განაჩენი

სისხლის სამართლის 28.10.2019
საქმის ნომერი
080100119002810502
ინსტანცია
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002810502

საქმე №1/ბ-639-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – თეონა ქიმ----ძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის – გ-------------ის

მსჯავრდებულის – გ--- ხ--–--ის

ადვოკატების – გ-------------–-–---–ის, კ-----------–-----ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ--- ხ--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ--- ხ--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ---------–------–-------–----------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების ქ.--------–---------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- ხ--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის სექტემბერში, ქ.ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, გ--- ხ--–--ემ ურთიერთშელაპარაკებისას ხელი და ფეხი ჩაარტყა სახეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მეუღლეს – მ----- ქ-----–---–ს, რის შედეგად მ----- ქ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 03:05 საათზე, ქ---------–-----------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, გ--- ხ--–--ემ არასრულწლოვანი შვილის – მ---- ქ-----–---–ის თანდასწრებით, ბოთლი ესროლა მეუღლეს – მ----- ქ-----–---–ს და მარცხენა მხარში მოახვედრა, რის შედეგადაც მ----- ქ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენით:

 

გ--- ხ--–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გ--- ხ--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

გ--- ხ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

გ--- ხ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 13 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ბოთლი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--- ხ--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 03:05 საათზე, ქ.--------–---------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, გ--- ხ--–--ემ ბოთლი ესროლა მეუღლეს – მ----- ქ-----–---–ს, არასრულწლოვანი შვილის – მ---- ქ-----–---–ის თანდასწრებით, რაც მ----- ქ-----–---–ს მარცხენა მხარში მოახვედრა. ძალადობის შედეგად მ----- ქ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურება ვერ ჰპოვა გ--- ხ--–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--- ხ--–--ის ბრალეულობას მითითებულ ეპიზოდში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--- ხ--–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------------–-–---–მა, რომელმაც ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) გ--- ხ--–--ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, აპელანტმა – მსჯავრდებულ გ--- ხ--–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------------–-–---–მა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვალა, რასაც დაეთანხმნენ მსჯავრდებული გ--- ხ--–--ე და მისი ინსტერესების დამცველი ადვოკატი კ-----------–-----ე, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა გ-------------ემ ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ--- ხ--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------------–-–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების – მ---- ქ-----–---–ის და ფ------ ხ----–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ--- ხ--–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა გ--- ხ--–--ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებებს, რომ იგი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპებზე არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, გ--- ხ--–--ისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის საკმარისი საფუძველი.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: გ--- ხ--–--ე ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია. მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოს წინაშე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს. ამ უკანასკნელმა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მომართა სააპელაციო პალატას, რომლის თანახმად, მას თავისი მეუღლის – გ--- ხ--–--ის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მასზე კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას სასჯელთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართლიანი იქნება მსჯავრდებულ გ--- ხ--–--ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომის შემცირება და მისთვის სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის სანქციის მინიმუმის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ--- ხ--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------------–-–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულ გ--- ხ--–--ის სასიკეთოდ, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გ--- ხ--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------------–-–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენში შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.გ--- ხ--–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.გ--- ხ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ გ--- ხ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 13 დეკემბრიდან.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--- ხ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ბოთლი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/