განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
110100119003116417
ინსტანცია
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-642-2019 წელი

№110100119003116417

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

18 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ------ ნ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ------ ნ------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ს--------------------------–-----–--------ში, ზესტაფონის რაიონული სა-სამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გა-მართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით წარდგენილ ბრალდებაში და მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, გათვალისწი-ნებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

მ------ ნ------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული შედეგი;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის მაისში, ზუსტი დრო და რიცხვი დაუდგენელია, ს--------------–----–-----------------–-----–--------ში, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ------ ნ------ემ, საცხოვ-რებელ სახლში, შელაპარაკებისას, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ--- უ---–---–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათიდან, 23:00 საათამდე პერიოდში, მ------ ნ------ემ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი ურთიერთშე-ლაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს – მ--- უ---–---–----–ს ორჯერ მოუჭირა ხელი ძლიერად ყელში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით მ------ ნ-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ------ ნ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის მაისში მ--- უ---–---–---–ის მი-მართ მ------ ნ------ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პირდა-პირი მტკიცებულება არის თავად დაზარალებულ მ--- უ---–---–---–ის გამოკითხვის ოქმები, საქმეში არსებული მოწმეები თავიანთ გამოკითხვის ოქმებში ცალსახად მიუთი-თებენ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტის არსებობას, რაც ამყა-რებს დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ერთობლიობაში მტკიცებულებათა შეფასების დროს. მ------ ნ-------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. მსჯავრდებულის ასეთი ძალადობრივი ქმედება ზიანს აყენებს როგორც უშუალოდ დაზარალებულს, ასევე ხლყოფს არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და წა-რუშლელ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს მას. ამგვარი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას პრევენციული ხასიათი ექნება მომავალში ანალოგიური სახის დანაშაულთა თავიდან აცილებისათვის. მ------ ნ------ისათვის დანიშნული სასჯელი, მსჯავრდებულის პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების საშიშროებიდან გამომდინარე, ვერ იქნება მის მიერ ჩადელი ქმედების პრო-პორციული.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულ მ--- უ---–---–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მ------ ნ------ე არის მისი მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობენ ს--------------–----–----------------–-----–--------ში. 2019 წლის მაისის თვეში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საძინებელ ოთახში, მ------ ნ------ემ მას სახის არეში დაარტყა ხელი, წაიქცა ძირს და ურტყამდა წიხლებს, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა აღნიშნულის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია, ვინაიდან არ სურდა ოჯახის დანგრევა და მაქსი-მალურად ითმენდა. 2019 წლის 23 ივნისს ს--------------–----–----------------–-----–---------ში, მის საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 22:00 საათზე, ურთიერთშელაპარა-კებისას, მეუღლემ მ------ ნ------ემ უყვირა მას არასრულწლოვანი შვილების თანდას-წრებით, ყელზე მოუჭირა ხელი და დააგდო საწოლზე. შემდგომ წამოდგა და უყვირა თუ რას ჩადიოდა, ყვირილზე კვლავ მოუჭირა ხელი ყელზე. აღნიშნული ქმედებებით მ--- უ---–---–---–მა განიცადა ტკივილი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

არასრულწლოვანი მოწმე ნ-------- ნ------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 23 ივნისს, ს--------------------------–-----–--------ში, მის საცხოვრებელ სახლში, დედამისმა მ--- უ---–---–---–მა გააღვიძა და უყვირა, რომ გაეხადა ტანსაცმელი და ისე დაწოლილიყო. აღნიშნულზე მამამისმა მ------ ნ------ემ უსაყვედურა მ. უ---–---–---–ს თუ რატომ ყვიროდა, ყელში მოუჭირა ხელი და გაიყვანა ოთახიდან.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ------- ნ------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 23 ივნისს ს--------------------------–-----–--------ში, მის საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 22:00 საათზე მის შვილს მ------ ნ------ეს და რძალ - მ--- უ---–---–---–ს, ამ უკანასკნელის ყვირილის გამო მოუვიდათ კონფლიქტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ც------ უ---–---–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მისი შვილისგან მ--- უ---–---–---–ისგან შეიტყო, რომ 2019 წლის 23 ივნისს მისმა მეუღლემ მ------ ნ------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მ.უ---–---–---–მა განაცხადა პოლიციაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი-----–- ც---–--ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მუშაობს საჩხერის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ–გამომძიებლად, 2019 წლის 27 ივნისს საჩხერის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა მ--- უ---–---–---–ი, რომელმაც განა-ცხადა, რომ 2019 წლის 23 ივნისს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მისმა მეუღლემ მ------ ნ------ემ ცემა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხვნას მ------ ნ------ის დამ-ნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სრულად ეთანხმება პირველი ინსტან-ციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მ------ ნ------ის მიერ მ---- უ---–---–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ - მ--- უ---–---–---–ის ჩვენება. სხვა პირ-დაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ------ ნ------ის მიერ დანაშაულის ჩადენას (2019 წლის მაისის ეპიზოდი) საქმის მასალებში არ მოიპოვება. საქმეში წარ-მოდგენილი მოწმეების გამოკითხვის ოქმებით კი არ დასტურდება, რომ 2019 წლის მა-ისის თვეში, მ------ ნ------ემ ცემა მ--- უ---–---–---–ი.

მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკი-ცებულებად, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა შესაძლებელი იქნება მ------ ნ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდის დადასტურება, რადგან გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძ-ნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეუ-ლობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათ-ვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა , ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართ-ლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მ------ ნ------ის უდანაშა-ულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, უნდა დარჩეს უცვ-ლელი.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ ნ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, რომელსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს მსუბუქად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციე-ლების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ------ ნ------ე ნასამართლობის არ მქონეა, ხასიათდება დადებითად, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელ-საც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მ------ ნ------ეს დაუნიშნა სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვ-ნების გათვალისწინებით და არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.

ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი მ------ ნ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ------ ნ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ------ ნ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდე-ბაში.

მ------ ნ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 (ორას თხუთმეტი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 27 ივნისიდან, 2019 წლის 29 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ------ ნ------ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

მ------ ნ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გი-რაოს შემტანს გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადა-წყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემა-ვალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდ-გენის გზით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili