განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
820100119003108732
ინსტანცია
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-686-2019 წელი

№820100119003108732

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

1 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ-------- ჭ-----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ-------- ჭ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრე-ბი ხ--–----------------------------–-----–-------––-------------–------------ში, მსჯავრ-დებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომა 45 (ორმოცდახუთი) საათის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

მ-------- ჭ-----–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 26 ივნისს, ღამის საათებში, ხ--–----------------–----–----------------–-----–--------––------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მ-------- ჭ-----–---–მა, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მეუღლეს მ------ ს------ეს კისერში მოუჭირა ხელი და სახეში დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც მ------ ს------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მ-------- ჭ-----–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, რომლითაც ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები. მ-------- ჭ-----–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება არ იყო მის მიერ განხორციელებული ერთჯერადი ხასიათის აგრესიული აქტი, მომხდარ ფაქტამდეც არსებობდა დაზარალებულის მიმართ აგრესია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დაზარალე-ბული იმყოფებოდა მუდმივი სტრესის ქვეშ, ძალადობრივ გარემოში და შესაბამისად არსებობს რისკი იმისა, რომ მის მიმართ კვლავ განხორციელდეს ძალადობა. მ-------- ჭ-----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების და არ შეესაბამება მსჯავ-რდებულის პიროვნებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ-------- ჭ-----–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ-------- ჭ-----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირვე-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლ-საწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორცი-ელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მ-------- ჭ-----–---–ი არაა წარსულში ნასამართლევი, აღიარა და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან იგი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და მ-------- ჭ-----–---–ის მიერ ჩადენილი და-ნაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვა-ლისწინებით სასჯელად დაუნიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხ-მოცი) საათის ვადით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირა და განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 45 (ორმოცდახუთი) საათის ვა-დით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ მ-------- ჭ-----–----–ის მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი და-ნაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სა-უარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი მ-------- ჭ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ-------- ჭ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიო-ნული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ-------- ჭ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ-------- ჭ-----–---–ს 2019 წლის 26 ივნისიდან 2019 წლის 02 ივლისის ჩათვლით პატიმ-რობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელის ზომა და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 45 (ორმოცდახუთი) საათის ვადით.

გაუქმდეს მ-------- ჭ-----–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო და შესაბამისად გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად, ა--------------------------–---------ში (მიწის დაზუსტებული ფართობი – 77 კვ.მ. საკადასტრო კოდი №------------) მდებარე, ა------- მ-----–--ის (პირადი №-----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის, სამუშაო ადგილის, დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili