განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100119003008317
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100119003008317

საქმე №1ბ/1433-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: რ----------------

მსჯავრდებულის: ე-----------–---–--

 

მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის რ---------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ე-----------------------–---–-- მიმართ, პ/№0----------- დაბადებული 1----–-–-------------- ნასამართლევი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------–---–----------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს განაჩენით, ე-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით:

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6(ექვსი)თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე-----------–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500(ხუთასი)ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით.

მსჯავრდებულ ე-----------–---–- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 9 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაშიაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 აპრილიდან 2019 წლის 3 მაისის ჩათვლით.

ე-----------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 12 აპრილს, ტაქსის მძღოლმა თ-------------- ე-----------–---–- მიიყვანა ქ.-----–--–-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ე-----------–---–-- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თითქოსდა დასარეკად ტელეფონი სთხოვა თ--------------- რის შემდეგაც მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის 140 ლარად ღირებულ „----------- ფირმის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----------------- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ასევე საბოლოო სასჯელის დადგენისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის მეტი ვადის დამატება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ე-----------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ თ--------------- ასევე მოწმეების: დ-------------------------------------------- გამოკითხვის ოქმებით, ტელეფონისა და სალომბარდე ხელშეკრულების ამოღების ოქმებით, ამოცნობის ოქმით, ე-----------–---–-- აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან ე-----------–---–-- აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. გასათვალისწინებელია, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ასევე დამდგარი შედეგი.

ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს არასწორად განუსაზღვრა ჯარიმის ოდენობა, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო თუ მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს 3(სამი)წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. მოცემულ შემთხვევაში კი სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით. შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის დანიშნული ჯარიმის ოდენობა უნდა გაიზარდოს.

პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის შედარებით მეტი ვადის დამატებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა პირობითი მსჯავრის საგამოცდო ვადაში კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული და ასეთ შემთხვევაში, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის მინიმალური ვადის გამოყენება მიზანშეუწონელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ მიმართებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს განაჩენში შვიდეს ცვლილება.

3. ე-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით:

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1(ერთი)წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე-----------–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით და 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ ე-----------–---–- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 9 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 აპრილიდან 2019 წლის 3 მაისის ჩათვლით;

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-----------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

6. სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- თ------------------ -ამოღებული ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

---------------------------- მოღებული შავი ფერის „----------- ფირმის ტელეფონი, რომელიც ინახება ვ---------------–--- სამმართველოს მ--------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი