განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002968163
საქმე №1ბ/1230-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-–----------–--ის,მსჯავრდებულ: ი-----–-----------–---–ის,ადვოკატების: ზ-------------ის, ნ---------–--ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–---–-------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, პ--------------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ქ---------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–----------–-–-------------------------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენით ი-----–-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
ი-----–-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ------–---------–-–-------------------------–- საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო ი-----–-----------–---–მა არასრულწლოვანი შვილების მ------ და გ-----------------–---–ების თანდასწრებით ძალადობა განახორციელა ყოფილ მეუღლეზე ვ-------------ეზე, კერძოდ მოქაცა თმებში და მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც ვ-------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათთან. განაჩენი არ არის სამართლიანი, რამდენადაც დანიშნული სასჯელი აშკარად მსუბუქია. განაჩენში უგულებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი-----–-----------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ი-----–-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ვ-------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ა---------–--–---–-------------------–---–ის, მ------ ხ--------–---–ის და ბრალდებულ ი-----–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ბარათით, დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებლი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმითა და ბრალდებულის დაკავების ოქმით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულთან შერიგებულია, პასუხისმგებლობას დამაძიმებელი გარემოება, რომ მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ი-----–-----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ი-----–-----------–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ ი-----–-----------–---–ი ორ თვეზე მეტი იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-----–-----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
ი-----–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 მარტიდან - 2019 წლის 28 მაისის ჩათვლით პერიოდი;
ი-----–-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გაუქმებულია.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
ნივთიერი მტკიცებულება:
1(ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი