განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100119002960428
საქმე №1ბ/1257-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
8 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
მოსამართლე მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თამარ ყულჯანიშვილი
დაცვის მხარე:
გამართლებული: (არ გამოცხადდა) ი-–-- ს--–------, დაბადებული 1----–-–--------–---, (პირადი №4----------), საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ნ--–---------------------------------------–-----------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილი.
ადვოკატი: ნინო თედეშვილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა და ითხოვა გამართლებული ი-–-- ს--–------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
2011 წლიდან ი-–-- ს--–------ და ნ----- ვ-------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის აპრილის თვიდან მათ შეწყვიტეს თანაცხოვრება და 2019 წლის იანვრიდან ნ----- ვ-------–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში.
დაშორების შემდგომ, კერძოდ, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის შუა რიცხვებამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ნ--–---------------–---------------------–-------------------------–-------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს, ასევე, სამსახურში მდებარე - ქ. თბილისი, გ-----------------------–--–-------ში ყოფნისას, ი-–-- ს--–------ ნ----- ვ-------–---–ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას. კერძოდ, არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. ი-–-- ს--–------ სისტემატურად ამყარებდა ნ----- ვ-------–---–თან არასასურველ კომუნიკაციას მობილური ტელეფონის საშუალებით და ახორციელებდა ისეთ ქმედებებს, რამაც ნ----- ვ-------–---–ში გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიში. ყოველივე აღნიშნული კი, ამ უკანასკნელს აიძულებდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. კერძოდ, ნ----- ვ-------–---–ი ი-–-- ს--–------სთან კომუნიკაციისა და მისი გაღიზიანებისაგან თავის ასარიდებლად, თავისუფლად ვერ წარმართავდა პირად ცხოვრებას, თავისი სურვილის შესაბამისად სოციალურ ქსელში ვერ განათავსებდა ფოტოებს, თავს იკავებდა მეგობრებთან ერთად წვეულებასა თუ სასეირნოდ წასვლაზე და ჰქონდა სურვილი მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის, რასაც მთელი რიგი დამაბრკოლებელი გარემოებების გამო ვერ ახერხებდა.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა ი-–-- ს--–------ს მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულმა ნ----- ვ-------–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, მეუღლის - ი-–-- ს--–------ს წინააღმდეგ.
მოწმე გ------- გ-----–--ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს ვაკე საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე. 2019 წლის 15 მარტს განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ----- ვ-------–---–მა, რომელშიც მიუთითა, რომ ი-–-- ს--–------ ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას და აყენებდა შეურაცხყოფას, რის გამოც უნდოდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. განცხადება შესასრულებლად დაეწერა მას, შეავსებინა მონაცემები დაზარალებულს, რომელზე დაყრდნობითაც გამოსცა შემაკავებელი ორდერი. თუმცა, დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე იკვეთებოდა სისხლის სამართლებრივი გადაცდომის ნიშნები, რის თაობაზეც აცნობა გამომძიებელ მ------ ბ--------ეს.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ------ ბ--------ემ და დამატებით განმარტა, რომ გ------- გ-----–--ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ადევნებისა და მუქარის განხორციელების ფაქტზე. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დააკავეს ი-–-- ს--–------, რომელსაც ჩააბარა შემაკავებელი ორდერის ასლი და გამოკითხა ბრალდებულის სახით. შეადგინა გასაუბრების ოქმი ნ----- ვ-------–---–თან, დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და დაათვალიერა ე.წ. „სქრინ შოტები“.
მოწმე გ------- ზ-----–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ი-–-- ს--–------ და ნ----- ვ-------–---–ი არიან მისი მეგობრები. მისთვის ცნობი-–--, რომ ბოლო პერიოდში ისინი ერთად აღარ ცხოვრობდნენ. ი-–--სთან საუბრის დეტალებს ნ----- არ უყვებოდა მას, მხოლოდ იმის თაობაზე არის ინფორმირებული, რომ მათი საერთო შვილის საზაფხულო დასვენებასთან დაკავშირებით ვერ თანხმდებოდნენ. ნ-----ს მისთვის არასოდეს უთქვამს, რომ არ უნდოდა ი-–--სთან კომუნიკაცია. სავარაუდოდ ნ-----ს სიამოვნებდა ი-–--სთან კომუნიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაელაპარაკებოდა საერთოდ. მისთვის არ არის ცნობილი ი-–--ს ნ-----სთვის სოციალურ ქსელში ფოტოების ატვირთვა ან სადმე წასვლა აეკრძალოს. პირიქით, სრული თავისუფლება ჰქონდა ნ-----ს ი-–--საგან, სხვა თანამშრომლებზე მეტიც კი.
2019 წლის 16 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ დათვალიერებულ იქნა ნ----- ვ-------–---–ის მობილურ ტელეფონში არსებული მიმოწერა ი-–-- ს--–------სთან. კერძოდ, ი-–-- - „ხვალ 3 საათიდან 9-10 საათამდე მიმყავს ლ--–- რო იცოდე“. ნ----- „კრებაზე 12-ზე რო შევალ არ გაიჩერებ? კაი კვირას მე მეყოლება მაშინ“. ი-–-- „მე არ ვიცოდი, ანუ 12-იდან წავიყვანო? არა, კვირასაც რამდენიმე საათი წავიყვან“. ნ----- - „გითხარი, შეგითანხმე, ეხლა მესიჯები უნდა ვსქრინო სულ რომ დაგიმტკიცო ხოლმე? კვირასაც ვერა, მთელი დღე თუ მიგყავს შაბათს მეც მინდა ლ--–-სთან ერთად სადმე გასვლა. ხო 12-დან წაიყვანე და 8-კენ მომიყვანე ან შეგხვდები და წამოვიყვან. 9-10 გვიანია ძალიან, მოვაკითხავ შენ თუ ვერ შეძლებ და 8-ზე წამოვიყვან“. ი-–-- - „შენ მითხარი კრებაზე მივდივარო, დაიტოვეო არ გითქვამს კრების დროსო, ნუ ეხლა ჩვენ რო გვინდა უკვე ეგრე ვერ იქნება ბევრი რამე, გაასეირნე და მერე წავიყვან“. ნ----- - „რას ნიშნავს ჩვენ რო გვინდა ეგრე ვერ იქნება? წადი და იჩივლე მე კვირასაც ვერ გაგატან ადამიანურად გეუბნები და ისე არ ქნა რო არც ფოთში გამოვუშვა თუ ასე უნდა სპეციალურად მეჯიბრო აი ვაბშე არ გატან და ადექი და იჩივლე“. ი-–-- - „სულაც არაა, გვიანი“. ნ----- „მიდი, მიდი მე გითხარი შაბათს წაიყვან კვირას არა, არ გაწყობს? წადი იჩივლე ადამიანური არ გესმის შენ ძალით მაღიზიანებ ოკ არ მოვდივართ ფოთში“. ი-–-- - „ანუ, მე რო მინდა ეხლა ლ--–- დარჩეს ჩემთან, ან მაგალითად კვირას შენ გინდა, სკოლაში ვერ გავუვლი ვერ წავიყვან. ესეთ რაღაცეებს ნიშნავს“. ნ----- - „ისე იქნება, როგორც დედას უნდა და თუ არ გესმის მიდი იჩივლე“. ი-–-- - „ნუ ჩამოხვალ, კი მივალ და აგერ ვნახოთ 48 საათი თუ არ მექნება უფლება, აგერ მე და აგერაც შენ“. ნ----- - „გინდა წაიყვანე შაბათს თუ უნდა მწერო და მეჯიბრო ეხლა მაშინ მეც იგივეს ვიზამ, მიდი მიდი არც ფოთში მოვდივართ და ვაბშე ვერ ნახავ ლ--–-ს სანამ სასამართლო არ დაადგენს იმიტო, რო შენ ხარ საზიზღარი ადამიანი, სხვანაირად რო ვერ მიდგები და მამწარებ ასეთი გზა იპოვე რო მწერო და მიზეზი გქონდეს ნერვები მიშალო. ოკ, შაბათს წაგეყვანა მთელი დღე კვირას მე მეყოლებოდა , არა? ოკ“. ი-–-- - „კი არ მესმის ვიკითხე და არც ეგრე როგორც დედას უნდა, თუ არ იცი იკითხე შენ და გეტყვიან, მკიდია ვაფშე ყველაფერი, მე შენ ლ--–-ს და ჩემს ურთიერთობას არ შეგაზღუდინებ და ჩარჩოებში არ ჩაგასმევინებ, არ წამსვლელის დედას შევეცი“. ნ----- - „არ მაინტერესებს, შენ თუ გაინტერესებს შენ იკითხე ან მიგყავს ხვალ და 8-ზე გამოვუვლი ან ვაბშე არ მიგყავს. დედაშენი მოიკითხე ვაბშე ვერ ნახავ ლ--–-ს. აი ამ ბოლო სიტყვების მერე გელოდები რო სასამართლოში იჩივლო, კარგად იყავი ნაგავო“. ი-–-- - „კი ბატონო, მირჩევნია ეხლა მოვითმინო და მერე კანონიერად გემრიელად სადაც მინდა იქ წავიყვან, აბა ვნახოთ რამდენი ადამიანი დაგიდგება სასამართლოში და რამდენი მე“. ნ----- - „ოკ, დედაჩემი მოვიკითხო? გინებაზე გადმოხვედი? ყოჩაღ“. ი-–-- - „მე ამას დებილი ვგონივარ ხმას რო არ ვიგებ, მოთმინების ფიალა გადაივსო, აი ვნახოთ მარტო, სულ მარტო ცხოვრება თუ არის მარტივი, ათასი კაცი რას იფიქრებს შენზე, ის რო გირჩევნია ჩემთან ყოფნას, მე არასდროს არ შემიგინებია შენთვის და აგერ პირველი შენ მე, ესეც კიდე დიდი წვეთი მოთმინებას, ელოდე ნეტა კარგს რას ელოდები სასამართლოსგან, სასამართლოს გარეთ კიდე ცხოვრება გრძელდება“. ნ----- - „არ წამსვლელისო, მე მოგწერო აბა? შენ იგინები და მოგიბრუნდეს ეგ შენი გინება შენსკენ. დებილი ხარ აბა რა ხარ მე მაგინებ და მე მეუბნები რო მე მოვიკითხე? ჩაიკითხე წესიერად თუ გინდა დაგიკოპირებ“. ი-–-- - „სასამართლოში წადიო და არ წამსვლელის თქო მიხვდი ეხლა?“. ნ----- - „ ფოთში არ წამოვალ თქო და ეგ მოიწერე, შენ მეაგრესიულები, მიდგენ მოვალ და ასე იქნება ამ დროს იმ დროს ადამიანურად არ გესმის მემუქრები? სასამართლოს გარეთ ცხოვრებაზე? ოკ იმუქრე მიდი მარტო ცხოვრების მეშინოდეს? კაიი კაი“. ი-–-- - „შენ 8 მესიჯი ერთად მომწერე, ხო ხედავ რეებს ამბობ, ჯერ არასდროს შემიგინებია, მერე რა დაგაგინე და წამოხვიდოდი? მიდი, მიდიო და რო არ ვხუმრობდი იმის ნიშნად ვთქვი, არ წამსვლელის დედაც თქო, მიხვდი? გეშინოდეს? სად ნახე ეგეთი რამ, შენ ყველგან მუქარა გეჩვენება და ეგრე არაა, ვკითხულობ და მსგავსი არაფერი მომიწერია, ზღვა ადამიანები მიაწოდებს სასამართლოს აზრს მე რა მამა ვარ და აგერ ვნახოთ გრაფიკი, და ნეტა ვინ გედგება შენ გვერდზე? ჰა მაქ 3 ადამიანი და ლ--–-ს აზრს ნეტა არ კითხავენ? ყველაფერს გაპატიებდი, მაგრამ ამ არასწორ ხალხთან ენის ტანტალს და აჩოტების ჩაბარებას არა, ი-–-- იყო უთავმოყვარეო ეხლა დალაგდა ყველანაირად და მიხვდა რა როგორაა, აგერ ვნახოთ ისე თუ არ იქნება და 48 არ მეყოლება“. ნ----- - „მთელ საქართველოს ფული სთხოვე და აალაპარაკე და მე მეუბნები მაგას? შენ ააალაპარაკე და შენი საქმე თვითონ დაილაგე მე შემეშვი. ყოჩაღ ი-–--, ყოჩაღ. მე შენთვის არაფერი დამიშავებია შენ დამიშავე და შენ თავსაც დაუშავე და აი ეხლა რაც მომწერე ყოჩაღ ლ--–-ს რო ავნებ ამ ყველაფერს მაგას ვერ ხვდები?“. ი-–-- - „არა, საერთოდ არ შეგეშვები, ლ--–-ს გრაფიკზე თუ გინდა ესე შევთანხმდეთ, თუ გინდა სასამართლოთი, გაძლევ არჩევანს“. ნ----- - „და ეს ყველაფერი შენ რას გარგებს? შენი კაცობა ვნახე მე და კიდე უარესებს აკეთებ იმის მაგივრად რო გამოასწორო რამე, როგორ ესე?“. ი-–-- - „შენ ვერ ხვდები, მთელი კვირა რო არ ვრეკავ და შვილს მამასთან დარეკვას არ შეახსენებ და არ დააძალებ თუნდაც, ესე ლ--–-სთვის ვნება, არაფერი დაუშავდება ამაზე მეტი სასამართლოში, პირიქით უფრო დიდი ხნით მიეცემა ჩემთან ურთიერთობის დრო“. ნ----- - „შენ გინდა ლ--–-სთან ურთიერთობა და შენ უნდა მოიკითხო შვილი, გავთიშე როცა დაგირეკავს?? მე არაფერს შევახსენებ, მე რა შუაში ვარ. წესიერად თუ არ გინდა მორიგება და ბავშვის ნახვა ჩემთან შეთანხმებით, მაშინ რაც გინდა ის ქენი“. ი-–-- - „ხო, კაცობაში მე არ შემშლია, აი შენი გადასვლის დღიდან მთელი ჩანაწერებსაც მანდ რო კამერები გაქვს გადავავლებ თვალს მაინც და მერე სასამართლოც, არ დაარეკინო, გააგრძელე ლანძღვა, მე გამოვსწორდები თუ არა აი შენ რა?“. ნ----- - „აღარაფერს მოგცემს გითხარი უკვე და ღმერთი მაღალია. რაც შენ დამიშავე კიდე როგორ იგებ ხმას, არც გრცხვენია“. ი-–-- - „რატო არ მპასუხობ მაგაზე, გამეცი პასუხი აბა“. ნ----- - „და ნახე რა მერე? როგორ მივდივარ სახლში და გამოდივარ. რა უნდა გიპასუხო, მეცინება შენ რა ფიქრებით ხარ და მე რა მაქვს საფიქრალი და რამდენი რამ მაქვს დასალაგებელი რო კარგად ვიცხოვროთ მე და ლ--–-მ“. ი-–-- - „არა, მაინტერესებს სხვა რამე ეგ მე ვიცი, ეკრანზე შუქის ჩაწევაზე ხმას რატო არ იგებ?. ნ----- - „რავი, არ მინდოდა ალბათ დაგენახა ვის ვწერდი და რას ვწერდი. აუცილებელი არაა შეყვარებულს წერდე“. ი-–-- - „კაი, მკიდია, ვიცი მე ჩემი ნაბიჯები, მივხვდები მაგას, არ ეცალა თამაშით დაბინდულ ჩემს გონებას, ეხლა გაწმენდი-–-- ჩემი ტვინი და აზრები, ეხლა მე ვიცი“. ნ----- - „ოკ აბა შენ იცი“. ი-–-- - „მოიფიქრე შენ ლ--–-ს გრაფიკი ჩემთან ნახვის ან სასამართლო, მე ორივეზე თანახმა ვარ“. ნ----- - „მე გითხარი შაბათს ნახეთქო და კვირას მე მეყოლება თქო. მეიაზვები და რავიცი გრაფიკი ვერ ექნება ბავშვია და ასე ვერ დაუდგინდება არადამიანურად. შაბათ-კვირას არ გიშლი ნახვას ამ კვირას მინდოდა მეც მყოლოდა რადგან მთელი დღით მიგყავს შაბათს“. ი-–-- - „ანუ ვერ გაიგე მე რა მინდა, მინდა რასაც ვნატრულობ ყოველღამე, ჩემთან დარჩეს ერთი დღე ხოლმე და პლიუს ერთი სრული დღე“. ნ----- - „კაი, წაიყვანე შაბათობით და კვირას დილამდე დაიტოვე ისე რო კვირას მე მყავდეს, მაგრამ სად მიგყავს უნდა ვიცოდე, სად ტოვებ“. ი-–-- - „და ფოთშიც წამოვა“. ნ----- - „სად ტოვებ სად, აბა თბილისში ჯერ ეს მითხარი. ფოთში მარტო არ ჩამოვა, მეც ვიქნები, ისე ვერსად წამოვა მარტო, მხოლოდ თბილისში“. ი-–-- - „სად და გეტყვი სად დარჩება, ანუ ბილეთებსაც ავიგებ 23-24, კვირას რო ჩავუჯდები ჩანაწერებს მერე გეტყვი მინდა თუ არა სასამართლო“. ნ----- - „ეხლა მისმინე შენ არ ვიცი რის მიღწევას ცდილობ, მაგრამ ერთი იცოდე რომ თუ კი რამე ერთი ბეცო შანსი მაინც გქონდა ჩემთან შერიგების, აი ამ ქცევებით ყველაფერი მოსპე“. ი-–-- - „კი ბატონო, შენი სიტყვებით და შენი დამოკიდებულებით შანსი არ მქონდა, ეხლა გქონდაო ამბობ, ამბობ, აწი მე ვიცი, სულ ერთი არაა ეხლა მე რა კაცი ვიქნები შენს თვალში?“. ნ----- - „წესიერად უნდა წაიკითხო რას გწერ. მე შემეშვი, ეგ იცოდე არ მომიახლოვდე და არ მეკონტაქტო“. ი-–-- - „შენ შეგეშვა რა მხრივ? მიპასუხებ? არც ვაპირებ მოახლოებას. ხვალ ლ--–- ჩემთან დარჩება და იცოდე კრებიდან გამოხვალ და ეგრევე წავიყვან“. ნ----- - „ან წადი სასამართლოში ან მე წავალ პოლიციაში და შემაკავებელზე დავწერ. ერთი კვირა გაქვს მოიფიქრე, სხვანაირად რადგან ვერ ვურთიერთობთ“. ი-–-- - „როგორც გინდა თქო, არ გითხარი?“. ნ----- - „ხო, მითხარი პასუხი სასამართლოში გირჩევნია თუ დავწერო მე?“. ი-–-- - „როგორც გინდა თქო, ჩემთვის სულ ერთია“. ნ-----: „მაშინ გამოდის რომ არ მომიახლოვდები და ხვალ თუ მოხვალ პოლიციას მივმართავ“. ი-–-- - „კი, ბატონო, არ მაქვს პრეტენზია მოახლოებაზე, სხვა მოვა და წამოიყვანს ლ--–-ს“. ნ----- - „სხვა მითუმეტეს ვერ წაიყვანს“. ი-–-- - „აბა ვერ გავიგე რანაირად მიმყავს ლ--–-? ჰა, როგორ თქო?“. ნ----- - „არ მიგყავს და ვერც მე მიახლოვდები, აი ამას მიაღწიე. კარგად იყავი ეხლა“. ი-–-- - „აჰა, კი ბატონო, მაგას სასამართლო გაარკვევს“.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ი-–-- ს--–------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და უარი განაცხადა ახალო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ------- გ-----–--მ და მ------ ბ--------ემ დაადასტურეს, რომ 2019 წლის 15 მარტს განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ----- ვ-------–---–მა, რომელშიც მიუთითა, რომ ი-–-- ს--–------ ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას და აყენებდა შეურაცხყოფას, რის საფუძველზეც დააკავეს ი-–-- ს--–------. ხოლო, მოწმე გ------- ზ-----–---–მა, რომელიც არის როგორც დაზარალებულის, ასევე გამართლებულის მეგობარი, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ნ-----ს მისთვის არასდროს მოუყოლია ი-–--სთან საუბრის დეტალები. მოწმემ ასევე, დაადასტურა, რომ სრული თავისუფლება ჰქონდა ნ-----ს ი-–--საგან. ხოლო, რაც შეეხება ნ----- ვ-------–---–ის მობილურ ტელეფონში არსებულ მიმოწერას, არ იკვეთება გამართლებულის მხრიდან ისეთი მიმოწერა, რომელიც სისტემატურად ხორციელდებოდა და იწვევდა დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას და ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც ნ----- ვარსემაშვილს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა. მათი საუბარი შეეხებოდა ბავშვის ნახვის საათებს, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ და ი-–-- ს--–------ ეუბნებოდა, რომ ნ-----ს ან თავად გადაეწყვიტა მამისთვის ბავშვის ნახვის საათები ან სასამართლოში, სამართლებრივი გზით იბრძოლებდა აღნიშნულ საკითხზე. აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებებიდან სხვა რაიმე ფაქტი არ გამოკვეთილა.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ხოლო განსახილველ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი ი-–-- ს--–------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-–-- ს--–------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის და გამართლდეს.
ი-–-- ს--–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ი-–-- ს--–------ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/