განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
330100115789845
ინსტანცია
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 330100115789845

საქმე N 1ბ/1203-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08.10.2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნ--- გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: დ----- ხ--------ე

 

დაცვის მხარე: გ------- მ---------ე

 

გამართლებული: ი----- ვ-–--------ის ძე კ-----–---ოს დასწრების გარეშე (დაბადებული 1--- წლის 13 იანვარს, რეგისტრირებული: გულრიფშის რ-ნი, სოფ.ბაბუშერა და მცხოვრები: თბილისი, გ-–------ მე-2 მ/რ, კორპუსი №--- ბინა №19-ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:

 

ი----- კ-----–---ო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე

 

გამართლებულ ი----- კ-----–---ოს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად:

 

2003 წლის 29 იანვარს, ი----- ვ-–--------ის ძე კ-----–---ო, მეტსახელად „კ------“, დაახლოებით 19:00 საათზე მივიდა ქ.თბილისში, ქვემო ალექსეევსკის დასახლებაში მდებარე საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ნათესავ მ------ გ------ესთან, რომელთანაც ბინაში იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის დედა მ-----–- ფ-----ე, თავად მ------ გ------ე, მისი მეზობელი ვ-–- ც-------ე და ვ-----–- ბ--–--ვი, მათ ივახშმეს და მ-----–- ფ-----ემ, ვ-----–- ბ--–--ვმა და ი----- კ-----–---ომ მიიღეს ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი - არაყი „პარლამენტი“. დაახლოებით 21:00 საათზე, ი.კ-----–---ომ გადაწყვიტა სახლში წასვლა და მ------ გ------ის ბინიდან იგი გამოაცილეს ვ-–- ც-------ემ და ვ-----–- ბ--–--ვმა. გაცილების დროს, გზაში ვ-----–- ბ--–--ვსა და ი----- კ-----–---ოს შორის, მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ვ-----–- ბ--–--ვმა ი----- კ-----–---ოს ორჯერ დაარტყა თავი სახის არეში. ვ-–- ც-------ემ ისინი გააშველა, რის შემდეგაც ი----- კ-----–---ო წავიდა, ხოლო ვ-–- ც-------ე და ვ-----–- ბ--–--ვი დაბრუნდნენ მ------ გ------ესთან სახლში, სადაც გვიანობამდე უყურებდნენ ტელევიზორს. დაახლოებით 01:30 საათზე, ვ-----–- ბ--–--ვი წავიდა თავის ბინაში და დაიძინა. ზემოაღნიშნული ჩხუბით განაწყენებული ი----- კ-----–---ო დაბრუნდა უკან დაახლოებით 03:00 საათზე, შეიპარა ვ-----–- ბ--–--ვის ბინაში და მას მკვლელობის განზრახვით, შურისძიების მოტივით, სამჯერ გულმკერდის მარცხენა არეში დაარტყა ე.წ „სპიცი“ - ლითონის წვრილი ღერი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ-----–- ბ--–--ვი მეზობლის მიერ გადაყვანილი იქნა ქალაქ თბილისის №1 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებით შეუნარჩუნეს სიცოცხლე.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----- ხ--------ემ, აპელანტმა ითხოვა ი----- კ-----–---ოს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მისი დანმაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ბრალდების მხარის პოზიციით ი----- კ-----–---ოს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; მოწმეების - მ------ გ------ის, მ-----–- ფ-----ის, ქ--------ა გ------ის, ვ-–- ც-------ის, ლ--–- თ----ის , მ--- მ------–-–---–ის, ნ--- ო–------–ის, კ--- უ----–--ის, ლ----- კ-----–---ოს, მ---------- ფ--–-----ას და სხვათა ჩვენებები; სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, ბიოლოგი----- ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზი. ბრალდების მხარის პოზიციით დაზარალებულ ვ-----–- ბ--–--ვის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენება დაადასტურეს ასევე მოწმე ვ-–- ც-------ემ, მ-----–- ფ-----ემ, მ------ გ------ემ, ქ--------ა გ------ემ, ლ--–- თ----ემ, მ--- მ------–-–---–მა. აპელანტი უთითებს დაზარალებულის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც დადასტურებულია ასევე სააქტო ჩანაწერით, რის გამოც შეუძლებელი გახდა მისი სასამართლო სხდომაზე დაკითხვა. ქმე

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----- ხ--------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს

და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებული ი----- კ-----–---ოს ინტერესების დამცველ ადვოკატს გ------- მ---------ეს, რომელმაც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ი----- კ-----–---ოს არ ჩაუდენია ვ-----–- ბ--–--ვის განზრახ მკვლელობის მცდელობა, შესაბამისად ი----- კ-----–---ო უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულ ვ-----–- ბ--–--ვის 2003 წლის 3 თებერვლის ჩვენებით, 2003 წლის 29 იანვარს, მ------ გ------ესთან სტუმრად იმყოფებოდნენ მეზობლები - ვ-----–- ბ--–--ვი და ვ-–- ც-------ე. დაახლოებით 19:00 საათზე, მათ შეუერთდა მ------ს ოჯახის ნათესავი - ი----- კ-----–---ო, ზედმეტსახელად „კ------“. სტუმრებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 21:00 საათზე, „კ------მ“ დატოვა მ.გ------ის სახლი, ვ-----–-მ და ვ-–-მ კი იგი გააცილეს. გზად საუბრისას „კ------“ დაინტერესდა ვ-–-სა და მ------ს ურთიერთობით, რაზეც ვ,ც-------ისაგან პასუხად მიიღო, რომ მათ მხოლოდ კარგი მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. აღნიშნულის შემდეგ, „კ------მ“ განაცხადა, რომ მ.გ------ე იყო მისი საყვარელი, „მისი ქალი“, რაზეც ვ.ბ--–--ვი გაღიზიანდა (ვინაიდან ი.კ-----–---ო იყო მ.გ------ის ნათესავი - მ.გ------ის ძმისშვილის ნათლია), ორჯერ დაარტყა თავი და შემდეგ მუშტი სახის არეში, თან გააფრთხილა, რომ „წათრეულიყო“. ვ-–- ც-------ემ გააშველა ვ.ბ--–--ვი და „კ------“, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გატრიალდა და წავიდა. სახლში დაბრუნებული ვ.ბ--–--ვი დაწვა დასაძინებლად, ძილში კი იგრძნო ჩხვლეტა, რამაც გააღვიძა და დაინახა, რომ „კ------“ იყო ჩაჩოქილი მის საწოლთან და რაღაც მოკლე ფრაზა ჩაილაპარაკა, რომელიც ვერ გაიგო. ამ დროს მეორედ დაარტყა „შტირი“ – „სპიცი“ მკერდის არეში ი.კ-----–---ომ, ვ-----–-მ კი სახეში გაარტყა მუშტი, შეძლო წამოდგომა და წინააღმდეგობის გაწევა. „კ------მ“ მესამედაც დაარტყა ვ.ბ--–--ვს, რის საპასუხოდაც დაზარალებულმა მარჯვენა ხელი გაარტყა ნიკაპის არეში, თუმცა „კ------მ“ დარტყმის ასაცილებლად თავი უკან გადაწია და მიარტყა ფანჯარას, რა დროსაც მინა ჩაიმსხვრა. ვ.ბ--–--ვი შეეცადა ტუმბოზე განთავსებული დიქტის ნაჭერი ესროლა ი.კ-----–---ოსათვის, თუმცა იგი ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. დაჭრილი ვ.ბ--–--ვი ბინიდან გარეთ გავიდა და მეზობელს მ-----–- ფ-----ეს სთხოვა დახმარება, რა დროსაც გონება დაკარგა. მეზობლებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. დაზარალებულის ჩვენებით, გზაში პერიოდულად მოდიოდა გონზე.

 

მოწმე მ------ გ------ის ჩვენებით, იყო ვ-----–- ბ--–--ვის მეზობელი და ი----- კ-----–---ოს ნათესავი. 2003 წლის 29 იანვარს საღამოს, მასთან სახლში იმყოფებოდნენ დედამისი მ-----–- ფ-----ე, ვ-–- ც-------ე, ი----- კ-----–---ო, მეტსახელად „კ------“ და ვ-----–- ბ--–--ვი და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. სუფრის დასრულების შემდეგ, ვ.ბ--–--ვმა და ვ.ც-------ემ გააცილეს ი.კ-----–---ო, უკან დაბრუნებული ვ.ბ--–--ვისაგან კი შეიტყო, რომ ვ.ბ--–--ვსა და ი.კ-----–---ოს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ვ.ბ--–--ვმა დაარტყა. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 24:00 საათზე, შემოესმა მამაკაცის ყვირილის ხმა და დაინახა კართან წელში მოხრილი ვ.ბ--–--ვი, რომელიც მ-----–- ფ-----ეს სთხოვდა დახმარებას. დაჭრილი დაზარალებული მეზობლის ა/მანქანით გადაიყვანეს ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოში, გზაში კი დაზარალებულს უთქვამს, რომ „კ------მ“ წვრილი რაღაც დაარტყა და გააფრთხილა არავისთვის ეთქვათ. მოწმის განმარტებით, ვ.ბ--–--ვმა მაისური აიწია, მაგრამ სად და რა ჰქონდა დარტყმული, არ დაუნახავს, თუმცა დაზარალებული თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ სახლში მყოფ ვ.ბ--–--ვს ძილში დაარტყა ი.კ-----–---ომ „სპიცი“, რამდენჯერ მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, იმ დღის შემდეგ ი. კ-----–---ო აღარ უნახავს.

 

მოწმე მ-----–- ფ-----ის ჩვენებით, იყო ვ-----–- ბ--–--ვის მეზობელი. 2003 წლის 29 იანვარს, მასთან სახლში იმყოფებოდნენ მისი შვილი მ------ გ------ე, მეზობლები: ვ-----–- ბ--–--ვი და ვ-–- ც-------ე, აგრეთვე ნათესავი ი----- კ-----–---ო, მეტსახელად „კ------“. სტუმრებმა მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი. სუფრის დასრულების შემდეგ, ი.კ-----–---ო გააცილეს ვ.ბ--–--ვმა და ვ.ც-------ემ. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 03:00 საათზე, კართან შემოესმა ვ-----–- ბ--–--ვის ხმა, რომელიც იყო ჩაკეცილი და ყვიროდა „მიშველეთ, ვკვდებიო“. მოწმის ჩვენებით, დაზარალებულს არც ფიზიკური დაზიანების და არც სისხლის კვალი არ აღენიშნებოდა. მ.ფ-----ემ ვ-----–- შეიყვანა სახლში და მეზობელ მედდასთან ერთად, დაზარალებულის სხეულის დათვალიერებისას აღმოაჩინა გულის არეში პატარა ნაჩხვლეტი წერტილი. ვ.ბ--–--ვმა მეზობლებს უთხრა მხოლოდ ის, რომ მისი მოკვლა უნდოდათ. დაჭრილი დაზარალებული მეზობლის ა/მანქანით გადაიყვანეს ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოში, სადაც დადგინდა, რომ ვ.ბ--–--ვს ჰქონდა შინაგანი სისხლდენა და რომ არა დროული სამედიცინო დახმარება, გარდაიცვლებოდა. მოწმის განმარტებით, ვ.ბ--–--ვისაგან შემდეგ შეიტყო, რომ ინციდენტამდე მასსა და ი.კ-----–---ოს შორის მომხდარა შეკამათება, დაზარალებულმა შეაგინა დედის მისამართით განსასჯელს, რის გამოც ი.კ-----–---ომ მოგვიანებით ერთხელ დაარტყა „სპიცი“. მოწმის ჩვენებით, მისთვის უცნობია ი.კ-----–---ოს ადგილსამყოფელი.

 

მოწმე ვ-–- ც-------ის ჩვენებით, ვ-----–- ბ--–--ვი იყო მისი მეზობელი. 2003 წლის 29 იანვარს, მეზობლის მ-----–- ფ-----ის ბინაში იმყოფებოდნენ თავად, მ.ფ-----ის შვილი მ------ გ------ე, ვ-----–- ბ--–--ვის და ი----- კ-----–---ო, რა დროსაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. განსასჯელსა და დაზარალებულს შორის რამდენჯერმე დაიძაბა საუბარი, მიზეზი უცნობია. სუფრის დასასრულს, მ.ფ-----ის თხოვნით, ვ.ც-------ემ და ვ.ბ--–--ვმა გააცილეს ი.კ-----–---ო. გზად ი.კ-----–---ოსა და ვ.ბ--–--ვს კვლავ მოუვიდათ შელაპარაკება, იყო ხელით შეხებაც (თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა), რა დროსაც ი.კ-----–---ომ დაზარალებულს უთხრა, რომ ამას ასე არ დატოვებდა და „დაშტირავდა“. დაახლოებით 24:00 საათზე, ვ.ბ--–--ვი და ვ.ც-------ე დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში დასაძინებლად. მოწმის განმარტებით, გვიან ღამით, გააღვიძა კორიდორში კარზე ბრახუნის ხმამ, გარეთ გამოსულმა კი მ.ფ-----ის სახლში ნახა „სპიცით“ დაჭრილი ვ-----–- ბ--–--ვი. მოწმის ჩვენებით, ვ.ბ--–--ვი იყო ძალადაკარგული, უჭირდა სუნთქვა და საუბარი, რის გამოც მალევე წაიყვანეს საავადმყოფოში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ვ.ბ--–--ვმა ვ.ც-------ეს უამბო, რომ ი.კ-----–---ომ, მეტსახელად „კ------მ“ მძინარეს გულმკერდის არეში 4-5-ჯერ დაარტყა „სპიცი“, ასევე ჰქონდა 2-3 ჭრილობა ხელის არეში.

 

მოწმე ქ--------ა გ------ის ჩვენებით, ვ-----–- ბ--–--ვი იყო მისი მეზობელი, ი----- კ-----–---ო კი - ნათესავი. მოწმის განმარტებით, 2003 წლის 29 იანვარს განვითარებული მოვლენებიდან ახსოვს, რომ მათთან სტუმრად იყო ი----- კ-----–---ო. გვიან ღამით კი მათ კართან, ბებიას მ.ფ-----ეს დახმარებას სთხოვდა ვ.ბ--–--ვი და ამბობდა, რომ ი----- კ-----–---ომ, მეტსახელად „კ------მ“ დაჭრა გულმკერდის არეში რაღაც წვრილი საგნით. მოწმის განმარტებით, დაზარალებული იყო შეშინებული, თუმცა ლაპარაკი მაინც შეეძლო. ქ.გ------ისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი ი. კ-----–---ოსა და ვ.ბ--–--ვს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები.

 

მოწმე ლ--–- თ----ის ჩვენებით, ვ-----–- ბ--–--ვი იყო მისი მეზობელი. 2003 წელს, თარიღი არ ახსოვს, ღამის საათებში, შემოესმა ხმაური, გარეთ გასვლისას კი შეიტყო, რომ ვ-----–- ბ--–--ვი დაჭრა ი----- კ-----–---ომ, მეტსახელად „კ------მ“ „სპიცით“, ასევე დაინახა, როგორ ჩასვეს მანქანაში დაზარალებული და წაიყვანეს საავადმყოფოში. მეორე დღეს, შეიტყო, რომ ი----- კ-----–---ო ღამით შეპარულა ვ-----–- ბ--–--ვის სახლში და დაუჭრია „სპიცით“. მოწმისთვის უცნობია, რამდენჯერ დაარტყა განსასჯელმა „სპიცი“ დაზარალებულს.

 

მოწმე მ--- მ------–-–---–ის ჩვენებით, ვ-----–- ბ--–--ვი იყო მისი მეზობელი. 2003 წლის იანვარში, ბავშვებს აძინებდა, როდესაც ღამით ფანჯრიდან მოესმა ორი პირის ხმამაღალი საუბარი. ერთი იყო ვ-----–- ბ--–--ვი და მეორე მასზე შედარებით დაბალი მამაკაცი. საუბრისათვის ყურადღება აღარ მიუქცევია, მეორე დღეს მეზობლისგან გაიგო, რომ ვ-----–- ბ--–--ვი დაუჭრია მ-----–- ფახკაძესთან სტუმრად მყოფ, მისი შვილიშვილის ნათლიას, ი----- კ-----–---ოს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სერვისების განვითარების სააგენტოს, 2015 წლის 24 აპრილის №01/84509 წერილისა და გარდაცვალების აქტის ჩანაწერის თანახმად, ვ-----–- ბ--–--ვის (დაბადებული 07.09.1973წ, პირადი №62001036356) გარდაცვალება რეგისტრირებულია 2004 წლის 6 მარტს.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე მ---------- ფ--–-----ას 2003 წლის 24 მარტის ჩვენებით, არის ი----- კ-----–---ოს ბებია. განსასჯელი მასთან ცხოვრობდა პერიოდულად. მოწმის ჩვენებით, ი.კ-----–---ო მან ბოლოს ნახა 2003 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათისთვის, როდესაც ეს უკანასკნელი გავიდა სახლიდან და დაიბარა, რომ თუ ორ დღეში არ დაბრუნდებოდა, ე.ი. რუსეთში გაემგზავრა. აღნიშნულის შემდეგ, მისთვის უცნობია შვილიშვილის ადგილსამყოფელი, 2003 წლის 29 იანვარს მომხდარი ინციდენტის თაობაზე კი მოგვიანებით გახდა ცნობილი მ.გ------ის დეიდისაგან.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბილისის პირველ კლინიკური საავადმყოფოს ისტორია №509/45-დან მოქალაქე ვ-----–- ვ----–ის ძე ბ--–--ვი 2003 წლის 30 იანვარს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 2003 წლის 30 იანვრიდან - 4 თებერვლის ჩათვლით, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა არეში. მარცხენა მხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთრაქსი, შემოფარგლული კანქვეშა ემფიზემით. ნაჩხვლეტი ჭრილობები მარცხენა მხრის და წინამხრის არეში. აღნიშნული დაზიანებანი მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს (ექსპერტი ე.ჩავლეიშვილი).

 

სასამართლო ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ვინაიდან ექსპერტიზაზე არ არის წარდგენილი დაზიანებათა მიმყენებელი კონკრეტული საგანი, იდენტიფიციკაციის საკითხის გადაწყვეტა (დაზიანებები მიყენებულია თუ არა „სპიცით“ - ლითონის წვრილი ღეროთი) ექსპერტიზას არ შეუძლია, თუმცა გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვ-----–- ბ--–--ვის ჯემპრზე აღინიშნება მრავლობითი დაზიანებები (ობიექტი №1-14 მათი აღწერილობა და ლოკალიზაცია გამოკვლევით ნაწილშია მოყვანილი), რომელთაგან ობიექტები №1-12, თავისი მორფოლოგი----- სურათიდან გამომდინარე, განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავი საგნის (საგნების) მოქმედებით: ჯემპრზე არსებული ობიექტი №12, №13, №14 წამოადგენენ განახევებსა და განარღვევში გარდამავალ განარღვევს და განვითარებულნი არიან რაიმე ბლაგვი მექანიკური ძალის ზემოქმედებით ქსოვილისა და განაკერის ძაფების გადაჭიმვის შედეგად ამ მიდამოებში.

 

ვ.ბ--–--ვის ჯემპრზე და მის სხეულზე არსებული დაზიანებების ზუსტი შესაბამისობის დადგენა ვერ ხერხდება, შესაძლებელია დაზიანებათა განვითარების მათი ურთიერთგადანაცვლების გამო. თუმცა რაოდენობრივად ჯემპრზე არსებული დაზიანებები აღემატებიან ვ.ბ--–--ვის სხეულზე არსებულ დაზიანებებს და ჯემპრზე არსებული ობიექტი №1,2,3 შესაძლოა შეესაბამებოდეს მის სხეულზე გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ არსებულ ჭრილობებს. ობიექტი №9,10,11-დან ერთ-ერთი შეესაბამება უკანა ზედაპირზე მარცხნივ ბეჭის ძვლის ქვედა კიდესთან არსებულ ჭრილობას. ობიექტი №5 უნდა შეესაბამებოდეს სხეულზე მარცხენა წინამხრის მიდამოში არსებულ ჭრილობებს; ობიექტი №6,7,8-დან ერთ-ერთი უნდა შეესაბამებოდეს სხეულზე მარცხენა მხრის მიდამოში არსებულ ჭრილობას. ვ.ბ--–--ვის სხეულზე მარჯვენა ბეჭის ძვლის ქვედა კუთხესთან არსებული ჭრილობის შესაბამისად ჯემპრზე დაზიანება არ აღინიშნება. ჯემპრზე არსებული ობიექტი №4,12,13,14-ის შესაბამისად მის სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება (ექსპერტი ნ.კიკაბიძე).

 

ნივთმტკიცების წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2003 წლის 30 იანვარს, მოქ. მ------ გ------ემ გამომძიებელს წარუდგინა ვ.ბ--–--ვის მაისური მოწითალო მოყავისფრო ლაქებით, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2003 წლის 31 იანვარს, დათვალიერდა ქ.თბილისში, ქვემო ალექსეევკაში, სამხედრო ნაწილის ოფიცერთა საერთო საცხოვრებელში არსებული, ვ-----–- ბ--–--ვის დროებითი საცხოვრებელი სახლი №3, რა დროსაც დადგინდა, რომ სასტუმრო ოთახის წინ მდებარე ფანჯრის მარჯვენა ფრთის ზედა მარცხენა ნაწილი ჩამსხვრეულია და გდია იატაკზე ორი ნატეხის სახით (ერთი ნატეხი დამტვრეული უფრო წვრილ ნაწილებად), ასევე შესასვლელ და სამზარეულოს კარებს შორის არსებულ ტუმბოზე აღმოჩენილი იქნა დიქტის ნაჭერი, მოწითალო ფერის სისხლის ლაქებით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად პირველი ინსტანციის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მტკიცებულებების შეფასებას სააპელაციო პალატა ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ი----- კ-----–---ოს მიმართ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. განსახილველ სისიხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებასთან ი----- კ-----–---ოს სავარაუდო კავშირზე, არის თავად დაზარალებულ ვ-----–- ბ--–--ვი, რომლის დაკითხვა სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით არ მომხდარა და მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება დაზარალებულის გარდაცვალების გამო საჯაროდ იქნა წაკითხული. სხვა მტკიცებულებებიდან ნაწილი არის ირიბი მტკიცებულება (მაგ: მოწმეები, რომლებიც მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ ვ.ბ--–--ვისაგან), ხოლო ნაწილი - არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად (მაგ: სასმართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა).

 

პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ ვ-----–- ბ--–--ვის გამოძიებაში მიცემული ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული, აქედან გამომდინარე სასამართლოს არ მიეცა საშუალება უშუალოდ შეეფასებინა მისი ქცევა, აგრეთვე მოვლენათა მის მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა. ბრალდების მხარის საჩივარი არ იქნება გაზიარებული, იქიდან გამომდინარეც, რომ დაზარალებულის ჩვენება არ მყარდება საქმეში სხვა არცერთი მტკიცებულებით და სწორედ ამ ერთადერთ მტკიცებულებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ი----- კ-----–---ოს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებაში.

 

პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას ვ.ბ--–--ვისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებში საქმის გარემოებების თაობაზე ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებების არსებობის თაობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად - „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუცი----- დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუცი----- სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (2010 წლის 1 ოქტომბრამდე რედაქცია) მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლით, რომლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულად დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი----- კ-----–---ომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე.

 

სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი----- კ-----–---ოს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ი----- კ-----–---ომ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით; აქედან გამომდინარე არ არსებობს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება ი----- კ-----–---ოს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს საქართველოს 19,108-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 535 - 536-ე მუხლებით (1998 წლის სსს კოდექსი) და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ხ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ი----- კ-----–---ო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ი----- კ-----–---ოს მიმართ სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის ბრძანებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ი----- კ-----–---ოს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვახტანგ მრელაშვილი