განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2019
საქმის ნომერი
330210016001295442
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001295442

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N 2ბ/7824-18 “10” ოქტომბერი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

ლევან მიქაბერიძე

 

სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი

 

აპელანტი - შპს ,--------, შპს. ,----------, შპს. ,--------------------, შპს ,---–------, შპს ,--–---------, შპს ,------------, შპს ,---------, შპს ,----------, შპს ,------------, შპს ,-----–----, შპს “---------------------

 

წარმომადგენელი - გ------- ქ---------, ვ------- ჯ------, ქ------- ა--------–---, თ----- ც-------–---–-, ნ----- კ--–-------, გ------- ლ----------, ი-- ს-------, გ--- ს---–-----–---, ლ---- ლ----------, მ------ ჩ--------, გ--- პ-----–---–-, მ------ ლ-----------, შ------- დ-----

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,------------–----------, „------------------, სს „-----------------

 

წარმომადგენელი - მ----- ნ-------–---–-, გ------- მ-----–-–---–-, ზ----- ბ-----–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება

 

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „-----------–----------- სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: შპს ,------------–---------------------–-----------------------------–-------–---------–------–-------------–--------------------–-----------------–------------------–---------------------–---------–----- მიმართ თანხის დაკისრების, იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართეს: შ----------------–---------------------–------------------------------–------------------–---------------------------------------------------------------–------------------------------------------------------------- მიმართ ზიანის ანაზღაურების და გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

4. შეგებებული სარჩელის მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.01.2019წ. გადაწყვეტილებით:

1. ს.ს. ,------------–-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. შ.პ.ს. ,---------ს, შ.პ.ს. ,-----------ის, შ.პ.ს. ,--------------------ის, შ.პ.ს. ,-----------ს და შ.პ.ს. ,----------------------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. შ.პ.ს. ,---------ს, შ.პ.ს. ,-----------ს, შ.პ.ს. ,---------------------ს, შ.პ.ს. ,---–-------ს, შ.პ.ს. ,--–----------ს, შ.პ.ს. ,-------------ს, შ.პ.ს. ,----------ს, შ.პ.ს ,-----------ს, შ.პ.ს. ,------------"-ს და შ.პ.ს. ,-----–-----ს, სს ,------------–-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ:

3.1 შ.პ.ს. ,---------სთან 2-----–-–----------------- გაფორმებული N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 295549.98 ევროს, საპროცენტო სარგებლის _ 52900.01 ევროს და პირგასამტეხლოს _ 94938.25 ევროს გადახდა.

3.2 შ.პ.ს. ,---------სთან 2----–-–----------------–- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 2759165.82 ა.შ.შ. დოლარის, საპროცენტო სარგებლის _ 553426.34 ა.შ.შ. დოლარის და პირგასამტეხლოს _ 496094.99 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

3.3 შ.პ.ს. ,-----------თან 2----–-–----------------–- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 7622940.05 ა.შ.შ. დოლარის, საპროცენტო სარგებლის _ 1503261.66 ა.შ.შ. დოლარის, პირგასამტეხლოს _ 855897.35 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

3.4 შ.პ.ს. ,-----------თან 2----–-–---------–--- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 167448.22 ა.შ.შ. დოლარის, საპროცენტო სარგებლის _ 35901.91 ა.შ.შ. დოლარის, პირგასამტეხლოს _ 65054.19 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

3.5 შ.პ.ს. ,-----------თან 2----–-–---------–--- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 112042.92 ა.შ.შ. დოლარის, საპროცენტო სარგებლის 15184.45 ა.შ.შ. დოლარის, პირგასამტეხლოს _ 6217.52 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

3.6 შ.პ.ს. ,-----------თან 2----–-–---------------- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 989274.23 ა.შ.შ. დოლარის, საპროცენტო სარგებლის _ 193938.38 ა.შ.შ. დოლარის, პირგასამტეხლოს _ 209889.03 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

3.7 შ.პ.ს. ,---------სთან 2----–-–---------------- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 2358000 ა.შ.შ. დოლარის, საპროცენტო სარგებლის _ 505569.49 ა.შ.შ. დოლარის და პირგასამტეხლოს _ 916123.84 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

3.8 შ.პ.ს. ,----------------------თან 2----–-–----------------- გაფორმებული N----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 280063.87 ევროს, საპროცენტო სარგებლის _ 52002.87 ევროს, პირგასამტეხლოს _ 107747.58 ევროს გადახდა.

3.9 შ.პ.ს. ,---------------------თან 2----–-–----------------- გაფორმებული N----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 347852.45 ევროს, საპროცენტო სარგებლის _ 81950.08 ევროს, პირგასამტეხლოს _ 61167.32 ევროს გადახდა.

3.10 შ.პ.ს. ,-----------თან 2----–-–----------------- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის _ 3710389 ა.შ.შ. დოლარის, საპროცენტო სარგებლის _ 755331.35 ა.შ.შ. დოლარის, პირგასამტეხლოს _ 1311010.09 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

3.11 შ.პ.ს. ,-----------თან გაფორმებული N-------- საგარანტიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს _ 6685.65 ა.შ.შ. დოლარის და პირგასამტეხლოს 13371.3 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

3.12 შ.პ.ს. ,--------------------თან გაფორმებული N-------- საგარანტიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს _ 5728.75 ევროს და პირგასამტეხლოს _ 11457.5 ევროს გადახდა. (ჯამში: 1 391 358 ევრო და 66 ცენტი, 25 162 217 ა.შ.შ. დოლარი 76 ცენტი).

4. შ.პ.ს. ,---------ს, შ.პ.ს. ,-----------ს, შ.პ.ს. ,---------------------ს, შ.პ.ს. ,---–-------ს, შ.პ.ს. ,--–----------ს, შ.პ.ს. ,-------------ს, შ.პ.ს. ,----------ს, შ.პ.ს. ,-----------ს, შ.პ.ს. "-------------- და შ.პ.ს. ,-----–-----ს, ს.ს. ,------------–-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 27 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხების ძირითად თანხებზე დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა შემდეგი ოდენობით:

4.1 2----–-–---------------- N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,---------ს სესხის ძირითადი თანხის 295 549.98 ევროს წლიური 12%- ის _ ყოველდღიურად 98.5 ევროს და პირგასამტეხლოს (წლიური 24%-ის) _ ყოველდღიურად 197 ევროს გადახდა.

4.2 2----–-–---------------–-- N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. "--------- სესხის ძირითადი თანხის 2 759 165.82 დოლარის წლიური 12%-ის _ ყოველდღიურად 919.7 დოლარის და პირგასამტეხლოს (წლიური 24%-ის) _ ყოველდღიურად 1 839.4 დოლარის გადახდა.

4.3 2----–-–---------------–-- N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,-----------ის სესხის ძირითადი თანხის 7622940.05 ა.შ.შ. დოლარის წლიური 11.205%-ის _ ყოველდღიურად 2372.64 ა.შ.შ. დოლარის და პირგასამტეხლოს (წლიური 20.2%) _ ყოველდღიურად 4277.3 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

4.4 2----–-–---------–---- N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,-----------ის სესხის ძირითადი თანხის _ 167 448.22 ა.შ.შ. დოლარის წლიური 11.198%-ის _ ყოველდღიურად 52.08 ა.შ.შ. დოლარის და პირგასამტეხლოს (წლიური 20%) _ ყოველდღიურად 93 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

4.5 2----–-–---------–---- N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,-----------ის სესხის ძირითადი თანხის _ 112042.92 ა.შ.შ. დოლარის წლიური 11.198%-ის _ ყოველდღიურად 34.8 ა.შ.შ.დოლარის და პირგასამტეხლოს (წლიური 20%-ის) _ ყოველდღიურად 62.24 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

4.6 2----–-–---------------- N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,-----------ის სესხის ძირითადი თანხის _ 989274.23 ა.შ.შ. დოლარის წლიური 11.205%-ის _ ყოველდღიურად 307.9 ა.შ.შ. დოლარის და პირგასამტეხლოს (წლიური 20%) _ ყოველდღიურად 549.6 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

4.7 2----–-–---------------- N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,---------ს სესხის ძირითადი თანხის 2358000 ა.შ.შ. დოლარის წლიური 11.73%-ის _ ყოველდღიურად 768.3 ა.შ.შ. დოლარის და პირგასამტეხლოს (წლიური 22%) _ ყოველდღიურად 1441 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

4.8 2----–-–---------------- N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,---------------------- სესხის ძირითადი თანხის 280063.87 ევროს წლიური 10.039%-ის _ ყოველდღიურად 78 ევროს და პირგასამტეხლოს (წლიური 22%-ის) _ ყოველდღიურად 171.15 ევროს გადახდა.

4.9 2----–-–----------------- N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. "-------------------- სესხის ძირითადი თანხის 347852.45 ევროს წლიური 9.464%-ის _ ყოველდღიურად 91.4 ევროს და პირგასამტეხლოს (წლიური 20%) _ ყოველდღიურად 193.2 ევროს გადახდა.

4.10 2----–-–----------------- N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,-----------ის სესხის ძირითადი თანხის 3710389 ა.შ.შ. დოლარის წლიური 11.714%-ის _ ყოველდღიურად 1207.3 ა.შ.შ. დოლარის და პირგასამტეხლოს (წლიური 22%) _ ყოველდღიურად 2267.45 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.

გადაწყვეტილებით დადგინდა დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით განხორციელდეს იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია. ამასთან, განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს შ--------------------–------------------------–--------------------------------–-----------–----------–----------–-------------–-----------------------–--------------------–---------------------–-----------------------------–-------------–----- საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა: „შპს ,--------, შპს. ,----------, შპს. ,--------------------, შპს ,---–------, შპს ,--–---------, შპს ,------------, შპს ,---------, შპს ,----------, შპს ,------------, შპს ,-----–----, შპს “----------------------მა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:

 

6.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლოს არ შეისწავლა და შეფასების გარეშე დატოვა შეგებებული სარჩელი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, შპს „----------------------- ფინანსური ანგარიშები. ამდენად, საქმეზე დადგენილი არ არის ბანკის მართლსაწინააღმდეგო, არაკეთილსინდისიერი ქმედებები, მისი მხრიდან გავლენის ბოროტად გამოყენების ფაქტები, არ არის შესწავლილი “-----------------სთვის მიყენებული ზიანი, არ არის განსაზღვრული ბანკის ქმედებებსა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. არ არის შეფასებული ბანკის მხრიდან ქონების ჩამორთმევისკენ მიმართული განზრახი ქმედებები.

 

6.2. აპელანტების მითითებით, ბანკი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა მხარეთა შორის არსებულ სამართალურთიერთობაში „-----------------ს მომგებიანი ბიზნესის მითვისების მიზნით. ამორალური და ბათილი გარიგებების გაფორმების, არაპარტნიორული მოქმედებებისა და მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული ხელშეშლის შედეგად, მოპასუხეებს მიადგათ სოლიდური ოდენობის ზიანი.

სასამართლომ არ შეაფასა, რომ ჯგუფს, რომელსაც საბანკო მომსახურებისა და სარგებლის სახით 2--------- წლების პერიოდში გადახდილი აქვს 31 862 624 ლარი განსხვავებით თავდაპირველად ბანკსა და კომპანიებს შორის არსებული პარტნიორული მიდგომისა, ბანკის მხრიდან ბიზნესის შესწავლის და მისით დაინტერესების შემდგომ ეტაპობრივად დაიწყო პირობების გაუარესება. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვერ განსაზღვრა, რა კავშირი შეიძლება იყოს ხელოვნურად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 424 276 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრებასა და ამ თანხის დასაფარად გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულებისათვის შესაბამოდ, არაგონივრულად დიდი მოცულობის უზრუნველყოფის გამოყენებას შორის. სასამართლო ვერ ადგენს იძულების ფაქტს, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ჩანს, რომ ამ შეუსაბამობის გამო კომპანიები მოლაპარაკებების მეშვეობით ცდილობდნენ დამატებითი ქონების ბანკის სასარგებლოდ დატვირთვის თავიდან აცილებას. თავის მხრივ, მსესხებლები იძულებულნი იყვნენ დათანხმებოდნენ ფინანსური და სამართლებრივი პირობების უმიზეზოდ დამძიმებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნეს აქტივობა უნდა შეჩერებულიყო.

სახელშეკრულებო პირობების დამძიმება რომ მხარეზე ზემოქმედების მექანიზმი იყო, არ საჭიროებს ღრმა ანალიზს. მიუხედავად ბანკის არგუმენტისა, რომ იგი ფორმალურად ამატებდა ხელშეკრულებაში გარკვეულ პუნქტებს, სამართალწარმოებისას ცხადი გახდა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ბანკმა სწორედ ხელშეკრულების შესაბამისად მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ცხადია, რომ ბანკი ამზადებდა ყველანაირ მექანიზმს, რომ კომპანიისთვის უპირობოდ ჩამოერთმია ქონება და ბიზნესი.

აპელანტების მითითებით, სასამართლომ არ შეაფასა შპს „----–----------------------–----ს ოფისთან არსებულ სამეწარმეო ურთიერთობებში სათანადო საფუძვლის არსებობის გარეშე უხეში ჩარევა და კომერციული ინფორმაციის

გამჟღავნება, რაც საბოლოო ჯამში სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისა და ზიანის მიყენების საფუძველი აღმოჩნდა. ბანკის მხრიდან არაერთხელ იქნა მითითებული, რომ ისინი მუდმივად ახორციელებენ როგორც გასაცემი სესხის პერსპექტიულობას, ასევე ახდენენ მის მონიტორინგს. აღნიშნული არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მიუთითებს, რომ ფ--–-------------- კომუნიკაცია მათთვის უჩვეულო არ უნდა ყოფილიყო. ამის ფონზე საგარანტიო პერიოდის შემცირება და პარალელურად ო----------------- თანხების ბრუნვიდან ამოღების გააქტიურება კი პირდაპირ უკავშირდება იმ შედეგს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჯგუფი. ამას თან ერთვოდა ვალუტის კურსის ცვალებადობის გამო შპს „----------ის მდგომარეობის გაუარესებაც, რაც ასახულია კიდეც საქმეზე წარმოდგენილ, მაგრამ შეფასების გარეშე დარჩენილ მტკიცებულებებში.

სასამართლო არ მსჯელობს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ერთი მხრივ, მაშინ, როდესაც სესხის გაცემისთვის არაადექვატურად დიდი მოცულობის უზრუნველყოფის გამოყენება ხდება, ხოლო, მეორე მხრივ, მიუხედავად სახელშეკრულებო პირობების შესრულებისა, არ ხდება პროპორციული ნაწილის ღირებულების ქონების უფლებრივი დატვირთვისგან გათავისუფლება. რეფინანსირების საკითხთან მიმართებით გადაწყვეტილებაში ასახული არ არის ბანკის ხელისშემშლელი ქმედების შედეგად როგორ დამძიმდა ჯგუფში შემავალი კომპანიების მდგომარეობა ახალი პირობებით.

შპს „----------------------- ფინასური ანგარიშები კომპანიათა შემოსავლიანობის თაობაზე ადგენს, რომ შპს „------- და შპს „---------, რომ არა ფ--–------------------------------------ წარმოებისა და რეალიზაციის შეწყვეტა/შემცირება, 2015 წელს სრულად დაფარავდა ყველა საოპერაციო ხარჯს და არასაოპერაციო ხარჯების უმეტეს ნაწილს. შპს „------------------- ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობით ხასიათდებოდა და რომ არა კუსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზარალი, კომპანია 2015 წელს წმინდა მოგების გენერირებასაც შეძლებდა. აღნიშნული მოწმობს, რომ სს „-----------–---------- არ ჰქონდა არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ევარაუდა ო-------------- არასტაბილური მდგომარეობა და ამდენად, დაეწყო საბრუნავი თანხებიდან ფულის ამოღება.

აპელანტების განმარტებით, გაუგებარია, რატომ ვერ განსაზღვრა სასამართლომ კომპანიებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა მაშინ, როდესაც შპს „----------------------- ფაქტობრივი შედეგების ანგარიში მოწმობს, რომ ფ--–-------------- 2012-2015 წლებში შპს „----------–----------------------–-------------- თანამშრომლობის შედეგად მიღებული საერთო მოგების ჯამური თანხა 66 479 524 აშშ დოლარს შეადგენს. სწორედ აღნიშნული ოდენობით ზარალი განიცადეს ო------------–- შემავალმა კომპანიებმა ამ კონტრაქტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად.

ო-------------- ბიზნესის მისაკუთრების მიზნით ბანკმა არ განახორციელა რეფინანსირება, არ გააგრძელა საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა, არ გამოათავისუფლა ვალის შემცირების პარალელურად ქონება, მოითხოვა ქონების გადაფორმება, შეიტანა სარჩელი სასამართლოში. ამან კომპანიის ბიზნეს საქმიანობის შეზღუდვა გამოიწვია და დღეის მდგომარეობით არცერთი ბანკი არ არის თანახმა გამოყოს კრედიტი, მიუხედავად იმისა, რომ ო------------- არანაირი პრობლემა ვალდებულების დაფარვასთან არ აქვს.

აპელანტების მითითებით, ბანკის მხრიდან დღემდე მიმდინარეობს ზეწოლა. მუდმივად გაჭიანურებული გირავნობის მოხსნის პროცესი კლიენტების პერმანენტული დაკარგვის საფუძველს წარმოადგენს, კომპანიას უმძიმებს ფინანსურ მდგომარეობას, იწვევს მარაგების შემცირებას და კონკურეტუუნაროს ხდის ბაზარზე.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განმარტა, რომ არ დასტურდება ბანკის მხრიდან არაკეთლისინდისიერი ქმედება მაშინ, როდესაც ბანკი ბოროტად იყენებდა დომინირებულ მდგომარეობას, ეტაპობრივად აუარესებდა მოსარჩელეთა ფინანსურ მდგომარეობას, რითაც მარტივად მანიპულირებდა და აიძულებდა მხარეს დათანხმებოდა კაბალურ პირობებს. ბათილია გარიგება, თუკი დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე 1) გავლენის ბოროტად გამოყენებით, 2) როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე (სკ-ის 55-ე მუხლი). გავლენის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როდესაც გავლენის და ნდობის (გარიგების დადების განმაპირობებელი გარემოებების) ბოროტად გამოყენებით არაკეთილსინდისიერი მხარე სარგებელს იღებს დადებული გარიგებიდან. მოცემული გარიგება ასევე წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებას. სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მოცემული ნორმის მიზანია დაადგინოს, რომ ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე არ არის დამოკიდებული და სხვა შეზღუდვებმა და წესებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გარიგების ნამდვილობაზე. კერძოდ, ეს გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, რადგან იგი არსებითად არღვევს გარიგების ერთ-ერთი მხარის - მოსარჩელის ინტერესებს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მას. ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს რა შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. განსახილველ შემთხვევაში დაუცველი მხარე არის ო------------ი, რომლის რეალურად მილიონობით შეფასებული აქტივი დაიტვირთა ბანკის სასარგებლოდ, რომლის მისაკუთრებასაც ცდილობს ბანკი სასარჩელო წარმოების მეშვეობით. ამავდროულად ბანკი ვერ უთითებს ობიექტურ გარემოებებს რითი იყო განპირობებული 2015 წლის 25 აგვისტოს N- შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა, რითაც იგი დაეპატრონა მთლიანად ო-------------- აქტივებს.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით განმარტებულია ამორალური გარიგება, როგორც ზნეობის საწინააღმდეგო შეთანხმება. ზნეობის ნორმებში კი ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად ბადებს უსამართლობის განცდას. გარიგების ამორალურად მიჩნევისთვის აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება, საკმარისია არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის, რომ სასამართლომ იგი მიიჩნიოს ამორალურ გარიგებად. შესაბამისად, შეუძლებელია გარიგების ამორალური ბუნების გამორიცხვა იმის გამო, რომ არ დგინდება ერთი მხარის მიერ მეორეზე განხორციელებული იძულების ფაქტი.

 

6.3. სს „-----------–----------- მფლობელია B-----------------. კომპანია ახდენს ინვესტირებას ბანკის აქტივობების განხორციელებისას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. გარდა საბანკო სექტორისა, აღნიშნული კომპანია ავითარებს უძრავი ქონების ბაზარსაც, არის ს--–-----–-----------------------–-----–-. აღნიშნული კომპანია სს „-----------–----------- მართვას ახორციელებს საქართველოში დაფუძნებული კომპანიის - მოპასუხე სს „------------------ მეშვეობით. კომპანია ო--------------თვის შექმნილი ფინანსური პრობლემების პარალელურად 2015 წლის ყოველწლიურ ანგარიშში მიუთითებდა, რომ საქართველოს სწრაფად მზარდი ეკონომიკის ფარგლებში მათ ჰქონდათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ხელიდან არ გაუშვან კორპორატიულ სექტორში გაზრდის შესაძლებლობა. სამშენებლო პროექტების ხელშეშლა და დაინტერესებაც ბანკის მხრიდან კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა - მ---- გზით შეძლებდა სარფიანად ეწარმოებინა ბიზნესი. ესეც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ბანკმა მოლაპარაკების დროს 2----–--–- შესთავაზა დ------------- ტერიტორიაზე ტელევიზიითა და საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით დაანონსებული მ-------–---- პროექტის ტერიტორიის მათ სახელზე გადაფორმება. აქედან გამომდინარე, ნათლად იკვეთება სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებიც - ზიანის მიმყენებელ ქმედებას მოპასუხეები ერთობლივად ახორციელებდნენ, თითოეული თანაბრად სრულადაა პასუხისმგებელი იმ ზიანისთვის, რაც ო------------მა განიცადა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

8. 1---------–- შპს ,--------- და ს--------------–---------- შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს _ შ.პ.ს. ,---------ს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 20 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, მოქმედების ვადა განისაზღვრა 240 თვით, წლიური სარგებელი - კრედიტებისათვის 10-20%-მდე, დოკუმენტური ოპერაციებისათვის _ 3-12%-მდე (ტ. 1, ს.ფ. 39-44).

2---------–. ს--------------–----------, შპს ,--------- და შპს ,-----------ს შორის გაფორმდა შეთანხმება №1, რომლის საფუძველზე საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №-------- ხელშეკრულების 1.2. პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება და შპს ,---------სთან ერთად, საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და სოლიდარულად, როგორც თანამსესხებელმა იკისრა შპს ,-----------მა (ტ. 1, ს.ფ. 45-46).

0---------–- „-----------–----------, შპს ,--------- და შპს ,-----------ს შორის გაფორმდა შეთანხმება №2 საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №-------- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებას დაემატა 2.4. პუნქტი, რომლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად ვერ დაფარავდა მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილი იყო გადახდევინება მიექცია მსესხებლების ნებისმიერ სხვა ქონებაზე (ტ. 1, ს.ფ. 47,48).

1---------–- „-----------–----------, შპს ,--------- და შპს ,-----------ს შორის გაფორმდა შეთანხმება №3, რომლითაც საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №-------- ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილება, კერძოდ გაიზარდა ერთიანი საკრედიტო ხაზის ლიმიტი 50 000 000 ა.შ.შ. დოლარამდე, ასევე დაემატა სხვადასხვა პუნქტები, ქონების იპოთეკით დატვირთვას და დაგირავებასთან დაკავშირებით (ტ. 1, ს.ფ. 49,50).

2---------–- „-----------–----------, შპს ,--------- და შპს ,-----------ს შორის გაფორმდა შეთანხმება №4 საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №-------- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც მსესხებელმა იკისრა ვალდებულება სამომავლო ქონების იპოთეკით დატვირთვასა და დაგირავებასთან დაკავშირებით (ტ. 1, ს.ფ. 51, 52).

1---------–- „-----------–----------, შპს ,--------- და შპს ,-----------ს შორის გაფორმდა შეთანხმება №5 საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №-------- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ცვლილება შევიდა 2.2.4 პუნქტში, კერძოდ აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,წლიური საპროცენტო სარგებელი მაქსიმუმ 20% კრედიტებისათვის, 3(სამი)%- 12 % დოკუმენტური ოპერაციებისთვის“. ასევე შეთანხმდა გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, შრომით და სოციალური დაცვის სფეროში არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები (ტ. 1, ს.ფ. 53).

2---------–- „-----------–----------, შპს ,--------- და შპს ,-----------ს შორის გაფორმდა შეთანხმება №6 და საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №-------- ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილებები, მათ შორის 8.18 პუნქტს დაემატა ,,გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი ან/და დააკისროს პირგასამტეხლო თითოეულ დარღვევაზე 50 000 ა.შ.შ დოლარი“. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა, რომ თუ ხელშკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დარიცხვის მომენტში კანონმდებლობით დადგენილია საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს განაკვეთები, რომელთა მოცულობა უფრო დაბალია, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთები, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობით (მათ შორის ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით) დადგენილი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (ტ. 1, ს.ფ. 54).

2---------–- გაფორმებული №7 შეთანხმებით №-------- ხელშეკრულებაში ცვლილება-დამატებების შეტანის შესახებ, შპს ,------------- და შპს ,-----------თან ერთად, საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და სოლიდარულად, როგორც თანამსესხებლებმა იკისრეს ხელშეკრულებით შპს ,-----------------------–------–---------–-----–-------------–---------------------–----------------–------------------–-----------------------–---------–-------

9. საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №-------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებები:

1) 2----–-–--------------- №--------------- ხელშეკრულებით შ.პ.ს. "--------ზე

გაიცა კრედიტი 1 300 000 ევროს ოდენობით; კრედიტის მოქმედების ვადა - 60 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 12%, წლიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 24%.

2) 2----–-–---------------–-- №---------------- ხელშეკრულებით შ.პ.ს. "--------ზე გაიცა კრედიტი 5 500 000 აშშ დოლარის ოდენობით; კრედიტის მოქმედების ვადა - 60 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 12%, წლიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 24%.

3) 2----–-–---------------–-- №---------------- ხელშეკრულებით შ.პ.ს. ,----------- ზე გაიცა კრედიტი 9 900 000 აშშ დოლარის ოდენობით; კრედიტის მოქმედების ვადა - 4 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 6 თვიან ლიბორს + 9,75%, წლიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20,2%. კრედიტის მოქმედების ვადასთან დაკავშირებით აღნიშნულ საკრედიტო ხელშეკრულებაში სხვადასხვა დროს შევიდა ცვლილებები. საბოლოოდ 2----–-–---------------- შეთანხმებით, კრედიტის მოქმედების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 15 აგვისტო.

4) 2----–-–---------–---- №---------------- ხელშეკრულებით, შ.პ.ს. ,----------- ზე გაიცა კრედიტი 180 000 აშშ დოლარის ოდენობით; კრედიტის მოქმედების ვადა - 6 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 6 თვიან ლიბორს + 9,75%, წლიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20%. აღნიშნულ საკრედიტო ხელშეკრულებაში სხვადასხვა დროს შევიდა ცვლილებები კრედიტის მოქმედების ვადასთან დაკავშირებით. საბოლოოდ 2----–-–----------------- შეთანხმებით, კრედიტის მოქმედების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 16 თებერვალი.

5) 2----–-–----------–---- №---------------- ხელშეკრულებით, შ.პ.ს. ,,ო-------"-ზე გაიცა კრედიტი 180 000 აშშ დოლარის ოდენობით; კრედიტის მოქმედების ვადა - 60 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 6 თვიან ლიბორს + 9,75%, წლიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20%.

6) 2----–-–---------------- №---------------- ხელშეკრულებით, შ.პ.ს ,,ო-------"-ზე გაიცა კრედიტი 1200000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით; კრედიტის მოქმედების ვადა - 36 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 6 თვიან ლიბორს + 9,75%, წლიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20%.

7) 2----–-–---------------- №---------------- ხელშეკრულებით, შ.პ.ს. ,---------ს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 2 358 000 აშშ დოლარის ოდენობით; ხაზის მოქმედების ვადა - 2015 წლის 8 დეკემბრამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 6 თვიან ლიბორ განაკვეთს დამატებული 10,3%, წლიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 22%. აღნიშნულ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაში 2----–-–----------------- შეტანილ იქნა ცვლილება და ხაზის მოქმედების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 1 თებერვალი.

8) 2----–-–---------------- №---------------- ხელშეკრულებით, შ.პ.ს. ,,ო-----------------ს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 300000 ევროს ოდენობით; ხაზის მოქმედების ვადა _ 2015 წლის 8 დეკემბრამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი _ 6 თვიან ლიბორ განაკვეთს დამატებული 10,3%, წლიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 22%. აღნიშნულ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაში 2----–-–----------------- შეტანილი იქნა ცვლილება და ხაზის მოქმედების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 1 თებერვალი.

9) 2----–-–----------------- №---------------- ხელშეკრულებით, შ.პ.ს. ,,ო-----------------ს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 850 000 ევროს ოდენობით; ხაზის მოქმედების ვადა _ 2016 წლის 1 თებერვლამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 6 თვიან ლიბორ განაკვეთს დამატებული 9,75%, წლიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20%.

10) 2----–-–----------------- №---------------- ხელშეკრულებით, შ.პ.ს ,,ო-------"-ს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 5 100 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით; ხაზის მოქმედების ვადა - 2016 წლის 1 აპრილამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 6 თვიან ლიბორ განაკვეთს დამატებული 10,3%, წლიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 22%.

 

10. 1---------–- საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №--------- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა დროს გაფორმდა იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებები.

 

11. 1---------–- სს ,------------–---------- და შპს ,-------------------- შორის გაფორმდა N--------- საგარანტიო ხელშეკრულება. ბანკის 2----–-–---------------–-- და 02 მარტის ინფორმაციით მითითებულ საგარანტიო ხელშეკრულებაზე ირიცხებოდა საკომისიოს დავალიანება 5728.75 ევრო (ტომი 13, ს.ფ. 148-153). ს.ს. ,------------–-----------ს მიერ 2----–-–------------------- გაცემული ცნობის მიხედვით შ.პ.ს. ,-------------------- N--------- საგარანტიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის დავალიანება არ ერიცხება, ცნობაში აღნიშნულია ბანკის მიერ დარიცხული საკომისიო 51558.75 ევრო და პირგასამტეხლო 824940 ევრო, ჯამში 876498.75 ევრო (ტ. 8, ს.ფ. 76-86).

 

12. 2---------–- სს ,------------–---------- და შ.პ.ს. ,-----------ს შორის გაფორმდა N--------- საგარანტიო ხელშეკრულება. ბანკის 2----–-–---------------–-- ინფორმაციით, მითითებულ საგარანტიო ხელშეკრულებაზე ირიცხებოდა საკომისიოს დავალიანება 6685.65 ა.შ.შ დოლარი (ტ. 13, ს.ფ. 150). ბანკის 2----–-–-------------- ინფორმაციით, იმავე საგარანტიო ხელშეკრულებაზე ირიცხებოდა დავალიანება 20056.95 ა.შ.შ დოლარი, საიდანაც 6685.65 ა.შ.შ დოლარი იყო ჯარიმა, ხოლო 13371.30 ა.შ.შ. დოლარი საკომისი (ტომი 13, ს.ფ. 153) ს.ს. ,------------–-----------ს მიერ 2----–-–------------------- გაცემული ცნობის მიხედვით შ.პ.ს. ,-------------------- N--------- საგარანტიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის დავალიანება არ ერიცხება, ცნობაში აღნიშნულია ბანკის მიერ დარიცხული საკომისიო 20056.95 ა.შ.შ. დოლარი და პირგასამტეხლო 381082.05 ა.შ.შ დოლარი, ჯამში - 401039.00 დოლარი (ტომი 8 ს.ფ. 77, 87-94).

 

13. სს ,------------–----------- მიერ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებები საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების და არსებული ვადაგადაცილებების თაობაზე ჩაბარდა ყველა მოპასუხეს (ტ. 3, ს.ფ. 280-305).

 

14. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №-------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება ს.ს. ,------------–-----------ს მიმართ 2----–-–------------------- მდგომარეობით შეადგენს:

შ.პ.ს. ,---------სთან 2----–-–---------------- გაფორმებული N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა _ 295549.98 ევრო, საპროცენტო სარგებელი _ 52900.01 ევრო და პირგასამტეხლო _ 94938.25 ევრო.

შ.პ.ს. ,---------სთან 2----–-–----------------–- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა _ 2759165.82 ა.შ.შ. დოლარი, საპროცენტო სარგებელი _ 553426.34 ა.შ.შ. დოლარი და პირგასამტეხლო _ 496094.99 ა.შ.შ. დოლარი.

შ.პ.ს. ,-----------თან 2----–-–----------------–- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა _ 7622940.05 ა.შ.შ. დოლარი, საპროცენტო სარგებელი _ 1503261.66 ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლო _ 855897.35 ა.შ.შ. დოლარი.

შ.პ.ს. ,-----------თან 2----–-–---------–--- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა _ 167448.22 ა.შ.შ. დოლარი, საპროცენტო სარგებელი _ 35901.91 ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლო _ 65054.19 ა.შ.შ. დოლარი.

შ.პ.ს. ,-----------თან 2----–-–---------–--- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა _ 112042.92 ა.შ.შ. დოლარი, საპროცენტო სარგებელი 15184.45 ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლო _ 6217.52 ა.შ.შ. დოლარი.

შ.პ.ს. ,-----------თან 2----–-–---------------- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა _ 989274.23 ა.შ.შ. დოლარი, საპროცენტო სარგებელი _ 193938.38 ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლო _ 209889.03 ა.შ.შ. დოლარი.

შ.პ.ს. ,---------სთან 2----–-–---------------- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა _ 2358000 ა.შ.შ. დოლარი, საპროცენტო სარგებელი _ 505569.49 ა.შ.შ. დოლარის და პირგასამტეხლო _ 916123.84 ა.შ.შ. დოლარი.

შ.პ.ს. ,,ო-----------------თან 2----–-–---------------- გაფორმებული N----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა _ 280063.87 ევრო, საპროცენტო სარგებელი _ 52002.87 ევრო, პირგასამტეხლო _ 107747.58 ევრო.

შ.პ.ს. ,,ო-----------------თან 2----–-–----------------- გაფორმებული N----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა _ 347852.45 ევრო, საპროცენტო სარგებელი _ 81950.08 ევრო, პირგასამტეხლო _61167.32 ევრო.

შ.პ.ს. ,-----------თან 2----–-–----------------- გაფორმებული N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა _ 3710389 ა.შ.შ. დოლარი, საპროცენტო სარგებელი _ 755331.35 ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლო _ 1311010.09 ა.შ.შ. დოლარი.

მოპასუხეები არ მიუთითებენ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობის საწინააღმდეგოდ რაიმე გარემოებაზე ან/და მტკიცებულებაზე. მოპასუხეთა განმარტებით, მათ მიერ აღძრული შეგებებული სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის და ზიანის ანაზღაურების შესახებ გამორიცხავს საკრედიტო დაწესებულების სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

15. შეგებებული სარჩელის ავტორები ითხოვენ ბათილად იქნეს ცნობილი 2---------–- გაფორმებული N- შეთანხმება №-------- ხელშეკრულებაში ცვლილება-დამატებების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე ყველა გარიგება (იხ.: შეგებებული სარჩელი, ტ. 12, ს.ფ. 125-153).

დადგენილია, რომ 2---------–- N- შეთანხმებით შპს ,------------- და შპს ,-----------თან ერთად, საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და სოლიდარულად, როგორც თანამსესხებლებმა იკისრეს შპს ,-----------------------–-------–---------–------–-------------–---------------------–----------------–------------------–------------------------–---------–------ (ტ.5, ს.ფ. 42).

შეგებებული მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8.3-ე, 54-ე, 55-ე, 85-ე მუხლებზე და განმარტავენ, რომ ბანკი არათუ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებდა, არამედ ბოროტად იყენებდა მის დომინირებულ მდგომარეობას, ეტაპობრივად აუარესებდა მოსარჩელეთა ფინანსურ მდგომარეობას, რითაც იგი მხარეს აიძულებდა დათანხმებოდა კაბალურ პირობებს. სწორედ ამგვარი არამართლზომიერად დაგეგმილი გავლენის ბოროტად გამოყენებით იქნა დადებული 2015 წლის ხელშეკრულება, იმ პირობებში, როდესაც ბიზნესის წარმოება სწორედ ნდობაზე იყო დამოკიდებული, რომ ფინანსური სახსრები ბრუნვაში ექნებოდა მოსარჩელეს და შეძლებდა სათანადო შემოსავლის მიღებას. მოსარჩელეთა განმარტებით, რომ არა განზრახვა, მიეღო სარგებელი კარგად შესწავლილი და სასურველი ბიზნეს საქმიანობის მითვისების სახით, ბანკი არ მოითხოვდა შეუსაბამოდ მაღალ უზრუნველყოფის სახით ო------------–- შემავალი ყველა კომპანიის ქონების გამოყენებას და ხელს არ შეუშლიდა მოსარჩელეებს მომგებიანი პროექტების განხორციელებაში. სადავო გარიგება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო, ამორალურ გარიგებას. გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, რადგან იგი არსებითად არღვევს გარიგების ერთ-ერთი მხარის შეგებებული მოსარჩელის ინტერესებს და ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში (ტ. 12, ს.ფ. 142,143).

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას სსკ-ის 54-ე მუხლის, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის გამოყენების დაუშვებლობაზე. პალატა მიუთიტებს, რომ ამ ნორმას ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს. მარტოოდენ გარიგების ამორალურობის ზოგადი ნორმის გამოყენებას, პალატა არასაკმარისად მიიჩნევს და, აქედან გამომდინარე, ამ ნორმის აპელანტისეული ინტერპრეტაცია არადამაჯერებელია, რადგანაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებს. აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ სსკ-ის 54-ე მუხლი, ამორალურ გარიგებებთან მიმართებით, შეიცავს მხოლოდ იმ დათქმას, რომ იგი არის გარიგება, რომელიც არღვევს ზნეობის ნორმებს და გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგად ან იძულებით დადებული გარიგებებისაგან (სსკ-ის 55-ე და 85-ე მუხლებისაგან) განსხვავებით, მისი ამორალურად მიჩნევისათვის აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა მისი დადება, იმთავითვე მცდარია. ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპს. სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. სამოქალაქო კანონები საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს (სსკ-ის მე-9 მუხლი). ამ წესიდან არსებული გამონაკლისი, ამ თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).

სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.

სკ-ის 55-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა არის გარიგების მხარეებს შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობა. თუ კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიხატებოდეს განსაკუთრებული ნდობა, კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია (თამარ ზარანდია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.55, ). გარდა განსაკუთრებული ნდობის არსებობისა, სახეზე უნდა იყოს ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენება. გავლენისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით არაკეთილსინდისიერი მხარე, როგორც წესი, იღებს სარგებელს დადებული გარიგებიდან (ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 55, გვ. 185). გავლენის ბოროტად გამოყენების არსებობა ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასებისას უნდა შემოწმდეს. შემოთავაზებულია „გარემოებათა ბოროტად გამოყენების“ შემოღება „გავლენის ბოროტად გამოყენების“ ნაცვლად (კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 358).

რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე იძულებით დადებული საცილო გარიგებების ბათილობას, უნდა შემოწმდეს, განხორციელებულია თუ არა სსკ-ის 85-89-ემუხლების წინაპირობები. სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, „გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან“. ამდენად, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუ გარიგება დადებულია მხოლოდ იძულების წყალობით. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას (ლ. ჭანტურია., „სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი“, 2011წ., გვ. 380; ბ.ზოიძე., „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი პირველი, მუხლი 85, გვ. 246.; სუსგ 02.03.2017წ. Nას-664-635-2016).

პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ გარიგების ბათილად ცნობის მსურველმა მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რაში გამოიხატა გავლენის ბოროტად გამოყენება და იძულება, რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს. შეგებებული სარჩელის ავტორები განმარტავენ, რომ ბანკმა რამდენიმე წლით ადრე დაიწყო ფინანსური და სამართლებრივი პირობების დამძიმება და ამით მსესხებელი აიძულა დაეთანხმებინა კაბალურ პირობებზე. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ მითითებული გარემოება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. იმ პერიოდის საკრედიტო ხელშეკრულებებთან შედარებით, რომელსაც მოსარჩელები მიიჩნევენ სამეწარმეო საქმიანობისათვის გონივრულად, 2011 წლის შემდგომ გაფორმებულ ხელშეკრულებებში შემცირებულია წლიური საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები ადასტურებს, რომ მხარეები წინასწარ ათანხმებდნენ მათ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებების პირობებს და არ იკვეთება რაიმე იძულების ნიშნები. ის გარემოება, რომ მხარეთა შორის მუდმივად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში მიმდინარეობდა დეტალური მოლაპარაკებები ხელშეკრულების პირობებთან დაკავშრირებით, აპელანტებმა დაადასტურეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზეც. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად თანხა გადასახდელად დაერიცხა შ.პ.ს. ,-----------ს. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებული იყო შ.პ.ს. ,---------სთან, რომლითაც ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი შ.პ.ს. ,-----------ის საგადასახადო ვალდებულებები, შ.პ.ს. ,-----------ს შეეძლო მიემართა სხვა კომერციული ბანკისათვის და აეღო საბანკო გარანტია, მაგრამ მან მიმართა სს ,------------–---------- და მხარეთა შეთანხმებით შ.პ.ს. ,---------სთან ერთად, საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და სოლიდარულად, როგორც თანამსესხებელმა იკისრა შ.პ.ს. ,-----------მა. რაც შეეხება მსჯელობას ბანკის მხრიდან არაგონივრულად დიდი მოცულობის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე. დადგენილია, რომ საკრედიტო მომსახურების ლიმიტი 20 000 000 აშშ დოლარიდან გაიზარდა 50 000 000 აშშ დოლარამდე, რაც მოითხოვდა დამატებით უზრუნველყოფას, შესაბამისად, ო-------------–- შემავალი კომპანიების პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ვალდებულების უზრუნველსაყოფად ქონების დატვირთვის შესახებ და გაფორმდა შეთანხმება, რომლის ბათილობაც მოთხოვნილია შეგებებული სარჩელით. რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო შეთანხმების გაფორმებისას შემთხვევაშიც ბანკის მხრიდან იძულებას ან არაკეთილსინდისიერი მოქმედებაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელშეკრულებო მხარის ქმედებების კეთლსინდისიერების ჭრილში შეფასების კუთხით არალელევანტურია მსჯელობა ე.წ. „სუსტი მხარის“ ლეგიტიმური ინტერესების დაცვაზე, ვინაიდან სადავო გარიგება დადებულია ბაზრის თანაბარუნარიან და თანაბარუფლებიან მხარეებს - კომერციულ ბანკსა და მსხვილ კომპანიას შორის. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ასეთი გარიგება ვერ იქნება გამოუცდელობის ან/და განსჯის უნარის ნაკლებობის შედეგი და ავტომატურად ვერ შეფასდება იმავე კრიტერიუმებით, როგორითაც შეფასდებოდა ბაზარზე აშკარად „დომინანტ“ და „სუსტ მხარეს“ შორის დადებული გარიგება. საწინააღმდეგო დაშვება საფრთხეს შეუქმნიდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და წინააღმდეგობაში მოვიდოდა ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპთან. რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს თანაბარი საბაზრო ძალის მქონე სუბიექტს შორის დადებული გარიგების ბათილობას, როდესაც სახელშეკრულებო პირობა შეცდომით, მოტყუებით, იძულებით ან სხვა მსგავსი გარემოებით არის გამოწვეული, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.

 

16. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სს ,------------–----------, ,, B-----------------”-ს და სს ,------------------ სოლდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება: ა) შპს ,---------ს სასარგებლოდ 8579002.82 აშშ დოლარი; ბ) შპს ,-----------ის სასარგებლოდ _ 54937925.79 აშშ დოლარი, 2500000 ევრო და 4 567 357 ლარი; გ) შპს ,-----------ს სასარგებლოდ _ 2 962 595.42 აშშ დოლარი; დ) შპს ,---------------------ს სასარგებლოდ _ 1 350 000 ევრო და 242740 ლარი; ე) შპს ,----------------------ს სასარგებლოდ - 6 387 347 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა.

პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, შეგებებულ მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ შეგებებულ სარჩელში მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შეგებებული მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშები (ტ. 13; ს.ფ. 3-112) არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ან მოთხოვნილი ოდენობით და რომ ზიანი გამოიწვია ბანკის მოქმედებამ. ზიანის ანაზღაურების საფუძველს არ ქმნის შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად ითხოვდა ბანკი ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას, რაც არ განხორციელდა, ასევე მითითება საპროცენტო განაკვეთის შეცვლასთან და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს _ 50 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ ბანკის უფლებასთან დაკავშირებით, რაც ბანკის მხრიდან არ განხორციელდა. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რა კავშირი აქვს ბანკის მიმართ მოთხოვნილ ზიანთან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების დარიცხვას და ამ ვალდებულების დაფარვის მიზნით ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებას. საქმის მასალებით არ დასტურდება შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები მასზედ, რომ ბანკის მოქმედება დაედო საფუძვლად ,-----–---------------------–----–--- მხრიდან მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტას ან სხვა რაიმე პროექტის განუხორციელებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ადასტურებს თუ რა კონკრეტული ზიანი მიადგა, რომ შეიძლებოდა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც იგი ყოფილიყო სავარაუდო მოპასუხისათვის და რომ წარმოადგენდა მოპასუხის ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. არ არსებობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს B------------------ს და სს ,------------------ მიმართ მოთხოვნას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის აღნიშნული წესი გამომდინარეობს იმ დოქტრინიდან, რომელსაც სამეწარმეო სამართლში „კორპორატიული საფარველის გაჭოლვის“ ან სხვაგვარად, „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ დოქტრინა ეწოდება. „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ გამოყენების საჭიროება, როგორც წესი, წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როცა ვალდებულება წარმოეშვა კომპანიას, მაგრამ იგი არ არის გადახდისუნარიანი. კრედიტორი, გადახდისუნარიანი პირის ძიებაში, უჩივის პარტნიორს და მიუთითებს, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ის პირადად აგებს პასუხს კომპანიის სახელით წარმოშობილი ვალდებულებებისათვის (სუსგ. N ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ასეთი პასუხისმგებლობის არცერთი წინაპირობა, ადგილი არ აქვს მოვალის გადახდისუუნარობას და ამასთან, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ,, B-----------------“ არ წარმოადგენს ,------------–-----------ს პარტნიორს, რაც მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მიუთითებს.

 

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა – საბანკო კრედიტის სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

2---------–- გაფორმებული №7 შეთანხმებით №-------- ხელშეკრულებაში ცვლილება-დამატებების შეტანის შესახებ, შ.პ.ს. "---------თან და შ.პ.ს. ,-----------თან ერთად, საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და სოლიდარულად, როგორც თანამსესხებლებმა, იკისრეს შ-----------------------------------–------------–----------–-----------–------------–----------------------–------------------------–------------------------–----------------------------------–-----------–-----მ. შესაბამისად, ამ კომპანიებზე გავრცელდა 2----–-–---------–--- გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მსესხებლის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში, ამდენად, საფუძვლიანია მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მსესხებლისთვის დაკისრების თაობაზე. დადგენილია, რომ კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა და გირავნობა, არ დაკმაყოფილებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, 286-ე, 301-ე მუხლების შესაბამისად მართებულად დადგინდა იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია და განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მსესხებლების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

 

18. დაუსაბუთებელია აპელანტების მითითება სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული თანხის შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და შემცირების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას დაკრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევიპირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალიგამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ..

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმეა და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება (სუსგ Nას1451-1371-2017 13.11.2018წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, რომელიც მეწარმე სუბიექტია, დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო. ის არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებდა სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაში. პალატის მოსაზრებით, გამოცდილი მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არ არსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა და აპელანტების მითითება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია.

 

9. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

10. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.15, ს.ფ. 31).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,------------–---------------------–-----------------------------–-------–---------–------–-------------–--------------------–-----------------–------------------–---------------------–---------–-----, შპს “----------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

ლევან მიქაბერიძე

 

ამირან ძაბუნიძე