განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2019
საქმის ნომერი
330100107029438
ინსტანცია
დავის ტიპი
362 2 ბ
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100107029438

საქმე №1ბ/902-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, გიორგი სვანიძის

სოფიკო კაპანაძის, მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: თ------------------–--ს, ა-----–---–---–ის

ადვოკატის: ი------------–--ის

დაზარალებულის უფლებამონაცვლის: რ-----------------ის

თარჯიმან: თ------------------ის

მონაწილეობით,გამართლებულ: ა–-----------------ის

(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------) ა–-----------------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ-------–--------------–----------–------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–------------------------–-------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ა–-----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ა–-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

ა–-----------------ი, 2001 წლის 14 დეკემბერს, თავის მამინაცვალთან - ა-–-------------–---თან ერთად, დაახლოებით 12:00 საათზე, მივიდა სამუშაო ადგილას, კერძოდ, ფეხსაცმლის შესაკერ საამქროში, მდებარე ქ-------–--–-----–--------------–----------------------------------------------------------------------–ზე, სადაც იმუშავეს და დაახლოებით 16:00 საათზე, წავიდნენ მეტროსადგურ „ა-------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზარში, სადაც მიიღეს სპირტიანი სასმელები და დაახლოებით 20:00 საათზე, დაბრუნდნენ საამქროში, რომლის კარებიც მათ დახვდათ დაკეტილი. ჩავიდნენ ეზოში, რა დროსაც ა-------–---ს ასტკივდა მუცელი და მივიდა კორპუსის წინ მდებარე ავტოფარეხებთან. დაახლოებით 25-30 წუთის შემდეგ ა-------–---ს მიაკითხა ა-------------მა, მისცა შენიშვნა და შესთავაზა იმ ადგილიდან წამოსვლა, რა დროსაც მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ორივეს მხრიდან გინებაში, რის გამოც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მიზნით, ა-------------მა ა-------–---ს დაუწყო ცემა. აღნიშნული ქმედებით ა-------------მა ა-------–---ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამის შემდეგ, ა-------------ი მივიდა იმავე კორპუსის მ-----------------ს, პ------–-----------–------------ში მცხოვრებ ზ-----------------თან, გამოართვა წყალი შამპანურის ბოთლით. შემდეგ მივიდა ა-------–---თან, დაბანა პირ-სახე და შესთავაზა სახლში წასვლა, რაზეც უარი განუცხადა. ა-------–---ი დარჩა შემთხვევის ადგილას, ხოლო ა-------------ი მარტო წავიდა სახლში. ა-------–---ი მიღებული დაზიანებების შემდეგ, დაახლოებით 23:00 საათზე, მივიდა სახლში, სადაც ოჯახის წევრებს მოუყვა ა-------------ის მიერ მისი ცემის შესახებ, ხოლო მეორე დილით, 2001 წლის 15 დეკემბერს წავიდა სამუშაოზე, სადაც გახდა ცუდად, რის გამოც ვეღარ გააგრძელა მუშაობა და ტაქსით დაბრუნდა სახლში. ა-------–---ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იმავე დღეს სასწრაფო დახმარების მანქანით, გადაყვანილ იქნა თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც მოთავსებული იქნა რეანიმაციის განყოფილებაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ა-------–---ის დაკითხვა ვერ მოხერხდა და 2001 წლის 18 დეკემბერს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განაჩენით:

 

ა–-----------------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

გაუქმდა ა–-----------------ის მიმართ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 მარტის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და 2002 წლის 16 მარტის დადგენილებით მის მიმართ გამოცხადებული ძებნა.

 

გაუქმდა 2002 წლის 15 მარტის ბრძანებით საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე დადებული ყადაღა, მისამართზე მ--------–----------–-----------.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ა–-----------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, სრული მოცულობით ჩაატარა სასამართლო გამოძიება, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განაჩენი გამართლებულ ა–-----------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ-----------------ის ჩვენებით, 2001 წლის 14 დეკემბერს, ა-–-------------–---ი თავის გერთან, ა–-----------------თან ერთად წასული იყო გლდანში არსებულ ფეხსაცმელების შესაკერ საამქროში, საიდანაც ა-–------ი გვიან ღამით ნაცემი დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მოუყვა, რომ ა–----თან ერთად იმყოფებოდა საამქროში, დალიეს სასმელი, რის შემდეგაც მოუვიდათ შელაპარაკება და შეუგინებია ა–-----------------ისთვის, რაზეც იგი გაბრაზებულა, ა-–-------------–---ი გაუყვანია სადღაც ბნელ ადგილას და იქ დაუწყია მისი ცემა, დაურტყამს სახეში, რის შედეგადაც ა-–------ი წაქცეულა, ხოლო ა–-----------------ს სახის არეში ფეხებით ცემა გაუგრძელებია, რის შედეგადაც ა-–-------------–---ს გონება დაუკარგავს. სახლში დაბრუნებული ა-–------ი მთელი ღამის განმავლობაში ცუდად იყო, თავი სტკიოდა და ვერ ისვენებდა. დილით სამსახურში წავიდა, გლდანის მასივში, საამქროში, ხოლო დაახლოებით სამ საათში უკან დაბრუნდა ტაქსით, ძალიან ცუდად იყო, სულ კანკალებდა და რადგან მდგომარეობა ჰქონდა გართულებული, სასწრაფო გამოიძახეს, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში და მოათავსეს რეანიმაციაში. მომხდარის თაობაზე მეორე დღეს ყველაფერი შეატყობინა პოლიციას. ა-–-------------–---ი გარდაიცვალა 2001 წლის 18 დეკემბერს. როდესაც ა-–------ი სახლში დაბრუნდა, თავზე ქუდი აღარ ეხურა, ხოლო ტანსაცმელი მთლიანად დახეული, ჭუჭყიანი და სისხლიანი იყო, რის გამოც ისინი აღარ გამოდგებოდა და ამიტომ გადაყარა. ა-–------ის ქუდი ამოიცნო პოლიციაში ამოცნობის ჩატარების დროს.

 

მოწმე ზ-----------------ის გამოძიებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, 2001 წლის დეკემბერში, საღამოს, როდესაც სახლში დაბრუნდა, კარზე გაიგონა კაკუნი, გაიხედა და დაინახა უცნობი, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, სუსტი აღნაგობის მამაკაცი, რომელმაც ბოთლით წყალი სთხოვა და უთხრა, რომ გარეთ კაცი იყო წაქცეული. შამპანურის ბოთლით მისცა წყალი, თვითონაც შესთავაზა დახმარება, მაგრამ უცნობმა ახალგაზრდამ უარი უთხრა და წავიდა. როგორც შემდეგ გამომძიებლისაგან გახდა ცნობილი, ხსენებული პიროვნება ყოფილა ა–-----------------ი. აღნიშნული პიროვნება ამოიცნო ფოტოსურათებით ჩატარებული ამოცნობისას.

 

მოწმე მ-------------------ის ჩვენებით, გარდაცვლილი ა-–-------------–---ი იყო მისი მეუღლე, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2001 წლის დეკემბერში ა-–------ი და მისი (მოწმის) შვილი ა–-----------------ი იმყოფებოდნენ გლდანში არსებულ ფეხსაცმლის შემკეთებელ საამქროში, სადაც ისინი მუშაობდნენ. მათ მოსვლიათ ჩხუბი, რადგან ა-–------ მამულოვს ა–---- კარაპეტიანისთვის დედა შეუგინებია და ამის გამო, მას ხელი დაურტყამს, რის შედეგადაც მამულოვი წაქცეულა და ბორდიურისათვის დაურტყამს თავი. ა-–-------------–---ი ღამით დაბრუნდა სახლში და მოუყვა, რომ ა–-----------------მა სცემა. მეორე დილით ა-–-------------–---ი სამსახურში წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა სახლში, რადგან იყო ცუდად და თავის ტკივილს უჩიოდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო და წაიყვანეს თ---–-----------------------ში, სადაც იგი გარდაიცვალა. სხვა რაიმე მომხდარის შესახებ მისთვის უცნობია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე ნ---------------------------–---–ი, რომლის ჩვენებით, ნაქირავები ჰქონდა ბინა გლდანში, სადაც უნდა გაეხსნა ფეხსაცმლის საამქრო. ხელოსნებად დასაქმებული ჰყავდა ძმები ა–----ი და ა-----–--------------ები და მათი მამინაცვალი, სახელად ა---. 2001 წლის 14 დეკემბერს, საღამოს საათებში, გავიდა საამქროში, სადაც არავინ დახვდა. ცოტა ხანში მივიდა ა-----–-, რომელმაც არ იცოდა, თუ სად იმყოფებოდნენ მისი ძმა არტური და მამინაცვალი ა---. იმ საღამოს დაკეტა კარი და სახლში წავიდა. მეორე დღეს, სამსახურში, მივიდნენ ორივე, რა დროსაც ა---ს ეკეთა სათვალე და ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი. მის კითხვაზე, თუ სად იყვნენ წინა დღით და რა სჭირდა, უთხრეს, რომ საღამოს წავიდნენ გლდანის ბაზრობაზე საჭმელად, სადაც ცოტა დალიეს და მეგრელებთან მოუვიდათ ჩხუბი. რამდენიმე საათში, მიუხედავად იმისა, რომ ანთებული ჰქონდათ ღუმელი, ა---ს დაეწყო კანკალი და გახდა ცუდად. მან ა–----ს მისცა 10 ლარი და ტაქსით გაუშვა ა---. მეორე დღეს შეიტყო, რომ ა--- საავადმყოფოში იწვა, ხოლო დაახლოებით სამ-ოთხ დღეში გარდაიცვალა. პოლიციას ა---ს გარდაცვალებამდეც ჰყავდა დაკავებული ა–-----------------ი, მაგრამ ა–----ი ამბობდა, რომ ის არაფერ შუაში არ იყო. მოსამართლის შეკითხვაზე მოწმე ნ-----------------–---–მა განმარტა, რომ თავად ა---სგან შეიტყო, რომ მეგრელებთან მოუვიდათ ჩხუბი.

 

2001 წლის 17 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის #---- აქტის თანახმად, თ---–----------–-------------------------ს ავადმყოფობის ისტორია #---------ის მიხედვით ა-–-------------–---ი მოთავსებული იქნა აღნიშნულ კლინიკაში 2001 წლის 16 დეკემბერს, ამჟამადაც აგრძელებს მკურნალობას, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა, მარცხენა თვალბუდის და მარცხენა წარბის სისხლნაჟღენთები, ექსკორაციები. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

 

2001 წლის 20 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--- დასკვნის თანახმად, ა-–-------------–---ის სხეულზე აღინიშნება შემდეგი დაზიანებები: მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები თავის არეში. კანქვეშა სისხლჩაქცევა თხემ-კეფის არეში. ქალა ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა. სუბდურული, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევები თავის ტვინის დაჟეჟილობით, პოსტტრავმული მენინგოენცეფალიტი თავის ტვინის დარბილებით და მკვეთრი შეშუპებით, ღეროს დისლოკაციის განვითარებით, რამაც გამოიწვია ა-------–---ის სიკვდილი. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცოცხალ პირთა შემოწმებისას შეფასდებოდნენ, როგორც მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აგრეთვე ა-------–---ის სხეულზე აღინიშნება ნაჭდევი მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე, ნაჭდევი წელის არეში მარჯვნივ. მრავლობითი ნაჭდევები მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეთა ზედაპირზე და მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე. ნაჭდევები მარჯვენა წვივის შუა მესამედის წინა ზედაპირზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაზიანება მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და თითოეული მათგანი იზოლირებულად აღებული ატარებენ მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

2002 წლის 10 ივნისის სასამართლო-სამედიცინო (კომისიური) ექსპერტიზის #----- დასკვნის თანახმად, ა-–-------------–---ის გვამს სახის და თავის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები. სისხლჩაქცევა თავის ქალას ღრუში და თავის ტვინის ნივთიერებაში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, რამაც გამოიწვია სიკვდილი. ა-------–---ის გვამზე სხეულის სხვა ნაწილებში არსებული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ყველა ზემოთ აღწერილი დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ა-------–---ის სხეულზე არსებული ყველა დაზიანების განვითარება ცემის შედეგად შესაძლებელია. ა-------–---ის სხეულზე არსებული დაზიანებების განვითარება საკუთარი სიმაღლიდან მკვრივ და ბლაგვ საგანზე ერთჯერადი დაცემის შედეგად შეუძლებელია. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადსტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2001 წლის 17 დეკემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პირველი განყოფილების სს სამძებროს უფროს ინსპექტორ რ----------ის მიერ დათვალიერებული იქნა გ-–----------------------–------------- კორპუსთან არსებული ერთ-ერთი ავტოფარეხის მიმდებარე ტერიტორია, რომლის მარჯვენა მხარეს, კედელთან ყრია 3 ცალი ბეტონის ფილა, სადაც ა–-----------------ის განმარტებით, იჯდა ა-–-------------–---ი, რა დროსაც ორჯერ-სამჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. ბეტონის ფილაზე აღმოჩნდა წითელი ფერის ლაქები, ასევე შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა შავი ფერის ნაქსოვი ქუდი და დამტვრეული ბოთლის ნატეხები.

 

2002 წლის 12 იანვრის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა რ-----------------მა წარდგენილი სამი ქუდიდან ამოიცნო შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, წარწერის გარეშე, რომელიც იშლება ორკეცად და განმარტა, რომ ქუდს ორივე მხარეს აქვს კვანძები, იგი ეკუთვნოდა მის შვილს ა-–-------------–---ს, რომელიც მას ეხურა 2001 წლის 14 დეკემბერს, როდესაც ის ცემა ა–-----------------მა და როდესაც ნაცემი დაბრუნდა სახლში, აღნიშნული ქუდი მას აღარ ეხურა. ქუდი ამოიცნო, რადგან რამდენჯერმე აქვს გარეცხილი და კარგად იცის იგი.

 

2002 წლის 14 იანვრის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა მ-------------------მა წარდგენილი სამი ქუდიდან ამოიცნო შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, წარწერის გარეშე, რომელიც იშლება ორკეცად. მისი განმარტებით, ქუდი ეკუთვნოდა მის მეუღლეს ა-–-------------–---ს და მას ეხურა 2001 წლის 14 დეკემბერს, როდესაც ის წავიდა ცეხში სამუშაოდ და იქ მოუვიდა ჩხუბი და ცემა ა–-----------------მა და როდესაც დაბრუნდა სახლში, ა-–------ს ქუდი აღარ ეხურა. ქუდის ამოცნობა არ გასჭირვებია, რადგან რამდენჯერმე აქვს გარეცხილი და კარგად იცის, ქუდი ორკეცად იშლება გარეცხვის დროს.

 

2002 წლის 11 მარტის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა ზ-----------------მა წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო პიროვნება ა–-----------------ი, რომელიც აღბეჭდილია მარცხნიდან მესამე ფოტოსურათზე და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება მივიდა მასთან სახლში 2001 წლის 14 დეკემბერს საღამოს საათებში და სთხოვა წყალი, რომელიც უნდოდა ცუდად მყოფი კაცისათვის სახის მოსაბანად და დასალევინებლად, რაზედაც გადასცა შამპანურის ბოთლით წყალი და მისული პიროვნება წავიდა. მესამე ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება ამოიცნო სახის მოყვანილობით, გამოხედვით, წარბებით, ცხვირის და პირის მოყვანილობით.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა აღნიშნულ პირთა ჩვენებებს, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ არც წინასწარი გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ა–-----------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა;

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციაზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. მოცემული დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია, ანუ მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა. შესაბამისად, ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, მძიმე შედეგში ან შედეგის საფრთხეში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს ან შედეგის საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი კი არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის ქმედება წარმოდგენდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. ბრალის ფორმის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მხოლოდ განზრახია.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა, - რ-----------------მა და მ-------------------მა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, რომ მათ ნაცემ მდგომარეობაში ნახეს აწგარდაცვლილი ა-–-------------–---ი, მათთვის ა-–-------------–---ისგან გახდა ცნობილი, რომ იგი ა–-----------------მა სცემა. მათივე განმარტებით, ა-–-------------–---ი მიღებული დაზიანებების გამო, იყო ცუდად, რის გამოც გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებულ მოწმეთაგან უშუალოდ არცერთს არ უნახავს ა–-----------------ის მიერ ა-–-------------–---ის ცემის ფაქტი. ამასთან, მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკითხული მოწმის ნ-----------------–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც სხვა გარემოებებთან ერთად განმარტა, - შემთხვევიდან მეორე დღეს, სამსახურში მისულ ა---ს ეკეთა სათვალე და ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი. მის კითხვაზე, თუ სად იყვნენ წინა დღით და რა სჭირდა, თავად ა---მ უპასუხა, რომ მეგრელებთან მოუვიდათ ჩხუბი. ასევე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ სასამართლო სამედიცინო გამოკვლევის/შემოწმების #---- აქტში მითითებულ გარემოებაზე, კერძოდ, ა-–-------------–---ი კლინიკაში მიყვანილი იქნა 2001 წლის 16 დეკემბერს სასწრაფოს მიერ. მომყვანთა გადმოცემით, გუშინ ვერის ბაღში სცემეს უცნობებმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიან ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა იმის დასადასტურებლად, რომ პირველი, - ა–-----------------მა ნამდვილად სცემა ა-–-------------–---ი და მეორე, - ა-–-------------–---მა სწორედ ა–-----------------ის მიერ ცემის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მოგვიანებით კი გარდაიცვალა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით“. მე–3 ნაწილის თანახმად, „განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132–ე მუხლის თანახმად, „თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა–-----------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის 132–ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, უფრო მეტიც, არ არსებობს ერთი უტყუარი მტკიცებულება მაინც იმის თაობაზე, რომ ა–-----------------მა მოცემული დანაშაული ჩაიდინა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განაჩენი ა–-----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განაჩენი ა–-----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ა–-----------------ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ა–-----------------ს განემარტოს საქართველოს სსსკ 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა–-----------------ის მიმართ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 მარტის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, 2002 წლის 16 მარტის დადგენილებით მის მიმართ გამოცხადებული ძებნა და 2002 წლის 15 მარტის ბრძანებით საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე დადებული ყადაღა, მისამართზე მ--------–----------–----------- - გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე