განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
330100119003141128
ინსტანცია
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119003141128

საქმე №1ბ/1573-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

31 ოქტომბერი, 2019 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

მსჯავრდებულ ა-–------ კ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ა-–------ კ-----ის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თბილისი, მ----------------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------------------- დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენით, ა-–------ კ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა-–------ კ-----ეს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–------ კ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ---–---------------------------------------------------–-, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო ა-–------ კ-----ე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა მამას - მ----- კ-----ეს, რომ მოკლავდა და გადაუწვავდა სახლს, რის შედეგადაც მ----- კ-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–------ კ-----ემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. განსახილველი საჩივარი სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი არაა ასევე შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა-–------ კ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–------ კ-----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც მხარეები ხდიან სადავოდ.

ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ: მ----- კ-----ის, რ------------ და ვ----– ხ-----ის გამოკითხვის ოქმების, შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–------ კ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

ამრიგად, სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ა-–------ კ-----ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, კერძოდ იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას პალატა ითვალისწინებს ასევე პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთს წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ კ-----ის მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან იგი წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც უნდა დაინიშნოს სასჯელი, სასჯელის სახედ და ზომად გათვალიწინებულია ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ბრალდებულის პიროვნების (ნასამართლევია რამდენიმე განზრახი, მათ შორის ოჯახური დანაშაულისათვის), დასახელებული პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ასევე ბრალდებულის და დაზარალებულის ურთიერთობის (ისინი ოჯახის წევრები არიან), გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ა-–------ კ-----ის მხრიდან მაღალია დანაშაულის ხელახლა ჩადენის რისკი, რის გამოც სასჯელის მიზნები მიღწეული იქნება მხოლოდ სასჯელის სახედ პატიმრობის გამოყენების შედეგად.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას პალატა ხასზ უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომლის თანახმადაც „დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ..... არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“. ამავე მუხლის მესამე ნაწილით კი დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ამ მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ა-–------ კ-----ის სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ა-–------ კ-----ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა-–------ კ-----ეს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება. ამავდროულად პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-–------ კ-----ეს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენი ა-–------ კ-----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა-–------ კ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენი ა-–------ კ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ა-–------ კ-----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ა-–------ კ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან, 2019 წლის 12 ივლისიდან.

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა-–------ კ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი