განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
210100117002042769
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210100117002042769

საქმე №1ბ/1446-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

მოსამართლე მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ბაქარი შიოშვილი

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: (არ გამოცხადდა) მ----–- მ--------ი (პირადი №3----------) დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–-------–---------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლი

 

ადვოკატი: არჩილ ტუხაშვილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა და ითხოვა გამართლებული მ----–- მ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლით.

 

დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების მხარის მიერ მ----–- მ--------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლით.

 

2016 წლის ივნისის თვეში ფ----- კ---------ა დროებით დაშორდა გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მეუღლეს - ე-––--- კ---------ს და მცირე ხნით საცხოვრებლად გადავიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ თ---–---ში მდებარე მშობლების საცხოვრებელ სახლში. მიუხედავად ამისა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ე-––--- კ---------მა და ფ----- კ---------ამ გადაწყვიტეს შერიგება და ერთად ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ამ უკანასკნელის მამა, მ----–- მ--------ი უკრძალავდა მას ქმართან დაბრუნებას და არ აძლევდა მასთან წავლის საშუალებას. 2017 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ თ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეუღლესთან დაბრუნების თემაზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მ----–- მ--------მა ფინჯანი ესროლა და მკერდის არეში ხელი ორჯერ დაარტყა თავის შვილს ფ----- კ---------ას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება და იმავე დღეს დაახლოებით 16:00 საათზე საცხოვრებელ ბინაში ჩამოიხრჩო თავი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა მ----–- მ--------ის მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე გ---–---- ა------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობდა ფ----- მ--------ას. ისინი ერთად მუშაობდნენ 2-3 თვის მანძილზე სკოლაში დამლაგებლად. ფ----- ცხოვრობდა მშობლებთან ერთად შ-------თან და მ----–-სთან და-ძმასთან ერთად. ფ----- გათხოვილი იყო და შემდგომ მეუღლისგან წამოვიდა. მოწმის განმარტებით, ფ-----ს უნდოდა მეუღლესთან შერიგება. იმ დღეს მოწმე სკოლაში მივიდა პირველი საათისთვის, ხოლო ფ-----ს დედა მივიდა 2-3 საათამდე, იმ დღეს როდესაც ფ-----მ თავი ჩამოიხრჩო ურთიერთობა არ ჰქონია, მან არ იცის რა მიზეზით ჩამოიხრჩო თავი ფ-----მ. ოჯახთან როგორ ურთიერთობა ჰქონდა ფ-----ს არ იცის. ქმართან გაშორების მიზეზი ფ-----ს მისთვის არ უთქვამს, ის ფაქტი, რომ ფ-----ს სურდა მეუღლესთან შერიგება და მამა უშლიდა იცის გადმოცემით ფ-----ს და მისი დედისგან.

 

მოწმე ი------- ა--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ----–- მ--------ი არის მისი სიძე, მ----–- ცხოვრობს თ---–---ში მეუღლესთან და 8 შვილთან ერთად, ორი შვილი ჰყავს ფიზიკურად ჯანმრთელი, დანარჩენები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ფ----- გათხოვილი იყო გარდაბანში და გაშორებული იყო მეუღლესთან, ფ-----ს მეუღლეს არ იცნობს. ფ----- დაშორების შემდგომ მამასთან ცხოვრობდა, იმ დღეს როდესაც ფ-----მ თავი ჩამოიხრჩო მოწმე იყო სახლში, მას მ----–-მ დაურეკა და უთხრა, რომ მასთან მისულიყო, რომ მისმა დისშვილმა თავი ჩამოიხრჩო. როცა მივიდა მ----–-სთან, ეს უკანასკნელი კარებში შეხვდა და უთხრა, რომ იგი შესულიყო სახლში და ენახა თუ რაც ხდებოდა თან მ----–- ტიროდა. მოწმემ ოთახში ნახა დასვენებული ფ-----, მან გადახადა ფ-----ს და დაინახა, რომ ფ-----ს ჰქონდა თოკის ნაიარევი, ცხვირთან სისხლი, ასევე შუბლთან ჰქონდა ნაკაწრი. ცოტა ხანში მ----–-ს სახლში მივიდა პოლიცია, მოწმემ ჰკითხა მ----–-ს თუ რა მოხდა, მ----–-მ უპასუხა, რომ ფ-----ს მეუღლესთან უნდოდა გარდაბანში წასვლა, იგი არ უშვებდა, შემდგომ თავი რომ მოაბეზრა ფ-----მ ამ საკითხზე საუბრით მ----–- იმ დროს სადილობდა, თეფში გადააგდო, ხელი დაარტყა და გავიდა გარეთ. ცოტა ხანში ბავშვების ყვირილის ხმაზე, რომ შებრუნდა სახლში ფ----- უკვე ჩამომხვრჩალი დახვდა. მოწმემ განმარტა, რომ ფ-----ს მეუღლე მივიდა ფ-----ს გარდაცვალების შემდგომ, იქ იყვნენ სიძის ადვოკატი და პოლიციელები. ფ-----ს ქმარს გაატანეს მისი კუთვნილი ძროხა და ოქროს ნივთები. მოწმემ განმარტა, რომ რაც იგი ჩამოვიდა ბაქოდან მ----–-ს ოჯახში ჩხუბი არ ჰქონია, არც გაუგია, რომ მათ ჩხუბი ჰქონოდათ. მ----–-ს ოჯახის წევრებს შვილებს აქვთ გონებრივი ჩამორჩენილობა. მოწმემ განმარტა, რომ მან დაურეკა ფ-----ს მეუღლეს და აცნობა ფ-----ს გარდაცვალების შესახებ, თუმცა იგი არ ჩამოვიდა. შემდგომ როცა ჩამოვიდა ფ-----ს მეუღლემ მოითხოვა ძროხები და ოქრო, ფ-----ს მეუღლისთვის ჩამოსვლა არავის არ აუკრძალავს.

 

მოწმე ა----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას დაურეკა ი------- ა--------მა იგივე ი-------ამ, უთხრა, რომ მ----–-ს ოჯახში უბედური შემთხვევა მოხდა, მ----–-ს გოგომ თავი ჩამოიხრჩოო. ი-------მა ჰკითხა თუ რა უნდა გაეკეთებინათ, მოწმემ კი მიუთითა, რომ პოლიციაში დაერეკათ. მოწმემ პოლიციას შეატყობინა რაც მოხდა მ----–-ს ოჯახში. ადგილზე, რომ მივიდა მ----–- არ უნახავს, ი-------ს ესაუბრა, საუბრისას ი-------მა თქვა, რომ მ----–-ს და შვილს შორის იყო ინციდენტი, მგონი მ----–-მ ხელი გაარტყაო და სახეზე დაზიანებები ჰქონდაო. მოწმემ ხალხს მიმართა, რომ პოლიციისთვის ხელი არ შეეშალათ ექსპერტიზაზე გადაყვანისას. მას ი-------მა უთხრა, რომ მ----–- გაბრაზებული იყო გოგოზე, არ უშვებდა ქმართან, რომელიც იყო ლოთი და სცემდა. მან მოუწოდა მ----–-ს, რომ გამოძიებისთვის სიმართლე ეთქვა. მოწმემ როცა მ----–- ნახა, იგი ძლივს საუბრობდა, ძალიან დამწუხრებული იყო. მოწმემ განმარტა, რომ მ----–-ს ჰყავს ოთხი გონებრივად ჩამორჩენილი შვილი, ორი შვილი, მათ შორის ერთი ხ-----–- და მეორე ფ----- არიან ჯანმრთელები და მ----–-სთვის ასეთი შვილის დაკარგვა ბევრს ნიშნავდა.

 

მოწმე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულია შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები, ფ----- კ---------ას დედას გააცნო დადგენილება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, ასევე მისი უფლებები და გამოკითხა, ამ საგამოძიებო მოქმედებების დროს მას ესწრებოდა თარჯიმანი ა---- ბ---------ი.

 

მოწმე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გამომძიებლის, სოლომონ ქურხულის ჩვენებით დადგენილია, რომ იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ფ----- კ---------ას გარდაცვალების შესახებ, შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს ექსპერტები და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, შემთხვევის ადგილი რომელ სოფელში იყო არ ახსოვს, ექსპერტების და თარჯიმნის მეშვეობით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გვამი უკვე გადასვენებული იყო ექსპერტიზაზე. მან დანიშნა გვამზე სამედიცინო ექსპერტიზა სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ახსენდება. მოწმემ განმარტა, ადგილზე, რომ მივიდა მ----–- ძალიან აღელვებული დახვდა.

 

მოწმე ე-––--- კ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ----–- მ--------ი მისი ყოფილი სიმამრია, გარდაცვლილი მისი ცხოვრების მეგობარი და მეუღლე იყო. მოწმემ განმარტა, რომ იგი და ფ----- მ--------ა ცოლ-ქმარი იყვნენ 4 წლის განმავლობაში და ერთად ცხოვრობდნენ გარდაბნის რაიონში. ე-––---ს მ----–-ს ვალი ჰქონდა 450 ლარი, რომელიც გამოართვა 2015 წლის მარტში, ამის შემდგომ იგი თურქეთში წავიდა, როდესაც იგი თურქეთში იყო მისი მეუღლე იყო გარდაბანში. თურქეთიდან დაბრუნებულს გარდაბანში არ დახვდა საქონელი და არც ნივთები, კონკრეტულად სამი სული ძროხა და მეუღლის მოტანილი მზითევი. ასევე მისი მეუღლე თ---–---ში იყო მამასთან წასული, ამის შემდგომ ე-––---ი მივიდა მათთან თ---–---ში, იქ შეიკრიბა ნათესაობა და გაისაუბრეს. იმ შეხვედრის დროს მ----–-მ ჯოხი ჩაარტყა ე-––---ს, ე-––---ი კონფლიქტის დღეს დაბრუნდა გარდაბანში, მეორე დღეს მისი ცოლიც წაიყვანა მ----–-ს სახლიდან, მ----–-ს მიერ საქონლის და ნივთების წამოღების ფაქტზე პოლიციაში განაცხადეს, როგორც ე-––---მა ისე მისმა მეუღლე ფ-----მაც. მეუღლემ ე-––---ს უთხრა, რომ იგი მამამ მოატყუა. სატელეფონო საუბრისას ე-––---ს მეუღლემ უთხრა, რომ საქონელს გამოისყიდდა და წავიდოდა მასთან, ამის შემდგომ ვერ უკავშირდებოდა მეუღლეს, მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. მას დაახლოებით 5 თვის განმავლობაში სატელეფონო კონტაქტი არ ჰქონდა მეუღლესთან და არც ჩასულა მასთან სანახავად. ვერ ჩავიდა სანახავად, ვინაიდან საქონელს უვლიდა და ვერ დატოვებდა საქონელს მარტო. დაახლოებით 2017 წლის იანვრის თვეში დაურეკა ფ-----ს და ფ-----მ უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრები არ აძლევდნენ საშუალებას მეუღლესთან ელაპარაკა, კონკრეტულად მამაზე ეუბნებოდა, რომ იგი საშუალებას არ აძლევდა, რომ ესაუბრა მეუღლესთან. მოწმემ განმარტა, რომ ფ-----მ უთხრა, რომ მას სცემდნენ, ერთხელ როცა ფ-----ს უცდია სახლიდან წამოსვლა მამას უცემია ფ-----, ეს ინფორმაცია მიღებული აქვს ფ-----საგან სატელეფონო საუბრის შედეგად. ფ-----ს ბოლოს ტელეფონზე ესაუბრა 8 თებერვალს და უთხრა, რომ იგი ძალიან მობეზრებული იყო მშობლების ოჯახში და ე-––---თან გაიქცეოდა. ასევე ფ-----მ უთხრა, რომ ვინაიდან ფ-----ს ე-––---თან დაბრუნება სურდა მამამ და ძმამ სცემეს. 8 თებერვალს, როცა ესაუბრა ფ-----ს, მესამე დღეს ფ----- მასთან უნდა წამოსულიყო, ამის შემდგომ ფ-----მ ისევ დაურეკა და უთხრა, რომ მისი მეზობლები არ იყვნენ მისულნი ბაზარში და იგი ტაქსით, რომ წასულიყო ფულს თუ გადაუხდიდა ე-––---ი, რაზეც ე-––---მა უთხრა, რომ იგი გადაუხდიდა ტაქსის ფულს. ამ საუბრის შემდეგ ე-––---ი ურეკავდა ფ-----ს, რომ გაიგო სად იყო, თუმცა ტელეფონი გამორთული იყო. საღამოს 5 საათზე ფ-----ს ტელეფონიდან დაურეკა მ----–-მ და უთხრა „მოდი შენი ნაგავი წაიღე მოკვდაო“, შემდგომ მეზობელმა გამოართვა მას ტელეფონი და უთხრა, რომ ფ-----მ თავი მოიკლაო. შემდგომ იგი მივიდა ოჯახში, მაგრამ არ მიუშვეს და იგი დაკრძალვასაც არ დასწრებია. ე-––---მა განმარტა, რომ ფ-----ს თავი არ მოუკლავს იგი მამამ და ძმამ მოკლეს, მათ არ სურდათ რომ მისთვის საქონელი დაებრუნებინათ და ფ-----საც მასთან ეცხოვრა. მოწმემ განმარტა, რომ იგი როდესაც ფ-----ს ესაუბრებოდა და სთხოვდა მამისთვის გადაეცა ტელეფონი რათა გასაუბრებოდა, ფ----- ეუბნებოდა, რომ მ----–-ს ე-––---თან საუბარი არ სურდა. მოწმემ განმარტა, რომ მას 450 ლარი ჰქონდა მ----–-სგან აღებული, ხოლო მ----–- სთხოვდა 2500 ლარს, ე-––---ი მ----–-ს ერთი სული საქონლის დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა მ----–- არ უბრუნებდა. ფ----- მისთვის მეხუთე ცოლი იყო, ამის გამო ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონდათ. ოთხ ცოლთან განქორწინებული იყო და ოჯახში ჰყავდა მეხუთე ცოლი ფ-----, მისი ცოლებიდან ერთი აზერბაიჯანში ცხოვრობს, ერთი ფონიჭალაში, ერთი მარნეულში და ერთიც მის სოფელში. ე-––---მა განმარტა, რომ ფ----- თავის ნებით წავიდა სახლიდან და მას იგი არ გაუგდია, იგი ელოდებოდა ფ-----ს როგორც თვითონ წავიდა ისევ დაბრუნებულიყო.

 

შეტყობინების რეგისტრაცია N340389-დან დადგენილია, რომ 2017 წლის 10 თებერვალს შსს იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებას დაუკავშირდა საგარეჯოს რაიონი სოფელ თ---–---ში მცხოვრები ა----------------ი, რომელმაც განაცხადა, რომ თანასოფლელმა ფ----- მ--------ამ მოიკლა თავი.

 

2017 წლის 28 თებერვლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000795817 დასკვნიდან დგინდება, რომ ფ----- კ---------ას გვამზე აღენიშნება სიცოცხლის დროინდელი შემდეგი დაზიანებები: კისრის არეში ჩანაჭდევები /სტანგულაციური ღარი/, განვითარებულია რაიმე სამარყუჟე მასალის მოქმედების შედეგად. ხოლო სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები, ნაჭდევები, ჭრილობა განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ხანდაზმულობით სიკვდილის დადგომამდე უახლოესი პერიოდი. ფ----- კ---------ას სიკვდილის უშუალო მიზეზია მექანიკური ასფიქსია სასუნთქი გზების გადაკვეთით, სიკვდილის მომენტიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 4 საათი.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა თ----- ზ-----–-–---–მა.

 

სასამართლოში მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაში მყოფმა პირებმა ხ-----–- მ--------მა, შ--–--–- მ--------ამ, შ------- მ--------ამ, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, იმ მიზეზით, რომ მ----–- მ--------ი არის მათი ახლო ნათესავი და არ სურთ აღნიშნულ საქმეზე ჩვენების მიცემა.

 

ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა მ----–- მ--------მა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, მ----–- მ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო სხდომაზე როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ასევე, გამართლებულის ოჯახის წევრებმა უარი განაცხადა ახალო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---–---- ა------–----მ დაადასტურა, რომ ფ-----ს სურდა მეუღლესთან შერიგება, რასაც ეწინააღმდეგებოდა ფ-----ს მამა-მ----–- მ--------ი. არ იცის თუ რა მიზეზით ჩამოიხრჩო თავი ფ----- მ--------ამ. მოწმე ი------- ა--------მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ის მივიდა მ----–-ს სახლში მას შემდეგ, რაც დაურეკეს ფ-----ს გარდაცვალების შესახებ. ხოლო, მოწმე ა----------------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ დაურეკა ი------- ა--------მა და შეატყობინა მ----–-ს გოგოს თავის ჩამოხრჩობის ამბავი. მოწმე ე-––--- კ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ფ-----მ უთხრა, რომ მამა მასთან საუბრისა და წასვლის საშუალებას არ აძლევდა, ასევე, უთხრა, რომ მას სცემდნენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ხოლო, აღნიშნულ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანას მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი მ----–- მ--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება- ფ----- კ---------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ----–- მ--------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

მ----–- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

განემარტოს მ----–- მ--------ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ფ----- კ---------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/