განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
080100119002916189
ინსტანცია
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002916189

საქმე №1/ბ-581-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის _ თ----- ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ნ---- ზ-------–---–ის

გამართლებულის _ რ----- კ--------ის

ადვოკატების _ ე----- ო-----ის, მ--- ფ------–--ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ----- კ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------------------ში, საქართველოს მოქალაქის (პირად №6----------), ნასამართლევის, არასრული საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის ო---------------------------–-–------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ---------–--------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- კ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 05 ნ---მბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ---------–-----–------------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სკვერში, რ----- კ--------ემ ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავის არეში ი----- ზ------ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

ზემოაღნიშნულის გამო რ----- კ--------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით:

 

რ----- კ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

რ----- კ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

რ----- კ--------ეს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ოთხი ცალი ხელსახოცი, ხუთი ცალი სიგარეტის ნამწვი, მოწითალო ფერის ლაქა საკონტროლო ნიმუშთან ერთად და სამი ცალი ჯოხი, რომლებიც ინახება ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

· CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები, უნდა დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

· ი----- ზ------ის შარვალი, სვიტერი და წინდები, რომლებიც ინახება ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· რ----- კ--------ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

· ი----- ზ------ის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

· CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შპს „-----------–-ს“ კამერების ჩანაწერები, უნდა დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---- ზ-------–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, რ----- კ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის განაჩენთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარ----ებებზე მითითებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ბ---- ჩ--------ე, რომელმაც დაადასტურა, რომ ნახა სადგურზე როგორ მიაყენა შეურაცხყოფა რ----- კ--------ემ ი----- ზ------ეს, ასევე ნახა როგორ მიაკითხა მან ი----- ზ------ეს სხვა პირებთან ერთად და გადაიყვანა შემთხვევის ადგილისკენ. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები რ---- და ნ--- ზ------ეები, რომლებიც არიან დაზარალებულის ბიძაშვილები და იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ი----- ზ------ემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ რ----- კ--------ე იყო წაქცეული, მაშინ როდესაც ი----- ზ------ეს თავში ჩაარტყეს ჯოხი. მათივე განმარტებით, წაქცეული რ-----ი ვერ დაარტყამდა ჯოხს, თუმცა დარტყმის მომენტში ვერც მას და ვერც ი----- ზ------ეს ვერ ხედავდნენ. რ---- და ნ--- ზ------ეებმა უარყვეს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები. ასევე, ამოცნობის ოქმთან დაკავშირებით დააფიქსირეს, რომ არ იცნობდნენ მის შინაარსს, რაც არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან, პროცესზე დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- გ--------ემ დაადასტურა ამოცნობის ოქმების სისწორე და აღნიშნა, რომ რ---- და ნ--- ზ------ეები სრულად იცნობდნენ ოქმების შინაარსს, რომლებზეც მათი ხელმოწერებია. რ---- და ნ--- ზ------ეების მიერ გამოთქმული მოსაზრება, თითქოს, რ----- კ--------ე წაქცეული ვერ დაარტყამდა ჯოხს დაზარალებულს, იყო მათი ვარაუდი და ისინი ვერ ხედავდნენ მას დარტყმისას. მათ გამოძიების ეტაპზე აღნიშნეს, რომ რ----- კ--------ემ წაქცეულმა აიღო ხის სარი მიწიდან და თავში ჩაარტყა დაზარალებულს, თუმცა სასამართლოში შეცვალეს ჩვენებები. სასამართლოში დაიკითხა ასევე ექსპერტი გ-- გ----------ე, რომელმაც განმარტა, რომ ი----- ზ------ის ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

 

საპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არ მიუთითებია ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება _ ფარული მიყურადების დროს ჩაწერილი კრებსები, სადაც საუბრის მონაწილე პირები აღნიშნავენ, რომ ი----- ზ------ეს ჯანმრთელობა რ----- კ--------ემ დაუზიანა, რის გამოც ისინი დაბარებული იყვნენ პოლიციის განყოფილებაში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხებული და დამაჯერებელია და ადასტურებს რ----- კ--------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ნ---- ზ-------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა რ----- კ--------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ე----- ო-----ემ და მ--- ფ------–--ემ ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარ----ებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს რ----- კ--------ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ რ----- კ--------ის მიერ ი----- ზ------ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს, კერძოდ:

 

დაზარალებულ ი----- ზ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა მიკროავტობუსის მძღოლად ქუთაისი-თბილისის ხაზზე. 2018 წლის 05 ნ---მბერს, იმყოფებოდა ქ---------–------------- გამზირზე მდებარე ავტოსადგომზე, საიდანაც ქ.თბილისში უნდა წასულიყო. იგი თავისი სამარშრუტო მიკროავტობუსის გვერდით იდგა და ბიძაშვილებს _ რ---- და ნ--- ზ------ეებს ესაუბრებოდა, როდესაც ერთ-ერთ მძღოლს მიუახლოვდა მისთვის უცნობი მამაკაცი და მგზავრის უფასოდ წაყვანა თხოვა, რაზედაც უარი მიიღო. აღნიშნულზე მამაკაცი გაბრაზდა და თქვა, რომ ყველა მძღოლი უნამოსო იყო. ამის გამო მოუვიდათ ჩხუბი და მან ხელი დაარტყა აღნიშნულ პიროვნებას. კონფლიქტი სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა, რის შემდეგაც თვითონ სალონში გადავიდა თმების შესაჭრელად, ხოლო ის პიროვნება სად წავიდა, არ იცის. რამდენიმე წუთში ისევ გადავიდნენ იქვე უბანში არსებულ სკვერში სალაპარაკოდ და იქაც ჩხუბი მოუვიდათ. მასთან ერთად იყვნენ ნ--- და რ---- ზ------ეები, ხოლო ადგილზე დაახლოებით 30 პირი დახვდათ. ლაპარაკის დროს ზემოთ ხსენებულმა პიროვნებამ შეაგინა, რაზეც გაბრაზდა და ხელი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა. ამ დროს თვითონ მასაც ჩაარტყეს უკნიდან თავში. დაზარალებულ ი----- ზ------ის განმარტებით, არ იცის რ----- კ--------ე არის თუ არა ის პიროვნება, ვისთანაც ჩხუბი მოუვიდა, მაგრამ იგი ფიზიკურად ვერ ჩაარტყამდა თავში, რადგან ამ დროს იქეთ იყო წაქცეული. მას არ დაუნახავს ვინ ჩაარტყა ჯოხი, თუმცა, ვისთანაც ჩხუბი მოუვიდა, ის პიროვნება მისი დარტყმის შედეგად წაქცეული იყო, იგი ორ წამში ფიზიკურად ვერ წამოდგებოდა ფეხზე და ჯოხს ვერ ჩაარტყამდა თავში. ჩხუბის დროს იქ აირია ყველაფერი და ვიღაცამ ჩაარტყა.

 

დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოებები დაადასტურა მოწმე რ---- ზ------ემ და განმარტა, რომ ი----- ზ------ეს და რ----- კ--------ეს შელაპარაკება მოუვიდათ მგზავრის უფასოდ წაყვანასთან დაკავშირებით. როდესაც ისინი სასაუბროდ გადავიდნენ სკვერში, რ----- კ--------ემ შეიგინა ი----- ზ------ის მისამართით, რომელმაც მას ხელი დაარტყა და რ-----ი ძირს წაიქცა. ამ დროს იქ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და ეს ყველაფერი წამებში ხდებოდა. უკან რომ მიიხედა, უკვე ი-----ც წაქცეული დახვდა და ძალიან ცუდად იყო. რ-----ის არაფერი ეჭირა ხელში და ვინ დაარტყა ი-----ს, არ დაუნახავს. გამომძიებლისათვის მიცემულ ჩვენებას ისე მოაწერა ხელი, რომ არ წაუკითხავს. მოწმის განმარტებით, ი-----სთვის თავში ჯოხის ჩარტყმის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ვინ ჩაიდინა ეს, არ იცის. ამ ქმედების ჩამდენი პირი რ-----ი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან, ის წაქცეული იყო და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სხვას თავში ჯოხს ვერ ჩაარტყამდა. ფოტოსურათით ამოცნობისას მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მის მიერ ამოცნობილი რ----- კ--------ე მონაწილეობდა ჩხუბში.

 

იგივე გარემობები დაადასტურა მოწმე ნ--- ზ------ემაც, რომელმაც განმარტა, რომ, როდესაც რ----- კ--------ემ შეაგინა ი----- ზ------ეს, ამ უკანასკნელმა ხელი დაარტყა მას და რ-----ი იქვე წაიქცა. წამებში მოხდა ყველაფერი და რომ მიიხედა, უკვე ი-----ც ძირს ეგდო. მასთან ვიღაც ქალები მივარდნენ დასახმარებლად. იმ მომენტში მას სხვა არაფერი დაუნახავს.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ მოწმეებმა რ---- ზ------ემ და ნ--- ზ------ემ ფოტოსურათით ამოიცნეს რ----- კ--------ე და განმარტეს, რომ ის იყო პიროვნება, რომელსაც შელაპარაკება მოუვიდა ი----- ზ------ესთან და ჭ---------------------ში არსებულ სკვერში ჩხუბის დროს ჯოხი ჩაარტყა მას თავში.

 

მოწმე ბ---- ჩ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა ქ---------–------------- გ-----------ში მდებარე სადგურის უსაფრთხოების სამსახურში. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 5 ნოემბერს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იცავდა წესრიგს. დაახლოებით 15:00 სთ-ზე იმყოფებოდა „----------–-----“ და მაღაზია „--------” შორის არსებულ სამარშრუტო მიკროავტობუსების სადგომთან. ამ დროს მოესმა ჩოჩქოლის ხმა და ადგილზე მისულმა ნახა, რომ პიროვნება, მეტსახელად „-----–--- (ბრალდებული რ----- კ--------ე) ერთ-ერთ მძღოლს თხოვდა თავისი ნაცნობის უფასოდ წაყვანას. ამ საუბარის დროს მათ შეაგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს. რ-----მა თქვა, რომ ყველა მძღოლი უნამუსო იყო, რის გამოც მძღოლებმა _ მ-------მა და ი-----მ ხელი უბიძგეს მას და უთხრეს, რომ მოშორებულიყო იქედან. რ-----ი შეტრიალდა და გზისკენ წასვლა დააპირა, რა დროსაც მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ი----- ზ------ეს. როდესაც ბრალდებული გზისკენ მიდიოდა, მას თან გაჰყვნენ მძღოლები და მეორედ ჰკრეს ხელი, რის შემდეგაც მათ შორის დაპირისპირება უფრო გამწვავდა. ნახევარ საათში სიტუაცია ჩაწყნარდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ რ----- კ--------ე ისევ დაბრუნდა რამდენიმე პიროვნებასთან ერთად და ი-----ს უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა. რ----- კ--------ე და მისი თანმხლები პირები გადავიდნენ მეორე მხარეს, სადაც გადაჰყვნენ ი----- ზ------ე და მისი ბიძაშვილები, ასევე რამდენიმე მძღოლი. მისთვის შემდგომში გახდა ცნობილი, რომ ი----- ზ------ეს თავი ჰქონდა გატეხილი.

 

მოწმე თ----- კ-–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 05 ნოემბერს იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი ბინის ეზოში და ბავშვს ასეირნებდა. ამ დროს შემოესმა ჩოჩქოლის და უცენზურო სიტყვების ხმა, რამაც მიიქცია მისი ყურადღება. იქვე სკვერში რადენიმე მამაკაცი კამათობდა, რომლებსაც მოუწოდა, რომ გაჩერებულიყვნენ. შემდეგ ბავშვი ააცილა კიბეებზე და როდესაც მოტრიალდა, შეხვდა მისი კლასელის ძმა რ----- კ--------ე, რომელმაც ჰკითხა დედამისს ვალს როდის დაუბრუნებდა. ამ ლაპარაკის დროს გაიგონა ყვირილი _ ,,ვიღაცას თავი გაუტეხესო’’ და წავიდა დაზარალებულის მისაშველებლად, რომელსაც გაუწია დახმარება სასწრაფოს მოსვლამდე. მართალია, მთელი ჩხუბის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ იქ ისეთი ამბავი იყო, რომ ვინ ვის დაარტყა და რა მოხდა, არ დაუნახავს.

 

მოწმე დ-------- ს---–-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ი----- ზ------ეს სხეულის დაზიანება მიყენებული უნდა ჰქონოდა რ----- კ--------ის, ზედმეტსახელად ,------–--ს“ მიერ, რაც აცნობა ხელმძღვანელობას.

 

თავად ბრალდებულმა რ----- კ--------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით და უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ---------–-----–------------- გ-----------ში, სადაც განთავსებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, რომლის უკანა მხარეს მდებარეობს მინდვრის საფარიანი სკვერი, რომელშიც დგას პატარა მაგიდა სკამებთან ერთად. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღნიშნული მაგიდიდან და სკამებიდან დაახლოებით ხუთი მეტრის მოშორებით, მინდვრის საფარზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის ლაქა და მინდორზე დაგდებული ერთი საშუალო ზომის ჯოხი და ორი ცალი მოგრძო ზომის ჯოხი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი----- ზ------ეს დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის ღია ტრამვა, თავის ტვინის დაჟეჟილობა მარჯვნივ თხემის მიდამოში, მწვავე ტრამვული ეპისუბდურული ჰემატომა მარჯვნივ თხემის მიდამოში, მწვავე სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, ქალასარქვლის იმპრესიულ-ფრაგმენტული მოტეხილობა, თავის ტვინის კომპრესია. დაჟეჟილ-ნაფლეთოვანი (ვარსკვლავისებური) ჭრილობა მარჯვნივ თხემის მიდამოს მინუს ქსოვილით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს რ----- კ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მომხდარი შემთხვევის დროს რ----- კ--------ის მიერ ი----- ზ------ისათვის თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი. ბრალდების მხარის ეს ვერსია არ არის დადასტურებული თუნდაც ერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებით. მის საფუძვლიანობას არ ადასტურებენ არც თავად დაზარალებული ი----- ზ------ე და შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად მყოფი მოწმეები _ რ---- და ნ--- ზ------ეები, რომლებიც გამორიცხავენ ი----- ზ------ისათვის თავის არეში მძიმე დაზიანების რ----- კ--------ის მიერ მიყენების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ----- კ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ფაქტობრივად ეფუძნებოდა მოწმეების _ რ---- და ნ--- ზ------ეების მიერ გამომძიებლისათვის მიცემულ ჩვენებებს და მათ მიერ რ----- კ--------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, რომელთა თანახმადაც, ჩხუბის დროს ი----- ზ------ის მიერ ხელის დარტყმის შედეგად წაქცეულმა რ----- კ--------ემ, წამოდგომისთანავე აიღო ძირს დაგდებული ხის ჯოხი (სარი), რომელიც ძლიერად მოუქნია და თავის არეში ჩაარტყა ი----- ზ------ეს, რის გამოც იგი წაიქცა და თავიდან დაეწყო ძლიერი სისხლდენა. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოძიების სტადიაზე რ---- და ნ--- ზ------ეებმა ნამდვილად მისცეს ასეთი შინაარსის ჩვენებები და დანაშაულის ჩადენაში ამხილეს რ----- კ--------ე, თუმცა სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მათ თავიანთი ჩვენებების და ამოცნობის ოქმების ეს ნაწილები არ დაუდასტურებიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა აფასებს ზემოთ ხსენებული მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, გამოძიებაში მათ მიერ მიცემული ჩვენებების მხედველობაში მიუღებლად.

 

საქმეზე დაკითხული არცერთი სხვა მოწმე არ არის ი----- ზ------ისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტის უშუალო თვითმხილველი, შესაბამისად, მათი ჩვენებები არანაირ ინფორმაციას არ შეიცავენ დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ, ხოლო მოწმე პოლიციელის _ დ-------- ს---–-----–--ის ჩვენება ამ დანაშაულის რ----- კ--------ის მიერ ჩადენის თაობაზე, ეფუძნება მისთვის სხვა პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და შესაბამისად, ირიბი ხასიათისაა, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება რ----- კ--------ის დამნაშავედ ცნობას, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

რაც შეეხება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის კრებსს, რომლებზეც აპელირებს პროკურორი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს რ----- კ--------ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მართალია, დადგენილია, რომ 2018 წლის 05 ნოემბერს ნამდვილად ჰქონდა ადგილი კონფლიქტს რ----- კ--------ესა და ი----- ზ------ეს შორის, თუმცა ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ აღნიშნული კონფლიქტის დროს ი----- ზ------ეს რ----- კ--------ემ მიაყენა თავის არეში ბლაგვი საგნის ჩარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება რ----- კ--------ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ რ----- კ--------ის მიმართ 2019 წლის 19 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი რ----- კ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ----- კ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ----- კ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5.გამართლებულ რ----- კ--------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ოთხი ცალი ხელსახოცი, ხუთი ცალი სიგარეტის ნამწვი, მოწითალო ფერის ლაქა საკონტროლო ნიმუშთან ერთად და სამი ცალი ჯოხი, რომლებიც ინახება ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

· CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები, დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

· ი----- ზ------ის შარვალი, სვიტერი და წინდები, რომლებიც ინახება ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· რ----- კ--------ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

· ი----- ზ------ის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

· CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შპს „-----------–-ს“ კამერების ჩანაწერები, დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/