განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.10.2019
საქმის ნომერი
330310018002537653
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002537653

საქმე №3ბ/1613-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

30 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ი-----------–--ა;

წარმომადგენელი - ნ----------–--ე;

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი (მოპასუხე)- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - ო-------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------–-- №------ ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ს----------–---------------

ძ--–--------------ში დათხოვნის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე - ი-----------–--ას შ-------------------–-------------------–-------–--ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ი-----------–--ას სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი. ასევე განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ი-----------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------–-- №------ ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. დადგენილია, რომ ი-----------–--ა შ-------------------–--------------------------------------–-----------------–--------------------–--აში ო---–--ის თანამდებობაზე მუშაობდა 2----–-–-----------–იდან 2----–-–---------------ამდე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------ის №------ ბრძანებით, შ-------------------–--------------------------------------–-----------------–--------------------–--ის ო---–---ი, პ---–-–------------ი - ი-----------–--ა (პ/ნ:------------) მივლინებული იქნა შ-------------------–--------------------------------------–----------------–--------------------–---ში 2----–-–-------------დან შემდგომ განკარგულებამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------ის №------ ბრძანება (ტ. II, ს.ფ. 22);

- შ---------------–-----------------ის დ-----------ის №----------------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 20-21).

 

4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------ის №------- ბრძანებით, შ-------------------–-------------------ის მოსამსახურეებს შეუწყდათ შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------ის №------ ბრძანებით გაფორმებული სამსახურებრივი მივლენა 2----–-–----------დან, მათ შორის, პ---–-–------------ - ი-----------–--ას (პ/ნ:------------) შ-------------------–--------------------------------------–-----------------–--------------------–--ის ო---–---ს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------ის №------- ბრძანება (ტ. 3 II, ს.ფ. 23).

4.3. 2----–-–----------------ს, ი-----------–--ამ პატაკი წარუდგინა შ-------------------–-------------------ის დ-----------ს და ითხოვა აღნიშნული დღიდან დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კ---------------------–--აში აყვანა. აღნიშნული პატაკი შ-------------------–-------------------მა 2----–-–----------------ს გადაუგზავნა განსახილველად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------ის №------- ბრძანებით, შ-------------------–--------------------------------------–-----------------–--------------------–--ის ო---–---ი, პ---–-–------------ი - ი-----------–--ა (პ/ნ:------------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კ---------------------–--აში 2----–-–---------------იდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2----–-–---------------ის პატაკი (ტ. II, ს.ფ. 25);

- შ-------------------–-------------------ის 2----–-–---------------ის №----------------- პატაკი (ტ. II, ს.ფ. 24).

 

4.4. 2----–-–-----------ს ი-----------–--ამ პატაკით მიმართა შ-------------------–-------------------ის დ-----------ის მოვალეობის შემსრულებელს და ითხოვა კ---------------------–--აში ყოფნის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა. პატაკში მიუთითა, რომ 2----–-–---------------იდან იგი იმყოფება კ---------------------–--აში, რადგან იძულებული გახდა თავი აერიდებინა გ---------–--ის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას, მათი მხრიდან უკანონო ქმედების ჩადენის გამო. ასევე მიუთითა, რომ შსს გ--------–--ში მიმდინარეობდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა, თუმცა დასკვნა არ მიუღიათ.

 

2----–-–------------ს ი-----------–--ამ პატაკით მიმართა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. პატაკში მიუთითა, რომ 2----–-–----------------ს იგი იძულებული გახდა დაეწერა პატაკი კ---------------------–--აში გადასვლაზე, რადგან მისი ხელმძღვანელების, კერძოდ, შ-------------------–-------------------ის I---------------–-----------------–--ის უ---------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ქ. ზ--------ში, სადაც იგი მსახურობდა მ-------------–--ის თანამდებობაზე, ვ-----------------------------------ს შორის მოხდა სამართალდარღვევის ფაქტი, რომელიც მან გამოავლინა და მოახსენა ხელმძღვანელობას, რაც აღკვეთილ იქნა. აღნიშნულის შემდგომ იგი გ---------–--ის უ---------ის გადაწყვეტილებით გადაყვანილი იქნა ზ--------იდან ფ----–- დღეგამოშვებით 24 საათიანი მორიგეობით. ი-----------–--ამ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტების და მისი სამსახურიდან დროებით წასვლის შესახებ განაცხადა შსს-ს გ--------–--ში, საიდანაც მოგვიანებით აცნობეს, რომ მას სამსახურის გაგრძელებაზე რაიმე პრობლემა არ ჰქონდა. ამის შემდეგ მან მიმართა ო--------------–-------------------------–---------–---ას, რომ მისთვის გაეგრძელებინათ სამსახურებრივი ურთიერთობა, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია. ასევე მიმართა პატაკით შს მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ მ---------–----ს, მაგრამ ამ პატაკის პასუხიც არ ყოფილა. ი-----------–--ამ მინისტრს თხოვა აღნიშნული ვითარების გარკვევა და ვინაიდან მას კ---------------------–--აში ყოფნის დრო უმთავრდებოდა, შესაბამის სამსახურს დავალებოდა სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2----–-–-----------ის პატაკი (ტ. II, ს.ფ. 53);

- 2----–-–------------ის პატაკი (ტ. II, ს.ფ. 51-52).

 

4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------–-- №------ ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კ---------------------–--აში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კ---------------------–--აში მყოფი, შ-------------------–--------------------------------------–-----------------–--------------------–--ის ყოფილი ო---–---ი, პ---–-–------------ი - ი-----------–--ა (პ/ნ:------------) დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ს----------–-------------------–--------------ში 2----–-–------------–იდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------–-- №------ ბრძანება

(ტ. I, ს.ფ. 13).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს, ხოლო მე-7 მუხლის „ნ2 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია ობიექტების დაცვის დეპარტამენტი.

 

აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----------–--ას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა შ-------------------–--------------------------------------–-----------------–--------------------–--ის ო---–--ის თანამდებობა, სპეციალური წოდებით - პ---–-–------------ი. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

5.2. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.

 

ამავე ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პ---–-–---–-----------------------------------------------–--------------–---------- უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს კ---------------------–--აში არა უმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კ---------------------–--აში აყვანილი პ---–-–---–-----------------------------------------------–--------------–---------- განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

 

აღნიშნული ბრძანების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს სამინისტროს მოსამსახურე, მათ შორის, „დ“ ქვეპუნქტით: კ---------------------–--აში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

 

ამავე ბრძანების 37-ე მუხლის მიხედვით, კ---------------------–--აში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება ს------------------–-–---–-------------------------------------------------–----------------–----------- დათხოვნა სამინისტროდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–----------------ს ი-----------–--ამ პატაკით მიმართა შ-------------------–-------------------ის დ-----------ის დროებით მოვალეობის შემსრულებელს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კ---------------------–--აში აყვანა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------–-- №------ ბრძანებით შსს კ---------------------–--აში მყოფი, შ-------------------–--------------------------------------–-----------------–--------------------–--ის ყოფილი ო---–---ი, პ---–-–------------ი - ი-----------–--ა (პ/ნ:------------) დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ს----------–-------------------–--------------ში 2----–-–------------–იდან.

 

5.3. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აქტის კანონიერების შემოწმების პროცესში ყურადღება გამახვილებულ უნდა იქნას იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე მოსარჩელემ არაერთხელ (2----–-–-----------ის და 2---------ს პატაკები) მოითხოვა სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობის გამო იგი იძულებული გახდა დაეწერა პატაკი და მოეთხოვა კ---------------------–--აში გადაყვანა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახამად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე დაითხოვა რეზერვში მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი პატაკები, რომლებითაც იგი ითხოვდა კ---------------------–--აში ყოფნის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენას და მიუთითებდა მასსა და ხელმძღვანელობას შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე, რომელიც მოსარჩელის მოსაზრებით გამოწვეული იყო მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით - თანამშრომელთა მხრიდან დარღვევების ჩადენის ფაქტზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონით მინიჭებული შესაძლებლობის გამოყენებით, სრულყოფილად უნდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემამდე უნდა გამოერკვია ხომ არ ქონდა ადგილი მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის იძულებას, რამაც გამოიწვია მის მიერ პატაკის დაწერა კ---------------------–--აში გადაყვანასთან დაკავშირებით. ასევე არ მომხდარა არანაირი რეგირება ამ უკანასკნელის მიერ დაწერილ პატაკებთან დაკავშირებით, სადაც მითითებული იყო სხვადასხვა გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა, რომ ი-----------–--ას სურვილს არ წარმოადგენდა შინაგან საქმეთა ორგანოების რიგების დატოვება.

 

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ი-----------–--ას გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა.

 

5.4. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

5.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------–-- №------ ბრძანება - მოსარჩელის შინაგან საქმეთა სამინისტროდან ს----------–-------------------–--------------ში დათხოვნის შესახებ გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

 

შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------–-- №------ ბრძანება და მოპასუხეს უნდა დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

ამდენად, რადგანაც სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, იმ მომენტისთვის სასამართლომ ვერ იმსჯელა მოსარჩელის სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე.

 

6. ი-----------–--ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

6.1. ი-----------–--ას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლომ სადაო აქტის კანონიერების შემოწმების პროცესში დადგენილად მიიჩნია, თუმცა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მსჯელობისათვის არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე დაითხოვა რეზერვში მოსარჩელე, რომ არ მოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პატაკები, რომლითაც იგი ითხოვდა კ---------------------–--აში ყოფნის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენას და მიუთითებდა მასსა და ხელმძღვანელობას შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე, რომელიც მოსარჩელის მოსაზრებით გამოწვეული იყო მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით - თანამშრომელთა მხრიდან დარღვევის ფაქტზე.

 

აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში იურიდიულად არ არის დასაბუთებული და სასამართლომ მიუხედავად წარმოდგენილი მასალებისა ვერ შეძლო დავის გადაჭრა მოდავე მხარეებს შორის. მიღებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის ძირითადი მოთხოვნა და ვითარება დარჩა უვლელი რაც იყო სარჩელის წარმოდგენამდე, აპელანტის, როგორც მხარის მიზანს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

7.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ი-----------–--ამ თავისი სურვილით დაწერა პირადი პატაკი კ--------------------ში აყვანისა და დათხოვნის თაობაზე. ი-----------–--ას თავისი პოზიციის გასამყარებლად შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლოს პოზიცია ფაქტობრივ გარემოებების ხელახლა გამოკვლევის ნაწილში გაუგებარია, მაშინ როცა საქმის მასალებში წარმოდგენილია ი-----------–--ას პატაკი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის, როცა დაადგინა რომ საქმე სათანადოდ გამოკვლეული არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამდენად სასამართლოს ამგვარი მიდგომა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

პალატა მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული

უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს, ხოლო მე-7 მუხლის „ნ2 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია ობიექტების დაცვის დეპარტამენტი.

 

აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----------–--ას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა შ-------------------–--------------------------------------–-----------------–--------------------–--ის ო---–--ის თანამდებობა, სპეციალური წოდებით - პ---–-–------------ი. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ი-----------–--ა შ-------------------–--------------------------------------–-----------------–--------------------–--აში ო---–--ის თანამდებობაზე მუშაობდა 2----–-–-----------–იდან 2----–-–---------------ამდე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------ის №------ ბრძანებით, შ-------------------–--------------------------------------–-----------------–--------------------–--ის ო---–---ი, პ---–-–------------ი - ი-----------–--ა (პ/ნ:------------) მივლინებული იქნა შ-------------------–--------------------------------------–----------------–--------------------–---ში 2----–-–-------------დან შემდგომ განკარგულებამდე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------ის №------- ბრძანებით, შ-------------------–-------------------ის მოსამსახურეებს შეუწყდათ შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–------------ის №------ ბრძანებით გაფორმებული სამსახურებრივი მივლენა 2----–-–----------დან, მათ შორის, პ---–-–------------ - ი-----------–--ას (პ/ნ:------------) შ-------------------–--------------------------------------–-----------------–--------------------–--ის ო---–---ს.

 

დადგენილია, რომ 2----–-–----------------ს, ი-----------–--ამ პატაკი წარუდგინა შ-------------------–-------------------ის დ-----------ს და ითხოვა აღნიშნული დღიდან დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კ---------------------–--აში აყვანა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–---------------ის ბრძანებით, პ---–-–------------ი - ი-----------–--ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კ---------------------–--აში 2----–-–---------------იდან.

 

2----–-–-----------ს ი-----------–--ამ პატაკით მიმართა შ-------------------–-------------------ის დ-----------ის მოვალეობის შემსრულებელს და ითხოვა კ---------------------–--აში ყოფნის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა. პატაკში მიუთითა, რომ 2----–-–---------------იდან იგი იმყოფება კ---------------------–--აში, რადგან იძულებული გახდა თავი აერიდებინა გ---------–--ის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას, მათი მხრიდან უკანონო ქმედების ჩადენის გამო. ასევე მიუთითა, რომ შსს გ--------–--ში მიმდინარეობდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა, თუმცა დასკვნა არ მიუღიათ.

 

2----–-–------------ს ი-----------–--ამ პატაკით მიმართა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. პატაკში მიუთითა, რომ 2----–-–----------------ს იგი იძულებული გახდა დაეწერა პატაკი კ---------------------–--აში გადასვლაზე, რადგან მისი ხელმძღვანელების, კერძოდ, შ-------------------–-------------------ის I---------------–-----------------–--ის უ---------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ქ. ზ--------ში, სადაც იგი მსახურობდა მ-------------–--ის თანამდებობაზე, ვ-----------------------------------ს შორის მოხდა სამართალდარღვევის ფაქტი, რომელიც მან გამოავლინა და მოახსენა ხელმძღვანელობას, რაც აღკვეთილ იქნა. აღნიშნულის შემდგომ იგი გ---------–--ის უ---------ის გადაწყვეტილებით გადაყვანილი იქნა ზ--------იდან ფ----–- დღეგამოშვებით 24 საათიანი მორიგეობით. ი-----------–--ამ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტების და მისი სამსახურიდან დროებით წასვლის შესახებ განაცხადა შსს-ს გ--------–--ში, საიდანაც მოგვიანებით აცნობეს, რომ მას სამსახურის გაგრძელებაზე რაიმე პრობლემა არ ჰქონდა. ამის შემდეგ მან მიმართა ო--------------–-------------------------–---------–---ას, რომ მისთვის გაეგრძელებინათ სამსახურებრივი ურთიერთობა, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია. ასევე მიმართა პატაკით შს მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ მ---------–----ს, მაგრამ ამ პატაკის პასუხიც არ ყოფილა. ი-----------–--ამ მინისტრს თხოვა აღნიშნული ვითარების გარკვევა და ვინაიდან მას კ---------------------–--აში ყოფნის დრო უმთავრდებოდა, შესაბამის სამსახურს დავალებოდა სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სადავო აქტის კანონიერების შემოწმების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე მოსარჩელემ არაერთხელ (2----–-–-----------ის და 2---------ს პატაკები) მოითხოვა სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობის გამო იგი იძულებული გახდა დაეწერა პატაკი და მოეთხოვა კ---------------------–--აში გადაყვანა.

პალატა განმარტავს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რითიც დადასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდგომ იმოქმედა/გაათავისუფლა ი-----------–--ა. საქმეში ჩანს, რომ ი-----------–--ამ რამდენჯერმე მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს პატაკით და ითხოვა პოზიციაზე აღდგენა. ის უთითებდა მასსა და ხელმძღვანელს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე, რომელიც მოსარჩელის მოსაზრებით გამოწვეული იყო მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კერძოდ თანამშრომელთა მხრიდან დარღვევების ჩადენის ფაქტზე.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახამად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონით მინიჭებული შესაძლებლობის გამოყენებით, სრულყოფილად უნდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა. კერძოდ, პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემამდე უნდა გამოერკვია ხომ არ ქონდა ადგილი ი-----------–--ას მიმართ რაიმე სახის იძულებას, რამაც გამოიწვია მის მიერ პატაკის დაწერა კ---------------------–--აში გადაყვანასთან დაკავშირებით. ეს გასათვალისწინებელი გარემოებაა, რადგან დადგენილია რომ ი-----------–--ამ კვლავ მიმართა ხელმძღვანელობას პატაკით და ითხოვა შრომითი ურთიერთობის აღდგენა და განმარტა, რომ კ--------------------ში გადაყვანის მიზნით პატაკის დაწერისას ნებას ნამდვილად არ ავლენდა და ადგილი ჰქონდა იძულებას.

რაც შეეხება შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, პალატა ვერ დაეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჩივარში იმის თაობაზე მითითებას, რომ ი-----------–--ამ თავისი სურვილით დაწერა პირადი პატაკი კ--------------------ში აყვანისა და დათხოვნის თაობაზე. პალატის მოსაზრებით შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმის გარემოებები და ამ ეტაპზე რთულია ცალსახად ითქვას თავისი ნებით დაწერა თუ არა მოსარჩელე ი-----------–--ამ პატაკი კ--------------------ში აყვანისა და დათხოვნის თაობაზე.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს ეთანხმება პირველი ინსტანციის შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ი-----------–--ას გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.

 

საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება გახდეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ასევე, აპელანტის მიერ არ ყოფილა იმგვარი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომელიც ცალსახად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა. აუცილებელია საქმის გარემოებების სწორი გამოკვლევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტისა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება.

 

8 პროცესის ხარჯები:

 

8.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლიდან გამომდინარე აპელანტი, ხოლო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი-----------–--ას სააპელაციო საჩივარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა