განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3ბ-3464-18, 140310117001894186
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შესავალი ნაწილი
30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ--------–-----–--
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ---–---------–---–ი
წარმომადგენელი - ე-–--------–--–---–-
მესამე პირი - გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ---------–---–---–-
მესამე პირები - ა----------–-------ი, ა----–-----------–-–---–ი, დ--------–-------უ
წარმომადგენელი - ზ-----------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ---–---------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----ში მდებარე 761 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ის და დ--------–-------უს თანასაკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 16 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ის და დ--------–-------უს მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს, წარმოადგენს თუ არა მითითებული უძრავი ქონება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზას, სადავო რეგისტრაციით მოექცა თუ არა მესამე პირების საკუთრებაში ეს გზა ან მისი ნაწილი, დადებით შემთხვევაში, გაარკვიოს, რა ზომით და რა ფარგლებში მოექცა მათ საკუთრებაში ეს გზა, შეისწავლოს და გამოიკვლიოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლები, უძრავი ქონების კონფიგურაცია, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები, და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით გადაწყვეტილების მიღება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
,,საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების შესაბამისად, კ------------ე ბ--–-------ის სახელზე № 6----------- საკადასტრო კოდით 2012 წლის 1 სექტემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----ში მდებარე 504 მ2 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 21 იანვარს ბათილად იქნა ცნობილი (ს. ფ. 27-31).
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----ში მდებარე უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 319 მ2 მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული) და 34,26 მ2 შენობა-ნაგებობები 2015 წლის 1 ივნისიდან საკუთრების უფლებით ირიცხება რ---–---------–---–ის სახელზე, საკადასტრო კოდით 6----------- (ს. ფ. 34-35).
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 7 დეკემბერს შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმადაც, სადავო მიწის ნაკვეთზე კ------------ე ბ--–-------ის მიერ ადგილი აქვს საერთო სარგებლობის გზის შეზღუდვის ფაქტს დამატებითი სამეურნეო კონსტრუქციების განლაგებით (ს. ფ. 91).
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 8 დეკემბრის მიმართვის მიხედვით, რ---–---------–---–ს ეცნობა, რომ სადავო საკითხი ადგილზე იქნა შესწავლილი და ორთოფოტოზე დაყრდნობით, ადგილზე დათვალიერებით და ფაქტობრივი მდგომარეობით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ნამდვილად წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას; ადრესატს განემარტა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაფრთხილებული იქნება კ------------ე ბ--–-------ი აღნიშნული გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს (ს. ფ. 33).
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ივლისის მიმართვის მიხედვით, საჯარო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ ა----ის ადმინისტრაციულ ერთეულში დაცული რუქის მიხედვით, ა-----ი ბ--–-------ისა და რ---–---------–---–ის საცხოვრებელი სახლების წინ გამავალი გზა არის საერთო სარგებლობის გზა, თუმცა, დღეის მდგომარეობით, რუქაზე დატანილი საერთო სარგებლობის გზა, როგორც საავტომობილო გზა, ფაქტობრივად წყდება ა----------–-------ის სახლთან და რ---–---------–---–ის სახლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ელემენტები არ იკვეთება; არსებული რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ე. წ. საცალფეხო ბილიკით არის შესაძლებელი რ---–---------–---–ის საცხოვრებელ სახლთან მისვლა.
ამასთან, თუ ა----------–-------ი განახორციელებს კიბის უჯრედის დემონტაჟს და გაათავისუფლებს ხის მარტივი კონსტრუქციებით გზის შევიწროვებულ ადგილს, რ---–---------–---–ი შეძლებს მხოლოდ სახლის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრებთან მიახლოებას (ს. ფ. 99).
გორის რაიონის ა----ის თემის საკრებულოს სოფელ ა----ის 1996-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, კომლის უფროსად ჩაწერილია კ------------ე ბ--–-------ი; კომლის წევრებს წარმოადგენენ ა-----ი (მეუღლე), ა----–--ა (ქალიშვილი), თ------ (ვაჟიშვილი, ცალკე კომლი 1996 წლიდან), ლ---ა (ქალიშვილი) და მ------ (შვილიშვილი, ჩაწერილია მამასთან) ბ--–-------ები; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 70 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1972 წელს და 0,29 ჰა მიწის ფართი (ს.ფ. 18).
ამ საარქივო ცნობის საფუძველზე ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ის და დ--------–-------უს სახელზე № 6----------- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----ში მდებარე 761 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 17).
ა(ა)იპ ,,დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის" 2015 წლის 7 დეკემბრის დასკვნის თანახმად, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----ში მცხოვრებ რ---–---------–---–ის საცხოვრებელ სახლამდე (საკადასტრო კოდი № 6-----------) არსებობს მხოლოდ ერთი მისასვლელი სამანქანო გზა, რომელიც დღეის მდგომარეობით მეზობელ ბ--–-------ის მიერ შევიწროვებულია, რაც გზას ავტომობილისათვის გამოუყენებელს ხდის;
სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 18 სექტემბრის დასკვნით, ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დ--------–-------უს საკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით და რ---–---------–---–ის საკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 4 სექტემბერს გაცემულ № 4------- წერილზე თანდართული ორთოფოტოსა და დამისამართების რუკაზე ფიქსირდება საერთო სარგებლობის სავალი ნაწილი (გზა).
ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაციის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემებისა და გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად დგინდება, რომ წარდგენილ ორთოფოტსა და დამისამართების რუკაზე არსებული მონაცემების საფუძველზე, მათი ბუნდოვანებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ფაქტობრივად არსებული სავალი ნაწილის შევიწროვების (მითვისების) განსაზღვრა.
ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დ--------–-------უს საკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდება----- ფიქსირდება თავისუფალი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს სამანქანო გზის მოწყობისათვის განსაზღვრულ პარამეტრებს, რომელიც სრულდება მითითებულ საკუთრებაში განთავსებული შენობა- ნაგებობის კიდესთან, კერძოდ, ხსენებული თავისუფალი სივრცის პარამეტრები შემცირებულია (გზის მოწყობისათვის განსაზღვრული პარამეტრები) მითითებული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული № 1 შენობა-ნაგებობის სართულთშორისი კიბის ბაქნით, რომლის შემდგომ გრძელდება საფეხმავლო გზა რ---–---------–---–ის საკუთრებაში არსებულ № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმართულებით და უერთდება ცენტრალურ საავტომობილო გზას სხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით;
დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, რ---–---- ვ---–---–ის საკუთრებაში არსებულ № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთთან საავტომობილო საშუალებით მისვლა შეუძლებელია ადგილზე არსებული ნაგებობებისა და რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე.
აღნიშნულ მიწის ნაკვეთამდე მისვლა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან განლაგებული სართულთშორისი კიბის ბაქნის დემონატჟი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაზუსტებული იქნება ამ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები.
ეს გზა უნდა გაგრძელდეს სხვა 2 მიწის ნაკვეთს შორის არსებული თავისუფალი სივრცის გავლით, სადაც შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების შემდგომ შესაძლებელი იქნება რ---–---------–---–ის ნაკვეთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა, რომელიც შეთანხმებული იქნება შესაბამის ორგანოებთან.
ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაციის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემების საფუძველზე, ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დ--------–-------უს № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში შემავალი აივნის აშენების პერიოდის განსაზღვრა შეუძლებელია.
სსიპ ,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 სექტემბრის №0-------- დასკვნის გამცემ ექსპერტ ა----------–-–---–ის განმარტებით, ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დიანა ბალაბანიდუს საკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთში განთავსებული აივნის კუთხის დაბრკოლების არარსებობის შემთხვევაში, რ---–---------–---–ი შეძლებს თავისი ეზოს მიწის ნაკვეთამდე მისვლას; სხვა ალტერნატიული სამანქანო გზა არ არსებობს; საქმეში წარმოდგენილი ა----ის მიწათსარგებლობის გეგმა იმდენად უზუსტოა, რომ მთავარი საავტომობილო გზა ფაქტობრივად სრულიად სხვაგან, ხოლო გეგმაზე - სხვა ადგილზეა აღნუსხული; ამიტომ დასკვნის გაცემა მოხდა ექსპერტიზის დანართ № 2-ზე ასახული ორთოფოტოს მიხედვით, რაც წარდგენილია გორის მუნიციპალიტეტის მიერ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწების კონსოლიდაციის შედეგად შიდასამეურნეო გზები (გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა) გადადის კონსოლიდირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრებაში.
,,ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განსაზღვრის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის № 220-ე დადგენილებით) 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების მიხედვით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებად ითვლება თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებული საავტომობილო გზები, დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები, მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოექცა თუ არა მათ საკუთრებაში საერთო სარგებლობის გზა და იზღუდება თუ არა ამ რეგისტრაციით მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 სექტემბრის № 0-------- დასკვნითაც დადგენილია და მხარეთა შორისაც არ იწვევს დავას ის ფაქტი, რომ ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დიანა ბალაბანიდუს საკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით და რ---–---------–---–ის საკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან გადის საერთო სარგებლობის სავალი ნაწილი (გზა), რასაც ორივე ოჯახი დღესაც იყენებს საერთო სარგებლობის გზად.
აღნიშნული დასტურდება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 4 სექტემბერს გაცემულ №4------- წერილზე თანდართული ორთოფოტოსა და დამისამართების რუკითაც.
სხვა დოკუმენტაცია, საკადასტრო გეგმები და მონაცემები, რაც ნათელ და სრულყოფილ წარმოდგენას შექმნიდა, კონკრეტულად სადავო № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის წინ ადრე წლებში გადიოდა თუ არა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზა რ---–---------–---–ის საკუთრებამდე, მოძიებული ვერ იქნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-1515-ე მუხლებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყო სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან; საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყოთ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის.
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ- ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
სასამართლოს მითითებით, მონაცემები ამა თუ იმ უძრავი ქონების ადგილმდებარეობის, კოორდინატების, სიტუაციური გეგმის შესახებ დაცული უნდა იყოს თვით საჯარო რეესტრში; პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ--–-------ების საკუთრებაში სადავო რეგისტრაციით აღირიცხა მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც უტყუარად და სრულყოფილადაა გასარკვევი მათი საკუთრების უფლების მართლზომიერება და საკითხი, კერძოდ, წარმოადგენს თუ არა ამ ნაკვეთის
ნაწილი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზას და რა ნაწილში, დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით, დაკავებულია თუ არა ეს გზა ამ საკუთრების მიმდება----- სხვა პირის (პირთა) მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის (მტკიცების ტვირთი) 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სასამართლოს მითითებით მოცემულ შემთხვევაში, რ---–---------–---–ის მიერ მოთხოვნილია სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363(კ-12) განჩინება). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თვით ადმინისტრაციულ ორგანოში არ აღმოჩნდა დაცული უტყუარი სახის მტკიცებულება, წარმოადგენს თუ არა სადავო ნაკვეთის ნაწილი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზას (ა----ის მიწათსარგებლობის გეგმაში ასახული არასრულყოფილი მონაცემების შესახებ აღნიშნულია ზემოთ), მტკიცების ტვირთის მხოლოდ მოსარჩელეზე გადატანა უმართებულოა, მით უფრო, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სასამართლოს მითითებით მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილი არ წარმოადგენს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზას, საქმის მასალებით უტყუარად დადასტურებული არაა, და წარმოადგენს მხოლოდ მხარის განმარტებას, მით უფრო, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ა----ის ადმინისტრაციულ ერთეულში დაცული რუქის მიხედვით, ა----------–-------ისა და რ---–---------–---–ის საცხოვრებელი სახლების წინ გამავალი გზა არის საერთო სარგებლობის გზა;
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესამე პირების სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ამავე მიწაზე სხვა პირის (თუნდაც მუნიციპალიტეტის) უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა რაიმე უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოეხდინა მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
სასამართლოს მითითებით საყურადღებოა, რომ მესამე პირების საკუთრების უფლების საფუძვლად არსებულ საკომლო წიგნის ჩანაწერებში სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და კოორდინატები მითითებული არ არის; ამდაგვარი დოკუმენტი საჯარო რეესტრში არც შემდგომში წარდგენილა; საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ მათ სახელზე ამ მიწის მონაკვეთის რეგისტრაცია კი მოხდა იმ მონაცმებებითა და კონფიგურაციით, რაც მას განმცხადებლებმა წარუდგინეს, და შესაბამისად, ეს რეგისტრაცია არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას ამ მიწის სახელდობრ სადავო ადგილას რეგისტრაციის მართებულობასთან მიმართებაში. ამ გარემოების გარკვევას მნიშვნელობა ენიჭება იმის გათვალისწინებით, რომ თვით მხარეთა განმარტებით მესამე პირების სახლის წინ არსებულ მიწის სადავო მონაკვეთს ეს პირები გამოიყნებედნენ საერთო სარგებლობის გზად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მესამე პირების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია ზოგადად ქმნიდა უძრავი ქონების მათ სახელზე აღრიცხვის საკმარის საფუძველს, თუმცა საკომლო წიგნის ჩანაწერებში ამ მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა მითითებული არაა, რის გამოც მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეღო დამატებითი ზომები, რათა ზუსტად განესაზღვრა მათი საკუთრების ადგილმდებარეობა და ამით გამოერიცხა სხვა პირთა უფლებების შესაძლო შელახვა.
სასამართლოს მითითებით საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დიანა ბალაბანიდუს საკუთრებაში №6----------- საკადასტრო კოდით და რ---–---------–---–ის საკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან გადის საერთო სარგებლობის სავალი ნაწილი (გზა). საქმეზე არსებული დოკუმენტაციაში ასახული მონაცემების ბუნდოვანებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ფაქტობრივად არსებული სავალი ნაწილის შევიწროვების (მითვისების) განსაზღვრა.
ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დ--------–-------უს საკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდება----- ფიქსირდება თავისუფალი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს სამანქანო გზის მოწყობისათვის განსაზღვრულ პარამეტრებს, რომელიც სრულდება მითითებულ საკუთრებაში განთავსებული შენობა- ნაგებობის კიდესთან, კერძოდ, ხსენებული თავისუფალი სივრცის პარამეტრები შემცირებულია (გზის მოწყობისათვის განსაზღვრული პარამეტრები) მითითებული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული № 1 შენობა-ნაგებობის სართულთშორისი კიბის ბაქნით, რომლის შემდგომ გრძელდება საფეხმავლო გზა რ---–---------–---–ის საკუთრებაში არსებულ №6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმართულებით და უერთდება ცენტრალურ საავტომობილო გზას სხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით.
დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, რ---–---- ვ---–---–ის საკუთრებაში არსებულ №6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთთან საავტომობილო საშუალებით მისვლა შეუძლებელია ადგილზე არსებული ნაგებობებისა და რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე.
აღნიშნულ მიწის ნაკვეთამდე მისვლა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული № 1 შენობა-ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან განლაგებული სართულთშორისი კიბის ბაქნის დემონატჟი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაზუსტებული იქნება ამ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოება - სადავო ადგილზე გადიოდა თუ არა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზა და სადავო რეგისტრაციით მოექცა თუ არა მესამე პირების საკუთრებაში ეს გზა ან მისი ნაწილი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა რ---–---------–---–თან მიმართებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება მიწის რეგისტრაციის შესახებ ეწინააღმდეგებოდა კანონს და შესაბამისად, ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებლად მიიჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს სადავო მიწის ნაკვეთზე მხარეთა (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მითითებით, 2016 წლის 4 აპრილს გორის სარეგისტრაციო სამსახურს N8----------- განცხადებით მიმართა ა----------–-------ის წარმომადგენელმა ზაზა მათოშვილმა და N8----------- და N8----------- განცხადებებზე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გორის რაიონის სოფელ ა----ში მდებარე უძრავ ნივთზე.
გორის სარეგისტრაციო სამსახურის N8------------04 (07.04.2016) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. განმცხადებელს ეცნობა, რომ: 1) ორთოფოტოს მიხედვით ნაკვეთი ფარავდა გზას. 2) თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ 1 პროცენტზე მეტად აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს 0,29ჰა-ს, კერძოდ, კომლის წევრის კ------------ე ბ--–-------ის საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთები (საკადასტრო კოდები: 6----------- – 1128 კვ.მ, 6----------- - 1688კვ.მ.) შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და მიწის ზედმეტ ფართობზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
გორის სარეგისტრაციო სამსახურის N8------------05 (10.05.2016) გადაწყვეტილებით ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. დაინტერესებული პირი არ დაეთანხმა მიღებულ დაგაწყვეტილებას და 2016 წლის 10 მაისს N9------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს N1----- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივრის ავტორის ა----------–-------ის მოთხოვნა და საჯარო რეესტრს დაევალა ხელახალი გადაწყვეტილების მიღება. 2016 წლის 16 აგვისტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის N8-------------- გადაწყვეტილებით ა----------–-------ს, ა----–-----------–-–---–ს და დ--------–-------უს საკუთრებაში დაურეგისტრირდა N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი საარქივო ცნობის საფუძველზე (NA--------------, გაფორმების თარიღი: 21.12.2015წ.).
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრმა გამოიკვლია ის გარემოება, სადავო ტერიტორია წარმოადგენდა თუ არა საუბნო ან სხვა ტიპის გზას და შესაბამისად მუნიციპალიტეტს გააჩნდა თუ არა სადავო ტერიტორიაზე პრეტენზია. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მარეგისტრირებელ ორგანოს აცნობა, რომ „ა----ის ადმინისტრაციულ ერთეულში დაცული რუკის მიხედვით იკვეთება, რომ არენდი ბ--–-------ისა და რ---–---------–---–ის საცხოვრებელი სახლების წინ გამავალი გზა არის საერთო სარგებლობის გზა, თუმცა დღეის მდგომარეობით რუკაზე დატანებული საერთო სარგებლობის გზა, როგორც საავტომობილო გზა, ფაქტობრივად წყდება ა----------–-------ის სახთან და რ---–----ი ვ---–---–ის სახლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ელემენტები არ იკვეთება. არსებული რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე მხოლოდ ე.წ საცალფეხო ბილიკით არის შესაძლებელი რ---–---------–---–ის საცხოვრებელ სახლთან მისვლა".
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. ხოლო, ამავე კოდექსის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები. ზემოთ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს საკუთარი ინტერესების დაცვა იმ შემთხვევაში თუ მესამე პირები ზღუდავენ მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა განმარტა, რომ საერთო სარგებლობის გზა წყდებოდა ა----------–-------ის საკუთრებასთან, შესაბამისად წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით საჯარო რეესტრი ვალდებული იყო განეხორციელებინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ მიუთითა ვერცერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მეშვეობითაც იგი დაადასტურებდა სადავო ტერიტორიაზე საავტომობილო გზის არსებობის ფაქტს. სასამართლომ ვერ დაადასტურა თუ კონკრეტულად სად და რა ფართობით ხდებოდა ე.წ. საავტომობილო გზის გადაფარვა N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით.
აპელანტის მითითებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ა(ა)იპ "დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის" საექსპერტო დასკვნა, ვინაიდან ექსპერტიზა ჩატარებულია 2015 წლის 12 ივლისის მდგომარეობით რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, კერძოდ კ------------ე ბ--–-------ის საკუთრებაში N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების გათვალისწინებით. აღნიშნული რეგისტრაცია კი 2016 წლის 21 იანვარს სარეგისტრაციო სამსახურის N8------------08 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და სადავოდ გამხდარი რეგისტრაცია სხვა ფიზიკურ პირებზე, ახალი (განსხვავებული) საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით განხორციელდა.
ამასთან, სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ სარეგისტრაციო მასალებში ინახება 1989 წლის სოფელ ა----ის მიწათსარგებლობის გეგმა, რომლის მიხედვითავ დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრების საზღვართან მითითებული საავტომობილო გზა არ არსებობს და აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს საკარმიდამო ხასიათის მიწის ნაკვეთს.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სადავო გადაწყვეტილებაში თავად უთითებს, რომ საკადასტრო გეგმები და მონაცემები, რაც ნათელ და სრულყოფილ წარმოდგენას შექმნიდა, კონკრეტულად სადავო N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის წინ ადრე წლებში გადიოდა თუ არა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზა რ---–---------–---–ის საკუთრებამდე მოძიებული ვერ იქნა. ამდენად, აპელანტისათვის გაუგებარია რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ცნო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილება და რატომ მიიჩნია, რომ სააგენტომ სრულყოფილებად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები მაშინ, როცა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა გორის მუნიციპალიტეტს და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა რეგისტრაცია ვინაიდან, არ არსებობდა რეგიტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს ა-----ი ბ--–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დ--------–-------უს თანასაკუთრებად დარეგისტრირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----ში მდებარე 761 მ2 (ს.კ. 6-----------) სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოიცავს თუ არა სოფლის საჯარო, საავტომობილო გზას და იზღუდება თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 16 აგვისტოს № 8-------------- გადაწყვეტილებით განხორციელებული სადავო რეგისტრაციით მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ის და სიანა ბალაბანიდუს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის მიერ 2015 წლის 21 დეკემბერს გაცემული NA-------------- საარქივო ცნობა, რომლის შესაბამისადაც, ა----ის თემის საკრებულოს სოფელ ა----ის (ვანიაანთ უბნის) 1996-2007 წლების საკომლო წიგნებში კ------------ე ალექსის ძე ბ--–-------ის კომლს (კომლის უფროსი) პირად საკუთრებაში ერიცხება 70 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, აგებული 1972 წელს და 0.29 ჰა მიწის ფართობი (ს.ფ. 18), თუმცა აღნიშნული საკუთრების უფლების საფუძვლად არსებულ საარქივო ცნობაში სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და კოორდინატები მითითებული არ არის.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განსაზღვრის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №220-ე დადგენილებით) 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების მიხედვით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებად ითვლება თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებული საავტომობილო გზები, დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები, მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის პირველი პუქნტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე ცხადია, რომ სავალი გზა არ შეიძლება დარეგისტრირდეს კერძო პირის საკუთრებად.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ზ-----------–---–-სადმი გაგზავნილი 2016 წლის 17 თებერვლის N3---- წერილით დასტურდება, რომ ზ-----------–---–-ს მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი გორის მუნიციპალიტეტის სოფ ა----ში მდებარე 760 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ გორის რაიონის სოფელ ა----ის კოლმეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო (სახნავი) მიწის ფართობს.
ა(ა)იპ ,,დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის" 2015 წლის 7 დეკემბრის დასკვნის თანახმად, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----ში მცხოვრებ რ---–---------–---–ის საცხოვრებელ სახლამდე (საკადასტრო კოდი № 6-----------) არსებობს მხოლოდ ერთი მისასვლელი სამანქანო გზა, რომელიც დღეის მდგომარეობით მეზობელ ბ--–-------ის მიერ შევიწროვებულია, რაც გზას ავტომობილისათვის გამოუყენებელს ხდის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 სექტემბრის დასკვნით, ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დ--------–-------უს საკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით და რ---–---------–---–ის საკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 4 სექტემბერს გაცემულ № 4------- წერილზე თანდართული ორთოფოტოსა და დამისამართების რუკაზე ფიქსირდება საერთო სარგებლობის სავალი ნაწილი (გზა); ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაციის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემებისა და გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად დგინდება, რომ წარდგენილ ორთოფოტსა და დამისამართების რუკაზე არსებული მონაცემების საფუძველზე, მათი ბუნდოვანებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ფაქტობრივად არსებული სავალი ნაწილის შევიწროვების (მითვისების) განსაზღვრა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დ--------–-------უს საკუთრებაში № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდება----- ფიქსირდება თავისუფალი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს სამანქანო გზის მოწყობისათვის განსაზღვრულ პარამეტრებს, რომელიც სრულდება მითითებულ საკუთრებაში განთავსებული შენობა- ნაგებობის კიდესთან, კერძოდ, ხსენებული თავისუფალი სივრცის პარამეტრები შემცირებულია (გზის მოწყობისათვის განსაზღვრული პარამეტრები) მითითებული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის სართულთშორისი კიბის ბაქნით, რომლის შემდგომ გრძელდება საფეხმავლო გზა რ---–---------–---–ის საკუთრებაში არსებულ № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმართულებით და უერთდება ცენტრალურ საავტომობილო გზას სხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით; დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, რ---–---- ვ---–---–ის საკუთრებაში არსებულ № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთთან საავტომობილო საშუალებით მისვლა შეუძლებელია ადგილზე არსებული ნაგებობებისა და რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე; აღნიშნულ მიწის ნაკვეთამდე მისვლა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული № 1 შენობა-ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან განლაგებული სართულთშორისი კიბის ბაქნის დემონატჟი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაზუსტებული იქნება ამ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეს გზა უნდა გაგრძელდეს სხვა 2 მიწის ნაკვეთს შორის არსებული თავისუფალი სივრცის გავლით, სადაც შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების შემდგომ შესაძლებელი იქნება რ---–---------–---–ის ნაკვეთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა, რომელიც შეთანხმებული იქნება შესაბამის ორგანოებთან; ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაციის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემების საფუძველზე, ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დ--------–-------უს № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში შემავალი აივნის აშენების პერიოდის განსაზღვრა შეუძლებელია.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დ--------–-------უს თანსაკუთრებაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო რეგისტრაციით აღირიცხა მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც უტყუარად და სრულყოფილად არის გასარკვევი მესამე პირთა საკუთრების უფლების მართლზომიერება და საკითხი, მოიცავს თუ არა ეს ნაკვეთი სოფლის საუბნო გზას. საარქივო ცნობაში კ------------ე ბ--–-------ის კომლისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა მითითებული არაა, ამდენად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეღო დამატებითი ზომები, რათა ზუსტად განესაზღვრა მესამე პირთა საკუთრების ადგილმდებარეობა და ამით გამოერიცხა სხვა პირთა უფლებების შესაძლო შელახვა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო არის თავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ შეიძლება ეყრდნობოდეს სავარაუდო ფაქტებსა და გარემოებებს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აპელირებას მასზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს საერთო სარგებლობის (საუბნო) გზას, ვინაიდან როგორც საქმეში წარმოდგენილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 08 დეკემბრის N3-98 წერილით დასტურდება, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შესწავლილი იქნა აღნიშნული საკითხი, სადავო ტერიტორია ადგილზე იქნა დათვალიერებული გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის და ა----ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ, რომელთაც დაადგინეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ნამდვილად წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას. აღნიშნულ წერილში მუნიციპალიტეტის გამგებელმა განმარტა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მიერ საერთო სარგებლობის გზის დაკავების გამო გაფრთხილება მიეცემოდა კ------------ე ბ--–-------ს და დაევალებოდა აღნიშნული გზის განთავისუფლება (ს.ფ. 33).
საქმეში წარმოდგენილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 07 დეკემბრის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის და ა----ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დათვალიერებულ იქნა სადავო მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც დადასტურებულ იქნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე კ------------ე ბ--–-------ის მიერ ადგილი აქვს საერთო სარგებლობის გზის შეზღუდვის ფაქტს დამატებითი სამეურნეო კონსტრუქციების განლაგებით (ს.ფ. 91).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გაგზავნილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ივლისის N1------- წერილის თანახმად, ა----ის ადმინისტარციულ ერთეულში დაცული რუქის მიხედვით, ა----------–-------ის და რ---–---------–---–ის საცხოვრებელი სახლების წინ გამავალი გზა არის საერთო სარგებლობის გზა, თუმცა დღეის მდგომარეობით რუქაზე დატანებული საერთო სარგებლობის გზა, როგორც საავტომობილო გზა ფაქტობრივად წყდება ა----------–-------ის სახლთან და რ---–----ი ვ---–---–ის სახლამდე მისასვლელი საავტომობილი გზის ელემენტები არ იკვეთება. არსებული რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ე.წ. საცალფეხო ბილიკით არის შესაძლებელი რ---–---------–---–ი საცხოვრებელ სახლთან მისვლა. ამავე წერილის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ა----------–-------ი განახორციელებს კიბის უჯრედის დემონტაჟს და გაათავისუფლებს ხის მარტივი კონსტრუქციებით გზის შევიწროებულ ადგილს, რ---–---------–---–ი შეძლებს სახლის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრებთან მიახლოებას (ს.ფ. 99).
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე ვერ გაიზიარებს აპელანტ საჯარო რეესტრის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოკვლეულ იქნა ყველა შესაძლო გარემოება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. დაუშვებელია ამ საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მარეგისტრირებელ ორგანოს ა----------–-------ის, ა----–-----------–-–---–ისა და დ--------–-------უს სახელზე უძრავი ქონების თანასაკუთრებაში რეგისტრაციამდე მხედველობაში უნდა მიეღო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ივლისის N1------- წერილი, რომლითაც დასტურდებოდა რ---–---------–---–ის საცხოვრებელი სახლის წინ გამავალი გზის საერთო სარგებლობის გზის არსებობის საკითხი, უნდა გამოეკვლია ამავე მიწაზე სხვა პირის (მუნიციპალიტეტის) უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა რაიმე უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოეხდინა მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს, როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 07 დეკემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმს, ასევე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 18 სექტემბრისა და ა(ა)იპ ,,დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის" 2015 წლის 7 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნების შინაარსს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო აქტი მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მართებულად დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მესამე პირთა მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, არ არსებობს მესამე პირთა წარმომადგენლის ზ-----------–---–-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, მესამე პირთა მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრების შესახებ.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე
გელა ბადრიაშვილი