განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002789537
საქმე №2ბ/5906-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო ს------- პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი
აპელანტი - ა---------– ბ------–---–ი
წარმომადგენელი - გ------- თ---------ე
აპელანტები - საქართველოს შ------ ს------- სამინისტრო
წარმომადგენლები - ო----- ჯ-----–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს------- კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. ა---------– ბ------–---–ს საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 6300 ლარის გადახდა. ასევე, ა---------– ბ------–---–ს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 189 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. პოლიციის კაპიტანი ა---------– ტ------–ის ძე ბ------–---–ი წარმოადგენს საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული საქმიანობის კონტროლის, ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სპეციალისტს, რომელიც სამინისტროში მსახურობს 2006 წლიდან, ხოლო დაკავებულ თანამდებობაზეა 2015 წლიდან.
2.2. 2016 წლის 9 იანვარს დაახლოებით 00:40 საათზე, ა---------– ბ------–---–ი სამსახურებრივი „TOYOTA“-ს მარკის ავტომანქანით სახ. NFNF-7--, მოძრაობდა ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის მიმართულებით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის გამყოფ ბეტონის კედელს. შეჯახების შედეგად დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანა. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული „TOYOTA“-ს მარკის ავტომანქანა სახ. NFNF-7-- არ არის დაზღვეული. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის მომსახურეებმა ა---------– ბ------–---–ი ალკოტესტით შეამოწმეს სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რის შედეგადაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების შეჩერება 3 წლის ვადით.
2.3. 09.01.2016 წლის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელე საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მიყენებული მატერიალური ზიანის ჯამურმა ოდენობა შეადგინა - 6800 ლარი, რომლითაც გათვალისწინებული იქნა:
- მაღალი წნევის ტუმბო - 1000 ლარი;
- მფრქვევანა (ფარსონკა) ოთხი ცალი - 1600 ლარი;
- ძრავის ჰაერის ფილტრი - 250 ლარი;
- ძრავის ხუფი - 250 ლარი;
- ძრავის წინა ხუფი ღვედით - 640 ლარი;
- საჭის მართვის გამაძლიერებელი - 500 ლარი;
- უკანა ხიდის კარდანი - 600 ლარი;
- მარჯვენა და მარცხენა მოხვევის მაჩვენებელი მაშუქი - 60 ლარი;
- მარჯვენა და მარცხენა უკანა კარის სახელური - 100 ლარი;
- უკანა ხიდის ჩარჩო მარჯვენა ნახევარღეროთი - 700 ლარი;
- უკანა საქარე მინა - 500 ლარი.
სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების (რაც ითვალისწინებს ა/მანქანის ნაწილის მონტაჟს) ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოებში ანალოგიური სახის და მოცულობის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეესაბამება - 600 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 20.08.2018 წლის N1471/ს ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 26-27);
-ტრანსპორტის ბარათები (ს.ფ. 24-25)
-მოწმეთა ჩვენება (იხ.24.04.2019 წლის სხდომის ოქმი)
2.4. 2016 წლის 9 იანვრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ოქმით მოპასუხე ა---------– ბ------–---–ი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად.
2.5. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ა---------– ბ------–---–ის ბრალეულმა ქმედებამ, რომელიც სამართლებრივად უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 6 300 ლარის ზიანი.
მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი 20/08/2018 დასკვნით (ს.ფ. 26-27) დასტურდება, რომ მიყენებული ზიანის მოცულობა შეადგენს 6 800 ლარს, საიდანაც მოსარჩელის განმარტებით 500 ლარს შეადგენს უკანა საქარე მინა, რომელიც დაზიანებული იყო ავტოსაგზაო შემთხვევამდე.
სასამართლოს განმარტებით ვინაიდან მოსარჩელე ზიანის კონკრეტულ ოდენობას ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომ ზიანის ოდენობა არის განსხვავებული. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება გარდა ახსნა-განმარტებისა მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამდენად, მოპასუხის აპელირებას ამ გარემოებაზე (ზიანის განსახვავებულ ოდენობაზე) სასამართლო არ იზიარებს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. სასამართლომ მიუთითა, სსკ-ის 992-ე მუხლზე რომლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი მიუთითებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზემოთ მითითებული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილების მოტივაცია შემოფარგლულია მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის ფაქტობრივად მხოლოდ ციტირებით და არა მისი ანალიზით, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებული უნდა იყოს მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (პირველი ნაწილი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შ------ი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (მეორე ნაწილი). მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შ------ რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ცხადია, ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა და სავალდებულოა სასამართლოსათვის.
აპელანტის შეფასებით, სასამართლოს მიერ კანონის ასეთი იმპერატიული და ნათლად ჩამოყალიბებული მოთხოვნა სრულადაა იგნორირებული მოპასუხის მიერ გაცხადებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების ფონზე. სასამართლომ სრულად იხელმძღვანელა ექსპერტიზის მიერ განსაზღვრული თანხით და აბსოლუტურად არ განიხილა მოპასუხის არც ერთი არგუმენტი და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, მაშინ როდესაც ციტირებული კანონი მას აღნიშნული ვალდებულებით ბოჭავდა.
3.2. აპელანტი მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წინამდებარე საქმეზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ავტომობილს არ გააჩნია:
საწვავის მაღალი წნევის ტუმბო;
მფრქვევანა (ფარსონკა) 4 ცალი;
ძრავის ჰაერის ფილტრი;
ძრავის ხუფი, ძრავის წინა ხუფი ღვედით;
საჭის მართვის გამაძლიერებელი;
უკანა ხიდის კარდანი;
მარჯვენა და მარცხენა მოხვევის მაჩვენებელი მაშუქი;
მარჯვენა და მარცხენა უკანა კარის სახელური;
დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს: უკანა ხიდის ჩარჩო მარჯვენა ნახევარღეროთი, უკანა საქარე მინა.
აღნიშნული ჩამონათვალის შემდეგ ექსპერტი საზღვრავს ავტომანქანის აღდგენისათვის საფასურს 6800 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მიუთითებს, რომ ექსპერტმა მხოლოდ დააფიქსირა ავტომანქანის ფიზიკური მდგომარეობა 2018 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით და რომ მის მიერ განსაზღვრული საფასური გამომდინარეობს ექსპერტიზისათვის 2018 წლის აგვისტოში წარდგენილ მდგომარეობის მიხედვით. მაშინ, როდესაც სარჩელზე წარდგენილი ტრანსპორტის საინვენტარიზაციო ბარათის მიხედვით (სარჩელის ნუმერაციით ს.ფ. 22) 2016 წლის 4 აგვისტოსათვის ავტომანქანას ძრავი აქვს დაშლილ მდგომარეობაში და არა აქვს აკუმლატორი და დაზიანებების გამო მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო საქმეში არსებული, 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით შედგენილი ტრანსპორტის ბარათის მიხედვით, ავტომანქანის მდგომარეობა მითითებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი და არსადაა მითითებული, რომ მანქანის ძრავი არის დაშლილ მდგომარეობაში. ასევე არსადაა აღნიშნული, რომ ავტომანქანას აკლია რაიმე ნაწილი (აკუმულატორის გარდა). თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამინისტროს გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე, შ------ ს------- მინისტრის 2016 წლის 21 იანვრის ბრძანებით ა---------– ბ------–---–ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და, ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ა---------– ბ------–---–ს, სარჩელზე დართული მტკიცებულების - ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2016 წლის 9 იანვრის ათ000032366 დადგენილების თანახმად ა---------– ბ------–---–ს შეუჩერდა მართვის უფლება 36 თვის ვადით, ცხადია, რომ ავტომანქანა მის მფლობელობაში და მეთვალყურეობის ქვეშ უკვე აღარ იმყოფებოდა და ცხადია, რომ აკუმლატორის არარსებობა არ არის ა---------– ბ------–---–ის ბრალი, რადგანაც ავტომანქანა ვერ გადაადგილდება აკუმლატორის გარეშე, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ავტომანქანა უკვე აღარ იყო ა---------– ბ------–---–ის მეთვალყურეობის ქვეშ და მისი დაცულობის თაობაზე პასუხისმგებელია შ------ ს------- სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ბალანსზეც იმყოფება ავტომანქანა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ არ არსებობს ავტომანქანის დეფექტური აქტი, ცხადია, რომ ექსპერტიზის აქტში მითითებული ავტომანქანის დეტალების დანაკლის საფასური არ არის ა---------– ბ------–---–ის გადასახდელი. აპელანტი აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროისათვის ავტომანქანა იყო გამართულ მდგომარეობაში და ავტომანქანა დაშლილი ძრავით ვერ გადაადგილდება, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო სადგომზე, რომელიც ასევე შ------ ს------- სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ა---------– ბ------–---–ის მფლობელობაში დაზიანებული ავტომანქანა აღარ იმყოფებოდა, ხოლო დაზიანებები მის მიერ სრულად იქნა აღდგენილი, რასაც ადასტურებს 2017 წლის საინვენტარიზაციო ბარათი. აღნიშნულის შემდეგ კი ავტომანქანა კვლავ შ------ ს------- სამინისტროს მფლობელობაშია და 2018 წლის 20 აგვისტოსათვის ექსპერტიზის აქტში მითითებული ნაკლულ დეტალებთან და დაზიანებასთან ა---------– ბ------–---–ს რაიმე სახის შემხებლობა არ გააჩნია - დაზიანებების აღდგენის შემდეგ მას ხსენებული ავტომანქანა არ გადასცემია, რადგანაც 2019 წლის 9 იანვრის ჩათვლით შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება.
3.3. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ზიანის მოცულობა და სარჩელის ობიექტური ანალიზით ცხადია, რომ ადგილი აქვს მოსარჩელის არამართლზომიერ მცდელობას ობიექტური საფუძვლის გარეშე, დაუდგენელ ვითარებაში და კონკრეტული ქვედანაყოფის ტერიტორიაზე მდგარი ავტომანქანის გაძარცვის შედეგი დაუკავშიროს 2016 წლის ავტოსაგზაო შემთხვევას. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, 2017 წლისათვის დაზიანებები უკვე აღმოფხვრილი იყო. ამდენად, აპელანტის განმარტებით, სასამართლო ვალდებული იყო გამოეკვლია:
1. რა სახის დაზიანებები მიიღო ავტომანქანამ 2016 წლის 9 იანვრის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს; 2. 2017 წლის ტრანსპორტის საინვენტარიზაციო ბარათის მონაცემები (წარდგენილი იქნა 2019 წლის 27 მარტს), რომლის თანახმად არ ფიქსირდება ავტომანქანის ძრავის დაშლილ მდგომარეობაში ყოფნა და რომლის თანახმად, ავტომანქანის მდგომარეობა შეფასებულია დამაკმაყოფილებლად.
ასეთი გამოკვლევის აუცილებლობა სახეზე იყო სარჩელზე დართული, 2016 წლის 11 ივლისის ბრძანებით დამტკიცებულ ტრანსპორტის ბარათსა და 2017 წლის ტრანსპორტის ბარათს შორის არსებითი სხვაობის გამო (როგორც აღინიშნა, 2017 წლის ტრანსპორტის ბარათი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2019 წლის 27 მარტს და ამ ბარათის მიხედვით, ავტომანქანის მდგომარება დამაკმაყოფილებელია და ძრავის დაშლილ მდგომარეობაში არსებობა არ ფიქსირდება).
3.4. აპელანტი ასევე, აღნიშნავს, რომ 2018 წლის 11 ივლისისათვის საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს არ გააჩნდა მონაცემები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მიერ მიღებული დაზიანებების შესახებ და, უფრო მეტიც, სამინისტრო ადასტურებს, რომ დაზიანებების აღდგენა ა---------– ბ------–---–ის მიერ განხორციელებული იქნა (იხ. იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 11 ივლისის #0 18 01656657 მიმართვა შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სახელზე, ასლი გენინსპექციას. აგრეთვე ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 24 ივლისის #4 18 01772292 მიმართვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის სახელზე და ამ უკანასკნელის 2018 წლის 25 ივლისის #3 18 01786133 პასუხი, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ინფორმაცია არ გააჩნია). ასევე აღსანიშნავია, რომ შ------ ს------- სამინისტროს არც 2019 წლის 26 თებერვლისათვის გააჩნდა რაიმე სახის მონაცემი 2016 წლის 9 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების შესახებ, რასაც ადასტურებს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 26 თებერვლის #6 19 00500763 მიმართვა შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სახელზე.
აპელანტი, ასევე, აღნიშნავს, რომ შ------ ს------- სამინისტროს არათუ არ გააჩნდა 2016 წლის 9 იანვრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებით ზიანის კონკრეტული ოდენობის ფაქტობრივი მონაცემი, 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით მისთვის არ იყო ცნობილი, თუ ვინ იყო სამართლებრივად ვალდებული ზიანის ანაზღაურების საკითხში, თუმცა ადასტურებდა, რომ ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურებული იყო.
3.5. აპელანტი აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტის, საქართველოს შ------ ს------- მინისტრის 2010 წლის #717 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით საქართველოს შ------ ს------- სამინისტროში სატრანსპორტო საშუალებათა აღრიცხვისა და ექსპლუატაციის შესახებ" და ამ ბრძანებაში 2011 წლის #606 ბრძანებით შეტანილი ცვლილების თანახმად სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის მიზნით მიმაგრება ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და მას შემდეგ, რაც ა---------– ბ------–---–ს ჩამოერთვა ავტომანქანა, სამინისტრო ვალდებული იყო შეედგინა დეფექტური აქტი, აღერიცხა კონკრეტული დაზიანებები და უზრუნველეყო ავტომანქანის დაცულობა, რაც ცხადია, რომ ვერ უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ აპელანტის მიერ მითითებულ, 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით შედგენილ ტრანსპორტის ბარათში მატერიალურ პასუხისმგებლად მითითებულია ცენტრალური კრიმინალური პოლიცია, რომელმაც ვერ უზრუნველყო მისი კუთვნილი ქონების დაცულობა. ცნობისათვის - ა---------– ბ------–---–ი ამ სტრუქტურულ დანაყოფში უკვე აღარ მსახურობდა და, თან, 2019 წლის 9 იანვრის ჩათვლით შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება. აპელანტის შეფასებით, ეს გარემოებაც კი ცხადყოფს სარჩელის სრულ უსაფუძვლობასა და სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლის არსებობის შესახებ.
4. ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატას უდვოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. დადგენილია, რომ პოლიციის კაპიტანი ა---------– ბ------–---–ი წარმოადგენს საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული საქმიანობის კონტროლის, ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სპეციალისტს, რომელიც სამინისტროში მსახურობს 2006 წლიდან, ხოლო დაკავებულ თანამდებობაზეა 2015 წლიდან.
4.1.2. 2016 წლის 9 იანვარს დაახლოებით 00:40 საათზე, ა---------– ბ------–---–ი სამსახურებრივი „TOYOTA“-ს მარკის ავტომანქანით სახ. NFNF-7--, მოძრაობდა ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის მიმართულებით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის გამყოფ ბეტონის კედელს. შეჯახების შედეგად დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანა. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული „TOYOTA“-ს მარკის ავტომანქანა სახ. NFNF-7-- არ არის დაზღვეული.
4.1.3. უდავოა, რომ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის მომსახურეების მიერ ა---------– ბ------–---–ი ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე იქნა შემოწმებული, რის შედეგადაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების შეჩერება 3 წლის ვადით.
4.1.4. ასევე, დადგენილია, რომ 09.01.2016 წლის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელე საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი.
4.1.5. 2016 წლის 9 იანვრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ოქმით მოპასუხე ა---------– ბ------–---–ი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე ა. ბ------–---–ის ბრალეული ქმედების შედეგად.
4.2. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-72-72-2018.) ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შ------ი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა; 2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; 3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება; 4. ან მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1127-1047-2017 და №ას-189-189-2018.)
4.4. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე ა---------– ბ------–---–ისთვის 6300 ლარის დაკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, შესაბამისად, საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების მტკიცება მასზედ, რომ მოქმედებები, რის შედეგადაც შ------ ს------- სამინისტროს ავტომანქანა დაზიანდა, სრულად მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხე ა---------– ბ------–---–ის ბრალით გამოწვეულ ავარიასთან. მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, თუ რა ოდენობით ზიანი განიცადა მოპასუხის ქმედებით მან.
სააპელაციომ სასამართლო იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე აუცილებელია დადგინდეს რა სახის დაზიანებები მიიღო ავტომანქანამ 2016 წლის 9 იანვრის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს; რატომ იყო არსებითი სხვაობა 2016 წლის 11 ივლისის ბრძანებით დამტკიცებულ ტრანსპორტის ბარათსა და 2017 წლის ტრანსპორტის ბარათს შორის. 2017 წლის ბარათის მიხედვით, ავტომანქანის მდგომარება დამაკმაყოფილებელია და ძრავის დაშლილ მდგომარეობაში არსებობა არ ფიქსირდება.
მოსარჩელემ თავისი პოზიციის დასადასტურებლად წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მატერიალური ზიანის ჯამურმა ოდენობა შეადგინა - 6800 ლარი, რომლითაც გათვალისწინებული იქნა:
- მაღალი წნევის ტუმბო - 1000 ლარი;
- მფრქვევანა (ფარსონკა) ოთხი ცალი - 1600 ლარი;
- ძრავის ჰაერის ფილტრი - 250 ლარი;
- ძრავის ხუფი - 250 ლარი;
- ძრავის წინა ხუფი ღვედით - 640 ლარი;
- საჭის მართვის გამაძლიერებელი - 500 ლარი;
- უკანა ხიდის კარდანი - 600 ლარი;
- მარჯვენა და მარცხენა მოხვევის მაჩვენებელი მაშუქი - 60 ლარი;
- მარჯვენა და მარცხენა უკანა კარის სახელური - 100 ლარი;
- უკანა ხიდის ჩარჩო მარჯვენა ნახევარღეროთი - 700 ლარი;
- უკანა საქარე მინა - 500 ლარი.
სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების (რაც ითვალისწინებს ა/მანქანის ნაწილის მონტაჟს) ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოებში ანალოგიური სახის და მოცულობის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეესაბამება - 600 ლარს.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, რომ აღნიშნული დასკვნით ექსპერტმა მხოლოდ დააფიქსირა ავტომანქანის ფიზიკური მდგომარეობა 2018 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით და რომ მის მიერ განსაზღვრული საფასური გამომდინარეობს ექსპერტიზისათვის 2018 წლის აგვისტოში წარდგენილ მდგომარეობის მიხედვით.
ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების ჩამონათვალიდან არ ჩანს რომ ეს დაზიანებები ავტომანქანამ მიიღო შეჯახების შედეგად. როგორც წესი შეჯეხების შედეგად აღნიშნული ნაწილები არ ზიანდება. მაგალითად, ძრავის ჰაერის ფილტრი, უკანა ხიდის კარდანი, მარჯვენა და მარცხენა მხარის სახელური ერთდროულად და ა.შ.
ექსპერტიზის დასკვნის ანალიზით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით საეჭვო ხდება, რომ ექსპერტიზის აქტში ჩამოთვლილი დაზიანებები არ უნდა იყოს მომხდარი ავტოავარიის შედეგი. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ გარემოებას მოსარჩელის პოზიციიდან გასაგებს გახდის არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რაც მას კანონის თანახმად უნდა დაემტკიცებინა.
ასეთ პირობებში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს რწმენას ამყარებს ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 17 ოქტომბრის ტრანსპორტის ბარათი მიუთითებს მოსარჩელის საწინააღმდეგო გარემოებებზე.
სარჩელზე წარდგენილი ტრანსპორტის საინვენტარიზაციო ბარათის მიხედვით (ს.ფ. 22-25) 2016 წლის 4 აგვისტოსათვის ავტომანქანას ძრავი აქვს დაშლილ მდგომარეობაში და არა აქვს აკუმლატორი და დაზიანებების გამო მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო საქმეში არსებული, 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით შედგენილი ტრანსპორტის ბარათის მიხედვით (იხ. ს.ფ. 79-80), ავტომანქანის მდგომარეობა მითითებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი, განსხვავებით 2016 წლის 04 აგვისტოს სატრანსპორტო ბარათში მითითებულისა (ს.ფ. 24).
სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა---------– ბ------–---–ს შეუჩერდა მართვის უფლება 3 წლის ვადით. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან 2016 წლის 9 იანვარიდან, 2019 წლის 9 იანვრის ჩათვლით მას შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება, ავტომანქანა მის მფლობელობაში და მეთვალყურეობის ქვეშ უკვე ვეღარ იქნებოდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიყენებული ზიანის დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურა, ხოლო მოპასუხემ უზრუნველყო მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების დადასტურება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ა---------– ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
ვინაიდან ა---------– ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს ა---------– ბ------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილის სახელმწიფო ბაჟის, 252 ლარის ანაზღაურება, ასევე, იურიდიული მომსახურეობის ხარჯის 600 ლარის ანაზღაურება, სულ 852 ლარის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე,390-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---------– ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. საქართველოს შ------ ს------- სამინისტროს დაეკისროს ა---------– ბ------–---–ის სასარგებლოდ 852 ლარის (სააპელაციო საჩივარზე გადახდილის სახელმწიფო ბაჟის, 252 ლარისა და იურიდიული მომსახურეობის ხარჯის 600 ლარის) გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო ს------- პალატაში.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი