განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119003020496
საქმე №1ბ/1328-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ----------------–---–ის,მსჯავრდებულ: ბ---------–---–---–ის,ადვოკატ: უ–--------–--–---–ის
მონაწილეობით,თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ----------–--------–---–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--------- წელს, პირადი ნომერი 0----------- საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ---------------------–------------1, მცხოვრების: ქ----------------------–-------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით ბ---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბ---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 03 მაისიდან 2019 წლის 27 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (25 (ოცდახუთი) დღე, რაც იძლევა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 125(ას ოცდახუთი) საათს) და ბ---------–---–---–ს საბოლოოდ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175(ას სამოცდათხუთმეტი) საათი.
ბ---------–---–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის ტანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 03 მაისს, ღამით, დაახლოებით 22:30 საათზე, ქალაქ ახ-----–--------------–--------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ბ---------–---–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ნ--------------ს, მათი არასრულწლოვანი შვილის 06 წლის გ--–----–---–---–ის თანდასწრებით. კერძოდ, ბ---------–---–---–ი ლანძღავდა ნ--------------ს, შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის და თავის არეში. ასევე ბ---------–---–---–მა ფეხი რამდენჯერმე დაარტყა ნ--------------ს ტანის არეში. ბ----------–---–---–ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 175 საათის ვადით, არის შეუსაბამოდ მსუბუქი, რადგან იგი არ არის საკმარისი დანაშაულის პრევენციისთვის და საქართველოს სსკ-ის 39 მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად აუცილებელია მკაცრი სანქციის გამოყენება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბ---------–---–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ბ---------–---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღირებს დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ბ---------–---–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ბ---------–---–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ ბ---------–---–---–ი თითქმის ერთ თვე იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ბ---------–---–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300(სამასი) საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბ---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 03 მაისიდან 2019 წლის 27 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (25 (ოცდახუთი) დღე, რაც იძლევა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 125(ას ოცდახუთი) საათს) და ბ---------–---–---–ს საბოლოოდ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175(ას სამოცდათხუთმეტი) საათი.
ბ---------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი