განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119003175182
საქმე №1/ბ-661-2019 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე, მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
სახელმწიფო ბრალმდებელის – დ--------------–ის
ადვოკატ - რ-----------------ის
მსჯავრდებულ – ა--------–--ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–-----–-----ისა და ა--------–--ს ბრალდებისა გამო.
ა----------------------–--, დაბადებული 1----–-–---------–--ს ხელვაჩაურის რაიონში, ეროვნებით ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ--------–------–----------------------ში, მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით.
იმავე განაჩენით, ი-----–-----------------–-----ი, დაბადებული 1----–-–-------------ს ქ.ბათუმში, ეროვნებით ქართველი, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ქ--------–---------------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 03 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
დაკმაყოფილდა დაზარალებულ ზ-----------–--ის სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოპასუხეებს ი-----–-----–-----ს და ა--------–--ს სოლიდარულად დაეკისრათ მიყენებული მატერიალური ზიანისათვის 900 (ცხრაასი) ლარის გადახდა ზ-----------–--ის სასარგებლოდ.
აღწერილობითი ნაწილი
ა----------------------–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით და ჯგუფურად.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 09 ნოემბერს, დაახლოებით 2255 საათზე ქ---------–-------------------------------–- მდებარე სასურსათო მაღაზიაში, ი-----–-----–-----ი და ა--------–-- გამოძიებით დაუდგენელ ორ პიროვნებასთან ერთად სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დანებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ მაღაზიაში მომუშავე შ--------------ეს და ი----------------–---–ს, რომლებსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ფული, რის შემდეგაც შევიდნენ ამავე შენობის სათავსოს ოთახში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაახლოებით 250 ლარამდე ფულად თანხას, 250 ლარამდე ღირებულების მობილური ტელეფონების ბარათებს და სხვადასხვა სახის სიგარეტებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 03 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა მსჯავრდებულ ა--------–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, რ-----------------ის, მიერ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა--------–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– სახელმწიფო ბრალმდებელს დ--------------–ს, რომელმაც წარმოადგინა შუამდგომლობა ა--------–--ს მიმართ საპროცესო შეთანხმების, კერძოდ, ბრალზე და სასჯელზე გარიგების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ.
– აპელანტს, მსჯავრდებულ ა--------–--ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, რ-----------------ეს, რომლებიც ეთანხმებიან სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობას.
სამოტივაციო ნაწილი
გააანალიზა რა საქმეში არსებული მასალები და მოისმინა რა პროცესის მონაწილეთა მოსაზრებები და მოთხოვნები, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა--------–--ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული მსჯავრი დადასტურებულია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.
2019 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 679′-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ ა--------–--ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ რ-----------------ეს, მსჯავრდებულ და პროკურორ დ--------------–ს შორის წერილობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება – გარიგება ბრალზე და სასჯელზე, რომელიც დადგენილი წესით შეთანხმებული იქნა ზემდგომ პროკურორთან.
სასამართლო საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა--------–--სათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი მისი იძულების, დაშინებისა თუ ისეთი დანაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, დანაშაულის სიმძიმის, ბრალეულობის ხარისხიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა სამართლიანია. ამდენად, საპროცესო შეთანხმება კანონიერია და უნდა დამტკიცდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 503-ე, 535-536-ე, 6791-6797-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ--------------–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.დამტკიცდეს მსჯავრდებულ ა--------–--ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ რ-----------------ესა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ--------------–ს შორის 2019 წლის 29 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება - გარიგება ბრალზე და სასჯელზე;
3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 03 აგვისტოს განაჩენში, ა--------–--ს მიმართ, შევიდეს ცვლილება;
4.ა--------–-- დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდეს და მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 04 თვის და 15 დღის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 01 (ერთი) წელი და 06 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი 10 თვე და 15 დღე, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.
5. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ა--------–--ს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან;
6.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, მსჯავრდებულ ა--------–--ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7.მსჯავრდებულ ა--------–--ს დაევალოს, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
8.მსჯავრდებულ ა--------–--ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
9.დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6796-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო შეთანხმების თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/