განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
330100119002873948
ინსტანცია
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119002873948

საქმე №1ბ/1629-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2019 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

ს----------–------------–----- პროკურატურის პროკურორის ი-----–- მ---–----–--ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ლ---–- მ-----–-–---–ის მიმართ, - დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: კა------------–----------–-------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით;

ნ---- ქ-----–--ს მიმართ, - დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–--–-------------–----------------------–-------------–------------------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მ----- ა-----ის მიმართ, - დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებლი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–--–-----–-----------------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რ---- მ----------ის მიმართ, - დაბადებულის 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებლი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–--–------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ნ---- გ--------ის მიმართ, - დაბადებულის 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, პირადი #------------ რეგისტრირებული: ქ-------–--------------------------------------------–---------------------–----------------–--–----------------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ი--- ქ------ მიმართ - დაბადებულის 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ტექნიკური განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრების თ---–--–--------------------------------------------------------------–ი - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 აგვისტოს განაჩენით:

ნ---- გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

რ---- მ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ნ---- ქ-----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

მ----- ა-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ლ---–- მ-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ი--- ქ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი--- ქ-----მ, ლ---–- მ-----–-–---–მა, ნ---- ქ-----–--მ, მ----- ა-----ემ, რ---- მ----------მა და ნ---- გ--------ემ ჩაიდინეს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

ი--- ქ-----მ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი--- ქ-----, 2013 წლის 28 ოქტომბრიდან 2018 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ი--- ქ----- ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

ი--- ქ-----ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 193 700 აშშ დოლარი და 75 000 ლარი, რაზედაც 2013 წლის 28 ოქტომბრიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 78 324,1 ლარი, ი--- ქ-----ს 2013-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გასახდელად დაეკისრებოდა 12 811.3 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ლ---–- მ-----–-–---–მა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლ---–- მ-----–-–---–ი, 2013 წლის 7 დეკემბრიდან, 2016 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ლ---–- მ-----–-–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

ლ---–- მ-----–-–---–ს, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს, სესხის სახით გაცემული აქვს 71 000 აშშ დოლარი, რაზედაც 2013 წლის 7 დეკემბრიდან, 2017 წლის 10 თებერვლის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 28 455.2 ლარი. ლ---–- მ-----–-–---–ს, 2013-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გასახდელად დაეკისრებოდა 5 691.1 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ნ---- ქ-----–--მ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ---- ქ-----–--, 2012-2018 წლების პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ---- ქ-----–-- ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

ნ---- ქ-----–--ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 46 000 აშშ დოლარი და 267 400 ლარი, რაზედაც 2012-2018 წლებში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 53 845.7 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ნ---- ქ-----–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 7 538.1 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

მ----- ა-----ემ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ----- ა-----ე, 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას მ----- ა-----ე ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

მ----- ა-----ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 83 500 აშშ დოლარი და 110 000 ლარი, რაზედაც 2015 წლის 8 იანვრიდან, 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 44 844 ლარი. მ----- ა-----ეს, 2015-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 5 915 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

რ---- მ----------მა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, რ---- მ----------ი, 2016 წლის 11 ივნისიდან, 2018 წლის 19 ივლისის პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას რ---- მ----------ი, ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

რ---- მ----------ს, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს, სესხის სახით გაცემული აქვს 55 815 აშშ დოლარი და 13 000 ლარი, რაზედაც, 2016 წლის 11 ივნისიდან, 2018 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 23 207.97 ლარი. რ---- მ----------ს, 2016-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 2 449.09 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ნ---- გ--------ემ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ---- გ--------ე, 2016 წლის 12 თებერვლიდან, 2018 წლის 21 ივლისის პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ---- გ--------ე, ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

ნ---- გ--------ეს, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 64 000 აშშ დოლარი და 163 600 ლარი, რაზედაც 2016 წლის 12 თებერვლიდან, 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 43 123 ლარი. ნ---- გ--------ეს, 2016-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 5 900 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს----------–------------–----- პროკურატურის პროკურორმა ი-----–- მ---–----–--ამ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულებისთვის სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობირებული იქნეს საფრთხე. პირველი ინსტანციის სასამართლოს, სასჯელს ღონისძიების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიეღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება (სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული თავით გათვალისწინებული განზრახი განგრძობადი დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მსჯავრდებულების მტკიცე და ურყევი სურვილი ჩაედინათ დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივი (ანგარება) და შედეგი (ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პროკურორის მითითებით, გასაჩივრებულ განაჩენში არ იკვეთება სასჯელის ინდივიდუალიზაციის და სამართლიანობის პრინციპის გამოყენება, რის გამოც მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელები ცალსახად უსამართლოა და უგულებელყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწიენებულ სასჯელის მიზნების რეალიზებას, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით ვერ მოხდება სამართიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

დაცვის მხარემ - მსჯავრდებულებმა: ი--- ქ-----მ, ლ---–- მ-----–-–---–მა, მ----- ა-----ემ, ნ---- ქ-----–--მ, რ---- მ----------მა და ნ---- გ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------- გ--------ემ, პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინეს შესაგებელი. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 აგვისტოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც, შესაბამისად ითხოვეს ხსენებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს----------–------------–----- პროკურატურის პროკურორის ი-----–- მ---–----–--ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ი--- ქ------, ლ---–- მ-----–-–---–ის, ნ---- ქ-----–--ს, მ----- ა-----ის, რ---- მ----------ის და ნ---- გ--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.

ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ: ი--- ქ------, ლ---–- მ-----–-–---–ის, ნ---- ქ-----–--ს, მ----- ა-----ის, რ---- მ----------ის და ნ---- გ--------ის, მოწმეების: ქ------–-------–----------------–-------------------------------------------–---–----------------------–---–-----------------------–------------–----------–---–----------–----------–------------------–---–-------------–---–----------------–-----------------–------------–--–---–--- ვ---–-----------–--------------------------–-----------------–-----–-----–---–-----------------–---------------–-------------------------------------------------------------------–---–-----------------–--–-----------------------–---–---------------------–------ გამოკითხვის ოქმების; დათვალიერების ოქმების; ამონაწერების საჯარო რეესტრიდან; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების; თემატური რევიზიის აქტების და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი--- ქ-----მ, ლ---–- მ-----–-–---–მა, ნ---- ქ-----–--მ, მ----- ა-----ემ, რ---- მ----------მა და ნ---- გ--------ემ ჩაიდინეს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ს----------–------------–----- პროკურატურის პროკურორის ი-----–- მ---–----–--ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულთათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

დასახელებული მოთხოვნების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება.

 

მათ შორის სასჯელის ინდივიდუალურობის პრინციპის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ი--- ქ-----ს, ლ---–- მ-----–-–---–ს, ნ---- ქ-----–--ს, მ----- ა-----ის, რ---- მ----------ის და ნ---- გ--------ის მიმართ, სწორად დაადგინა პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოები. კერძოდ, სწორად მიუთითა, რომ ყველა მათგანის მიმართ, შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მოინანიება; გარდა ამისა მსჯავრდებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არცერთი მსჯავრდებულის მიმართ არ არსებობს.

 

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

მსჯავრდებულების პიროვნების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მათგანმა აღიარა და მოინანია დანაშული, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნა სცილდება სამართლიანობის ფარგლებს. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ასევე მსჯავრდებულების წარსულის შეფასებაც. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ი--- ქ-----, ლ---–- მ-----–-–---–ი, ნ---- ქ-----–--, მ----- ა-----ე, რ---- მ----------ი და ნ---- გ--------ე ნასამართლევი არ არიან. ისეთი პირის მხრიდან კი, ვინც დანაშაული პირველად ჩაიდინა, რეციდივის მოლოდინი ნაკლებად სავარაუდოა და შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მხოლოდ მოსაზრების დონეზე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეაფრდებული ჰქონდათ გირაო და მის პირობებს იცავდნენ განუხრელად. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ არა თუ ამ პირობების დარღვევის შესახებ რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, არამედ ამაზე აპელირებაც კი არ ყოფილა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე თუნდაც რომელიმე ერთი მსჯავრდებულის მიმართაც კი, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმსუბუქესთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას. ამასთან, დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა ზოგად მიდგომას, არამედ კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს ი--- ქ-----ს, ლ---–- მ-----–-–---–ს, ნ---- ქ-----–--ს, მ----- ა-----ეს, რ---- მ----------ს და ნ---- გ--------ეს განესაზღვრათ ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 აგვისტოს განაჩენი ი--- ქ------, ლ---–- მ-----–-–---–ის, ნ---- ქ-----–--ს, მ----- ა-----ის, რ---- მ----------ის და ნ---- გ--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს----------–------------–----- პროკურატურის პროკურორის ი-----–- მ---–----–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 29 აგვისტოს, განაჩენი ი--- ქ------, ლ---–- მ-----–-–---–ის, ნ---- ქ-----–--ს, მ----- ა-----ის, რ---- მ----------ის და ნ---- გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ნ---- გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ---- გ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

რ---- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ---- მ----------ი მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ნ---- ქ-----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ---- ქ-----–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

მ----- ა-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ----- ა-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ლ---–- მ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლ---–- მ-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ი--- ქ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის #12/2191 განჩინებით, ი--- ქ------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად თბილისში, მ---------------------------------------------------------------–-------------- საკადასტრო კოდით 0---------------------- დადებული ყადაღა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი