განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002591162
საქმე №1ბ/743-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ქ--------------–---–--
მსჯავრდებულის: ს-------------------
ადვოკატის: ნ---------–-------
მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ--------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ს----------------------–------------ მიმართ, დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ განქორწინებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----–----–----------------–---------------------------------ში; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით, ს------------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები თგათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000(თხუთმეტი ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით, ს------------------- მიმართ, საქართველოს სსკ-ის180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთამ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილი ჰქონდა პირობით და შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ს--------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით, რაც საქართველოს, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.
მსჯავრდებულ ს------------------ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 20 აგვისტოდან.
ს------------------ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 31 ოქტომბერს, თ---–--–------------------------------------ში, შპს „-------–----- წარმომადგენელს, ფინანსურ დირექტორს - ს------------------ს და შპს „------------- დირექტორ მ--------------------------- შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „-------–----- 15 100 აშშ დოლარის სანაცვლოდ, იკისრა ვალდებულება, რომ 2017 წლის 22 ნოემბრამდე შპს „------------------ მიეწოდებინა დიოდური ლაზერის აპარატი „-----------
2017 წლის 1 ნოემბერს, მ---------------------------- 39 068 ლარი სრულად ჩაურიცხა შპს „-------–---- სს „--------------- ანგარიშზე. მიუხედავად ამისა, შპს „-------–----- ფინანსურმა დირექტორმა ს------------------მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ----------------------------- კუთვნილ 39 068 ლარს, განკარგა პირადი მიზნებისთვის და დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ--------------–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება და მსჯავრდებულ ს------------------სთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ს------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მ-------------------------------------–-----------------–-------------------------------------------–---------------------------------------------- გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ ს-------------------- მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ; ამოღების ოქმით; ნიმუშის აღების ოქმებით; გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით; საჯარო რეესტრის წერილით, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად; შემოსავლების სამსახურის წერილით; ოქმებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა ს------------------მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქმედების დროს არ იყო ნასამართლევი, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის ერთადერთი მარჩენალიც თვითონ არის, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს------------------- საზოგადოებისაგან მისი იზოლირება მიზანშეუწონელია და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ--------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ს------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სს-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით, ს------------------- მიმართ, საქართველოს სსკ-ის 18--ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთამ რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ს------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი)წელი.
4.მსჯავრდებულ ს------------------ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 20 აგვისტოდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით, ს------------------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო - გაუქმებულია;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ს------------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7.სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
-შპს „--------–------ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი