განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.06.2019
საქმის ნომერი
330310018002635942
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002635942

საქმე №3ბ/3265-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ეკ---–-----–--ა;

წარმომადგენელი - დ--------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

წარმომადგენლები - თ------------–ი, ხა----------–--ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. ეკ---–-----–--ა ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ეკ---–-----–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ეკ---–-----–--ა 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ხოლო 2017 წლის 30 ივნისიდან იგი დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის 40/ო ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოში განსაზღვრული იყო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სულ 6 საშტატო ერთეული, საიდანაც 5 საშტატო ერთეული დატვირთული იყო ერთიდაიმავე ფუნქციებით, ხოლო 1 საშტატო ერთეულს განსაზღვრული ჰქონდა განსხვავებული ფუნქციური დატვირთვა და განსხვავებული იყო, ასევე მისი თანამდებობრივი სარგო.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, 2018 წლის 8 მაისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც დაადგინა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი უნდა განხორციელებულიყო რეორგანიზაცია თანამდებობათა შემცირებით. აღნიშნული ბრძანება იმავე დღე გაეცნო მოსარჩელე ეკ---–-----–--ას. ამასთან, 2018 წლის 4 ივლისს, მოსარჩელე ეკ---–-----–--ას წერილობით ეცნობა რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც ნაცვლად საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოსი, დადგინდა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველო, სადაც განისაზღვრა მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული, ხოლო ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული მთლიანად შემცირდა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის ფარგლებში, განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა წინადადების 2018 წლის 4 ივლისის №2 ოქმით განიმარტა, რომ ვინაიდან უქმდებოდა საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის და საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულები და დეპარტამენტის ახალ საშტატო ნუსხაში აღარ იყო ეკ---–-----–--ას კომპეტენციისა და იერარქიული რანგის/კატეგორიის ან მისი ტოლფასი საშტატო ერთეული, ხოლო დარჩენილ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულზე შეირჩა სხვა კანდიდატურა, რადგან იგი დატვირთული იქნა სხვა ფუნქციებით, კერძოდ საავტომობილო გზებზე ლაბორატორიული აპარატურით საველე სამუშაოების ჩატარების ფუნქციით, რომლითაც არ იყო დატვირთული შემცირებული მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის არცერთი საშტატო ერთეული, მათ შორის ის საშტატო ერთეული, რომელზეც ეკ---–-----–--ა მუშაობდა.

 

დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მოსარჩელე ეკ---–-----–--ას მობილობის წესით სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, შესაბამის საშტატო ერთეულზე დანიშვნის მიზნით, წერილობით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, თუმცა მისი მობილობის წესით სხვა თანამდებობაზე დანიშვნა ვერ განხორციელდა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 2018 წლის 8 აგვისტოს, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ეკა ლ-----–--ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე ეკ---–-----–--ას თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ბრძანებები (ტ.2, ს.ფ. 6-14);

- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის 40/ო ბრძანება და თანდართული საშტატო ნუსხა (ტ.1, ს.ფ. 35-43);

- „საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 8 მაისის №119 ბრძანება (ს.ფ. ტ.1, 95-97);

- გაფრთხილება (ტ.1, ს.ფ.22);

- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანება და თანდართული საშტატო ნუსხა (ტ.1, ს.ფ. 98- 106);

- საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის ფარგლებში, განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა წინადადების 2018 წლის 4 ივლისის №2 ოქმი (ტ.2, ს.ფ. 1-5);

- „ეკ---–-----–--ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/303 ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა განმარტება.

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი და პირველი მუხლის შესაბამისად განმარტა, რომ ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მითითებული კანონის 110-ე მუხლის პირველ პუნქტზე აპელირებით სასამართლომ განმარტა, რომ მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოში, რეორგანიზაციის შედეგად, 6 ერთეულიდან, 1-მდე შემცირდა კონკრეტული ფუნქციური დატვირთვის მქონე პროფესიული საჯარო მოხელის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული, ხოლო ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე ეკ---–-----–--ა მთლიანად შემცირდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს შემცირებული 5 საშტატო ერთეულის პირობებში, ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე 5 და 1 განსხვავებული ფუნქციით აღჭურვილი დასაქმებული პირიდან, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა 5, წარმოადგენდა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დარჩენილი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული, მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულისაგან განსხვავებული ფუნქციებით იყო დატვირთული, რის გამოც იგი იმთავითვე სხვა საშტატო ერთეულს წარმოადგენდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ შემთხვევაში, არსებითი დარღვევის გარეშე შეასრულა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები - დარჩენილ საშტატო ერთეულზე დასაქმებულთა დატოვების მიზნით, დარჩენილი საშტატო ერთეულის ფუნქციები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელე ისეთ პირობებში იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, როდესაც იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც იგი მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღარ არსებობდა.

 

სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნაზე - სამსახურში აღდგენის ნაწილში განმარტა, რომ ვინაიდან, კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, არ არსებობს მოსარჩელე ეკ---–-----–--ას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ კანონის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, მიიჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. ეკ---–-----–--ას სააპელაციო საჩივარი:

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, გადაწყვეტილებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად, განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოში, რეორგანიზაციის შედეგად, 6 ერთეულიდან, 1-მდე შემცირდა კონკრეტული ფუნქციური დატვირთვის მქონე პროფესიული საჯარო მოხელის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული, ხოლო ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე ეკ---–-----–--ა მთლიანად შემცირდა. ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ჩანაწერზე სადაც მითითებულია, რომ დარჩენილი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულისაგან განსხვავებული ფუნქციებით იყო დატვირთული, რის გამოც იგი იმთავითვე სხვა საშტატო ერთეულს წარმოადგენდა.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯელობის საფუძვლად მითითებულია არსებული და რეორგანიზაციის შემდეგ განსაზღვრული - სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მინისტრის შესაბამისი ბრძანებები, რომელთა ანალიზი წარმომადგენლის განმარტებით, არ იძლევა საშუალებას განისაზღვროს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციური დატვირთვები, ვინაიდან ისინი განსაზღვრავენ მხოლოდ დაწესებულების სტრუქტურას და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალს, აგრეთვე რომელ საშტატო ერთეულებს ფლობს კონკრეტული სტრუქტურული ქვედანაყოფი. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან გაკეთებული დასკვნა ფუნქციური დატვირთვის თაობაზე, შესაძლებელია გამომდინარეობდეს მხოლოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებებიდან, აგრეთვე დასაქმებულთა ფუნქციური უფლება - მოვალეობებიდან როგორც რეორგანიზაციამდე ასევე რეორგანიზაციის შემდგომ, რომლებიც მოპასუხეს არ წარუდგენია იმ მოტივით, თითქოს მას არ გააჩნდა ამგვარი ინფორმაცია, რაც მისივე განმარტებით, სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რადგან სწორედ აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენს - კონკრეტული თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსის გამოცხადების წინაპირობას და საფუძველს.

 

აპელანტის განმარტებით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია და შეუფასებია რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდგომ მოქმედი დაწესებულების დებულებები, რომლებიც მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოადგენდნენ, რადგან სწორედ მათი ანალიზითაა შესაძლებელი იმ გარემოების დადგენა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველომ სრულად შეინარჩუნა რეორგანიზაციამდე არსებული ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს ფუნქციები და ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება, რომ სამსახური აღარ ახორციელებდა რეორგანიზაციამდე არსებულ ფუნქციურ დატვირთვებს, რაც მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატის დაკავების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა, წარმომადგენლის განმარტებით, არ შეესაბამება სინამდვილეს ვინაიდან არც „რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა წინადადების“ 2018 წლის 28 ივნისის №1 ოქმით და თანდართული მასალებით არ დასტურდება აღნიშნული განმარტების საფუძვლიანობა, რაც ასევე არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯელობის საგანი.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხისგან შესაბამისი მტკიცებულელების გამოთხოვის გარეშე, დადგენილად მიიჩნია „საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის ფარგლებში, განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა წინადადების 2018 წლის 4 ივლისის №2 ოქმის განმარტება, რომ ვინაიდან უქმდებოდა საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის და საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულები და დეპარტამენტის ახალ საშტატო ნუსხაში აღარ იყო ეკ---–-----–--ას კომპეტენციისა და იერარქიული რანგის/კატეგორიის ან მისი ტოლფასი საშტატო ერთეული, დარჩენილ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულზე შეირჩა სხვა კანდიდატურა, რადგან იგი დატვირთული იქნა სხვა ფუნქციებით, კერძოდ საავტომობილო გზებზე ლაბორატორიული აპარატურით საველე სამუშაოების ჩატარების ფუნქციით, რომლითაც არ იყო დატვირთული შემცირებული მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის არცერთი საშტატო ერთეული, მათ შორის ის საშტატო ერთეული, რომელზეც ეკ---–-----–--ა მუშაობდა. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დასკვნის საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია მხოლოდ რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა წინადადების 2018 წლის 4 ივლისის №2 ოქმი.

 

აპელანტი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელით განსაზღვრულ დავის საგანს წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის - „დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების“ შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და შესაბამისად, იმავე (ტოლფას) თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატის და წოდებრივი სარგოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურება, ვინაიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის 2018 წლის 4 ივლისის №6668-2-01 გაფრთხილების და 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/303 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე 2018 წლის 8 აგვისტოდან გათავისუფლდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან.

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ ის გამოცემულია რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა 2018 წლის 4 ივლისის წინადადების №2 ოქმისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 4 ივლისის №6668-2-01 გაფრთხილების წერილის გათვალისწინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 108-ე მუხლის „ბ“ქვეპუნქტის, 110-ე მუხლის, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების საფუძველზე.

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანების და რეორგანიზაციამდე არსებული 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანების, აგრეთვე მასში, 2018 წლის 2 აპრილს №40/ო ბრძანებით შეტანილი ცვლილებების ანალიზით ირკვევა, რომ რეორგანიზაცია არ შეხებია საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს, სადაც მოსარჩელე მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ სამმართველოს მხოლოდ სახელი შეეცვალა და სიტყვათა გადანაცვლების საფუძველზე, დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველო ეწოდა, ამასთან მისი ფუნქციები როგორც რეორგანიზაციამდე არსებული დეპარტამენტის დებულების ახალ ანუ რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული დებულებიდან ირკვევა არ შეცვლილა, ხოლო 9 საშტატო ერთეული შემცირდა 8 საშტატო ერთეულამდე. რაც შეეხება კატეგორიებს - რეორგანიზაციამდე არსებული საშტატო ნუსხა მოიცავდა - 63 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და 74 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა დაიკავა 92 პირმა, ხოლო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების რაოდენობა შემცირდა 30-მდე ანუ პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობა გაიზარდა 29 ერთეულით და ამ თანამდებობების დაკავება განხორციელდა ყოველგვარი კონკურსის გარეშე.

 

წარმომადგენლის განმარტებით, სწორედ ამ მიზნით მოითხოვა მოსარჩელემ მოპასუხისგან დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა ის 8 პირი, რომლებმაც მოიპოვეს უპირატესი დარჩენის უფლება და მუშაობა გააგრძელეს დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველოში, როგორ მოხდა მათი სამუშაო გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ - ჩვევების შეფასება, რა თანამდებობრივი ფუნქციები და სამსახურებრივი უფლება - მოვალეობები დაეკისრათ მათ და რის საფუძველზე ეთქვა უარი მოსარჩელეს. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნულ გარემოებაზე იმ მოტივით, რომ მოპასუხეს განმარტებით, მას არ გააჩნდა შესაბამისი მტკიცებულებანი და ამის გამო ვერ წარმოუდგინა სასამართლოს.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ დარჩენილი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულისაგან განსხვავებული ფუნქციებით იყო დატვირთული, რის გამოც იგი იმთავითვე სხვა საშტატო ერთეულს წარმოადგენდა. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მოცემულ შემთხვევაში, არსებითი დარღვევის გარეშე შეასრულა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები დარჩენილ საშტატო ერთეულზე დასაქმებულთა დატოვების მიზნით, ასევე დარჩენილი საშტატო ერთეულის ფუნქციები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელე ისეთ პირობებში იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, როდესაც იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც იგი მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღარ არსებობდა.

 

აპელანტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის გათავისუფლების იმ საფუძვლებზე, რომლებიც მოსარჩელის ძმას უკავშირდება. ასევე გამარტავს, რომ სასამართლო განხილვის საგანი არ გამხდარა სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებში აღნიშნული ნორმები და მოსარჩელის მიერ მითითებული სასამართლო პრაქტიკა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, აპელანტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი N258 ბრძანება დათარიღებულია 2018 წლის 24 სექტემბრით, მხარის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ხოლო რეორგანიზაციის დროს მოქმედებდა ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზევ ეკ---–-----–--ამ დააკამაყოფილა საკონკურსო მოთხოვნები და რომლებიც არ შეცვლილა 2018 წლის 24 სექტემბრის შემდეგაც კი, რაც აპელანტის განმარტებით, დასტურდება გამოცხადებული ვაკანსიის საფუძველზე. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული გარემოება დადასტურდა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის მოხელეთა მიერ შესასრულებელი სამუშაოების აღწერილობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეტარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 თებერვლის N63 ბრძანების საფუძველზე.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „ეკ---–-----–--ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/303 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან. პალატის მიერ პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იქნეს განვითარებული მსჯელობა შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე ეკ---–-----–--ას მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

ამდენად, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.

 

პალატა აქვე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველ მუხლს რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა, ხოლო პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ეკ---–-----–--ა 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ხოლო 2017 წლის 30 ივნისიდან იგი დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო სამსახურში პროფესიულ საჯარო მოხელეს და მისი სამსახურიდან განთავისუფლება უნდა შეფასდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მითითებული კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.

 

მოცემული დავის განხილვის დროს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებებით პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის 40/ო ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოში განსაზღვრული იყო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სულ 6 საშტატო ერთეული, საიდანაც 5 საშტატო ერთეული დატვირთული იყო ერთიდაიმავე ფუნქციებით, ხოლო 1 საშტატო ერთეულს განსაზღვრული ჰქონდა განსხვავებული ფუნქციური დატვირთვა და განსხვავებული იყო, ასევე მისი თანამდებობრივი სარგო.

 

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, 2018 წლის 8 მაისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც დაადგინა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი უნდა განხორციელებულიყო რეორგანიზაცია თანამდებობათა შემცირებით. აღნიშნული ბრძანება იმავე დღე გაეცნო მოსარჩელე ეკა ლ-----–--ას. ამასთან, 2018 წლის 4 ივლისს, მოსარჩელე ეკ---–-----–--ას წერილობით ეცნობა რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.

 

პალატა საქმის განხილვის ეტაპზე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც ნაცვლად საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოსი, დადგინდა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველო, სადაც განისაზღვრა მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული, ხოლო ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული მთლიანად შემცირდა.

 

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოში, რეორგანიზაციის შედეგად, 6 ერთეულიდან, 1-მდე შემცირდა კონკრეტული ფუნქციური დატვირთვის მქონე პროფესიული საჯარო მოხელის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული, ხოლო ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე ეკ---–-----–--ა მთლიანად შემცირდა.

 

მეტი სიცხადისთვის და თვალსაჩინოებისთვის პალატა დეტალურად მიუთითებს აპელანტის მიერ დაკავებული თანამდებობის - საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქცია მოვალეობებს, კერძოდ, შემოსული კორესპოდენციის განხილვა; ინფორმაციის მოძიება/შეგროვება და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის მოთხოვნების შესაბამისად, რეგიონებში საავტომობილო გზების მდგომარეობიდან გამომდინარე, განსახორციელებელ სამუშაოთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება; საკითხის მომზადება და წარდგენა საავტომობილო გზებისა და მათი შემადგენელი ნაწილების საექსპლუატაციო მდგომარეობის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და წარდგენა. სამსახურში შემოსული წერილების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება.

 

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 24 სექტემბრის N258 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი N2-ის შესაბამისად.

 

აღნიშნული დანართით, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქცია მოვალეობები ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სამმართველოში შესული კორესპოდენციის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ს/გზების თაობაზე არსებული სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მიღებული ინფორმაციის გამოყენებით პერსპექტიული გეგმებისა და გზების განვითარების საკითხების დამუშავების პროცედურებში მონაწილეობა; საველე სამუშაოებში მონაწილეობა; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობიულო გზების ქსელის სტატისტიკური მონაცემების მიღება, მათი გადამუშავება და სრულყოფა; სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და კომპიუტერული დამუშავება; გეოინფორმაციული GIS სისტემაში, სივრცული თემატური რუკების შექმნაზე მუშაობა. სამმართელოს კომპეტენციის ფარგლებში კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. პალატა ცალსახად დადგენილად მიიჩნევს, რომ დარჩენილი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულისაგან განსხვავებული ფუნქციებით იყო დატვირთული, რის გამოც იგი იმთავითვე სხვა საშტატო ერთეულს წარმოადგენდა.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე რომლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს შემცირებული 5 საშტატო ერთეულის პირობებში, ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე 5 და 1 განსხვავებული ფუნქციით აღჭურვილი დასაქმებული პირიდან, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა 5, წარმოადგენდა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის ფარგლებში, განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა წინადადების 2018 წლის 4 ივლისის №2 ოქმით განიმარტა, რომ ვინაიდან უქმდებოდა საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის და საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულები და დეპარტამენტის ახალ საშტატო ნუსხაში აღარ იყო ეკ---–-----–--ას კომპეტენციისა და იერარქიული რანგის/კატეგორიის ან მისი ტოლფასი საშტატო ერთეული, ხოლო დარჩენილ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულზე შეირჩა სხვა კანდიდატურა, რადგან იგი დატვირთული იყო სხვა ფუნქციებით, კერძოდ საავტომობილო გზებზე ლაბორატორიული აპარატურით საველე სამუშაოების ჩატარების ფუნქციით, რომლითაც არ იყო დატვირთული შემცირებული მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის არცერთი საშტატო ერთეული, მათ შორის ის საშტატო ერთეული, რომელზეც ეკ---–-----–--ა მუშაობდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მოსარჩელე ეკ---–-----–--ას მობილობის წესით სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, შესაბამის საშტატო ერთეულზე დანიშვნის მიზნით, წერილობით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, თუმცა მისი მობილობის წესით სხვა თანამდებობაზე დანიშვნა ვერ განხორციელდა, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 2018 წლის 8 აგვისტოს, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ეკა ლ-----–--ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.

 

ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ დარჩენილი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულისაგან განსხვავებული ფუნქციებით იყო დატვირთული, რის გამოც იგი იმთავითვე სხვა საშტატო ერთეულს წარმოადგენდა. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მოცემულ შემთხვევაში, არსებითი დარღვევის გარეშე შეასრულა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები - დარჩენილ საშტატო ერთეულზე დასაქმებულთა დატოვების მიზნით, დარჩენილი საშტატო ერთეულის ფუნქციები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელე ისეთ პირობებში იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, როდესაც იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც იგი მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღარ არსებობდა.

 

ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის უმართებულობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოში, რეორგანიზაციის შედეგად, 6 ერთეულიდან, 1-მდე შემცირდა კონკრეტული ფუნქციური დატვირთვის მქონე პროფესიული საჯარო მოხელის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული, ხოლო ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე ეკ---–-----–--ა მთლიანად შემცირდა. პალატას ცალსახად დადგენილად მიაჩნია, რომ დარჩენილი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული აპელანტის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულისაგან განსხვავებული ფუნქციებით იყო დატვირთული, რის გამოც იგი იმთავითვე სხვა საშტატო ერთეულს წარმოადგენდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია, პირველი ინსტანციის ის მსჯელობა რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს „ეკ---–-----–--ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/303 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამდენად, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ არ არსებობდა მოსარჩელე ეკ---–-----–--ას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტს, აღნიშნულით დარეგულირებულია მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელისათვის განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების საკითხი. გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება, რაც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ და ასევე არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალოს მოსარჩელე ეკ---–-----–--ას სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც და განმარტავს, რომ გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ეკ---–-----–--ას სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელე მხარეს, ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დავალების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. პროცესის ხარჯები:

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ეკ---–-----–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი