განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.10.2019
საქმის ნომერი
010310018002443029
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002443029 3/ბ-226-2019წ

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი -ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) – შპს ,,დ------------------ “

წარმომადგენელი - ნ----- ვ-–-----

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ--- ჭ------

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

შპს „დ------------------ მა“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილებებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე- მერის 2018 წლის 23 აპრილის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

2.1.მოსარჩელემ ზემოხსენებული მოთხოვნა სარჩელით და სასამართლო სხდომაზე გადმოცემული განმარტებით დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1.1.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის 2017 წლის 16 იანვარის №2- დადგენილების საფუძველზე, შპს „დ-------------------ს“ ქ. ბათუმში, ჯ-----–---–-სა და ა---------ის ქუჩების კვეთაში, ა---------ის ქუჩა №5--ს მიმდებარედ დაევალა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება.

 

2.1.2. 2018 წლის 21 თებერვალს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა №1-- და №1-- დადგენილებები, რომლითაც შპს „დ------------------ “ დაჯარიმდა 2017 წლის 16 იანვრის №2- დადგენილების შეუსრულებლობის გამო.

 

2.1.3.ზედამხედველობის სამსახურმა არ გაითვალისწინა, რომ მართალია, უძრავი ქონების და მშენებლობის ნებართვის მესაკუთრე არის შპს „დ------------------“, მაგრამ სამშენებლო სამუშაოებს ატარებს შპს „L-------“. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინა დამკვეთი და შემსრულებელი, რომელიც ამ შემთხვევაში იყო სამართალდამრღვევის ჩამდენი პირი. შპს „L--------ს“ და შპს „დ-------------------“ შორის გაფორმებულია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „L--------მ“, როგორც შემსრულებელმა, ვალდებულება აიღო სამშენებლო სამუშაოები შეესრულებინა უსაფრთხოების დადგენილი წესების შესაბამისად. ამდენად, უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ მშენებლობის მწარმოებელ პირს და არა დამკვეთს, ამასთან შპს „დ------------------“ს სამართალდარღვევასთან პირდაპირი შემხებლობა არ აქვს.

 

2.1.4.ზემოაღნიშნული უკანონო დადგენილებები გასაჩივრებული იქნა ქ. ბათუმის მერიაში, მაგრამ ვიცე-მერის 2018 წლის 23 აპრილის №0----- ბრძანებითარ დაკმაყოფილდა, რაც კანონდარღვევით გამოცემული აქტია, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია

2.2.1.მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით: შპს „დ------------------“ დაჯარიმებული იქნა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, როგორც დამკვეთი, სამშენებლო ობიექტის მესაკუთრე, ვინაიდან ის, როგორც ნებართვის მაძიებელი, პასუხს აგებს სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების და წესების დარღვევისათვის.

 

2.2.2.შპს „L-------“ წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში მესამე პირს, ნარდობის ხელშეკრულების მხარეს და თუ მან შეასრულა უხარისხოდ მასზე დაკისრებული სამუშაო, ის პასუხს აგებს ხელშეკრულების მეორე მხარის, ანუ დამკვეთის მიმართ.

 

2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,დ-------------------ის“ სარჩელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

2.4.გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

2.4.1.2017 წლის 16 იანვარს შპს ,,დ-------------------ს“ მიმართ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოიცა №2- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,დ-------------------ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოსწორების თაობაზე“. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „დ-------------------ს“ დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და ამასთან დაევალა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 16 იანვრის №2- დადგენილება(129-130);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.4.2. 2018 წლის 21 თებერვალს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა №1-- და №1-- დადგენილებები, რომლითაც შპს „დ---------“ დაჯარიმდა 1000 ლარით 2017 წლის 16 იანვრის №2- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში შეუსრულებლობის გამო.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილებები (იხ.ს.ფ 22-24;25-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. ამდენად, დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

სასამართლომ აპელირება გააკეთა ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით და განმარტა, რომ ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და რომ შესაბამისად ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს მხოლოდ იმ საფუძვლით ხდის სადავოდ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული აღიარებული და დადასტურებული სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტი, კერძოდ, სამშენებლო სამართალდარღვევის და შესაბამისად, პასუხისმგებლობის სუბიექტს წარმოადგენს არა მშენებლობის ნებართვის მფლობელი შპს „დ------------------“, არამედ სამშენებლო სამუშაოების უშუალო განმხორციელებელი პირი, შპს „L-------“, რომელთანაც მოსარჩელეს გაფორმებული აქვს ნარდობის ხელშეკრულება.

 

ზემოაღნიშნული თვალსაზრისის მცდარობის დასადასტურებლად სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიებზე დამკვეთი არის განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე/მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. მე-7 პუნქტის მიხედვით, მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების (უფლებების) რეგისტრაციის შემთხვევაში დამკვეთი (პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) არის მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, რომელზედაც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის ,,ნ“ პუნქტის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს; მე-15 მუხლის ,,ო“ პუნქტის მიხედვით კი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც დაკვეთის საფუძველზე ასრულებს საპროექტო-საძიებო ან/და სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოებს, წარმოადგენს მენარდეს.

 

გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მიზნით სასამართლომ კვლავ მოუხმო „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებას, სახელდობრ მიუთითა მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, დამკვეთის ვალდებულებები, რომლის თანახმადაც დამკვეთი ვალდებულია:

ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა;

ბ) უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება;

ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას;

ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად.

ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;

თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.

 

განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები შეაჯერა რა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული რეგულაციების შესაბამისად, შპს ,,დ------------------“ წარმოადგენს მშენებლობის დამკვეთს, რომელიც ვალდებულია, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა, უზრუნველყოს სანებართვო პირობების სათანადო შესრულება და ა.შ.დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან დარღვევისათვისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის. მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შემადგენელი ნაწილია მშენებლობის ორგანიზების პროექტი, რომელიც არის მშენებლობის ნებართვის აღებისათვისათვის ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი. მშენებლობის ორგანიზების პროექტი უნდა მოიცავდეს სამშენებლო მოედნის ორგანიზების და მშენებლობის უსაფრთხოების წესებს. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მიხედვით სამშენებლო მოედანზე სამუშაოები ორგანიზებული უნდა იყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მშენებლობის უსაფრთხოება. მშენებლობის უსაფრთხოების წესები ვრცელდება მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტზე შესასრულებელ სამუშაოებზე. სამშენებლო მოედანზე უნდა გამოიყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხს აგებს უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, თუმცა ეს პირი პასუხისმგებელია მისი დამქირავებლის წინაშე, ვინაიდან მას ვალდებულება აქვს აღებული დამკვეთის წინაშე, რომელიც არის პასუხისმგებელი მესამე პირის შერჩევაზე. მშენებლობის ორგანიზების პროექტი მოიცავს, თუ რა წესები უნდა იქნეს დაცული მშენებლობის უსაფრთხოების დროს, რისი უზრუნველყოფის ვალდებულებაც დამკვეთს გააჩნია მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიმართ.

 

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, შენობა-ნაგებობებში, ასევე მათ ნაწილებში უსაფრთხოება უნდა შენარჩუნდეს, შენობისა და ნაგებობის მოვლაზე პასუხისმგებელი მისი მესაკუთრეამ ან მესაკუთრის წარმომადგენელი, ხოლო შპს „L-------“ მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მესამე პირს, ნარდობის ხელშეკრულების მხარეს, მენარდეს, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივ,სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება შპს ,,დ-------------------თან“ და მშენებლობის წარმოებაზე პასუხს აგებს მხოლოდ დამკვეთის წინაშე, ხოლო მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და შესაბამისად, სანებართვო პირობების სათანადო შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი კი არის შპს ,,დ------------------“.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მშენებლობის შეჩერების შესახებ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის: მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა:

ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით; (07.03.2018. №2051)

ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;

 

საქმეზე წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის 16 იანვარს შპს ,,დ-------------------ს“ მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოიცა №2- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,დ-------------------ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოსწორების თაობაზე“, რომლის საფუძველზე, შპს „დ-------------------ს“ დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და ამასთან დაევალა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება. ასევე, დადგენილია და უდავო, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება არ შესრულებულა, რის გამოც 2018 წლის 21 თებერვალს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა №1-- და №1-- დადგენილებები, რომლითაც შპს „დ------------------“ დაჯარიმდა 1000 ლარით, სწორედ 2017 წლის 16 იანვრის №2- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში შეუსრულებლობის გამო.

 

სასამართლო დავასთან დაკავშირებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი იყო დაეჯარიმებინა შპს ,,დ-------------------“, როგორც სამშენებლო ობიექტის მესაკუთრე და მშენებლობის სანებართვო მოწმობის მფლობელი და რომ მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევის და შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სუბიექტს სწორედ შპს ,,დ------------------“ წარმოადგენდა და რომ ამდენად, ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,დ-------------------ის“ დაჯარიმების თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილების მისაღებად, რამდენადაც უდავოა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა შპს ,,დ-------------------ის“ მიერ.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. სახელდობრ, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილებები და შპს ,,დ------------------“ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 23 აპრილის №0----- ბრძანება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე შპს ,, დ-------------------ის“ კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,დ-------------------“მა რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

3.1.აპელანტის წარმომადგენელი არ ეთანხმება 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაკმაყოფილებაზე უარის ქმის საფუძვლად მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას და სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა უდაოდ სადავო ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ სამართალდამრღვევად მიჩნეულია არასათანადო სუბიექტი, რის გამოც უკანონო და დაუსაბუთებელია როგორც ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები, ასევე ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილება.

 

3.2. აპელანტის თვალსაზრისით, მართალია, უძრავი ქონების და მშენებლობის ნებართვის მესაკუთრე იყო შპს „დ---------“, მაგრამ სამშენებლო სამუშაოებს ატარებდა შპს „L-------”, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო იმთავითვე გაერკვია უშუალოდ სამართალდარღვევის ჩამდენი პირი, რამდენადაც შპს „დ---------“ სამართალდარღვევასთან პირდაპირი შემხებლობა არ ჰქონდა. შპს „L-------”-ს და შპს „დ---------“ შორის გაფორმებულია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „L-------”-, როგორც შემსრულებელი, იძლევა სამუშაოს შესრულების გარანტიას უსაფრთხოების დადგენილი წესების შესაბამისად და ის პასუხს აგებს ამ წესების დარღვევაზე . ამდენად, უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ მშენებლობის მწარმოებელ პირს და არა დამკვეთს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინების 2.4.1-2.4.2 პუნქტებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილებებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე- მერის 2018 წლის 23 აპრილის №0----- ბრძანების კანონშესაბამისობა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო მიმოიხილავს იმ კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებიც აწესრიგებს განსახილველ საკითხს.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 1-ლი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. ამდენად, დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.

 

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს“ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით, ხოლო ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და რომ შესაბამისად ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი, როგორც მოსარჩელე მხარე, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს მხოლოდ იმ საფუძვლით ხდის სადავოდ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტი და მიიჩნევს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის და შესაბამისად პასუხისმგებლობის სუბიექტს წარმოადგენს არა მშენებლობის ნებართვის მფლობელი შპს „დ------------------“, არამედ სამშენებლო სამუშაოების უშუალო განმხორციელებელი პირი, შპს „L-------“, რომელთანაც მოსარჩელეს გაფორმებული აქვს ნარდობის ხელშეკრულება.

 

სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული თვალსაზრისის მცდარობის დასადასტურებლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიუთითებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიებზე დამკვეთი არის განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე/მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.მოხმობილი ნორმის მე-7 პუნქტის მიხედვით, მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების (უფლებების) რეგისტრაციის შემთხვევაში დამკვეთი (პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) არის მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, რომელზედაც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის ,,ნ“ პუნქტის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს; მე-15 მუხლის ,,ო“ პუნქტის მიხედვით კი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც დაკვეთის საფუძველზე ასრულებს საპროექტო-საძიებო ან/და სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოებს, წარმოადგენს მენარდეს.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს

მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულია, დამკვეთის ვალდებულებები, რომლის თანახმადაც დამკვეთი ვალდებულია:

ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა;

ბ) უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება;

ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას;

ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად.

ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;

თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.

 

ზემოთ გადმოცემული რეგულაციების შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ შპს ,,დ-------------------“ წარმოადგენს მშენებლობის დამკვეთს, რომელიც ვალდებულია, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა, უზრუნველყოს სანებართვო პირობების სათანადო შესრულება და ა.შ.დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან დარღვევისათვისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის. მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შემადგენელი ნაწილია მშენებლობის ორგანიზების პროექტი, რომელიც არის მშენებლობის ნებართვის აღებისათვისათვის ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი. მშენებლობის ორგანიზების პროექტი უნდა მოიცავდეს სამშენებლო მოედნის ორგანიზების და მშენებლობის უსაფრთხოების წესებს. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მიხედვით სამშენებლო მოედანზე სამუშაოები ორგანიზებული უნდა იყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მშენებლობის უსაფრთხოება. მშენებლობის უსაფრთხოების წესები ვრცელდება მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტზე შესასრულებელ სამუშაოებზე. სამშენებლო მოედანზე უნდა გამოიყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხს აგებს უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, თუმცა ეს პირი პასუხისმგებელია მისი დამქირავებლის წინაშე, ვინაიდან მას ვალდებულება აქვს აღებული დამკვეთის წინაშე, რომელიც არის პასუხისმგებელი მესამე პირის შერჩევაზე. მშენებლობის ორგანიზების პროექტი მოიცავს, თუ რა წესები უნდა იქნეს დაცული მშენებლობის უსაფრთხოების დროს, რისი უზრუნველყოფის ვალდებულებაც დამკვეთს გააჩნია მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიმართ.

 

,,შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, შენობა-ნაგებობებში, ასევე მათ ნაწილებში უსაფრთხოება უნდა შენარჩუნდეს, შენობისა და ნაგებობის მოვლაზე პასუისმგებელი მისი მესაკუთრეა, ან მისი წარმომადგენელი. ამდენად, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მესაკუთრეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, ხოლო შპს „L-------“ მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მესამე პირს, ნარდობის ხელშეკრულების მხარეს, მენარდეს, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივ,სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება შპს ,,დ-------------------თან“ და მშენებლობის წარმოებაზე პასუხს აგებს მხოლოდ დამკვეთის წინაშე, ხოლო მშენებლბოის ნებართვის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და შესაბამისად, სანებართვო პირობების სათანადო შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი კი არის, შპს ,,დ------------------“.

 

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მშენებლობის შეჩერების შესახებ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის: მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა:

ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით; (07.03.2018. №2051)

ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, 2017 წლის 16 იანვარს შპს ,,დ-------------------ს“ მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოიცა №2- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,დ-------------------ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოსწორების თაობაზე“, რომლის საფუძველზე, შპს „დ-------------------ს“ დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და ამასთან დაევალა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება. ასევე, დადგენილია და უდავო, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება არ შესრულებულა, რის გამოც 2018 წლის 21 თებერვალს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა №1-- და №1-- დადგენილებები, რომლითაც შპს „დ------------------“ დაჯარიმდა 1000 ლარით, სწორედ 2017 წლის 16 იანვრის №2- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში შეუსრულებლობის გამო.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ დავასთან დაკავშირებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სავსებით მართებულად დაასკვნა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი იყო დაეჯარიმებინა შპს ,,დ-------------------“, როგორც სამშენებლო ობიექტის მესაკუთრე და მშენებლობის სანებართვო მოწმობის მფლობელი და რომ მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევის და შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სუბიექტს სწორედ შპს ,,დ------------------“ წარმოადგენდა და რომ ამდენად, ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,დ-------------------ის“ დაჯარიმების თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის №1-- და №1-- დადგენილების მისაღებად, რამდენადაც უდავოა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა შპს ,,დ-------------------ის“ მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება აბსოლუტურად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარის - მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი შპს ,,დ-------------------ის“ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები, ხოლო რაც შეეხება აპელანტის, როგორც მოსარჩელე მხარის, მიერ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასეთი არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და აპელანტის სამართლებრივ პოზიციას გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით. ამდენად, სააპელაციო საჩივარი მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

პალატა აღნიშნავს, რომ შპს ,,დ---------“-ს სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია. შესაბამისად აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12, 22-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,დ---------“ DS GROUP-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე