განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117001836176
საქმე №1ბ/1694-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თ---–---- სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ლ-–------------------------------–---–--
ადვოკატის: კ--------–--------–--
გამართლებულის: ს---–----------–----
მონაწილეობით,თ---–---- პროკურატურის პროკურორის ლ-–--------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს---–----------–---- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------–------------------------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, ს---–----------–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ს---–----------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის 18 ოქტომბერსა და 2011 წლის 1 ნოემბერს, სს „-------–-------–----- და სს „---–------- შორის გაფორმდა მომსახურების №------------------ ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით, სს „-------–-------–---- უზრუნველყოფდა წ--–--------------–-----------–----- მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სს „---–-------- საკუთრებაში არსებული მიწისქვეშ განთავსებული სხვადასხვა ტიპის 140 000 გრძივი მეტრის მაგისტრალური კაბელების მიწიდან დემონტაჟის სამუშაოების ჩატარებას. თავის მხრივ, სს „-------–-------–----- გააფორმა ხელშეკრულებები ქვეკონტრაქტორებთან - 2011 წლის 1 ნოემბერს, შპს „----–-------–------- (დირექტორი ს---–----------–---), ხოლო 2011 წლის 16 ნოემბერს - ინდ. მეწარმე „------------------------------- ხელშეკრულებების მიხედვით, შპს „----–-------–---- უნდა განეხორციელებინა 52 000 გრძივი მეტრის სიგრძის კაბელის, ხოლო ინდ. მეწარმე „-------------------------- 84 818 გრძივი მეტრი კაბელის სადემონტაჟო სამუშაოები. აღნიშნული ხელშეკრულებებით ერთი გრძივი მეტრი კაბელის სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 1.90 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ შპს „----–-------–---- რეალურად შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 13065,78 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოები, 2011 წლის დეკემბერში, შპს „----–-------–----- დირექტორმა ს---–----------–---მ, ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, შეადგინა და იმავე წლის ბოლოს, სს „-------–-------–---- წარუდგინა ყალბი მონაცემების შემცველი, ჯამში 15955.60 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტები და მოსთხოვა შესაბამისი ანაზღაურების გადახდა. მოგვიანებით, 2012 წელს, შპს „----–-------–----- სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც მტკიცებულების სახით ასევე წარადგინა ზემოხსენებული ყალბი დოკუმენტი, რომლებზე დაყრდნობით სს „-------–-------–---- დაეკისრა 15955.60 გრძივი მეტრის სამუშაოს ანაზღაურება და შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნული ქმედებით, შპს „----–-------–----- დირექტორი ს---–----------–---, მოტყუებით დაეუფლა თანხის გადახდის მოთხოვნის ქონებრივ უფლებას, რითაც სს „-------–-------–---- მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–---- პროკურატურის პროკურორმა ლ-–---------------- რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს---–----------–---- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ბრალდების მხარემ დაადგინა, რომ შპს „----–------–----- რეალურად ჩაატარა 13065.71 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოები და არა ს---–----------–---- მიერ ყალბ მიღება-ჩაბარების აქტებში ნაჩვენები 15955.60 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოები, რაც საფუძვლად დაედო სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებას. ხსენებულ მოცემულობას არასწორი სამართლებრივი შფასება მიეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. მოცემულ ვითარებაში სადაოა არა აქტზე არსებული ხელმოწერები, არამედ მისი შინაარსი. ს---–----------–---მ არარსებულ შესრულებულ სამუშაოებს მოაწერა ხელი და შემდეგ ამ ყალბი მონაცემებით მოითხოვა თანხა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. სწორედ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ოდენობა და მოთხოვნილი თანხა განსაზღვრავს მიღება-ჩაბარების აქტების რეალობას ან სიყალბეს. ამ მონაცემებზეა აგებული ბრალდების ფორმულირება და აქტებში ასახული ინფორმაციის სიყალბეს ედავება ბრალდება გამართლებულს. ასევე სადავოა ს---–----------–---- მიერ წარდგენილი არა ერთ-ერთი, არამედ ორივე მიღება-ჩაბარების აქტი. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯელობას თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ბრალდების მხარეს ექმნება შთაბეჭდილება, რომ თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია „მძევალია“ სამოქალაქო კოლეგიის გადაწყვეტილებისა და არ სურს განაჩენი გამოიტანოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. აპელანტი მიუთითებს გამოძიების დაგვიანებით დაწყებაზეც და განმარტავს, რომ დაგვიანებით დაიწყო გამოძიება, თუ უმალვე დანაშაულის ჩადენისას, არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა მ--–---------–------- განაცხადა, რომ მუშაობს სს „-------–-------–--–-- იურისტის პოზიციაზე. მისთვის ცნობილია სს „-------–------–----- და შპს „----–-------–---- შორის გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც ეხებოდა მიწიდან კაბელების დემონტაჟს. შპს „----–-------–----- მათი კომპანიის წინაშე იკისრა სამუშაოს შესრულების ვალდებულება, რაც ჯეროვნად არ შეასრულა. კერძოდ, კონტრაქტორის კომპანიის დირექტორის ს---–----------–---- მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ასახული იქნა არასწორი ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების თაობაზე, რომელსაც ნდობის საფუძველზე მოაწერა ხელი სს „-------–-------–----- დირექტორმა თ--------------------- იმ ფაქტს, რომ ს---–----------–---- მიერ შედგენილ დოკუმენტში იყო ცდომილება, ადასტურებს სს „---–-------- წარმომადგენლის მიერ მიღებული ინფორმაცია, რომელიც ესწრებოდა და ამოწმებდა შპს „----–-------–----- მიერ შესრულებულ სამუშაოებს. ს---–----------–---- მიერ შედეგნილი დოკუმენტებით, მისმა კომპანიამ შეასრულა 15955.6 გრძივი მეტრი სადემონტაჟო სამუშაოები, მაშინ, როდესაც, რეალურად შესრულებული იყო 13065.78 გრძივი მეტრის სამუშაოები. აღნიშნულის გამო, კომპანიას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, დაყადაღებულია კომპანიის აქტივები, მანქანები და თავად კომპანიაც, რაც იწვევს მის პარალიზებას. გარდა ამისა, კომპანიამ, როგორც სააქციო საზოგადოებამ ვერ განახორციელა შესაბამისი აუდიტის დასკვნის მომზადება, რის გამოც მას დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მათ შორის არსებულ სამოქალაქო სამართლებრივ დავას, დაზარალებულის წარმომადგენლის განმარტებით, სამოქალაქო განხილვის დროს შპს „----–-------–----- დირექტორმა ს---–----------–---მ სასამართლოში წარადგინა არარეალური დოკუმენტი, რაც გაიზიარა სასამართლომ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------------------- განაცხადა, რომ არის სს „-------–-------–----- სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კომპანიის საქმიანობაში შედის მიწის გათხრითი სამუშაოები, მიწიდან კაბელების ამოღება და სხვა. 2011 წლის ოქტომბრერი-დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა თ-------------------- ხოლო რ-------------–------ იმ მომენტისათვის იმყოფებოდა ობიექტზე, როგორც პასუხისმგებელი პირი. მოწმემ დაადასტურა 2011 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში სს „-------–------–----- და სს „---–------- შორის ხელშეკრულებების დადების ფაქტი და განაცხადა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი თავად კომპანიამ შეასრულა, ხოლო დანარჩენი ნაწილის შესასრულებლად მათ ხელშეკრულება გააფორმეს ქვეკონტრაქტორებთან - შპს „----–-------–------- და ინდ. მეწარმე „------------------------------- ქვეკონტრაქტორებს 1 მეტრი უნდა გაეთხარათ 1.90 ლარად. შესრულებული სამუშაოების დასტურად, შპს „----–-------–---- უნდა მიეტანა სს „ს------–-------–---------- ანგარიშფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტი. გარკვეული სამუშაოები ნამდვილად შეასრულა შპს „----–-------–-----, თუმცა არა იმ მოცულობით, რაც ასახული იყო ს---–----------–---- და თ-------------------- მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებში. მოწმის მტკიცებით, იმ ფაქტს, რომ ს---–----------–---მ მიღება-ჩაბარების აქტში ასახა არასწორი მონაცემები, ადასტურებს სს „---–----------- გამოთხოვილი დეტალური მონაცემები, რომლის თანახმად, ს---–----------–---- კომპანიას შესრულებული ჰქონდა მითითებულზე 2800 გრძივი მეტრით ნაკლები, შესაბამისად, ითხოვდა 5500 ლარით მეტ ანაზღაურებას. მ------------------- დაადასტურა, რომ თ------------------- მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს აწერადა ს---–----------–----ადმი არსებული ნდობის საფუძველზე, ვინაიდან მათი სამსახურებრივი ურთიერთობა პირველად არ შემდგარა; საბოლოო ჯამში სს „-------–-------–---- გადახდილი ჰქონდათ 11 180 ლარი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი, სადავო საკითხის წარმოშობის გამო არ გადაუხდიათ. ისინი მოლაპარაკებების გზით ცდილობდნენ მოეგვარებინათ მათსა და ს---–----------–---ს შორის არსებული ურთიერთობა, თუმცა ვინაიდან არ შედგა მორიგება მან კომპანიის სახელით მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-------------–------მ განაცხადა, რომ 2011 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის მდგომარეობით, სს „-------–-------–----- გენერალური დირექტორი იყო თ-------------------- ხოლო თავად ასრულებდა ტექნიკური დირექტორის მოვალეობას. მითითებულ პერიოდში მათ სს „---–---------- გააფორმეს მიწიდან კაბელების დემონტაჟის სამუშაოების შესრულების ხელშეკრულება. თავის მხრივ, სს „-------–-------–----- ხელშეკრულება გააფორმა ქვეკონტრაქტორებთან - ინდ. მეწარმე „------------------------------ და შპს „----–-------–-------, რომლის დირექტორი იყო ს---–----------–---. მოგვიანებით კომპანიებს შორის წარმოიშვა უთანხმოება, კერძოდ ეს უკავშირდება 3 კილომეტრზე შეუსრულებელ სამუშაოს, რაც ს---–----------–---- მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ასახული იყო როგორც შესრულებული სამუშაო. ეს უკანასკნელი უთითებდა, რომ შესრულებული იყო 15 955.6 გრძივი მეტრი კაბელის დემონტაჟი, რაც 2 893 გრძივი მეტრით მეტი იყო რეალურად შესრულებულთან შედარებით და ს---–----------–--- შესაბამისად ითხოვდა 5590 ლარს ზედმეტად. ს---–----------–--- ამბობდა, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაწილი არ ჩანდა, რის გამოც შესრულებული სამუშაოების სრული ვერსია გამოითხოვეს სს „---–------------ შედარებამ აჩვენა ანალოგიური შედეგი. მოწმემ დაადასტურა, რომ სს „---–-------- ორი წარმომადგენელი აკვირდებოდა სამუშაოს შესრულებას, რომელთაგან ერთ-ერთს ევალებოდა ამოღებული კაბელების ზედამხედველობა, გაზომვა, მარკირება და ჩაბარება. შესრულებული სამუშაოები იზომებოდა ამოთხრილი კაბელების მიხედვით, შემდეგ ამ კაბელებს მარკირებით აფასოებდნენ, ჰქონდათ ქაღალდის პლომბები, სადაც ეწერა ამოთხრილი კაბელის მეტრაჟი და ნომერი. კაბელების გაზომვის დროს რაიმე ცდომილება გამორიცხული იყო. დგებოდა ე.წ. ტაბელები შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებზეც ხელს აწერდნენ ერთის მხვირვ „----–------- წარმომადგენლები და მეორეს მხრივ სამუშაოს შემსურლებელი, ამ შემთხვევაში ს---–----------–---- კომპანიის წამომადგენელი და ეს დოკუმენტები ინახებოდა სს „---–-----–--- რაც შეეხება სს „ს------–-------–------- გაგზავნილ მიღება-ჩაბარების აქტებს, ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტებს მათ უგზავნიდა შემსრულებელი, რომლებსაც კომპანიის დირექტორი თ------------------- ხელს აწერდა ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, ვინაიდან ს---–----------–---სთან პირველად არ ჰქონიათ საქმიანი ურთიერთობა. რ-------------–------მ დაადასტურა, რომ სს „-------–-------–---- ს---–----------–---- მიმართ სრულად არ აქვს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება, თუმცა კომპანია თანხის გადახდის წინააღმდეგი არ ყოფილა, უთანხმოება გამოიწვია მხოლოდ ზედმეტმა სამმა კილომეტრმა, რომელიც არ შესრულებულა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ------------–---–-- განაცხადა, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს დაინიშნა სს „-------–-------–----- გენერალურ დირექტორად, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, კომპანიას ყადაღა ჰქონდა დადებული. აღნიშნულის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ კონტრაქტორი კომპანიის - შპს „----–-------–----- დირექტორის ს---–----------–---- მიერ მოხდა სს „ს------–-------–---------- არასწორი მონაცემების მიწოდება შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, იგი 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ყადაღის მოხსნის მიზნით, შეხვდა შპს „----–-------–----- დირექტორს ს---–----------–---ს. მოლაპარაკების შედეგად ამ უკანასკნელმა მას დაუწერა განცხადება სს „ს------–-------–------- პრეტენზიის არქონის თაობაზე, სანაცვლოდ სს „-------–-------–---- უნდა დაეანგარიშებინა და ეტაპობრივად აენაზღაურებინა შპს „----–-------–----- მიერ შესრულებული სამუშაო. ვინაიდან, მხოლოდ აღნიშნული განცხადება არ იყო საკმარისი ყადაღის მოსახსნელად, ბ------------–---–-- ს---–----------–---ს სთხოვა მსგავსი შინაარსის განცხადების აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაეწერა, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნული ფაქტისა და იმის გათვალისწინებით, რომ ს---–----------–---მ სს „-------–-------–---- მიაწოდა არასწორი ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, მოწმემ მიმართა პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. მან გადმოცემით იცის, რომ როდესაც ს---–----------–---მ თ-------------------ს წარუდგინა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების საბუთი, თ-------------------მ ნდობის საფუძველზე, შემოწმების გარეშე მოაწერა მასზე ხელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------------–-----–---- განაცხადა, რომ 2011 წლის ოქტომბერი-დეკემბრის მდგომარეობით მუშაობდა სს „---–-----–--- რა დროსაც ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში სამსახურიდან დაევალა წარმომადგენლობის განხორციელება. აღნიშნული პროექტი გულისხმობდა მიწაში არსებული ძველი კაბელების ამოთხრას. მიწიდან ამოღების შემდეგ, ის და მისი თანამშრომელი ზომავდნენ კაბელებს, ახვევდნენ, ლუქავდნენ და შემდეგ გადაჰქონდათ სს „---–-------- საწყობში, სადაც კეთდებოდა აღრიცხვა და დგებოდა შესაბამისი აქტი. ხსენებულ აქტს ხელს აწერდნენ შემსრულებლები და ქვეკონტრაქტორები. მოწმემ დაადასტურა, რომ ცდომილება შეუძლებელი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----------------------- განაცხადა, რომ 2011 წლის 16 ნოემბერს ხელშეკრულება გააფორმა სს „ს------–-------–-------, რომლის თანახმადაც, მას როგორც ქვეკონტრაქტორს მიწიდან უნდა ამოეთხარა კაბელები. მოწმის განმარტებით, ზემოაღნიშნულ კომპანიასთან ანალოგიურად თანამშრომლობდა ს---–----------–---ც. თუმცა მათ პერსონალურად ჰყავდათ ბრიგადები, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ინდივიდუალურად ეკისრებოდათ. დაკისრებული მოვალეობის შესრულების შემდეგ, დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. ცდომილების გამოსარიცხად გათხრით სამუშაოებს ესწრებოდა სს „---–-------- წარმომადგენელიც, კერძოდ, ისინი ამოწმებდნენ შესრულებული სამუშაოს სისწორეს და მათი მონაცემები არის უტყუარი. მოწმემ დაადასტურა, რომ მან სრულყოფილად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ხოლო ს---–----------–---მ ისარგებლა სს „-------–-------–----- დირექტორის - თ-------------------- ნდობით და ხელი მოაწერინა მას მიღება-ჩაბარების აქტებზე, სახაც ასახული ჰქონდა ყალბი მონაცემები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხოდმაზე ს---–----------–---მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2011 წლის ნოემბერში, მან როგორც შპს „----–-------–----- ტექნიკურმა დირექტორმა, სს „ს------–-------–------- გააფორმა ხელშეკრულება წ--–------------------–-- მონაკვეთზე კაბელის დემონტაჟის შესახებ. სს „-------–-------–----- დირექტორი იმ პერიოდში იყო თ-------------------- რომელთანაც აკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მოგვიანებით, დამკვეთის მიერ დაფინანსების არარსებობა გახდა მუშაობის შეწყვეტის მიზეზი. ს---–----------–---- განმარტებით, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტზე მისი ბრიგადიდან თავად აწერდა ხელს. მას საკუთარი გამოთვლებით 33 დღის განმავლობაში გათხრილი ჰქონდა 15595.60 გრძივი მეტრი კაბელი, რაც სრულად შეესაბამებოდა სს „-------–-------–----- მიერ მისთვის წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში ასახულ ინფორმაციას. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები წარმოდგენილია საქმის მასალებში და დასტურდება მისი და თ-------------------- ხელმოწერით. მან მიღება-ჩაბარების აქტს მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც დარწმუნდა, რომ მასში ასახული შესრულებული სამუშაოს ოდენობა ემთხვეოდა მის მიერ ბლოკნოტში ასახულ და დაანგარიშებულ ციფრს. შესაძლოა დაეშვა შეცდომა შესრულებული სამუშაოს დაანგარიშების დროს, თუმცა რაიმე მიღება-ჩაბარების აქტების წარმოებისა მას რაიმე ვალდებულება არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც შეიქნა გაუგებრობა, მან მიღება-ჩაბარების აქტების გადაცემის მოთხოვნით მიმართა სს „---–-------, თუმცა იმ მოტივით, რომ იგი არ წარმოადგენდა სს „---–-------- უშუალო კონტრაქტორს, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნაზე, მან მიიღო პასუხი, რომ შესრულებული ჰქონდა დაახლოებით 6 000 გრძივი მეტრის სამუშაოები, რის შემდეგაც იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის. მისთვის გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გახდა ცნობილი, რომ თურმე შესრულებული ჰქონია 13 000 გრძივი მეტრის სამუშაო. ს---–----------–---მ დაადასტურა, რომ საბოლოდ მას აუნაზღაურდა 9 000 გრძივი მეტრის თანხა და 6 000 გრძივი მეტრის თანხა კვლავ ასანაზღაურებელია. მიუხედავად ამისა, მან სს „-------–-------–----- დირექტორის თხოვნის საფუძველზე დაწერა განცხადება, ვალის არ არსებობის თაობაზე, რათა აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით მომხდარიყო ყადაღის მოხსნა სს „-------–-------–----- ქონებაზე, თუმცა საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ და მან თავის მხრივ, მიმართა თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ბრალდებულის სასარგებლოდ.
თემატური რევიზიის აქტის თანახმად, გამოძიების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შპს „----–-------–---- უფიქსირდება 13065.71 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოს შესრულება, ანუ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ მონაცემთან მიმართებით 2889.92 გრძივი მეტრით ნაკლები. რევიზიაში ასახული ინფორმაცია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა მოწმე ე-–--------–----–-----
სს „-------–-------–----- და სს „---–------- შორის, 2011 წლის 18 ოქტომბრის №------ და 2011 წლის 1 ნოემბრის №------ ხელშეკრულებებით დგინდება, რომ სს „-------–-------–---- უზრუნველყოფდა სს „---–-------- საკუთრებაში არსებული მიწისქვეშ განთავსებული სხვადასხვა ტიპის 140 000 გრძივი მეტრი მაგისტრალური კაბელების მიწიდან დემონტაჟის სამუშაოების ჩატარებას.
სს „-------–-------–----- და შპს „----–-------–---- შორის 2011 წლის 20 ოქტომბრის და 2011 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ შპს „----–-------–---- წ--–------------–-- მონაკვეთზე, 52 000 გრძივ მეტრზე უნდა შეესრულებინა მიწიდან კაბელების დემონტაჟი. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, სს „-------–-------–---- ეკისრებოდა ვალდებულება განეხორციელებინა დამთავრებული სამუშაოების ოპერატიული მიღება სათანადო აქტის გაფორმებით.
სს „-------–-------–----- და შპს „----–-------–---- შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 2011 წლის 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2011 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, კონტრაქტორმა გათხარა 10917.63 გრძივი მეტრი. აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურებულია სს „-------–-------–----- გენერალური დირექტორის - თ--------------------ა და შპს „----–-------–----- დირექტორის - ს---–----------–---- ხელმოწერებით.
სს „-------–-------–----- და შპს „----–-------–---- შორის გაფორმებული მეორე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, რომელიც შედგენილი 2011 წლის 30 დეკემბერს დგინდება, რომ 2011 წლის 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „----–-------–----- 5038 გრძივ მეტრზე მოახდინა სხვადასხვა ტიპის კაბელების დემონტაჟი. აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა, დადასტურებულია სს „-------–-------–----- გენერალური დირექტორის - თ-------------------- და შპს „----–-------–----- დირექტორის ს---–----------–---- მიერ.
თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, სს „-------–-------–---- (მოპასუხეს) შპს „----–-------–----- (მოსარჩელის) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების 19.135.2 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 11.875 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოპასუხე ორგანიზაციის (სს „-------–-------–----) თანამშრომელთა მიერ განხორციელებული შემოწმების აქტი, რომელსაც ხელს მოსარჩელის (სს „----–-------–----) წარმომადგენელი არ აწერდა. აღნიშნული აქტით დგინდებოდა, რომ სინამდვილეში განხორციელდა 6 614.6 გრძივი მეტრი მიწის გათხრა და არა 15 955.6 გრძივი მეტრისა, რასაც შპს "----–-------–---- მიუთითებდა. სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული აქტით დადგენილი გარემოება, რადგან მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა, გენერალურმა დირექტორმა გამოხატა თავისი ნება და დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა სს "---–-------- საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ტიპის კაბელების მიწიდან დემონტაჟი 10 917.63 მეტრი და 5 038 მეტრის ოდენობით.
თ---–---- სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, თ---–---- საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე მოპასუხე მხარის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული მტკიცებულებები არის საქმეზე წარმოდგენილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც ბრალდების მხარე ითხოვს გამართლებულ ს---–----------–---- დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
პალატა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს ს---–----------–---- გამართლების ნაწილში და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ს---–----------–---- ქმედებაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობას.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ დამნაშავე მოტყუების ხერხის გამოყენებით ცდილობს დააზიანოს სხვა პირის ინტერესები და მიისაკუთროს მისი კუთვნილი მატერიალური სიკეთე. ამ დროს პირს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი, რომ სხვის ხარჯზე, სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყენებით მიიღოს სარგებელი. აღნიშნული მოტივისა და მიზნის გარეშე უსაფუძვლოა პირის მიერ სხვისი მატერიალური ქონების მითვისების განზრახვის არსებობა.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული ს---–----------–---- მოქმედებაში დანაშაულებრივი განზრახვის არსებობა, პირადად მის მიერ ყალბი მონაცემების შემცველი მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა და სს „-------–-------–----- დირექტორის მოტყუების - ცრუ ინფორმაციის მიწოდების გზით, მისგან კუთვნილზე მეტი ანაზღაურების მოთხოვნა.
სს „-------–-------–----- და შპს „----–-------–---- შორის 2011 წლის 20 ოქტომბრის და 2011 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად აშკარაა, რომ დამთავრებული სამუშაოების ოპერატიული მიღების და სათანადო აქტის გაფორმების ვალდებულება ეკისრებოდა სწორედ სს „-------–-------–----. როგორც ბარლდების მხარე, ასევე მოწმის სახით დაკითხული სს „-------–-------–----- თანამშრომლები გვერდს უვლიან ხელშეკრულების ზემოაღნიშნულ ჩანაწერს, რომელიც განსაზღვრავდა კონტრაქტორი კომპანიების ვადლებულებებს და კატეგორიულად ადასტურებენ, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტებს ადგენდა არა სს „ს------–-------–----- არამედ ს---–----------–---. კომპანიის დირექტორის - თ-------------------- მიერ აქტებზე გადამოწმების გარეშე ხელმოწერის მიზეზად კი მოწმეები ასახელებენ იმ გარემოებას, რომ თ------------------- ენდობოდა ს---–----------–---ს. გარდა იმისა, რომ მოწმეთა აღნიშნული ჩვენებები აშკარა წინააღმდეგობაშია სს „-------–-------–----- და შპს „----–-------–---- შორის დადებულ ხელშეკრულებასთან, ასევე ნათელია, რომ მოწმეები მიღება-ჩაბარების აქტების წარმდგენი პირისა და თ-------------------- მიერ მათზე ხელმოწერის თაობაზე გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს და აჟღერებენ სხვისგან გაგონილ ინფორმაციას მათი კომპნაიის ინტერესებიდან გამომდინარე. არც ერთ მათგანს არ შეუძლია იმის მტკიცება, რომ უშუალოდ ესწრებოდა ს---–----------–---- მიერ თ--------------------ათვის მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენას, ან მათ ჰქონდათ საუბარი თ-------------------სთან და ამ უკანასკნელისგან იციან, რომ იგი ს-----–---- მიერ წარდგენილ აქტებს შემოწმების გარეშე აწერდა ხელს, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე.
ამდენად, ზემოხსენებული და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული ინფორმაციის გაყალბების ინიციატორი იყო ს---–----------–--- და უშუალოდ მან მოახდინა ცრუ ინფორმაციის ასახვა. ამ გარემოების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო წარმოედგინა სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა მოცემულ შემთხვევაში ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტებზე ს---–----------–----ა და თ-------------------- ხელმოწერების არსებობა არ არის სადავო გარემოება თავად ბრალდებულის ჩვენებისა და დაცვის მხარის პოზიციიდან გამომდინარეც, თუმცა სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავოა არა აქტებზე არსებული ხელმოწერები, არამედ, მათი შინაარსი, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვის მიერ იყო შედგენილი მსგავსი შინაარსის აქტები. ს---–----------–---მ განმარტა, რომ 15595.60 გრძივი მეტრი კაბელის დემონტაჟის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტები მას წარუდგინა სს „-------–-------–-----, რომლებსაც ხელი მოაწერა სწორედ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მათში ასახული შესრულებული სამუშაოს ოდენობა ემთხვეოდა მის მიერ ბლოკნოტში ასახულ და დაანგარიშებულ ციფრს. ეს ჩვენება მიღება-ჩაბარების წარმდგენი სუბიექტის შესახებ სრულ შესაბამისობაშია მის კომპანიასა და სს „-------–-------–---- შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, რომელთა სანდოობასაც ვერ გადაწონის სს „-------–-------–----- თანამშრომლების მიერ არაპირდაპირი ხასიათის ინფორმაციის მიწოდება. მხოლოდ მათი განმარტება, რომ ს---–----------–---მ თ-------------------ს მოტუებით მოაწერინა ხელი, დაუშვებელია მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბებულად მიჩნევის საფუძველი გახდეს. მოწმეებს ასევე არ შეუძლიათ მიუთითონ, რა გარემოებებმა შეუშალა ხელი თ-------------------ს, რომ მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელი მოეწერა შესრულებული სამუშაოების რეალურად გადამოწმების და მიღების შემდეგ.
ბრალდების მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მათი მხრიდან სადავოდ არის მიჩნეული ს---–----------–---- მიერ წარდგენილი არა რომელიმე მიღება-ჩაბარების აქტის, არამედ ორივე მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა.
პალატის შეფასებით, ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, ვინაიდან ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ ს---–----------–---ს 13065,78 გრძივი მეტრის სამუშაოები შესრულებული აქვს. ამ პირობებში გაურკვეველია, რატომ არის ყალბი ცალკე აღებული 10917.63 გრძივი მეტრის ან 5038 გრძივი მეტრის სამუშაოების ამსახველი მიღება- ჩაბარების აქტი. ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილია ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ერთი მათგანი ადასტურებს 2011 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით 10917.63 გრძივი მეტრის სამუშაოების შესრულებას, ხოლო მეორე მათგანი 2011 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით დამატებით 5038 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებას. ბრალდების მხარის მიერ კი არ არის დადგენილი კონკრეტულად რომელ აქტზე ხელმოწერის შემთხვევაში არ ჰქონდა შესრულებული სს „----–-------–---- იმ მოცულობის სამუშაოები, რაც ხელმოსაწერ დოკუმენტში იყო აღნიშნული. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორივე აქტში მითითებული იყო არასწორი ინფორმაცია, განსაზღვრული უნდა ყოფილიყო თითოეულის შემთხვევაში რამდენი გრძივი მეტრი წარმოადგენს მეტობას რეალურად შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით. მაშინ, როდესაც სს „---–-------- წარმომადგენლები ყოველდღიურად აღწერდნენ შესრულებულ სამუშაოებს, ადგენდნენ შესაბამის დოკუმენტებს და მათში ცდომილება გამორიცხულია, თავისუფლად იყო შესაძლებელი ინფორმაციის მოპოვება იყო თუ არა უზუსტობები თითოეული აქტის შემთხვევაში და რა ოდენობაში გამოიხატებოდა ისინი. ზემოაღნიშნული ფაქტების დადგენა არსებითი მნიშვნელობის მქონეა ს---–----------–---- ბრალელულობის შეფასების თვალსაზრისით, რაც ვერ უზრუნველყო ბრალდების მხარემ.
სააპელაციო პალატა ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმ ნაწილში, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული სამოქალაქო სამართალწარმოების დროს წარდგენილი მასალებით და იმ საქმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით. თუმცა განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ როგორც სს „-------–-------–----- წარმომადგენლები ადასტურებენ მათსა და სს „----–-------–---- შორის დავა თავდაპირველადვე მიმდინარეობდა დაახლოებით 2890 გრძივი მეტრით ნაკლები სამუშაოების შესრულებაზე. რ-------------–------მ და მ------------------- დაადასტურეს, რომ სს „-------–-------–---- სს „ტელეფონმშენისათვის“ სრულად არ აქვს გადახდილი შესურულებული სამუშაოების ღირებულება, თუმცა მათ შორის უთანხმოება წარმოშვა მხოლოდ ს---–----------–---- მიერ ზედმეტად მითითებულმა დაახლოებით სამმა კილომეტრმა. ყოველივე აღნიშნული კი წინ უსწრებდა ს---–----------–---- მიერ სარჩელის შეტანას, სადაც დავა მიმდინარეობდა 15955.6 გრძივი მეტრი სამუშაოებიდან არა 13065.78, არამედ მხოლოდ 6 614.6 გრძივი მეტრი სამუშაოს შესრულებაზე.
პალატას სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მიაჩნია საეჭვოდ სს „-------–-------–----- მიერ მითითებული თითქოსდა ს---–----------–---- დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობა.
სააპელაციო სასამართლოში, ბრალდების მხარის მტკიცებით, სულხან სალარიძის ქმედებაში თაღლითობის ობიექტური ნიშნი - მოტყუება გამოიხატა მასში, რომ მიღება-ჩაბარების აქტებზე თ------------------- აწერს ხელს, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება, რადგანაც მხოლოდ ხელის მოწერის ფაქტი მაშინ, როდესაც საქმეზე დადგენილი არ არის რეალურად რამ განაპირობა დოკუმენტზე ხელის მოწერა, მოტყუების დასადასტურებლად არასაკმარისია.
მოცემულ შემთხვევაში იკვეთება, რომ ადგილი აქვს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება-არშესრულების ფაქტს, რაზეც სათანადო გადაწყვეტილება მიიღო თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ. სხვისი კუთვნილი მატერიალური ქონების მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი კი არ არის გამოვლენილი და მტკიცების მაღალი სატნდარტით დადასტურებული.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ს---–----------–---- ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ს---–----------–---- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ვერ იქნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ს---–-----------–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
4. ს---–----------–---ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
5.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
6. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---- სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი