განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002813902
საქმე №1ბ/1270-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოსსახელით
04 ოქტომბერი, 2019წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ან----------–---–ი
ადვოკატ - ზუ---------–---–--–ის
მონაწილეობით,გამართლებულ სა---------------ის მონაწილეობის გარეშე
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
სა---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №1----------, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის გარდაბანი, სოფელი ვაზიანი და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. გარდაბანი, თ---–---------------–-----------–-----------–---------------------------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით სა---------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, სა---------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სა---------------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 20:20 საათზე, ქ. გარდაბანში, თ---–---------------–-----------------------------–- ლა------------–ინა იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მასთან მივიდა ყოფილი მეუღლე სა---------------ი, რომელიც მას გაშორების მიუხედავად, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არ აძლევდა მშვიდად ცხოვრების საშუალებას, სა---------------მა კარზე ძლიერად დაარტყა ხელი და მოსთხოვა ლა------------–ინას კარის გაღება, უარის მიღების შემდეგ, სა---------------მა ხელებისა და ფეხების დარტყმით შეამტვრია საცხოვრებელი სახლის კარი, ლა------------–ინა კედელს მიეხეთქა, შემდეგ ძირს დააგდო და ზურგში მუშტები დაარტყა, რის შედეგადაც ლა------------–ინამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისათვის სა---------------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სა---------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ იყო წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა სა---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა სა---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი, რადგან სასამართლოში მოწმედ გამოძახებულმა ლა------------–ინამ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, ხოლო, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული სხვა მტკიცებულებები უდავოდ იქნა მიჩნეული. გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ლა------------–ინას საცხოვრებელი სახლი, სადაც აღინიშნებოდა ძალადობის აშკარა კვალი, კერძოდ, დამტვრეული კარი. საქმეზე მოწმედ დაკითხული ბო------------–ინა ადასტურებდა, რომ სა---------------სა და ლა------------–ინას შორის ხშირად მომხდარა კონფლიქტი, მას ხშირად გაუგია ყვირილისა და მტვრევის ხმა. მისივე განმარტებით, 2019 წლის 17 დეკემბერს ესმოდა ლა-----ს ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. შემდეგ კი გაიგო ლა------------–ინასაგან, რომ სა---------------მა მას სახეში დაარტყა ხელი. საქმეზე ასევე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო შემაკავებელი ორდერის მასალები, სადაც სრულად იყო ასახული, ლა------------–ინასაგან მიწოდებული ინფორმაცია ძალადობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებული სა---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზუ---------–---–---–მა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გაანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს სა---------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა სა---------------ის მიერ ყოფილი მეუღლის ლა------------–ინას მიმართ ძალადობისა განხორციელების ფაქტებს. აპელანტის მიერ სა---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ სა---------------ის ბრალეულობას, კერძოდ:
სა---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულ ლა------------–ინას გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმს, რომელიც სა---------------ს ამხელდა მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის − სა---------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
აპელანტი მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეზე უდავოდ იქნა მიჩნეული ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ სა---------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, მოწმე ბო------------–ინას გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ არის ლა------------–ინას დედა და ცხოვრობს ლა------------–ინას მეზობლად ერთოთახიან ბინაში. შვილი არაერთხელ უნახავს დაზიანებებით, თუმცა ლა-----ს არ უთქვამს რატომ ჰქონდა ისინი. 2018 წლის 17 დეკემბერს მან გაიგონა ლა-----ს ყვირილის ხმა, რომელიც დახმარებას სთხოვდა და მაშინვე გაიქცა ბინაში შემოსასვლელი კარისკენ. ლა----- იდგა კარებთან და კანკალებდა, ხოლო ბრალდებული ძლიერად აბრახუნებდა კარზე და უყვიროდა გამოდი გარეთო. ლა-----მ უთხრა, რომ თუ არ წავიდოდა, დარეკავდა პოლიციაში, ამის შემდეგ ორივემ გაიგონეს სადარბაზოში კიბეზე ჩარბენის ხმა და მიხვდნენ, რომ საფარი გაიქცა. მოწმე ასევე აღნიშნავს, რომ უშუალოდ ძალადობის ფაქტს იგი არც ამ და არც სხვა შემთხვევაში არ შესწრებია, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ სა---------------ი ძალადობს მის შვილზე.
პალატა უპირველესად განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც არ შესწრებია ძალადობის ფაქტს, არამედ იცის მისი შვილის გადმოცემით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
აპელანტი ასევე აქცენტს აკეთებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ქ. გარდაბანი, თ---–---------------–------------–-----------–--------------------–- მდებარე ლა------------–ინას ერთოთახიანი საცხოვრებელ ბინას. იგი მდებარეობს სადარბაზოს ცენტრში (შუაში) რომელსაც აქვს მუქი წითელი ფერის საღებავით შეღებილი ერთფრთიანი ხის კარები, რომელსაც ნაწილობრივ აცლილი აქვს საღებავი. კარების ქვედა ნაწილი არის მოტეხილი, შიგნით მხრიდან აქვს თხელი ხის ფანერი, კარების ჩამკეტი არის გატეხილ მდგომარეობაში (დეფორმირებული) საკეტის მექანიზმი, ხის კარების გატეხილი ნაწილები დაწყობილია ბინის შესასვლელში ხის იატაკზე. შემთხვევის ადგილი დასურათდა და ფოტოები დაერთო ოქმს.
აღნიშნულ მტკიცებულებასთან მიმართებით, პალატა აღნიშნავს, რომ შემთხვევის დღეს ლა------------–ინასთან მისვლის ფაქტს არ უარყოფს თავად სა---------------იც, რომელიც მისივე განმარტებით, სთხოვდა კარის გაღებას მას და ამ მიზნით ურტყამდა კარზე. ლა------------–ინას მიმართ სა---------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტის დასადგენად კი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და აპელანტის მიერ მითითებული კიდევ ერთი მტკიცებულება - შემაკავებელი ორდერი, ვერ გახდება სა---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება სა---------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ სა---------------მა ჩაიდინა ყოფილი მეუღლის ლა------------–ინას მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სა---------------ის მიერ ლა------------–ინას მიმართ ძალადობის ფაქტს. მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაზე მიუთითებდა მხოლოდ დაზარალებული წინასწარი გამოძიებისას გამოკითხვის დროს, რომელმაც უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. საქმეში კი არ მოიპოვება სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება სა---------------ისათვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად, ხოლო, მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა სა---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ სა---------------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა ლა------------–ინას მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა სა---------------ის დამნაშავეობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმა-----დ ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი სა---------------ის ბრალეულობის დასადგენად, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციონაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სა---------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სა---------------ს, განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე