განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
010100118002560750
ინსტანცია
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002560750 საქმე №1/ბ-306-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის _ თ----- ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლების _ ა----–--- წ---------ს, თ-------- გ----–---–ის

მსჯავრდებულების _ რ----- ი------ის, მ--------- ქ------ ა--------ის

ადვოკატის _ პ----- ბ---–----ის

თარჯიმნის _ თ----- შ-----–--ს

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №171180518010):

1.მ--------- ქ------ ა--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------------–-, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის (პ/ნ №-----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაუოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების ქ--------–------–---–---–---------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

2.რ----- ი------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------–-----------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ხ---–---------------------–------------–-, მცხოვრების ქ--------–------------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------- ქ------ ა--------ს ბრალი დაედო გამოძალვაში, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27-28 მაისს, ღამის საათებში, ქ--------–-----------------–- მდებარე შპს ,,-----ს’’ ღამის კლუბ ,----–-–--’, იქვე მომუშავე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ--------- ქ------ ა--------მა ჯგუფურად, შპს ,,-----ს’’ დირექტორთან, რ----- ი------ესთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მ------- ჩ--–-–------–--სა და მ------ ბ--–----ის მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელა ძალადობის გამოყენების მუქარა და ძალადობაც, კერძოდ, იგი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების _ ცემის მუქარით ითხოვდა მ------ ბ--–----ისაგან და მ------- ჩ--–-–------–--სგან, თითქოსდა, შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურის, 730 ლარის გადახდას. ამავდროულად ამ მუქარის განხორციელების მომენტში მან ყური აუწია მ------ ბ--–----ს.

 

ზემოაღნიშნულის გამო მ--------- ქ------ ა--------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- ი------ეს ბრალი დაედო გამოძალვაში, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27-28 მაისს, ღამის საათებში, ქ--------–-----------------–- მდებარე შპს ,,-----ს’’ ღამის კლუბ ,----–-–--’, დირექტორმა რ----- ი------ემ ჯგუფურად, იქვე ღამის კლუბ ,----–-–--’ მომუშავე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ--------- ქ------ ა--------თნ ერთად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს _ მ------- ჩ--–-–------–--სა და მ------ ბ--–----ს მოსთხოვა, თითქოსდა, შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურის _ 730 ლარის გადაცემა, რასაც თან ერთვოდა ძალადობის გამოყენების მუქარა ამ მუქარის რეალობისთვის კი ძალადობაც, კერძოდ, რ----- ი------ემ ფულის გადაცემის მოთხოვნის შემდეგ მუშტი ჩაარტყა მ------ ბ--–----ის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე ქვემო მესამედში და მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ზემოაღნიშნულის გამო რ----- ი------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენით:

 

რ----- ი------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

რ----- ი------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ----- ი------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან_ 2018 წლის 13 ივნისიდან.

 

მ--------- რ----- ი------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

მ--------- ქ------ ა--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

მ--------- ქ------ ა--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ--------- ქ------ ა--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

მ--------- ქ------ ა--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 13 ივნისიდან.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

-ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების ამსახველი აუდიო-ვიდეო ფაილები, ჩაწერილი 4 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

-დისკოკლუბ ,-------ს’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 2 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

-დისკოკლუბ ,----–-ს’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 4 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაერთოს ამავე საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

-დისკოკლუბ ,----–-–--’ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 1 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

-დისკოკლუბ ,----–-–--’ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მენიუს ლამინირებული ფურცელი 1 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- ი------ემ და მ--------- ქ------ ა--------მა ჩაიდინეს იძულება _ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27-28 მაისს, ღამის საათებში, ქ--------–-----------------–- მდებარე შპს ,,-----ს’’ ღამის კლუბ ,----–-–--’, დირექტორი რ----- ი------ე და იქვე კლუბში მომუშავე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ--------- ქ------ ა--------ი, ჯგუფურად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს _ მ------- ჩ--–-–------–--სა და მ------ ბ--–----ს აიძულებდნენ, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----–--- წ---------მ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულების _ რ----- ი------ის და მ--------- ქ------ ა--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის შესაბამისი სასჯელების განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომელთაგან უმთავრესი ვიდეოთვალის ჩანაწერი და დაზარალებულების ჩვენებებია. აღნიშნული ვიდეოჩანაწერით და ჩვენებებით დასტურდება, რომ რ----- ი------ემ და მ--------- ქ------ ა--------მა განახორციელეს დაზარალებულებისგან ფულადი თანხის მოთხოვნა ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რაც სწორედ გამოძალვისთვისაა მაკვალიფიცირებელი. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის პოზიცია და რ----- ი------ე და მ--------- ქ------ ა--------ი დამნაშავედ უნდა ეცნო წარდგენილ ბრალდებაში.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ა----–--- წ---------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულებმა რ----- ი------ემ და მ--------- ქ------ ა--------მა, ასევე მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- ბ---–----ემ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება მსჯავრდებულების მიერ გამოძალვის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, პალატა არ იზიარებს პროკურორის პოზიციას რ----- ი------ის და მ--------- ქ------ ა--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით თვლის, რომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს იძულებას, ჩადენილს ჯგუფურად, კერძოდ:

 

დაზარალებულ მ------- ჩ--–-–------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ქ.ბათუმში არსებულ დისკო-კლუბებში თურქი ეროვნების პირებს სისტემატურად სძალავდნენ მათთვის გაწეული მომსახურების ღირებულებაზე ბევრად მეტ თანხებს. ვინაიდან, თვითონაც გახდა მსგავსი სიტუაციის მსხვერპლი, ეს რომ დასრულებულიყო, დახმარებისათვის მიმართა პოლიციას და თანხმობა განაცხადა მოხდარიყო მისი აღჭურვა აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით, დისკო-კლუბებში შესვლისა და იქ მომუშავე პერსონალის საუბრების ჩაწერის მიზნით. 2018 წლის 27 მაისს თვის ბოლოს მოხდა მისი აღჭურვა აღნიშნული მოწყობილობით და მ------ ბ--–----ისთან ერთად მივიდა ქ.ბათუმში მდებარე დისკო-კლუბ „---–-–--, სადაც შეუკვეთეს ორი „რედბული“, ერთი ვისკი და ჩიპსი. მიუხედავად ამისა, მიმტანმა ხილის ასორტი, თხილეული და სხვა ისეთი რაღაცებიც მიუტანათ, რაც არ შეუკვეთავთ, ამიტომ უარი განაცხადეს მათ დატოვებაზე, მაგრამ მიმტანმა უთხრათ, რომ საჩუქარი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დათანხმდებოდნენ, დალევდენენ თითო ჭიქას და წავიდოდნენ. შემდეგ მათ მაგიდასთან თავისი სურვილით დაჯდა ვიღაც გოგონა, რომელსაც მიმტანმა რამდენჯერმე მიუტანა სასმელი. როდესაც მან და მ------ ბ--–----მა წასვლა დააპირეს, მიმტანმა მიუტანათ ანგარიშის ფურცელი, რომლის მიხედვითაც, როგორც ახსოვს, 700-800 ლარი იყო გადასახდელი. ამაზე გამოთქვეს პრეტენზია, რომ ორი „რედბული“ და ერთი ვისკი ამდენი ღირებულების არ უნდა ყოფილიყო, რის გამოც ამ ოდენობის თანხის გადახდას არ აპირებდნენ. აღნიშნული ანგარიში უკან გაატანეს მიმტანს, თუმცა იგივე ანგარიში დაუბრუნეს ჩაუსწორებლად და ამიტომ მოხდა არეულობა. ამ დროს იქ იმყოფებოდა მისი ნაცნობი, სახელად ი-----–-, რომელსაც თხოვა სიტუაციაში გარკვევა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ არ არსებობდა ამ ოდენობის თანხის გადახდის საფუძველი. მიუხედავად ამისა, დისკო-კლუბის თანამშრომლები მაინც ითხოვდნენ ანგარიშში მითითებული თანხის გადახდას. მისი მეგობარი მ------ი მათ ეუბნებოდა, რომ წავიდოდა თურქეთში და დარჩენილ თანხას გამოაგზავნიდა, მაგრამ ისინი არ თანხმდებოდნენ, რის გამოც მათ შორის იყო გინება და კამათი. დისკო-კლუბის თანამშრომლები ემუქრებოდნენ, რომ იქედან ღირებულების გადახდის გარეშე ვერ გავიდოდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ერთ-ერთმა ქართველმა თანამშრომელმა გვერდში ჩაარტყა მ------ ბ--–----ს, ხოლო მეორე თურქი ეროვნების თანამშრომელმა ყური აუწია მას. ისინი მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ცემით ემუქრებოდნენ მ------ს, ხოლო მის მიმართ მუქარა და შეურაცხყოფა არ ყოფილა, რადგან კლუბში მომუშავე ი-----–- მისი ნაცნობი იყო. დაზარალებულ მ------- ჩ--–-–------–--ს განმარტებით, ანგარიშში მითითებული თანხა მათ არ გადაუხდიათ. ბოლოს უთხრეს, რომ 250 ლარი გადაეხადათ და დაესრულებინათ ამ თემაზე საუბარი, რაზეც დათანხმდნენ და გადაიხადეს აღნიშნული თანხა.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა მ------- ჩ--–-–------–--მ ამოიცნო რ----- ი------ე და განმარტა, რომ ის ნახა 2018 წლის 28 მაისს, ქ--------–------------ ქუჩაზე მდებარე დისკო-კლუბ ,----–-ში“, როდესაც აპროტესტებდა დისკო-კლუბის პერსონალის მიერ მისთვის და მ------- ბ--–----ისთვის მიტანილი მომსახურების ანგარიშის თანხას. მისივე განმარტებით, ის იყო პიროვნება, რომელმაც დედის მისამართით აგინა მ------ ბ--–----ს, შემდეგ კი ხელი ჩაარტყა მარცხენა მხარეს და ცემისა და მოკვლის მუქარით თხოვდა ფულის გადახდას.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა მ------- ჩ--–-–------–--მ ამოიცნო მ--------- ქ------ ა--------ი და განმარტა, რომ ის ნახა 2018 წლის 27-28 მაისს, ქ--------–-------------------- მდებარე დისკო კლუბ ,----–-ში“. მისივე განმარტებით, აღნიშნული პიროვნება გაეცნოთ დისკო-კლუბის ერთ-ერთ მეპატრონედ და მისგან და მ------ ბ--–----ისგან ითხოვდა 2 „რედბულის“, 1 ვისკის და ერთი ჩიპსის საფასურად 730 ლარის გადახდას. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ------ს, აგინა მას დედის მისამართით, ემუქრებოდა ცემით და მოკვლით და აგრესიულად მოქაჩა ყურებზე.

 

დაზარალებულ მ------ ბ--–----ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე) დადგენილია, რომ მან თანხმობა განაცხადა, რათა სამართალდამცავი ორგანოებისათვის გაეწია დახმარება ქ.ბათუმში განთავსებული იმ დისკო-კლუბების და იქვე მომუშავე პიროვნებების გამოვლენაში, რომლებიც თურქი ეროვნების მოქალაქეებზე ახორციელებდნენ ფულადი თანხების გამოძალვას. ასევე დათანხმდა მომხდარიყო მისი აღჭურვა შესაბამისი აუდიო-ვიდეო მოწყობილობით, რომლითაც განახორციელებდა დისკო-კლუბებში მისი შესვლისა და იქ შემდგარი საუბრების ჩაწერა. 2018 წლის 27 მაისს მოხდა მისი აღჭურვა აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით და მ------- ჩ--–-–------–--სთან ერთად მივიდა ქ--------–-------------------- მდებარე დისკო-კლუბ „---–-–--, სადაც მიმტანს სულ მისცეს ორი „რედბულისა“ და ერთი ვისკის შეკვეთა, მიმტანმა კი მათთან ერთად მიუტანა თხილი, შოკოლადი, ჩიპსი და ხილის ასორტი. მან უთხრა მიმტან ქალს, რომ ჩიპსს დაიტოვებდნენ, სხვა დანარჩენი კი წაეღო, თუმცა მან არ წაიღო და მაინც დატოვა ყველაფერი მაგიდაზე. დისკო-კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ ქალების მომსახურებაც შესთავაზა, რაზეც უარი განუცხადეს. მიუხედავად ამისა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათსავე მაგიდასთან დაჯდა ერთი ქალი, რომელსაც მიმტანმა რამდენჯერმე მიუტანა ჭიქაში ჩასხმული სასმელები. მან მიმტანს უთხრა, რომ ამ ქალისთვის მიტანილი სასმელების საფასურს არ გადაიხდიდნენ, რაზეც მიმტანმა არაფერი უპასუხა. საბოლოოდ, როცა მან და მ-------მა დისკო-კლუბიდან წამოსვლა გადაწყვიტეს და ანგარიში მოითხოვეს, მიმტანმა მიუტანათ ანგარიში, რომლის მიხედვითაც 730 ლარი ჰქონდათ გადასახდელი. ამაზე მან და მ-------მა გამოთქვეს პრეტენზია, რომ ამ ოდენობის მომსახურება არ მიუღიათ დისკო-კლუბში. ამის გამო მოითხოვეს უფროსთან გასაუბრება. თავიდან მათთან მივიდა ერთი ქართველი ახალგაზრდა, სახელად ი-----–-, რომელსაც მ------- ჩ--–-–------–-- იცნობდა. ი-----–-მ უთხრათ, რომ ფასდაკლებას გაუკეთებდათ და ხან 600 ლარის, ხან კი 500 ლარის გადახდას სთხოვდათ. დაზარალებულ მ------ ბ--–----ის განმარტებით, მან ი-----–-ს უთხრა, რომ თანხის გადახდაზე უარს არ აცხადებდა, მაგრამ გადაიხდიდა მხოლოდ იმ თანხას, რა ოდენობის მომსახურებაც ჰქონდათ მიღებული. შემდეგ მათთან მივიდა თურქი ეროვნების მამაკაცი, რომელიც დისკო-კლუბის მფლობელად გაეცნოთ. მან დაუწყო გინება დედის მისამართით და ემუქრებოდა ცემით, თუ მოთხოვნილ თანხას _ 730 ლარს არ გადაიხდიდნენ. მანვე უთხრა, რომ დისკო-კლუბის კამერები გათიშა და იქვე მოკლავდა. იგი მას ეუბნებოდა, რომ არც ჰქონდა და არც აპირებდა ამ თანხის გადახდას. კამათის დროს დისკო-კლუბში შევიდა მეორე ქართველი მეპატრონე, რომელმაც ასევე დაუწყო ცემის და მოკვლის მუქარა, რომ თანხა გადაეხადა და აღნიშნულმა პიროვნებამ მარჯვენა ხელის მუშტი სამი-ოთხჯერ ჩაარტყა მარცხენა მენჯის ძვალზე, თან აგინებდა უცენზურო სიტყვებით, რომ თანხა გადაეხადა, თუ უნდოდა იქედან ცოცხალი წასულიყო. ამის შემდეგ მასთან ისევ მივიდა დისკო-კლუბის თურქი მეპატრონე და ისევ გააგრძელა მისი მისამართით გინება, მოკვლის მუქარა, ყურებზეც დაქაჩა აგრესიულად და ისიც ითხოვდა ფულის გადახდას. ის და მ------- ჩ--–-–------–-- მათ ეუბნებოდნენ, რომ თანხას გადაიხდიდნენ, ოღონდ იმდენს, რისი გადახდაც ეკუთვნოდათ და არა მათ მიერ მოთხოვნილს. საბოლოოდ დისკო-კლუბის შენობაში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა დანახვაზე ი-----–-მ მ-------ს გამოართვა 250 ლარი და მაშინვე დაანებეს თავი, რის შემდეგაც გამოვიდნენ დისკო-კლუბიდან.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა მ------ ბ--–----მა ამოიცნო რ----- ი------ე და განმარტა, რომ ის ნახა 2018 წლის 27 მაისს, ქ--------–-------------------- მდებარე დისკო-კლუბ ,----–-–--’, როდესაც აპროტესტებდა კლუბის პერსონალის მიერ მიტანილი მომსახურების ანგარიშის თანხას. მისივე განმარტებით, ის იყო პიროვნება, რომელმაც უცენზურო სიტყვებით აგინა, ასევე ხელი ჩაარტყა მარცხენა მენჯის არეში და ცემის და მოკვლის მუქარით მოითხოვდა მისგან ფულის გადახდას, თითქოსდა, დისკო-კლუბის მომსახურების სანაცვლოდ.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა მ------ ბ--–----მა ამოიცნო მ--------- ქ------ ა--------ი და განმარტა, რომ ის ნახა 2018 წლის 27-28 მაისს, ქ--------–-------------------- მდებარე დისკო-კლუბ ,----–-ში“, რომელიც გაეცნო კლუბის ერთ-ერთ მეპატრონედ. მისივე განმარტებით, აღნიშნულმა პიროვნებამ პირადად მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა დედის მისამართით, ასევე ემუქრებოდა ცემით და მოკვლით, თუ მის მიერ მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდიდა, მანვე აგრესიულად მოქაჩა ყურებზე.

 

მოწმე ი-----–- ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის იანვრის თვეში მუშაობა დაიწყო დიჯეის პოზიციაზე დისკო-კლუბ „---–-–--, რომლის დირექტორი იყო მისი მეგობარი რ----- ი------ე. 2018 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში, რ-----თან ერთად იჯდა კლუბის შესასვლელთან და საუბრობდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ დაუძახა მიმტანმა, რომ კლუბში მისი ნაცნობი იყო და ეძახდა. კლუბში შესულმა მართლაც იცნო ერთ-ერთი კლიენტი _ მ------- ჩ--–-–------–--, რომელთან ერთადაც იყო მისთვის უცნობი მეორე თურქი ეროვნების პიროვნება. მ-------მა უთხრა, რომ ანგარიშში მითითებული თანხა არ შეესაბამებოდა მათ მიერ მიღებული მომსახურების საფასურს. მან უპასუხა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, მაგრამ თხოვდა უფროსს და თუ შესაძლებელი იქნებოდა, დაეხმარებოდა. შემდეგ ისევ გარეთ გავიდა, მაგრამ კვლავ დაუძახეს. ამ დროს დისკო-კლუბში რ-----იც იყო შესული. მათ ჰქონდათ საუბარი თანხასთან დაკავშირებით. მ-------ს და მის თანმხლებ პირს ეძვირათ ანგარიშში მითითებული თანხა და პრეტენზიებს გამოთქვამდნენ. კლუბში მუსიკა იყო ჩართული და ყველა ხმამაღლა საუბრობდა. მ------- ჩ--–-–------–--მ თხოვა თუ შეიძლებოდა თანხის დაკლება. იგი დაინტერესდა მათ რისი საშუალება ჰქონდათ, რა დროსაც მ-------მა 250 ლარი მიაწოდა და მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც ის და მისი თანმხლები პირი გარეთ გავიდნენ. მოწმის განმარტებით, რ----- ი------ეს მასთან ერთად ყოფნის პერიოდში ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, ასეთს ადგილი რომ ჰქონოდა, დაინახავდა.

 

მოწმე ნ-----–-- კ------ ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის მაისის თვეში მუშაობა დაიწყო ქ--------–-----------------–- მდებარე დისკო-კლუბ „---–-–-- მიმტანად. პირველივე დღეს მოხდა ინციდენტი, კერძოდ, დისკო-კლუბში შევიდა ორი სტუმარი, რომლებმაც შეუკვეთეს ორი „რედბული“ და ორი ვისკი. მის მოვალეობაში შედიოდა კლიენტისთვის მიეტანა რასაც ბარიდან გაატანდნენ. აღნიშნულ პირებს მიუტანა შეკვეთა და ხილი, რაზეც პრეტენზია განაცხადეს, რომ ხილი არ შეუკვეთიათ, რაზეც უპასუხა, რომ ასეთ ხილზე რატომ ამბობდნენ უარს. ცოტა ხანში მათ ვიღაც გოგო მიუჯდა, რომელმაც რამოდენიმე ჭიქა კოქტეილი დალია. ბოლოს, როდესაც ზემოთ ხსენებულ კლიენტებს ანგარიში მიუტანა, რომლის მიხედვითაც გადასახდელი თანხა შეადგენდა 700 ლარზე მეტს. ამაზე პრეტენზია გამოთქვეს, რომ მათ მიერ შეკვეთილი მენიუ ამ თანხის საფასური არ იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე ხანი იყო დაძაბული საუბარი, მაგრამ თავად გაერიდა იქაურობას და ზუსტად არ იცის რა მოხდა. ადასტურებს, რომ დისკო-კლუბში თანხასთან დაკავშირებით იყო ხმამაღალი და დაძაბული საუბარი, ხოლო ფიზიკურ დაპირისპირებას ის არ შესწრებია.

 

მოწმე თამილა ბ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა დისკო-კლუბ „---–-–-- დამლაგებლის და მიმტანის პოზიციებზე. შემთხვევის დღეს, 21:00 საათზე, ახალ მიმტანს გადააბარა სამუშაო, მაგრამ დაახლოებით 22:00 საათზე დაბრუნდა სამსახურში დარჩენილი ტელეფონის წასაღებად. ამ დროს კლუბში დაინახა მაგიდასთან წყნარად მჯდომი ორი მამაკაცი, რომლებიც სასმელს მიირთმევდნენ. რაიმე ხმაური ან დაძაბულობა იქ არ შეუნიშნავს. როცა კლუბიდან გავიდა, ისინი ისევ მაგიდასთან ისხდნენ და სვამდნენ. მოწმის განმარტებით, კლუბში ყველა მაგიდაზე იდო მენიუს ფურცელი, რომელშიც ეწერა ფასები ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე, იქვე იყო მითითებული კლუბში შესვლის ფასიც.

 

მოწმის სახით დაკითხული შ------------------–-----------------–--- პოლიციის მ--- განყოფილების უფროსის, ვ-–- დ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისთვის გამომძიებელ ჯ----– ც-–--–--ისაგან ცნობილი გახდა, რომ შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაწყებული იყო გამოძიება ქ.ბათუმში მდებარე დისკო-კლუბებში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიმართ თანხების გამოძალვის ფაქტებზე და სასამართლოს მიერ გაცემული იყო განჩინება მ------- ჩ--–-–------–--ს და მ------ ბ--–----ის აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობებით აღჭურვის შესახებ. 2018 წლის 27 მაისს მოხდა მათი ვიდეოკამერებით აღჭურვა და ისინი მივიდნენ ქ.ბათუმში მდებარე დისკო-კლუბ „---–-–--, სადაც მათ მოსთხოვეს 730 ლარის გადახდა და მ------ ბ--–----ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხოფა. ამის შესახებ მან აცნობა ჯ----– ც-–--–--ეს. როდესაც მ------- ჩ--–-–------–-- და მ------ ბ--–----ი გამოვიდნენ კლუბიდან, განუმარტეს, რომ კლუბში მოსთხოვეს ზედმეტი თანხის გადახდა, რაზეც პროტესტი გამოთქვეს, რის გამო კლუბის თანამშრომლები დაემუქრნენ და მ------ ბ--–----ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შ------------------–-----------------–--- დეტექტივ-გამომძიებელმა ჯ----– ც-–--–--ემ.

 

მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ზ---- დ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დისკო-კლუბი „---–-- მდებარეობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე და აქედან გამომდინარე, იცნობდა იქ დასაქმებულ პიროვნებებს. მისივე განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო დისკო-კლუბ „---–--- კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების დათვალიერებაში, რა დროსაც მიუთითა კონკრეტულ პირებზე, ვინ რომელი იყო.

 

ბრალდებულმა რ----- ი------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავე არ ცნო და აჩვენა, რომ ის არის ქ--------–-----------------–- მდებარე დისკო-კლუბ ,----–-ს’’ დირექტორი. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სამსახურში და კლუბის შესასვლელთან ყავას სვამდა, როდესაც შეატყობინეს, რომ კლიენტებს პრეტენზიები ჰქონდათ გადასახდელ თანხასთან დაკავშირებით. ამის გამო შევიდა კლუბში და მიმართა აღნიშნულ პირებს, რომ არ ეთავხედათ და გადაეხადათ, რაც იყო გადასახდელი. მათ იცნობდა კლუბის თანამშრომელი ი-----–- ა----–--ე, რის გამოც თვითონ ზედმეტად აღარ ჩარეულა და გარეთ გამოვიდა. მისი მხრიდან თანხის გადახდის იძულებას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ მოუწოდა მათ, რომ ნაცნობები იყვნენ და არ სჭირდებოდათ ხმაური და არეულობა. ამ პიროვნებებს პირადად არც იცნობდა და ისინი პირველად ნახა იმ დღეს, მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, დაახლოებით წუთნახევარი ესაუბრა და მხოლოდ მოუწოდა, რომ დამშვიდებულიყვნენ. რა თანხის დაკლებას ითხოვდნენ ისინი, რას აპროტესტებდნენ, სად გადაიხადეს თანხა და რამდენი, არ იცის. მ--------- ქ------ ა--------ი იმ დროს იქ არ დაუნახავს და ჰქონდა თუ არა მას ზემოაღნიშნულ პირებთან კომუნიკაცია, მისთვის უცნობია.

 

ბრალდებულმა მ--------- ქ------ ა--------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავე არ ცნო და აჩვენა, რომ იგი მუშაობდა დისკო-კლუბ „---–-–-- მიმტანად. შემთხვევამდე ორი დღე არ უმუშავია და იმ დღეს თანხის მისაღებად მივიდა სამსახურში, რა დროსაც რ----- ი------ე და ორი თანამშრომელი შესასვლელში ისხდნენ და ყავას სვამდნენ. თავადაც შევიდა კლუბში ყავის ასაღებად და დაინახა, რომ მაგიდასთან ორი კლიენტი იჯდა. მოგვიანებით, როდესაც აღნიშნულ პირებს ანგარიში მიუტანეს, მათ პრეტენზია გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ანგარიშში იყო შეცდომა და ითხოვდნენ ფასის დაკლებას. მენიუს და ანგარიშის ერთმანეთთან შედარებით კი ირკვეოდა, რომ ფასები ემთხვეოდა მენიუში მითითებულს და ანგარიში სწორად იყო შედგენილი, თანხა სწორად იყო დათვლილი. ზემოთ ხსენებული კლიენტები კი მაინც ითხოვდნენ ფასდაკლების გაკეთებას. დაზარალებული მ------ ბ--–----ი ძალიან ხმამაღლა საუბრობდა. მაშინ ფიქრობდა, რომ ის ნასვამი იყო და იმიტომ იქცეოდა ასე, მაგრამ ახლა ხვდება, რომ სპეციალურად აკეთებდა ამას. იქ ისეთი არაფერი არ ხდებოდა, რომ ასეთი ხმაურის საფუძველი ყოფილიყო. შემდეგ დარწმუნდა, რომ ისინი სპეციალურად ცდილობდნენ გამოეწვიათ თანამშრომლები. მას ბრალდება უსაფუძვლოდ აქვს წარდგენილი, ვინაიდან, სასამართლოში გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას. მისი მხრიდან დაზარალებულების მიმართ ძალადობას ან რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რაც ჩანაწერებშიც ჩანს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მ------ ბ--–----ს მუცლის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი, ბლაგვის საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ დროს და თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო ექსპერტმა ღ-------- უ-----–---–მა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ--------–-----------------–- მდებარე დისკო-კლუბ ,----–-–--’ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, კლუბის დარბაზში შესასვლელ კარებზე მწებავი ლენტით მიმაგრებული იყო თანხის ფურცელზე ამობეჭდილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დისკო-კლუბში შესვლა ფასიანი იყო და ღირდა 100 ლარი. დისკო-კლუბის მაგიდებზე იდო მენიუს ლამინირებული ფურცლები, რომლებშიც მითითებული იყო დისკო-კლუბში მომსახურების საფასური. აღნიშნულ ფურცლებზე ინფორმაცია მოცემული იყო უცხო ენაზე, რ----- ი------ის, განმარტებით _ თურქულ ენაზე.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 ივნისს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ---- დ-------ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა დისკო-კლუბ ,----–-ს’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რომელთა თანახმად, 2018 წლის 27 მაისის 23:01 საათზე, დისკო-კლუბთან ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით მივიდა ორი პიროვნება (მ------ ბ--–----ი და მ------- ჩ--–-–------–--). მათ დისკო-კლუბის შესასვლელში შეხვდა დაცვის თანამშრომელი, რომელიც ზ---- დ-------ის მითითებით, არის ნუკრი გელაძე, ხოლო მეორე პიროვნებაზე იგი უთითებს, რომ ის არის ახალი თანამშრომელი და მისი ვინაობა არ იცის. 23:04 საათზე კადრში ჩნდება მესამე პიროვნება, რომელიც ზ---- დ-------ის მითითებით, არის დისკო-კლუბის დაცვის თანამშრომელი რ----– ბ---–----ე. 23:09 საათზე დისკო კლუბის შენობიდან გამოვიდა პიროვნება, რომელზეც ზ---- დ-------ემ მიუთითა, რომ ის არის დისკო-კლუბის ბარმენი როინ ი------ე. 23:10 საათზე წითელი ფერის „----------ს“ მარკის ავტომობილით, დისკო-კლუბთან მივიდა და წინა მარჯვენა მხრიდან ჩამოვიდა პიროვნება, რომელზედაც ზ---- დ-------ე მიუთითებს, რომ არის დისკო-კლუბის მფლობელი რ----- ი------ე. მძღოლის სავარძლიდან ჩამოვიდა ახალგაზდა მამაკაცი, რომელზეც ზ---- დ-------ემ მიუთითებს, რომ არის დისკო-კლუბის დიჯეი ი-----–- ა----–--ე. 23:42 საათზე დისკო-კლუბში მიდის ბლანჟეიანი პიროვნება, რომელზეც ზ---- დ-------ე მიუთითებს, რომ არის კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ--------- ქ------ ა--------ი. დისკო-კლუბში სტუმრებს ემსახურება მიმტანი, რომელიც ზ---- დ-------ის განმარტებით, არის ნ-----–-- კ-----. 23:26 საათზე, დისკო-კლუბში მისული ქალი მივიდა და დაჯდა ერთ-ერთ მაგიდასთან, სადაც იჯდა ორი მამაკაცი (მ------ ბ--–----ი და მ------- ჩ--–-–------–--). ზ---- დ-------ე მიუთითებს, რომ აღნიშნული ქალი არის რეკლამის ქალი _ რ----–- ც-------. 23:54 საათზე ბართან მყოფმა როინ ი------ემ შეადგინა დისკო-კლუბში მყოფი სტუმრების (მ------ ბ--–----ის და მ------- ჩ--–-–------–--ს) მაგიდის ანგარიში, რომელიც მიმტანმა მიუტანა სტუმრებს. 23:57 საათზე სტუმრებთან (მ------ ბ--–----თან და მ------- ჩ--–-–------–--სთან) მივიდა ი-----–- ა----–--ე, შემდეგ, 2018 წლის 28 მაისის 00:02 საათზე _ მ--------- ქ------ ა--------ი. 2018 წლის 28 მაისის 00:50 საათამდე დროის პერიოდში აღნიშნულ სტუმრებს (მ------ ბ--–----ს და მ------- ჩ--–-–------–--ს), ი-----–- ა----–--ეს და მ--------- ქ------ ა--------ს შორის მიდის დაძაბული საუბარი. 00:50 საათზე კი მათთან მიდის რ----- ი------ე, რომელმაც დაარტყა ერთ-ერთ სტუმარს (მ------ ბ--–----ს), რის შემდეგაც გავიდა დისკო-კლუბიდან და გარეთ მყოფ მ--------- ა--------ს მიუთითა მარცხენა ფერდზე, სავარაუდოდ, მის მიერ ერთ-ერთ სტუმარზე (მ------ ბ--–----ზე) დარტყმის შესახებ. მ--------- ქ------ ა--------ი უკან ბრუნდება დისკო-კლუბში და მიდის სტუმრებთან, სადაც ასევე გრძელდება დაძაბული საუბარი და ერთ-ერთ სტუმარს (მ------ ბ--–----ს) ყურებზე ქაჩავს. 28 მაისის 01:23 საათზე, დისკო-კლუბში მიდის პოლიციის თანამშრომელი, რომელზეც ზ---- დ-------ე უთითებს, რომ არის თავად.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 23 ივლისს, დაზარალებულ მ------ ბ--–----ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ქ--------–--------–-----–----------- მდებარე დისკო-კლუბ ,----–-ს’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რომელთა მიხედვით, 2018 წლის 27 ნოემბერს, 23:01 საათზე, დისკო-კლუბთან ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით მივიდა ორი პიროვნება _ მ------ ბ--–----ი და მ------- ჩ--–-–------–--. 23:10 საათზე წითელი ფერის „----------ს“ მარკის ავტომობილით დისკო-კლუბთან მივიდა და წინა მარჯვენა მხრიდან ჩამოვიდა პიროვნება, რომელზეც მ------ ბ--–----მა განაცხადა, რომ აღნიშნული მამაკაცი მის მიერ ამოცნობილი დისკო-კლუბის მფლობელი რ----- ი------ეა, რომელმაც მას დისკო-კლუბში ყოფნის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მძღოლის სავარძლიდან ჩამოვიდა ახალგაზდა მამაკაცი, რომელზეც მ------ ბ--–----მა განაცხადა, რომ ის არის დისკო-კლუბის თანამშრომელი ი-----–- ა----–--ე, რომელიც მ------- ჩ--–-–------–--ს ნაცნობი თუ მეგობარია. 23:42 საათზე დისკო-კლუბში მიდის ბლანჟეიანი პიროვნება, რომელზეც მ------ ბ--–----მა განაცხადა, რომ ის არის მის მიერ ამოცნობილი კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ--------- ქ------ ა--------ი, რომელმაც მას ყურებზე მოქაჩა და ცემის თუ სიცოცხლის მოსპობის მუქარით თხოვდა ფულად თანხას. მ------ ბ--–----ის განმარტებით, ვიდეოჩანაწერის მიხედვით, 23:55 საათზე მას და მ------- ჩ--–-–------–--ს მიუტანეს ანგარიში, რომლის თანახმადაც, მათ გადასახდელი ჰქონდათ 730 ლარი. 23:57 საათზე მათთან მივიდა ი-----–- ა----–--ე და ესაუბრა თანხის გადახდის თაობაზე, შემდეგ, 2018 წლის 28 მაისის 00:02 საათზე მივიდა მ--------- ქ------ ა--------ი, რომელიც მას საუბრის დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცემით და მოკვლით, ასევე ყურებზე მოქაჩა დამამცირებლად. 00:50 საათზე მათთან მიდის რ----- ი------ე, რომელზეც მ------ ბ--–----მა განაცხადა, რომ ამ დროს რ----- ი------ე მას დაემუქრა ცემით და მოკვლით, თუ ფულს არ გადაიხდიდა და დაარტყა კიდევაც მარცხენა გვერდში, რა დროსაც განიცადა ტკივილი. 2018 წლის 28 მაისის 01:23 საათზე, დისკო-კლუბში მიდის პოლიციის თანამშრომელი და მ------ ბ--–----ის გადმოცემით, დისკო-კლუბის პერსონალმა, კერძოდ, ი-----–- ა----–--ემ მ------- ჩ--–-–------–--ს გამოართვა 250 ლარი, რაც ჰქონდათ და ამის შემდეგ მან და მ------- ჩ--–-–------–--მ დატოვეს დისკო-კლუბი.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 2018 წლის 27-28 მაისს, ქ--------–-----------------–- მდებარე დისკო-კლუბ „---–-–--, მ------- ჩ--–-–------–--ს და მ------ ბ--–----ის მიერ განხორციელებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების კრებსები.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან არასწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, როგორც იძულება.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. აღნიშნული დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან ქონებრივი უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამასთან, ამ მოთხოვნას თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა. გამოძალვა ყალიბდება ორი ურთიერთდაკავშირებული და ამავე დროს შედარებით დამოუკიდებელი მოქმედებისაგან: მოთხოვნა და მუქარა. მოთხოვნა გულისხმობს დამნაშავის მხრიდან პირისათვის ულტიმატური ხასიათის კატეგორიულ შეთავაზებას, გადასცეს გამომძალველს ნივთი ან ქონებრივი უფლება. დამნაშვის სასარგებლოდ ქონებრივი ხასიათის მოქმედება უნდა იყოს წინასწარი შეცნობით მართლსაწინააღმდეგო, ანუ არ უნდა არსებობდეს ქონების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ ქონების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი არსებობს, ქმედება გამოძალვად ვერ დაკვალიფიცირდება. რაც შეეხება მუქარას, გამოძალვისას ძალადობის მუქარა მიმართული უნდა იყოს მომავლისაკენ და არ უნდა იყოს იმწუთიერი, ქონების დაუფლებაც მაშინვე კი არ ხდება, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. თუ ძალადობის მუქარა არის იმწუთიერი, სახეზე იქნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული (ძარცვის მცდელობა ან ყაჩაღობა).

 

განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა რ----- ი------ემ და მ--------- ქ------ ა--------მა ნამდვილად განახორციელეს ძალადობის გამოყენების მუქარა დაზარალებულების მიმართ, იმ მიზნით, რომ ეიძულებინათ ისინი გადაეხადათ კლუბ „---–-–-- მათთვის გაწეული მომსახურების საფასური, რაც გამორიცხავს ყოველგვარ დასაბუთებულ საფუძველს იმისათვის, რათა მსჯავრდებულების ქმედება შეფასდეს როგორც გამოძალვა, რომლის დროსაც დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი განხორციელებული მუქარის მიზანია სხვისი ნივთის, ქონებრივი უფლების ან ქონებრივი სარგებლობის მიღება, რომლის მოთხოვნის კანონიერი საფუძველი მას არ გააჩნია. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ რ----- ი------ისა და მ--------- ქ------ ა--------ის მიერ დაზარალებულებისადმი მიმართული მოთხოვნა _ მაშინვე გადაეხადათ ანგარიშში მითითებული თანხა, გამომდინარეობდა მათი უფლებიდან მიეღოთ მათთვის გაწეული მომსახურების საფასური. შესაბამისად, რ----- ი------ისა და მ--------- ქ------ ა--------ის ქმედებაში არ არსებობს გამოძალვის შემადგენლობა.

 

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ----- ი------ემ და მ--------- ქ------ ა--------მა განახორციელეს დაზარალებულებისაგან ფულადი თანხის მოთხოვნა ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რაც გამოძალვისთვისაა მაკვალიფიცირებელი და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ გამოძალვის შემადგენლობა არ მოიცავს ძალადობის ფაქტობრივ გამოყენებას, რომლითაც დამნაშავე იმუქრება და ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული ძალადობის ხარისხის მიხედვით, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით _ გამოძალვითა და ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულის სათანადო მუხლით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

 

ამავე დროს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – რ----- ი------ის და მუსტაფ ქ------ ა--------ის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს ისეთი დანაშაულის შემადგენლობას, როგორიცაა იძულება, ჩადენილი ჯგუფურად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი), კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამდენად, ამ დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება: 1.პირის ფიზიკურ იძულებაში, 2.პირის ფსიქიკურ იძულებაში. ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ა.შ. ფსიქიკური იძულება კი იგივე მუქარაა, რომელიც, შესაძლებელია, მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი, ვისგანაც ითხოვენ გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე მისი ახლობლისადმიც. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებით პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს გარკვეული მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და მისი გადასაწყვეტია, ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა.

 

მოცემულ შემთხვევაში რ----- ი------ის და მუსტაფ ქ------ ა--------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გამოიხატა დაზარალებულების იძულებაში შეესრულებინათ ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მათ უფლებას წარმოადგენდა, კერძოდ, გადაეხადათ მომსახურების თანხა მათთვის წარდგენილ ანგარიშში მითითებული ოდენობით _ 730 ლარი, რასაც ისინი არ ეთანხმებოდნენ და აღნიშნული თანხის გადახდაზე უარს აცხადებდნენ იმ მოტივით, რომ იგი ბევრად აღემატებოდა მათ მიერ დისკო-კლუბში შეკვეთილი მენიუს და მიღებული მომსახურების რეალურ ღირებულებას. შესაბამისად, მათ უფლება ჰქონდათ ამ მოთხოვნის კანონიერების გარკვევამდე თავი შეეკავებინათ დასახელებული ოდენობის თანხის გადახდისგან. მიუხედავად ამისა, რ----- ი------ე და მუსტაფ ქ------ ა--------ი აიძულებდნენ დაზარალებულებს მათი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, მაშინვე გადაეხადათ მომსახურების თანხა ანგარიშში მითითებული ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ----- ი------ის და მ--------- ქ------ ა--------ის ქმედება სწორად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად) იმავე კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი იძულებისათვის. შესაბამისად, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა რ----- ი------ის და მ--------- ქ------ ა--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება სასჯელებს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ----- ი------ისათვის და მ--------- ქ------ ა--------ისათვის დანიშნული სასჯელები სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი რ----- ი------ისა და მ--------- ქ------ ა--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი რ----- ი------ისა და მ--------- ქ------ ა--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ----- ი------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე (2018 წლის 30 მაისის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია).

 

4.რ----- ი------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ რ----- ი------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 13 ივნისიდან.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ----- ი------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.მ--------- ქ------ ა--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე (2018 წლის 30 მაისის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია).

 

8.მ--------- ქ------ ა--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

9.მსჯავრდებულ მ--------- ქ------ ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 13 ივნისიდან.

 

10.ცნობად იქნას მიღებული, რომ მ--------- ქ------ ა--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

11.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების ამსახველი აუდიო-ვიდეო ფაილები, ჩაწერილი 4 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

-დისკოკლუბ ,-------ს’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 2 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

-დისკოკლუბ ,----–-ს’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 4 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

-დისკოკლუბ ,----–-–--’ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 1 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

-დისკოკლუბ ,----–-–--’ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მენიუს ლამინირებული ფურცელი 1 ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

12.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

13.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/