განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
120100118002581350
ინსტანცია
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #120100118002581350

საქმე №1ბ/1175-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ---------–---–---–ის

ადვოკატ: ე--------------–--ის

მსჯავრდებულ: ლ--–---------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–-ს, ასევე მსჯავრდებულ ლ--–---------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ--–---------–---–ის მიმართ, დ----------–--------–-–------------------ საქართველოს მოქალაქის, პირადი №4----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------––--------------–------------------ და--შაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ--–---------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

თა--ცხოვრების პერიოდში განსაკუთრებით ბოლო სამი წლის მანძილზე ლ--–---------–---–ი მის მეუღლეს, ვ-–-----–-–---–ს სისტემატიურად აყენებდა შეურაცყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული ვ-–-----–-–---–ი განიცდიდა ტანჯვას, ასევე, 2017 წლის 18 დეკემბერს ა-------------------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ--–---------–---–მა მის მეუღლეს, შელაპარაკების საფუძველზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ვ-–-----–-–---–ს კარები მოარტყა ხელზე და ფეხი დაარტყა ხელში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გა--ჩენით:

 

ლ--–---------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით

 

აღნიშნული გა--ჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა, ასევე, მსჯავრდებულმა ლ--–---------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე--------------–--ემ.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა გ------------–---–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გა--ჩენში ცვლილების შეტა-- იმ მიმართებით, რომ ლ--–---------–---–ს ჩადენილი და--შაულისათვის განესაზღვროს კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულმა ლ--–---------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე--------------–--ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გა--ჩენის გაუქმება და ლ--–---------–---–ის მიმართ გამამართლებელი გა--ჩენის დადგენა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–-ს და მსჯავრდებულ ლ--–---------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გა--ჩენი ლ--–---------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლ--–-დ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გა--ჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გა--ჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ლ--–---------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენა.

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ვ-–-----–-–---–მა განმარტა, რომ 2000 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ--–---------–---–თან. საწყის ეტაპზე ჰქონდათ ნორმალური ურთიერთდამოკიდებულება. თუმცა სისტემატიურად ხაზს უსვამდა ლ--–---------–---–ი, რომ იგი იყო ქალაქში დაბადებული და გაზრდილი, ხოლო ვ-–-----–-–---–ი იყო სოფლელი, მდაბიო. თუმცა იმის გამო, რომ შეეძინათ შვილები, ცხოვრება გრძელდებოდა და თავადაც შეგუებული იყო, რომ ეს იყო მისი ბედი. თუმცა, რაც უკა--სკნელ პერიოდში მოხდა აღარ იყო საპატიებელი. დაზარალებულის განმარტებით, იგი დაავადდა მძიმე ავადმყოფობით. ესაჭიროებოდა მკურნალობა და მუდმივი მეთვალყურეობა. მიუხედავად აღნიშნულისა ოჯახმა მიატოვა და არ უპატრონა. თუ რა იყო ამის მიზეზი მისთვის უცნობია. დარჩა მარტო, ნათესავების ამარა საავადმყოფოში. ლეიკემიით ავადმყოფობის გამო, იტარებდა ე.წ. ქიმიის კურსებს. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და არავის ჰქონდა გადარჩენის იმედი, თუმცა გადარჩა და მისი მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავებმა მათთან ცხოვრება შესთავაზეს, მას სურდა, რომ რადგან გადარჩა მამა-პაპისეულ სახლში შეხვედროდა ახალ წელს და 2017 წლის 18 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე მივიდა სახლში ა-------------------------–------------ში. სახლში მისვლის შესახებ უთხრა მეზობელს და ბიძაშვილს მ--–--------–-–---–ს, გაესაუბრა მას. შემდეგ შევიდა სახლში. ლ--–---------–---–ი დახვდა აგრესიულად და ჰკითხა რა უნდოდა იქ, რაზეც მიუგო, რომ საკუთარ სახლში მისვლის უფლება ნამდვილად ჰქონდა. ლ--–---------–---–ი აგრძელებდა ლანძღვას და ეუბნებოდა, რომ წათრეულიყო ისევ თავის საყვარელთან. აგრესიას გამოხატავდნენ არა მარტო ლ--–---------–---–ი, მათი შვილებიც. საერთოდ ლ--–---------–---–მა ისინი ასე გა--წყო მამის მიმართ, რომ თუ მამას რამე დაუშავებენ ლ--–-სგან დაჯილდოვდებიან. ლ--–---------–---–ი არ წყვეტდა ლანძღვას და ყვირილს, ეუბნებოდა რომ არ მისცემდა უფლებას ღამე სახლში გაეთენებინა, რომ გამოფატრავდა თუ დარჩებოდა. თუმცა თავად სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რადგან ფიქრობდა, რომ იყვირებდა და გაჩუმდებოდა, ასეთი ქცევა მისი მხრიდან პირველი არ იყო. როდესაც ნახევრად ჩამქრალ ღუმელთან ხელები შეითბო, გადაწყვიტა დაწოლილიყო. გაემართა იმ ოთახისკენ სადაც მისი საწოლი იდგა. ლ--–---------–---–ი გამოემართა მისკენ, მოწმემ იფიქრა, რომ გასცდებოდა, მაგრამ ლ--–---------–---–მა ორფრთიანი კარის მოძრავი გვერდი ძლიერად მოიქნია დახურვის მიმართულებით და მას (დაზარალებულს) მოხვდა ხელში, მაჯის ზემოთ ძვალზე. ავადმყოფობის გამო, იყო დასუსტებული და განიცადა ისეთი ძლიერი ტკივილი, რომ ეგონა ხელი მოსტყდა და ტკივილის გამო, ღამის განმავლობაში ვერ დაიძინა(ხოლო ხელის ტკივილს დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში განიცდიდა). ჩამოჯდა საწოლზე. ამ დროს მას დაურეკა მ--–---------–-–---–მა და მოიკითხა, როგორ იყო. ლ--–---------–---–ი ისევ აგრძელებდა ლანძღვას, ემუქრებოდა მოკვლით, გამოწელავდა და გაფატრავდა თუ ღამით სახლში დარჩებოდა, რომ სადაც უნდოდა იქ წათრეულიყო. მ--–---------–-–---–მა მოუწოდა სიფრთხილისაკენ და კვლავ შესთავაზა მასთან დარჩენა. მან დაამშვიდა იგი და უთხრა რომ არ ენერვიულა. ამ დროს დროს იჯდა საწოლზე და ნატკენ ხელს იზელდა, რომ ტკივილს გაევლო, რადგან ძალიან სტკიოდა. ამ დროს ლ--–---------–---–ი იდგა ტელევიზორთან, გამოემართა მისკენ, უთხრა რა არის დამქაშები გირეკავენო? მაგან არ იცის, რომ დილამდე შენ ცოცხალი აღარ იქნებიო, თან მიუახლოვდა და ფეხი ამოსცხო ტელეფონს. ტელეფონი მას მოხვდა ცხვირში და გადავარდა, ცხვირის ძვალზე კი კანი გადაუტყავა. გადატანილი დაავადების შემდეგ სისხლში ლეიკოციტები არასაკმარისად ჰქონდა და მისი სისხლი არ დედდებოდა, სისხლდენა აღარ შეუჩერდა და უწევდა სისხლის მოწმენდა ნაკაწრიდან. ამის და--ხვაზე ლ--–---------–---–მა უთხრა ბავშვებს, რომ მან თვითონ, ძალით დაიზია--, რომ მერე მათთვის დაებრალებინა, რაზეც მოწმემ უპასუხა რომ მათ არაფერს აბრალებდა და მისთვის თავი დაენებებინათ. დიდი ჭრილობა და დაზიანება არ ჰქონია ცხივრზე, ხოლო ხელი ერთი კვირის განმავლობაში სტკიოდა.

 

ლ--–---------–---–ი კიდევ დიდხანს ლანძღავდა მას, შემდეგ როგორც იქნა გაჩერდა. მას (დაზარალებულს) მთელი ღამე არ დასძინებია, ცხვირის ნაკაწრიდან სისხლს იწმენდდა. ლ--–---------–---–ი რამოდენიმეჯერ გავიდა თავისი საძინებლიდან გარეთ. მ--–--------–-–---–ი კვლავ ურჩევდა მისულიყო მასთან, მაგრამ რამდენიმე დღე კიდევ სახლში დარჩა. ფიზიკური ძალადობის შესახებ მაშინ არავისთვის უთქვამს და სამკურნალო დაწესებულებისთვისაც არ მიუმართავს, რადგან რცხვენოდა, ისედაც ყველა შეწუხებული იყო იმით, რომ ლ--–---------–---–მა ავადმყოფი მიატოვა და შესაბამისად ვერავის გაუმხელდა რომ ლ--–---------–---–მა მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა და სისხლის გადასხმა ესაჭიროებოდა. თუმცა როგორც შემდგომ მას მ--–--------–-–---–მა უთხრა, იგი მისი და ლ--–----------–---–ის ჩხუბს და მიმდინარე მოვლენებს შორი-ახლოდან აკვირდებოდა (სახლის ფანჯრის მიმდებარე ტერიტორიიდან) და ხედავდა მათ მოძრაობას. დაახლოებით მესამე დღეს მივიდა სტუმრად მ--–--------–-–---–თან, მთელ დღეს იქ ატარებდა, რადგან სახლში საჭმელს უმალავდნენ და მასთან მიირთმევდა საჭმელს. საღამოს ბრუნდებოდა სახლში, ლ--–----------–---–ი ისევ აგრესიას გამოხატავდა. ერთ საღამოს აუტეხა ჩხუბი, რომ რატომ ალიმენტს არ უხდიდა ბავშვებს. დაზარალებულმა მიუგო, რომ საიდან უნდა ჰქონოდა ფული, 1600 ლარი ჯდებოდა ერთი ქიმიის გაკეთება, ვეღარ მუშაობდა, ერთი კვირის წინ ჰქონდა ქიმია გაკეთებული და ფული საიდან უნდა მიეცა. ამ ყველაფერზე ლ--–---------–---–მა მიმართა მას შემდეგი სიტყვებით - ,,მე სულ არ მაინტერესებს, მე სულ მკიდია, მე ფული მინდა, რისთვის დაგაკისრა სასამართლომ შენ ეს ალიმენტი“, დაზარალებულმა შესთავაზა მისი ნაყიდი ტელევიზორი გაეყიდათ და ფული ექნებოდათ, სხვა გამოსავალი არ იყო. მანქა-- უკვე გაყიდული ჰყავდა და მის მკურნალობას მოხმარდა ის თანხა. რამოდენიმე დღე კიდევ გაატარა ოჯახში, ლ--–-----------–---–ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უწოდებდა მათხოვარს. სადილობის ან ვახშმობის დროს მაგიდას გააწყობდა იმდენ კაცზე, რომ იგი არ ჰყავდა გათვალისწინებული. გემრიელად ემოციებით მიირთმევდნენ საჭმელს და თან ამბობდნენ, რომ ვიღაც მათხოვრებს ვერ შეაჭმევდნენ. თუ რამე დარჩებოდათ იმასაც მალავდნენ. თუ რამე თვალს მიეფარებოდა სახლში და ძებნას იწყებდნენ, მაშინვე მას ლანძღავდნენ, რომ იგი დამალავდა, შემდეგ კი პოულობდნენ. დილით როდესაც სახლიდან გადიოდა ღუმელში წყალს ასხამდა, რომ ვეღარ დაენთო. ამ დროს მას 39 გრადუსი სიცხე ჰქონდა და ლოგინში იწვა. ამ ყველაფრის გამო, იგი (ვ-–-----–-–---–ი) გაძლებაზე იყო, მაგრამ რაღაცნაირად ჰქონდა აკვიატებული, რომ ახალი წელი საკუთარ სახლში უნდა გაეტარებინა რადგან ცოცხალი გადაურჩა მძიმე ავადმყოფობას.

ახალი წლის ღამეს ლ--–---------–---–მა სუფრა გააწყო ოთხ ადამიანზე და იგი (ვ-–-----–-–---–ი) არად ჩააგდო. თან საუბარში ამბობდა, რომ მეტი არ მინდა ხელი მიაკაროს რამეს, ან პირი დააკაროს რამესო. ეს ის მომენტი იყო როდესაც ადამიანს რაღაც ძაფი უწყდება და შეიძლება და--შაული ჩადიდნოს. ამიტომ დაახლოებით 23:00 საათზე წავიდა სახლიდან და მივიდა თავისი დის ოჯახში მეზობლად მდებარე ს------–------–--–ში. დის მ-------–----ის ოჯახში უმასპინძლეს. მათ უთხრა რომ თავის სახლში მისთვის რთული პირობები იყო და მათთან ერჩივნა. ისედაც ძალიან სუსტად იყო, იმუნიტეტი დაქვეითებული ჰქონდა, თმა და წარბებიც კი არ ჰქონდა ფრჩხილები დაგრეხილი ჰქონდა, ყველაფრის ჭამა არ შეეძლო და ამ ყველაფრის გამო მოვლა სჭირდებოდა. ერთი-ორი დღის შემდეგ მისმა დამ ხელზე სილურჯე შეამჩნია და შეშფოთდა, ჰკითხა ექიმმა თუ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ მან (ვ-–-----–-–---–მა) დაამშვიდა და უთხრა, რომ რაღაცას მიარტყა. კიდევ დიდხანს დარჩა დასთან საცხოვრებლად, ფიქრობდა, რომ მისი ოჯახის წევრებს გადაუვლიდათ აგრესია და დაბრუნდებოდა სახლში.

გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შეიტყო, რომ ლ--–---------–---–ი რაღაც დოკუმენტებს ეძებდა საცხოვრებელ სახლთან დაკავშიებით. დაუკავშირდა ადვოკატს, გაიარა კონსულტაცია, გაარკვია, რომ მისი მამა-პაპისეული სახლი ჯერ კიდევ არავისზე არ იყო დარეგისტრირებული და დაამშვიდა, ურჩია, რომ მკურნალობა გაეგრძელებინა ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ ეტაპისთვის.

 

2018 წლის მარტში მივიდა სახლში მას შემდეგ რაც ახალ წელს წავიდა დასთან. სახლში მივიდა მაგრამ დაკეტილი იყო, იცოდა გასაღები სადაც იდო, მაგრამ არ შესულა. ეზოში დაინახა ნამწვი ეყარა და თავისი ჯინსის შარვლის დამწვარი ფრაგმენტიც იქვე ეგდო. მიხვდა, რომ ტანსაცმელი იყო დამწვარი, მაგრამ არაფერი არ მოუმოქმედებია. სოფელში მიბრუნდა რამოდენიმე ხანში ნათესავის გასვენებაში. მას ეცვა ღია ფერის ზედატანი და გადაწყვიტა სახლში მისულიყო და რაიმე მუქი ფერი ჩაეცვა. სახლში შესულმა დაინახა, რომ გარდაცვლილი მამის სურათი კედელზე აღარ ეკიდა. ასევე სახლში არ იყო მისი ტანსაცმელი და საწოლი, რომელიც სახელოსნოში იყო გადატანილი. ამ ყველაფრის გამო, ძალიან განერვიულდა და შეუძლოდ გახდა მაგრამ, ვერავის უმხელდა მიზეზს. დაუკავშირდა ადვოკატს იმის გასარკვევად, რამდენად ჰქონდა ქალს ამ ყველაფრის უფლება. ადვოკატმა განუმარტა, რომ თუ მისი მონაყოლი სიმართლე იყო კანონი მას პასუხს მოსთხოვდა. დაწერა საჩივარი და მიმართა პოლიციას. რეალურად არ ეგონა თუ საქმე აქამდე მივიდოდა, იგი ფიქრობდა, რომ ლ--–---------–---–თან ერთად დასხდებოდნენ და ვინმე მას ეტყოდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა, ამდენი არ უნდა დაეშავებინა. 2018 წლის 29 ივნისს ლ--–---------–---–ს ბრალი წაუყენეს. კარგად ახსოვს, რომ საღამოს მისი ტელეფონის ნომერზე შევიდა შეტყობინება მისი შვილის მობილური ტელეფონის ნომრიდან. ტექსტი იყო შეურაცხმყოფელი. მისმა დამ მ-------–----ემ გადარეკა იმ ნომერზე, უპასუხა მისმა შვილმა გ-----------–-–---–მა, რომელმაც უარყო მსგავსი წერილის მიწერა და ატირდა. ვ-–-----–-–---–ისათვის წერილის ტექსტი არ იყო მნიშვნელოვანი, რადგან ლ--–---------–---–ისგან უარესი მოუსმენია, მაგრამ ბავშვი რომ ჩარია და ანერვიულა, ეს უფრო მტკივნეული იყო მისთვის. ამის შესახებ მოუყვა გამომძიებელს და უთხრა, რომ ბავშვს შველა სჭირდებოდა, რომელმაც ურჩია, რომ სპეციალური სამსახურისთვის მიეკითხებინა. პოლიციელებმა საუბარში ისიც უთხრეს, რომ ლ--–---------–---–ს შვილები პოლიციაში ჰყავდა მიყვანილი და ისე ყავდა დარიგებული, რომ დიდი ალბათობით ყველაფერს უარყოფდნენ და დედასთან დარჩებოდნენ. ლ--–---------–---–ის მიმართ ას-----ს რაიონულ სამმართველოში გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი და პოლიციელებმა განუმარტეს, რომ შეეძლო სახლში დაბრუნება და ლ--–---------–---–ს აკრძალული ექნებოდა მასთან მიახლოება. მაგრამ, სახლში არ მისულა, აკვირდებოდა ლ--–---------–---–ის ქცევას, იქნებ შეეცვალა მისდამი დამოკიდებულება, მაგრამ პირიქით, ხალხში ამბობდა, რომ არ მოეწონა და ,,მოახევინა“ სახლიდან. მაგრამ ამასაც არ აქცევდა ყურადღებას. ამასობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ისევ გადაწყვიტა მისულიყო სახლში. თუმცა იქ მისულს ყურადღება არავინ მიაქცია. მოითხოვა მიეტა--თ მისი ტანსაცმელი, მაგრამ თითქოს იქ არ იყო, არავინ პასუხობდა. წამოვიდა სახლიდან და რამდენიმე ხანში დაბრუნდა პოლიციელებთან ერთად. ლ--–---------–---–მა მათ განუმარტა, რომ სახლში არა--ირი ტანსაცმელი არ ჰქონდა და წაღებული ჰქონდა იქ სადაც მუშაობდა და თვეების განმავლობაში რჩებოდა (ვ-----–ი) და საერთოდ თუ ჰქონდა ტანსაცმელი, მიეტა-- ჩეკები ამის დასამტკიცებლად. ამავე დროს აიძულეს ლ--–---------–---–ი, რომ ვ-–-----–-–---–ის გარდაცვლილი მამის სურათი გამოეტა--, სურათი დაკუჭული და უვარგისი იყო. გადაყრილი საწოლი და ლოგინი, გაწმინდა და ისევ სახლში შეიტა--. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ლ--–---------–---–ი პოლიციელებმა წამოიყვანეს და გამოწერეს შემაკავებელი ორდერი. ვ-–-----–-–---–მა თავად შესთავაზა შვილებს, რომ ეცხოვრათ მასთან ერთად. მართლაც ასე მოხდა, მაგრამ ლ--–---------–---–ი მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდა მათ უფროს ქალიშვილს ს--–----ს და ეკითხებოდა დეტალებს. მისივე მითითებით არ ჭამდნენ მამის მიტანილ საჭმელს, ლ--–----------–---–ის დავალებით უმალავდნენ ტელეფონში არსებულ ინფორმაციას, რომელიც აღმოუჩინა შემთხვევით. ერთ-დღეს დასთან მ-------–----ესთან წავიდა რათა დაკლული ქათამი წამოეღო და საჭმელი გაეკეთებინა ბავშვებისთვის. სახლში ვიდრე დაბრუნდებოდა თა--სოფლელმა დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვები თავიანთი ბარგით სკოლასთან იდგნენ და მოგვიანებით მანქანით წაიყვანეს. გამომძიებლის დახმარებით გაარკვია, რომ ბავშვები ლ--–---------–---–ს ჰყავდა წაყვანილი. ვ-–-----–-–---–ის აზრით ბავშვებს შერცხვათ თავისი საქციელის რადგან მოქმედებდნენ მამისგან მალულად, ისინი აღარ არიან პატარები და ყველაფერს ხვდებიან. მოგვიანებით ლ--–---------–---–მა იმავე სოფელში იქირავა სახლი და ბავშვებთან ერთად დაიწყო ცხოვრება. ლ--–---------–---–ი ავრცელებდა ხალხში, თითქოს ვ-–-----–-–---–ს სახლში სხვა ქალი ჰყავდა მიყვანილი და ამიტომ გამოყარა ისინი რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ლ--–---------–---–ი დარწმუნებული იყო, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 2017 წლის აგვისტოში ისეთი ოპერაცია გადაიტა--, რომ სიკვდილის პირას იყო და სხვა ვერაფერი ადარდებდა. იმის გამო, რომ სპეციალური მოვლა სჭირდებოდა დაიქირავა ნაცნობი, ქალი - ქ----------------–---–ი, რომელიც გარკვეული ა--ზღაურების სა--ცვლოდ უვლიდა მას. ზოგადად ლ--–---------–---–ს რთული ხასიათი ჰქონდა, არ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება დედამთილთან და მას უღირსადაც ექცეოდა. თუმცა ვერაფერს ეუბნებოდა, რადგან სამსახურის გამო იძულებული იყო დიდი ხნით წასულიყო სახლიდან და ეშინოდა დედისთვის რამე არ მოეწია, ამიტომ ცდილობდა მასთან კარგი დამოკიდებულება შეენარჩუნებინა. იყო სიტუაციები, როდესაც ლ--–---------–---–ი უმალავდა ქმარს თუ სად მიდიოდა ან არასწორ ინფორმაციას აწვდიდა, ვ-–-----–-–---–ის შეკითხვებზე კი ირონიით პასუხობდა, რომ ეგღა აკლდა მისთვის ეკითხა რამე და იგი თავისუფალი ქალი იყო და ვისთა--ც უნდოდა იმასთან დაიჭერდა საქმეს. მასთან კვლავ სცადა საუბარი, რომ ასე საუბარი ქმართან და მოქცევა არ შეიძლებოდა, თუმცა ლ--–---------–---–მა მას საქორწინი ბეჭედი მიუგდო და უთხრა, რომ მისი ცოლი აღარ იყო და თვითონ გადაწყვეტდა როგორ მოიქცეოდა. შეკამათდნენ და ლ--–---------–---–მა გამოიძახა პოლიცია. ამ შემთხვევის შემდეგ ვ-–-----–-–---–ის განმარტებით მათ შორის ყველაფერი დამთავრდა, აღარ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. იყო გაუბედურებული. მიდიოდა სამსახურში ხანგრძლივი დროით და პერიოდულად ბრუნდებოდა სახლში. თუ რამეს შეჭამდა ქმარს უმალავდა. ბავშვებს ეუბნებოდა, რომ მათ მამა არ ჰყავდათ და ვ-–-----–-–---–ს უფლება არ ჰქონდა მათთვის რაიმე მიეთითებინა. ამ დროისთვისაც და მა--მდეც ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ სხვა და სხვა ოთახებში ეძინათ. ლ--–---------–---–ს საძინებლის კედელი ხატებით ჰქონდა სავსე. მიუხედავად ყველაფრისა ცდილობდა სითბო და სიყვარული გამოეხატა მეუღლის მიმართ, მაგრამ ლ--–---------–---–ი აგრესიით და წივილ-კივილით პასუხობდა. შემდეგ კი შვილებს უყვებოდა ამ მცდელობების შესახებ, რაც ვ-–-----–-–---–ისთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყო.

 

ლ--–---------–---–ი ვ-–-----–-–---–თან ურთიერთობას უშლიდა უმცროს შვილს გ-------ს. არ აძლევდა უფლებას რომ მასთან ერთად მარტო სადმე წასულიყვნენ, ერთხელ მკაცრი პროტესტი განუცხადა გ-------ს რომ მამას გაჰყოლოდა დ-----------–ი და დანით გამოუვარდა სახლიდან. ჯერ თითქოს ხელი უნდა გადაეჭრა. ლ--–---------–---–მა ბავშვს დაუყვირა ,,მაგ მოხუცს ნუ დასდევ, დაეგდე სახლში“. გ-------ს შეეშინდა დედას რამე არ მოეწია და ატირდა. ამგვარი არაადეკვატური ქცევები მისგან უცხო არ იყო. გ-------ს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მამასთან, მაგრამ ამის გამო ლ--–-ს და მის დებს ასევე ლ--–-ს მშობლებს ჰქონდათ ცუდი დამოკიდებულება, მამის დასაცავად დედას თუ შეეპასუხებოდა გ------- მას ლ--–- აუცილებლად სცემდა მაშინ როცა ვ-–-------–-–---–ი სამსახურში წავიდოდა, ბავშვი ეცოდებოდა და ამიტომ იძულებული იყო აღარ ჰქონოდა მასთა--ც ახლო ურთიერთობა. ასეთი დაძაბული ურთიერთობა გრძელდებოდა ოპერაციის გაკეთებამდე ორი-სამი წლის განმავლობაში. იგი ამ ყველაფრით განიცდიდა ტანჯვას. ასევე ლ--–---------–---–ის ძალადობის გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი მას ერთი კვირის განმავლობაში სტკიოდა ხელი და თითებს ვერ ამოძრავებდა. როგორც მოგვიანებით შეიტყო მ--–--------–-–---–მა ტელეფონით მასთან საუბრის დროს გაიგონა ლ--–---------–---–ის მუქარა. იმით შეწუხებული, რომ მუქარა სისრულეში არ მოეყვა--, რადგან ძალიან დაუძლურებული და დასუსტებული იყო, მათი ოთახის ფანჯარასთან იდგა და ისმენდა მათ სახლში განვითარებულ მოვლენებს, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩარეულიყო. მას შემდეგ რაც მისი ოჯახის წევრებმა იგი ფაქტიურად სახლიდან გააგდეს, მას კიდევ ჰქონდა იმედი, რომ მათთან ურთიერთობას დაალაგებდა, რადგან ჩხუბის გამო მისი სახლიდან წასვლა პირველად არ მომხდარა. თუმცა, მას შემდეგ როდესაც იგი სახლში დაბრუნდა და იქ არ დახვდა მამამისის სურათი, მისი ლოგინი და ტანსაცმელი, ამ ყველაფერმა გადააწყვეტინა მას, რომ ლ--–---------–---–ის ამგვარ საქციელს ბოლო უნდა მოღებოდა და მისი მხრიდან პოლიციაში განცხადების შეტანის მიზანი სწორედ ლ--–---------–---–ის ,,შეჩერება“ იყო, რადგა--ც მისი საქციელი უკვე ყველა--ირ ზღვარს სცდებოდა. შეჩერებაში მან იგულისხმა ლ--–---------–---–ის მხრიდან მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შეჩერება.

 

აღნიშნულ შემთხვევამდე მას ლ--–---------–---–ის საქციელთან დაკავშირებით არასდროს მიუმართავს საგამოძიებო ორგანოებისთვის თუმცა განმარტავს, რომ პირიქით ლ--–---------–---–მა რამდენჯერმე მის წინააღმდეგ საგამოძიებო ორგანოებში შეიტა-- საჩივარი, რადგა--ც მან რამდენჯერმე ლ--–---------–---–ს სახლში სტუმრების მოყვა-- და ქეიფის ნება არ დართო. ერთხელ როდესაც იგი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, მან იცოდა რომ მის პატარა ბიჭს ფეხი ჰქონდა ნატკენი, ლ--–---------–---–მა მასთან შეთანხმების გარეშე წაიყვა-- ექიმთან და როგორც მას ჰქონდა ინფორმაცია ფეხი საკმაოდ დაზიანებული ჰქონდა, თუმცა როდესაც იგი ეზოში შევიდა მან საკუთარი თვალით დაინახა თუ როგორ გადაადგილდებოდა მისი ბიჭი ეზოში ყოველგვარი დახმარების გარეშე და მას არაფერი ეტყობოდა. როდესაც იგი სახლში შევიდა მას ბიჭი დახვდა ყავარჯნებით და ფეხი შეხვეული ჰქონდა, რაც მან ნა--ხიდან გამომდინარე სერიოზულად არ აღიქვა.

 

მეორე დღეს მან შეიტყო, რომ მისი ბიჭის თა--კლასელები და მასწავლებელი აპირებდნენ სა--ხავად მისვლას. მისი ვარაუდით ლ--–---------–---–მა მათი სტუმრობის შესახებ წინასწარ იცოდა, რადგან წინა დღეს როდესაც იგი სახლში მივიდა ლ--–---------–---–ი გარკვეულ სამზადისში იყო და აცხობდა ქადებს. მისი თქმით მას ძალიან უყვარს ქადა და ლ--–---------–---–მაც იცოდა ამის შესახებ, თუმცა როდესაც იგი გამოცხობას მორჩა, მან ქადები მხოლოდ ბავშვებს აჭამა და და--რჩენი დამალა. როგორც მან შემდგომ გაარკვია ლ--–-----------–---–ი დაუკავშირდა მასწავლებელს და უთხრა, რომ ბავშვის სა--ხავად მისვლა მომდევნო დღისთვის გადაედოთ ვინაიდან მისი ქმარი სახლში ,,ეგდო“. როდესაც მან აღნიშნული შეიტყო, გადაწყვიტა, რომ იმ შაბათ-კვირას სახლში დარჩენილიყო და სამსახურში აღარ წასულიყო, რადგან ლ--–---------–---–ი მეორე დღეს ელოდებოდა სტუმრობს და მასაც უნდოდა, რომ გაერკვია თუ როგორ მოიქცეოდა ლ--–---------–---–ი მისი სახლში ყოფნისას. საღამოს როდესაც უკვე სტუმრები უნდა მოსულიყვნენ, მისი ბიჭი მივიდა მასთან და მხოლოდ მაშინ უთხრა, რომ მისი კლასელები უნდა მისულიყვნენ მასთან სა--ხავად, რაზეც მან უსაყვედურა კიდეც რომ მისთვის აქამდე უნდა ეთქვათ სახლში ამის შესახებ და ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც იგი მივიდა მასწავლებელთან და აუხსნა, რომ მათი სახლში სტუმრობა ვერა--ირად ვერ მოხერხდებოდა და შესთავაზა, რომ სურვილის შემთხვევაში ბავშვები მასთან ერთად სადმე გაესეირნებინა და შემდეგ უკან დაებრუნებინა, ხოლო სახლში სტუმრობა გამორიცხული იყო მისი და ლ--–---------–---–ის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე. რის შემდეგაც მასწავლებელი დაუკავშირდა ლ--–---------–---–ს და აუხსნა, რომ ვერ ესტუმრებოდნენ. თუმცა ლ--–---------–---–ი მისი მოთხოვნის საპირისპიროდ ეუბნებოდა ბავშვს შემდეგ სიტყვებს: ,,მიდი დედი, დაიკიდე, ეხლა პოლიციაში დავრეკავ ამას წაათრევენ, ჩვენ მაინც ვიქეიფებთ“, თუმცა მას ვ-–-----–-–---–მა კატეგორიულად განუცხადა, რომ ვერ იქეიფებდნენ. ლ--–---------–---–მა ამ დროს დარეკა პოლიციაში და ცოტა ხნის შემდგომ მას დაუკავშირდა პოლიციის თა--მშრომელი, რომელიც მისი ახლობელი იყო და აცნობა, რომ ლ--–---------–---–ს 112-ზე ჰქონდა დარეკილი და სამმართველოში უნდა გამოცხადებულიყო სიტუაციის გასარკვევად.

 

ამის შემდეგ მან ერთგვარ ხრიკს მიმართა, იგი შევიდა სახლში, ვითომ ტელეფონზე საუბრობდა და ლ--–---------–---–ის გასაგონად ხმამაღლა თქვა, რომ დაუყოვნებლივ მივიდოდა სამუშაო ადგილზე, რის შემდეგაც ლ--–---------–---–ი კვლავ დაუყოვნებლივ დაუკავშირდა პოლიციის თა--მშრომელს და აცნობა, რომ ვ-–-----–-–---–ი მიმალვას ცდილობდა და ბავშვი გაამხნევა, რომ ვ-–-----–-–---–ს პოლიცია ,,წაათრევდა“ და ისინი მაინც იქეიფებდნენ. თუმცა საბოლოოდ, ისიც და ლ--–---------–---–იც პოლიციის შენობაში აღმოჩდნენ. მისი თქმით, მან ლ--–---------–---–ი ქეიფის გამო შეზღუდა მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის დროს, ხოლო სხვა დროს მისთვის არა--ირი პრობლემა არ შეუქმნია. ამ კონკრეტული შემთხვევის დროს მისი კატეგორიული უარი გამოწვეული იყო მისი ოჯახის მხრიდან მის არაფრად ჩაგდებისა და უგულვებელყოფის გამო და არა ლ--–---------–---–ის წინააღმდეგ რაიმე ქმედების განხორციელება. ვინაიდან სხვა დროს ასეთ შემთხვევებში, იგი საპირისპიროდ იქცეოდა და ოჯახის წევრებს პირიქით, ხელს უწყობდა.

მას და ლ--–---------–---–ს შორის ხშირი იყო დაპირისპირება და კამათი, თუმცა მისი თქმით იგი ლ--–---------–---–ს ხელით მხოლოდ ერთხელ, 20 წლის წინ შეეხო და ისიც შემთხვევით, ვინაიდან ლ--–---------–---–მა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, ხოლო მათი შვილები ბევრჯერ შესწრებიან ლ--–---------–---–ის მხრიდან მისი ღირსების დამამცირებელი სიტყვების თქმას და ამაზე მისი გაბრაზების მომენტს და მისთვის უკითხავთ კიდეც გაბრაზების მიზეზი.

 

დაზარალებულის თქმით მას გამორჩეულად უყვარდა თავისი ბიჭი და იმის გამო, ბავშვს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, მას არ ელაპარაკებოდნენ დედა და დები, რასაც იგი ძალიან განიცდიდა. თავის მხრივ მამაც ცდილობდა, რომ ბავშვს ნაკლებად ეგრძნო ეს სიტუაცია და მისი განებივრებით ცდილობდა მისთვის ამ დარდის შემსუბუქებას. თუმცა ბავშვს მაინც ეტყობოდა იმის განცდა, რომ დედა არ ელაპარაკებოდა და ყველას სთხოვდა, რომ როგორმე გადაეცათ დედამისისთვის, რომ მისთვის ხმა გაეცა. თავადაც ცდილობდა რაიმე ისეთი მიზეზი მოეძებნა, რომ ბავშვი უმტკივნეულოდ, ისე რომ ვერ გაეაზრებინა დედამისთან და მის მხარესთან მიებრუნებინა და მათთან კარგად ყოფილიყო და უმეორებდა, რომ დედამისს წაჰყოლოდა პაპასთან და ბებიასთან და მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, რამაც საბოლოდ შედეგი გამოიღო და ბავშვმა ისევ დაიწყო დედასთან და დებთან ურთიერთობა და მამას ზურგი აქცია. ხოლო ის ინფორმაცია თითქოს ბავშვმა ის მეგობარ ქალთან ერთად დაინახა და ამის გამო თქვა მასზე უარი სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ლ--–---------–---–თან დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, დაახლოებით სამი წლის წინ, მან რჩევის საკითხავად მიაკითხა ადვოკატს ე--------------–--ეს, რომლისგა--ც რჩევა მიიღო, რომ ასეთი საქციელის გამო ლ--–---------–---–ი უნდა ,,გაეგდო და თავიდან მოეშორებინა“, თუმცა მას განქორწინება არ სურდა რადგან შვილები ეცოდებოდა.

 

ქ----------------–---–ი საკმაოდ კარგად ასრულებდა სანიტრის ფუნქციას და ეხმარებოდა მას ჭრილობის დამუშავებაში მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონია შესაბამისი გა--თლება სამედიცინო სფეროში. აღნიშნულის გარდა მათ სხვა რაიმე ურთიერთობა არ ჰქონიათ. მას შემდეგ რაც მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოუკეთდა, მადლიერების ნიშნად ყურადღებას აქცევდა მას და შემდგომ ხელი შეუწყო საქართველოს ფარგლებს გარეთ სამსახურის მოძებნაში. ის ფაქტები რომ მას გარკვეული პერიოდების განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა რამდენიმე ქალბატონთან, გამოწვეული იყო იმით, რომ დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში მეუღლესთან არ ჰქონია ცოლ-ქმრული ურთიერთობა. როდესაც იგი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ლ--–---------–---–ს ამის შესახებ აცნობა მისმა ძმის შვილმა-ოთარი ხ--–-–---–მა, აუხსნა ავადმყოფის მძიმე მდგომარეობის შესახებ და სთხოვა, რომ მისთვის ბავშვები ენახებინა, ამის საპასუხოდ მას ლ--–---------–---–მა უპასუხა რომ მას თავად ვ-–-----–-–---–ის ნახვის სურვილი არ ჰქონდა, ხოლო ბავშვებს ჰკითხავდა ჰქონდათ თუ არა მამის ნახვის სურვილი და შეატყობინებდა პასუხს. ვ-–-----–-–---–ის განმარტებით, ლ--–---------–---–მა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საავადმყოფოში მიაგზავნა თავისი ძმა, რომელმაც დაუდასტურა მას ვ-–-----–-–---–ის მძიმე მდგომარეობაში ყოფნა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა ლ--–---------–---–მა ბავშვების წაყვა-- მომაკვდავი მამის სა--ხავად.

 

2017 წლის აგვისტოში, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუარესდა, მას სახლში ჰყავდა 2 ძროხა თავისი ხბოებით, წინა წლის 2 რქოსანი პირუტყვი, 12 სული ცხვარი, 8 ბატკანი, სახლში ჰქონდა დაახლოებით 5 ტონა ხორბალი თუმცა მას აქედან არაფერი არ მიუღია. დედმამისშვილებისა და ნათესავების დახმარებით იტარებდა საკმაოდ ძვირადღირებულ სამკურნალო პროცედურებს. მეუღლემ მიატოვა მაშინ როდესაც იგი უკიდურეს გასაჭირში იმყოფებოდა. თბილისში ჩასულმა საავადმყოფოშიც კი არ ინახულა ქმარი ვითომ იმის დასაბუთებით, რომ ტერიტორიაზე მისი საყვარელი დაინახა, რაც სრული სიცრუეა. ქ----------------–---–ი იმ დროისათვის არ ჰყავდათ დაქირავებული და შესაბამისად, იქ ვერ იქნებოდა. თუმცა მკურნალობის პროცესში ისინი დაახლოვდნენ და ჩამოუყალიბდათ ახლო ურთიერთდამოკიდებულება. ვ-–-----–-–---–ის განმარტებით მას როგორც მამაკაცს სჭირდება პარტნიორი, რაზეც ლ--–---------–---–ი ყოველთვის უარს ეუბნებოდა, ამიტომ მისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ეს ფაქტი. ვ-–-----–-–---–ის განმარტებით მისი მოთხოვნაა კანონიერი შეფასება მიეცეს ლ--–---------–---–ის ქმედებებს

 

მოწმე ა--------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ვ-–-----–-–---–ის დის მ-------–----ის მეუღლე, ცხოვრობს ას-----ს რაიონის ს------–------–--–ში. 2017-2018 წლის ახალი წლის ღამე იყო, დაახლოებით შუაღამის 12:00 საათი, მათთან მივიდა ვ-–-----–-–---–ი და უთხრა, რომ ოჯახის წევრებმა სახლში არ შეუშვეს. მან მაინც ურჩია, რომ ოჯახი არ დაენგრია, მაგრამ ვ-–-მ უთხრა, რომ აღარასდროს შეურიგდებოდა ლ--–---------–---–ს, რადგან მაშინ მიატოვა, როდესაც მას ყველაზე მეტად უჭირდა. ვ-–-----–-–---–ის ავადმყოფობის გამო, მკურნალობის ხარჯი სხვა ნათესავებთან ერთად მა--ც გაიღო, გაყიდა პირუტყვი და 5000 ლარი მოახმარა სხვა და სხვა პროცედურისათვის. მოწმისათვის ცნობილია, რომ ამ ავადმყოფობის მიუხედავად, სახელფასო ბარათი დაუბლოკეს ალიმენტის ვალდებულების გამო. ბრალდებულსა და დაზარალებულს თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ შემდეგ კი სიტუაცია გამწვავდა, იგი ყოველთვის ურჩევდა მეუღლისთვის დაეთმო. ახალი წლის ღამეს მათთან მისვლის დროს შენიშნა, რომ ვ-–-----–-–---–ს ხელზე ჰქონდა სილურჯე. მ-------–----ეს უთხრა, რომ მისმა ცოლმა კარები განზრახ მიაჯახა და ხელი კარებში მოჰყვა. ასევე გაარკვია, რომ ტანსაცმელი არაფერი აღარ ჰქონდა, რადგან გადაუყარეს და მისი შვილის ტანსაცმელი ჩააცვა მისმა მეუღლემ. ადრე მათ კამათს არ შესწრებია, რადგან იშვიათად მიდიოდა სტუმრად. მისი ბიძაშვილისგან მ--–--------–-–---–ისგან იცის, რომ ყოველდღე კამათი ჰქონდათ. ვ-–-----–-–---–ისგან იცის, რომ სახლში სამსახურიდან როდესაც ბრუნდებოდა საჭმელს უმალავდნენ საწოლებში, პატივს არ სცემდნენ, ბიჭი მამასთან რომ იყო დედა ხმას არ სცემდა და ეუბნეოდა თუ რატომ უყვარდა მამამისი. ბავშვს ლ--–---------–---–ის მშობლები უკრძალავდნენ მამასთან სიახლოეს, რადგან ერთხელ თავად ვ-–-----–-–---–ის შვილმა უთხრა მ-------–----ეს, რომ ლ--–---------–---–ის მამას უთქვამს მისთვის არ ეკოცნა, რადგან მას მამა უყვარდა. ასეთი ძალადობების შესახებ ვ-–-----–-–---–ი ამ დრომდე არაფერს ამბობდა, ბოლოს რომ გაუჭირდა გამოტყდა და თქვა რა ხდებოდა. ლ--–---------–---–ს არ სურდა ვ-–- ხ--–-–---–ის ნათესავებთან ურთიერთობა ამის გამო მუდმივად ჰქონდათ კამათი. ამიტომ როდესაც სოფელში მიდიოდნენ მას არ სტუმრობდნენ. ვ-–-----–-–---–ის მკურნალობა გაგრძელდა 6-7 თვე, მას მუდმივი მოვლა სჭირდებოდა რათა გადარჩენილიყო. ამის გამო დაიქირავეს მომვლელი ქალი, რომელიც შეარჩია მისმა მეუღლემ მ-------–----ემ, მას 500 ლარს უხდიდა. ვ-–-----–-–---–ის ავადმყოფობის შესახებ მის მეუღლეს ლ--–---------–---–ს გულიკო ხ--–-–---–მა შეატყობინა. უთხრა, რომ ოპერაცია გაუკეთეს. მიუხედავად ამისა ლ--–---------–---–ს არც ვ-–-----–-–---–ის მკურნალობის ხარჯი გაუღია და არც ფიზიკურად მიუღია მონაწილეობა მისი გამოჯანმრთელების პროცესში.

 

მოწმე მ-------–----ის ჩვენებით ბრალდებული ლ--–---------–---–ი არის მისი რძალი დაახლოებით 18-19 წელია. ვიდრე მისი მშობლები ცოცხლები იყვნენ დედამთილთან კამათი მოსდიოდა ხშირად. ამაში დედამისს ადა--შაულებდა და უკმაყოფილების მიუხედავად გაჩუმებას ურჩევდა. როდესაც ვ-–-----–-–---–ი ახალციხეში კულტურის სახლში წავიდოდა სამუშაოდ დედამისი იყო მშიერი გამოკეტილი ერთ ოთხში და იყო ზეწოლის და ცემის ქვეშ. მიუხედავად ამისა ამ ყველაფერს გულში ინახავდა, რათა ოჯახი არ დანგრეულიყო. ლ--–---------–---–სა და ვ-–-----–-–---–ს შორის ბევრჯერ მომხდარა კონფლიქტი. ჩხუბობდნენ მაგალითად, იმაზე რომ ვ-–-ს დედმამიშვილები არ მისულიყვნენ მათთან. დედმამიშვილებს უნდოდათ რომ კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ და მათ არაფერი არ უნდოდათ იმ სახლიდან. ვ-–-----–-–---–ი 2017 წლის ზაფხულში მოულოდნელად გახდა ავად, გაუკეთეს ოპერაცია, მისი გადარჩენის შანსი მცირე იყო. ჯერ ლ--–-ს ძმა მივიდა საავადმყოფოში, ექიმისგან გაიგო, რომ გარდაცვალების დიდი შანსი იყო. ერთი-ორი დღის შემდეგ ლ--–- მივიდა ბავშვებთან ერთად. თვითონ ლ--–- არ შესულა ავადმყოფთან. დედმამიშვილებისაგან გადმოცემით იცის, რომ ლ--–-ს საავადმყოფოს ფოიეში უთქვამს ვ-–-ს შესახებ, რომ საწოლში უნდა დალპესო. იმის გამო, რომ მას (მოწმეს) ჰყავდა 90 წლის დედამთილი, რომელიც ასევე საჭიროებდა მოვლას, ვერ შესძლებდა ძმის მოვლას და ამიტომ დაიქირავა მომვლ--–- ქ----------------–---–ი. რომელსაც უხდიდნენ 500 ლარს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ვ-–-----–-–---–მა თავად გადაწყვიტა სახლში დაბრუნება მიუხედავად იმისა, რომ დედმამიშვილები თავისთან დარჩენას ურჩევდნენ რადგან, ოჯახის წევრები არც კი კითხულობდნენ ამ ხნის განმავლობაში. სახლში მისი მისვლით უკმაყოფილო იყო მისი მეუღლე, რომელიც თავის მოჭრით ემუქრებოდა და ლანძღავდა, სახლში არ აჩერებდა. ამას შესწრებია ბიძაშვილი მ--–--------–-–---–ი. ვ-–-----–-–---–ი მასთან მივიდა 2017 წლის 31 დეკემბერს შუაღამისას. გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. 2-3 დღის მერე დაეხმარა დაება-- და ხელზე სილურჯე შენიშნა. მან უთხრა, რომ გადასხმის დროს გაუშავდა. მოგვიანებით კი მოუყვა, რომ ლ--–---------–---–მა კარებში მოაყოლა ხელი, მას ტანსაცმელი არ ჰქონდა, ლ--–---------–---–მა გადაუყარა და თავისი შვილის ტანსაცმელი ჩააცვა. მათი დაპირისპირების მიზეზი ის იყო რომ ვ-–-ს დედმამიშვილები არ უნდა მისულიყვნენ მათთან სტუმრად. ძალადობის ფაქტს და ჩხუბს თვითონ არ შესწრებია. ეს ყველაფერი იცის მისი ვ-–-სგან და მისი მეზობლებისგან. სახლში მყოფს უმალავდა საჭმელს, ეჩხუბებოდა, რომ წასულიყო სახლიდან მიუხედავად იმისა, რომ ვ-–-ს საკუთარი ქონება გააჩნია სოფელში, ლ--–-ს არ გამოუთქვამს იმის სურვილი, რომ დახმარებოდა. ვ-–-ს ჰყავდა მანქა--, რომელიც გაყიდა მკურნალობის ხარჯის დასაფარად, მაგრამ ეს მცირე თანხა იყო. მკურნალობის ხარჯები გაიღეს დედმამისშვილება. მიუხედავად იმისა, რომ ვ-–-ს მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ლ--–---------–---–მა სასამართლოს მიმართა ალიმენტის დანიშვნის მოთხოვნით და ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი სასამართლოში პროცესებზე ატარა. შემდეგ საარსებო წყაროც შეუწყვიტეს და მკურნალობის ხარჯის ნაწილის დასაფარად ხელფასსაც ვეღარ იღებდა.

 

მოწმე გ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ა-------------------------–------------ში და არის ვ-–-----–-–---–ის დეიდაშვილი. ადრე პერიოდში მასთან და მის მეუღლესთან-ლ--–---------–---–თან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა, არსადროს ჰქონია კონფლიქტი მათთან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა და პრობლემები ჰქონდათ, იგი მათ საქმეში არასდროს ჩარეულა, ვინაიდან მათი ოჯახის საქმე თავიანთი გადასაწყვეტი იყო. მიუხედავად ამისა ლ--–---------–---–ი მას ქუჩაში შეხვედრის დროს არ ესალმებოდა უმიზეზოდ და მისი განმარტებით მას და მის ოჯახს ლ--–---------–---–ისთვის არაფერი დაუშავებიათ და ამის გამო, იკავებდა თავს მათ ოჯახში მისვლაზე ვინაიდან არ სურდა, რომ მათ შორის რაიმე კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო.

 

2017 წლის ზაფხულში სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა, ვ-–-----–-–---–ის სახლთან უნდა გაევლო გზაზე და დააპირა რომ მასთან მისულიყო, მაგრამ მისი სახლიდან გამოდიოდა ჩხუბის ხმა, რის გამოც მან თავი შეიკავა სტუმრობისგან. თუმცა გაიგონა ლ--–---------–---–ის ყვირილის ხმა, რომელიც ლანძღავდა ვ-–-----–-–---–ს, უწოდებდა მდაბიოს, სოფლელს, უყვიროდა ,,შე გიჟი კომბლეს (ვ-–-----–-–---–ის დედის მეტსახელი) შვილოო“ და ა.შ.. რამდენიმე დღის შემდეგ შეხვდა ვ-–-----–-–---–ს და შეეკითხა თუ რა იყო კონფლიქტის მიზეზი, ხოლო ვ-–- ხ--–-–---–მა უთხრა, რომ ამ დღეში იყო ყოველთვის. ვ-–-ს ურჩია მას, რომ მიემართა რაიმე საშუალებისთვის, რადგან ასე დაუსრულებლად გაგრძელება შეუძლებელი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვ-–-----–-–---– გახდა შეუძლოდ და საავადმყოფოში იწვა რამდენიმე თვე. როდესაც ჩამოვიდა დეკემბრის თვეში მან დაპატიჟა სახლში ვ-–-----–-–---–ი, მაგრამ მასთან არ მისულა. შემდეგ ახალ წელს დაუკავშირდა ვ-–-----–-–---–ს და ჰკითხა თუ რატომ არ ესტუმრა, ვ-–-----–-–---–ისგან შეიტყო, რომ იყო ს------–------–--–ში დასთან და აღარ იყო ხ----------ში. წარსულშიც იყო ვ-–-----–-–---–სა და ლ--–---------–---–ს შორის უთანხმოება. ერთ-ერთი უთანხმოების დროს ლ--–---------–---–ი იყო წამოსული ქალაქ ახალციხეში თავის მშობლეთან, ისინი ფაქტობრივად გაშორებულები იყვნენ ერთმანეთს. მას ვ-–-----–-–---–მა სთხოვა დახმარება, რადგან არ სურდა ოჯახის დანგრევა. კონსულტაციისთვის მივიდნენ ლ--–---------–---–ის ახლანდელ ადვოკატთან - ე--------------–--ესთან, როდესაც ვ-–-----–-–---–მა, ადვოკატს-ე--------------–--ეს მოუყვა მისი მდგომარეობის და საქმის ვითარების შესახებ, ადვოკატმა მას უთხრა, რომ ,,მაზოხისტი ხომ არა ხარ, გაცილდი და ეგ იქნება გამოსავალი, სხვა საშველი მანდ არ არისო“, ამაზე ვ-–-----–-–---–მა უპასუხა, რომ ეგ რომ არ მინდა შენთან მაგიტომ მოვედიო. ადვოკატის შემდეგ მათ დაახლოებულ სასულიერო პირებსაც მიაკითხეს. საბოლოოდ, ისინი შერიგდნენ. მოწმის განმარტებით იმ ერთი ფაქტის გარდა მეუღლეთა კონფლიქტს არ შესწრებია, თუმცა სხვებისაგან ბევრჯერ მოუსმენია დაპირისპირების შესახებ. ლ--–---------–---–ის ოჯახში არ მიდიოდა, რადგან მისი დამოკიდებულებით ხვდებოდა, რომ არასასურველი პირი იყო მისთვის, თუმცა ამის რაიმე საფუძველი არ მიუცია, უბრალოდ ვ-–-----–-–---–ის დეიდაშვილი იყო.

 

მოწმე ვ------- ხ--–-–---–ის ჩვენებით არის ვ-–-----–-–---–ის ძმა. წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა სოფელში. ცხოვრობდა ახალციხეში და თვეში ორჯერ ან თვეში სამჯერ ჩადიოდა ოჯახთან. დაახლოებით ოცი წლის წინ ლ--–---------–---–ი გახდა მისი რძალი. ამ ოცი წლის განმავლობაში ცდილობდა ვ-–-----–-–---–ისთვის ჩამოეშორებინა მისი დედმამისშვილები, ნათესავები და ჰყოლოდა ქმარი ჩაკეტილი. ძალიან იშვიათად მიდიოდა მამამისის ოჯახში. ძმისშვილებს ხვდებოდა ქუჩაში და მათთან მოფერების უფლებაც არ ჰქონდა, რადგან დედამისი უშლიდა, მისი ძმა სამსახურის გამო ხშირად არ იყო სახლში. ძმისგან გადმოცემით იცის, რომ სახლში მისვლის დროს მეუღლე ექცეოდა ბოროტად, უმალავდა საჭმელს, ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით. ლ--–---------–---–ი ცდილობდა ვ-–-----–-–---–ს მიეყენებინა შეურაცხყოფა, რადგან დაეჭირათ ციხეში ან გაეგდოთ სახლიდან. ამ დაძაბული ცხოვრების გამო, მისი ძმა დაავადმყოფდა და ახლა ფაქტიურად ინვალიდია აქვს სისხლის მწვავე ლეიკემია. როდესაც მძიმედ იყო ავად და შესაძლოა არ გადარჩენილიყო, მისმა დედმამიშვილებმა იფიქრეს, რომ ლ--–-ს ბავშვები ენახებინა მისი ძმისთვის. ჩავიდა ლ--–---------–---–ი სავადმყოფოში და გარეთ მის დედმამიშვილებს უთხრა, რომ უარესი ეკუთვნოდა მის მეუღლეს. ამ დროს კი მისი დედმამიშვილები ტიროდნენ, რადგან მათი ძმა სიკვდილის პირას იყო. შემდეგ ცოტათი გამომჯობინდა და თავის ოჯახში მივიდა, მაგრამ იქ არ გააჩერეს და ერთი წელი მის დასთან ცხოვრობდა. მერე სასამართლო პროცესის შემდეგ ლ--–-ს აუკრძალეს ვ-–-სთან მიახლოვება და მას შემდეგ დაბრუნდა მამის სახლში. ერთხელ მივიდა თავისი ოჯახით სტუმრად მისი ძმის ოჯახში, ლ--–-მ ხმამაღალი საუბარი დაიწყო ვ-–-სთან. მან უთხრა, რომ დაწყნარებულიყვნენ და მეორე დღეს წავიდოდნენ, ლ--–-მ კი უთხრა - თუ სტუმარს მასპინძელი არ დაგიხვდა სტუმარმა დაახვიოსო. მაშინვე პატარა ბავშვებით წავიდა და გარეთ გაათენეს. ამიტომ არ მიდოდნენ ვ-–-ს ოჯახში, რადგან ხდებოდა ზედმეტი კამათი და რომ არ ეკამათათ დედმამიშვილები და ნათესავები მასთან არ მიდიოდნენ. თავიდანვე რთული ადამიანი იყო ლ--–-, ვერ გაიგებდნენ რა უხაროდა რა სწყინდა და რა არ მოსწონდა. მათი იქ მისვლით მათ შორის ხდებოდა კამათი და ყვირილი. დეკემბრის შემთხვევის შესახებ იცის ვ-–-სგან გადმოცემით: მისი ძმისთვის კარები მიუჯახებია, ტელეფონი მოურტყამს და ცხვირიდან სისხლიც უდენია. ლ--–- იწვევდა ვ-–-ს, რათა მას დაერტყა და ციხეში ჩაესვა. ხშირად ჰქონიათ დაძაბული ურთიერთობა და ნათესავებს მაინც სურდათ ოჯახი არ დანგრეულიყო და სხვა და სხვა ხერხს მიმართავდნენ ოჯახის შესა--რჩუნებლად. მისი ძმა ვ-–-----–-–---–ი უმძიმეს მდგომარეობაში იყო საავადმყოფოში, ხოლო, მისმა რძალმა ადვოკატებს მიმართა განქორწინებაზე. მკურნალობის ხარჯები გაინაწილეს დედმამისშვილებმა.

 

მოწმე ნ--------–--–-–---–ის ჩვენებით, არის ვ-–-----–-–---–ის და. ლ--–---------–---–თან საწყის ეტაპზე ჰქონდა კარგი ურთიერთობა. დროთა განმავლობაში დაიძაბა ურთიერთობა, არ მოსწონდა მისი დედამთილი და გადმოცემით იცის, რომ ფიზიკურადაც ეხებოდა და ავიწროვებდა. ვ-–- კი კარგად ექცეოდა მის მეუღლეს, რომ დედამისი არ ეცემა. დედამისი გარდაიცვალა და შემდეგ დაიწყო მის ქმარზე ზეწოლა თვითონ ცხოვრობს წყალტუბოს რაიონში. სოფელში ჩამოდიოდა წელწადში ერთხელ ან ორჯერ. ცოლქმრის საუბარში არ ერეოდა. ფიზიკურ ძალადობას არ შესწრებია. თუმცა შესწრებია როდესაც ლ--–- სიტყვიერად ლანძღავდა ვ-–-ს. თავს არიდებდა მათ, დედამისის საფლავზე ჩადიოდა და მათ ოჯახში არ მიდიოდა. 2017 წლის ზაფხულში ვ-–-----–-–---–ი გახდა ავად. გაუკეთეს რთული ოპერაცია და შესაძლოა ვერ გადარჩენილიყო. ამის გამო მოიძია მისი რძლის ნომერი და დაურეკა და უთხრა რა მდგომარეობაც იყო და ბავშვები ენახებინა ძმისთვის. მეორე დღეს გაუშვა თვის ძმა და დეიდაშვილი, რომ შეემოწმებინათ ნამდვილად ცუდად იყო თუ არა. მეორე დღეს ჩავიდა ლ--–- და მიიყვა-- ბავშვები. დერეფანში იყო მისი სა--თესაო და მის დასთან მივიდნენ ბავშვები. ამ დროს მისი ძმა ჰყავდათ შეხვევაზე და მისი ყვირილის ხმა მთელ სავადმყოფოს ესმოდა. შევიდა ლ--–- დერეფანში და უთხრა, რომ რა ,,როჟებს“ უკერავდნენ იბრუნა პირი და გავიდა, მათ კი ღიმილისთვის არ ეცალათ, რადგან ძმის გარდაცვალების საფრთხე იდგა. მერე ისევ შემობრუნდა ბავშვებს უთხრა, რომ შესულიყვნენ ენახათ და დროზე წასულიყვნენ. მან უთხრა ლ--–-ს, რომ თუ მოდიოდი რაღატო გარბიხარო. ლ--–-მ კი უთხრა, რომ როგორც ლპება საწოლზე მასე დალპესო. მისთვის აღარაფერი აღარ უთქვამს. მოგვიანებით შემოუთვალა თქვენ მკვდარ ძმას რომ მომითრევთ მოდით და სახლი დაალაგეთ მაშინ ნუ მოგინდებათ დალაგება მკვდარს რომ მომითრევთო. საბოლოოდ, ვ-–-----–-–---–ის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 4 თვის მკურნალობის შემდეგ როდესაც ჩავიდა ხ----------ში, დეკემბრის თვეში, მივიდა მამამისის სახლში, დახვდა ცოლ-შვილი აგრესიულად. ლ--–- ემუქრებოდა, რომ თუ სახლში დაიძინებდა მოკლავდა, გადაუყარა საწოლი, ტანსაცმელი. მისი ძმა იძულებული გახდა წასულიყო ტ---–--––ი თავის დასთან. ამ ფაქტის შესახებ იცის ვ-–-სგან გადმოცემით.

 

მოწმე ა---- ხ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ვ-–-----–-–---–ის ძმა. ლ--–---------–---–ი 20 წელია არის მისი რძალი. პირადად მასთან რაიმე დაპირისპირება არ ჰქონია. თუმცა ლ--–---------–---–ისგან ყოველთვის გრძნობდა, რომ მისი სტუმრობა არ მოსწონდა, შემდეგ არეულობა ჰქონდათ და სტუმრობისგან თავს იკავებდა, 2 წლის წინ მისმა რძალმა ოპერაცია გაიკეთა და მომვლელი დაუნიშნა ვ-–-მ, რადგან არაფერი გაუჭირდეს ჩემი შვილების დედასო. სამაგიერო კი სხვა--ირად გადაუხადა. ერთხელ მივიდა მათთან სახლში სტუმრად. სახლში უკა-- კარებიდან შევიდა. ამ დროს ლ--–- და ბავშვები სკოლაში იყვნენ, მისი ძმა ჩამჯდარი იყო კარებში მუხლებზე ედო თავი და ტიროდა, მან კი უთხრა რომ აუტანელი იყო მის ცოლთან ცხოვრება და ბავშვებს როგორც დედა სჭირდებოდათ ისე სჭირდებოდათ მამა და სად წასულიყო რა გაეკეთებინა არ იცოდა. შემდეგ შევიდნენ სახლში. ვ-–- უცბათ უკან გამოიქცა, გამოეკიდა მას და დაინახა, რომ მიდიოდა თოკით რომლითაც თავის მოკვლას აპირებდა, თოკი ძალით გამოართვა. ამ ფაქტის შესახებ აქამდე არავისთვის უთქვამს, პირიქით მისი ძმის სუსტ საქციელად ჩათვალა. ვ-–- დაარწმუნა, რომ ესეთი საქციელი სამარცხვინო იყო და მეორედ არ ეფიქრა ამაზე. ოპერაციის შემდეგ ლ--–---------–---–ი მხოლოდ მესამე დღეს ჩავიდა საავადმყოფოში და არც კი ნახა. ხოლო, როდესაც სოფელში დაბრუნდა დინამიკები გარეთ გამოდგა და მღეროდა. ამ ფაქტის შესახებ მისმა ნათესავებმა უთხრეს. ვ-–- მაინც დაბრუნდა სახლში ავადმყოფობის შემდეგ, შვილებთან მისვლა უნდოდა, ბავშვებს მამასთან ურთიერთობას უკრძალავდა, ფაქტიურად ბავშვებს მშობლების და--შულზე აგებინა პასუხი. მტრებად გადაუქცია ძმისშვილები და რომლებზეც მზე და მთვარე ამოსდიოდათ. ვ-–-----–-–---–მა ადვოკატის აყვა--ში დახმარება სთხოვა, ისიც დაემარა და საბოლოოდ მიმართეს პოლიციას. შვილებისათვის ალიმენტის გადახდაზე უარს არ ამბობდა მისი ძმა, უბრალოდ იმ დროისათვის ესაჭიროებოდა მკურნალობისთვის თანხები რათა გადარჩენილიყო. მისთვის ცნობილი, რომ ვ-–-ს დაუყადაღეს ანგარიშები და ქიმიოთერაპია რომ ჩაეტარებინა ამის ფული აღარ ჰქონდა.

 

მოწმე ქ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქ-----–---–--ში არსებულ ერთ-ერთ კაზინოში. ვ-–-----–-–---–ი გაიცნო სამუშაოს შესრულების დროს. ვინაიდან, ორივე იყვნენ დაბა ას-----დან და ჰყავდა საერთო ნაცნობები, ჩამოუყალიბდათ ახლო მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება. მოწმის განმარტებით არასდროს დაინტერესებულა ჰყავდა თუ არა მას მეუღლე. მისთვის ცნობილი იყო ვ-–-----–-–---–ის ავადმყოფობის შესახებ. ოპერაციის შემდეგ ვ-–-----–-–---–ის დამ, მ-------–----ემ, აუხსნა შექმნილი სიტუაციის შესახებ, სთხოვა მისი ძმის მოვლა და ყოველთვიური ხელფასის სახით შესთავაზა 500 ლარი, რაზეც ქ----------------–---–ი დასთანხმდა. ამ დროისათვის ვ-–-----–-–---–ი მკურნალობდა კლინიკა ,,ნეო მედში“, მუდმივად იმყოფებოდა საავადმყოფოში და იტარებდა მკურნალობის კურსს, ქიმიო თერაპიებს და ესაჭიროებოდა მომვლელი. მკურნალმა ექიმმა აუხსნა მისი მოვალეობა, რის შემდეგაც პროცედურებს დამოუკიდებლად ატარებდა. მისი ურთიერთობა ვ-–-----–-–---–თან შემოიფარგლებოდა მხოლოდ ვ-–-----–-–---–ის მოვლით და მათ სხვა არა--ირი ურთიერთობა არ ჰქონიათ, თუმცა ლ--–---------–---–ისა და მისი უფროსი ქალიშვილის მხრიდან ვ-–-----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებისა და მოვლის გამო, ხშირად გამხდარა შეურაცხყოფის მსხვერპლი.

მოგვიანებით ვ-–-----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. დაახლოებით ოქტომბრის თვეში, ვ-–-----–-–---–ის საავადმყოფოდან გაწერეს. ისინი იმყოფებოდნენ ქ. თბილისში ვ-–-----–-–---–ის დის, მ-------–----ის კუთვნილ სახლში და იქ აგრძელებდა მკურნალობას მასთან საუბარში გაარკვია, რომ მას მეუღლესთან ლ--–---------–---–თან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. მის მიმართ მუდამ აგრესიით გამოირჩეოდა, ამცირებდა და აიძულებდა, რომ სახლიდან წასულიყო. რაც შეეხება 2017 წლის დეკემბერში ლ--–----------–---–ის მიერ ვ-–- ხ--–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ტელეფონით ესაუბრებოდა ვ-–-----–-–---–ს, მან გაიგონა თუ როგორ უყვიროდა ლ--–---------–---–ი ემუქრებოდა გაგუდვით, მოკვლით და ასევე მასაც უდიერად მოიხსენიებდა. მიუხედავად იმისა რომ ლ--–---------–---–ი გამაღიზიანებლად იქცეოდა და მუდამ ცდილობდა მათ გაღიზიანებას სხვა და სხვა მეთოდებით, ისინი ცდილობდნენ, რომ ვ-–-----–-–---–ს არ შეეტყო ამის შესახებ და მდგომარეობა არ დაძაბულიყო. დეკემბრის შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, იანვარში, ს------–------–--–ში მის დასთან, როდესაც მას ვ-–-----–-–---–ისთვის ჭრილობა უნდა დაემუშავებინა და ჰიგიენურად მოეწესრიგებინა, მან ვ-–- ხ--–-–---–ს ხელზე შეამჩნია ჩალურჯებები რასთან დაკავშირებითაც ვ-–-----–-–---–მა განუმარტა, რომ მას ლ--–---------–---–მა ხელზე კარები მოარტყა და ამიტომ ჰქონდა ეს სილურჯე. ვ-–-----–-–---–ს ეტყობოდა რომ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის გამო, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და იყო დეპრესიაში., რაც გამოიხატებოდა მის უხასიათოდ ყოფნასა და ნერვიულობაში. ასევე სხვადასხვა დროს ვ-–-----–-–---–ის მასთან ტელეფონით საუბრის დროს განმარტავდა, რომ მას სახლში საჭმელს უმალავდნენ და არასათა--დოდ ექცეოდნენ.

 

მოწმე მ--–--------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ-–-----–-–---–ი არ ის მისი ბიძაშვილი, ს------–-----------აში ისინი ცხოვრობენ ერთმანეთის მეზობლად, მათი სახლები დაშორებულია დაახლოებით 20-30 მეტრით. მის და ვ-–-----–-–---–ის ოჯახებს თავიდან ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა შემდეგ ლ--–---------–---–ის მიზეზით მოხდა ოჯახებს შორის ურთიერთობის გაფუჭება და შესაბამისად ისიც ერიდებოდა ვ-–-----–-–---–ის ოჯახში მისვლას, თუმცა პირადად ვ-–-------–-–---–თან მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როდესაც ვ-–-----–-–---–ი ავად გახდა, 2017 წლის აგვისტოს თვეში ოპერაციის გაკეთების შემდგომ, ლ--–---------–---–ი მას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში თავად რამდენჯერმე ინახულა ვ-–-----–-–---–ი და ამ პერიოდში, როგორც მას თავად ვ-–-----–-–---–ი და მისი დედმამისშვილები უმარტავდნენ, ვ-–-----–-–---–ს უვლიდა მისი ძმის შვილი ოთარი ხ--–-–---–ი, რომელიც იგივე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა სადაც ვ-–-----–-–---–ი მკურნალობდა, სხვა მომვლელის შესახებ მან არ იცის, ხოლო საავადმყოფოში ჩასულმა ლ--–---------–---–მა ვ-–-----–-–---–ის ნახვაც კი არ ისურვა.გამოჯანმრთელების შემდეგ ვ-–-----–-–---–ი სახლში დაბრუნდა 2017 წლის 18 დეკემბერს. მა--მდე, იგი ტელეფონის საშუალებით ხშირად ესაუბრებოდა ვ-–-----–-–---–ს და ეკითხებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ხოლო 18 დეკემბერს თავად ვ-–-----–-–---–მა დაურეკა მას და აცნობა, რომ სახლში ბრუნდებოდა და უკვე სოფელთან იყო მიახლოებული. ვინაიდან ვ-–-----–-–---–ს მის სახლთან უნდა ჩაევლო იგი სა--ხავად დახვდა გზაში, ამ დროს იყო საღამო, უკვე ბნელოდა. მათ ისაუბრეს და როგორც შეატყო, ვ-–-----–-–---–ი იმ დროს ავადმყოფობისგან ძალიან დასუსტებული იყო.

 

მათი დაშორების შემდეგ ვ-–-----–-–---–ი წავიდა თავის სახლში. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ მან ტელეფონზე დაურეკა, მან ტელეფონს უპასუხა თუმცა იგი არაფერს ამბობდა და ტელეფონში ისმოდა ლ--–---------–---–ის ყვირილის (წივილ-კივილის) ხმა, იგი ყვირილით ეუბნებოდა ვ-–-----–-–---–ს, რომ ,,შენ რატომ მოხვედი ჩემს სახლში, ეს სახლი არის ჩემი და ჩემი შვილების, უნდა გადაშენდე და წახვიდე აქედან, თუ ამაღამ შენ აქ გაათენებ უნდა დაგკლა, სისხლში უნდა გაბა--ო, უნდა გამოგჭრა,“ მოწმის თქმით დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში იგი ისმენდა ამ ლაპარაკს და შემდეგ მან გათიშა ტელეფონი. რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ ვ-–-------–-–---–ის სახლთან მისულიყო, ვინაიდან მას შეეშინდა, რომ ლ--–---------–---–ს მუქარა სისრულეში არ მოეყვა-- ვ-–-----–-–---–ის მიმართ, ვინაიდან მან იცოდა დაახლოებით ორი წლის წინ მომხდარი შეთხვევის შესახებ როდესაც ლ--–---------–---–ი დანით ემუქრებოდა ვ-–-----–-–---–ს და მის შვილს. იგი მივიდა სახლთან და გაჩერდა, კიბეების მახლობლად მდგარ ავზთან, საიდა--ც ვ-–-----–-–---–ის სახლის ფანჯარა დაშორებულია დაახლოებით 2-3 მეტრით და იქიდან აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. მისი თქმით იგი მზად იყო გამოუვალ მდგომარეობაში ჩარეულიყო ვითარებაში, თუმცა მისი ჩარევა საჭირო არ გამხდარა. მოვლენები ვითარდებოდა ზუსტად იმ ოთახში რომელ ფანჯარასთა--ც იგი იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ სახლს აქვს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, სახლიდან გამოსული ხმა მას ჩვეულებრივად ესმოდა, ვინაიდან სახლში ძალზე ხმამაღლა საუბრობდნენ და ყვიროდნენ. ვ-–-----–-–---–ი ცდილობდა ლ--–----------–---–ისთვის აეხსნა, რომ ეს სახლი მისი მამა-პაპისეული იყო და ასევე მისი ავადმყოფობის გამო იგი არსად არ აპირებდა წასვლას. თუმცა ლ--–---------–---–ი კვლავ ცდილობდა, რომ იგი სახლიდან წასულიყო და ღამის სახლში გათევის შემთხვევაში მას ემუქრებოდა მოკვლით. როგორც მან დაინახა ვ-–-----–-–---–მა დააპირა ლოგინში დაწოლა, თუმცა ლ--–-----------–---–მა მის ლოგინს თეთრეული გადააძრო და ასეთ მდგომარეობაში მყოფ ლოგინში მოუწია ვ-–-----–-–---–ს დაწოლა. აღნიშნული გრძელდებოდა დაახლოებით შუაღამის 12 საათამდე, შემდეგ როდესაც ლ--–---------–---–ი დაწყნარდა და სახლში შუქი ჩაქრა, მან დატოვა იქაურობა და წამოვიდა თავის სახლში.მომდევნო დღეს იგი ესაუბრა ვ-–-----–-–---–ს. მან უთხრა, რომ თითქოსდა ყველაფერი კარგად იყო და იგი არსად წასვლას არ აპირებდა, ხოლო 20 დეკემბერს თავად ვ-–-----–-–---–მა მოუყვა მას 18 დეკემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ, რაზეც მ--–--------–-–---–მა უთხრა, რომ იგი გარედან ადევნებდა თვალს ყველაფერს და დეტალურად იცოდა მომხდარის შესახებ. მ--–--------–-–---–ის განმარტებით 20-დან 31 დეკემბრის ჩათვლით ვ-–-----–-–---–ი იმყოფებოდა მის ოჯახში სადაც მას შესაბამის ყურადღებას აქცევდნენ და კვებავდნენ, ვინაიდან ვ-–- ხ--–-–---–ს სახლში საჭმელს უმალავდნენ მისი ოჯახის წევრები და იგი თავად ვერ ახერხებდა თავის გამოკვებას. მხოლოდ დაღამების შემდეგ ბრუნდებოდა ვ-–-----–-–---–ი თავის სახლში. ამ პერიოდში ვ-–-----–-–---–ი აგრძელებდა მკურნალობას და ღებულობდა გარკვეულ მედიკამენტებს, მას სიარულიც უჭირდა. ვ-–-----–-–---–ს მის სახლში აკითხავდნენ მისი დედმამიშვილები და სხვა სტუმრები სა--ხავად. ასევე ვ-–-----–-–---–ის მოსავლ--–-დ მისული იყო მისი მომვლელი ქ----------------–---–ი, რომელიც მან ამ პერიოდში გაიცნო.

 

მოწმის განმარტებით ვინაიდან იგი ვ-–-----–-–---–ის ახლო მეზობელია იგი ბევრჯერ შესწრები ლ--–---------–---–ის ჩხუბს ვ-–-----–-–---–თან. გარდა ამისა მას ბევრჯერ უნახავს ვ-–-----–-–---–ის მოხუცი დედა, რომელიც ტიროდა და განმარტავდა, რომ ლ--–---------–---–ი მას სცემდა. მან ამის შესახებ აცნობა ვ-–-----–-–---–ს.

2018 წლის 11 მაისს ვ-–- ხ--–-–---–ის სახელით მისმა წარმომადგენელმა ლ--------–---მ საჩივრით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას სადაც მიუთითა ინფორმაცია სხვა ფაქტებთან ერთად შესაძლო ოჯახური და--შაულის შემცველი გგარემოებების შესახებ.

2018 წლის 1 ივნისს დაიწყო გამოძიება ლ--–----------–---–ის მიერ მეუღლის - ას-----ს რაიონის სოფელ ხ----------ში მცხოვრები ვ-–- ხ--–-–---–ის მიმართ სისტემატიური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ვ-–-----–-–---–ის წარმომადგენლის ლ--------–--ის საჩივარი იმის თაობაზე, რომ ვ-–-----–-–---–ის მეუღლე ლ--–---------–---–ი ძალადობს მასზე, ასევე ლ--–---------–---–მა აიძულა, რომ სახლიდან წასულიყო და არ აძლევდა კუთვნილი ნივთებით და ცხვარ-ძროხით სარგებლობის უფლებას.

 

2018 წლის 06 ივლისის შემაკავებელი ორდერის N-------ის თა--ხმად, ოქმის შედგენის საფუძველია მოძალადის ლ--–----------–---–ის მიერ მსხვერპლის ვ-–-----–-–---–ის მიმართ სისტემატიური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რომელი ქმედებაც ლ--–---------–---–მა კვლავ გაიმეორა 2017 წლის 18 დეკემბერს მის საცხოვრებელ სახლში.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ივნისის N--------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თა--ხმად, წარმოდგენილი საქმის მასალების, საექსპერტო კვლევისას გადმოცემული შინაარსის, კვლევის შედეგების მიხედვით ვ-–-----–-–---–მა მეუღლის ლ--–---------–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიურ ტანჯვა. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2018 წლის 5 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა ვ-–-----–-–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. ვ-–-----–-–---–მა კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის სისწორე და ადგილზე მიუთითა დეტალების შესახებ. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა ექსპერტ-კრიმინალისტი რ--------------ე, მან ასევე გადაიღო ფოტოსურათები, რომელიც ერთვის ოქმს.

 

მოწმე რ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ექსპერტ-კრიმინალისტი. მიმდინარე წლის 5 ივნისს მისი მორიგეობის დროს დაურეკა გამომძიებელმა გ---------------მ, რომ ა-------------------------–------------ში ჩაეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი ვ-–-----–-–---–თან. აღნიშნულ მისამართზე მივიდნენ, ვ-–-----–-–---–მა მიუთითა თავის საცხოვრებელი სახლი, შემდეგ მიუთითა იმ ადგილზე სადაც ლ--–---------–---–მა მოარტყა კარები ხელზე. შემდეგ შევიდა მისაღებ ოთახში და მიუთითა, თუ სად იმყოფებოდა, როდესაც ლ--–---------–---–მა ტელეფონს, რომელიც ვ-–-----–-–---–ს ხელში ეჭირა ამოარტყა წიხლი. ვ-–-----–-–---–მა ასევე მიუთითა ის ადგილები სადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ. მის მიერ დაფიქსირებული იქნა მისაღები ოთახის შესასვლელი კარები და მისაღები ოთახი, ვ-–-----–-–---–ი უთითებდა და ის იღებდა ფოტოებს. პირობითად საუბრობდა რომ შედიოდა სახლში კარები მოხვდა და სკამზე რომ დაჯდა ამოარტყა ხელი და მოხვდა ცხვირში. საგამოძიებო ექსპერიმენის ოქმს გაეცნო სა--მ ხელს მოაწერდა და არა--ირი შენიშვნა არ დაუიფიქსირებია, ვ-–- ხ--–-–---–ს შენიშვნა არ დაუფიქსირებია. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებიაში მონაწილეობის ფაქტი და სისწორე.

 

2017 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 21 მაისის პერიოდში ვ-–-----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტებით (ფორმა N100) დგინდება, რომ მისი დიაგნოზია C92.0 მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია, არტერიული ჰიპერტენზია 1, (JNC-7), K61.3 იშიორექტალური აბსცესის ამოკვეთის შ/მდგომარეობა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა გ---------------მ, გოჩა გიორგაძემ, ზვიად ივანიძემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმე ს--–---- ხ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ვ-–-----–-–---–ისა და ლ--–---------–---–ის უფროსი ქალიშვილი. მშობლებს შორის ძალადობის შემსწრე არ გამხდარა, მაგრამ ზუსტად ახსოვს, რომ ვ-–-----–-–---–ი 2018 წლის 20 დეკემბერს მივიდა სახლში - ლ--–---------–---–ის დაბადების დღის წინა დღეს. სახლში მისვლის დროს მამა არ მისალმებია და არც თვითონ არ გამოუჩენია ინიციატივა. ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ წინა ღამეს მისული იყო მამამისი. მათ ოჯახში ძირითადად იყო დაძაბულობა, უმეტესად მამის ინიციატივით. მათ შორის ურთიერთობა ყველაზე მეტად იმ შემთხვევის გამო დაიძაბა, როდესაც მამის მოსა--ხულებლად მივიდნენ საავადმყოფოში და დედამისი და მისი და ძმა პალატიდან გამოყარეს. როდესაც მივიდა 20 დეკემბერს სახლში საღამოს, დედამისი ლოცულობდა და ბავშვები ტელევიზორს უყურებდნენ. სახლიდან მამამისს ვერ გააგდებდნენ რადგან სახლი მისიც იყო და ვერც გააგდებდნენ რა თქმა უნდა. მის დას არაფერი არ უთქვამს მშობლებს შორის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. იმ დღეს დედასთან დარჩა. მისი იქ ყოფნის დროს მამა დილით გადიოდა სახლიდან და ღამით ბრუნდებოდა. მამის ავადმყოფობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა ქ----------------–---–ისგან, სოციალურ ქსელში მიწერა დედამისს თითქოს მისი მეუღლის თა--მშრომელი იყო და მისი ჯანმრთელობის შესახებ აინტერესებდა. მათ ამაზე არაფერი იცოდნენ ჰკითხეს თუ რა სჭირდა, მაგრამ არაფერი არ უთხრა. 2-3 დღის შემდეგ მამიდამ დაურეკა და უთხრა, რომ მამამისი იყო ძალიან ცუდად, სიკვდილის პირას იყო და შვილების ნახვა უნდოდა. რა თქმა უნდა ჩავიდნენ ინახულეს მამა, მაგრამ არც იმდენად ცუდ მდგომარეობაში დახდათ, როგორც უთხრეს. მისი თანდასწრებით არავის უთქვამს დედისთვის, რომ მოსავლელი იყო და მის ქმართან დარჩენილიყო. მათ პალატიდან გაყარეს და-ძმასთან ერთად. მ--- ხ--–-–---–ის ინიციატივა იყო, რომ ისინი პალატიდან გამოსულიყვნენ და შემდეგ მამამისიც აჰყვა. სოფელში მისვლის შემდეგ მამამისი როდესაც ტელეფონზე ლაპარაკობდა ვიღაცას ეუბნეოდა, რომ ეშინოდა სახლში საჭმლის ჭამის, რადგან შესაძლებელი იყო მოეწამლათ და მოეკლათ. აქედან გამომდინარე თვითონ არ ჭამდა საჭმელს. თორემ სახლში საჭმელი გაზზე იდგა და შეეძლო ეჭამა. ეს პერიოდი იყო 20 დეკემბრის შემდეგ 31 დეკემბრამდე. მოწმის განმარტებით, ლ--–---------–---–ი არის მორწმუნე, მამას კი არ მოსწონდა თუ რატომ ლოცულობდა, რატომ ანთებდა საკმეველს სახლში, რატომ ჰქონდა საძინებელში ხატები და ა.შ. ბევრჯერ მიუბრახუნებია კარები, რადგან საკმევლის სუნი არ უნდოდა. ჩხუბი ჰქონდათ ასევე სტუმრებზე, არა მხოლოდ დედამისის სტუმრებზე არამედ მისი და მისი ძმის სტუმრებზეც. სახლში არ უნდა მისულიყვნენ სტუმრები, მაგრამ მიზეზი არ იცის. ერთხელ გააგდო მისი მეგობარი სახლიდან, რომელიც მეზობელი და თა--ტოლია. სახლში იყვნენ ყავას სვავდნენ, სკამს ისე მისცხო ფეხი, რომ ბავშვი შიშით გაიქცა სახლიდან. დედის სტუმრები კი საერთოდ არ უნდა მისულიყვნენ. მისმა ძმამ როდესაც ფეხი მოიტეხა მისი კლასელები აპირებდნენ დამრიგებელთან ერთად მისვლას მოსა--ხულებლად, მაგრამ რა თქმა უნდა უარი გამოაცხადა ამაზე. ამ ფაქტზე ას-----ს პოლიციაც კი გამოიძახეს. განსხავვებული ურთიერთობა ჰქონდა მამას შვილებთან, ვერ იტანდა მის დას ა-- ხ--–-–---–ს, მიზეზი არ იცის. ხანდახან იყო მომენტები როდესაც თამაშობდნენ სამივე ბავშვი მამასთან ერთად, მაგრამ ა--ს ბურთსაც არ გადაუგდებდა. ესეთი არათა--ბარი დამოკიდებულება შვილების მიმართ რატომ ჰქონდა არ იცის. მისი და მამამისის საუბარი იმით შემოიფარგლებოდა რომ დედამისი არ არის პატიოსანი და ა.შ. დედამისის მიმართ ეჭვიანობას ხშირად გამოხატავდა. სამსახურის დატოვებას არ ითხოვდა მაგრამ, სადამრიგებლო საქმეზე დამატებით რომ იყო სკოლაში გადასასვლელი უკვე ჩხუბობდა რატომ მიდიოდა სკოლაში იმ დროცა იქ მასწავლებლები აღარ იყვნენ. ლ--–---------–---–ი ვ-–-----–-–---–ს ხელს არ დაარტყამდა, რადგან არის მორწმუნე და რელიგიაში ძალადობა მიუღებელია. ასევე ფიზიკურად დაუჯერებელია რომ დედამისმა მამამისი ცემოს როგორ შეუძლოდაც არ უნდა ყოფილიყო მამამისი. მოწმე იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც ზუსტი თარიღი არ ახსოვს მაგრამ ახსოვს, რომ მამამისმა მისი ძმა ბიძამისთან დატოვა. მის ძმას გ-------ს არ უყვარდა სხვასთან დაძინება, დედამ კი სთხოვა, რომ ბავშვი მიეყვა-- სახლში. ვ-–-----–-–---–მა უარი განუცხადა, რის გამოც დედასთან ერთად წავიდნენ ბიძამისის სახლში. მამამისი გზაში დაეწია, მანქანით ლამის გადაუარა და როცა ბიძამისის სახლთან მივიდნენ ქვების სროლა დაუწყო აქ არ მოხვიდეთო არ შემოადგათ ამ სახლში ფეხიო. მისგან გასროლილი ქვა მოხვდა კოჭში, რადგან თვითონ დედამისის წინ იდგა. როდესაც მიხვდა, რომ არ იყვნენ წამსვლელები უთხრა, რომ წასულიყვნენ და თვითონ ჩაიყვნდა მის ძმას სახლში. მისი ძმა კი ჩაიყვა-- სახლში, მაგრამ ხან ტელევიზორი გაისროლა, ხან შტეფცელები მოგლიჯა, ხან სკამები ისროლა. ეს ღამე იყო მისთვის საშინელება. დილით დედამისი მიხვდა, რომ აღარ შეიძლებოდა ასე გაგრძელება და წავიდა ადვოკტთან ახალციხეში. მოგვიანებით დაურეკა და უთხრა, რომ მარშუტკაზე ვერ მოახერხა წასვლა და ის ღამე მამამისთან ერთად მოუწევდათ მარტო დარჩენა. ამის შესახებ უთხრა მამამისს, მან კი არაფერი უპასუხა. დილით უკვე 7 საათი იყო საწოლზე ფეხი მიურტყა, ერთად იწვნენ დები და უთხრა, რომ ამდგარიყვნენ და სახლიდან წასულიყვნენ. როდესაც ჰკითხეს რატომ უშვებდნენ სახლიდან უთხრა, რომ დედამისი არ მიდიოდა სახლში და მას გაჰკიდებოდნენ. მგზავრობა 3.50 ლარი ღირს და ზუსტად 7 ლარი დაუყარა საწოლზე, მოასწრებთ მარშუტკით წასვლას და ადექით წადითო. მათ არ უნდოდათ წასვლა რადგან იცოდნენ რომ დედამისი შუადღეს მივიდოდა. არ მიდიოდნენ, მაგრამ ლამის ფიზიკურ შეურაწყოფაზე გადავიდა და წავიდნენ, მაგრამ მისი ძმა არ გაატა-- სახლში დატოვა. დედამისმა საბუთები შეიტა-- განქორწინებაზე. ახალციხის მე-6 სკოლაშიც საბუთები შეიტა-- ბავშვების გადმოყვა--ზე. მაგრამ შემდეგ მამამისმა ჩარია ყველა ვისი ჩარევაც შეიძლებოდა, პირობას დებდა, რომ გამოსწორდებოდა და წავიდნენ ისევ, მაგრამ ამ ყველაფერს შედეგი არ გამოუღია. შესწრებია იმ ფაქტს რომ მამამისი დედამისზე ფიზიკურად ძალადობდა. თვე და წელი ზუსტად არახსოვს მაგრამ ახსოვს სახეში გაარტყა და როდესაც შუაში ჩაუდგა და უთხრა რას აკეთებდა ნუ ურტყავდა ამის შემდეგ წავიდა სახლიდან. დაახლოებით 5-6 წელი იქნება ამ ფაქტიდან გასული. 11 წლის ასაკიდან სისტემატიურად ეუბნეოდა, რომ დედამისი არ იყო პატიოსანი, 10 წელი გაეძლოთ და შემდეგ გააგდებდნენ სოფლიდან. ბოლოს მიხვდა, რომ აღარ უნდოდა ამის მოსმენა ეუბნეოდა, რომ არ ელაპარაკა ამ თემაზე და ეუბნეოდა რომ იცნობდა დედამისს და იცოდა როგორიც იყო, ხედავდა რასაც აკეთებდა და მისი არ სჯეროდა. ერთხელ როდესაც საჭმელს აცხელებდა, ის და მისი ძმა იყვნენ სახლში მარტო, დედა და ა-- იყვნენ წასულები ასპინძაში ა--ლიზის ასაღებად, საჭმელს უცხელებდა მის ძმას უნდა ეჭამათ, მამამისი სახლში არ იყო მერე მივიდა სახლში და კიდევ დააპირა ლაპარაკი დედამისის არაპატიოსნებაზე, მან კი უთხრა თავი დაენებებინა და ხელში ეჭირა ჩანგალი საჭმელს აცხელებდა და იფიქრა ეს ჩანგალი უნდა დაერტყა და გადააღუნა ხელზე. რომ დაუწყო ჩხუბი რა გინდა რა გააკეთეო უთხრა წესივრად ყოფილიყო თორე ცულს შეიტანდა თავს მოაჭრიდა. მისთვის წესივრად ყოფნა კი ის იყო რომ ესმინა დედამისზე ათასი საზიზღრობა. ეს ყველაფერი მოხდა თებერვალში ან მარტში, ზუსტად არ ახსოვს. ამ პერიოდში არ იყო სახლში და 20 დეკემბრამდე სახლში აღარ მისულა ვ-–-----–-–---–ი. ამ პერიოდში სად იყო წასული ზუსტად არ იცის. იყო ვარაუდი, რომ მამიდამისთან მ--- ხ--–-–---–თან იყო ტ---–--––ი, ან ქუთაისში იყო მეორე მამიდასთან. მამამისი როდესაც ჯავახეთში მუშობდა, დიდი ხნით უწევდა სახლიდან წასვლა, ამიტომ არ იყო გასაკვირი მისი დიდი ხნით წასვლა. შეიძლებოდა ყოფილიყო 3-4 თვე გადაბმულად. სავარაუდოდ ჯავახეთში წავიდა მარტში სამუშაოდ და ამის შემდეგ დეკემბერში მივიდა სახლში. ამ პერიოდში შვილებს მამასთან არა--ირი კონტაქტი არ ჰქონიათ. 2015 წელს განქორწინებას რომ აპირებდნენ, ქვა რომ ესროლა მამამისმა კოჭში, ამ პერიოდში მამას ძმასთან გ-------სთან აღარ ჰქონდა ურთიერთობა, ამ დრომდე კი, მისი მშობლების ყველაზე დიდი ჩხუბის მიზეზი იყო ის რომ 7-8 წლის ბავშვს საჭესთან სვამდა და უფლებას აძლევდა მარტო ეტარებინა მანქა--. არა მარტო სოფელში ჯავახეთშიც კი მარტო ატარებინებდა მანქა--ს. მისი ძმა როდესაც ჯავახეთში იყო უთხრა რომ დაიკარგა, სოფელ ვ-----–ი გაუშვა მარტო მანქანით და დაიკარგა. ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ ტრაქტორს კინაღამ დაჯახებია. მისი ძმა პატარა იყო და მაშინ ღიმილით უყვებოდა ამ ყველაფერს. როდესაც ვ-–-----–-–---–ი 31 დეკემბერს წავიდა ვისთან და სად წავიდა არ იცის, დაახლოებით იქნებოდა 21:00 ან 22:00 საათი. მა--მდე სახლში იყო და აახალწლო სუფრა რომ გაამზადეს წავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. შემდგომ პერიოდში ტელეფონით ურეკავდა და ლანძღავდა მას, დედამისს და მის და-ძმას, როგორ არ მაჭმევდითო და ა.შ. ვ-–-----–-–---–ი შველას არ ითხოვდა, მაგრამ სავარაუდოდ თავის ძმას და ბიძაშვილებს ელაპარაკებოდა. მათთნ არავინ არ მისულა ვ-–-ს ნათესავები და არავის არ მოუკითხიათ. წარსულში მათი ნათესავები ხშირად მიდიოდნენ მათთან და ისიც მიდოდა, მაგალითად 2009 წლის ზაფხულში იყო მამიდამისთან ნ--------–--–-–---–თან ქუთაისში დასასვენებლად, ტ---–--––ი მამიდასთან მ--- ხ--–-–---–თან, მაგრამ წელი არ ახსოვს ზუსტად. თვითონაც მიდიოდნენ მათთან ბიძამისი ა---- ხ--–-–---–ი, ნ--------–--–-–---–ი თავისი შვილებით და შვილიშვილებით სტუმრობდა. მამამისის ბიძაშვილთან მ--–--------–-–---–თან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთს სტუმრობდნენ ხოლმე, მ--–---------–-–---–ის შვილი ვ--–---- ხ--–-–---–ი მისი მეგობარი იყო, სა--მ არ დაუწყებდა იგნორირებას. იყო მომენტები როცა მართლა კარგი მამა იყო ვ-–-----–-–---–ი და წყდება გული, რომ ახლა სასამართლოში არიან. მაგრამ იმდენი ცუდი მომენტი ახსოვს, რომ კარგ მომენტებს ფარავს. ცუდი მომენტები როდის იყო ვერ იხსენებს მაგრამ სულ იყო. კარგი მომენტი იყო როდესაც ბაღიდან ჩამოჰყავდა, ახალციხეში მანქანით მიდიოდნენ ერთად, საყიდლებზე დადიოდნენ ერთად და ა.შ. ქ----------------–---–ს მისთვის არ მიუწერია, მაგრამ დედამისს სულ უგზავნიდა მუქარის შეტყობინებებს. მუქარის მესიჯიები დაიწყო ოპერაციის შემდეგ მამის სახლში დაბრუნებამდე. ქ----------------–---–ი ემუქრებოდა, რომ ვ-–-----–-–---–თან ერთად ავიდოდა ხ----------ში და სახლიდან გაყრიდნენ ყველას. საგამოძიებო მოქმედებების დროს ადგილი ჰქონდა დარღვევებს. პოლიციაში რომ დაიბარეს 3 საათზე 6 ზე დაიწყეს დაკითხვა, და მისი და-ძმა სოცმუშაკის გარეშე დაკითხეს. პირველად იყო პოლიციაში დაკითვა და არაფერი არ იცოდა ისიც არ იცოდა ადვოკატის ყოლის უფლება რომ ჰქონდა. მისთვის არაფერი დაუძალებიათ, ნებაყოფლობით მიაწოდა ინფორმაცია და ტყუილი არ უთქვამს, მაგრამ ადვოკატი რომ ჰყოლოდა უკეთესი იქნებოდა. ინფორმაცია რაც სასამართლოს დამატებით მიაწოდა მამამისის და მისი დამოკიდებულების თობაზე აღნიშნულის შესახებ არ მიუწოდებია ინფორმაცია გამოძიების დროს. იმ ფაქტს რაზეც ვ-–-----–-–---–ი ჩივის არ შესწრებია. ცუდი დამოკიდებულება მისი და მამის შორის არის ბოლო 8 წლის დედის შესახებ უყვებოდა ცუდ რაღაცეებს. როცა სახლში დაბრუნდებოდა და სტუმარი დახვდებოდა ხდებოდა აგრესიული. თვლიდა, რომ სტუმრების და გარეთ გასვლის ღირსები არ იყვნენ. მამამისი ავად, რომ გახდა არ იცოდა უბრალოდ ეგონა, რომ სამუშაოდ იყო ჯავახეთში. ვ-–-----–-–---–ს კომუნიკაცია ამ დროისთვის არ ჰქონდა ოჯახთან, ასევე არ უწევდა ფინანსურ დახმარებას. როდესაც იმყოფებოდა ჯავახეთში სამუშაოდ, იგი არ რეკავდა სახლში და არ კითხულობდა მათ, ხოლო თავად ტელეფონზე იშვიათად პასუხობდა ოჯახის წევრებს. ვ-–-----–-–---–ის ავადმყოფობის პერიოდში, როდესაც ქ----------------–---–მა მათგან სცადა ინფორმაციის მიღება ვ-–-----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი ოჯახის წევრებს არც კი უცდიათ ვ-–-----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება, ვინაიდან ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან ტელეფონს არავინ უპასუხებდა და გარდა ამისა ქ----------------–---–ი მათთვის უცნობი პიროვნება იყო და მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ვ-–-----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მათ არ ჩათვალეს სარწმუნოდ. ამ შემთხვევიდან 3 დღის შემდეგ კი მათ დაუკავშირდა ვ-–-----–-–---–ის ერთ-ერთი და, აცნობა მათ, რომ ვ-–-----–-–---–ი სიკვდილის პირას იყო და სთხოვა მათ თბილისში ჩასვლა ვ-–-----–-–---–ის სა--ხავად, რადგან თავად თხოულობდა მათთან შეხვედრას. ლ--–---------–---–ი ბავშვებთან ერთად ჩავიდა თბილისში. როდესაც ბავშვები პალატაში შევიდნენ მამის სა--ხავად, მათ იმედი ჰქონდათ რომ ყველა უთანხმოება აქ დამთავრდებოდა, თუმცა მამიდებმა და ვ-–-----–-–---–მა მათ აიძულეს, რომ პალატა დაეტოვებინათ. ლ--–---------–---–ი ამ დროს მათ ელოდებოდა საავადმყოფოს მოსაცდელში, სხვა ნათესავებთან ერთად და პალატაში არც კი შესულა, რადგან დაინახა მისი ატირებული შვილები როგორ გამოვიდნენ პალატიდან გარეთ. ამ დროს ვ-–-----–-–---–ს მომაკვდავის არაფერი ემჩნეოდა, რაც დრომაც აჩვენა. ამ შემთხვევის შემდეგ მათ არ უცდიათ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა მათი სიამაყის გამო. მოწმის განმარტებით დეკემბრის ბოლო რიცხვებში, ვ-–-----–-–---–ი სახლში იშვიათად იყო, დილით გადიოდა და ღამე ბრუნდებოდა. ოჯახის წევრებს არა--ირი ინფორმაცია არ ჰქონდათ ვ-–-----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და არც დაინტერესებულან. მოწმის განმარტებით, დეკემბრის თვეში ბოლო ათი დღის განმავლობაში ვ-–-----–-–---–ს სახლში ოჯახის წევრების მიერ მომზადებული საჭმელი არასდროს უჭამია. მოწმე დაზუსტებით ვერ იხსენებს როდის დაიწყო დაძაბული ურთიერთობა ვ-–-----–-–---–სა და ლ--–---------–---–ს შორის, თუმცა განმარტავს, რომ მათ შორის კონფლიქტი დიდი ხნის წინ დაიწყო და წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რაც გამოიხატებოდა მათ შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და ნივთების სროლაში. ჩხუბის მიზეზი ძირითადად დაკავშირებული იყო ლ--–----------–---–ის უპატიოსნო ცხოვრების წესთან, სახლში სტუმრების მოსვლასთან და რელიგიურ საკითხებთან - სახლში საკმეველის დანთებასთან, საძინებელში საეკლესიო ხატების განთავსებასთან და ლოცვასთან. ოჯახის წევრებიც შესაბამისად ცდილობდნენ ისეთი რამ არ მოემოქმედებინათ რაც ჩხუბის მიზეზი გახდებოდა. მოწმე გამორიცხავს ლ--–---------–---–ის მხრიდან ყოველგვარ ძალადობას მისი მრწამსიდან გამომდინარე. ვ-–- ხ--–-–---–ის მამის სურათის კედლიდან ჩამოხსნასთან დაკავშირებით, მოწმე განმარტავს, რომ ვ-–-----–-–---–ის დამოკიდებულება სურათთან დაკავშირებით მათთვის მა--მდე უცნობი იყო, ხოლო ვ-–-----–-–---–ის დედმამიშვილების სტუმრობისას, ისინი ითხოვდნენ, რომ სურათი ჩამოეხსნათ და შეენახათ რადგან უკვე დიდი დრო იყო გასული და მათ აღნიშნულის გათვალისწინებით ჩამოხსნეს კედლიდან ეს სურათი და ვ-–-----–-–---–ის დედის სურათთან ერთად შეინახეს, თუმცა ვ-–-----–-–---–ის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ სურათი თავის ადგილზე დააბრუნეს. ვ-–-----–-–---–ს მისი ტანსაცმლის უმეტესობა ჯავახეთში, სამუშაოზე ჰქონდა წაღებული ხოლო და--რჩენი ხელუხლებლად მის გარდერობში ინახებოდა. მოწმის განმარტებით დეკემბრის შემთხვევის შემდეგ, როდესაც ის ქალაქიდან სახლში დაბრუნდა, ვ-–-----–-–---–ის საწოლი ჩვეულ ადგილას იდგა და მასზე თეთრეული იყო გადაკრული როგორც სხვა და--რჩენ საწოლებზე. მოწმის განმარტებით, ვ-–- ხ--–-–---–ის შვილები და მათ შორის ისიც, მშობლებს შორის უპირატესობას ყოველთვის დედას-ლ--–---------–---–ს ანიჭებდნენ, რადგან მამას იშვიათად ხედავდნენ სახლში. სწორედ ვ-–-----–-–---–ის ბრალია, რომ მას მოუწია სასამართლოში მოწმის სახით მოსვლა და ამის გამო ის თავს დამცირებულად თვლის. საპირისპირო შემთხვევაში, მოწმის განმარტებით, შვილები აუცილებლად იქნებოდნენ მამის მხარეს და არა დედის.

მოწმის განმარტებით, დადასტურება და ხელმოწერა რომელიც მის ჩვენებას ახლავს, მას ეკუთვნის თუმცა მას არ წაუკითხავს ჩვენება და ისე დაადასტურა ხელმოწერით, ასევე მას არ გამოუთქვამს არა--ირი შენიშვნა ჩვენებასთან დაკავშირებით და გამომძიებლისთვის არ მიუთითებია რაიმე ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვერ იხსენებს განმარტების ტექსტს. მისი განმარტებით საქმეში სადაც მისი ხელმოწერა ფიქსირდება, გამომძიებლის მითითებით ნებაყოფლობით მოაწერა ხელი. მისთვის ხელმოწერის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მას უფლება ჰქონდა დაკითხვის დროს ჰყოლოდა ადვოკატი, მიუხედავად ამისა, მას არაფერი მოუმოქმედებია და ადვოკატთან ერთად ხელახალი დაკითხვა აღარ მოუთხოვია, ასევე გულგრილად შეასრულა გამომძიებლის მითითება საკუთარი ჩვენების წაკითხვაზე და ჩვენება უყურადღებოდ წაიკითხა, ვინაიდან უნდოდა მალე დამთავრებულიყო ეს პროცედურა და პოლიციის შენობა დაეტოვებინა.

 

ლ--–---------–---–ის განმარტებით, ზუსტად არ ახსოვს 2017 წლის დეკემბრის თვის რომელ რიცხვში დაბრუნდა ვ-–-----–-–---–ი სახლში, თუმცა მის დაბრუნებას წინ ან უკან უძღოდა ქ-----------------–---–ის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ მისი დაბადების დღე (21 დეკემბერს) მას ჩაშხამდებოდა, ვ-–-----–-–---–ი სახლში დაბრუნდა მისი დაბადების დღის წინა დღეს ანუ 20 დეკემბერს, რადგან მისი დაბადების დღე არის 21 დეკემბერს. აღნიშნული შემთხვევის მეორე დღეს სახლში დაბრუნდა ს--–---- ხ--–-–---–ი და მას ეს ზუსტად ახსოვს, რადგან არ სურდა მას შეეტყო მომხდარის შესახებ. ვ-–-----–-–---–ის სახლში მისვლის დროს ლ--–---------–---–ი ლოცულობდა და რადგან სტუმრად არავის ელოდნენ ყველა გაემართნენ სტუმრის დასახვედრად და მას ჩვეულებრივად შეხვდნენ. საწოლში, რომელიც ვ-–-----–-–---–ს პირობითად ეკუთვნოდა, იმ დროისთვის იწვა მათი შვილი - გ-------. ვ-–-----–-–---–მა ამის შესახებ არ იცოდა, გამოთქვა პრეტენზია, რომ მის საწოლს არავინ უნდა შეხებოდა, ლოგინს თავად გადააძრო თეთრეული და თავად გამოიტა-- ახალი ლოგინი. ბრალდებული ადასტურებს, რომ ამ დროს მან ნამდვილად უთხრა ვ-–-----–-–---–ს შემდეგი სიტყვები: ,,რა სინდისით მივიდა სახლში და რა სინდისით უყურებდა მათ თვალებში“, მისი განმარტებით მან ეს სიტყვები ვ-–-----–-–---–ს უთხრა მორალური კუთხით და არა სხვა გაგებით. მა--მდე ვ-–-----–-–---–ს არც კი შემოუთვლია მათთვის სახლში მისვლის ან მათი სახლიდან წასვლის შესახებ, თუმცა მას ქ----------------–---–ისგან მოსდიოდა შეტყობინებები, რომ მალე ის და ვ-–-----–-–---–ი მივიდოდნენ მის სახლში და ლ--–---------–---–ი იქიდან ,,აახვევდა“. ვ-–-----–-–---–ის სახლში მოსვლას და მათს საუბარს, მათი შვილებიც ესწრებოდნენ. ლ--–---------–---–ის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება მის მიერ ვ-–-----–-–---–ისთვის ხელში კარების მორტყმის ფაქტი, რადგან რეალურად არ მომხდარა და თავად მან ამის შესახებ შეიტყო 27 ივნისს, როდესაც პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს და ამის შესახებ ჰკითხეს. პოლიციელებმა მას დეტალურად აღუწერეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც თავად მა--ც გადაამოწმა რეალურად შესაძლებელი იყო თუ არა კარების ისე მიჯახება, როგორც ვ-–-----–-–---–ის ჩვენებაში იყო აღწერილი და როგორც თავად აღწერს ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან კარი რომელზეც არის საუბარი არის ორ ფრთიანი, ერთი ფრთა არის უძრავ მდგომარეობაში, რომელსაც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აღებენ, ასევე ზამთრის პერიოდში სითბოს შენარჩუნების მიზნით ეს ფრთა ყოველთვის ჩაკეტილია და იგი იმდენად მძიმეა, რომ მას მისი ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე არ შეეძლო მისი ადვილად მიჯახება და ვ-–-----–-–---–ისთვის ხელში მორტყმა. ხოლო, კარების მეორე ფრთა ჩვეულებრივად იღება და იკეტება. ამის დასადასტურებლად რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია. ბრალდებულმა ასევე უარყო, ვ-–-----–-–---–ისთვის ფეხის ამორტყმის ფაქტს და განმარტავს, რომ ამის შესახებაც მან დაკითხვის შემდეგ შეიტყო. იგი განმარტავს, რომ ფეხის მოქნევა მის შესაძლებლობებს აღემატება, რადგან ვ-–-----–-–---–ი მაღალ საწოლზე იჯდა და იგი ამ სიმაღლეზე ფეხს ვერ ასწევდა. მას ვ-–-----–-–---–ის წინაღმდეგ არა--ირი მოქმედება არ შეუსრულებია, გარდა ზემოთხსენებული სიტყვებისა. ვ-–-----–-–---–ს არ ეტყობოდა სისუსტე და დაუძლურება. ლ--–---------–---–ის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაში, მას თავისუფლად შეეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ვ-–-----–-–---–ს არანირი დახმარება არ სჭირდებოდა რაიმე მოქმედების შესასრულებლად და როგორც ეტყობოდა არც მომვლელს საჭიროებდა. ლ--–---------–---–ი მას ცინიკურად ეკითხებოდა სად იყო ქ----------------–---–ი რომელიც მას ასე ემუქრებოდა. გარდა ამისა მისი მხრიდან ვ-–-----–-–---–ის მიმართ რაიმე ფიზიკური ძალადობა რომ მომხდარიყო, ვ-–-----–-–---–ის ნათესავები აუცილებლად შეიტყობდნენ და ყველაფერს გაარკვევდნენ მომხდარის შესახებ და რადგან არავინ დაინტერესებულა, შესაბამისად, არა--ირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ვ-–-----–-–---–ი გამწარებული იყო ალიმენტის დაკისრების გამო და ლ--–---------–---–ზე შურისძიება უნდოდა. ვ-–-----–-–---–ის სახლში მოსვლამდე და მის შემდეგაც ლ--–---------–---–ი ქ----------------–---–ისგან ღებულობდა მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველ წერილებს - შეტყობინებებს-სოციალურ ქსელში. ლ--–---------–---–ი ცდილობდა სამართლებრივად მოეგვარებინა ეს პრობლემა და ამიტომ შეიტა-- პოლიციაში განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ მა--მდე ქ----------------–---–ისგან ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია ვ-–-----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ეს ინფორმაცია სერიოზულად არ მიუღია, ვინაიდან, ხშირი იყო შემთხვევები როდესაც ვ-–-----–-–---–ს უცხო ქალბატონები ეკონტაქტებოდნენ, თავად ვ-–-----–-–---–ი კი ოჯახის წევრებს ტელეფონზე არ პასუხობდა და შესაბამისად, ეს ინფორმაციაც მორიგ პროვოკაციად მიიჩნია. მან პირველად ვ-–-----–-–---–ისა და ქ----------------–---–ის ურთიერთობის შესახებ 2015 წელს შეიტყო მისი მულისგან, მ-------–----ისგან.

2017 წლის 26 აგვისტოს ბავშვებთან ერთად წავიდა თბილისში მის სა--ხავად, აღნიშნულიდან ორი დღით ადრე მას დაუკავშირდა ვ-–-----–-–---–ის ძმის შვილი - ოთარი ხ--–-–---–ი რომელიც ექთნად მუშაობდა. იმ დროს ნებართვა ითხოვა მისგან, რომ ოპერაციის შემდეგ, გადარჩენის შემთხვევაში ვ-–-----–-–---–ი მის სახლში მიეყვა--თ, რაზეც ლ--–---------–---–ი უყოყმანოდ დასთანხმდა და ასევე აუხსნა, მას ვ-–-----–-–---–ის მდგომარეობის შესახებ, რომ ის სიკვდილის პირას იყო და სთხოვა მას ბავშვები უკა--სკნელად ეჩვენებინა. ბრალდებულმა უპასუხა, რომ ბავშვების აზრს მოისმენდა ამასთან დაკავშირებით და შემდეგ გადაწყვეტდა აღნიშნულ საკითხს, ვინაიდან, ბავშვები სახლში არ იყვნენ და ასევე თბილისში წასასვლ--–-დ საჭირო ფინანსური რესურსიც მოსაძიებელი იყო. მოგვიანებით ბავშვები დასთანხმდნენ თბილისში წასვლაზე. მეორე დღეს დილით მას კვლავ დაურეკა ვ-–-----–-–---–ის დამ და კვლავ სთხოვა თბილისში ჩასვლა და ვ-–-----–-–---–ისთვის მისი ოჯახის წევრების ჩვენება. როდესაც დააპირეს თბილისში წასვლა, ბრალდებულმა ჩათვალა, რომ ვ-–-----–-–---–ი უკა--სკნელად უნდა ენახა და თმის ვარცხნილობაც ისე გაიკეთა როგორც მას მოსწონდა ხოლმე, რადგან ვ-–-----–-–---–ს არ მოსწონდა მისი ქერად შეღებილი თმები. თბილისში ჩასვლამდე ვ-–-----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა, მან თავის ძმას სთხოვა რომელმაც დეტალურად გაარკვია ყველაფერი და ვ-–-----–-–---–ის სა--თესაომ ის ჩვეულებრივად მიიღო. იგი მზად იყო საჭიროების შემთხვევაში თბილისში დარჩენილიყო, უმცროს ვაჟთან ერთად ვ-–-----–-–---–ის მოსავლ--–-დ 1 კვირით (რადგან სახლ-კარი მეზობელს ჩააბარა და სთხოვა რომ 1 კვირით მიეხედა და საჭირო ტანსაცმელი და ნივთებიც წაღებული ჰქონდა, საავადმყოფოში ჩასვლის შემდეგ მან ეზოში ქ----------------–---–ი დაინახა, რომლის შესახებაც გაარკვია სოციალური ქსელიდან და ამიტომ იცნო იგი. საავადმყოფოში ჩასვლისას პალატის შესასვლელთან იდგნენ ვ-–-----–-–---–ის დედმამიშვილები და სხვა ნათესავები, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ისინი ჩვეულებრივად მიიღებდნენ, რადგან მათთან არა--ირი უთანხმოება არ ჰქონია, თუმცა მათგან უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნო და მათ გასაგონად თქვა, რომ ,,მე აქ ვერავინ მამჩნევს, აქ არავის სიამოვნებს ჩემი და--ხვა “ და ბავშვებს უთხრა, რომ შორიახლოს დაელოდებოდა. ის გამონათქვამი, თითქოს მან იქ მყოფებს უთხრა ,, რა როჟებს მიკერავთ “, სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც ბავშვები გამოვიდოდნენ პალატიდან შემდეგ ის აპირებდა შესვლას ვ-–-----–-–---–ის სა--ხავად, რადგან ექთნის მითითებით პალატაში ბევრი მნახველის ერთად შესვლა არ შეიძლებოდა, თავად კი ვ-–-----–-–---–ის ნათესავებთან ახლოს გაჩერებას მოერიდა რადგან სიტუაციის გამწვავება არ უნდოდა. პალატიდან სამივე ბავშვი ატირებული გამოვიდა, რამაც მას აფიქრებინა, რომ ვ-–-----–-–---–ს ბავშვების თვალწინ რამე დაემართა და ამას შესაძლოა ბავშვების ფსიქიკაზე ცუდად ემოქმედა. ბავშვებმა მას გარეთ გასვლა სთხოვეს. მან გაარკვია თუ რის გამო ტიროდნენ რეალურად ბავშვები და საჭიროდ აღარ ჩათვალა ვ-–-----–-–---–ის სა--ხავად შესვლა. ვ-–-----–-–---–ის დედმამიშვილებს მისთვის არც კი უთხოვიათ, რომ დარჩენილიყო ვ-–-----–-–---–ის მოსავლ--–-დ და პირიქით მისი და--ხვისას გამოთქვეს პროტესტი და უთხრეს, რომ მას იქ არაფერი ესაქმებოდა. ბრალდებულის განმარტებით მიუხედავად ყველაფრისა, ნორმალურად დახვედრის შემთხვევაში თავად ეთხოვა ვ-–-----–-–---–ის დედმამიშვილებისთვის მის მოსავლ--–-დ დარჩენა. თუმცა მომხდარმა და ქ----------------–---–ის იქ გამოჩენამ გადაწონა მისი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ვ-–-----–-–---–ი მომაკვდავი იყო. პერიოდულად მისი ძმა არკვევდა ვ-–-----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თავად ლ--–---------–---–მა ერთხელ დარეკა ვ-–-----–-–---–ის დის ტელეფონის ნომერზე ვითარების გასარკვევად, თუმცა არავინ უპასუხა. მან სახლი დაალაგა იმის გამო, რომ ვ-–-----–-–---–ი სახლში მივიდოდა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ და მასთან მნახველები მივიდოდნენ. სახლში დაბრუნების შემდეგ შუათა-- გოგონა - ა-- - ნაწყენი იყო რადგან მისი საავადმყოფოში ყოფნა მამამ ვერც კი შეამჩნია და ზოგადად მამას ათვალწუნებული ჰყავდა.

ამის შემდეგ ქ----------------–---–მა აქტიურად დაიწყო მისი ლანძღვა და მუქარის შემცველი ტექსტების გაგზავნა ტელეფონის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელში ათავსებდა სხვადასხვა სახის პოსტებს მისი და ვ-–-----–-–---–ის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რამაც ლ--–---------–---–ის ყურადღებაც მიიქცია.

როდესაც გაიმართა სასამართლო პროცესი ვ-–-----–-–---–ისთვის ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით, ვ-–-----–-–---–ი სასამართლოში მივიდა ქ----------------–---–თან ერთად. სასამართლო სხდომის დამთავრების შემდეგ, ლ--–---------–---–ი მის შვილთან - ს--–----სთან ერთად იდგა გარეთ და ელოდებოდა მანქა--ს, რა დროსაც ქ----------------–---–ი მივარდა მასთან, დაუწყო ლანძღვა და მის საცემლად იწევდა, ხოლო ამ დროს ვ-–-----–-–---–ი მომღიმარი სახით აკვირდებოდა მოვლენებს.

ბრალდებულის განმარტებით იგი ახალციხეშია დაბადებულ-გაზრდილი და გა--თლებაც აქ აქვს მიღებული. მის ახალგაზრდობაში იყო პერიოდი როდესაც მას საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება სურდა, თუმცა მას ეს მისი ოჯახის წევრებმა გადააფიქრებინეს და ცოლად ვ-–-----–-–---–ს შერთეს. იმ დროს, ვ-–-----–-–---–ის მიმართ მას ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა-მართლმადიდებლურად მონათლულიყო, რომ ჯვარი დაეწერათ და ვ-–-----–-–---–მა მისი სურვილი შეასრულა.

თავიდან მათ ურთიერთობა მშვენივრად ააწყვეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, ვ-–-----–-–---–ს სახლში ჰყავდა მოხუცი დედა, რის გამოც ქალაქიდან სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად და მოხუცის მისახედად. თუმცა მოგვიანებით კვლავ მოუწიათ ქალაქში გადმოსვლა საცხოვრებლად, რა დროსაც ვ-–-----–-–---–ი დასაქმდა კიდეც თავისი სპეციალობით - დოლზე უკრავდა ერთ-ერთ ქორეოგრაფიულ ანსამბლში.

ამ პერიოდში მას ვ-–-----–-–---–მა ერთ-ერთი შეკამათების დროს ხელი გაარტყა, რა დროსაც იგი ფეხმძიმედ იმყოფებოდა და ამის შედეგად ბავშვი მუცელში მოუკვდა. მოგვიანებით მათ ისევ მოუწიათ სოფელში საცხოვრებლად გადასვლა, რის შემდეგაც იქ დამკვიდრდნენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სათა--დო ყურადღებას არ აქცევდა ვ-–-----–-–---–ის დედას და მასზე ფიზიკურად ძალადობდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თუ ეს სიმართლე იყო, ამდენი ხნის განმავლობაში აშკარა გახდებოდა და ყველას ეცოდინებოდა, თან ამას თავად არ გააკეთებდა მისი რწმენიდან და ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე. იგი ყველაფერს ითმენდა ოჯახის და შვილების გამო და მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებდა ვ-–-----–-–---–თან ერთად ცხოვრებას. მოგვიანებით ვ-–-------–-–---–მა მუშაობა დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჯაფა მას დააწვა მხრებზე, ოჯახში მაინც ჰარმონია იყო ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა. შემდეგ ვ-–-----–-–---–ი სამუშაოდ ჯავახეთში გადმოვიდა, სოფელ ვ-----–ი, რის შემდეგაც დაიწყო ოჯახში არეულობა. არეულობის პირველი მიზეზი იყო ვ-–- ხ--–-–---–ის მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ეჭვიანობა. თა--ცხოვრების ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ვ-–-----–-–---–ი იმდენად ზღუდავდა მათ, რომ ოჯახში არც მათი ნათესავები, არც მეზობლები და არც მათი შვილების ამხა--გები მიდიოდნენ. შემდეგ ამან უფრო რთული ხასიათი მიიღო, ვინაიდან ვ-–-----–-–---–ი უკვე, ასაკით პატარა შვილებს ესაუბრებოდა ამის შესახებ და ცდილობდა მათთვის აეხსნა, რომ მათი დედა ღალატობდა, რასაც ბავშვები ვერ ხვდებოდნენ და დედას სთხოვდნენ ყველაფრის ახსნას. ეს გახდა მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი და ამ ყველაფერმა გადააწყვეტინა მას ვ-–-----–-–---–თან განქორწინება 2015 წელს. მათ ბიჭს გ-------ს ჰქონდა გარკვეული პრობლემები, რის გამოც ღამე სხვაგან არ რჩებოდა, თუმცა ერთხელ, 12 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ვ-–- ხ--–-–---–ი მივიდა სახლში მარტო და ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ გ------- მის ძმასთან უნდა დარჩენილიყო, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობდა, ლ--–---------–---–მა პროტესტი გამოთქვა ბავშვის პრობლემის გამო და მოსთხოვა მას, რომ ბავშვი სახლში მოეყვა--. ამან ვ-–-----–-–---–ი გააღიზია-- და დაიწყო მისი მისამართით ლანძღვა-გინება, როგორც სხვა დროს. ლ--–---------–---–მა სთხოვა მის ქალიშვილს - ს--–----ს, რომ წაჰყოლოდა გ-------ს სახლში მოსაყვა--დ. გზაში მათ მანქანით გადაუსწრო ვ-–-----–-–---–მა და კინაღამ დაეჯახა, შემდეგ თავისი ძმის სახლის ჭიშკართან შორიახლოს გაჩერდა და იქიდან დაუწყო მათ უშვერი სიტყვებით ხმამაღლა ლანძღვა და ქვების სროლა, რის გამოც ის და მისი ქალიშვილი სახლთან მიახლოებას ვეღარ ბედავდნენ, მოგვიანებით ბავშვი თავად ვ-–-----–-–---–მა დააბრუნა სახლში, როგორც მან შემდგომ მისი შვილისგან გაიგო, ქვების სროლის დროს მას ერთი ქვა ფეხში, კოჭის მიდამოში მოხვდა და ტკივილი განიცადა, თუმცა მან იმ დროს ეს ფაქტი დამალა, დაძაბული სიტუაციის გამო, ეს ყველაფერი გახდა მეორე დღეს მისი სახლიდან წამოსვლისა და განქორწინების მიზნით ადვოკატთან მისვლის მიზეზი. იმ დღეს მას ქალაქში მოუწია დარჩენა, ამის შესახებ აცნობა ბავშვებს და უთხრა რომ მამისათვისაც ეცნობებინათ. თუმცა მეორე დღეს დილით მისი ორი ქალიშვილიც ქალაქში ჩავიდნენ მასთან და განუმარტეს, რომ ისინი მამამ სახლიდან გამოყარა, აიძულა, რომ მასთან წასულიყვნენ, ხოლო ბიჭი ვ-–-----–-–---–მა დაიტოვა სახლში. ის ფაქტი, რომ იგი ვ-–-----–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიურად ძალადობდა სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ვ-–-----–-–---–ს ასეთ შემთხვევაში მასთან განქორწინების სურვილი ექნებოდა და მას არცერთხელ უცდია განქორწინება. ყველაფერი მზად იყო რომ განქორწინებულიყვნენ, ბავშვებიც ქ. ახალციხეში სხვა სკოლაში გადაიყვა-- სასწავლებლად და თავადაც დაიწყო სამსახურის ძებნა, რადგან ამ არეულობის დასრულება და დაწყნარება სურდა. ვ-–-----–-–---–ის არაერთი მცდელობისა და ახლობლების ჩარევის შედეგად, საბოლოოდ, ოჯახისა და ბავშვების ხათრით მან გადაწყვიტა, რომ უკან დაბრუნებულიყო და ვ-–-----–-–---–თან გაეგრძელებინა ცხოვრება. თუმცა ამის შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი არ შეცვლილა და უფრო უარესობისკენ წავიდა ყველაფერი. ლ--–---------–---–ი იხსენებს ვ-–-----–-–---–ის მორიგი ძალადობის ფაქტს: მარტის თვეში. საღამოს ღუმელზე იდგა ცხელი წყლით სავსე ქვაბი. ვ-–-----–-–---–მა კვლავ უმიზეზოდ წამოჭრა ლ--–---------–---–ის მხრიდან ღალატის თემა, გაბრაზებულმა ქვაბს ხელი ჰკრა და ამ დროს ცხელი წყალი გადაესხა მის შვილს - ა--ს, რომელმაც მიიღო დამწვრობა. ეს გახდა მათი სახლიდან 2 კვირით წამოსვლის მიზეზი. თუმცა იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ სახლში დაბრუნებულიყო და როგორმე გამოესწორებინა ვ-–-----–-–---–თან ურთიერთობა. ამ ყველაფრის შემდეგ ვ-–-----–-–---–მა შვილებთან მიმართებაში აქცენტი გადაიტა-- ბიჭზე, მხოლოდ მას ანებივრებდა და გოგოებს თითქოს ვერც კი ამჩნევდა. მათ არაფერში უწყობდა ხელს და ცდილობდა პირიქით ხელი შეეშალა. იგი განსაკუთრებულ უყურადღებობას ამჟღავნებდა შუათა-- შვილის- ა--ს მიმართ, რადგან პირველი შვილის შემდეგ კვლავ გოგო რომ შეეძინა, ამაზე თითქოს ნაწყენი იყო და მას სხვა შვილებთან მიმართებაში ყოველთვის ჩაგრავდა და არაფრად აგდებდა. იგი გამუდმებით ესაუბრებოდა უფროს შვილს - ს--–----ს დედის უპატიოსნო ცხოვრების შესახებ რამაც მამა-შვილს შორის კონფლიქტიც კი წარმოშვა. სწორედ ვ-–- ხ--–-–---–ის ბავშვებთან ამგვარი დამოკიდებულება გახდა მათი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი.

მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვ-–- ხ--–-–---–მა უფროს შვილს - ს--–----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის შესახებ მას თავად ს--–----მ უამბო მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ეს მოხდა მაშინ როდესაც თავად ლ--–---------–---–ი და შუათა-- შვილი - ა-- სახლში არ იმყოფებოდნენ და სახლში იყვნენ მხოლოდ ვ-–-----–-–---–ი, ს--–---- და გ-------. ესეც კიდევ ერთი მიზეზი იყო მათი სახლიდან წამოსვლისა თუმცა ს--–----ს სკოლაში სწავლა აფერხებდა მათ, რადგან დამამთავრებელ კლასში სწავლობდა და ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ყველაფრის მოთმენას ამის გამო. ამის შემდეგ, ივლისის თვეში მან მიაკითხა ადვოკატს, ე--------------–--ეს, რადგან სურდა ვ-–-----–-–---–თან განქორწინება, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის დედასთან განსაზღვრა და მისთვის ალიმენტის დაკისრება. მან დაიწყო საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, თუმცა ამ დროს შეიტყო ვ-–-----–-–---–ის ავადმყოფობის შესახებ და ამის გამო კვლავ გადაიფიქრა მასთან განქორწინება. ვ-–-----–-–---–ს კვირაობით მისი ბიჭი სამუშაოზეც კი მიჰყავდა. ერთხელ მოხდა ისე, რომ ღამის 2 საათზე მას მისმა ბიჭმა დაურეკა და უთხრა, რომ გაეღვიძა, მამა ოთახში ვერ დაინახა, შეეშინდა და ამის გამო დაურეკა მას. მსგავსი შემთხვევები ხშირი იყო რის გამოც ლ--–---------–---–მა გამოთქვა პროტესტი და ვ-–-----–-–---–ს ბავშვის წაყვანის ნებას აღარ რთავდა.

მათი ბიჭისთვის და უფროსი შვილისთვის ავტორიტეტი მამა იყო, თუმცა მოგვიანებით მათ დამოკიდებულება შეიცვალეს და დედის მხარეს გადავიდნენ, რადგან ხედავდნენ მამის არასათა--დო საქციელს.

ვ-–-----–-–---–ი პატარა ბავშვს მარტო სვამდა მანქანის საჭესთან და გ-------ს არაერთხელ მოუყოლია მისთვის მისი ,,თავგადასავლების “ შესახებ, როდესაც მას საფრთხე დამუქრებია საჭესთან ჯდომის გამო და ლ--–---------–---–ს ამის გამოც ჰქონდა პროტესტი.

ავადმყოფობამდე 1 წლით ადრე, ვ-–-----–-–---–მა ოჯახისგან მალულად გაყიდა ავტომობილი, რომელიც თითქოს ჯართში ჩააბარა და ასევე გაყიდა ოჯახის კუთვნილი 6 სული რქოსანი პირუტყვი. რა დროსაც ფულის-6 500 ლარის გადაცემის მომენტს შეესწრო მათი უმცროსი შვილი, თუმცა ვ-–-----–-–---–ს ოჯახის წევრებისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

ვ-–-----–-–---–ის მიმართ რაიმე ფიზიკურ ძალადობას უარყოფს და განმარტავს, რომ მისი მხრიდან მსგავსი ქმედება გამორიცხულია, რადგან იგი 2003 წლიდან ს------–-----------აში მუშაობს პედაგოგად, ხოლო მა--მდე იგივე პროფესიით მუშაობდა ქ.ახალციხეში. მას არაერთი ტრენინგი და გადამზადების კურსი აქვს გავლილი ბულინგის, ოჯახში ძალადობისა და ბავშვის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით, გარდა ამისა იგი არის მორწმუნე-მართლმადიდებელი, რელიგია უკრძალავს ძალადობას და მას არასდროს ჰქონია ვინმეს მიმართ ძალადობის სურვილი. იგი ყველაფერს საზღვრავს რელიგიურ-მორალური დოქტრინით. იგი ითვალისწინებდა მართლმადიდებლური რელიგიის მცნებებს და უპირობოდ ემორჩილებოდა ქმარს თა--ცხოვრების 17 წლის განმავლობაში, ხოლო მას შემდეგ ბოლო 3 წლის განმავლობაში დამოკიდებულება შეიცვალა და დაძაბულობის პერიოდში ამ მცნებას აღარ ითვალისწინებდა.

 

ვ-–-----–-–---–ის დედმამიშვილები მათი ოჯახის საუარესოდ არასდროს ჩარეულან მისი და ვ-–- ხ--–-–---–ის ურთიერთობაში. ვ-–- ხ--–-–---–ის დედმამიშვილებთან მას კარგი ურთიერთობა და ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა 2015 წლამდე. ხოლო შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ცუდი ურთიერთობა არ ყოფილა, ერთმანეთში კომუნიკაციამ და მისვლა-მოსვლამ იკლო. ის ინფორმაცია, რომ ისინი ვ-–-----–-–---–ის ოჯახში მისვლას ერიდებოდნენ, რადგან ამას შემდეგ ოჯახში არეულობა და დაძაბულობა მოჰყვებოდა სიმართლეს არ შეესაბამება. ვ-–-----–-–---–ის უმცროსი და ერთხელ ჩაერია მისი და ვ-–-----–-–---–ის ურთიერთობაში, როდესაც მან ისინი შეარიგა, რადგან არ სურდა მისი ძმის ქ----------------–---–თან ერთად ყოფნა. ასევე მათ ურთიერთობაში რამდენჯერმე ჩაერივნენ ლ--–---------–---–ის ნათესავებიც, რომლებმაც შეარიგეს ის ვ-–-----–-–---–თან. თუმცა ბრალდებული განმარტავს, რომ არ შერიგებულიყო 2015 წელს უკეთესი იქნებოდა, რადგან ეს ყველაფერი აღარ მოხდებოდა.

 

ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ვ-–-----–-–---–ის ნათესავები მისი მიზეზით ერიდებოდნენ მათ ოჯახში სტუმრად მისვლას, იგი დღესაც მზადაა ნებისმიერ სტუმარს სათა--დოდ უმასპინძლოს. მისივე განმარტებით, ვ-–- ხ--–-–---–ი პროფესიით არის ცირკისა და ესტრადის მსახიობი და მას კარგად ეხერხება ტყუილების თქმა. პოლიციაში გამოკითხვის დროს მას არ უხსენებია ვ-–-----–-–---–ის სახლში დაბრუნების თარიღი, მან წაიკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება და იქვე გამოთქვა პრეტენზია ჩვენებაში ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუმცა ამის შესახებ წერილობით არსად არ დაუფიქსირებია და ასევე არ მოუთხოვია ადვოკატის მონაწილეობა გამოკითხვის პროცესში. მისი განმარტებით ბრალდების მხარის მიერ დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს არ მიაწოდეს სწორი ინფორმაცია მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით.

 

იგი არ ეთანხმება მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ინფორმაციას, ხოლო ინფორმაციას, რაც მის სასარგებლოდ იქნა მოწმეების მიერ გაჟღერებული ადასტურებს. მისი განმარტებით, პირიქით ვ-–-----–-–---–ი ახორციელებდა მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და სექსუალური ძალადობის მცდელობაც კი ჰქონდა. ეს მოხდა იმ დროს როდესაც, ისინი როგორც მეუღლეები უკვე აღარ ცხოვრობდნენ ერთად, რადგან მან იცოდა რომ ვ-–-----–-–---–ს საყვარელი ჰყავდა. იგი არ ეთანხმება ვ-–- ხ--–-–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მისი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე უარყოფს ბეჭდის სროლის მომენტს და განმარტავს, რომ მას ვ-–-----–-–---–მა ბავშვების თანდასწრებით აიძულა ბეჭდის მოხსნა და მაგიდაზე დადება. მიუხედავად ყველაფრისა, 2018 წლის 13 აგვისტოს ლ--–---------–---–მა დაურეკა ვ-–-----–-–---–ს, რადგან მათი პატარა ბიჭი ოპერაციას იკეთებდა და მას სურვილი ჰქონდა, რომ მამა მის გვერდით ყოფილიყო, თუმცა ვ-–- ხ--–-–---–ს ამაზე არა--ირი რეაგირება არ ჰქონია. მოწმე მ--–--------–-–---–ს ჰქონდა საბაბი, რომ მის წინააღმდეგ მიეცა განზრახ არასწორი ჩვენება, რადგან მ--–--------–-–---–ის მეუღლეც მასწავლებელია და მას სურვილი აქვს, რომ ლ--–---------–---–ის ადგილზე იმუშაოს, ხოლო მ--–--------–-–---–ს სურვილი აქვს, რომ ლ--–---------–---–მა დატოვოს სოფელი და მის მეუღლეს ჩამოაშოროს ე.წ. კონკურენტი. ბრალდებულის განმარტებით ასევე სიმართლეს არ შეესაბამება გ-----------–---–ის ჩვენებაც.

 

2015 წლის 25 აგვისტოს განცხადებებით დგინდება, რომ ლ--–---------–---–ი მიმართავს ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს, რათა მისმა შვილებმა ს--–----, ა-- და გ-----------–-–---–ებმა სწავლა გააგრძელონ სკოლის შესაბამის კლასებში. 2015 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს განჩინებით დადგენილია, რომ ლ--–---------–---–ის სარჩელი ვ-–-----–-–---–ის წინააღმდეგ, განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დარჩა განუხილველი მისივე შუამდგომლობის საფუძველზე. ს------–-----------ის საჯარო სკოლის დირექტორის წერილით კი დგინდება, რომ ბავშვების მშობლების ზეპირსიტყვიერი განმარტებებით უარი გა--ცხადეს ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანის შესახებ 2015 წლის 25 აგვისტოდან.

 

სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებისს თა--ხმად, ლ--–---------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა ქორწინება ლ--–---------–---–სა და ვ-–-----–-–---–ს შორის. ვ-–-----–-–---–ს დაეკისრა ალიმენტის არასრულწლოვანი შვილების ა-- და გ-----------–-–---–ების რჩენისათვის თითოეულისათვის 90-90 ლარის ოდენობით.

 

სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 3 აგვისტოს გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ საალიმენტო ვალდებულების შესრულების ფარგლებში მოვალის ვ-–-----–-–---–ის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა და კრედიტორის ლ--–---------–---–ის ანგარიშზე გადარიცხვა განხორციელდა 2018 წლის 15 მაისს, 28 მაისს, 27 ივნისს, 01 აგვისტოს საინკასო დავალებისა და ორგანიზაციის მიერ ხელფასიდან თანხის დაკავების გზით.

 

2017 წლის 14 მაისს ლ--–---------–---–მა განცხადებით მიმართა შსს ას-----ს რაიონულ სამმართველოს განმარტებით, რომ 19 წელია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ-–-----–-–---–თან. ბოლო ხუთი წელია აქვს მეუღლესთან სიტყვიერი უთანხმოება სხვადასხვა ოჯახურ საკითხებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყვიტა განქორწინება შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, რაზედაც ითხოვა რეაგირება.

 

2017 წლის 23 დეკემბერს ლ--–---------–---–მა განცხადებით მიმართა შსს ას-----ს რაიონულ სამმართველოს განმარტებით, რომ ცხოვრობს მეუღლესთან ვ-–-----–-–---–თან ერთად, რომელსაც ურთიერთობა აქვს სხვა ქალბატონთან ქ----------------–---–თან. იგი უკავშირდება, აწუხებს და ეუბნება, რომ იგი მეუღლესთან ერთად ვეღარ იცხოვრებს. ლ--–---------–---–იო სთხოვს პოლიციას გააფრთხილოს ქ-----------------–---–ი რათა მან გაწყვიტოს კონტაქტი და აღარასდროს აღარ დაურეკოს.

 

2017 წლის 3 ივლისის საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემულია ინფორმაცია ვ-–-----–-–---–ის დედის დარეჯან ხ--–-–---–ის კომლის შემადგენლობის შეასხებ ას-----ს რაიონის ს------–-----------ის 1996-2000 წლის საკომლო წიგნებში არსებული ჩა--წერის მიხედვით.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მოცემული და--შაულისათვის დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდა სავალდებულოა, თუმცა დაზარალებული მის მიერ მიცემულ ჩვენებაში აღნიშნულ გარემოებას ვერ ასაბუთებს. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ვ-–-----–-–---–მა სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების დროს დეტალურად აღწერა თუ რა ვითარებაში მიაყენა მას ლ--–---------–---–მა დაზიანება და რომ მიყენებული დაზიანების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით, ლ--–---------–---–მა ორფრთიანი კარის მოძრავი გვერდი ძლიერად მოიქნია დახურვის მიმართულებით და მას (დაზარალებულს) მოხვდა ხელში, მაჯის ზემოთ ძვალზე. ავადმყოფობის გამო, იყო დასუსტებული და განიცადა ისეთი ძლიერი ტკივილი, რომ ეგონა ხელი მოსტყდა და ტკივილის გამო, ღამის განმავლობაში ვერ დაიძინა. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მიყენებული დაზიანების გამო, ხელის ტკივილს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში განიცდიდა. მოწმეებმა - ა--------–----ემ და მ-------–----ემ დაადასტურეს ვ-–-----–-–---–ის ხელზე დაზიანების არსებობის ფაქტი (სილურჯე) და აღნიშნეს რომ როგორც მათთვის ვ-–-----–-–---–ისაგან არის ცნობილი მისმა ცოლმა კარები განზრახ მიაჯახა და ხელი კარებში მოჰყვა. ფიზიკური ძალადობის ნაწილში სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ვ-–-----–-–---–თან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტზე, რომლის მიმდინარეობისას დაზარალებულმა დეტალურად აღწერა მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ადგილი და ვითარება. რაც შეეხება ვ-–-----–-–---–ის მიმართ განხორციელებულ სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას. დაზარალებულმა ჩვენების მიცემის დროს თანმიმდევრულად აღწერა თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა მის მიმართ შეურაცხყოფა და დამცირება. დაზარალებულის განმარტებით, მას ლ--–---------–---–ი მუდმივად ლანძღვადა და უყვიროდა, უწოდებდა მათხოვარს, მასთან ერთად არ მიირთმევდა და უფრო მეტიც უმალავდა საჭმელს, ასევე, შვილებს მის წინააღმდეგ გა--წყობდა, რასაც დაზარალებული განიცდიდა და მსჯავრდებულის ქცევით იტანჯებოდა. ის გარემოება, რომ ვ-–-----–-–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა არა მხოლოდ მისმა ნათესავებმა, არამედ მოწმე ქ----------------–---–მაც, რომლის განმარტებით, ვ-–-----–-–---–ს ეტყობოდა, რომ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის გამო, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და იყო დეპრესიაში, რაც გამოიხატებოდა მის უხასიათოდ ყოფნასა და ნერვიულობაში. სააპელაციო პალატა აღნიშნულ კონტექსტში ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ შემაკავებელ ორდერზე (--------- რომლის თა--ხმად, ოქმის შედგენის საფუძველია მოძალადე ლ--–----------–---–ის მიერ მსხვერპლის ვ-–-----–-–---–ის მიმართ სისტემატიური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რომელი ქმედებაც ლ--–---------–---–მა კვლავ გაიმეორა 2017 წლის 18 დეკემბერს მის საცხოვრებელ სახლში. ასევე, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თა--ხმად, ვ-–-----–-–---–მა მეუღლის ლ--–---------–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიურ ტანჯვა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ვ-–-----–-–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულ ვ-–-----–-–---–ის ზემოაღნიშნული ჩვენება, როგორც ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებული არის მიუკერძოებელი, ამასთან, სასამართლოსათვის ჩვენების მიცემის დროს, იგი იყო გულწრფელი. ამასთა--ვე, სააპელაციო პალატა ლ--–---------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ლ--–---------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით და--შაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიზანმიმართულად არ მოხდა ვ-–-----–-–---–ის წარმომადგენელის ლ--------–--ის გამოკითხვა. თუკი ვ-–-----–-–---–ის მიმართ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ოჯახურ ძალადობას ლ--------–---მ, რომელიც 2018 წლის 9 იანვრიდან ვ-–-----–-–---–ის წარმომადგენელი იყო რატომ არ შეატყობინა დროულად სამართალდამცავ ორგანოებს? სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თა--ხმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთა--ვე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თა--სწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ვინაიდან მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს, ვერავინ დაავალდებულებს მხარეს მოიპოვოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ლ--–---------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ასეთს პალატა არ იზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი და--შაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და მისი საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, სამართლიანობის აღდგენას, ახალი და--შაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თა--ზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი და--შაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული და--შაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პალტა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და ლ--–---------–---–ს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელის სახე. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ლ--–---------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა, მის მიერ ჩადენილი და--შაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი და--შაული, გამოიტანოს სათა--დო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გა--ჩენი ლ--–---------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლ--–-დ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ლ--–---------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გა--ჩენი ლ--–---------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ლ--–----------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ლ--–---------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება,-გირაო გაუქმებულია; გათავისუფლდეს ყადაღისაგან გირაოს უზრუნველსაყოფად 3 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული მ--------------–---–ის (პ/ნ 4----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ქ--–----------––------------------------------------------------------

 

გა--ჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თა--ხმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გა--ჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთა--ვე.

 

გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი