განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.10.2019
საქმის ნომერი
030210019002323490
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210019002323490

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

 

საქმე№2/ბ-256-19 02 ოქტომბერი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,ს----------–-------–------–--- სოფიკო პ-------–---–- შპს ,,ბაჩი“ ე---------- თ--------

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 04 იანვარს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 128 877 ლარით, თუმცა მოსარჩელემ (მენარდე), ნაცვლად 128 877 ლარის სამუშაოების შესრულებისა შეძლო შეესრულებინა, მხოლოდ 25000 ლარის ღირებულების სამუშაოები, რადგან, მოპასუხის (დამკვეთის) არასწორი მითითებით, ობიექტზე ბრტყელი სახურავის ქანობის მოსაწყობად გამოყენებულმა სამშენებლო მასალა პემზამ გამოიწვია სახურავის ჩამონგრევა. ამ ფაქტის გამო, შეუძლებელი გახდა სამუშაოს გაგრძელება და შეწყდა მხარეთა შორის ხელშეკრულება. მოსარჩელის მხრიდან, არაერთი სიტყვიერი თუ წერილობითი განცხადების მიუხედავად, მოპასუხის მიერ არ მოხდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების-25000 ლარის ანაზღაურება, რამაც განაპირობა სასამართლოში სარჩელის წარდგენა, რაზედაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 25000 ლარის გადახდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მხოლოდ 2017 წლის 05 იანვარს აღსრულდა. თანხის დაგვიანებით ჩარიცხვამ, შპს ,,ბაჩი“-ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. ვინაიდან, 2016 წლის 04 იანვრის ხელშეკრულების დასრულების ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 04 მარტი, ასევე ამავე ხელშეკრულების 11.3 პუნქტით გათვალისწინებულია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 0,1%, ხელშეკრულების დასრულების ვადის გასვლიდან გონივრულ ვადაში, 2016 წლის 01 აპრილიდან, ყოველდღიურად, 2017 წლის 05 იანვრამდე (თანხის ჩარიცხვის დრო), გადაუხდელი 25000 ლარის შესაბამისი 0,1% პირგასამტეხლო, სულ 280 დღის 7000 ლარი უნდა დაეკისროს შპს „ს----------–-------–------–--ს“. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, შპს ,,ს----------–-------–------–--ს“ წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2016 წლის 04 იანვრის ხელშეკრულება დადებულია კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, რომლის მიხედვითაც, შემსყიდველს თანხის გადახდის ვალდბულება წარმოეშობოდა, მხოლოდ ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და ს----------–--- კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. მართალია, მოსარჩელის მხრიდან სამუშაოს ნაწილობრივ შესრულების ფაქტი დადასტურებული იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თუმცა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, მოპასუხე არ იყო ვალდებული თანხის გადახდაზე, ხოლო ამ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაუყოვნებლივ მოხდა თანხის გადახდა, რაც გამორიცხავდა პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. დაკმაყოფილდეს, შ-------------------–--–-----ს----------–--- მ--–------–---------“ პირგასამტეხლოს სახით 7000 ლარის დაკისრების თაობაზე; 2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 04 იანვარს, შპს ,,ს----------–-------–------–--სა" და შპს ,,ბ----“ შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს ,,ბ----“ უნდა განეხორციელებინდა შპს ,,ს----------–-------–------–--ს“ კუთვნილი საამქროს სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 128877 ლარით. 2.2. შენობის სახურავის სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ჩამოინგრა შენობის სახურავი, რის გამოც ვერ გაგრძელდა სარემონტო სამუშაოები. შპს ,,ბ----'' სახურავის ჩამონგრევამდე შესრულებული ჰქონდა სამუშაოების ნაწილი, რომლის ღირებულება შეადგენდა 25000 ლარს. 2.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შ-------------------–--–-----ს----------–-------–------–--ს“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე; შპს ,,ს----------–-------–------–--ს“ მოსარჩელის, შპს ,,ბ----“ სასარგებლოდ დაეკისრა 25000 ლარი და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 750 ლარის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს N--------- ექსპერტიზის დასკვნით დაადგინა, რომ შპს ,,ს----------–-------–------–--ს'' კუთვნილი შენობის სახურავის ჩამონგრევა გამოწვეულია დამკვეთის, შპს ,,ს----------–-------–------–--ს“ ბრალით. 2.4. შპს ,,ს----------–-------–------–--სა“ და შპს ,,ბ----“ შორის დადებული, 2016 წლის 04 იანვრის ხელშეკრულების 11.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 7.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში, დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოცემულ მომენტში გადასარიცხი თანხის 0.1%-ის ოდენობით ამავე ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც მთლიანად, ასევე, ეტაპობრივად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და ს----------–--- კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან, არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 649-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა: თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. 2.6. იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა გამომდინარეობდა, შპს ,,ს----------–-------–------–--სა“ და შპს ,,ბ----“ შორის დადებული 2016 წლის 04 იანვრის ხელშეკრულებიდან, ამასთან მის საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება უკვე დაკისრებული იყო კანონიერ ძალაში შესული, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც პირგასამტეხლოს საკითხი განხილული არ ყოფილა, სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 649-ე მუხლებზე მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა, ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა. 2.7. გაიზიარებული არ იქნა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლოს გადახდა უნდა აითვალოს, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადიდან. სასამართლომ განმარტა, რომ რადგან, პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარეობს, მისი დაკისრება იმ პერიოდიდან უნდა განხორციელდეს, როდესაც მოპასუხემ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და თანხა არ გადაიხადა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია. 3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო მსჯელობს ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოზე, რომელიც არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოვალე არის თავდაპირველი მოპასუხე - შპს "ს----------–-------–------–--", რომელსაც შპს "ბ----" სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შპს "ს----------–-------–------–--ს" არ გააჩნდა ვალდებულება გადაეხადა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს თანხა შპს "ბ----ათვის", ხოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ აღასრულა მისი ვალდებულება, რაც გამორიცხავდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს, შპს „----“-ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.4. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, 2.5.-2.7. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან (ნარდობის), ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სკ-ის 417-ე, 649-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, თუ როდის წარმოეშვა მოპასუხეს (შემკვეთი) ნარდობის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოს ნაწილის-25000 ლარის გადახდის ვალდებულება და მისი დარღვევის შემთხვევაში, არსებობს თუ არა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. 4.4. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 637-638-ე მუხლებზე, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვანი საფუძველის არსებობისას, მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას, თუკი შემკვეთს ადრე გაწეული მომსახურების მიმართ აქვს რაიმე ინტერესი. ვინაიდან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მნიშვნელოვანი საფუძვლით (მოპასუხის ბრალეულობით) მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი, ასევე სადავო არ გამხდარა ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მოსარჩელეს მხრიდან გასამრჯელოს მოთხოვნის ფაქტი, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი (ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ-აღსრულებამდე), რაც გამორიცხავს აპელანტის იმ პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას, რომ თანხის გადახდის ვალდებულება, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დროიდან წარმოეშვა. 4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შპს „----“-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს „ს----------–-------–------–----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, შპს „ს----------–-------–------–----ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-280 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,ს----------–-------–------–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე