განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-643-2019 წელი
№110100119003125337
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
18 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი----- ჩ-----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი----- ჩ-----–--ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ჭ----------------–----–----------------–-------–------ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩე-ნით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავი-სუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 03 (სამი) წლის გა-მოსაცდელ ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატე-ბითი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ი----- ჩ-----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არას-რულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 9 ივნისს, ქ. ჭ---------–----------–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ჭ----------------–----–----------------------–------ში მცხოვრებმა ი----- ჩ-----–---ემ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის თ----- ნ------ის მიმართ, კერძოდ, თმებში ჩაავლო ხელი და რამდენ-ჯერმე ძლიერად დაარტყა სახისა და თავის არეში, რა დროსაც თ----- ნ------ემ მიიღო სხე-ულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ი----- ჩ-----–--ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ ი----- ჩ-----–--ემ ძალადობრივი ქმედება ყოფილი მეუღ-ლის – თ----- ნ------ის მიმართ განახორციელა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრე-ბით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა. მსჯავრდებულის ასეთი ძალა-დობრივი ქმედება ხლყოფს როგორც არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ასევე ფიზიკურ და ფსიქიკურ ტრავმას აყენებს დაზარალებულს. მსჯავრდებულისაგან მოსა-ლოდნელი აგრესიის გამო დაზარალებული იმყოფება სტრესის ქვეშ. ალკოჰოლის ზემოქ-მედების ქვეშ მყოფი ი----- ჩ-----–--ე ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, რის გამოც არ-სებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მის ქცევას უფრო მძიმე და გამოუსწორებელი შე-დეგი მოჰყვეს. ამგვარი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამარ-თლის პოლიტიკის გატარებას პრევენციული ხასიათი ექნება მომავალში ანალოგიური სახის დანაშაულთა თავიდან აცილებისათვის. ი----- ჩ-----–--ისათვის დანიშნული სას-ჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილ ქმედებას და ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი----- ჩ-----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი----- ჩ-----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ის გარე-მოება, რომ ი----- ჩ-----–--ე არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, ოჯახში ცხოვრობს მეუღლესთან და 5 შვილთან ერთად, დასაქმებული არავინაა და ოჯა-ხის ძირითადი შემოსავალი არის სოციალური დახმარება 500 ლარი, ასევე გაითვალის-წინა ი----- ჩ-----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოტივი, მიზანი, ქმედე-ბაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ქმე-დების შემდეგ ყოფაქცევა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით გათვალისწინებული სასჯელის მიზანი – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და ი----- ჩ-----–--ეს სასჯე-ლი დაუნიშნა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და არ არსებობს გასაჩივრებულ განა-ჩენში სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძ-ველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი ი----- ჩ-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი----- ჩ-----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი----- ჩ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატე-ბითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
ი----- ჩ-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და მოეხსნას საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის №-----------–- გა-ნჩინებით ზ---- ჩ------ის (პ/ნ 5----------), ი-–---- ჩ------ის (პ/ნ 5----------), მ------- ჩ------ის (პ/ნ 5----------) და მ---- ჩ------ის (პ/ნ 5----------) თანასაკუთრებაში არ-სებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით №------------) დადებული ყადაღა.
ი----- ჩ-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 10 ივნისიდან 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ი----- ჩ-----–--ეს დაეკისროს მოვალეობა: 1) პრობა-ციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ასევე, 2) გაიროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორ-ციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ასევე, დამატებით სასჯელზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს მსჯავრდებუ-ლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილიდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუში, რომელიც ინახება ჭიათურის შსს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili