განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
130210018002705537
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 13021--18002705537

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1532-19 21 ივნისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი – ბ--–- ბ-------–---–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ვ------- კ-------

 

მოწინააღმდეგე მხარე – სს „დ---------- ს-------–-------- კ-------- ი------ (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ა------- პ----------

 

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. 1--- ლარად ღირებული „ს-----“ ფირმის პ-–--------ი ტელევიზორის; 1--- ლარად ღირებული „ჰ-------“ ფირმის მაცივრის; 4-- ლარად ღირებული „ს---------“ ფირმის პ---------–----ი კომპიუტერის - მ------------- და ა--------------; 3-- ლარად ღირებული პიანინოს - „ლ----–-“; 1-- ლარად ღირებული ჟურნალების მაგიდის (გ-----------------------) ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. ხაშურის რაონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ბ--–- ბ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე წარმოდგენილ მოძრავი ქონების საგარანტიო ტალონებს და საბანკო კრედიტის დოკუმენტაციას, რომლებიც ქონების კუთვნილების დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

8.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ს სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მ-----–----–----ს ფულადი ვალდებულება სს „დ---------- ს-------–-------- კ-------- ი------“ მიმართ შეადგენს 1----- ლარს;

 

8.2. მოვალის ქ-----------–------ და დაყადაღების აქტის საფუძველზე, 2----–-–---------------- ყადაღა დაედო მოსარჩელე ბ--–- ბ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში არსებულ შემდეგ ნივთებს: 1--- ლარად ღირებულ „ს-----“ ფირმის პ-–-------- ტელევიზორს; 1--- ლარად ღირებულ „ჰ-------“ ფირმის მაცივარს; 4-- ლარად ღირებულ „ს---------“ ფირმის პ---------–---- კომპიუტერს; 3-- ლარად ღირებულ პიანინოს და 1-- ლარად ღირებულ ჟურნალების მაგიდას (გ-----------------------).

 

9. 2----–-–------------------ ბ--–- ბ-------–---–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვა, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

 

10. სააპელაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებებს და დასკვნებს სარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქ-----------–------ და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

10.2. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად).

 

10.3. პალატა აღნიშნავს, რომ დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მიხედვით მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

10.4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაყადაღებული მოძრავი ნივთებიდან 4-- ლარად ღირებული პ---------–----ი კომპიუტერის, 3-- ლარად ღირებულ პიანინოს და 1-- ლარად ღირებული ჟურნალების მაგიდის მისადმი კუთვნილების ფაქტის მტკიცება მხოლოდ საკუთარ ახსნა-განმარტებას დაამყარა, რაც მოპასუხის უარმყოფელი შესაგებლის არსებობის პირობებში, არასაკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს და პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, დაუსაბუთებლობის საფუძვლით.

 

10.5. რაც შეეხება, 1--- ლარად ღირებული „ს-----“ ფირმის პ-–--------ი ტელევიზორის და 1--- ლარად ღირებული „ჰ-------“ ფირმის მაცივრის კუთვნილების საკითხს, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ საგარანტიო ტალონებს, სადაც სადავო უძრავ ნივთებზე საგარანტიო მომსახურების მიმღებ პირად მითითებულია მოსარჩელე ბ--–- ბ-------–---–ი. ასევე, ბ--–- ბ-------–---–ის მიმართ არის გაცემული სს „პ------------ს“ საგარანტიო განაცხადი (თანხის ჩარიცხვის თაობაზე), რომელიც „ჰ-------“ ფირმის მაცივრის შესაძენად არის განკუთვნილი. აღნიშნული დოკუმენტებით მოძრავი ნივთების მოსარჩელის კუთვნილების დადასტურების მიზნებისთვის სააპელაციო სასამართლო მოიხმობს მსგავს საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მიდგომასას და პრაქტიკას.

 

კერძოდ, ”სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ, მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში - მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილია სადავო ნივთების საგარანტიო ბარათები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც ცალსახად დასტურდება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისათვის კუთვნილება, ამ გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხეს უნდა წარედგინა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მან ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მხოლოდ მითითება, რომ ნივთები, რომელსაც მოვალესთან პოულობენ, მას ეკუთვნის, არ არის საკმარისი ამ სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის”.(№ას-1652-2018, 24 აპრილი, 2019 წელი).

 

მაშასადამე,სააპელაციო პალატას ასკვნის, რომ მოსარჩელის წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმისა, რომ ზემოაღნიშნული მოძრავი ნივთები ბ--–- ბ-------–---–ის კუთვნილებას წარმოადგენს, რომლის გაქარწყლებაც მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მან ასეთი მტკიცება სასამართლოს ვერ შესთავაზა.

 

10.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც 1--- ლარად ღირებული „ს-----“ ფირმის პ-–--------ი ტელევიზორისა და 1--- ლარად ღირებული „ჰ-------“ ფირმის მაცივრის მოვალის - მ-----–----–----სადმი კუთვნილების ფაქტს დაადასტურებდა, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, აღნიშნულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

11. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ხაშურის რაონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.

 

საპროცესო ხარჯები

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

13. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა 73%-ით. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 182,5 ლარის ოდენობით (1--+150 ლარის 73%)

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ბ--–- ბ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ხაშურის რაონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ბ--–- ბ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ყადაღისაგან გათავისუფლდეს ბ--–- ბ-------–---–ის კუთვნილი ნივთები: 1--- ლარად ღირებული „ს-----“ ფირმის პ-–--------ი ტელევიზორი; 1--- ლარად ღირებული „ჰ-------“ ფირმის მაცივარი (შ------------–--- და მ–----------------- ს----------–-------------ს ქ-----------–------ დ-----------------–---------------- ა---------------–--–-);

 

5. სს „დ---------- ს-------–-------- კ-------- ი------“ ბ--–- ბ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 182, 50 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია გუჯაბიძე