განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100117002207212
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002207212

საქმე №1ბ/1477-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ გ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: გ----------------------------–----------–---------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

შ----------–-------–------------------ რეგისტრირებულია 2010 წლის 28 ივნისს. საწარმოს იურიდიული მისამართია გ----------------------------–------------–ა, ხოლო ფაქტობრივი - ქ. თ---–------–--–-----------–-------–----–--–---------------- მიმდებარე ტერიტორია. შ----------–-------–---------- გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 24 იანვარს. შ---- საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სპორტული ფეხსაცმლით საბითუმო-საცალო ვაჭრობა. გა--------------ს, როგორც შ----------–-------–-- დირექტორსა და ფაქტობრივ მმართველს, ევალებოდა გადაეხადა საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, მან განზრახ აარიდა თავი დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შ--------–--------------------------------------------ის 2016 წლის 18 ივლისის №----- ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა შ----------–-------–---ს საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 15 ივლისამდე პერიოდი.

 

შ--------–--------------------------------------------ის 2016 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით. შ----------–-------–---ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 197.467 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი -129.891 ლარი, ჯარიმა - 67.576 ლარი. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, შ--------–--------------------------------------------ის მიერ 2016 წლის 6 დეკემბერს გამოცემულ იქნა №----- ბრძანება, რის მიხედვითაც, შ----------–-------–---ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 197.465 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129.889 ლარი, ჯარიმა - 67.576 ლარი.

 

შ--------–----------------ის მიერ 2016 წლის 6 დეკემბერს გამოცემული იქნა №------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, შ----------–-------–---ს გადასახდელად დაერიცხა სულ 279.806,23 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით - 140.710, 75 ლარი. 2016 წლის 7 დეკემბერს აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად. შ----------–-------–-ს“ დირექტორის და პასუხისმგებელი პირის - გ---------------ის მიერ საგადასახადო მოთხოვნის ან/და ბრძანების გასაჩივრება არ მომხდარა. ამასთან, გ---------------მა კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება. მან განზრახ აარიდა თავი დიდი ოდენობით გადასახადის - 129.891 ლარის გადახდას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ----------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ დანიშნული სასჯელის ჩათვლა პირობითად.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. გ---------------მა აღიარა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და არ არის ნასამართლევი, იგი თავს დამნაშავედ ცნობდა გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე და წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. გ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი მისი აღიარების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შ--------–--------------------------------------------ის 2016 წლის 5 დეკემბრის შემოწმების აქტით, შ--------–--------------------------------------------ის 2016 წლის 6 დეკემბრის #----- ბრძანებით და 2016 წლის 6 დეკემბრის #------ საგადასახადო მოთხოვნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წერილებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ გ---------------ი აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და არ არის ნასამართლევი, თუმცა სახელმწიფოსათვის მიყენებული სოლიდური ზიანი დღემდე არ არის ანაზღაურებული (არც სრულად და არც ნაწილობრივ) და გ---------------ი არც მომავალში აპირებს მის ანაზღაურებას თუნდაც ნაწილობრივ მაინც, სასამართლოს მხრიდანაც მისთვის საკმაოდ ხანგრძლივი დრო იქნა მიცემული ზიანის თუნდაც მინიმალური ოდენობით ასანაზღაურებლად, თუმცა უშედეგოდ და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ---------------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი გ---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 15 ივლისიდან.

 

მსჯავრდებულ გ---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ---------------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გ---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის - 10.000 (ათი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით ნ------–--------------ს საკუთრებაში არსებულ გ----------------------------–---------–--–- მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 8------------ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა მოიხსნას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი