განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
010100119002857701
ინსტანცია
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-607-2019 წელი

№010100119002857701

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

7 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ------ პ----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ------ პ----ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ---------–-------–-------------------------–------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 (ასოცდახუთი) საათის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

მ------ პ----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწი-ნებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 02 იანვარს დაახლოებით 20:40 საათზე, ქ. ბ------–-------–-----------–---------------ში, სახლში ყოფნისას მ------ პ----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სა-ხის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს დას – მ--- პ----ეს, რამაც მ--- პ----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ო-–--- მ------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მ------ პ----ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი რაიმე სახის ზე-მოქმედების მატარებელი ვერ იქნება. მსგავსი სახის მსუბუქი სასჯელი მისთვის წამახა-ლისებელი და ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელი იქნება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ძალადობის მიზეზი იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობი-ლი უთანხმოება, რაც შესაძლოა კვლავ განმეორდეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ------ პ----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ პ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინ-სტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრ-დებული არ არის წარსულში ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან და მას რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია და მ------ პ----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინე-ბით სასჯელად დაუნიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდა-ათი) საათის ვადით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირა და განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 (ასოცდახუთი) საათის ვა-დით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სას-ჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯა-ვრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სას-ჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივ-ნისის განაჩენი მ------ პ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო სა-ჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ------ პ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ------ პ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილის თანახმად მ------ პ----ეს 2019 წლის 13 იანვრიდან 2019 წლის 17 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 25 (ოცდახუთი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზო-გადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 (ასოცდახუთი) საათის ვადით.

გაუქმდეს მსჯავრდებულ მ------ პ----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხ-სნას ყადაღა ს--–--- პ----ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონე-ბის, მდებარე - ქ. ბ------------------–-------------ში (ზონა -------------, სექტორი ----, კვარტალი ----, ნაკვეთი -----, საკადასტრო კოდი №------------, დაზუსტებული ფარ-თობი - 2947.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 2-----------, შენობა-ნაგებობის საერთო ფარ-თი - 98.95) – 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ბათუმის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili