და სანამ სრულად არ გადაუხდიდა არ გადაუფორმებდა ავტომანქანას. თუმცა მიუხედავად ამისა, მან შესთავაზა, რომ რადგან ერთი კონკრეტული მანქანით იყო დაინტერესებული, თანახმა იყო მისთვის ამ ავტომობილის გადაფორმებაზე იმ შეთხვევაში, თუ სრულად გადაიხდიდა მის ღირებულებას. ასევე განუმარტა, რომ ამ ავტომობილს აფასებდა 10 000 აშშ დოლარს, მაგრამ ვინაიდან ღ-----–---–- 2500 აშშ დოლარი მისთვის მიცემული ჰქონდა, უთხრა რომ მხოლოდ 7500 გადაეხადა. მოგვიანებით თანხის ნაწილობრივ გადახდაზეც იყო თანახმა და შესთავაზა შეხვედრა ზ-----------–---–-, რომელიც ასევე სხვადასხვა მიზეზებით არ შეხვდა მოწმეს. ნ-----–-----------–--- მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა მის მოტყუებას და დახმარების სათხოვნელად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ამის შემდეგ მას აღარ ჰქონია ურთიერთობა ღ-----–---–---- და გ---–---–----- ღ-----–---–- საერთოდ ვერ უკავშირდებოდა, ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოგვიანებით კი მისგან უცხო ნომრიდან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ საგამოძიებო ორგანოებთან პრობლემების გამო იყო მიმალვაში. მოწმემ ბრალდებულის კითხვაზე დაადასტურა, რომ მისი და გ---------------–---–-- საუბრიდან გამომდინარე, თუ ერთი კონკრეტული მანქანის სრული თანხა დაიფარებოდა, გაყვებოდა და გადაუფორმებდა ავტომანქანას. ასევე მასსა და ღ-----–---–- შორის იყო საუბარი მანქანის ლომბარდში დატოვების თაობაზე, რაზეც უარი განაცხადა. მან როგორც ზ-----------–---–-, ასევე გ---------------–---–- შესთავაზა, რომ ან მანქანის სრული ღირებულება მიეტანათ და გადააფორმებდა მას შემძენზე, ან მანქანა მიეყვანათ და ღ-----–---–-ს გადახდილ 2500 აშშ დოლარს დააბრუნებდა უკან.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი------------–---მ, რომელმაც განმარტა, რომ მან გ---------------–---–---- გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მამის თანხმობით მოაწერა ხელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----------------–-- განაცხადა, რომ 2015 წლის მარტის თვეში მეგობართან - ქ-------–-–---–---–---- დამხმარედ მუშაობდა ისანში დაშლილი ავტომანქანების ბაზრობაზე, სადაც გაიცნო გ---------------–---–-. ამ უკანასკნელმა შესთავაზა, რომ დაეწყოთ ავტომანქანების ბიზნესი, რომელშიც ჩადებდა 10 000 აშშ დოლარს. რამდენიმე დღეში მან გასაყიდად მიუყვანა „------------- ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით T------- რომელიც მოეწონა მოწმის თანასოფლელს - ზ-----------–---–- და უნდოდა შეძენა. გ---------------–---–-- ზ-----------–---–- განუმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენდა მისი ნათესავის - თ------------------ საკუთრებას, თუმცა გაფორმებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებოდა. შეთანხმდნენ, რომ გ---–---–- თანხა უნდა გადაეხადა ეტაპობრივად ერთი თვის განმავლობაში, ხოლო მთლიანი თანხის გადახდის შემდეგ გადაუფორმებდა ავტომანქანას. მეორე დღეს, გ---------------–---–-- ზ-----------–---–- გადასცა „------------- მარკის ავტომანქანა, ავტომანქანის გასაღები და თ------------------ სახელზე გაცემული ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხოლო ზ------ გ---–---–-- გადასცა თანხის ნაწილი 3 700 (სამი ათას შვიდასი) აშშ დოლარი. მოგვიანებით დაზარალებულმა ბრალდებულს კიდევ გადასცა 1000 (ათასი) აშშ დოლარი და სთხოვა ავტომანქანა გადაეფორმებინა, რომელსაც დაალომბარდებდა და გადაუხდიდა დარჩენილ თანხას. აღნიშნულზე გ---------------–---–-- უარი განუცხადა. როგორც იცის თანხის დარჩენილი ნაწილი - 2000 აშშ დოლარი კვლავ არ არის გადახდილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ქ-------–-–---–---–-- ჩვენების თანახმად, ისანში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გახსნა დაშლილი ავტომანქანების ნაწილების მაღაზია, რომელსაც ამუშავებდა მარტო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მეგობარმა - დ----------------–-- სთხოვა მასთან მუშაობის დაწყება, რომელსაც დათანხმდა. 2015 წლის მარტის თვეში მაღაზიაში მივიდა მისი უბნელი - გ---------------–---–-, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა საქმეში შესვლა. ვინაიდან, გ---------------–---–- თანხა არ ჰქონდა, შესთავაზა ავტომანქანების გაყიდვით მიღებული ფულის ჩადებდა მაღაზიაში. ბრალდებულს თან ჰყავდა მიყვანილი „------------- ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით „-------- და იმავე დღეს უთხრა მას და დ----------------–-- რომ გასაყიდ მანქანებს შორის ერთ-ერთი სწორედ აღნიშნული „მერსედესი“ იყო. დ------- დაურეკა მის სოფლელ ზ-----------–---–- და უთხრა, რომ იყიდებოდა „------------- ფირმის ავტომანქანა და შესთავაზა ენახა გ---------------–---–-. იმავე ღამეს, გ---------------–---–---- ერთად „მერსედესით“ მივიდნენ სოფელ ს---------–-ში, სადაც შეხვდნენ ზ----------------------------- მოეწონა ავტომანქანა და გ-------- შეუთანხმდა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარზე, თუმცა მისივე თქმით, ვინაიდან სრული თანხა თან არ ჰქონდა, მეორე დილით ჩავიდოდა თბილისში, ჩაიტანდა თანხის ნაწილს, მისცემდა გ--------, ხოლო გ------- მას გადასცემდა ავტომანქანას. მეორე დილით, მეტრო „------- მიმდებარე ტერიტორიაზე დ-----თან ერთად შეხვდა ზ-----------–---–-, რომელმაც გ-------- გადასცა 3700 (სამი ათას შვიდასი) აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა გადაეხადა გარკვეული დროის შემდეგ. ასევე, გ-------მ ზ------ს დანარჩენი გადასახდელი თანხიდან გამოუქვითა დ-----ის მიერ მისაცემი ვალი 300 (სამასი) აშშ დოლარი. გ-------მ გადასცა ზ-----ს ავტომანქანა, გასაღები და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, რომელიც გაცემული იყო ვინმე თ------------------ სახელზე. გ-------მ ზ-----ს უთხრა, რომ მანქანის მესაკუთრე თ----------------- იყო მისი ახლობელი და მანქანას ყიდიდა მასთან შეთანხმებით, ხელშეკრულების საფუძველზე. მოგვიანებით, დაზარალებულმა მისი და დ----------------–-ს თანდასწრებით ბრალდებულს კიდევ გადასცა 1000 აშშ დოლარი. შემდეგ, ზ-----ს მხრიდან იყო შეთავაზება ავტომანქანის დალომბარდების და დარჩენილი თანხის დაფარვის, მაგრამ ამ შეთავაზებაზე გ--------გან იყო უარი. შემდეგ, იგი ჩავიდა ს---------–-ში და შეხვდა გ---–---–-, რათა გაერკვია თუ როგორ შეიძლებოდა აღნიშნული საკითხის მოგვარება, რაზეც ზ-----მ უთხრა, რომ ბრალდებულს ან ავტომანქანა გადაეფორმებინა მასზე ან გადახდილი თანხა დაებრუნებინა უკან.
2015 წლის 22 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნ-----–-----------–---- და შპს „---------------- წარმომადგენელს გ---------------–---–- შორის გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი------------–---მ აიღო ვალდებულება, რომ გ---------------–---–- გადასცემდა ოთხ ავტომობილს, მათ შორის „------------------------------- ასევე, გადასცემდა ქონებასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ დოკუმენტს და უზრუნველყოფდა მის სახელმწიფო რეგისტრაციას მყიდველის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის სახელზე ქონების ღირებულების სრულად დაფარვისთანავე. საკუთრების უფლება მყიდველზე გადავიდოდა ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ. ქონების ღირებულებად განისაზღვრა 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარი. ავტომანქანის გადაცემისთანავე მყიდველს უნდა გადაეხადა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი, 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2015 წლის 31 მარტისა, ხოლო დარჩენილი თანხა 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარი - არა უგვიანეს 2015 წლის 31 მაისისა.
2015 წლის 2 ივნისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა მოწმე ნ-----–-----------–---- მიერ წარდგენილი „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონში შენახული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. კერძოდ, 2015 წლის 24 მარტს 19:57 საათზე შესულია შეტყობინება გ---------------–---–-- ნომრიდან 5----------- „მოვდივარ ძმაო, გზაში ვარ“. 2015 წლის 24 მარტს 20:13 საათზე შესულია შეტყობინება გ---------------–---–-- ნომრიდან 5---------- „ყველაზე დიდი ერთ საათში“. 2015 წლის 24 მარტს 21:31 საათზე შესულია შეტყობინება გ---------------–---–-- ნომრიდან 5-------------ფული მომაქვს ძმაო, რა ბავშვი, ხომ არ ხარ!“ 2015 წლის 27 მარტს 16:40 საათზე შესულია შეტყობინება გ---------------–---–-- ნომრიდან 5----------- „---- ორშაბათს ავდგები ფეხზე ძმაო და საათის ოთხისთვის შევიკრიბოთ, ეს ა------------------ მიყავთ და ბალონი უნდა გავატანოთ. ძმაო ორშაბათს სამზე ან ოთხზე აუცილებლად ვნახოთ ერთმანეთი, ფულიც ხომ ამოსატანია დარჩენილი, გამაყუჩებლებს მიკეთებენ და თუ არ გიპასუხე, ე.ი. მძინავს“. 2015 წლის 30 მარტს 19:42 საათზე შესულია შეტყობინება გ---------------–---–-- ნომრიდან 5-------------ჯანმრთელობაზე არაფერი აღარ მიჭირს, ჩემმა დისშვილმა 11 წლის ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო და აქ ვარ სოფელში“; 19:50 საათზე შესულია შეტყობინება გ---------------–---–-- ნომრიდან 5-------------ნიკა მაპატიე ძმაო, მართლა გულით გთხოვ, როგორც კაცი კაცმა, ჩამოვალ ამ კვირის ბოლოს, პარასკევს საღამოს, უფრო სწორედ ხუთშაბათს გავასვენებთ ბავშვს და იმ ღამესვე გნახავთ“. 2015 წლის 07 აპრილს 16:45 საათზე შესულია შეტყობინება გ---------------–---–-- ნომრიდან 5----------- „დაგირეკავ დღის ბოლომდე და გეტყვი, ჯერ ფულს ვეძებ, 1500 უკვე ხელში მაქვს“. 2015 წლის 08 აპრილს 10:24 საათზე შესულია შეტყობინება გ---------------–---–-- ნომრიდან 5----------- „დილა მშვიდობის ნ---- პირველის ნახევრიდან პირველ საათამდე ამოვალ შენთან სახლში, რომ ნოტარიუსში წავიდეთ, ფულიც ზედ მექნება და როგორც ვთქვით, ნოტარიუსში ხელი-ხელში შენ ჯერ გენერალურ მინდობილობებს, მე ნოტარიუსის თანდასწრებით გაძლევ ფულს“. 2015 წლის 09 აპრილს 08:24 საათზე შესულია შეტყობინება გ---------------–---–-- ნომრიდან 5----------- „შენი მანქანები ეზოში დგას, წუხელ ბავშვი მომპარეს, გზაში ვარ, მოვდივარ, მანქანებს ყველას გატან. არ მიღირს ეგ ოპელები არცერთი 2500 დოლარი, ამიტომ ფულს დამიბრუნებ ძმა“. 2015 წლის 09 აპრილს 16:17 საათზე შესულია შეტყობინება გ---------------–---–-- ნომრიდან 5----------- „მანქანის გასაღებებს ველი, რომ ამოვიყვანო ნ---- თუ არა და აგერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვდგავარ, რომ საჩივარი შევიტანო, დღეს ყველა ვარიანტში მანქანებს ამოგიყვან და იმაზე რაც გითხარი არ მიღირს მე არცერთი მანქანა 2500 აშშ დოლარი, ჩავრთავ ჩემს ნომერს და დაგირეკავ, რომ წამოვიყვან მანქანებს“. 2015 წლის 14 აპრილს 10:58 საათზე შემოსულია შეტყობინება უცხო ნომრიდან 5----------- „---- ძმაო, შენი მანქანები დგას ეზოში, ეზო კი იცი, მიდი და წამოიყვანე. მე პრობლემები შემიქმნა პოლიციამ, სანამ არ მოგვარდება მაგათთან ვიქნები სხვისი ნომრით ჯერ. ერთ კვირაში მოვაგვარებ პოლიციასთან პრობლემას და მერე ჩამოვალ და დაგირეკავ. ხვალ უნდა ველაპარაკო ადვოკატს, რომ რა ხდება გვარდება თუ არა ჩემი საქმე. მანქანებს მიაკითხე ან ერთ კვირაში თავად ადვოკატს დავავალებ, თუ არ მოგვარდა, რომ ამოგვიყვანოს სახლში“. 2015 წლის 14 აპრილს 10:58 საათზე შესულია შეტყობინება უცხო ნომრიდან ნომრიდან 5----------- „ეს სხვისი ნომერია და საღამოს ვეცდები ახალი ნომერი მოვიტანო და დაგირეკო“. 2015 წლის 21 აპრილს 18:58 საათზე შესულია შეტყობინება უცხო ნომრიდან 5--------------------- ბიჭი ვარ, ორი დღე გვაცადე მაქსიმუმ, მანქანას მოვიყვან იმ ოპელს აუცილებლად“.
პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.
განსახილველ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ პირს წარმოადგენს ზ-----------–---–-, რომელიც როგორც მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, გ---------------–---–- შეუთანხმდა ავტომანქანა „---------------ის 7000 აშშ დოლარად შეძენაზე და ამ მიზნით მას ორ ეტაპად გადასცა საერთო ჯამში 4700 აშშ დოლარი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას სარგებლობაში გადაეცა ზემოაღნიშნული ავტომანქანა, საბოლოოდ ვერ მოხდა მისი დაზარალებულის სახელზე გადაფორმება. დაცვის მხარე კი სააპელაციო საჩივარში მაქსიმალურად არიდებს თავს ზემოაღნიშნულ გარემოებებს და ცდილობს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობა გამორიცხოს იმაზე აპელირებით, რომ ხელშეკრულება იყო გაფორმებული გ---------------–---–-ა და ნ-----–-----------–---- შორის, ხოლო ამ უკანასკნელს არ მიუღია არანაირი ზიანი, პირიქით გ---------------–---–-- გადასცა მას 2500 აშშ დოლარი.
მოწმეების: დ----------------–-ს და ქ-------–-–---–---–-- ჩვენებებით დასტურდება, რომ გ---------------–---–- ზ------ გ---–---–-- ავტომანქანის სანაცვლოდ გადასცა 4700 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა მიეცა მოგვიანებით. დაზარალებული არ უარყოფს, რომ მანქანის გადაფორმება მოხდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანხას სრულად დაფარავდა. ამასთან, ადასტურებს, რომ მან დარჩენილი 2000 აშშ დოლარის გადახდა ვეღარ შეძლო. თუმცა მოცემულ შემთხვევაში გ---------------–---–-- დანაშაულებრივ განზრახვას ადასტურებს ის გარემოება, რომ მისთვის გადაცემული 4700 აშშ დოლარი არ იქნა მიტანილი ავტომანქანის მესაკუთრესთან - ნ-----–-----------–----თან, რომელმაც საბოლოოდ უარი განაცხადა ზ-----------–---–-სათვის ავტომანქანის გადაფორმებაზე. ამასთან, ზ-----------–---–-ს განმარტებით, გ---------------–---–- მისთვის არ შეუთავაზებია ავტომანქანის უკან დაბრუნების სანაცვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, იგი ნ-----–-----------–----თან დააკავშირა იმ მიზნით, რომ თითქოს ეს უკანასკნელი გადაუფორმებდა ავტომანქანას.
ნ-----–-----------–----ა და გ---------------–---–- შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კ-----–--- ოთხივე ავტომობილს მათ შემძენ პირებს გადაუფორმებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღ-----–---–- სრულად მიუტანდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საერთო ღირებულებას. თუმცა მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდებოდა რომელიმე კონკრეტული მანქანის კლიენტი და გადაიხდიდა მის საფასურს სრულად, თანახმა იყო მის სახელზე მანქანა გაეფორმებინა. გ---------------–---–-- კი, რომელიც იყო შუამავალი ავტომანქანის შემძენ და გამყიდველ პირებს შორის, აიღო რა ზ-----------–---–-საგან ავტომანქანის თანხის ნაწილი, აღნიშნულის თაობაზე არაფერი აცნობა ნ-----–-----------–----, თანხა მასთან არ მიიტანა და როგორც ზ------ გ---–---–----- ასევე ნ-----–-----------–----თან ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების სანაცვლოდ, საერთოდ შეწყვიტა მათთან ურთიერთობა.
ის გარემოება, რომ ბრალდებული სხვადასხვა მიზეზებზე აპელირებით თავს არიდებდა ნ-----–-----------–----თან შეხვედრას, დასტურდება, ასევე ამ უკანასკნელთან მიწერილი მოკლეტექსტური შეტყობინებებით, რომლის ავთენტურობასაც სადავოდ ხდის დაცვის მხარე და განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, როდის იქნა ისინი მოპოვებული და გამოკვლეული. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით ზემოაღნიშნული შეტყობინებების ასახვა მოხდა ნ-----–-----------–---- მიერ გამოძიებისათვის ნებაყოფლობით წარდგენილი „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონში შენახული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმში, რომელიც შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმების თანახმად დაცვის მხარეს გადაეცა 2015 წლის 30 ივნისს და 18 აგვისტოს და ასევე გამოკვლეული იქნა საქმის არსებითი განხილვის 2018 წლის 14 მაისის სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევისას.
მსჯავრდებულმა არაერთხელ განმარტა სასამართლო სხდომაზე, რომ მას ნ-----–-----------–----თვის გადაცემული აქვს ფულადი თანხის გარკვეული ნაწილი, რასაც არც თავად ნ-----–-----------–--- უარყოფს და ადასტურებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გ---------------–---–-- შეთანხმებული 16 000 აშშ დოლარიდან გადაუხადა 2500 აშშ დოლარი. თუმცა ეს არ იყო ის თანხა, რაც გ---------------–---–- მისცა დაზარალებულმა ზ------ გ---–---–--. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით უტუარად დადასტურდა, რომ ზ------ გ---–---–-- ნამდვილად გადასცა გ---------------–---–- 4700 აშშ დოლარი. ხოლო ნ-----–-----------–---- განმარტებით, აღნიშნული თანხა მას არ მიუღია, იმის შესახებ, რომ ზ-----------–---–- აპირებდა ავტომანქანის შეძენას და პირობებს ათანხმებდა გ---------------–---–----, ნ-----–-----------–----თვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ამ უკანასკნელს თავად გ---–---–- დაუკავშირდა და სთხოვა ავტომანქანის გაფორმება.
დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ნ-----–-----------–---- და გ---------------–---–- შორის გაფორმებული ხელშეკრულება არის ყალბი, ვინაიდან აღნიშნული ხელმოწერილია არა ნ-----–-----------–----, არამედ მისი შვილის მიერ. აღნიშნული გარემოება არსებით გავლენას ვერ მოახდეს იმ ფაქტის შეფასებაზე, რომ გ---------------–---–- მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ზ-----------–---–-ს კუთვნილ ფულად თანხას და ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ამასთან, როგორც ნ-----–-----------–----, ასევე ი------------–---მაც არ უარყვეს ხელმოწერის ავტორის ვინაობა და განაცხადეს, რომ ნ-----–-----------–---- გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელშეკრულებაზე ხელი მამის ნებართვით მოაწერა ი------------–----- აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა თავად გ---------------–---–-ც და შესაბამისად მისი მოტყუებას ადგილი არ ჰქონია.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი „---------------ის მარკის, სახ. №T------- ავტომობილის სხვა პირზე გასხვისებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულ ავტომობილს ყადაღა დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით და საპროცესო მოქმედების გაუქმებაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას. ხოლო საქმის არსებითი განხილვის 2018 წლის 3 ივლისი სხდომის ოქმის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დათვალიერდა სწორედ თ------------------- სახელზე რეგისტრირებული „------------- ფირმის ავტომანქანა სახ. №-------- დათვალიერებისას ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ავტომობილი არ არის დალუქულ მდგომარეობაში, ვინაიდან იგი ხელწერილის საფუძველზე აქვს დაბრუნებული მფლობელს. ხოლო მის გასხვისებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია საქმის განხილვისას არ ყოფილა დაფიქსირებული.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ზ------ გ---–---–-- და მოწმე ნ-----–-----------–---- სასამართლოს მისცეს სრულიად დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენებები, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძვლებიც პალატის წინაშე ვერ იქნა გამოვლენილი. დაცვის მხარეს არ შეუძლია მიუთითოს, თუ რა პირადი ინტერესი გააჩნდა თითოეულ მათგანს, რომ სასამართლოს წინაშე მიეცა გ---------------–---–-- ბრალეულობის დამადასტურებელი ცრუ ჩვენება. ამასთან, მათი ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებთან და გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლივი ანალიზის შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულის ბრალში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და ქმნიან მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისათვის საკამრის, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ---------------–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. გ---------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ გ---------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 30 აგვისტოდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ---------------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
6. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისთანავე ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ თ------------------- საკუთრებაში არსებულ ავტომობილ „--------------–---------- ფერი - რუხი, გამოშვების წელი - 2006, სანომრე ნიშანი T------- საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------- ასევე, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობას A--------- გაცემული 14.07.2014 წელს და გასაღებთან ერთად, შეზღუდვების გარეშე, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი