განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
020100118002450168
ინსტანცია
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002450168

საქმე №1/ბ-97-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ მაია ჯაბუას

მსჯავრდებულის – ა------ ვ-----ს

ადვოკატის – ს----- ჯ--–--------ს

 

მონაწილეობით,დახურულ სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა------ ვ-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს----- ჯ--–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა------ ვ-----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №-----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ჩ-------–---–-----------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ა------ ვ-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს----- ჯ--–--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი ა------ ვ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ა------ ვ----- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

4.მსჯავრდებულ ა------ ვ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 31 მარტიდან.

 

5.ა------ ვ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

6.საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით დართული დისკები შენახული იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/