განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
330100115781758
ინსტანცია
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100115781758, №1/ბ-22-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------– ბ----–-–---–ი;

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე - ნ-----–---- მ---------–ი.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ------- ჯ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე.

 

ადვოკატები: ტ------– კ------ე, ო----- ხ----–--ე, კ------- პ----ა.

 

კვალიფიკაცია:

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლში მითითებულ დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილი (1960 წლის რედაქცია) (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება).

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) (განზრახ მკვლელობა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება).

 

სასჯელი:

 

6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ------- ჯ-----–---–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და განაჩენი დააყრდნო ერთადერთი მოწმის არასანდო, არათანმიმდევრულ და წინააღმდეგობებით სავსე ჩვენებას;

▪ მოწმე ი---- მ---------–მა განმარტა, რომ არ ახსოვს გ------- ჯ-----–---–ის მხრიდან დ----- მ---------–ის მიმართ ან პირიქით დ----- მ---------–ის მხრიდან გ------- ჯ-----–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა თუ არა მუქარის ფაქტებს. მას არ დაუნახავს იარაღის ამოღების ფაქტი, რადგან უწყვეტად არ აკვირდებოდა მათ. ასევე, არ ახსოვს, გასროლის ხმიდან რამდენ წამში გაიხედა მათი მიმართულებით. გახედვის შემდეგ დანარჩენ სამ პირს ხელებზე არ დაკვირვებია, მას შეეშინდა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. მანვე აღნიშნა, რომ გახედვისას დაინახა მხოლოდ წაქცეული დ----- მ---------–ი და არ დაუნახავს რა ხდებოდა ირგვლივ. ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ არ ახსოვს რამდენ წამში განხორციელდა გასროლა მას შემდეგ, რაც დაინახა თუ როგორ ჰქონდა გ------- ჯ-----–---–ს ქვემოდან ზემოთ დ----- მ---------–ისთვის იარაღი მიშვერილი. ზემოაღნიშნული წინააღმდეგობაშია მის ჩვენებასთან, სადაც ამბობს, რომ მისი ყურადღება მიიქცია გასროლის ხმამ და შემდეგ გაიხედა მათკენ, შემდეგ კითხვებზე კი პასუხობს, რომ დაინახა იარაღის მიშვერის და სროლის მომენტი. მოწმე ასევე განსხვავებულად აღწერს იარაღიდან ცეცხლის გამოსვლას. მან თავიდან განმარტა, რომ ცეცხლი წამოვიდა იმ საგნიდან, რომელიც გ------- ჯ-----–---–ს ეჭირა ხელში, შემდეგ განმარტა, რომ ვერ დაადასტურებს რა ტრაექტორიიდან წამოვიდა ცეცხლი. ბოლოს აღნიშნა, რომ ალბათ გ------- ჯ-----–---–ის ხელში საგნის დანახვიდან ეგრევე გამოვიდა ცეცხლი, დაინახა ნაპერწკლები და დ----- მ---------–ის დაცემა, რის შემდეგაც გაიქცა და დატოვა იქაურობა. მოწმემ საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალთან დაკავშირებით სამჯერ შეცვალა ჩვენება;

▪ ი---- მ---------–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება წინააღმდეგობაშია 1999 წლის 2 მარტის და 2015 წლის 15 აპრილის დაკითხვის ოქმებთან. ი---- მ---------–ი გამოძიებაში მიცემულ ორივე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ვერ შეძლო გარაჟების მხრიდან გამოსული პირების დანახვა. სასამართლოში ჩვენების მიცემისას ჯერ დაადასტურა აღნიშნული გარემოება, შემდეგ განმარტა, რომ საერთოდ არ დაკვირვებია უცხო პირებს. მანვე, გამოძიებაში განმარტა, რომ იყო სავსე მთვარე და ნათელი ღამე. სასამართლოში კი აღნიშნა, რომ ანათებდა ბინებიდან გამოსული შუქი. მოწმე ი---- მ---------–მა განმარტა, რომ მას დ----- მ---------–თან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, შესაბამისად იგი იყო დაინტერესებული პირი მიეცა გ------- ჯ-----–---–ის მამხილებელი ჩვენება;

▪ არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოსდა დ----- მ---------–ს კონფლიქტური ურთიერთობა, რაც გადაიზარდა სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში, ჰქონდა მხოლოდ გ------- ჯ-----–---–თან, ისეთი მტრები კი, ვისაც მისი სიკვდილი სურდა, არ ჰყავდა. სასამართლომ არ განმარტა, რატომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ გ------- ჯ-----–---–მა შური იძია იმ დროს, როდესაც დ----- მ---------–ს გაუტეხა თავი. მას ჰქონდა საშუალება დ----- მ---------–ისთვის კიდევ მიეყენებინა დაზიანებები, თუმცა ეს არ გააკეთა. ამ ინციდენტიდან მკვლელობამდე კი, მათ შორის არ მომხდარა ისეთი რამ, რაც გ------- ჯ-----–---–ს დ----- მ---------–ის მოკვლის განზრახვას გაუჩენდა. გარდა ამისა, ა------ გ-–------ეს, რომელმაც რეალურად ჩაიდინა დ----- მ---------–ის განზრახ მკვლელობა, არ უთქვამს, რომ მან დ----- მ---------–თან მტრობის გამო განახორციელა მკვლელობა. მოწმემ განმარტა, რომ დ----- მ---------–ს გ------- ჯ-----–---–თან კონფლიქტის და დაძაბული საუბრის დროს ესროლა;

▪ ი---- მ---------–ის ჩვენება წინააღმდეგობაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, ექსპერტიზის დასკვნასთან და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან. კერძოდ, მოწმე პ----- პ-----–---–მა განმარტა, რომ სროლის შემდეგ მან, ი---- მ---------–მა და კ---- ე-----–--ემ მიირბინეს შემთხვევის ადგილზე და დახედეს გარდაცვლილს. ი---- მ---------–მა კი განმარტა, რომ გასროლისთანავე გაიქცა. მოწმე პ----- პ-----–---–მა ასევე აღნიშნა, რომ მკვლელობის შემდეგ უბანში აქტიურად განიხილავდნენ მომხდარს. მან ინფორმაცია მომხდარის შესახებ გაიგო უშუალოდ ი---- მ---------–ისგან, რა დროსაც იქ იმყოფებოდნენ მეზობლებიც. მოწმე ი---- მ---------–მა კი სასამართლოს მისცა საწინააღმდეგო ჩვენება და აღნიშნა, რომ მკვლელობის შემდეგ პ----- პ-----–---–ის გარდა არავისთვის უთქვამს ნანახის შესახებ. პ----- პ-----–---–ის ჩვენებით, შემთხვევის დროს მასთან ერთად იდგნენ ი---- მ---------–ი და კ---- ე-----–--ე და საუბრობდნენ. მოწმე ი---- მ---------–ი უარყოფს აღნიშნულს და ამბობს რომ იგი იდგა მოშორებით. ასევე წინააღმდეგობაა ჟიგულის მარკის ავტომანქანის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ი---- მ---------–ის მიერ ნახსენები ორი უცხო პიროვნება, რომლებიც გამოვიდნენ გარაჟების მხრიდან და გვერდით დაუდგნენ მანქანიდან გადმოსულ უცხო პირს, არ დაუნახავთ შემთხვევის ადგილზე მყოფ არცერთ პირს. ი---- მ---------–მა აღნიშნა, რომ სროლამდე დ----- მ---------–ი და გ------- ჯ-----–---–ი შეტოკდნენ, თუმცა მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, რაც წინააღმდეგობაშია მოწმე კ---- ე-----–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასთან. ი---- მ---------–ს და კ---- ე-----–--ეს ჰქონდათ ერთი და იგივე მხედველობის არეალი, ამიტომ მათი ჩვენებები შინაარსობრივად არ უნდა იყოს წინააღმდეგობაში ერთმანეთთან;

▪ ი---- მ---------–ის ჩვენებით, გ------- ჯ-----–---–ს იარაღი ეჭირა ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, აღნიშნული წინააღმდეგობაშია ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმად „ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან, თითქმის ჰორიზონტალურად“. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გ------- ჯ-----–---–ი იყო დ----- მ---------–ზე დაბალი და თუ მას იარაღი ეჭირებოდა ისე, როგორც მოწმე უთითებს, ჭრილობის არხი უნდა ყოფილიყო ქვემოდან ზემოთ მიმართულებით და არა ჰორიზონტალურად;

▪ ი---- მ---------–მა სასამართლო სხდომაზე მისივე ხელით გაკეთებულ ნახაზზე აღნიშნა დ----- მ---------–ის, გ------- ჯ-----–---–ის და სხვა უცხო პირთა ადგილმდებარეობა, რომლის თანახმად, გ------- ჯ-----–---–ი იდგა დ----- მ---------–ის წინ მარცხენა მხარეს. ასეთ შემთხვევაში, გ------- ჯ-----–---–ის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად დ----- მ---------–ი უნდა დაცემულიყო გულაღმა თავით N-- კორპუსის მხარეს, ფეხები კი უნდა ჰქონოდა N------------ის მიმართულებით. აღნიშნული წინააღმდეგობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, რომლითაც ირკვევა, რომ გარდაცვლილი იყო გულაღმა მდგომარეობაში და ქვედა კიდურები მიმართული ჰქონდა N-- კორპუსისკენ;

▪ პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოწმის ჩვენებებში წინააღმდეგობები შესაძლოა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ჩვენების მიცემისას მოწმე იყო ხან აქტიურ, ხან კი - პასიურ მდგომარეობაში. სასამართლოს განმარტება წინააღმდეგობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტთან;

▪ ი---- მ---------–მა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ არასაკმარისი განათების გამო ვერ შეძლო უცნობი სამი პირის სახეების გარჩევა. აღნიშნული ბადებს ეჭვს, როგორ შეძლო მოწმემ მხოლოდ გ------- ჯ-----–---–ის სახის დანახვა. ასევე დამაჯერებლობასაა მოკლებული, რომ მოწმემ კორპუსებიდან წამოსული სინათლის შუქზე შეძლო გ------- ჯ-----–---–ის სახის დანახვა, რადგან გ------- ჯ-----–---–ი N------------ისკენ იდგა ზურგით;

▪ კ---- ე-----–--ემ აღნიშნა, რომ იმ ტერიტორიაზე იყო ხეები, რაც ნაწილობრივ უფარავდა მხედველობის არეს, ამასთან, გ------- ჯ-----–---–ის დანახვაში ხელს უშლიდა დ----- მ---------–ის აღნაგობაც. აპელანტის განმარტებით, კ---- ე-----–--ეს და ი---- მ---------–ს ჰქონდათ ერთი და იგივე მხედველობის არეალი, შესაბამისად, მოწმის მიერ მითითებულ გარემოებებს ხელი უნდა შეეშალა ი---- მ---------–სთვისაც, თუმცა ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ გ------- ჯ-----–---–ს ხეები და დ----- მ---------–ი არ ეფარებოდნენ;

▪ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები არ შეაფასა სირღმისეულად, რაც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და მოწმე ა------ გ-–------ის ჩვენებას. ა------ გ-–------ემ და მსჯავრდებულმა გ------- ჯ-----–---–მა აღნიშნეს, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნისას დ----- მ---------–მა მარჯვენა ხელი წაიღო საქამრისკენ მარცხნივ, მანამდე კი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ------- ჯ-----–---–ს. შესაბამისად აღნიშნული პირობის არსებობა საკმარისია იმ ადამიანის შესაჩერებლად, რომელიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრება პირს და ცდილობს იარაღის ამოღებას. გარდა ამისა, ა------ გ-–------ემ იცოდა, რომ დილით, მტკვრის სანაპიროზე, დ----- მ---------–მა რამდენჯერმე გაისროლა გ------- ჯ-----–---–ის ფეხების მიმართულებით. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ ალოგიკურად მიიჩნია ა------ გ-–------ის მიერ დ----- მ---------–ის მიმართულებით იარაღიდან გასროლა;

▪ ა------ გ-–------ე არის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი, ამიტომ მისთვის არ იყო რთული დ----- მ---------–ის მიმართ გასროლის გახორციელება იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი იმუქრებოდა და აგრესიას ავლენდა დეიდაშვილის - გ------- ჯ-----–---–ის მიმართ;

▪ მოწმე ა------ გ-–------ემ განმარტა, რომ ი---- მ---------–ს, პ----- პ-----–---–ს და კ---- ე-----–--ეს არ იცნობდა. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა, რომ ხსენებულ პირთაგან რომელიმე იცნობდა ა------ გ-–------ეს. შესაბამისად არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ იქ ყოფნის შემთხვევაში ა------ გ-–------ე უნდა ეცნოთ უბანში მყოფ ბიჭებს;

▪ სასამართლო შეგნებულად ამახინჯებს, ცვლის ფაქტებს და აკეთებს არასწორ დასკვნებს. მოწმე ა------ გ-–------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დილით, სახლიდან გასვლის წინ მას გადაწყვეტილი ჰქონდა სოფელში ავადმყოფი დეიდის - გ------- ჯ-----–---–ის დედის მოსანახულებლად წასვლა. ამიტომ სახლიდან წაიღო იარაღი, რათა დაეტოვებინა სოფელში. იგი გ------- ჯ-----–---–ის სანახავად წავიდა ამ უკანასკნელის უბანში, რათა ისინი ერთად წასულიყვნენ სოფელში;

▪ გ------- ჯ-----–---–ის და ა------ გ-–------ის ჩვენებები თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

▪ ა------ გ-–------ემ განმარტა, რომ დაყვირებისთანავე დ----- მ---------–მა გაიხედა მისკენ, რა დროსაც მან ამოიღო იარაღი და ისროლა აწ გარდაცვლილის მიმართულებით. მან იარაღი წაიღო ზევით და ისე გაისროლა და არა ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. შესაბამისად, ა------ გ-–------ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია ექსპერტიზის დასკვნასთან. გ------- ჯ-----–---–ის განმარტებით კი სროლის ხმის გაგებისთანავე თავთან იგრძნო წნევა და იფიქრა, რომ ტყვია მოხვდა მას, ამიტომ ხელი აიფარა. აღნიშნული ადასტურებს, რომ გასროლის შემდეგ ტყვია წავიდა არა ქვემოდან ზემოთ, არამედ ჰორიზონტალურად, როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული;

▪ დათვალიერების ოქმით დადგენილ იქნა, რომ დ----- მ---------–ს თან ჰქონდა სროლისთვის ვარგისი იარაღი, რომელიც მოთავსებული იყო საქამრის მარცხენა მხარეს, რაც სრულ შესაბამისობაშია ა------ გ-–------ის და გ------- ჯ-----–---–ის ჩვენებებთან;

▪ ა------ გ-–------ე წლების განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში და წავიდა უკან, რის შემდეგაც დააკავეს და დაადეპორტეს საქართველოში. მას აქვს კრიმინალური წარსული. გ------- ჯ-----–---–ი კი არ არის ნასამართლევი, არის დასაქმებული და თავისი შრომით არჩენს ოჯახს. ა------ გ-–------ის წარსულიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ მას თან ჰქონოდა იარაღი, გამოეყენებინა და გადაემალა იგი;

▪ საქართველოს უზენაესი სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის N227აპ-16 გადაწყვეტილებაში განმარტა: სახელმწიფო ბრალდების პოზიციაში ბუნდოვანია საკითხი – როდის წარმოეშვა ლ. მ-ს მკვლელობის განზრახვა: თ. რ-თან ურთიერთშელაპარაკებისას, მანამდე თუ ამის შემდეგ, მაშინ, როდესაც მის მიერ ჩადენილი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ეს გარემოება იძენს ერთ-ერთ განმსაზღვრელ მნიშვნელობას. თუკი ლ. მ-ს მკვლელობის განზრახვა თავიდანვე (ურთიერთშელაპარაკებისას ან მანამდე) გააჩნდა, მაშინ რა უშლიდა ხელს, რომ დანიანი მუშტის მაგივრად (საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დანა მჭრელი პირის მხრიდან ჩაარტყა ლ. მ-მა დაზარალებულს. დაზიანების მორფოლოგიური სურათიდან და დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, ასევე დანის ფორმისა და ზომის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დანა ტარის მხრიდან არის ჩარტყმული) დანა მჭრელი პირის მხრიდან ჩაერტყა, რათა მყისიერად აღესრულებინა დასახული მკვლელობის მიზანი“;

▪ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის 12 ნოემბრის N384აპ გადაწყვეტილებაში განმარტა: „საკასაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას, როდესაც არ არსებობს სხვა სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მიუთითებს ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ დანაშაულის ჩადენაზე. მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ მოწმე ნ.ჩ-ი მიუთითებს თავის ჩვენებაში დ.ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რაც საკმარისი არ არის, ვინაიდან ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე მსჯავრდება ფაქტობრივად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას“;

▪ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ა. ბ-ს სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული დანაშაული მოხდა 2005 წელს, ხოლო მთავარმა მოწმემ 2016 წელს მიცემული ჩვენებით ამხილა ბრალდებული დანაშაულის ჩადენაში. აღსანიშნავია, რომ მოწმე იმყოფებოდა საქართველოში და ნებისმიერ დროს შეეძლო ჩვენების მიცემა. პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან არ არსებობს ხანდაზმულობის ვადა, ამ საფუძვლით მოწმის ჩვენებაში ეჭვის შეტანა არ იქნებოდა სწორი. ა------ გ-–------ის მიერ დანაშაულის გვიან აღიარება, არ შეიძლება მოწმის ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, ვინაიდან მას ვერავინ აიძულებდა აღიარებითი ჩვენებით გამოცხადებას, მას თავად უნდა მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება. გ------- ჯ-----–---–ს უწყება ჩაბარდა 2016 წლის 29 დეკემბერს. იმ დროს კი, როდესაც დააკავეს გ------- ჯ-----–---–ი, დაკავებული იყო ა------ გ-–------ეც, ამიტომ იგი ვერ შეძლებდა მანამდე გამოცხადებას. გარდა ამისა, ა------ გ-–------ე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გარკვეული პერიოდი მკურნალობდა და ჩართული იყო სპეციალურ პროგრამაში, მას საზღვრის კვეთის დროს აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალებები;

▪ გ------- ჯ-----–---–მა აღნიშნა, რომ მან სროლის შემდეგ იარაღით ხელში დაინახა ა------ გ-–------ე, რომელიც გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. მისი ჩვენება თანხვედრაშია ა------ გ-–------ის ჩვენებასთან და საქმეში განთავსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ა------ გ-–------ემ განმარტა, რომ გასროლის დროს ახლოს იდგა დ----- მ---------–თან. შესაბამისად, მისი ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ექსპერტიზის დასკვნასთანაც;

▪ ადამიანის განზრახ მკვლელობა არის მძიმე დანაშაული და წარმოუდგენელია იგი აღიაროს პირმა, რომელსაც ის არ ჩაუდენია. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ უდანაშაულო ადამიანის გამართლების და საქმეზე სწორი განაჩენის გამოტანის მიზნით, მოწმედ წარმოადგინა მკვლელობის ჩამდენი პირი;

▪ გ------- ჯ-----–---–მა შემთხვევის ადგილზევე იცოდა, რომ დ----- მ---------–ის მკვლელობა ჩაიდინა ა------ გ-–------ემ. მას აღნიშნული ორი წლის შემდეგ არ შეუტყვია, როგორც ამას დაზარალებულის უფლებამონაცვლე განმარტავს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის პოზიცია - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტთა მიერ მითითებული გარემოებები მოკლებულია რეალობას, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. დაცვის მხარის ვერსია, მიმართულია გ------- ჯ-----–---–ისთვის პასუხისმგებლობის არიდებისკენ, რათა შემდეგ დაუსჯელი დარჩეს ა------ გ-–------ეც. ამასთან, ა------ გ-–------ის მიმართ აღიარებითი ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, გ------- ჯ-----–---–ს ბრალი დაედო:

- განზრახ მკვლელობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლში მითითებულ დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე;

- ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- ჯ----–ის ძე ჯ-----–---–ი ნათესაურ ურთიერთობაში იმყოფებოდა დ----- ვ--–------ის ძე მ---------–თან. კერძოდ, 19 წლიდან გ------- ჯ-----–---–ი იყო დ----- მ---------–ის მეჯვარე, შემდგომში კი ბავშვის ნათლიაც. 1997 წელს მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, ვინაიდან დ----- მ---------–მა მიიჩნია, რომ გ------- ჯ-----–---–ი მას არასწორად მოექცა. კერძოდ, არ გადაუხადა საერთო საკუთრებაში არსებული სამარშრუტო ხაზის გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილი. აღნიშნულის ნიადაგზე ბოლო წლების განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა გაუარესდა.

 

1999 წლის 27 თებერვალს, გ------ გ---------მა დ----- მ---------–ს შესჩივლა, რომ გ------- ჯ-----–---–ი მას არ უბრუნებდა ვალს, რომელიც ერთი წლით ადრე, გერმანიაში წასვლასთან დაკავშირებით, მისი წარმოდგენით გ------- ჯ-----–---–ს წარმოეშვა. დ----- მ---------–ი გამოექომაგა გ------ გ---------ს. ამ საკითხზე ურთიერთობის გარკვევის მიზნით მოძებნეს გ------- ჯ-----–---–ი ქ.თბილისში, ბ------- ხ---–--–--- 4-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. გ------- ჯ-----–---–მა კატეგორიული უარი განაცხადა ვალის დაბრუნებაზე. განაცხადა, რომ გ------ გ---------ის ვალი ჰქონდა არა მას, არამედ სავიზო ფირმის წარმომადგენელს - გ----------–ს. აღნიშნულის ნიადაგზე, ერთი მხრივ, გ------- ჯ-----–---–ი და მეორე მხრივ, დ----- მ---------–ი შეკამათდნენ, რა დროსაც დ----- მ---------–მა უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა გ------- ჯ-----–---–ს. კამათი გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ერთმანეთი ცემეს. აღნიშნული განმეორდა 1999 წლის 01 მარტსაც. ამჯერად მდინარე მტკვრის სანაპიროზე, სადაც გ------- ჯ-----–---–მა და დ----- მ---------–მა კვლავ ცემეს ერთმანეთი. ჩხუბის დროს გ------- ჯ-----–---–ის დაშინების მიზნით დ----- მ---------–მა თანნაქონი პისტოლეტიდან მრავალჯერადი გასროლა აწარმოა გ------- ჯ-----–---–ის ფეხების წინ. პასუხად გ------- ჯ-----–---–მა მას გადაარტყა თავში რკინის ჯოხი, რითაც თავის არეში მიაყენა დაზიანება. შემსწრე პირების მეშვეობით მოჩხუბრები გაშველდნენ.

 

იმავე დღეს, 1999 წლის 01 მარტს, დაახლოებით 20:35 საათზე, დ----- მ---------–ი იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, ქ.თბილისი, ბ------- ხ---–--–--- 4---------------ის ეზოში და ქეიფობდა მეზობლებთან ერთად, რა დროსაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი - არაყი. დაახლოებით 21:45 საათზე მათთან მივიდა გ------- ჯ-----–---–ი, რომელმაც დ----- მ---------–ი გაიხმო გვერდზე, მ---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. გ------- ჯ-----–---–მა, ყოველივე ზემოაღნიშნულით განაწყენებულმა, ჩხუბის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი, გამოძიებით დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღიდან აწარმოა გასროლა დ----- მ---------–ის მიმართულებით, რა დროსაც მიაყენა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი და სახიფათო დაზიანება. დ----- მ---------–ი ადგილზე გარდაიცვალა. გ------- ჯ-----–---–ი კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ჯ-----–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (სისხლის სამართლის კოდექსის 2000 წლის 01 ივნისის რედაქცია).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1960 წლის და 2000 წლის 01 ივნისის რედაქციები განზრახი მკვლელობის ჩადენისთვის ითვალისწინებს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 2000 წლის 01 ივნისის რედაქციით შემცირებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარებისთვის გათვალისწინებული სანქციის მინიმალური ზღვარი, გ------- ჯ-----–---–ის ქმედებები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობაში მოიყვანა 2000 წლის 01 ივნისის რედაქციასთან - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლთან და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილთან. შესაბამისად, გ------- ჯ-----–---–ის ქმედებები დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია). პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ასევე განმარტა, რომ მიუხედავად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) ექსტრადირებისა, მოცემულ შემთხვევაში კვალიფიკაციის შეცვლა არ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ვინაიდან სასამართლოს არ შეუცვლია ბრალის ფორმულირება და კვალიფიკაცია შესაბამისობაში მოიყვანა მხოლოდ ახალ რედაქციასთან. საგულისხმოა, რომ კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში განაჩენი არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, პალატა აღნიშნულ საკითხზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, გ------- ჯ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან.

 

საბოლოოდ, გ------- ჯ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

გ------- ჯ-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება გაუქმდა და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის მისი ფაქტობრივი გადმოცემის მომენტიდან - 2018 წლის 23 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 06 ნოემბრიდან 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ-----–---- მ---------–მა განმარტა, რომ დ----- მ---------–ი იყო მისი მამა. 1999 წლის 01 მარტს, მკვლელობის დროს, იყო შვიდი წლის. როგორც მისთვის დედისგან არის ცნობილი, დ----- მ---------–ს და გ------- ჯ-----–---–ს საერთო სამარშრუტო ხაზთან დაკავშირებით ჰქონდათ უთანხმოება. აღნიშნული ხაზი გაყიდა გ------- ჯ-----–---–მა, თუმცა დ----- მ---------–ს არ მისცა კუთვნილი წილი. 1999 წლის 27 თებერვალს, გ------- ჯ-----–---–მა მდინარე მტკვართან, რკინის ჯოხით გაუტეხა თავი დ----- მ---------–ს. ამის მიზეზი იყო გ------ გ---------ისთვის მისაცემი თანხა, რომელსაც არ აბრუნებდა გ------- ჯ-----–---–ი. აღნიშნული შეიტყო გ------- ჯ-----–---–ის და დ----- მ---------–ის საერთო მეგობრებისგან, ო--------------–--ისგან და გ------ ჩ-----სგან. თუმცა, მხოლოდ ეს იყო თუ არა მათი უთანხმოების მიზეზი, არ იცის. როგორც მისთვის კ---- ე-----–--ისგან არის ცნობილი, 1999 წლის 01 მარტს, მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდნენ დ----- მ---------–ი, კ---- ე-----–--ე, დ----- ჭ---------ე, ი---- მ---------–ი და პ----- პ-----–---–ი. მათთან მივიდა გ------- ჯ-----–---–ი, რომელმაც დ----- მ---------–ი გაიყვანა გარაჟების მხარეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა უცხო პირიც, რომელიც გაჰყვა გ------- ჯ-----–---–ს და დ----- მ---------–ს. ოჯახის წევრებმა მათი საცხოვრებელი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სამანქანე გზაზე ნახეს გარდაცვლილი დ----- მ---------–ი, რომელსაც თვალის არეში ჰქონდა მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა. ოჯახის წევრებისგან იცის, რომ აღნიშნული მკვლელობა ჩაიდინა მისმა ნათლიამ - გ------- ჯ-----–---–მა.

 

მოწმე ა----- მ---------–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დ----- მ---------–ი იყო მისი შვილი, რომელიც გარდაცვალებამდე გარკვეული ხნით ადრე მუშაობდა სამთავრობო დაცვაში. დ----- მ---------–ის მეჯვარე და მისი შვილის - ნ-----–---- მ---------–ის ნათლია იყო გ------- ჯ-----–---–ი. 1999 წლის 01 მარტს, საღამოს საათებში გაიგო იარაღიდან გასროლის და მანქანის სწრაფად წასვლის ხმა. აღნიშნულიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, მათთან მივიდა მეზობელი და უთხრა, რომ ეზოში ესროლეს დ----- მ---------–ს. იგი ჩავიდა ეზოში და N------------ის წინ ნახა მისი შვილი, რომლის თავთან იდგა სისხლის გუბე. მას ესმოდა სიტყვები „მეჯვარე“, თუმცა იმ მომენტში არ უფიქრია, რომ ეს გ------- ჯ-----–---–ის გაკეთებული იყო. პანაშვიდის დღეებში, ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ მისი შვილის მკვლელი გ------- ჯ-----–---–ი იყო. გასვენების შემდეგ, მას რძალმა - ნ-------------ემ უთხრა, რომ დ----- მ---------–ს და გ------- ჯ-----–---–ს კონფლიქტი ჰქონდათ საერთო სამარშრუტო ხაზთან დაკავშირებით, რომლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მიითვისა გ------- ჯ-----–---–მა და დ----- მ---------–ს არ აძლევდა მის წილს. ასევე უთხრა, რომ მათ უთანხმოება ჰქონდათ ვიზების გამოც. აღნიშნულის გამო, 1999 წლის 27 თებერვალს, N---ე სკოლის ეზოში უჩხუბიათ გ------- ჯ-----–---–ს და დ----- მ---------–ს. ეს ჩხუბი გაგრძელებულა 1999 წლის 1 მარტს, მტკვრის სანაპიროზე, რა დროსაც გ------- ჯ-----–---–ს რკინის ჯოხი ჩაურტყამს დ----- მ---------–ისთვის. ორივე ჩხუბის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ო--------------–--ე, ჯ--–--- კ--–--ე და გ------ ჩ-----. სწორედ ამ უკანასკნელისგან შეიტყო მომხდარი ჩხუბების შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ იგი დ----- მ---------–ის მკვლელობიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ შეხვდა გ------ ჩ-----ს, რომელმაც უთხრა, რომ სროლის მომენტში იგი დ----- ჭ---------ესთან ერთად ცალკე იყო გასული და საუბრობდა დ----- მ---------–ის და გ------- ჯ-----–---–ის შერიგების საკითხზე, ამიტომ მას სროლის მომენტი არ დაუნახავს.

 

მოწმე ი---- მ---------–ის ჩვენებით, დ----- მ---------–ი და გ------- ჯ-----–---–ი იყვნენ მისი მეზობლები, რომლებთანაც ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. 1999 წლის 01 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, იგი იმყოფებოდა ეზოში, სადაც დგას ოთხი - N-------------------- ცხრა სართულიანი კორპუსი. კორპუსებს შორის იყო ამაღლებული სათამაშო მოედანი, სადაც პ----- პ-----–---–ი, კ---- ე-----–--ე, დ----- მ---------–ი და დ----- ჭ---------ე სვამდნენ არაყს. ცოტა ხანში მათთან მივიდა გ------ ჩ-----. მალევე, იმავე მხრიდან, მივიდა გ------- ჯ-----–---–ი, რომელმაც N------------ის მხარეს მდებარე გარაჟებისკენ გაიყვანა დ----- მ---------–ი. იგი ხედავდა, რომ მისკენ ზურგით იდგა დ----- მ---------–ი, მის წინ, ოდნავ მარცხნივ კი, იდგა გ------- ჯ-----–---–ი. მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით ერთი მეტრი. მოწმის განმარტებით, იყო ნათელი ღამე და კარგი ხილვადობა. გარდა ამისა 21:30 საათისთვის მოვიდა შუქიც. N-- კორპუსის მხრიდან ეზოში შევიდა ღია ფერის ჟიგულის მარკის ავტომანქანა და გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდა საშუალო აღნაგობის უცხო მამაკაცი, რომელიც წავიდა გ------- ჯ-----–---–ის და დ----- მ---------–ის მიმართულებით. აღნიშნულმა მამაკაცმა, რომელსაც ჰქონდა წვერი, ჩაუარა გვერდით. მალევე, გარაჟების მხრიდან გამოვიდა ორი მამაკაცი, რომლებიც ასევე მივიდნენ და დადგნენ გ------- ჯ-----–---–ის და წვერებიანი, უცხო მამაკაცის გვერდით. აღნიშნულ პირებს შორის ყველაზე მაღალი იყო დ----- მ---------–ი. მას ესმოდა ხმამაღალი საუბარი, თუმცა მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მან ასევე დაინახა, რომ გ------- ჯ-----–---–ს ხელში ეჭირა რაღაც საგანი, რომელიც მიმართული იყო ქვემოდან ზევით, დ----- მ---------–ის სახისკენ. ასევე დაინახა, რომ ამ საგნიდან გამოიფრქვა ცეცხლი და დ----- მ---------–ი დაეცა ძირს. მას არ დაუნახავს, როგორ ამოიღო გ------- ჯ-----–---–მა იარაღი, ამიტომ არ ახსოვს, რომელ ხელში ეჭირა. იგი სხვა პირებს არ დაკვირვებია და მათ ხელში არაფერი დაუნახავს. მოწმის განმარტებით, იგი შემთხვევის ადგილზე არ მისულა, შეშინებული გაიქცა N-- კორპუსისკენ. კ---- ე-----–--ე და პ----- პ-----–---–ი საით გაიქცნენ მისთვის ცნობილი არ არის. მან გ------- ჯ-----–---–ის მიერ დ----- მ---------–ის მიმართულებით გასროლის შესახებ უამბო პ----- პ-----–---–ს.

 

ჩვენების მიცემისას, მოწმე პ----- პ-----–---–მა განმარტა, რომ დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. დ----- მ---------–ი და გ------- ჯ-----–---–ი იყვნენ მისი მეგობრები. მათი საცხოვრებელი კორპუსები განლაგებულია კვადრატის ფორმაზე. კორპუსებს შორის არის დიდი ეზო, სადაც მოწყობილი იყო ბავშვთა გასართობი სკვერი. თავად ცხოვრობდა N------------ში, მისგან მარცხნივ იყო N------------ი, მარჯვნივ N-- კორპუსი, ხოლო წინ N-- კორპუსი. 1999 წლის 01 მარტს, სტუმრად იმყოფებოდა ნათესავებთან და სახლში დაბრუნდა ნასვამი, თუმცა სახლში არ ავიდა და დარჩა ეზოში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ დ----- მ---------–ი, დ----- ჭ---------ე, კ---- ე-----–--ე და ი---- მ---------–ი. ბიჭებს ჰქონდათ ალკოჰოლური სასმელი, მაგრამ ი---- მ---------–ი და კ---- ე-----–--ე არ სვამდნენ. ცოტა ხანში გავიდა დ----- ჭ---------ე, რომელიც, როგორც შემდეგ შეიტყო, გაუყვანია გ------ ჩ-----ს. ასევე გავიდა დ----- მ---------–ი. იგი ეზოში დარჩა ი---- მ---------–თან და კ---- ე-----–--ესთან ერთად. მალევე გაიგეს გასროლის ხმა. გაიქცნენ გარაჟების მიმართულებით და ნახეს, რომ დ----- მ---------–ი იყო გარდაცვლილი. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მოხდა 21:00-22:00 საათის შუალედში. ამ დროს დენი არ იყო და შემთხვევის ადგილს ვერ ხედავდა. კ---- ე-----–--ე და ი---- მ---------–ი იდგნენ მისგან მარჯვნივ, დაახლოებით ორ მეტრში და დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილიდან უყურებდნენ შემთხვევის ადგილს. შემთხვევიდან ორი-სამი დღის შემდეგ, როდესაც უკვე მიცემული ჰქონდა ჩვენება, შეხვდა ი---- მ---------–ს და კ---- ე-----–--ეს, რომლებმაც უთხრეს, რომ დაინახეს გ------- ჯ-----–---–ის მიერ დ----- მ---------–ის გაყვანის ფაქტი. ასევე დაინახეს, რომ გ------- ჯ-----–---–ს ხელში ეჭირა იარაღი და იყო ცეცხლის დიდი ალი, რის შესახებაც მიუთითეს ჩვენებებში. იგი კიდევ ბევრჯერ ესაუბრა ი---- მ---------–ს და კ---- ე-----–--ეს, რომლებიც ყოველი საუბრისას ადასტურებდნენ, რომ დაინახეს გ------- ჯ-----–---–ის მიერ დ----- მ---------–ის მიმართულებით გასროლის ფაქტი. იგი გამომძიებელმა მეორედ დაკითხა 2015 წელს, თუმცა მას კ---- ე-----–--ის და ი---- მ---------–ის მიერ მისთვის ნაამბობი გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რადგან მისთვის ამასთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვამთ. მან გ------ ჩ-----სგან გაიგო გ------- ჯ-----–---–სა და დ----- მ---------–ს შორის სამარშრუტო ხაზთან და ვიზებთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის შესახებ, თუმცა გამოძიების მიერ მეორედ დაკითხვისას დააფიქსირა, რომ მათ შორის არსებული კონფლიქტის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო.

 

მოწმე კ---- ე-----–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დ----- მ---------–ი და გ------- ჯ-----–---–ი იყვნენ მისი მეზობლები და მეგობრები. 1999 წლის 01 მარტს, დაახლოებით 21:00 საათის შემდეგ დ----- მ---------–თან, პ----- პ-----–---–თან, ი---- მ---------–თან, დ----- ჭ---------ესთან და სხვებთან ერთად იმყოფებოდა უბანში. ცოტა ხანში მათთან მივიდა გ------- ჯ-----–---–ი, რომელმაც დ----- მ---------–ი გაიყვანა სასაუბროდ. ეს უკანასკნელი მალევე დაბრუნდა უკან, შემდეგ კი წავიდა სიგარეტის საყიდლად. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მათთან მივიდა გ------ ჩ-----, რომელმაც გაიყვანა დ----- ჭ---------ე. ამ დროს დ----- მ---------–ი დაბრუნებული იყო მაღაზიიდან. გარკვეული ხნის შემდეგ, ეზოში შევიდა ჟიგულის მარკის ავტომანქანა, რომელიც მათგან დაახლოებით 15 მეტრში გაჩერდა. ამ დროს მათთან კვლავ მივიდა გ------- ჯ-----–---–ი, რომელმაც დ----- მ---------–ი გაიყვანა გარაჟების მხარეს. დ----- მ---------–ი მისკენ იდგა ზურგით. გ------- ჯ-----–---–ს კი, თითქმის ვერ ხედავდა, რადგან მას ეფარებოდა დ----- მ---------–ი, რომელიც იყო დიდი აღნაგობის. მან ასევე დაინახა, რომ ავტომანქანიდან გადავიდა ერთი პირი, რომელმაც ჩქარი ნაბიჯით ჩაიარა მათთან ახლოს და წავიდა დ----- მ---------–ის და გ------- ჯ-----–---–ის მიმართულებით და მისვლისას დადგა დ----- მ---------–ის წინ. აღნიშნული პირი იყო გამხდარი, ეცვა ყავისფერი ე.წ. ,,კურტკა“ და ჰქონდა წვერი. მალევე გაიგო გასროლის ხმა, გაიხედა და დაინახა, რომ წაიქცა დ----- მ---------–ი. მას შეეშინდა და გაიქცა. გასროლიდან მალევე, ეზოდან სწრაფად გავიდა ავტომანქანაც. მოწმის განმარტებით, მას გ------- ჯ-----–---–ის ხელში იარაღი არ დაუნახავს, რადგან ეფარებოდა დ----- მ---------–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე კ--- თ------ემ განმარტა, რომ დ----- მ---------–ი და გ------- ჯ-----–---–ი იყვნენ მისი უბნელები. მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ომარ ს--------–--ესთან, დ------ პ-------–---–თან და გ------ ჩ-----სთან ერთად იმყოფებოდა სახლში. ამ დროს ეზოდან დაიძახა დ----- მ---------–მა, რომელსაც ახლდა გ------ გ---------ი და ჰკითხა გ------- ჯ-----–---–ის ადგილსამყოფელი, რაზეც უპასუხა, რომ გ------- ჯ-----–---–ი მასთან არ იმყოფებოდა. დ----- მ---------–ს გ------- ჯ-----–---–ის ნახვა სურდა გ------ გ---------ის ვალთან დაკავშირებით. ვინაიდან დ----- მ---------–ი იყო ნასვამი, მათ შორის კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, მათ ჯ--–--- კ--–--ის ავტომანქანით ზეემკაზე მიაკითხეს გ------- ჯ-----–---–ს, რათა ეს უკანასკნელი ისე მიეყვანათ სახლში, რომ მას და დ----- მ---------–ს ერთმანეთი არ ენახათ. ისინი ჯ--–--- კ--–--ის ავტომანქანით შევიდნენ თავიანთ ეზოში, რა დროსაც ტაქსით მივიდნენ დ----- მ---------–ი და გ------ გ---------ი. მათ ეზოდან გადაინაცვლეს N---ე სკოლასთან, სადაც დ----- მ---------–ი გ------- ჯ-----–---–ს თხოვდა გ------ გ---------ისთვის დაებრუნებინა ვიზის ფული. ამ დროს, დ----- მ---------–მა გ------- ჯ-----–---–ი ცემა რკინის მეტალით და გაუტეხა თავი. სკოლასთან ასევე იმყოფებოდნენ ო--------------–--ე, დ------ პ-------–---–ი და გ------ ჩ-----, თუმცა არ ახსოვს იქ იყო თუ არა ჯ--–--- კ--–--ე. 1999 წლის 01 მარტს, იგი მეგობართან ერთად საქეიფოდ იმყოფებოდა ავლაბარში. სახლში დაბრუნდა გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, რა დროსაც შეიტყო, რომ გ------- ჯ-----–---–ს მოუკლავს დ----- მ---------–ი. მისთვის არავის უთქვამს, რომ დაინახა გ------- ჯ-----–---–ის მიერ დ----- მ---------–ის მიმართ იარაღიდან გასროლის ფაქტი, თუმცა ჭორის დონეზე მთელი უბანი ამბობდა, რომ აღნიშნული ჩაიდინა გ------- ჯ-----–---–მა.

 

მოწმე ჯ--–--- კ--–--ის ჩვენებით, გ------- ჯ-----–---–ი და დ----- მ---------–ი იყვნენ მისი მეგობრები და ცხოვრობდნენ ერთ უბანში. გ------- ჯ-----–---–ი იყო დ----- მ---------–ის მეჯვარე და ბავშვის ნათლია. 1999 წლის 27 თებერვალს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან მივიდა კ--- თ------ე, რომელმაც თხოვა ავტომანქანით გ------- ჯ-----–---–ის მოძებნაში დახმარება, რადგან ვიზის თანხის დასაბრუნებლად მას ეძებდნენ დ----- მ---------–ი და გ------ გ---------ი. ამ დროს გ------- ჯ-----–---–ი იმყოფებოდა დასთან ზეემკაზე. ამიტომ ის, გ------ ჩ-----, დ------ პ-------–---–ი, კ--- თ------ე და ო--------------–--ე წავიდნენ და გ------- ჯ-----–---–ი წამოიყვანეს სახლში. სახლის ეზოში მისვლისას, დანარჩენები გადავიდნენ ავტომანქანიდან, თავად კი მანქანა გააჩერა ავტოფარეხში. სახლთან დაბრუნებულს ადგილზე არავინ დახვდა და ჩათვალა, რომ ყველა სახლში წავიდა, ამიტომ თავადაც ავიდა სახლში. მეორე დღეს მას გ------- ჯ-----–---–მა უთხრა, რომ მას დ----- მ---------–მა N---ე სკოლასთან ხელკეტით გაუტეხა თავი, ამიტომ სურდა მისი ნახვა. 1999 წლის 01 მარტს, დღის პირველ ნახევარში, იგი შეხვდა დ----- მ---------–ს, რომელმაც ასევე უთხრა, რომ სურდა გ------- ჯ-----–---–ის ნახვა. მან დ----- მ---------–ს თხოვა, რომ მის გარეშე არ შეხვედროდნენ ერთმანეთს. რამდენიმე ხანში გამოჩნდა გ------- ჯ-----–---–ი. მან ამის შესახებ აცნობა დ----- მ---------–ს, რის შემდეგაც კორპუსებისგან მოშორებით წავიდნენ სასაუბროდ, სადაც მის გარდა იმყოფებოდნენ ო--------------–--ე, დ------ პ-------–---–ი და გ------ ჩ-----. გ------- ჯ-----–---–მა დ----- მ---------–ს აჩვენა გატეხილი თავი და ჰკითხა რატომ გაუტეხა, რაზეც დ----- მ---------–მა უპასუხა, რომ საცემი იყო. მათ შორის კვლავ დაიწყო ჩხუბი. ამ დროს დ----- მ---------–მა ამოიღო იარაღი და ისროლა. მას ყველა იქ მყოფი მივარდა შესაჩერებლად, გ------- ჯ-----–---–ს კი, ყურადღებას აღარავინ აქცევდა. სწორედ ამ დროს, გ------- ჯ-----–---–მა აიღო რკინის ნაჭერი და დ----- მ---------–ს ჩაარტყა თავში, შემდეგ კი, გაიქცა. გ------- ჯ-----–---–ის გაქცევის შემდეგ ყველანი დაიშალნენ. მოწმის განმარტებით, დაღამებული იყო და იგი კვლავ იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც გაიგო გასროლის ხმა. წავიდა გასროლის ხმის მიმართულებით, სადაც შეკრებილი იყო უამრავი ადამიანი და შეიტყო, რომ დ----- მ---------–ი მოკლეს. სროლის დროს ეზოში იმყოფებოდა კ---- ე-----–--ე. მან იმ ღამესვე მისცა ჩვენება. პოლიციის განყოფილებაში უთხრეს, რომ ისროლა გ------- ჯ-----–---–მა. მომხდარის შემდეგ მან ეზოში მყოფ პირებს, მათ შორის კ---- ე-----–--ეს, ჰკითხა რა მოხდა, თუმცა ზოგი მათგანი დუმდა, ზოგი კი ამბობდა, რომ არაფერი დაუნახავთ. თუმცა მოცემულობად იქნა მიღებული, რომ დ----- მ---------–ი მოკლა გ------- ჯ-----–---–მა. აღნიშნული გამოწვეული იყო გ------- ჯ-----–---–ის მიერ ქვეყნის დატოვებით და მათ შორის კონფლიქტის არსებობით. მისთვის ცნობილია, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, დ----- მ---------–ს და გ------- ჯ-----–---–ს სამარშრუტო ხაზთან დაკავშირებით ჰქონდათ უთანხმოება. აღნიშნული ხაზი გაყიდა გ------- ჯ-----–---–მა, დ----- მ---------–ი კი, მას თხოვდა წილს ისე, რომ არ ეკუთვნოდა, თუმცა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გ------- ჯ-----–---–მა დ----- მ---------–ს მისცა თანხის ნახევარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე ო--------------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ გ------- ჯ-----–---–ი და დ----- მ---------–ი იყვნენ მისი უბნელები და მათთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. 1999 წლის თებერვალში, გ------ ჩ-----სთან და დ------ი პ-------–---–თან ერთად იმყოფებოდა კ--- თ------ის სახლში, სადაც მივიდა დ----- მ---------–ი გ------ გ---------თან ერთად და იკითხა გ------- ჯ-----–---–ი, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა დასთან ზეემკაზე. იმ მიზნით, რომ გ------- ჯ-----–---–ი და დ----- მ---------–ი არ შეხვედროდნენ ერთმანეთს, ბინაში მყოფმა პირებმა მიაკითხეს ჯ--–--- კ--–--ეს და თხოვეს მისი კუთვნილი ავტომანქანით გ------- ჯ-----–---–ის სახლში წამოყვანაში დახმარება. უბანში დაბრუნებისას, ყველანი გადავიდნენ ავტომანქანიდან, ჯ--–--- კ--–--ემ კი მანქანა წაიყვანა გასაჩერებლად. ამ დროს ტაქსით მივიდნენ დ----- მ---------–ი და გ------ გ---------ი და დაიწყეს ხმამაღალი საუბარი. აღნიშნულის გამო მათ გადაინაცვლეს სკოლის ეზოში. გ------ გ---------ი და დ----- მ---------–ი გ------- ჯ-----–---–ისგან ითხოვდნენ ფულს, რომელიც არ ეკუთვნოდათ. ჩხუბის დროს დ----- მ---------–მა აიღო რკინის ნაჭერი და თავში ჩაარტყა გ------- ჯ-----–---–ს. მათ გააშველეს ხსენებული პირები და დაიშალნენ. 1999 წლის 01 მარტს, შუადღის საათებში, მანამდე დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა გაგრძელება. იგი იმყოფებოდა კორპუსის წინ მდებარე ეზოში, რა დროსაც მივიდნენ ჯ--–--- კ--–--ე, დ------ი პ-------–---–ი და გ------ ჩ-----. შემდეგ მივიდა დ----- მ---------–ი, ბოლოს კი გ------- ჯ-----–---–ი. აღნიშნულ პირთა შერიგების მიზნით მათ ეზოდან გადაინაცვლეს მტკვართან, თუმცა შერიგების ნაცვლად დ----- მ---------–სა და გ------- ჯ-----–---–ს შორის კვლავ მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც დ----- მ---------–მა რამდენჯერმე გაისროლა გ------- ჯ-----–---–ის ფეხების მიმართულებით, რის გამოც გ------- ჯ-----–---–მა დ----- მ---------–ს თავში ჩაარტყა რკინის ნაჭერი. მოწმის განმარტებით, უშუალოდ მკვლელობის მომენტში იგი იმყოფებოდა სახლში. ეზოში ჩასვლისას ნახა, რომ ხალხი იყო გაურკვევლობაში, რადგან არ იცოდნენ ვინ ესროლა დ----- მ---------–ს. პოლიციელებისგან კი გაიგო, რომ მკვლელობა ჩაიდინა გ------- ჯ-----–---–მა. მან უბანში იკითხა მკვლელის ვინაობა, მაგრამ ზოგმა არ იცოდა ვინ ისროლა, ზოგმა კი უთხრა, რომ გ------- ჯ-----–---–ს არ უსვრია. მათ შორის არც გ------ ჩ-----მ იცოდა, ვინ ესროლა დ----- მ---------–ს. როგორც მისთვის არის ცნობილი, მკვლელობამდე გ------- ჯ-----–---–ს და დ----- მ---------–ს სამარშრუტო ხაზთან დაკავშირებით ჰქონდათ უთანხმოება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე გ------ გ---------ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, იგი 1989 წლიდან იცნობდა დ----- მ---------–ს, რომელიც ცხოვრობდა მის უბანში, ბ------- ხ---–--–--- ქუჩაზე. მისგან გაიცნო გ------- ჯ-----–---–ი, რომელიც იყო დ----- მ---------–ის ბავშვის ნათლია. 1997 წლის ბოლოს გ------- ჯ-----–---–თან, ო--------------–--ესთან და დ------ პ-------–---–თან ერთად გადაწყვიტა სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა. მათ ვიზებისთვის მიმართეს ერთ-ერთ კომპანიას, სადაც მუშაობდა ვინმე გ-----, რომელსაც გადაუხადეს 1000 ან 1200 დოლარი. ამ თანხიდან მისი წილი იყო 250 ან 300 დოლარი. 1998 წელს გაემგზავრნენ გერმანიაში, თუმცა ბულგარეთის საზღვარზე დაიწუნეს მათი ვიზები და ისინი გამოაბრუნეს უკან. ამის შემდეგ გ------- ჯ-----–---–მა, დ------ პ-------–---–მა და ო--------------–--ემ ვიზები გააკეთეს სხვა ფირმაში და ისევ წავიდნენ საზღვარგარეთ, თავად კი დარჩა საქართველოში. 1998 წლის ოქტომბერში, გ------- ჯ-----–---–ი ისევ ჩამოვიდა საქართველოში. იმავე წლის ნოემბერში გ------- ჯ-----–---–ი მასთან და დ----- მ---------–თან ერთად სვამდა უბანში. საუბრისას გ------- ჯ-----–---–მა უთხრა, რომ ბიჭებმა გ-----სგან ამოიღეს თანხა და მასაც ერგებოდა რაღაც წილი. 1999 წლის დასაწყისში დ----- მ---------–თან ერთად გადაწყვიტა სამუშაოდ გერმანიაში წასვლა, მაგრამ ფული არ ჰყოფნიდათ. მას დ----- მ---------–მა შეთავაზა მიემართა გ------- ჯ-----–---–ისთვის და დაეზუსტებინა ჰქონდა თუ არა მისთვის ფული მისაცემი. 1999 წლის 27 თებერვალს, მან და დ----- მ---------–მა დალიეს ალკოჰოლური სასმელი და გადაწყვიტეს, თანხასთან დაკავშირებით ენახათ გ------- ჯ-----–---–ი, თუმცა იგი უბანში ვერ იპოვეს. იმავე დღეს, დაახლოებით 19:30 საათზე, მივიდნენ ბ------- ხ---–--–--- ქუჩაზე მცხოვრებ კ--- თ------ესთან, მაგრამ იქ გ------- ჯ-----–---–ი ვერ ნახეს. დაახლოებით 21:00 საათზე, მათ კორპუსთან დაინახეს გ------- ჯ-----–---–ი, ო--------------–--ე და კ--- თ------ე, რა დროსაც დ----- მ---------–მა ფულთან დაკავშირებით წამოიწყო საუბარი. მას გ------- ჯ-----–---–მა შეთავაზა N---ე სკოლასთან გასვლა. ყველანი წავიდნენ აღნიშნულ სკოლასთან, სადაც დ----- მ---------–ის კითხვაზე გ------- ჯ-----–---–მა უპასუხა, რომ მას მისგან ფული არ ეკუთვნოდა. მათ აღნიშნულთან დაკავშირებთ დაიწყეს კამათი და გინება, თუმცა მოკვლის მუქარას ადგილი არ ჰქონია. კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც მათ ცემეს ერთმანეთი. 1999 წლის 01 მარტს, იგი მთელი დღე იმყოფებოდა სტუმრად ბიძასთან. სახლში დაბრუნდა იმავე წლის 2 მარტს, რა დროსაც შეიტყო, რომ დ----- მ---------–ს ესროლეს კორპუსთან. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც დ----- მ---------–ს ჰქონდა კონფლიქტი, იყო გ------- ჯ-----–---–ი. დ----- მ---------–ს მტრები არ ჰყავდა, რომ ჰყოლოდა, მათი მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე ამის შესახებ ეცოდინებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა მოწმე დ----- ჭ---------ის ჩვენება, რომლის თანხმად, 1999 წლის 01 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე იგი იმყოფებოდა ბ------- ხ---–--–--- ქუჩა N--, კორპუსებს შორის ეზოში მდებარე საბავშვო მოედანთან. ეზოში იყო დ----- მ---------–იც, ცოტა ხანში კი, მივიდნენ პ----- პ-----–---–ი და კ---- ე-----–--ე. ისინი საუბრობდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლასთან დაკავშირებით. ცოტა ხანში კ---- ე-----–--ე და დ----- მ---------–ი წავიდნენ სიგარეტზე. უკან დაბრუნებულებმა მიიტანეს ტკბილი არაყი და ქადა და დაიწყეს დალევა. დაახლოებით 22:30 საათისთვის, მათთან მივიდა N-- კორპუსში მცხოვრები ი---- მ---------–ი. შემდეგ კი - გ------ ჩ-----, რომელმაც უთხრა, რომ მასთან ჰქონდა საქმე. ისინი გავიდნენ N2ბ კორპუსის მხარეს, მარკეტისკენ. მოძრაობისას, მისგან მარცხნივ შენიშნა, რომ ბიჭებისკენ მიდიოდა ვიღაც, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გ------ ჩ-----მ გამოყვანისთანავე უთხრა, რომ 1 მარტს, დილის საათებში მტკვრის ნაპირზე იჩხუბეს დ----- მ---------–მა და გ------- ჯ-----–---–მა, რა დროსაც გ------- ჯ-----–---–მა დ----- მ---------–ს თავში ჩაარტყა რკინის ჯოხი. ასევე უთხრა, რომ, რადგან ეს პირები გადაეკიდნენ ერთმანეთს, სურდა მათი შერიგება. საუბრისას მათ N------------ის მხრიდან გაიგეს გასროლის ძლიერი ხმა, გაიქცნენ და დაინახეს, რომ დ----- მ---------–ი პირაღმა, ფეხებით N------------ისკენ ეგდო ძირს. მათ შეეშინდათ და გაიქცნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე გ------ ჩ-------ის ჩვენება. აღნიშნული ჩვენებით, 1999 წლის 1 მარტს, იგი დილიდან იმყოფებოდა ბ------- ხ---–--–--- ქუჩის ბოლოში, მდინარე მტკვრის ნაპირზე მდებარე ნაკვეთში. დაახლოებით 16:00 საათზე გაიგო, რომ ვიღაც იძახდა. გაიხედა და დაინახა, რომ კართან იდგა ორი ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთს გატეხილი ჰქონდა თავი. ამ პირმა უთხრა, რომ გადმოვარდა და დაიზიანა თავი. მეორე ბიჭი წავიდა, თავგატეხილი კი დარჩა, მოიბანა თავი და გაიწმინდა ქურთუკი. მ--------- ს-----–--ემ იცნო თავგატეხილი ბიჭი და თქვა, რომ იყო დ----- მ---------–ი. მან მ--------- ს-----–--ისგან ითხოვა ქუდი და წავიდა. მეორე დღეს მარკეტში შეიტყო, რომ წინა ღამით, უბანში მოუკლავთ დ----- მ---------–ი.

 

გ------- ჯ-----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დ----- მ---------–ი იყო მისი უახლოესი მეგობარი. მათ შორის კონფლიქტი დაიწყო სამარშრუტო ხაზთან დაკავშირებით, შემდეგ კი, გაგრძელდა ვიზისთვის გადახდილ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც ვინმე გ-----სგან უნდა დაებრუნებინა გ------ გ---------ს. 1999 წლის დასაწყისში, მან გ------ გ---------ი ნახა დ----- მ---------–თან ერთად და უთხრა, რომ მისი კუთვნილი 200 დოლარი შეეძლო მოეთხოვა ვინმე გ-----სთვის. 1999 წლის 27 თებერვალს, იგი სტუმრად იმყოფებოდა დასთან, სადაც ასევე მივიდნენ დ------ი პ-------–---–ი, ჯ--–--- კ--–--ე, გ------ ჩ-----, ო--------------–--ე და უთხრეს, რომ მას მითითებულ თანხასთან დაკავშირებით ეძებდა დ----- მ---------–ი, რომელიც იყო ნასვამი და ურჩიეს ამის გამო დ----- მ---------–ი ენახა მეორე დღეს. ისინი მივიდნენ სახლთან, სადაც შეხვდნენ დ----- მ---------–ს და გ------ გ---------ს, რის შემდეგაც ეზოდან გადაინაცვლეს N---ე სკოლასთან, სადაც დ----- მ---------–მა უთხრა, რომ ფული გ------ გ---------მა გადააბარა მას, ამიტომ მისთვის უნდა მიეცა. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც მას დ----- მ---------–მა გაუტეხა თავი. 1999 წლის პირველ მარტს, მან ეზოში ნახა დ----- მ---------–ი, რომელსაც უთხრა, რომ სურდა მისი ნახვა, ამიტომ რამდენიმე საათში ჩავიდა მტკვრის სანაპიროზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ დ----- მ---------–ი, გ------ ჩ-----, ო--------------–--ე და სხვა პირები. თუმცა არ ახსოვს დ------ი პ-------–---–ი და გ------ გ---------ი იყვნენ თუ არა იქ. სანაპიროზე ყოფნისას მან დ----- მ---------–ს უთხრა, რომ წინა დღეს არ უნდა დაერტყა მისთვის, რაზეც დ----- მ---------–ი გაბრაზდა და რამდენჯერმე გაისროლა იარაღიდან. უკან დაბრუნებისას მას კვლავ მოუხდა შელაპარაკება დ----- მ---------–თან, რომელსაც ჩაარტყა რკინის ნაჭერი და გაუტეხა თავი. ამის შემდეგ, მან მე-4 კორპუსთან ნახა დეიდაშვილი - ა------ გ-–------ე, რომელსაც უამბო მომხდარის შესახებ. დაახლოებით ერთ საათში, მათთან ჟიგულის მარკის ავტომანქანით მივიდნენ გ------ ჩ----- და სომეხი ს---–---, რომლებიც ავტომანქანის შესაკეთებლად მიდიოდნენ გ------ ჩ-----ს ბაბუასთან. ამ პირებს გაჰყვნენ ის და ა------ გ-–------ეც. მანქანის შეკეთების შემდეგ ისინი დასალევად დაპატიჟა ს---–---მ და ყველანი ერთად წავიდნენ N--- სკოლასთან მდებარე სასადილოში, სადაც გაჩერდნენ დაახლოებით ერთი საათი. იქ ყოფნისას გ------ ჩ-----მ ნახა თავისი სკოლელი - ზ-----, რომელიც მათ მოსკოვის პროსპექტამდე უნდა გაყოლოდა. სასადილოში ყოფნისას გადაწყვიტეს დედამისის სანახავად სოფელში წასვლა, რაზეც გ------ ჩ-----მ უთხრა, რომ მისულიყვნენ სახლში, ოჯახის წევრებს ეზოდან დაუძახებდა, რომ ღამით სახლში არ მივიდოდა და ისე წასულიყვნენ სოფელში. უბანში მისვლისას მათ ავტომანქანა გააჩერეს ი---- მ---------–ის კორპუსის ქვეშ მდებარე მაღაზიასთან. გ------ ჩ----- სიგარეტის საყიდლად მივიდა მაღაზიაში, თავად კი წავიდა უბანში მყოფი ბიჭებისკენ. ა------ გ-–------ე და ს---–--- დარჩნენ ავტომაქანაში. ახლოს მისვლისას დაინახა, რომ აღნიშნული პირები იყვნენ დ----- მ---------–ი, კ---- ე-----–--ე, ი---- მ---------–ი და პ----- პ-----–---–ი. სხვა პირი იმყოფებოდა თუ არა იქ არ ახსოვს. რაღაც მომენტში დ----- მ---------–ი გავიდა. უკან დაბრუნებულმა კი უთხრა, რომ მოეცადა ცოტა ხანს და შემდეგ გასულიყვნენ სალაპარაკოდ. იგი მივიდა ავტომანქანასთან, რის შემდეგაც ბიჭებთან ერთად გავიდა საწვავის ჩასასხმელად და დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა უკან. ეზოში დახვდა იგივე სიტუაცია. მან დ----- მ---------–ს უთხრა, დროულად ესაუბრათ. ასეთ დროს ყოველთვის გადიოდნენ სკოლასთან, გზად კი უნდა გაევლოთ გარაჟები. იგი მიდიოდა ოდნავ წინ, დ----- მ---------–ი კი მიყვებოდა უკან. მას შეაგინა დ----- მ---------–მა და უთხრა: „ჩემი დედა, ეხლა თუ არ დაგიმთავრო“ და მარჯვენა ხელი წაიღო იარაღისკენ. მან დაინახა იარაღი, თუმცა დ----- მ---------–მა იარაღის ამოღება მოასწრო თუ არა არ დაუნახავს. ამ დროს, მის უკან, მარცხენა მხრიდან მოესმა ა------ გ-–------ის სიტყვები: „სროლა არ გაბედო!“ და გაიგო გასროლაც. ვინაიდან სროლისას წნევა მოხვდა თავთან, მან აიფარა ხელი. ამ დროს ყველა გაიქცა, დ----- მ---------–ი კი დაეცა გულაღმა, მსროლელის საპირისპიროდ. ამ დროს მასთან მივიდა გ------ ჩ----- და ისინი ერთად წავიდნენ მე-4 კორპუსისკენ. განსასჯელის განმარტებით, მას რომ იარაღი ჰქონოდა, დაინახავდა ყველა. მას დ----- მ---------–ის მოკვლის მიზანი არ ჰქონია, რადგან შური უკვე იძია, როდესაც მტკვართან გაუტეხა თავი. მისივე განმარტებით, ა------ გ-–------ე და დ----- მ---------–ი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. როგორც მას ა------ გ-–------ემ უთხრა, შემთხვევის დღეს მას ჰქონდა გადაჭრილი თოფი, რომელიც გასროლის შემდეგ დამალა. მკვლელობის დღეს ა------ გ-–------ეს ეცვა მუქი ფერის გრძელი ქურთუკი, ამიტომ არ შეუნიშნავს, ჰქონდა თუ არა მას იარაღი. ა------ გ-–------ის ხელში იარაღი დაინახა მას შემდეგ, რაც მან ესროლა დ----- მ---------–ს. ამის შემდეგ გააცნობიერა, რომ ყველა გზა მიდიოდა მისკენ, ამიტომ წავიდა ახალციხეში, სადაც დარჩა სამი თვით, შემდეგ კი, წავიდა რუსეთში. რუსეთიდან დაბრუნდა საქართველოში, ვ----– ბ--------ის სახელზე გააკეთა პასპორტი, ა------ გ-–------ესთან ერთად აიღო ვიზა და 2001 წელს, სარფის გამშვები პუნქტის გავლით წავიდა ჩეხეთში, საიდანაც ჩავიდა ავსტრიაში, შემდეგ კი, ერთ მისამართზე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. იგი პოლიციაში არ გამოცხადდა იმ მიზეზით, რომ იმ პერიოდში პატიმრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. 2012 წელს პირველად აიყვანა ადვოკატი, რომელმაც უთხრა, რომ იგი საქმის მიხედვითაც უდანაშაულო ჩანდა, თუმცა ვინაიდან ადვოკატი პირადად არ უნახავს, მისთვის ა------ გ-–------ის შესახებ არ მოუყოლია. 2016 წლის 29 დეკემბერს, მის მისამართზე მივიდა მოწვევა სასამართლოდან. მას იბარებდნენ გ------- ჯ-----–---–ის და ვ----– ბ--------ის ვინაობის იდენტიფიცირებისთვის. ამის შემდეგ მან ა------ გ-–------ე ნახა 2017 წელს, ისინი ერთად შეხვდნენ ახალ წელს, რა დროსაც გადაწყვიტეს, რომ ადვოკატის სანახავად და სიმართლის სათქმელად უნდა ჩასულიყო საქართველოში, თუმცა ა------ გ-–------ე დაიჭირეს ავსტრიაში ყოფნისას.

 

დაცვის მხარის მოწმე ა------ გ-–------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 1999 წლის 01 მარტს, ბ------- ხ---–--–--- ქუჩაზე ნახა დეიდაშვილი - გ------- ჯ-----–---–ი, რომელიც იყო ნაცემი. გ------- ჯ-----–---–მა უამბო წინა დღეებში დ----- მ---------–თან მომხდარი ჩხუბის შესახებ. საუბრის დროს მათთან კრემისფერი 06 მარკის ავტომობილით მივიდნენ გ------- ჯ-----–---–ის მეგობარი გ------ ჩ----- და სომეხი ს---–---, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. აღნიშნული პირები მიდიოდნენ ავტომანქანის შესაკეთებლად. ის და გ------- ჯ-----–---–იც გაჰყვნენ მათ. ავტომანქანის შეკეთების შემდეგ წავიდნენ სასოსისეში, სადაც ცოტა დალიეს. იქ ყოფნისას მოილაპარაკეს, წასულიყვნენ სოფელში და მოენახულებინათ გ------- ჯ-----–---–ის დედა, რომელიც იმ დროს იყო ავად. სასოსისეში მათთან ერთად იყო გ------ ჩ-----ს მეგობარი ვინმე ზ---- ან ზ-----. ვინაიდან იმ დროს არ იყო მობილური ტელეფონები, გ------ ჩ-----მ თქვა, დაბრუნებულიყვნენ უბანში, რათა გაეფრთხილებინა ოჯახის წევრები, რომ ღამით სახლში არ მივიდოდა და ისე წასულიყვნენ სოფელში. უბანში მისვლისას, მათ მანქანა გააჩერეს დ----- მ---------–ის კორპუსსა და გ------ ჩ-----ს კორპუსის უკან, ტრასაზე. გ------- ჯ-----–---–ი და გ------ ჩ----- სიგარეტის საყიდლად გადავიდნენ კორპუსთან მდებარე ჯიხურში, მძღოლი კი დარჩა ავტომანქანაში. რამდენიმე ხანში, ისინი გავიდნენ ავტომანქანაში საწვავის ჩასასხმელად. უბანში დაბრუნებისას იყო უკვე დაბინდებული. გ------ ჩ----- და ზ----- თუ ზ---- ერთად წავიდნენ გ------ს სახლისკენ. ეზოში ისხდნენ ბიჭები, რომლებიც სახეზე ვერ გაარჩია. იგი უბანში მცხოვრები ბიჭებიდან ყველას ცნობდა სახეზე, თუმცა მათთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. გ------- ჯ-----–---–ი წავიდა ეზოში მყოფი ბიჭებისკენ. თავად კი, იდგა ავტომანქანასთან და ეწეოდა სიგარეტს. ცოტა ხანში გაიგო ხმაური. ხმაზე იცნო, რომ ერთმანეთს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ გ------- ჯ-----–---–ი და დ----- მ---------–ი. მან გაიარა ეზო და მიუახლოვდა მათ, რა დროსაც გაიგო, რომ დ----- მ---------–ი გ------- ჯ-----–---–ს ეუბნებოდა „დაგბრიდავო“ და თან ხელი წაიღო იარაღისკენ. დ----- მ---------–მა, რომელიც ეზოსკენ იდგა ზურგით, სახით კი - მისკენ, მისი მისვლა შენიშნა. გ------- ჯ-----–---–მა დაინახა თუ არა, არ იცის, რადგან მივიდა უკანა მხრიდან. მოწმის განმარტებით, იმ დღეს თავადაც ჰქონდა გადაჭრილი თოფი, ე.წ. ,,აბრეზი“, რომელიც ამ ფაქტამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე წაართვა ვიღაც გვარდიელს. მან დ----- მ---------–ს დაუძახა „ბიჭო არ ქნა“, ამასთან, მარცხენა საქამრედან ამოიღო იარაღი და დაახლოებით ერთი მეტრიდან ისროლა ზემოთ მიმართულებით. სროლის მომენტში იდგა გ------- ჯ-----–---–ის უკან, ოდნავ მარცხნივ. სროლის შედეგად დ----- მ---------–ი გადავარდა გულაღმა, თავად კი გაიქცა. გზად იარაღი დააგდო რკინიგზაზე, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ აიღო და გადააგდო მტკვარში. მოწმის განმარტებით, მას მკვლელობის დღეს ეცვა მუქი ფერის განიერი სტილი, გრძელი ქურთუკი. იარაღი ედო საქამრეში, ამიტომ მისი შემჩნევა არ იყო შესაძლებელი. ამ ფაქტის შემდეგ იგი იმყოფებოდა საქართველოში, 2001 წელს კი, გ------- ჯ-----–---–თან ერთად წავიდა საზღვარგარეთ. მანამდე ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, რადგან იცოდა, რომ გ------- ჯ-----–---–ს ეძებდა პოლიცია. იგი შეუთანხმდა გ------- ჯ-----–---–ს, რომ თუ მას დაიჭერდნენ იტყოდა სიმართლეს. იგი ცხოვრობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ნასამართლევია ქურდობისთვის და ჯამში ცხრა წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. 2013 წელს ჩამოსული იყო საქართველოში, შემდეგ კი წავიდა უკან. 2017 წლის 01 იანვარს, ავსტრიაში ყოფნისას, ის და გ------- ჯ-----–---–ი კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ თუ გ------- ჯ-----–---–ის თავისუფლებას შეექმნებოდა საფრთხე, იტყოდა სიმართლეს. მას შემდეგ, რაც დააკავეს გ------- ჯ-----–---–ი, თავადაც იხდიდა სასჯელს. იგი ბოლოს საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის მაისის თვეში და აპირებდა სასამართლოში აღიარებითი ჩვენებით გამოცხადებას, მაგრამ ერთხელ, ციხიდან მამიდაშვილთან დარეკა გ------- ჯ-----–---–მა, რომელსაც ჰკითხა, მათი შეთანხმება იყო თუ არა ძალაში, გ------- ჯ-----–---–ი გაბრაზდა, დაიწყო ყვირილი და გაუთიშა ტელეფონი. სწორედ ამიტომ არ გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოებში აღიარებითი ჩვენებით. მოწმემ განმარტა, რომ თუ გ------- ჯ-----–---–ი იტყოდა, რომ შეთანხმება იყო ძალაში, იგი მაშინვე გამოცხადდებოდა აღიარებითი ჩვენებით. გ------- ჯ-----–---–ი არ აპირებდა მის წინააღმდეგ რამის თქმას და ამიტომ გაიქცა საქართველოდან. მოწმის ჩვენებით, იგი ოცი წლის განმავლობაში იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და საქართველოში ბოლოს ჩამოსვლისას ჰქონდა ე.წ. „ლომკა“, რაც ასევე იყო სამართალდამცავ ორგანოში მისი გამოუცხადებლობის ერთ-ერთი მიზეზი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 1999 წლის 01 მარტს, 22:50-24:00 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, ბ------- ხ---–--–--- ქუჩა N--, 3---------------- კორპუსებს შორის. აღნიშნული კორპუსები მათი ადგილმდებარეობის მიხედვით ქმნიან ოთხკუთხედს და აქვთ საერთო ეზო. ეზოს შუაგული წარმოადგენს მაღლობს, სადაც არის საბავშვო მოედანი. ბ------- ხ---–--–--- N--, 3------------------ სადარბაზოს წინ, სადარბაზოში შესასვლელიდან 19 მეტრის დაშორებით, ასფალტირებულ გზაზე ასვენია მამაკაცის გვამი, გულაღმა მდგომარეობაში, ქვედა კიდურებით 3გ კორპუსის მიმართულებით. მარცხენა ჯიბის ზემოთ, სხეულზე დევს ბარაბნიანი პისტოლეტი, რომლის ლულა ჩაყოფილია შარვლის საქამრის შიგნით. სავაზნეებში არის 5 ცალი გაუსროლელი ტყვია. ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბეში დევს რკინის ხელჯოხი. გვამს მარცხენა თვალბუდეში თვალის კაკალი არ აღენიშნება.

 

ბინის ჩხრეკის ოქმით, 1999 წლის 02 მარტს ჩატარდა გ------- ჯ-----–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა მისამართზე: ქ.თბილისი, ბ.ხ---–--–--- ქუჩა N--, კორპუსი N-------------ში. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოჩენილა. ნ--------–---–---–მა წარადგინა მისი მეუღლის - გ------- ჯ-----–---–ის ჯინსის შარვალი, რომელსაც მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ჯ----– ჯ-----–---–მა კი, სარდაფის მარცხენა მხარეს არსებული მაგიდიდან წარადგინა მოყავისფრო ფერის ხელჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა 6 (ექვსი) ცალი 16 კალიბრიანი სანადირო თოფის სპილენძის გაუსროლელი ვაზნა, 4 (ოთხი) ცალი პოლიეთილინის შავი ფერის გასროლილი ვაზნები, 73 (სამოცდაცამეტი) ცალი კაფსულა, 35 (ოცდათხუთმეტი) ცალი ქეჩის ე.წ. „პიჟი“, 42 (ორმოცდაორი) ცალი მუყაოს „პიჟი“, 2 (ორი) ცალი კუსტარული წესით დამზადებული „პიჟების“ საჭრელი, ყვითელი ფერის ფხვნილი, დაახლოებით 200 (ორასი) გრამი, 24 (ოცდაოთხი) ცალი პოლიეთილენის „პიჟი“, ვაზნების დასატენი მოწყობილობა. საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი 1999 წლის 02 მარტის მოსამართლის ბრძანებით.

 

1999 წლის 23 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--- დასკვნით:

▪ დ----- მ---------–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ქალას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის დაზიანებით და ქალას სარქველის და ქალას ფუძის დამსხვრეული მოტეხილობით.

▪ დ----- მ---------–ის გვამს მარცხენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი, შემავალი ქალას ღრუში, თავის ტვინის დაზინებით და ქალას სარქველის და ქალას ფუძის მოტეხილობით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე ცეცხლმსროლელი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის (საფანტის) მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რამაც გამოიწვია სიკვდილი. სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან. ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან, თითქმის ჰორიზონტალურად.

▪ დ----- მ---------–ის სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

▪ დ----- მ---------–ს თხემ-კეფის არეში აღენიშნებოდა ხუთი კვანძოვანი ნაკერით გაკერილი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ატარებს დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს.

▪ დ----- მ---------–ის გვამიდან აღებული სისხლის სასამართლო-ქიმიური გამოკვლევით სისხლში აღმოჩნდა 0.6 პრომილე ეთილის სპირტი, რაც სიმთვრალის ხარისხის განსაზღვრისას შეეფარდება მსუბუქი ხარისხის სიმთვრალეს.

 

1999 წლის 8 აპრილის ბიოლოგიური ექსპერტიზის N-- დასკვნის თანახმად:

▪ დ----- მ---------–ის სისხლი მიეკუთვნება βα(3) ჯგუფს.

▪ წარმოდგენილ ნივთმტკიცებაზე - დ----- მ---------–ის ტანსაცმელზე: ქურთუკზე, შარვალზე, ჯემპრზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება βα (3) ჯგუფს.

▪ წარმოდგენილ ნივთმტკიცებაზე - გ------- ჯ-----–---–ის ჯინსის შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ(2) ჯგუფს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 1999 წლის 16 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ მცირეკალიბრიან (5,6 მმ) „კოლტ-პიტონის“ რევოლვერების ტიპზე დამზადებულ ხრახნილლულიან, გვერდითი აალების ვაზნებისათვის განკუთვნილ იარაღს. იგი გამართულია, ვარგისია სროლისათვის და მისგან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ.

▪ გამოსაკვლევი ნივთმტკიცებანი წარმოადგენს სტანდარტულ, სპორტულ-სანადირო დანიშნულების მცირეკალიბრიან (5,6მმ) ხრახნილლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილ გვერდითი აალების ხუთ ვაზნას და სამ მასრას.

- ვაზნები ვარგისი აღმოჩნდა სროლისთვის.

- გამოსაკვლევი სამი მასრა ნასროლია წარმოდგენილ იარაღში.

▪ კონვერტში არსებული საგნები წარმოადგენს სტანდარტულ, სანადირო დანიშნულების გლუვლულიან იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნების შემადგენელ კომპონენტებს - N6 საფანტს და 16 კალიბრის ვაზნის ჭურვის კონტეინერის ნაწილს.

▪ სანადირო იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის კომპონენტები არ არის და არც შეიძლება ყოფილიყო გასროლილი წარმოდგენილი მცირეკალიბრიანი ხრახნილლულიანი იარაღიდან.

 

1999 წლის 12 მარტს გ------- ჯ----–ის ძე ჯ-----–---–ი დაუსწრებლად მისცეს პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გამო.

 

1999 წლის 16 მარტის ბრძანებით, გ------- ჯ----–ის ძე ჯ-----–---–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, რის საფუძველზეც მასზე გამოცხადდა ძებნა.

 

2017 წლის 06 ნოემბერს ავსტრიის რესპუბლიკაში დაკავებული იქნა გ------- ჯ-----–---–ი, რომელიც ექსტრადირებულ იქნა და 2018 წლის 23 თებერვალს შესახლებული იქნა N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც გ------- ჯ-----–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 1999 წლის წლის 01 მარტს, დ----- მ---------–ი გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით, რამაც გამოიწვია სიკვდილი. სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო თავის ქალას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის დაზიანებითა და ქალას ფუძის დამსხვრეული მოტეხილობით. გვამს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი შემავალი ქალას ღრუში.

 

სხდომაზე გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით დადგინდა, რომ დ----- მ---------–ს და გ------- ჯ-----–---–ს შორის მკვლელობამდე დაახლოებით ორი წლით ადრე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით დაიწყო უთანხმოება, რის გამოც მათ ახლო ურთიერთობა აღარ ჰქონდათ.

 

მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ 1999 წლის 27 თებერვალს, დ----- მ---------–ი და გ------- ჯ-----–---–ი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რა დროსაც დ----- მ---------–მა თავის არეში ბლაგვი საგნის დარტყმით დაზიანება მიაყენა გ------- ჯ-----–---–ს.

 

ასევე დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მკვლელობის დღეს, 1999 წლის 1 მარტს, დღის საათებში, მანამდე დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა გაგრძელება. გ------- ჯ-----–---–ი და დ----- მ---------–ი თანმხლებ პირებთან: ჯ--–--- კ--–--ესთან, დ------ი პ-------–---–თან, ო--------------–--ესთან, გ------ ჩ-----სთან ერთად წავიდნენ მტკვრის სანაპიროზე. შერიგების ნაცვლად დ----- მ---------–სა და გ------- ჯ-----–---–ს შორის კვლავ მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც დ----- მ---------–მა შესაშინებლად, რამდენჯერმე გაისროლა გ------- ჯ-----–---–ის ფეხების მიმართულებით, რის შემდეგაც გ------- ჯ-----–---–მა დ----- მ---------–ს თავში ჩაარტყა რკინის ნაჭერი.

 

დაცვის მხარე უთითებს, რომ ამ ქმედებით გ------- ჯ-----–---–მა შური იძია 1999 წლის 27 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, შესაბამისად, მას აღარ გააჩნდა არანაირი მოტივი დ----- მ---------–ის სიცოცხლის მოსასპობად, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

დადგენილია, რომ 1999 წლის 1 მარტს, საღამოს საათებში, დ----- მ---------–ი იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, ქ.თბილისი, ბ------- ხ---–--–--- 4---------------ის ეზოში. მასთან ერთად იმყოფებოდნენ პ----- პ-----–---–ი, კ---- ე-----–--ე, დ----- ჭ---------ე და ი---- მ---------–ი. აღსანიშნავია, რომ ი---- მ---------–ის იქ ყოფნის ფაქტი დაადასტურეს დაკითხვისას როგორც პ----- პ-----–---–მა, ისე კ---- ე-----–--ემ და დ----- ჭ---------ემ, შესაბამისად, ი---- მ---------–ი არ წარმოადგენს პირს, რომელიც ბრალდების დასადასტურებლად სპეციალურად მოიძია გამოძიებამ. ასევე დადგენილ ფაქტად მიიჩნევს პალატა იმ გარემოებას, რომ დ----- მ---------–თან მივიდა გ------- ჯ-----–---–ი და გაიხმო სასაუბროდ. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ადგილზე დარჩნენ პ----- პ-----–---–ი, კ---- ე-----–--ე და ი---- მ---------–ი, ვინაიდან დ----- ჭ---------ე გ------- ჯ-----–---–ის მისვლამდე სასაუბროდ გაიყვანა გ------ ჩ-----მ. შესაბამისად, პალატა აფასებს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს როგორც ერთმანეთთან, ისე გ------- ჯ-----–---–ის და ა------ გ-–------ის ჩვენებასთან ერთობლიობაში, მათი სანდოობის კუთხით.

 

ცხადია, სამი ადამიანის ერთად დგომის შემთხვევაში, მათ ექნებოდათ სხვადასხვა მხედველობის არეალი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ისინი არ ყოფილან ერთამენთთან მჭიდროდ დაკავშირებულები და მანძილი მათ შორის, მოწმე პ----- პ-----–---–ის ჩვენების შემთხვევაშიც კი, წარმოადგენდა 1-2 მეტრს. შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ რაც დაინახა ერთმა მოწმემ, უპირობოდ უნდა დაენახა სხვასაც, უსაფუძვლოა და მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ იკვეთება. ასევე პალატას ეჭვი არ შეაქვს იმ გარემოებაში, რომ იყო ნათელი ღამე და ამასთან, ამ პერიოდში იყო ელექტროენერგიაც. აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ, გამოძიების დაწყებისთანავე დაკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის, 1999 წლის 2 მარტს, 14:05 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში, პედაგოგის თანდასწრებით, დაკითხა იმ პერიოდში არასრულწლოვანი (17 წლის) მოწმე ი---- მ---------–ი, რომელმაც მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია გ------- ჯ-----–---–ის შესახებ, რომელმაც დ----- მ---------–ის მიმართულებით მოახდინა გასროლა. აღნიშნული ინფორმაცია ი---- მ---------–მა დაადასტურა რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში. დადგენილია, რომ დ----- მ---------–ი იყო მაღალი აღნაგობის. ი---- მ---------–ის ჩვენებით, ხედავდა, რომ მისკენ ზურგით იდგა დ----- მ---------–ი, მის წინ, ოდნავ მარცხნივ კი, იდგა გ------- ჯ-----–---–ი. ამ გარემოების გათვალისწინებით, გ------- ჯ-----–---–ი შესაძლოა ვერ დაენახა კ---- ე-----–--ეს, რომლის ჩვენებითაც, დ----- მ---------–ი მისკენ იდგა ზურგით, გ------- ჯ-----–---–ს კი თითქმის ვერ ხედავდა, რადგან მას ეფარებოდა დ----- მ---------–ი, რომელიც იყო დიდი აღნაგობის. რაც შეეხება პ----- პ-----–---–ს, მისი ჩვენებით, ის შემთხვევის ადგილს ვერ ხედავდა, თუმცა, მოწმისავე ჩვენებით, კ---- ე-----–--ე და ი---- მ---------–ი იდგნენ მისგან მარჯვნივ, დაახლოებით ორ მეტრში და დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილიდან უყურებდნენ შემთხვევის ადგილს. ის ფაქტი, რომ კონფლიქტი ამოწურული არ იყო, დგინდება მოწმეთა ჩვენებებით. მოწმე დ----- ჭ---------ის ჩვენებით, მკვლელობის დროს, იგი გასული იყო მოშორებით და გ------- ჯ-----–---–ის და დ----- მ---------–ის, როგორც ერთმანეთზე გადაკიდებული პირების შერიგების საკითხთან დაკავშირებით ესაუბრებოდა გ------ ჩ-----ს.

 

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ი---- მ---------–ის მიერ გ------- ჯ-----–---–ის მიმართ მამხილებელი ჩვენება გამოწვეული იყო დ----- მ---------–თან მეგობრობით და მასზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტით. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ი---- მ---------–მა განმარტა, რომ გამოძიებაში მის დაკითხვას ესწრებოდა პედაგოგი, ამასთან, მის მიმართ რაიმე ზეწოლის განხორციელების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მან თანმიმდევრულად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. მართალია, მის ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მისი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის და ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. მოწმის ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მოწმემ ნანახის შესახებ მოუყვა პ----- პ-----–---–ს, რაც ორივე მათგანმა დაადასტურა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს. ამასთან, შემთხვევიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე წელი, რის გამოც სრულიად შესაძლებელია მოწმეს არ ახსოვდეს გარკვეული დეტალები, მაგრამ მან დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა ადგილზე განვითარებული მოვლენები. პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ დაცვის მხარის მითითება ი---- მ---------–ზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, ვერ იქნებოდა გაზიარებული, ვინაიდან დაცვის მხარეს კონკრეტულად არც ზეწოლის ფაქტი მოუყვანია და სასამართლო სხდომაზე არც მისი ინტერესი გამოუკვეთავს, თუ რატომ შეიძლებოდა მოწმეს მიეცა გ------- ჯ-----–---–ის მამხილებელი ან ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენება. მხოლოდ აბსტრაქტული მითითება, რომ მოწმე ცრუობს და მისი მხრიდან მამხილებელი ჩვენება შედეგია მასზე განხორციელებული ძალადობის, ცხადია სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

მოწმე ი---- მ---------–მა აღნიშნა, რომ არ დაუნახავს გ------- ჯ-----–---–ის მიერ იარაღის ამოღების ფაქტი, რაც არ მიუთითებს მოწმის ჩვენების არასანდოობაზე. მართალია, ჯვარედინი დაკითხვისას მოწმემ გასცა მცირედ განსხვავებული პასუხები, თუმცა, საბოლოოდ, დამაზუსტებელ კითხვებზე აღმოფხვრა ყველა უზუსტობა და დაადასტურა, რომ გ------- ჯ-----–---–ს ქვემოდან ზემოთ ჰქონდა მიმართული რაღაც საგანი, საიდანაც გამოიფრქვა ცეცხლი, რის შემდეგაც დ----- მ---------–ი დავარდა. დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოწმის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავია და საქმისათვის მნიშვნელოვან დეტალთან დაკავშირებით სამჯერ შეცვალა ჩვენება, ვერ იქნება გაზიარებული. მოწმის განმარტება, რომ ვერ დაადასტურებს რა ტრაექტორიიდან წამოვიდა ცეცხლი, ვერ შეძლო გარაჟებიდან გამოსული პირების დანახვა თუ ვერ იცნო და სხვა არაარსებითი ხასიათის გარემოებები, მით უფრო დაახლოებით 19 წლის გასვლის შემდეგ, ვერ შექმნის მოწმის ჩვენებაში ეჭვს. ის გარემოება, რომ ი---- მ---------–მა დაინახა ჯერ ერთი და შემდეგ კიდევ 2 ადამიანის მისვლა დ----- მ---------–თან და გ------- ჯ-----–---–თან, ასევე არ უთითებს მოწმის მიკერძოებაზე და დაინტერესებულობაზე. შეუძლებელია ი---- მ---------–ს და კ---- ე-----–--ეს ჰქონოდათ ერთი და იმავე მხედველობის არეალი, ვინაიდან მცირე მანძილიც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს კონკრეტული ფაქტის დასანახად და აღსაქმელად. თუ კ---- ე-----–--ის ჩვენების მიხედვით, ხეები ნაწილობრივ უფარავდა მხედველობის არეს, არ გულისხმობს, რომ ი---- მ---------–იც ვერ დაინახავდა განვითარებულ მოვლენებს.

 

დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა მოწმის ჩვენებაზე, სადაც მოწმემ იარაღის მიმართულებად მიუთითა ქვემოდან ზემოთ, რაც, დაცვის მხარის პოზიციით, ეწინააღმდეგება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ მიმართულებას. პალატა აღნიშნავს, რომ ეს გარემოება ასევე არ წარმოადგენს მოწმის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს, ვინაიდან, შემთხვევიდან დაახლოებით 19 წლის გასვლის შემდეგ შეუძლებელია მოწმეს სანტიმეტრების სიზუსტით გადმოეცა იარაღის მიმართულება. ამასთან, უნდა იქნეს გათვალისწინებული როგორც გ------- ჯ-----–---–ის, ისე დ----- მ---------–ის სიმაღლე. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დ----- მ---------–ი იყო გ------- ჯ-----–---–ზე მაღალი. აღნიშნულს ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც. თუ დ----- მ---------–ი ესაუბრებოდა მასზე დაბალ ადამიანს, ცხადია, რომ მას თავი არ ექნებოდა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ექნებოდა ოდნავ დახრილი. უნდა იქნეს გათვალისწინებული ჭრილობის მდებარეობაც. ამ პირობებში, გამორიცხული არ არის მოწმის ჩვენების ის ნაწილიც, სადაც მიუთითა ქვემოდან ზემოთ იარაღის მიმართულებაზე და ეს მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნაშიც ჭრილობის მიმართულებაზე მითითებულია არა „ჰორიზონტალურად“, არამედ „თითქმის ჰორიზონტალურად“.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ 1999 წლის 2 მარტიდან გ------- ჯ-----–---–ის მოძებნა ვერ მოხერხდა. საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი ოქმების მიხედვით, არამხოლოდ გ------- ჯ-----–---–ი, არამედ მისი ოჯახის წევრებიც არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ სახლში. გ------- ჯ-----–---–მა აღნიშნა, რომ დ----- მ---------–ის მკვლელობის შემდეგ ის მიხვდა, რომ ყველა გზა მისკენ მიდიოდა, ამიტომ დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა ახალციხეში, ხოლო შემდეგ რუსეთში. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა ყალბი პასპორტი ვ----– ბ--------ის სახელით და 2001 წელს წავიდა ჩეხეთში, საიდანაც გადავიდა ავსტრიაში და ცხოვრობდა იქ. როგორც გ------- ჯ-----–---–ის, ისე ა------ გ-–------ის ჩვენებებით ირკვევა, მათ ჰქონდათ შეთანხმება გ------- ჯ-----–---–ის დაჭერის შემთხვევაში ა------ გ-–------ეს მიეწოდებინა „რეალური“ ვითარება გამოძიებისათვის და სასამართლოსთვის. შესაბამისად, წლების განმავლობაში გ------- ჯ-----–---–ი ცხოვრობდა როგორც ძებნილი, სხვისი სახელით და მისივე განმარტებით, არ აპირებდა არაფრის თქმას, სანამ მის თავისუფლებას საფრთხე არ შეექმნებოდა.

 

2018 წლის 26 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები და თითქმის დასრულებული იყო სასამართლო გამოძიება, სასამართლოს განცხადებით მიმართა გ------- ჯ-----–---–ის დეიდაშვილმა ა------ გ-–------ემ. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მისი დაკითხვის შესახებ. მოწმის განმარტებით, დ----- მ---------–ს თანნაქონი გადაჭრილი სანადირო თოფიდან ესროლა მან და არა გ------- ჯ-----–---–მა, რაც პალატის მიერ არადამაჯერებელია და ვერ იქნება გაზიარებული. პალატა მიმოიხილავს მოწმის მიერ დაახლოებით 20 წლის გასვლის შემდეგ დეტალურად გადმოცემულ გარემოებებს. ა------ გ-–------ის ჩვენებით, 1999 წლის 1 მარტს იმყოფებოდა დეიდაშვილთან და სხვა პირებთან, მათ შორის მძღოლთან, ვინმე „ზ----სთან“ თუ „ზ-----სთან“ და გ------სთან ერთად. ამ უკანასკნელმა თქვა, რომ ოჯახს დაუბარებდა ღამით მიუსვლელობის მიზეზს, რის გამოც მივიდნენ კორპუსებთან, შემდეგ საწვავის ჩასასხმელად გაბრუნდნენ და ისევ უკან მიბრუნდნენ. მძღოლის გარდა მანქანაში მსხდომები გადავიდნენ ავტომანქანიდან, გ------- ეზოში მყოფი ბიჭებისკენ წავიდა. თავადაც გადავიდა და რაღაც პერიოდის შემდეგ მოესმა ხმაური და გაემართა ხმაურის მიმართულებით. შეესწრო მომენტს, როდესაც დ----- მ---------–ი ეუბნებოდა გ------- ჯ-----–---–ს, რომ დადგა მისი აღსასრული, უნდა „დაებრიდა“ და წაიღო ხელი. თვითონ იდგა გ------- ჯ-----–---–ისგან მარცხნივ და წინ ედგა დ----- მ---------–ი, სადღაც 1 მეტრში. არ ქნაო დაუყვირა, ამოიღო იარაღი და არ იცის, როგორ გავარდა. გაიქცა, წავიდა ზევით, იარაღი დამალა, რომელიც 2-3 დღის შემდეგ აიღო და მტკვარში გადააგდო. გაქცევის დროს გ------- ჯ-----–---–ი არ იცის სად წავიდა. ამის შემდეგ 2001 წელს შეხვდა სარფში, 2 წელი არ უნახავს. გ------- ჯ-----–---–თან ამ თემასთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი, რომ სანამ გარეთ იყვნენ - ყოფილიყვნენ და თუ დაიჭერდნენ - სიმართლე ითქმებოდა.

 

დაცვის მხარე უთითებს, რომ ა------ გ-–------ე არის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი პირი, ამიტომ მისთვის არ იყო რთული დ----- მ---------–ის მიმართ გასროლის განხორციელება იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი იმუქრებოდა და აგრესიას ავლენდა დეიდაშვილის - გ------- ჯ-----–---–ის მიმართ. პალატა აღნიშნავს, რომ პირის ნასამართლობა არაა განმსაზღვრელი სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ამ პირის მიერ ჩადენილად მიჩნევისთვის. ის გარემოება, რომ ა------ გ-–------ე მოგვიანებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ, გასამართლებული იქნა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, არ მიუთითებს მისი მხრიდან გასროლის განხორციელების შესაძლებლობაზე და ნასამართლობის არმქონე გ------- ჯ-----–---–ის მიერ გასროლის განხორციელების შეუძლებლობაზე. მოწმე ა------ გ-–------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ არ იცნობს ი---- მ---------–ს, პ----- პ-----–---–ს, კ---- ე-----–--ეს, თუმცა შესაძლოა სახეზე იცნოს. რასაკვირველია, წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, მოწმეთათვის არავის დაუსვამს კითხვა, იცნობდნენ თუ არა ა------ გ-–------ეს, ვინაიდან აღნიშნული პირის არსებობის ფაქტი საქმის მასალებში ნახსენებიც კი არ არის. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ა------ გ-–------ე საქართველოში შემოვიდა 2012 წლის 22 სექტემბერს და იმყოფებოდა 2015 წლის 22 ოქტომბრამდე. 2015 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 სექტემბრამდე ასევე იმყოფებოდა საქართველოში და ბოლოს დაბრუნდა 2018 წლის 17 მაისს. მას ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა მიეწოდებინა შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაცია, რაც 2018 წლის 26 სექტემბრამდე არ გაუკეთებია, მით უფრო მაშინ, როდესაც 2018 წლის 17 მაისს დაბრუნდა საქართველოში. მოწმემ ეს ახსნა ორი გარემოებით, ნარკოტიკული შიმშილით გამოწვეული მდგომარებიდან გამოსვლის ხანგრძლივობით და გ------- ჯ-----–---–თან განხორციელებული სატელეფონო საუბრით. თავის მხრივ გ------- ჯ-----–---–მა ეს გარემოება ახსნა მისი განაწყენებით, რომ ა------ გ-–------ემ, ნაცვლად საქართველოში დაბრუნებისა და სიმართლის თქმისა, საზღვარგარეთ ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც დააპატიმრეს.

 

პალატას არადამაჯერებლად მიაჩნია როგორც გ------- ჯ-----–---–ის, ისე ა------ გ-–------ის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, ამ მტკიცებულებების საფუძველზე აგებული ჩვენებები. გ------- ჯ-----–---–ის განმარტება, რომ ყველა გზა მისკენ მიდიოდა, რის გამოც იძულებული გახდა მიმალულიყო, ა------ გ-–------ის ჩვენება, რომ დეიდაშვილი შემთხვევის შემდეგ 2001 წლამდე არ უნახავს, მათი შეთანხმება, რომ გ------- ჯ-----–---–ის დაჭერის შემთხვევაში ა------ გ-–------ე იტყოდა სიმართლეს, მოკლებულია დამაჯერებლობას და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის ი---- მ---------–ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ შექმნიან.

 

მოწმე ა------ გ-–------ე ერთის მხრივ ადასტურებს გასროლის ფაქტს, თუმცა მეორეს მხრივ უთითებს, რომ „გავარდა“. დაცვის მხარე კი უთითებს, რომ განსხვავებით ი---- მ---------–ის ჩვენებისა, ა------ გ-–------ის ჩვენება შესაბამისობაშია ექსპერტიზის დასკვნასთანაც და გ------- ჯ-----–---–ის ჩვენებასთანაც, როდესაც ამ უკანასკნელმა თავის მიმართულებით იგრძნო წვა. პალატა არადამაჯერებლად მიიჩნევს ამ არგუმენტებს და ჩვენებებს შემდეგ გარემოებათა გამო: თავად ა------ გ-–------ის ჩვენებითვეა დადგენილი მისი სიმაღლე - 175-177 სმ. ანუ არც ა------ გ-–------ე ყოფილა დ----- მ---------–ის სიმაღლის, რომ მისთვის თვალის არეში მიეყენებინა ჰორიზონტალური დაზიანება. მოწმის ჩვენებით, დ----- მ---------–ს დაასწრო იარაღის ამოღება და გამოდის, რომ მან საკუთარი თავის სიმაღლეზე, ან უფრო ზევით, ამასთან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაიჭირა იარაღი, რომლიდანაც გავარდა, რაც პალატას არ მიაჩნია უტყუარად. ა------ გ-–------ის ჩვენება წინაღმდეგობაშია კ---- ე-----–--ის ჩვენებასთანაც. კ---- ე-----–--ის ჩვენებით, მანქანიდან გადასულმა პირმა მათ ჩაუარა და წავიდა გ------- ჯ-----–---–ის და დ----- მ---------–ის მიმართულებით და დადგა გ------- ჯ-----–---–ის მხარეს, მაშინ, როდესაც ა------ გ-–------ემ აღნიშნულ პირებთან მისვლის სხვა გზა დაასახელა და აღნიშნა, რომ გ------- ჯ-----–---–ი გასროლის დროს მას ვერ დაინახავდა, ვინაიდან იდგა მის უკან.

 

ა------ გ-–------ეს და გ------- ჯ-----–---–ს არ უთქვამთ, რომ აწ გარდაცვლილმა იარაღი ამოიღო, მათ მხოლოდ იარაღისკენ ხელის წაღება შენიშნეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დ----- მ---------–ს მარცხენა ჯიბის ზემოთ, მოთავსებული ჰქონდა ბარაბნიანი პისტოლეტი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გასროლის მომენტში, დ----- მ---------–ს იარაღი ამოღებული არ ჰქონია. შესაბამისად, იარაღის გამოყენებით დ----- მ---------–ის შეჩერების აუცილებლობა არ არსებობდა. გარდა ამისა, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გ------- ჯ-----–---–ის მიერ გასროლის განხორციელების შემთხვევაში დ----- მ---------–ის გვამი განთავსებული უნდა ყოფილიყო სხვა მიმართულებით, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ ჩატარებულა სპეციალური კვლევა და არ დადგენილა თუ როდის, როგორ და სად დავარდებოდა გვამი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა, სადაც მან არ გაიზიარა ა------ გ-–------ის ჩვენება, როგორც სარწმუნო და სანდო და მიიჩნია, რომ სასამართლოსთვის იგი წარმოდგენილი იქნა გ------- ჯ-----–---–ისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. რაც შეეხება მოტივის დაუდგენლობას, ასევე არ წარმოადგენს სავალდებულო გარემოებას მკველობის ბრალდების დასადასტურებლად. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ჯ-----–---–ს გააჩნდა მოტივი. ის გარემოება, რომ 1999 წლის 1 მარტს, დღის საათებში, მან უკვე იძია შური და განზრახვის არსებობის შემთხვევაში ჰქონდა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა, ვერ იქნება გაზიარებული. ფაქტი, რომ გ------- ჯ-----–---–ი დ----- მ---------–ისთვის დაზიანების მიყენების შემდეგ გაეცალა იქ მყოფ პირებს, არ გულისხმობს, რომ ის განაწყენებული აღარ იყო. ფაქტია, რომ სწორედ გ------- ჯ-----–---–ი მივიდა დ----- მ---------–თან და სასაუბროდ გაიყვანა. ისიც ფაქტია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით დ----- მ---------–ი გარდაიცვალა და მას იარაღი თავის მხრივ საქამრედან ამოღებული არ ჰქონია. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პალატა აღნიშნავს, რომ თითოეული სისხლის სამართლის საქმე თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, თუ როგორი განმარტება გააკეთა საკასაციო სასამართლომ კონკრეტულ საქმეში, ყოველთვის არ შეიძლება იყოს განმსაზღვრელი სხვა საქმისთვისაც. გ------- ჯ-----–---–ის ბრალდების საქმეში არ არსებობს მხოლოდ ერთი მტკიცებულება. ის გარემოება, რომ თვითმხილველი მოწმე მხოლოდ ერთია, არ გულისხმობს სხვა მტკიცებულებების არარსებობას, რადგან საქმეში თვითმხილველი მოწმეების არარსებობაც კი არ მიუთითებს სხვა მტკიცებულებების ნაკლებ მნიშვნელობაზე. ი---- მ---------–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება იყო თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც პალატას არ გააჩნია მასში ეჭვის შეტანის საფუძველი. რაც შეეხება გ------- ჯ-----–---–ის და ა------ გ-–------ის მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ წარმოდგენილ ჩვენებებს, პალატა ვერ გაიზიარებს.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ადასტურებს თითოეული მტკიცებულება როგორც ცალ-ცალკე, ისე მთლიანობაში წარდგენილ ბრალდებას. დაცვის მხარე ცდილობს ვიწრო ჭრილში განიხილოს მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები), როდესაც აცხადებს, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ჯ-----–---–ის ბრალეულობას. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, რიგ გარემოებებთან მიმართებაში არის ირიბი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოცემული საქმის განხილვა ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1998 წლის 20 თებერვლის რედაქციის შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნულისა, მოწმეთა ჩვენებები, საქმისათვის მნიშვნელოვან და ბრალის დამადასტურებელ გარემოებებთან მიმართებაში არის პირდაპირი მტკიცებულებები, რადგან მოწმეებმა ჩვენებებში მიუთითეს ისეთ გარემოებებზე, რომლის შემსწრე და მონაწილენი იყვნენ თავად, მათ აღწერეს ის გარემეობები, რაც თავად დაინახეს და მოისმინეს. კერძოდ: მოწმეებმა დაადასტურეს დ----- მ---------–სა და გ------- ჯ-----–---–ს შორის არსებული კონფლიქტი, მტკიცებულებებით დადასტურდა გ------- ჯ-----–---–ის მიერ დ----- მ---------–ის გაყვანის და მკვლელობის მომენტში მათი ერთად ყოფნის ფაქტი. ი---- მ---------–ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ გ------- ჯ-----–---–ს ხელში ეჭირა საგანი, საიდანაც გამოიფრქვა ცეცხლი, რის შემდეგაც დ----- მ---------–ი დაეცა ძირს. ისიც ფაქტია, რომ ამ შემთხვევის შემდეგ გ------- ჯ-----–---–ი მიიმალა და დაახლოებით 18 წლის შემდეგ მოხდა მისი ექსტრადირება.

 

დადგენილია, რომ მკვლელობის იარაღი იყო 16 მმ კალიბრიანი თოფი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ გ------- ჯ-----–---–ს გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ნებართვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის N604-აპ გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი არაა ამოღებული, ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მაინც უნდა დაკვალიფიცირდეს, თუკი აშკარად იკვეთება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი, მაგ: ამოღებულია იარაღის მასრა.

 

მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული არ არის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დ----- მ---------–ს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები. შესაბამისად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ჯ-----–---–მა, რომელსაც მოწმე ი---- მ---------–ის ჩვენებით ხელში ეჭირა დ----- მ---------–ისკენ მიმართული საგანი, საიდანაც გამოიფრქვა ცეცხლი, ასევე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა თბილისის სააპელაციო პალატამ და მიიჩნია, რომ გ------- ჯ-----–---–მა განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია). გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო მტკიცებულებები, რაც წარმოადგინა დაცვის მხარემ, არ არის საკმარისი მათი გაუზიარებლობისათვის.

 

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია. განაჩენში დეტალურად არის გაცემული პასუხი დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, დასაბუთებულია თითოეული მსჯელობა, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 503-ე მუხლით, 506-509-ე, 535-ე, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------- ჯ-----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: ტ------– კ------ის და ო----- ხ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი.

 

გ------- ჯ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად.

 

საბოლოოდ, გ------- ჯ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია გ------- ჯ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის მისი ფაქტობრივი გადმოცემის მომენტიდან - 2018 წლის 23 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 06 ნოემბრიდან 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე