განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002342742
საქმე N3ბ/720-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
18 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ზ------ დ-------ე;
წარმომადგენელი - ა-–---- გ-------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე ) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ო----- ჯ-----–--ე;
დავის საგანი - დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარება, დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. აღიარებულ იქნეს ზ------ დ-------ე დისკრიმინაციის მსხვერპლად; აღმოიფხვრას მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ყველა ფორმა და კანონდარღვევა, ის შედეგები, რომელიც დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ (სახელმწიფოებრივ) პოზიციასთან და შეხედულებასთან, მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებისა და მინიჭებული უფლებების ჯეროვნად შესრულებასთან; უზრუნველყოფილ იქნეს მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა;
1.2. არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ის 2----–-–--------------ის №---------- გადაწყვეტილება და 2----–-–--------------ის №-------– ბრძანება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 88);
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------ის №-------– ბრძანება;
1.4. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ------ დ-------ის აღდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე და იძულებითი არყოფნის პერიოდი ჩაუთვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობის სტაჟად;
1.5. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ------ დ-------ისთვის იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის (სასამართლოში სარჩელის შეტანის პერიოდისათვის 133 თვე) 89110 ლარის (670 X 133 = 89110) ანაზღაურება;
1.6. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ------ დ-------ისთვის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 670 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზ------ დ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1 ზ------ დ-------ე 1----–-–---------------იდან 1----–-–-------------------დე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში, სხვადასხვა თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1----–-–---------------ის
№------– ბრძანება (ტ. I., ს.ფ. 254);
- საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1----–-–-----------–ის
№------– ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 253);
- საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1----–-–----------------ის
№------– ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 252);
- საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1----–-–------------ის
№------– ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 251);
- -საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1----–-–-----------------ის
№------– ბრძანება (ტ. I , ს.ფ. 250);
- ნამსახურობის ნუსხა (ტ. I, ს.ფ. 255-263).
4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------ის №-------– ბრძანებით ზ------ ა-–----------ს ძე დ-------ე მიღებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაინიშნა სამინისტროს ადმინისტრაციის ს-------ოში მ----------------–--–-დ (გ---------–--ის უ-------ად).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------ის №-------– ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 249).
4.3. ზ------ დ-------ემ სხვადასხვა საგაზეთო გამოცემებს (გაზეთი ,---------------------–---------–----------------------------------–---------------–------------–-------–--) მისცა ინტერვიუ ლ--------–--ის საქმის ირგვლივ, ასევე გამოთქვა მოსაზრებები პ---–-–-აში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირთა შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგაზეთო სტატიები (ტ.1. ს.ფ. 28-50).
4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------მა 2----–-–--------------ის №---------- შუამდგომლობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------------------------–----–--------------–---------------------------------------ს, შსს ადმინისტრაციის ს-------ოს მინისტრის თ---–--–ის, პ---–-–------–-------–-------ი ზ------ ა-–----------ს ძე დ-------ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------------------------–----–--------------–-----------------------------------------------------------–---------------–--აში გადაყვანის თაობაზე.
სასამართლო ეყრდსნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ის 2----–-–--------------ის №---------- გადაწყვეტილება (ტ.II. ს.ფ. 62).
4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ის 2----–-–--------------ის №-------– ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ს-------ოს მ----------------–--–-, პ---–-–-ის ვიცე-პ---–-------ი ზ------ ა-–----------ს ძე დ-------ე გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს ს-------------------------–----–--------------–-----------------------------------------------------------–---------------–--აში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ის 2----–-–--------------ის №-------– ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 247).
4.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------ის №-------– ბრძანებით შსს ს-------------------------–----–--------------–-----------------------------------------------------------–---------------–--აში მყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ს-------ოს მინისტრის ყოფილი თ---–--–ე, პ---–-–-ის პ---–-------ი ზ------ ა-–----------ს ძე დ-------ე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2----–-–-----------–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ 2----–-–----------ის №------– ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 125).
4.7. ზ------ დ-------ემ სარჩელით მიმართა ბ------–----ის ადმინისტრაციული სასამართლოს მოპასუხე გ-------------------–----–-----------–-----------–----------–-----–---–--------------–----------------ის მიმართ. მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ 2----–-–----------ის გადაწყვეტილების გაუქმებით მოპასუხე ვალდებულია აღიაროს მოსარჩელე თავშესაფრის მიღებაზე უფლებამოსილ პირად და ასევე, დაადგინოს, რომ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონის §60 აბზ. 1-ის პირობები მის შემთხვევაში შესრულებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ------–----ის ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება (ტ.I. ს.ფ. 106-114).
4.8. გ-------------------–----–-----------–--ის მოქალაქემ ზ------ დ-------ემ 2----–-–------------------ს მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განცხადების განხილვისას შეისწავლა საქართველოსთან ზ------ დ-------ის სამართლებრივი კავშირი და დაადგინა, რომ იგი ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ.
საკითხი ასევე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა კომისიამ 2----–-–--------------ის სხდომაზე და შეაფასა ზ------ დ-------ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების მასალები, მათ შორის, განმცხადებელთან/ წარმომადგენელთან/რეკომენდატორთან გასაუბრების შედეგები და დაადგინა, რომ მის მიმართ არსებობდა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2----–-–----------------ს გასცა დასკვნა გ-------------------–----–-----------–--ის მოქალაქის - ზ------ დ-------ის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა და იმავდროულად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ.
„სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------ის №--- ბრძანებულების თანახმად,სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით ზ------ დ-------ეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
„სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------ის №--- ბრძანებულებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გ-------------------–-------------–--ის მოქალაქე ზ------ დ-------ეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–---------------ის №---------- დასკვნა (ტI. სფ 119-120);
- საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------ის №--- ბრძანებულება (ტI. სფ 117);
- საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------ის №--- ბრძანებულება
(ტ.I. ს.ფ. 118).
4.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებით (საქმე №-------–--------) ზ------ დ-------ეს უარი ეთქვა გ-------------------–----–-----------–--ის ქ. ბ------–----ის ადმინისტრაციული სასამართლოს 2----–-–--------------–ის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის წარმოებაში მიღებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------ის №-------–-------- განჩინება (ტ. I, ს.ფ. 163-165).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც გამოიხატა ჯერ მისი სამსახურიდან გათავისუფლებაში, ხოლო შემდეგ, მის პოლიტიკურ დევნილად ყოფნაში.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში კონვენცია) მე-14 მუხლზე, კონვენციის მე-12 ოქმის პირველ მუხლზე, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციის მე-14 მუხლზე და განმარტა, რომ მართლია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო თუ ეროვნული სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ამდენად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. ამავე ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც
მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა განსახილველი დავის არსზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დადგინდეს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შედეგად ზ------ დ-------ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი. სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ პირს სხვა ქვეყნის მიერ მინიჭებული აქვს მოქალაქეობა, ასევე, „სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება“ ავტომატურად არ აქცევს პირს დისკრიმინაციის მსხვერპლად და საჭიროა კონკრეტულად ამ უკანასკნელი გარემოების დამადასტურებელ გარემოებებსა თუ მტკიცებულებებზე მითითება, რაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა სხვადასხვაა, განსხვავებულია მათ გადასაწყვეტად საჭირო ფაქტობრივი გარემოებებიც. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, საქმეში წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით ვერ დადგინდა, რომ ზ------ დ-------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მხოლოდ მის მიმართ განსხვავებული მოპყრობის შედეგს, მის მიერ კონკრეტული ინფორმაციის ფლობის გამო.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიმართ დაცული ნიშნით განსხვავებული მოპყრობის ფაქტი, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
5.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ის 2----–-–--------------ის №---------- გადაწყვეტილება და 2----–-–--------------ის №-------– ბრძანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, მხოლოდ ის გარემოებაა დასადგენი იყო თუ არა უფლებამოსილი ორგანო/პირი გამოეცა აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------ის №--- ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-10 პუნქტსა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–-----------–ის №--- ბრძანების მე-5 მუხლზე დააღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ი გასაჩივრებული აქტის გამოცემისას უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება კონკრეტული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ს-------ოს მინისტრის თ---–--–ის (გ---------–--ის უ-------ის) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა კიდეც. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ის მიერ გამოცემული აქტების არარად აღიარების საფუძვლები. ამდენად, აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილშიც არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.
5.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------ის №-------– ბრძანების ბათილად ცნობას, ასევე, სამსახურში აღდგენას, შესაბამისი სტაჟის დადგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე და ამ კოდექსის 22-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რაც საქმეში არსებული მასალებით არ დადგინდა. მოსარჩელეს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სხვა საფუძველი არ მიუთითებია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა და არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნები სამსახურში აღდგენის, შესაბამისი სტაჟის დადგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
6. ზ------ დ-------ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. ზ------ დ-------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ მის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული დევნა ამდენად, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დისკრიმინაციის მსხვერპლად უნდა ეღიარებინა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სწორად არ შეაფასა ქ. ბ------–----ის ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებაში დადგენილი უმნიშვნელოვანესი გარემოება, კერძოდ, გ-------ის სახელმწიფოს მიერ ზ------ დ-------ის აღიარება პოლიტიკურ დევნილად.
აპელანტს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2----–-–----------ის N------– ბრძანება ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად ბათილად უნდა ეცნო სასამართლოს. სამართლებრივ საფუძვლად კი მიუთითებს მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას.
აპელანტს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ის 2----–-–--------------ის №---------- გადაწყვეტილება და 2----–-–--------------ის №-------– ბრძანება სასამართლოს უნდა ეღიარებინა არარა აქტად, რადგან არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო მიღებული. სააპელაციო საჩივარში აპელანტი მსჯელობს, რომ ხ----------------- არ იყო ის პირი ვისაც შეეძლო ამ შინაარსის აქტის მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს, რომ აღდგეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე და იძულებითი არყოფნის პერიოდი ჩაეთვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობის სტაჟად და აუნაზღაურდეს იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასი, ასევე ითხოვს, რომ დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ------ დ-------ისთვის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 670 ლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
პალატა მიუთითებს, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.
პირველი ინსნტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის სამართლის პრინციპები განმტკიცებულია საქართველოს კანონით „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, კერძოდ, კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
აპელანტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მის მიმართ დისკრიმინაციული დევნა. აპელანტი მიუთითებს გერმანული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ჩაითვლება უტყუარ ფაქტად. ყველა ამგვარი გარემოება სასამართლოს მიერ ცალკე უნდა იქნას შეფასებული. მაშინ როცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ სცნო და არ აღასრულა გ-------ის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები ცალკე უნდა შეაფასოს და ამ დროს გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება აპელანტს. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე საქართველოს სასამართლო ამ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გ-------ის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები (ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის განხორციელება ზ------ დ-------ის მიმართ) მიიჩნიოს პრეიუდიციული ძალის მქონედ. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ზ------ დ-------ემ ვერ წარმოადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა პოლიტიკური ნიშნით მის მიმართ დისკრიმინაციულ დევნას.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, რომ არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ის 2----–-–--------------ის N----------- გადაწყვეტილება და 2----–-–--------------ის N-------– ბრძანება, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ამდენად, სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს იყო თუ არა უფლებამოსილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ი რომ ამავე ადმინისტრაციის ს-------ოს მინისტრის თ---–--–ის გათავისუფლების თაობაზე მიეღო გადაწყვეტილება. ამ ნაწილშიც ეთანხმება პალატა პირველი ინსტანციის მსჯელობას, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------ის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-10 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–-----------–ის №--- ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ი გასაჩივრებული აქტის გამოცემისას უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება კონკრეტული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ს-------ოს მინისტრის თ---–--–ის (გ---------–--ის უ-------ის) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა კიდეც. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უ-------ის მიერ გამოცემული აქტების არარად აღიარების საფუძვლები.
რაც შეეხება აპელანტის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------ის №-------– ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სამსახურში აღდგენა, შესაბამისი სტაჟის დადგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ამ ნაწილშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რაც საქმეში არსებული მასალებით არ დადგინდა. მოსარჩელეს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სხვა საფუძველი არ მიუთითებია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიაჩნევს მოსარჩელის მოთხოვნებს სამსახურში აღდგენის, შესაბამისი სტაჟის დადგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ------ დ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე:
ილონა თოდუა -