განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2868-19 25 ივნისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გელა ქირია
დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი _ ა-----– ხ-------
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ----- გ---------
წარმომადგენელი _ მ---------
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ხაშურის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი _ ნ-------–---
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ა-----– ხ------- და და ნ----- გ--------- არიან 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დ----- ხ------ის და 2013 წლის 29 მაისს დაბადებული ს--- ხ------ის მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ----- ხ------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.18);
- ს--- ხ------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.2. მხარეები განქორწინდნენ 2018 წლის 27 აგვისტოს. დ----- ხ------- ცხოვრობს მამასთან - ქ.თერჯოლაში, ს--- ხ------- - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში - დედასთან, ნ----- გ---------სთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განქორწინების მოწმობა (ს.ფ.17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ს--- ხ-------ზე ძალადობენ ბებია და ბიცოლა, ვისთან ერთადაც ცხოვრობს ერთ ოჯახში, უარყოფითად განაწყობენ მამის მიმართ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა კონვენციის“: მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით;
მე-9 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შეს---მისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ამ მუხლის პირველი პუნქტის შეს---მისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები;
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს;
მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შეს---მის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს;
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ მათი შეთანხმებისამებრ, თვეში ოთხი დღით, ს--- ხ------- იმყოფება მამასთან. ის არ არის შეზღუდული ბავშვთან ურთიერთობაში. დაცულია ს--- ხ------ის უფლება გარემოსილი იყო მშობლის მზრუნველობით. მას აქვს რეგულარული და პირდაპირი კონტაქტები მოსარჩელესთან.
1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება- მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში;
1198-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად,მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა;
1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ- ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი;
შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს;
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-12 მუხლის შეს---მისად, ბავშვის მოსმენა განსახილველ დავაზე მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით, ფსიქოლოგის მონაწილეობით, რომლის გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ დედასთან მიჯაჭვულობა ძალიან მაღალი აქვს ს---ს. ის ამბობს, რომ დედასთან კარგად ექცევიან და სურს დედასთან ცხოვრება;
ძმებს შორის არის პოზიტიური მიჯაჭვულობა. უმნიშვნელოვანესია დასვენების დღეებს ერთად ატარებდნენ როგორც დედის, ასევე მამის საცხოვრებელ სახლში მონაცვლეობით.
არსებული მდგომარეობით, მხარეთა შვილები ერთად ატარებენ თვეში 4 დღეს მამის საცხოვრებელ სახლში;
სოციალური მუშაკის დასკვნით, ს---ს მიმართ სიყვარულს გამოხატავენ ოჯახის სხვა წევრებიც. მოპასუხის დედა (ბავშვის ბებია, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბავშვზე ძალადობს) სკოლაში მუშაობს პედაგოგად. ს--- კარგად გრძნობს თავს დედასთან, უყვარს ოჯახის ყველა წევრი;
რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც გამორიცხავს ბავშვის დედასთან ცხოვრებას, არ არსებობს. მოპასუხე მხარეც განმარტავს, რომ წინააღმდეგი არ არის ბავშვმა დედასთან იცხოვროს, მხოლოდ იმ პირობებში, სადაც ბავშვის ბებია და ბიცოლა არ იქნებიან და მეორე შვილის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, რათა ადვილი იყოს ძმებს შორის ურთიერთობა (2019 წლის 28 თებერვლის მთავარი სხდომის ოქმი: 14:43:35- 14:44:50);
ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, რომ ს--- ხ-------ზე ძალადობენ ბებია და ბიცოლა, უარყოფითად განაწყობენ ბავშვს მამის მიმართ, არ დადგინდა;
გარდა ამისა, არსებული მდგომარეობით, მხარეთა შვილებს აქვთ რეგულარული ურთიერთობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წელს დაბადებული ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მაშინ, როდესაც, ის, დღევანდელ საცხოვრებელ ადგილზე ყურადღებით, სიყვარულით გარემოსილია, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ადასტურებს, არ იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეს---მისი;
მოსარჩელის განმარტებით, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, არც ალიმენტის გადახდევინებას მოითხოვს არც ერთი შვილის სარჩოდ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ოროვე არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს მასთან, შეს---მისად, მოპასუხე ნ----- გ---------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დ----- ხ------ისა და 2013 წლის 29 მაისს დაბადებული ს--- ხ------ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით თითოეულზე მათ სრულწლოვანებამდე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შეს---მისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შეს---მისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. მოსარჩელე ა-----– ხ------- და მოპასუხე ნ----- გ--------- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში რა დროსაც შეეძენიათ ორი შვილი - 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დ----- ხ------- და 2013 წლის 29 მაისს დაბადებული ს--- ხ------- (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18-19);
4.2. 2018 წლის 27 აგვისტოდან მხარეები არიან განქორწინებული და ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ.
მოპასუხე ნ----- გ--------- დღეის მდგომარეობით, ცხოვრობს საზღვარგარეთ.
4.3. დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის დ----- ხ------- და ს--- ხ------- ცხოვრობენ მამასთან - ა-----– ხ-------სთან ქ. თერჯოლაში (იხ. საქმის მასალები, სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო შესაგებლები, ტ.1, ს.ფ. 234; 236; ტ.2.)
4.4. 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დავით ხ------- სწავლობს სსიპ ქალაქ თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში. ასევე, ინტენსიურ წვრთნას გადის თერჯოლის სპორტული სკოლის ჭიდაობა ძიუდოს სექციაში (იხ. ტ.1, ს.ფ. 20-21)
4.5. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დ----- ხ------ისა და 2013 წლის 29 მაისს დაბადებული ს--- ხ------ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად თითოეულისათვის 100-100 ლარის დაკისრება.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია დაუნდა დაკმაყოფილდეს, ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელისა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თითოეულისათვის 100-100 ლარის გადახდა.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შეს---მისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
4.8. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
4.9. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შეს---მისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები; კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შეს---მისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.
დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის გათვალისწინებით, (ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვის და შეს---მისად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები), ასევე განსახილველ შემთხვევაში ბავშვების ასაკის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების რჩენა–აღზრდისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა 100 (თითოეულ ბავშვზე) ლარით, უნდა ჩაითვალოს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვნისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში იქნება - 100 (ასი) ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე. ამასთან, სასამართლო შენიშნავს, რომ შვილის მიმართ ორივე მშობელს გააჩნია თანაბარი უფლებები და მოვალეობები. კანონი არ ცნობს რომელიმე მათგანის უპირატესობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. როგორც მოსარჩელე მხარე, ისე მოპასუხე ვალდებულია, თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გაიღოს ის თანხები, რაც ბავშვების ნორმალური აღზრდისთვისაა საჭირო.
4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, ა-----– ხ------ის მიერ სარჩელი აღძრულია 2018 წლის 22 ოქტომბერს, თუმცა მოსარჩელე ალიმენტის დაკისრების მოთხოვნას უკავშირებს ბავშვების მასთან საცხოვრებლად გადასვლის პერიოდს. კერძოდ, მოპასუხეს ალიმენტის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დ----- ხ------ის რჩენა – აღზრდისათვის 2018 წლის 14 ნოემბრიდან, ხოლო 2013 წლის 29 მაისს დაბადებული ს--- ხ------ის რჩენა – აღზრდისათვის 2019 წლის 30 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე ნ----- გ---------ს მოსარჩელე ა-----– ხ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დ----- ხ------ის რჩენა-აღზრდისათვის 2018 წლის 14 ნოემბრიდან, ხოლო 2013 წლის 29 მაისს დაბადებული ს--- ხ------ის რჩენა – აღზრდისათვის 2019 წლის 30 მარტიდან, ალიმენტის, ყოველთვიურად, თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის გადახდა, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შეს---მისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე უნდა შეიცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც.
მოსარჩელე საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, ხოლო სააპელაციო საჩივრისათვის _ დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შეს---მისად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელის ერთობლიობით. ამასთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, მოცემული საქმე (ალიმენტის დაკისრება) განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს.
მოსარჩელე გათავისუფლებულია ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისაგან, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ----- გ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 125 (50+75) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა-----– ხ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა-----– ხ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
4. შეიცვალოს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის (საქმე N2-635-18) გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი) დაკისრებული ალიმენტი და მოპასუხე ნ----- გ---------ს მოსარჩელე ა-----– ხ------ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დ----- ხ------ის რჩენა-აღზრდისათვის 2018 წლის 14 ნოემბრიდან, ხოლო 2013 წლის 29 მაისს დაბადებული ს--- ხ------ის რჩენა – აღზრდისათვის 2019 წლის 30 მარტიდან, ალიმენტის, ყოველთვიურად, თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის გადახდა, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
5. ნ----- გ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 125 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გელა ქირია
დავით ახალბედაშვილი