განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002803222
№1/ბ-530-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ქ------- უ-----ის
გამართლებულის - მ--–---- ჩ------–---ის
ადვოკატის - გ-- გ---------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–---- მ----------ის ძე ჩ------–---ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ქუთაისი, გ------–ის ქუჩა N101.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ--–---- ჩ------–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ოქტომბერს, ქუთაისში, გ------–ის ქ.N101-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და 2018 წლის 20 ოქტომბერს, ქუთაისში, გორის პარკის ტერიტორიაზე მ--–---- ჩ------–---ი ყოფილ მეუღლეს - ქ--------ა მ--------ას, იმის გამო რომ ქ--------ა მ--------ა თხოვდა მ--–---- ჩ------–---ს შვილების - დ----- და კ-----ა ჩ------–---ების დაბრუნებას, დაემუქრა როგორც მისი, ასევე შვილების სიცოცხლის მოსპობით. ქ--------ა მ--------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით მ--–---- ჩ------–---ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ------- უ-----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ--–---- ჩ------–---ის საქართველოს 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ქ------- უ-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ მ--–---- ჩ------–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - გ-- გ---------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული ო----- ხ-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს პოლიციის მე-6 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება კ--------ა მ--------ას მიმართ, მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო 112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე. მოწმე გაესაუბრა კ--------ა მ--------ას, რომლის განმარტებით ის და მ--–---- ჩ------–---ი დაქორწინებულები იყვნენ და ცხოვრობდნენ რუსეთში, ჰყავდათ ორი საერთო შვილი. განქორწინების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ როდესაც მ--–---- ჩ------–---ი საქართველოში წამოვიდოდა, წამოიყვანდა ბავშვებს საქართველოში სამო თვის ვადით, რაც დამოწმებული იყო ნოტარიულად და კ--------ა მ--------ამ ეს დოკუმენტები წარუდგინა გამოძიებას. მ--–---- ჩ------–---მა წამოიყვანა შვილები საქართველოში, ხოლო როდესაც, სამი თვის შემდეგ ისინი უნდა დაებრუნებინა რუსეთში, მან აღარ წაიყვანა ბავშვები. ამასთან დაკავშირებით მ--–---- ჩ------–---ის ყოფილი მეუღლე ჩამოვიდა საქართველოში, რათა წაეყვანა თავისი შვილები, მივიდა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ მისამართზე, რა დროსაც მან კ--------ას მიმართ განახორციელა მუქარა. აღნიშნულზე, პოლიციის მე-6 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება. მოწმის განმარტებით იგი პირადად გამოცხადდა მ--–---- ჩ------–---ი საცხოვრებელ მისამართზე, რათა მისთვის ჩაებარებინა უწყება, რომ გამოცხადებულიყო განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. პირველ ნოემბერს მივიდა მ--–---- ჩ------–---თან უწყების ჩასაბარებლად, ის მას სახლში არ დახვდა. სახლში იმყოფებოდა მ--–---- ჩ------–---ის ძმის მეუღლე, რომელმაც განაცხადა, რომ მ--–---- ჩ------–---ი თავის შვილებთან ერთად წასული იყო სვანეთის ერთ-ერთ სოფელში. ასევე 8-9 ნოემბერს იმყოფებოდა იმავე მისამართზე, სახლში არავინ არ დახვდა და შესაბამისად შეადგინა ოქმი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა მამუკა ჩ------–---ი - მ--–---- ჩ------–---ის ძმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ძმა შვილებთან ერთად იმყოფებოდა ლენტეხის რაიონის სოფელ ბავარში. მან გადაამოწმა აღნიშნული მისამართი, მაგრამ მ--–---- ჩ------–---ი და მისი შვილები არ იმყოფებოდნენ. მან ასევე გამოკითხა სხვა მოწმეები: კ--------ა მ--------ა, ა------ი მ--------ა, კ-----ა და დ----- ჩ------–---ები, რის შემდეგაც მ--–---- ჩ------–---ი დააკავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ასევე მან განახორციელა კ--------ა მ--------ას ფეისბუქ გვერდის შემოწმება, გააკეთა ეგრეთ წოდებული „სქრიინშოთები“. აღნიშნული მასალები დევს სისხლის სამართლის საქმეში. კ--------ა მ--------ამ მიმართა სოციალურ სამსახურს დახმარებისათვის, რადგან საქართველოში ყოფნის დროს მ--–---- ჩ------–---მა ვერ უზრუნველყო ბავშვებისთვის სათანადო განათლების მიღება, ბავშვებს არ ჰქონდათ საბუთები, რომლის საშუალებითაც ისინი სწავლის გაგრძელებას შეძლებდნენ. მან ასევე გამოკითხა სოციალური მუშაკი ი--- ი------ე, რომელმაც წარმოადგინა ის დოკუმენტაცია, რომელიც კ--------ა მ--------ამ მას გადასცა და ასევე ის დოკუმენტები, რომლებიც მან მოიპოვა. ი--- ი------ე იმყოფებოდა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ სახლში, გაესაუბრა მის ოჯახის წევრებს და ასევე ბავშვებსაც, თუმცა, მეორედ მისვლის დროს მ--–---- ჩ------–---ი და მისი შვილები ადგილზე აღარ დახვდნენ.
მოწმის სახით დაკითხული ა---ი ყ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გამოძიება მიმდინარეობდა მუქარის განხორციელების ფაქტზე. გამოიკვეთა, რომ მ--–---- ჩ------–---მა მისი ყოფილი მეუღლის კ--------ა მ--------ას მიმართ განახორციელა მუქარა. როგორც უბნის ინსპექტორს დაევალა ჩაებარებინა მ--–---- ჩ------–---ისთვის უწყება. ადგილზე მისვლისას მას არ დახვდა მ--–---- ჩ------–---ი, სახლში იმყოფებოდა მისი ძმა, რომელმაც არ იცოდა თუ სად იმყოფებოდა მ--–----ი, მან თქვა რომ მ--–---- ჩ------–---ი და მისი შვილები წავიდნენ სადღაც, რის შემდეგაც შეადგინა შესაბამისი ოქმი. 2 ნოემბერს, გამომძიებლის დავალებით, კიდევ გამოცხადდა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ მისამართზე უწყების ჩასაბარებლად, რომ გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. სახლში დახვდა მ--–---- ჩ------–---ის დედა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი და შვილიშვილები იმყოფებოდნენ ლენტეხის რაიონის სოფელში. მან შეადგინა გამოკითხვის ოქმი და გააფრთხილა ის რომ, მისი შვილისთვის გადაეცა უწყება და გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით, რაზედაც დედამ განაცხადა, რომ მას შეეძლო თავის შვილთან დაკავშირება და შეძლებისდაგვარად გადასცემდა უწყებას. მას პირადად არ უნახავს მ--–---- ჩ------–---ი.
მოწმის სახით დაკითხული სოციალური მუშაკის ი--- ი------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარების მიზნით მიმართა რუსეთის მოქალაქე კ--------ა მ--------ამ, რათა თავისი შვილები კ-----ა და დ----- ჩ------–---ები წაეყვანა თავის საცხოვრებელ სახლში რუსეთში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 24 ოქტომბერს, ი--- ი------ე სამსახურის იურისტთან ერთდ გამოცხადა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ მისამართზე, ქ. ქუთაისში, გ------–ის ქუჩაზე, გაესაუბრა როგორც ბავშვებს, ასევე ოჯახის დანარჩენ წევრებსაც, ბავშვების მამას, ძიძას, ბებიასა და ბიცოლას. გასაუბრებიდან გაირკვა, რომ კ--------ა მ--------ა და მ--–---- ჩ------–---ი განქორწინებულები იყვნენ. ბავშვების დედამ მამას გამოატანა ისინი, მინდობილობის საფუძველზე საქართველოში და მ--–---- ჩ------–---ს ბავშვები უნდა დაებრუნებინა რუსეთში 7 ოქტომბერს. გამომდინარე იქედან, რომ ბავშვები არ დაბრუნდნენ რუსეთში, კ--------ა მ--------ა ჩამოვიდა საქართველოში და დახმარებისთვის მიმართა სოციალურ სამსახურს, რათა გაერკვია მიმეზი თუ რატო არ დააბრუნა მამამ ბავშვები დედასთან. ი--- ი------ე პირადად გაესაუბრა ბავშვებს, მათ აღნიშნეს, რომ მოსწონდათ მამასთან ცხოვრება, მათი უსაფრთხოება, კვება და სხვა საბაზისო საჭიროებები იყო უზრუნველყოფილი, მაგრამ გაირკვა, რომ ბავშვები არ იმყოფებოდნენ სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე, ასევე არ იღებდნენ განათლებას. ამ კუთხით ოჯახის წევრებსა და ბავშვების მამას მისცა რეკომენდაციები, რათა აღნიშნული პრობლემები გამოესწორებინათ. ბავშვებმა ი--- ი------ესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მოსწონთ მამასთან და მის ნათესავებთან ურთიერთობა, თუმცა საცხოვრებლად ისურვებდნენ დაბრუნებას იმ გარემოში, სადაც აქვთ სკოლა, ჰყავთ მეგობრები, არიან სპორტულ და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართული, რის გამოც სურდათ დედასთან რუსეთში დაბრუნება. გაარკვია, რომ ბავშვებს დედასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მათ ყავდათ კიდევ ერთი დედმამიშვილი, რომელიც დედას ყავდა მისი მეორე ქორწინებიდან, ასევე ბავშვებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ დედის მეორე მეუღლესთანაც. 24 ოქტომბრის შემდეგ, ანუ ოჯახში რეაგირების შემდეგ, ი--- ი------ე ესაუბრა ბავშვების დედას, რომელიც მივიდა და დაინტერესდა თავისი შვილების მდგომარეობით. მოწმე დადებითად ახასიათებს კ--------ას, როგორც დედას. ის ორივე ბავშვის მიმართ ერთნაირად გამოხატავდა სითბოს, კ--------ას მისთვის არ შეუთავაზებია, რომ მას მედიატორის როლი შეესრულებინა და მოლაპარაკებები ეწარმოებინა ოჯახთან, ბავშვების გაყოფის თაობაზე. ადვოკატმა საჯაროდ წაიკითხა მოწმის 26 ოქტომბრის ახსნა-განმარტება, რომელიც ი--- ი------ემ მისცა საპატრულო პოლიციას, სადაც მოწმე აცხადებს ბრალდებულ მ--–---- ჩ------–---ის მუქარაზე მისი ყოფილ მეუღლის მიმართ, რომ ბავშვებს არ გაატანდა, ხოლო სიცოცხლის ხელყოფის მუქარა არ აღუნიშნავს. რაზედაც ი--- ი------ემ განმარტა, რომ შესაძლებელია გამორჩა ან დაავიწყდა ამ ფაქტის აღნიშვნა. ასევე, ი--- ი------ეს საჯაროდ წაეკითხა 8 ნოემბერის გამოკითხვის ოქმი, სადაც მოწმეს ასევე არ აქვს აღნიშნული, რომ მ--–---- ჩ------–---ი სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა კ--------ა მ--------ას, რაზედაც მოწმემ განმარტა, რომ მისთვის გამომძიებელს არ დაუსვამ ამ კუთხით შეკითხვა.
მოწმის სახით დაკითხული გ------ი გ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს, ქ. ქუთაისში გ------–ის ქ. N101-ში გამოცხადდა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ მისამართზე, რათა ჩაებარებინა უწყება, რომ გამოცხადებულიყო ქუთაისის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას არავინ დახვდა, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მ--–---- ჩ------–---ის მიერ განხორციელდა მუქარა მისი მეუღლის მიმართ.
მოწმის სახით დაკითხული გ------ი ჩ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ქალაქ ქუთაისში, რადიოსადგურის 112-ის საშუალებით შემოვიდა შეტყობინება, სოციალური მომსახურების იმერეთის სამხარეო ცენტრში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას შეიტყვეს დანარჩენი დეტალების შესახებ. მათთვის ცნობილი იყო, რომ რუსეთის მოქალაქემ სოციალური დახმარების სააგენტოს მიმართა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, სადაც მოხდა ინიციატორის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთან ი--- ი------ესთან გასაუბრება. მან განმარტა, რომ მასთან მივიდა რუსეთის მოქალაქე კ--------ა მ--------ა, რომელმაც თქვა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მ--–---- ჩ------–---მა მინდობილობის საფუძველზე შვილები კ-----ა და დ----- ჩ------–---ები წამოიყვანა საქართველოში და შემდეგ აღარ დააბრუნა შვილები რუსეთში. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ემუქრებოდა მას სიცოცხლის ხელყოფით, იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში ჩამოვიდოდა, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ ერთმანეთთან სოციალურ ქსელ „სკაიპის“ საშუალებით, რა დროს განხორციელდა მუქარა. საპატრულო პოლიციის, კომპეტენციის ფარგლებში ინიციატორს განემარტა შემაკავებელი ორდერის გაცემის შესახებ, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. რეაგირების ოქმში შეტანილია ინფორმაცია რაც უშუალოდ ინიციატორმა გადასცა პატრულის თანამშრომლებს. მოწმეს პირადი კონტაქტი არ ჰქონია არც მ--–---- ჩ------–---თან და არც კ--------ა მ--------ასთან.
მოწმის სახით დაკითხული კ--------ა მ--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 19 ოქტომბერს, თავის ახლანდელ მეუღლესთან და ახალშობილთან ერთად. მისი მიზანი იყო, რომ შვილები დაებრუნებინა რუსეთში. მის ყოფილ მეუღლეს - მ--–---- ჩ------–---ს ბავშვები წამოყვანილი ჰყავდა საქართველოში, ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმების საფუძველზე. გარკვეული დროის შემდეგ მას უნდა დაებრუნებინა ბავშვები რუსეთში. თუმცა, პირობა არ შეასრულა და ითხოვა, რომ ბავშვები მასთან დაეტოვებინა, რაზედაც უარი განუცხადა. 21 ოქტომბერს კ--------ა მ--------ა შეხვდა მ--–---- ჩ------–---ს და ესაუბრა მას, ამ დროს ბავშვები სახლში არ იყვნენ, ის და მისი მეუღლე იყვნენ პირველ სართულზე. კ--------ა მ--------ამ ითხოვა ბავშვების დაბრუნება და რუსეთში წაყვანა, მ--–---- ჩ------–---მა უარი განაცხადა, რაზედაც მათ მოუვიდათ შეკამათება და მ---–--- ჩ------–---მა უთხრა, რომ ბავშვებს არ აჩვენებდა და დაემუქრა მას სიცოცხლის ხელყოფით. მანამდე, რუსეთში ყოფნის დროს, 2018 წლის 3 აგვისტოს, მ--–---- ჩ------–---მა და კ--------ა მ--------ამ ისაუბრეს ტელეფონზე, რა დროსაც მ--–----მა უთხრა, რომ ბავშვებს არ დაუბრუნებდა. დასმულ შეკითხვებზე მოწმე განმარტავს, რომ პირველად მ--–---- ჩ------–---ი მას დაემუქრა 2018 წლის 3 აგვისტოს როდესაც ისინი ტელეფონზე საუბრობდნენ, რა დროსაც თავად იმყოფებოდა რუსეთში. კერძოდ, როდესაც მან უთხრა, რომ ის თავის ქმართან ერთად აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას ბავშვების წამოსაყვანად, მ--–---- ჩ------–---ი დაემუქრა მას დახვრეტით. 8 ოქტომბრამდე მ--–---- ჩ------–---ს უნდა დაებრუნებინა ბაშვები, რაც მან არ გააკეთა, ამიტომ 19 ოქტომბერს ჩამოფრინდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მას ეშინოდა მ--–---- ჩ------–---ის, მისი შვილების გამო მაინც ჩამოვიდა ქუთაისში და მივიდა მ--–---- ჩ------–---ის სახლში. 19 ოქტომბერს, როდესაც კ--------ა მ--------ა მივიდა მ--–---- ჩ------–---თან სახლში, მ--–----ის ძმამ, მამუკა ჩ------–---მა უთხრა მას: „მადლობა თქვი, რომ აქამდე ცოცხალი ხარო.“ ამ დღეს მ--–---- ჩ------–---ი არ დამუქრებია კ--------ა მ--------ას. არც მეორე დღეს - 20 ოქტომბერს, „გორის პარკში“ სეირნობისას მ--–---- ჩ------–---ი მას არ დამუქრებია, ისინი უბრალოდ კამათობდნენ ბავშვების თაობაზე. 21 ოქტომბერს კ--------ა მ--------ა იმყოფებოდა ბრალდებულის სახლში, რა დროსაც მ--–----ი დაემუქრა მას, რომ ბავშვების წაყვანის შემთხვევაში მოკლავდა მას და მის შვილებს და თავსაც მოიკლავდა, ამ ფაქტს არავინ შესწრებია. ამ დროს ბავშვები და მ--–----ის დედა იყვნენ ქალაქში, მისი მეუღლე - ა------ი შვილთან ერთად იყო სახლის პირველ სართულზე, ხოლო კ--------ა და მ--–----ი იმყოფებოდნენ მეორე სართულზე. კ--------ა მ--------ასა და მ--–---- ჩ------–---ს, ქორწინების პერიოდშიც ჰქონდათ ოჯახური კონფლიქტი და მ--–----ი მას ემუქრებოდა ბავშვების წართმევით. როდესაც მან ჩვენება მისცა, მე-6 განყოფილებაში, მას თავისი ჩვენება არ გააცნეს და არ გადაუთარგმნეს, ჩვენება იყო ქართულად დაწერილი რაზედაც მოაწერა ხელი.
მტკიცებულებები რომლებიც უდავოდ იქნა ცნობილი:
ა------ი მ--------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ, 2013 წელს დაქორწინდა კ--------ა მ--------აზე, რომელსაც პირველი მეუღლიდან ჰყავდა 2 შვილი კ-----ა და დ----- ჩ------–---ები. 2018 წელს კ--------ამ და მ--–----მა ნოტარიალურად გააფორმეს შეთანხმება მასზე, რომ ბავშვების მამა მ--–----ი წაიყვანდა თავის შვილებს საქართველოში 2018 წლის 7 ივლისს და უკან დააბრუნებდა 2018 წლის 7 ოქტომბერს. 2018 წლის 3 აგვისტოს კ--------ას სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა მ--–---- ჩ------–---ი, საუბრის დროს კ--------ამ დაიწყო ტირილი და მას უამბო, რომ მ--–----ი დაემუქრა, თუ კი ბავშვების წასაყვანად ჩამოხვალ, არ გაცოცხლებო. ამის შემდეგ ის და კ--------ა წავიდნენ საქართველოში ბავშვების წამოსაყვანად და დაბინავდნენ ქუთაისში სასტუმროში. 2018 წლის 19 ოქტომბერს კ--------ა წავიდა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ მისამართზე გ------–ის ქუჩა N101-ში, ხოლო როდესაც დაბრუნდა სასტუმროში, კ--------ა იყო აღელვებული და ნამტირალევი. მან უამბო, რომ მ--–---- ჩ------–---ი მას დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით, თუ არ წახვალ საქართველოდან და უარს არ იტყვი ბავშვების წაყვანაზეო. როგორც კ--------ამ უამბო, მუქარის ფაქტს ესწრებოდა მ--–----ის ძმა - მამუკა ჩ------–---ი.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1-ით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 26 ოქტომბერს, ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩა N26-ში, რუსეთის მოქალქე კ--------ა მ--------ამ საპატრულო ეკიპაჟს აცნობა, რომ გ------–ის ქუჩა N101-ში მცხოვრები ყოფილი მეუღლე მ--–---- ჩ------–---ი არ აძლევს ბავშვების ნახვის და რუსეთში წაყვანის საშუალებას. ასევე, ემუქრება მას სიცოცხლის ხელყოფით.
2018 წლის 26 ოქტომბერს შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ,,109“ საპატრულო ეკიპაჟის პატრულ - ინსპექტორი გ.ჩ-----------–---–ი 26/10/2018 წელს 14:19 საათზე, ატყობინებს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების მორიგეს, რომ ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩა N26-ში, რუსეთის მოქალქე კ--------ა მ--------ამ საპატრულო ეკიპაჟს აცნობა, რომ გ------–ის ქუჩა N101-ში მცხოვრები ყოფილი მეუღლე მ--–---- ჩ------–---ი არ აძლევს ბავშვების ნახვის და რუსეთში წაყვანის საშუალებას. ასევე ემუქრება მას სიცოცხლის ხელყოფით.
2018 წლის 26 ოქტომბრის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტი დაფიქსირდა 10/26/2018 წელს, 13:08:36 საათზე, კერძოდ, ქუთაისი ჩეჩელაშვილის ქუჩა N26-დან, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში N591919227 სააბონენტო ნომრიდან რეკავს ი--- ი------ე და ატყობინებს, რომ მიმართა რუსეთის მოქალაქე ქალბატონმა, რომლის განცხადებითაც, მისი შვილები, რომლებიც ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, წამოყვანილი ჰყავს მამას და არ უბრუნებს დედას.
2018 წლის 26 ოქტომბერს გაცემული შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2018 წლის 21ოქტომბერს დაახლოებით 14:00 საათზე მოქალაქე მ--–---- ჩ------–---ი თავის ყოფილ მეუღლეს კ--------ა მ--------ას დაემუქრა სიცოცხლის ხელყოფით, თუ ის ბავშვებს რუსეთში წაიყვანდა.
სააპელაციო პალატას მ--–---- ჩ------–---ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა წარდგენილი ბრალდება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით მ--–---- ჩ------–---ის მიერ, ყოფილი მეუღლის - კ--------ა მ--------ას მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან საქმეში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა სხვა პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს.
მართალია საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლების თანახმადაც მ--–---- ჩ------–---ის მიერ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, მ--–---- ჩ------–---ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ კ--------ა მ--------ას ჩვენება.
რაც შეეხება მოწმეების: ი--- ი------ის, ა------ი მ--------ის და პოლიციის თანამშრომლების - ო----- ხ-----–---–ის, ა---ი ყ-------–---–ის, გ------ი გ-------–---–ის, გ------ი ჩ-----------–---–ის, ბაჩანა ელიავას ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ კ--------ა მ--------ას მონათხრობს, ყოფილი მეუღლის მ--–---- ცანქსელიანის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) მ--–---- ჩ------–---ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ------- უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ------- უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი მ--–---- ჩ------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
მ--–---- ჩ------–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ--–---- ჩ------–---ი მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მ--–---- ჩ------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 4 000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ბ----ო ჩ------–---ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე ხონის რაიონის სოფელი დიდი კუხში (საკადასტრო კოდი 3-----------) - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
გამართლებულ მ--–---- ჩ------–---ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე